The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


21.05

1864    
    
21 მაისი    
    
ქუთაისში იღებს მეუღლის მიერ თბილისიდან გაგზავნილ ბარათს. ისევ სწერს, რომ უმისოდ მოწყენილია.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 75-77.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 22 მაისს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1884    
    
21 მაისი    
    
თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში იხსნება საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე წესდება პოლიციის ზედამხედველობა.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 1-2671, 2056.

    
1886    
    
21 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 მაისს“ („კარგი გზების უქონლობა შესამჩნევი ნაკლულევანებაა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ეკონომიური საჭიროებანი და გზების საკითხი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 319; გაზ. „ივერია“, 1886, 21 მაისი, № 108, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 38.

    
1887    
    
21 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 მაისი“ („უახლოესი მიზეზი გობლეს სამინისტროს სამსახურიდამ გადადგომისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის პოლიტიკა გერმანიისკენ გადაიხარა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 მაისი, № 99, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 330.

    
1888    
    
21 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 მაისი“ („ჩვენ, ვგონებთ, საერთოდ ნათლად ვუჩვენეთ მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 21 მაისი, № 105, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 20/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 424.

    
21 მაისი   
    
 მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში, რომელზეც ერთხმად ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ.   წყარო:

გაზ. „ ივერია“, 1888, 1 ივნ., № 114, გვ. 2.

    
21 მაისი   
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთის რკინიგზის, სათავადაზნაურო სკოლისთვის ფულის გაწერისა და სხვა საკითხებს.   წყარო:

გაზ. „ივერია“ № 111, 112.

    
1891    
    
21 მაისი   
    
გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს ყველას, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დეპეშებით მიულოცა ბანკის თავმჯდომარედ არჩევა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 23 მაისი, № 105, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი (ხუთ ტომად), V, 1962, გვ. 764; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440.

    
1894    
    
21 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ქუთათური დამსწრის“ ფსევდონიმით იბეჭდება ვასილ ყიფიანის სტატია, რომელშიც საუბარია ოპოზიციის მიერ ქართლელთა და კახელთა დაპირისპირების პროვოცირებაზე თსს ბანკის კრებებზე ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად. ავტორი შეაგონებს მათ, რომ ეს უკეთური ხერხია, რომელიც ძირს უთხრის საზოგადო საქმეს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 21 მაისი, № 106, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ვასილ როსტომის ძე (1855-1936)

ცნობილი პედაგოგი, მათემატიკოსი, პიესების ავტორი, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. ილია ჭავჭავაძის მოწვევით მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში.

    
21 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის სხდომას და თავის გამოსვლაში დივიდენდებთან დაკავშირებით, აღნიშნავს მათი განახევრების საჭიროებას (20-დან 10 პროცენტამდე) და იმ 10 პროცენტის გამოყენებას სამეურნეო კაპიტალის შესადგენად, მაგ. სასოფლო კრედიტის დასაარსებლად და სხვ.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2.

    
21 მაისი    
    
გარდაეცვალა დისწული მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული აფხაზი– მაყაშვილისა. _ 1894 22 მაისი დისწულის გარდაცვალების გამო ვერ ესწრება თსს ბანკის კრებას.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894)

ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე.

    
1896   
    
21 მაისი   
    
ილია ჭავჭავაძე, ბანკის მეორე დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის წევრები უარს აცხადებენ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.  წყარო:

ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 204.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1904    
    
21 მაისი
თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე გამოდის სიტყვით და სხვადასხვა ბანკის მაგალითების მოხმობით ამტკიცებს, რომ ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაცია მუშაობის გაუმჯობესების გარანტია არ არის. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2501.

1905
21 მაისი
ჯამაგირს უხდის თომა და ეფემია ბოდაველებს. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689.

პირთა ანოტაციები:

ბოდაველი თომა

დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.

ბოდაველი ეფემია

დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.