გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17501, გვ. 20; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 63. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 279; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009,
გვ. 38-39, 330. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი.
ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17542
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 184-187.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული
ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე. ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17542
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 184-187. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
343; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 190–191, 366. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. “დროება“, 1882, 20 თებერვალი, № 37, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 306. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686-687. გაზ. “დროება“, 1883, 20 თებერვალი, № 38, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 424. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 703-704 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 24; გაზ. „ივერია“, 1886, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 378. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 561—564, გაზ. „ივერია“, 1887, 20 თებერვალი, № 37, გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 120.ს გაზ. „ივერია“, 1891, № 40. გაზ. „ივერია“, 1897, 20 თებერვალი, № 30, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 266. გაზ. „ივერია“, 1898, 20 თებერვალი, № 37, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 14, 2007, გვ. 68. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 478. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 217. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. „პატარა გაზეთი“, 1906, № 6.
1859
20 თებერვალი
პეტერბურგში წერს ლექსის „ტუჩთა მიკონვა...“ ორ ვარიანტს, მაგრამ საბოლოოდ
ორივეს იწუნებს და გადახაზავს.
წყარო:
1863
20 თებერვალი
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ იმ
დღიდან მხოლოდ კვირაში ორჯერ უნდა გაუგზავნონ ერთმანეთს ბარათები. აცნობებს,
რომ ჩარჩო შეიძინა და მოუთმენლად ელის, ოლღა როდის გაუგზავნის თავის სურათს.
წყარო:
1872
20 თებერვალი
ილიას დაქვრივებული და ელისაბედი ცოლად მიჰყვება ალექსანდრე საგინაშვილს.
წყარო:
1872
20 თებერვალი
ილიას დაქვრივებული და ელისაბედი ცოლად მიჰყვება ალექსანდრე საგინაშვილს.
წყარო:
1875
20 თებერვალი
თბილისიდან ბაქოში უკანასკნელ 40 მანეთს და წერილს უგზავნის მეუღლეს.
სთხოვს, მალე დაბრუნდეს, რადგან მის გარეშე ყოფნა ემძიმება.
წყარო:
1882
20 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართველთ
ქონება ათონის მთაზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
20 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ვიწროობა“.
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1886
20 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 თებერვალს“ („იტალიას ერთი იმისთანა სატკივარი...“) თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „იტალია და რომის პაპი“.
წყარო:
1887
20 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ჩვენს ეკონომიურს
ყოფაცხოვრებას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით “ღვინის
ქართულად დაყენება“.
წყარო:
1891
20 თებერვალი
მისი ხელმოწერით გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1891 წლის 1
იანვრისათვის.
წყარო:
1897
20 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 19 თებერვალი“ („ჩვენ, ქართველები, რაღაც უბედურ ბედზედა ვართ
გაჩენილნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სწავლა-განათლება და საზოგადო მოღვაწის მოვალეობა“.
წყარო:
1898
20 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 19 თებერვალი“ („ტფილისის სასულიერო სემინარიაში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა მიღება სემინარიაში
სახელმწიფო ხარჯით“.
წყარო:
1901
20 თებერვალი
თანაგრძნობის დეპეშას უგზავნის გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს.
წყარო:
1906
20 თებერვალი
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ირჩევენ ბანკის პირველი ჯგუფის
რწმუნებულად სამი წლის ვადით.
წყარო:
1907
20 თებერვალი - 5 ივნისი
მონაწილეობს სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.