The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.07

1860    
    
29 ივლისი   
    
ქმნის საბოლოო ვარიანტს ლექსისა „ქართვლის დედას“.  წყარო:

დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფ., 1882, გვ.

    
 29 ივლისი    
    
პავლოვსკში წერს უსათაურო ლექსს („მესმის, მესმის სანატრელი...“), რომელიც ეძღვნება იტალიის გამათავისუფლებელ მოძრაობას ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 121; ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1038; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 104, 381-382; ნიკოლოზ ნათიძე, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 573.

პირთა ანოტაციები:

გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882)

იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

    
1866    
    
29 ივლისი    
    
ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობას აძლევს მისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 174.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

    
1884    
    
29 ივლისი   
    
ცენზურა გასცემს „ვისრამიანის“ დაბეჭდვის ნებართვას. ტექსტს წინ უძღვის პეტრე უმიკაშვილისა და ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა.  წყარო:

„ვისრამიანი“, რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძისა, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილისა, ტფილისი, 1884; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 216.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1886    
    
29 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ივლისი“ („ბალკანეთის ნახევარკუნძული კიდევ არ დაწყნარებულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბალკანეთის პრობლემა და ევროპა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 ივლისი, № 163, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 246.

    
 29 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1886 წლის 1 ივლისისათვის.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 ივლისი, № 163, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 246.

29 ივლისი
გაზეთ „თეატრში“ იბეჭდება დასასრული ალექსი კვალიაშვილის სტატიისა „წერილი რედაქტორთან“. წყარო:

გაზ. „ივერია“, № 163. ^ 2176 წყარო: გაზ. „თეატრი“, 1886, № 26.

პირთა ანოტაციები:

კვალიაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ანდრიას ძე (გარდ. 1887)

პუბლიცისტი.

1887
29 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 ივლისი“ („წინა წერილში ჩვენ მოვიყვანეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 736-738, გაზ. „ივერია“, 1887, 29 ივლისი, № 155, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 500.

1889
 
29 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ასრულებს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეთორმეტე („ჩვენ ერთს წინა წერილში ერთი იმისთანა საქმე...“). წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 29 ივლისი, № 159; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 260.

1894
 29 ივლისი
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის მათ ვინც დეპეშებითა და წერილებით მიულოცა სახელობის დღე. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 168, 451.

1902
29 ივლისი
 
იღებს თსს ბანკის დირექტორ მიხეილ გრუზინსკის წერილს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 485.

პირთა იდენტიფიკაცია:

მიხეილ გრუზინსკის მხოლოდ გვარია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935)

ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.