![]() |
ილია ჭავჭავაძე. ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი |
თ. ილია ჭავჭავაძე
ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი
წერილი პირველი
(დამზადებულია 24 მაისისათვის, როდესაც ქართველობას უნდა გადაეხადა თ. ი. ჭავჭავაძის ორმოცის წლის მოღვაწეობის იუბილეი)
ტფილისი
სტამბა „ცნობის ფურცლისა» (ვ. გუნიასი),
1898
Дозволено цензурою. Тифлисъ, 28 Мая 1898 г.
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
ვრცელი და სრული ბიოგრფია თ. ილია ჭავჭავაძისა და კრიტიკული განხილვა მისთა თხზულებათა, ისეთი, როგორიც შეეფერება დიდებულს მის სახელს, მომავლის საქმეა. ეხლა-კი, როდესაც არა გვაქვს გამოცემული „სრული კრებულიც“-კი მისთა თხზულებათა, როდესაც ჩვენს ლიტერატურაში არ მოიპოვება-რა შესახები მისის ბიოგრაფიისა, ეს საქმე ყოვლად შეუძლებელია. დღეს შესაძლებელია მხოლოდ ოდნავ აღნიშვნა ზოგიერთ ფაქტებისა პოეტის ცხოვრებიდგან და გაკვრით, გზა-და-გზა, აღნიშვნა იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც ჭავჭავაძის პოეტურმა და პუბლიცისტურმა ნიჭმა გაუწია ქართველობას. - დღეს ქართველობა, მადლიერი თავისის საუკეთესო შვილისა და მისის ორმოცი წლის ღვაწლისა, დიდის ზეიმით და ამბით ემზადება იდღესასწაულოს მისი იუბილეი. ჩვენ ვეცდებით, მივცეთ ანგარიში მკითხველ საზოგადოებას მასში, თუ რითი დაიმსახურა თ. ი. ჭავჭავაძემ ერის სიყვარული და თაყვანისცემა, რამ გახადა ის პირველ ქართველად, თვალ-საჩინო მამულის შვილად, რამ დაუდგა მას საუკუნო და ხელთ-უქნელი ძეგლი ქართველთა გულში. თუ ეს ჩვენ ოდნავ მაინც მოვახერხეთ, ჩვენი გულის წადილი დაკმაყოფილებულ იქმნება.
![]() |
2 >I. თ. ილია ჭავჭავაძის მშობლები |
▲ზევით დაბრუნება |
I. თ. ილია ჭავჭავაძის მშობლები
სახელოვანი ჩვენი პოეტი და პუბლიცისტი თ. ილია ჭავჭავაძე დაიბადა სოფ. ყვარელში,
თელავის მაზრაში, 1836 წელს 27 ოქტომბერს. მამა მისი იყო კარგი შეძლების თავადი
შვილი გრიგოლ პაატას-ძე ჭავჭავაძე. დედა ქალაქელის სომხის ქალი ბებურიშვილის
გვარისა, სახელად მაგდან. გრიგოლ ჭავჭავაძე მთელს კახეთში ცნობილი იყო, როგორც
ენა-მახვილი და სიტყვა-მოსწრებული კაცი. თავის დროზედ ზომიერი ხუმრობა უყვარდა.
ერთხელ, თურმე, ქალაქში იყო თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლობაში. იქვე მივიდა,
ხამად ქალაქში ჩამოსული, ერთი კახელი თავადიშვილი. კარებში გრიგოლი შეეგება. მოსული,
რა დაინახა მდიდრული მორთულობა და გასპეტაკებული იატაკი, ცოტათი შეკრთა. ამ დროს
გრიგოლმაც მიასწრო:
— რას შვრები, კაცო, ემაგრე-კი არ წაეყუდო; უნდა წაღები დაიხადო და ისე შეხვიდე
პირველადაო; ლაქია დაგიწმედავს წაღებს და ზალაში მოგართმევსო. გულ-უბრყვილო თავადმა
დაიჯერა. ვიდრე ის წაღებს დაიხდიდა, გრიგოლმა შეატყობინა ეს გარემოება დიასახლისს.
გამოცვივდნენ ქალები და იხილეს გამოჭიმული ფეხშველა სტუმარი. რასაკვრელია, სიცილსა
და ხარხარს ბოლო არ ექნებოდა.
ძალიან უყვარდა გრიგოლს ოხუნჯობა ერთს თავადიშვილზედ, რომელსაც მეტ-სახელად „კუდა“
ერქვა. კუდა.რო გრიგოლს დაინახავდა, დაემალებოდა ხოლმე, ან შაეხვეწებოდა: „მამა ნუ
წაგიწყდება, გრიგოლ, თავი დამანებეო“. ერთხელ ეს „კუდა“ თ. ვორონცოვთან შევიდა
რაღაც საქმისთვის. კარებში შევიდა თუ არა, სალდათმა მიაძახა: Куда, თავადი
განრისხდა: დახედე იმ წყეულ გრიგოლს ეს სალდათებიც არ გაუბრიყვებიაო!
დედა პოეტისა სამაგალითო ჭკვიანი ადამიანი იყო და კარგი მცოდნე ქართულის
წერა-კითხვისა. სომხური მას არ სცოდნია. თ. გრიგოლსა და მაგდანს ეყოლათ ხუთი შვილი:
კოტე, ნინა (აფხაზისა), ილია, ელისაბედ (საგინაშვილისა) და თეიმურაზ. კოტე სამხედრო
სამსახურში იყო და ომში მოკლეს, თეიმურაზი უნივერსიტეტში სწავლობდა და იქ
გარდაიცვალა. ყველაზე გამოჩენილ პირად პოეტის ოჯახში უნდა ჩაითვალოს მამიდა მისი,
ერისთავის მეუღლე. ისა ბძანდებოდა დიდი მწიგნობარი, დიდი განათლებული და ნაკითხი
თავის დროის შესაფერად. ქართული წერა-კითხვაც და პირველი სიყვარულიც წიგნებისადმი
მან ჩაუნერგა პატარა ილიკოს. მამამ ვაჟი შვილები. სულ გიმნაზიაში დაზარდა. აქვე
დაამთავრა კურსი ილია ჭავჭავაძემ და წავიდა შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში
იურიდიულ ფაკულტეტზედ.
![]() |
3 II. ქართველობა და მისი ლიტერატურა თ. ილია ჭავჭავაძემდის |
▲ზევით დაბრუნება |
II. ქართველობა და მისი ლიტერატურა თ. ილია ჭავჭავაძემდის
Всякъ суетится, лжeть за двухъ
и всюду меркантильный духъ!
Пушкинъ.
რუსულს ლიტერატურაში შეგვხვედრია ჩვენ ასეთი ანეგდოტური, არა-დასაჯერებელი, მაგრამ
ყურად-საღები და საინტერესო ამბავი. იყო ერთი კაცი, ნასწავლი, თავისებურად
განათლებული, მხოლოდ დიდი მტერი კითხვისა, ლიტერატურისა, წიგნებასა. ერთხელ იგი
დაესწრო თეატრში უკვდავის გრიბოედოვის კომედიის წარმოდგენას. ვაჟბატონი დიდად
განაწყენებული დარჩა: „როგორ? დაგვცინიან, თუ რა არის ესა? „ვაი ჭკუისაგან“ რა
წარმოსადგენი პიესაა? ეგ პიესა კი არა, კრებულია სახალხო ანდაზებისა, იგავებისა,
მზა-მეტყველებისა!“ საწყალი და ვაგლახი კრიტიკოსი! აბა იმან რა იცოდა, რომ სწორედ
იქ, სადაც ის ნაკლს ეძებდა გრიბოედოვის პიესაში, სწორედ იქ იყო მისი უაღრესი
ღირსება. გრიბოედოვის მახვილ-სიტყვაობა, მისი ოხუნჯობა, მისი მოსწრებული და
სურათ-ხატიანი სიტყვა დიდი ხანია გადავიდა ცოცხალ ენის სალაროში, ერის კუთვნილება —
საკუთრება გახდა.
ასეთსავე ჭკუის სიღარიბეს გამოიჩენს ისიც, ვინც იტყვის, რომ აბა რა ყრია ამ
სიტყვებში:
„ათასად გვარი დაფასდა, ორი-ათასად ზრდილობა,
თუ კაცი თითონ არ ვარგა,
ცუდია, გვარი-შვილობა!“
ანუ: აყვავებულა მდელო,
საქმე ის არის, ვისთვის და რა დროს იწერებოდა ყოველივე ესე. ამიტომაც დღეს ანბანურ
ჭეშმარიტებად არის აღიარებული ის გარემოება, რომ ყოველივე ლიტერატურული ნაწარმოები
უნდა დაფასდეს შედარებით და შეფერებით იმ დროისა და ჟამისა, როდესაც იგი დაწერილია.
თ. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის პირველ ხანას ჩვენ სრულიად ვერ დავაფასებთ, თუ არ
გავითვალისწინეთ იმ დროის ქართვე-სა ლობა და მისი ლიტერატურა. ამასვე ითხოვენ
კანონები. ეგრედ წოდებულის ისტორიულის კრიტიკისა.
მე-XVIII საუკუნის მიწურულში მოისპო საქართველოს პოლიტიკური არსებობა. ბრალს იმისას
მხოლოდ გაუნათლებელი და შეუგნებელი კაცი დასდებს ერთს ვისმე, ვინც უნდა იყოს იგი:
მეფე ერეკლე, დედოფალი დარეჯანი, მოღალატე და გამცემი რომელიმე პირი. მე-XII
საუკუნიდგან მოკიდებული საქართველომ ერთი დღე მოსვენება არ იცის. იგი დღე და ღამ
იმის ფიქრშია, რომ აი ან დღეს, ან ხვალ მოვა სპარსელი, ლეკი, ოსმალი, ამიკლებს,
დამარბევს, დამატყვევებს, გამყიდისო. ამ უბედურ გარემოცულ პირობებს მოსდევდა
არეულობა შინაობა შიაც: გაღარიბება, გაღატაკება, ერთმანეთის დაჩაგვრა, უსამართლობა,
უკანონობა, ამ ბოძებზე დამყარებული სოციალური შენობა უნდა დაფუშულიყო და ასეც
მოუვიდა. ერთს კაცს არ შეეძლო დამაგრება რვა საუკუნის განმავლობაში სისტემატიურად
შეძრულწახდენილ შენობისა.
ასე იყო თუ ისე, საქართველო ძრიელ რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა და იწყო სრულიად
ახალი ცხოვრება. მისნი მამა-პაპურნი ზნე-ჩვეულებანი რუსეთის ზეგავლენის. ქვეშ
იმტრევ-იმსხვრეოდნენ. ახალი დრო თავისის ახალის მოთხოვნილებით ჯერ ვერ შეეთვისათ,
ძველებური აღარა ვარგოდა-რა. ასეთი ორწყალ-შუა ყოფნა, ასეთი გარდამავალი (переходное)
დრო ცუდია, როგორც კერძო კაცის ცხოვრებაში, ისე ერისაში. იდეალები ვაჟკაცობისა,
მამულის შვილობისა ჩაქრა, რადგან გარეშე მტერი აღარ გვაწუხებდა. განათლებისა და
ევროპიულ იდეალებისა ჯერ გაგება-ხსენება არ იყო. ქართველობა, ანუ უკეთ მისი
თავადაზნაურობა, მიეცა უაზრო ქეიფსა და დროს-ტარებას, საუკეთესო შემთხვევაში
ჩინებისა და მენლდების უკან-დევნას. ნაციონალურმა გრძნობამ ერისამ ევროპაშიაც გვიან
გამოიღვიძა. ჩვენში იგი წინათვე არ იყო. არ იყო-მეთქი ეს გრძნობა იმ სახით, როგორც
ახლა გვესმის. მამულის სიყვარული, რასაკვირველია, იყო და იგი უდრიდა მტრისაგან
თავის დაცვას გაჭირვებაში. მშვიდობიანობაში ეს გრძნობაც მიძინებული იყო. რა
საქართველო რუსეთს შეუერთდა და დამშვიდდა, მოაკლდა მას ის გარეშე პირობაც, რომელიც
მისს გულში მამულის შვილურ გრძნობას აღანთებდა ხოლმე. მაშ რაღას წარმოადგენდა
დამშვიდებული საქართველო ამ საუკუნის პირველ ნახევარშიო, იკითხავთ გაოცებული.
არაფერს, მოგახსენებთ, და არ მეშინიან თქვენის რისხვისა. იგი იყო გონების სიბნელით
გარემოცული, ზანტი, დაქანცული. უმაღლესი მისი გრძნობა ქალის აშიკობაზედ,
მწევარ-მეძებრებზედ ზევით არ ადიოდა. გაიხსენეთ თუნდ თ. გიორგი ერისთავის ტიპები,
რომლებიც ცოტად თუ ბევრად გვიხატავენ მაშინდელს საქართველოს. ერთი-ორი მაშინდელი
ნიჭიერი კაცი, როგორც მაგალითებრ, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თვალ-ცრემლიანნი
შემოგვჩივიან, რომ მათს დროს კაცი არ იყო, რომლისთვისაც, შეგეძლოთ, ფიქრი გენდოთ და
აზრი გაგეზიარებინათ. ნ. ბარათაშვილი იხუთება, კეთილშობილი სული უგუბდება მაშინდელს
ატმოსფერაში და დატანჯული გაიძახის:
-გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი გაურბის პოეტი სამშობლოს. ძნელია ბრძოლა ერთისა ათასთან, უმეცრებასთან,
გაუთლელობასთან, უმწეოდ, უამხან აგოდ. ასეთი „შავი“ ბედი ჰხვდა წილად პირველს ჩვენს
ანალ დროის მგოსანს.
თ. ილია ჭავჭავაძე უკეთესს გარემოებაში გამოვიდა ლიტერატურო და საზოგადო ასპარეზზედ.
1857 წელს, როდესაც ჯერ ისევ სტუდენტის ილია ჭავჭავაძის პირველი ლექსი „ჩიტი“
დაიბეჭდა, უკვე ქართული ჟურნალი გამოდიოდა გიორგი ერისთავის რედაქტორობით. ცოტა
შემდეგ ხომ „ცისკრის“ რედაქტორი ივ. კერესელიძე გახდა. ადვილად წარმოსადგენია, რა
იყო მაშინდელი ჟურნალი, რას ემსახურებოდა და ვინ იყვნენ თანამშრომლები* საკმარისია
ვსთქვათ, რომ ერთი-ორის გარდა იგინი დიდი ხანია ამოიშალნენ ქართველობის
მეხსიერებიდგან, თუმცა ჯერ დრო და ხანი დიდი არ გასულა. ძნელია კაცმა იმაზედ
მომატებული ლიტერატურული უნიჭობა და ესტეტიკის მხრივ უგემოვნობა წარმოიდგინოს, რაც
იყო მაშინდელი „სიტყიერებითი ჟურნალი „ცისკარი“. თუმცა შიგა და შიგ შეხვდებოდით ალ.
ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის მშეენიერ ლექსებს, ბაქარ ქართლელისა და დიმიტრი
ბაქრაძის ნიჭიერ წერილებს, მაგრამ ეს მარგალიტებიც კი საზოგადო ხასიათსა და ფერს
ვერ უცვლიდნენ „ცისკარს“. რასაკვირველია, ბევრი არც მოეთხოვებოდა ახალს საქმეს.
ჩვენ მაინც მადლობლები უნდა ვიყოთ იმ უანგარო მუშაკებისა. რაც შეეძლოთ, იმას
აძლევდნენ მკითხველ საზოგადოებას. გარნა ბოდიშის მოხდა და ლმობიერად მოპყრობა ერთი
საქმეა, და ფაქტი და სინამდვილე კიდევ მეორე. * აი «ცისკრის” თანამშრომლები: ოთარ ქობულოვი, თამაზ ქობულოვი, ბარამ ბარათოვი,
სარდ. ალ.-მესხიშვილი, დიმიტრი ბაგრატიონი, ლუკა ისარლოვი, ერასტი თურქისტანოვი,
დავით მაჩაბელი, კნ. სალომე მაკაევისა, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ომან ხერხეულიძე,
ბაქარ ქართლელი, იოსებ მამაცაშვილი, ალ. სულხანოვი, დ. ხიმშიევი, დ. მგალობელოვი,
გრ. რჩეულოვი, ივ. კერესელიძე, დ. ბერიევი და სხვ. მაშინდელი ჩვენი საზოგადოება ლიტერატურას: საზოგადოდ პოეზიას კერძოდ ისე უცქირიდა,
როგორც გასართობ საგანს, მოცლილისა და უსაქმო კაცის ყბედობის, ლაყბობას. საგანი
პოეზიისა „ვარდ-ბულბულის“ შესხმა იყო, არც რედაქტორი ბ. ივ. კერესელიძე იყო
უკეთესის აზრისა თავისს ჟურნალზედ. ეს სჩანს ერთის მისის შენიშვნიდგან*. „მართალია,
სწერდა გულ-უბრყვილოდ რედაქტორი: მარმანტელიც იყო დაბეჭდილი („ცისკარში“), კაზლოვიც
და სხვანიცა, მაგრამ იმათი გავლენა არავიზედა ჰქონდა და არც ერთი „ცისკრის“
თანამშრომელი იმათ არ ჰბაძავსო“. ივ. კერესელიძეს უსაყვედურეს, უხეირო და უაზრო
წერილებს რათა ჰბეჭდავ „ცისკარშიო“, და ის თავს იმითი მართლულობს, რომ რა უშავსო, „იმათ
გავლენა არავიზედ ჰქონდაო“. ბ. კერესელიძეს და მის შენიშვნებს ქვემოთაც შეხვდებით,
ამიტომ ახლა მას თავს ვანებებთ. ვიტყვით მხოლოდ: როგორიც ერი — ისეთი ბერიო,
როგორიც მკითხველი საზოგადოება იყო, ისეთი რედაქტორ-თანამშრომლები. ჩვენ ისევ ვეცადოთ მაშინდელ ქართველობის გათვალისწინებას, მის წარმოდგენას. „ქართველობაო“!
განა ეს სიტყვა მაშინ არსებობდა? იყო ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი,
ხევსურეთი და სხეა, მაგრამ საქართ, ველო და ქართველობა ჩვენ ში მე-XII საუკუნის
შემდეგ აღარ არსებობდა, მაშინაც თუ იყო გაერთიანებული საქართველ, მხოლოდ იმიტომ,
რომ ძლიერმა ხელში დიდებულის თამარ მეფისამ მოუყარა მათ თავი ერთად. აღარ იყო
გარეგანი ძალა -და იგი ერთობაც დაიშალა. ეროვნული აღორძინება ჩვენის დროის ნაყოფია.
ჩვენმა დრომ ჰქმნა ის, რომ დღეს შავის ზღვიდგან განჯამდე ერთი სული და ერთი
გულისცემს... ამ საუკუნის პირველ ნახევრის ქართველობა ჩინებულად დახასიათდება შემდეგის სიტყვებით,
რომლებითაც ერთმა ნიჭიერმა რუსთა მწერალმა დაახასიათა გერმანეთი მე-XVIII საუკუნის
მეორე ნახევარში*. „საზოგადო უმეცრება ისეთ მძიმე ტვირთათ აწვათ კისერზედ, რომ სურვილი. და
მისწრაფებაც-კი კეთილის მერმისისადმი მათში' დახშული იყო. გერმანეთი წააგავდა
ზღაპრულ შილიონის ქვესკნელს, რომელშიაც იხრჩობოდნენ ნემენტები, მოკლებულნი სინათლეს
მთელი ერთი საუკუნე. უკანასკნელი კვეთება სულისა მომაკვდავის ერისა ისმის ხოლმე
ლიტერატურაში; პირველი სურვილები, პირველი მოთხოვნილება ერისა ჩვეულებრივ
გამოითქმებიან ხოლმე მისის პოეტებისა და ლიტერატორების პირით. ის ერი, რომელმაც
დაკარგა ანუ ჯერ არ მიუღია უფლება მოქმედებისა, ლაპარაკობს მაინც, ნათელს ეძებს
სიტყვაში, უკეთუ ვერ უპოვია ცხოვრებაში; დაწაფებით ისმენს აღგზნებულს სიტყვას
თავისი პოეტებისას. ამასაც-კი ვერ ჰპოვებდით მაშინდელს გერმანეთში“. ქართველობაც
სწორეთ ასეთს ხანაში იყო. მისი გონებაც მიძინებული იყო, მას არა ჰქონდა სურვილები.
ქართველსაც შეძლო განემეორებინა ეს გულსაკლავი სიტყვები:
> „... Что потомъ сбылось со мной,
აყვავებულა მთები,
მამულო საყვარელო,
შენ როს-ღა აღევავდები!
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი!“
*„ცისკარი“ 1861 წლისა, შენიშენა რედაქტორო» ი, კ —ჭის წერილის ქვეშ.
* Эхетика и поэзія“, изд. М. Н. Чернышпенскаго.
Не помню: світь казался тьмой,
Тьма свѣтомъ: воздухъ исчезалъ
Въ оценѣнія стоялъ
Безъ памяти, безъ бытiн,
Меэкъ камней хладнымъ камнемъ я.
и видѣлюсь, какъ въ тяжкомъ снѣ,
Все блѣднымъ, техныхъ, тусклымъ мнѣ;
Все въ смутную слилося тѣнь.
То не было ни ночь, ни день...
То страшный міръ какой — то былъ,
Безъ неба, солнца и свѣтиль,
Безъ Промысла, безъ благъ и бѣдъ,
Ни жизнь, ни смерть,
какъ сонъ гробовъ, Какъ океанъ безъ береговъ,
Подавленный тяжелой мглой,
Недвижный, хладный и нѣмой...»
![]() |
4 III. ი. ჭავჭავაძის გამოსვლა სალიტერატურო ასპარეზზედ და მისი პირველი პოლემიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთ მასწავლებლად ახალის ცხოვრებისა, ახალის აზრებისა, ახალის მიმართულებისა,
მასთან აღჭურვილი „დიდის ღმერთის საკურთხევლის ცეცხლით“ გულში აღმოჩნდა ახალ-გაზრდა
ყმაწვილი კაცი, ჯერ ისევ სტუდენტის სკამზედ მყოფი, ილია ჭავჭავაძე. 1860 წლამდე მან
რამდენიმე ლექსი დაბეჭდა „ცისკარში“. ეს ლექსები საზოგადოებასაც და რედაქტორსაც
ძრიელ მოეწონა. ყველა ამბობდა: ჩვენი ილიკო კარგი პიიტიკოსი დადგებაო. თუმცა
უწუნებდნენ შიგა და შიგ ენას. ენა სამნაირიაო: მაღალი, საშუალო და დაბალი.
პიიტიკოსს არ შეშვენის დაბალის ენით წერაო. ამას გვასწავლის რუსთაველი, შავთელი,
ჩახრუხაძე და სხვანიო. მართლაც და მაშინდელი ჩვენი პიიტიკოსები სწორედ ჰბაძავდნენ
შავთელ-რუსთაველს. ლექსების წერის დროს მარცვლებსა და ასოებს სთვლიდნენ: მეტი ან
ნაკლები არ მოგვივიდესო. გარეგნობით მათი ლექსები, მართლაც, რუსთველის ლექსებს
წააგვანდნენ. უთუოდ მეოთხე სტრიქონი იწყობოდა „და“-თი. ვინც კიდევ წერაში არ
იხმარებდა ასოებს: ჱ, ჲ, ჳ, ჵ, ის უვიცად იყო აღიარებული, უნიჭოდ ცნობილი. შინაარსი?
ამას არავინ არ დაგიდევდათ. საქმე გარეგნობა იყო, ფორმა.
ამას ბრძოლა უნდოდა თუ არა? დიახ უნდოდა და ბრძოლა მედგარი, ულმობელი, რადგან „იგინი“,
ძველის თაობის მწერალნი, ბევრნი იყვნენ, ცხოვრებაში გავლენიანნი. ასეთს
სხოლასტიკობას და ცრუ-კლასიკობას ჩვენი მამა-პაპისას პირველი მკვახე ყუმბარა ესროლა
ისევ პეტერბურგიდგან სტუდენტმა ჭავჭავაძემ. ეს იყო მისი წერილი 1861 წლის „ცისკარში“,
რომელშიაც ის არჩევდა „შეშლილს“ კოზლოვისას, თ. რევაზ ერისთავის მიერ თარგმნილს.
ახალგაზდა ავტორი სასტიკად მოეპყრო ერისთავს. თვალ-საჩინოდ დაუმტკიცა: 1) რომ მას
არავითარი პოეტური ნიჭი არა აქვს, 2) ენა ქართული არ იცის, 3) იმავე უნიჭობის გამო
უცხო ენაში სათარგმნელად ვერ უპოვია-რა უნიჭო კოზლოვის უხეირო ნაწარმოების „შეშლილის“
მეტი, 4) კოზლოვი რა სათარგმნელია რუსულიდგან, როდესაც პუშკინი და ლერმონტოვი არ
არიან ნათარგმნიო.
სასტიკობა ამ წერილისა, რასაკვირველია, იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზდა ავტორი „მკვახედ“
სწერდა, მოურიდებლად და ბოდიშის მოუხდელად ყოველს საგანს მისის საკუთარის სახელით
იხსენიებდა. ჩვენს დროში იმ წერილში უზდელობას ვერავინა ჰპოვებს. რაც შეეხება იმას,
რომ წერილში ახალგაზდა ავტორის გული და სული იყო ჩადებული, ეს ღირსებად უნდა
ჩაითვალოს. ღირს-შესანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძეს იმთავით აქამომდე არ ეხერხება
გულ-გრილი და აკადემიური კილო. ის თვით იტანჯება, თუ სამწუხარო საგანზედ სწერს, და
თვით ხარობს, თუ სანუგეშოზედ. ორივე ესე გრძნობა ავტორისა ყოველ სტრიქონში
გამოსჭვრეტს და მკითხველის გულის ჩანგს თავის გუნებაზედ ააჟღერებს ხოლმე. მაზედ
სამართლიანად ითქმის: «Онъ писалъ сокомъ своихъ нервовъ“.
მაგრამ მაშინდელი ლიტერატურული ზნეობა სხვანაირი იყო. აყაყანდა და ყალხზედ დადგა
მთელი გუნდი მაშინდელის მწერლებისა. როგორ? ვიღაც ბაღანა, უსუსური და ასეთი უზდელი
კილო? აბა ერთი ვაჩვენოთ იმას ჩვენი სუსხიო, და მოჰყვნენ წერას. ისიც-კი სათქმელია,
რომ ნამდვილად აქ „ზდილობა-უზდელობაზედ“ არ იყო საქმე დამოკიდებული და აშენებული.
აქ იმათ დაინახეს დამსხვრევა-შეგინება თავიანთის წმიდათა-წმიდისა, თავიანთ -
რწმენისა, თავიანთ შეხედულებისა; უარ-ყოფა თავიანთი, როგორც საზოგადო მოღვაწეებისა.
8მოგახსენებთ, საფუძველი და მთავარი მიზეზი ეს იყო, თუმცა მათ ხელზედ მხოლოდ „უზდელი,
არა ლიტერატურული“ კილო დაიხვივეს. მიაყარეს სტუდენტ-ავტორს კრიტიკები და
ანტიკრიტიკები. ფარდა რომ აიხადა, პირველი საომარ ველზედ გამობრძანდა დიდად
პატივცემული მაშინდელი მწერალი კნ. ბარბარე ჯორჯაძისა. ამან ენაც დაუწუნა
ჭავჭავაძეს, უმეცრებაც უკიჟინა, უზდელობაც. ენის შესახებ კნ. ბ. ჯორჯაძისა, სხვათა
შორის, სწერდა: ჭ— ძე სწერს:„მ ისი ლექსი სუბუქ ფრთითა განა ფრინველს შეუძლიან ცალის ფრთით ფრენაო? ამისი დამწერი სხვას უწუნებს ენასაო?
ამაზედ ჭავჭავაძემ უპასუხა: კნეინავ, მაშ რომ ვამობთ: „ჩემის თვალით ვნახე, ჩემი
ფეხით მივედი“,ეს იმას ნიშნავს, რომ ცალის თვალით ვნახე და ცალის ფეხით
მივკინკილდიო?
ბ ბ. ჯორჯაძისას მოჰყვნენ კრიტიკები თ. გ. ბარათაშვილისა, ივ. კერესელიძისა, ს.
ალექსი-მესხიშვილისა, თ. რევაზ ერისთავისა და სხვ.
იმ დროინდელ კრიტიკოსების დასახასიათებლად და მათის პოლემიკურის ხერხისა და შნოს
აღსანიშვნელად აქ მოგახსენებთ თ. გიორგი ბარათაშვილის მსჯელობასაც. უნდა ითქვას,
რომ ეს ბარათაშვილი მაშინდელ მწერლებში უნიჭიერესად ითვლებოდა. ეგონათ, რომ ის კი
სწორედ მიწასთან გაასწორებდა ილია ჭავჭავაძეს.
ძველი თაობის ნიჭიერი ავტორი ასეთის მახვილობით იწყობდა თავის კრიტიკას. განჯინის
კარი გამოვაღე და „ცისკრების“ ნომრები გადმოვალაგე. დახედეთ, რა ვნახეო! თაგვებს
შეეჭამათ ნომრებიო. არც ერთი ლექსი აღარ დამხვდა მთელი. მხოლოდ... ილია ჭავჭავაძის
ლექსებისთვის არ ეხლოთ ხელი, არ შეეჭამათო. ალბათ იმიტომ, რომ იგინი უმაღლეს
ჰარმონიით არიან გამჭვალულნიო!
ამ უბრალო და დაბალის ღირსების იუმორომათ. ბარათაშვილს ნამდვილის შჩედრინის სახელი
მოუხვეჭა „ცისკრის“ თანამშრომელთა შორის. მერე, რასაკვირველია, უმატებდა, რომ „უფ.
ჭავჭავაძის ლექსები არიან უჰარმონიო, უნდილი და ისეთი მძიმე, რომ ვერა თაგვის
მუცელი ვერ მოინელებდა. და აი ეს იყო მიზეზი, რომ თაგვებმა არ შეჭამესო“. მაგრამ ამ
უსუსურ მსჯელობას თქვენი ჭირი წაუღია; ეს რა მოსატანია იმასთან, რაც იმავე
ბარათაშვილმა სთქვა ჭავჭავაძის „გაზაფხულზედ“. აქ ის ავიდა უვიცობის, უნიჭობის,
გონების სიჩლუნგის და სიბნელის ისეთს უმწვერვალებზედ, საიდამაც ძირს ჩამონედვა
თავბრუს დაჰხვევს ადამიანს. „გაზაფხულშიო“, ამბობს კრიტიკოსი, პოეტი სულით ნატრობს
საყვარელ მამულის აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა, საქართველო როგორ მწვანე
ხავერდივით ბიბინებსო“!
ბარათაშვილს „მამულის აღყვავება“ მწვანე ბალახის ამოსვლად მიუღია!
აი, ბატონებო, როგორ ატმოსფერაში გამოვიდა ქავჭავაძე სალიტერატურო ასპარეზზედ. დიდი
ძალა უნდოდა, სულისა, დიდი ნიჭი, რომ გონების სიბნელის ჩინეთის დედელი დაერღვია და
შუქი განათლებისა შეეტანა სამშობლოში.
ღირს შესანიშნავია ის ფაქტი, რომ 1861 წელში, როდესაც ყვავებივით დაესივნენ ძველი
მწერლები ილია ჭავჭავაძეს, სწეწდნენ და სჯიჯგნიდნენ მას, ახალთაობის
წარმომადგენელთა შორის ერთმაც ხმა არ დასძრა მის საქომაგოდ. ილია ჭავჭავაძეს მარტოს
მოუხდა ბრძოლა, იმ წელში მაინც.
დიდი ალიაქოთი მოახდინა ილია ჭავჭავაძის პირველმა კრიტიკულმა წერილმა, დიდი
მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველა იმ აზრისა იყო, რომ ახალგაზდა სტუდენტი ძალიან
თავხედობს. ასე ამბობდნენ კერძოდ და მწერლობაში, მაგრამ იმავე დროს ყველა ჰგრძნობდა,
რომ რაღაც ძალა ეტყობა სტუდენტს, რომ ის რევოლიუციას მოახდენს ქართულს მწერლობაში.
თ. რევაზ ერისთავმა, „შეშლილის“ მთარგმნელმა, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო
გულნატკენი ჭ—საგან, თავისს ანტიკრიტიკაში, სხვათა შორის, ესეცა სთქვა: „იმედი
გვაქვს, მარტო ჩვენი შეცდომის მხილებაზედ არ შეაყენებს ილია ჭავჭავაძე თავის „ენიან
ენას“ და მეხის კალამს, რომელიც უპყრიეს ხელოვან ხელსა და განაგრძელებს სხვათაცა
სტატიების განხილვისა“. ეს სიტყვები ცხადათ ჰმოწმობენ, რომ სტუნდენტში იცნეს
არაჩვეულებრივი კაცი.
ანტიკრიტიკოსები და პიიტიკოსები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ, რომ... რომ 1861
წლის „ცისკრის“ თიბათვის ნომერში გაჩნდა ახალი წერილი თ. ილია ჭავჭავაძისა სათაურით:
„პასუხი“.
>
მთელს ქართულს ლიტერატურაში ჩვენ სხვა წერილი — არ გვეგულება, რომელიც იყოს
დაწერილი ისეთის აღტაცებულის გრძნობით, როგორც ის; ჯერ ქართულ ლიტერატურას ასეთი
არა ენახა-რა. ამ წერილმა უცებ მოუპოვა ილია ჭავჭავაძეს სახელი პირველის მწერალისა,
პირველის“ კრიტიკოსისა და პუბლიცისტისა. სტატია იწყებოდა ბელინსკის სიტყვებით:
„Изъ нашей литературы хотятъ устроить бальную залу и уже зазываютъ въ нее дамъ;
изъ нашихъ литераторовъ хотятъ сдѣлать свѣтскихъ людей въ модныхъ фракахъ и
бѣлыхъ перчаткахъ; энергію хотятъ замѣнить вѣжливостью, чувство—приличіемъ,
мысль —модной фразой, изящество -щеголеватостью, критикү-комплиментами“..
მაშინდელს სალიტერატურო ატმოსფერას, მდიდარს სანტიმენტალურის პრანჭვა-გრეხით და
ბატონ-ყმურის ზდილობით, ეს ეპიგრაფი სავსებით ასურათებდა და ძალიან უხდებოდა. გარდა
ამისა იგი იყო პასუხი მათკენ მიმართული, რომელნიც ავრცელებდნენ ხმებს, ჭავჭავაძემ
ლანძღვა შემოიტანა მწერლობა შიო. „ცისკრის“ რედაქტორმა საჭიროდ დაინახა ასეთი უაზრო
და უნიჭო შენიშვა გაეკეთებინა ჭავჭავაძის წერილისთვის: „ეს ეპიგრაფიო,
ენა-წყლიანობდა ბ. ივ. კერესელიძე, აქ უადგილოაო: ეს მიეწერება იმ დროს როდესაც
ბელინსკისაგან მოხსენებულნი ნაკლულევანებანი ზოგიერთს ევროპის საზოგადოების
ზნეობაში იყვნენ და იმ ზნეობიდგან შემოვიდნენ მათ სიტყვიერებაში. პირველი მაგალითი
უჩვენა ფრანციამ, რომელსაც ჰბაძავდა თვით რუსეთიც. ქართული სიტყვიერება ჯერეთ არ
დაფუძნებულა, ჯერ არა-რაი „მიმართულება“ მას არ მიუღია (ილია ჭავჭავაძეც ამასა
სწუხდა!). მაშასადამე, თუ ჩვენს საზოგადოების ზნეობაში ის ნაკლულევანებანი არიან
შემოტანილნი, იმათ ჯერ ლიტერატურას ვერ მივაწერთ. მართალია მარმანტელიც დაიბეჭდა,
კაზლოვიც და სხვანიც, მაგრამ იმათ გავლენა არავიზედ ჰქონიათ და არც ერთი „ცისკრის“
თანამშრომელი იმათ არ ჰბაძავს. უფალი ჭ—ძე ბელინსკის ჰბაძავს და ბელინსკობა ჩვენში
არ გამოდგება (?!) თუმცა (დახეთ ამ მოწყალებას!) ბელინსკი საფუძვლიანი და
უპირველესი კრიტიკოსი იყო რუსეთში, მაგრამ (!), როგორათაც სნეული და ზაფრიანი კაცი,
ყოველთვის ილანძღებოდა და ამ მიზეზით იმისი ბაძვა არ არის მოსაწონი, და რუსეთში
ეხლა ვინ ჰბაძავს იმას?“
აი ასეთის შენიშვნებით შეამკო რედაქტორმა ქ-ძის წერილი. არ ვიცი, მაშინ რა თვალით
შეჰხედეს ამ შენიშვნებს, ხოლო ეხლანდელის მკითხველისთვის კი ცხადია, რომ მათი
ავტორი ერთი საწყალი, გონება-ბნელი, უნიჭო და უვიცი კაცი ყოფილა. თუ რას ეძახდნენ მაშინდელი კრიტიკოსები „ლანძღვას“ ჭავჭავაძისას, ამის ნიმუშსაც
წარმოგიდგენთ. დასახე" ლებულს წერილში ილია ჭავჭავაძე, რედაქციის აზრით, „საშინლად“
(!), ლანძღავს დიდად პატივცემულს თანამშრომელს „ცისკრისას“ კნ. ბარბარე ჯორჯაძისას,
როდესაც ამბობს მაზედ შემდეგს: „ხშირად შემხვდება ხოლმე სიტყვები: ლიტერატურა,
კრიტიკა, ხელოვნება, სიტყვიერება და სხვანი, მაგრამ მხმარებელთ ხმარებულის გაგება
არ ჰქონიათ; რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, რომ, არამც თუ ლიტერატორობას
მოჰყვებოდნენ, კალამსაც ხელში არ აიღებდნენ და თუ აიღებდნენ, მარტო მოკითხვის
წიგნების დასაწერად. ამის დასამტკიცებლად მაგალითს შორს არ დავუწყებთ ძებნას; აი
თვით კნ. ბარბარე ჯორჯაძის სიტყვები: „ჩვენ როგორც შეგვიტყვია ილია ჭავჭავაძე,
ბატონებო, გაზრდილი გახლავთ უნივერსიტეტში (ვის უთქვამს?* სადაც ასწავლიან მრავალ
საგნებსა (ესეცა სცოდნია!) და რასავირველია, სწავლას მიიღებდა. მაგრამ აი
საკვირველი: უპირველესი საგანი არ შეუძინებია, ესე იგი თეორეტიკა (?), ანუ
ხელოვნებითის სიტყვიერების - სწავლა“. მე სწორედ მოგახსენოთ, ეგ „თეორეტიკა“, არ
ვიცოდი, რა იყო, მაგრამ „თეორეტიკით“ დახელოვნებული ჩემი მოპირდაპირე ისეთ კეთილი
ყოფილა, რომ განსაზღვრავს იმ „თეორეტიკას“, ანუ სწავლას ხელოვნებითის
სიტყვიერებისას ამ რიგად: თეორეტიკა გვასწავლის: ა, ბ, გ, დ, ე და სხვანი, რა რიგად
იხმარებიან სიტყვებშიო, რა რიგად შეადგენენ მარცვალსაო, და ამ სწავლას ხელოვნებითის
სიტყვიერების სწავლას ეძახის ჩვენი მწერალი ქალი! აი რა ძნელი ყოფილა შინიდგან
გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინვა. აქედან სჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის
ჩვენს მწერალს ქალს და არც სიტყვიერება. ასოს ხმარების გამსაზღვრელი საგანი ტყუილად
სჩემობს ხელოვნების სწავლის სახელსა“. * ეს შენიშვნეიც ილია
ჭავჭავაძეს ეკუთვნიან. აი ასეთს მსჯელობას ილია ჭავჭავაძისას მაშინდელი საზოგადოება და მწერლობა
„ლანძღვასა“ და „უწმაწურ“ სიტყვაპასუხს ეძახოდა აი ერთი ნიმუშიც —ის ვითომ
ლანძღვისა: „უბედურება ჩვენი ის არის, რომ შევბეჭდავთ თუ არა „ანბანის თეორეტიკის“
კანონით უაზრო ლექსებს, გვგონია, ხელოვნებას დიდი რამ შევძინეთო; იმიტომ გვგონია,
რომ ჩვენს ლექსში „ა“ თავის ალაგას ხმარებულია, „ბ“, თავის ალაფასა. თუ „ცისკარი“
უვარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო ფარმეზანგის ფრთებით, ბულბულებო. ყორნის
ჩხავილით.* ეხლა ცარიელ ანბანის თეორეტიკით და ჩხავილით ტყუილად ნუ ცდილობენ იყოს
ის ბედნიერი დრო, როცა 2 ეს ლექსი, თურმე, მოსწონდათ მაგ თეორეტიკაზედ თვალებ.
გაწყალებულ პირთა:
* ამ ლექსს, თურმე, გორის სასწავლებელში ასწავლიდნენ ერთ დროსაო, შენიშნავს
სხოლიოში ავტორი.
როგორც ჰხედავთ თქვენის ბედნიერის თვალით, აქ ლანძღვა კი არ არის, არამედ არის
ენერგიული და ულმობელი კრიტიკა. სხვაფრივ ვერც დასწერდა სტუდენტი ავტორი.
მოურიდებლობა, პირში სიმართლის თქმა, აი ერთი მთავარ ღირსებათაგანი ამ წერილისა. ამ
სტატიამ ყველა კრიტიკოსებს თავი მოაფხანინა, დაანახვა რომ მათ ხელოვნებისა სრულიად
გაგება არა ჰქონდათ და სულ ტყუილად პიიტიკოსობდნენ. პირველად ჭეშმარიტი შეხედულობა
ლიტერატურაზედ, ხელოვნებაზედ; კრიტიკაზედ ამ წერილმა შემოიტანა ჩვენს ლიტერატურაში.
სხათა შორის ჭ–ძე ამბობდა თავის წერილში: ხელოვნება არის გამოთქმა იდეისა ხატშიო.
აი ეს ფრაზა საწყლებმა ვერ გაიგეს და ერთმანეთს შესჩიოდნენ: გაგვაგებინეთ, რა
ენაზედ სწერს ილია ჭავჭავაძეო? თ. ილია ჭავჭავაძემ ყელი გამოსჭრა ჩვენს სხლასტიკურს
და ცრუ-კლასიკურს პიიტიკოსობას; პოეზიას უჩვენა ახალი გზა და ახალი საგნები
შინაარსისათვის. ახალის პოეზიის ნიმუშებიც თვითვე მისცა ქართველობას. ლიტერატურის
ისტორიაში ბევრს ვერ ნახავთ ასეთს გამარჯვებას ახალგაზდა ავტორისას. ილია
ჭავჭავაძეს (11შეკა დგმა ფეხისა ქართულ ლიტერატურაში და გამეფება ერთი იყო. მას
შეეძლო თამამად ეთქვა: „მოვედი, ვნახე, და. ვიპყარ!“. დიახ, ილია ჭავჭავაძე პირველი
დღიდანვე გამეფდა ქართულს მწერლობაში. იგი გახდა მამად ახალის ქართულის
ლიტერატურისა, იგი დიქტატორის ძალღონით ბძანებლობს ჩვენს ლიტერატურაში იმ თავიდგან
დღემდის ორმოცი წლის მანძილზედ. ამისი მიზეზი არის იშვიათი ნიჭიერება და
დიდ-ბუნებოვანება ილია ჭავჭავაძისა.
იმ ბნელით მოცულ ცაზედ, რომელსაც შეჰყურებდა ჭავჭავაძის წინა დროის ქართველობა,
განათლებისა და უმაღლესის სწავლის ზეგავლენით, უკვე გამოჩნდნენ ვარსკვლავები.
ლიტერატურაში თუ ცხოვრებაში თქვენ ჰხედავთ ისეთ პატივცემულ გვამთ, როგორიც
ბძანდებიან გ. ერისთავი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი,
დიმიტრი ბაქრაძე, ლ. არდაზიანი, გრ. რჩეულოვი. ესენი არიან პირველნი მქადაგებელნი
იმ დროში ახალის აზრებისა, ევროპიულ სწავლა-მოძღვრებისა. ჰაერში მოჰბერა სიომ
ახალის ცხოვრებისამ. მაგრამ მათი ხმა იყო სუსტი, რომ დიდის ხნით მიძინებული
ქართველობა გამოეღვიძებინა. მათ ში არ ღვივოდა დიდის ღმერთის საკურთხევლის ცეცხლი.
მათ ყველა პატივსა სცემდა, მაგრამ ფიქრადაც არავის მოსდიოდა, რომ იგინი არღვევენ
საზოგადოების დაობებულ, ძველ, აზიურ შეხედულობას ადამიანსა და მის მოწოდებაზედ,
ლიტერატურაზედ. ახალი აზრები უკვე დაიბადნენ, მხოლოდ სახე მათი ბუნდოვანი იყო;
საჭირო იყო კაცი, რომელსაც ახალის აზრებისთვის სისტემა მიეცა, შეეკრიბა ფორმულებად
და მკვახედ მიერტყა საზოგადოებისთვის; გამოეკვლივა ახალი მიმართულება და მტკიცედ
დასდგომოდა თვითონ ამ გზას და მოეწვია იმავე გზით სავლელად ყველა, ვინც-კი
შესძლებდა ამას.
ხან მეჯლისში მოფრინდება“.
* ჩვენ ვნახეთ ერთი წერილი 1857 წელში მოწერილი სტუდენტპოეტისაგან უფროსს დასთან,
რომელშიაც, სხვათა შორის, იგი იწერება: „აჰა, დაო, აგისრულე შენი თხოვნა და გულის
წადილი: მეც დავბეჭდე ლექსი «ცის კარში»; მაგრამ უნდა გითხრა, რომ ეს ჩვენი ჟურნალი
«ცის. კარი კი არა, «ჯოჯოხეთის»-კარია.
„არჩილ კასიებრ, ბალასანკინა მოებრ,
„ეარანფილ ვარდებრ, იაკოსტ ენეაჩოებრ,
„რტო კიპაროსებრ, ია შამპასოსანები.“*
იქნება ეხლაც მოეწონოს ვისმე ეს ლექსი და სწორეთ მოეწონებათ კიდეც, თუ ანბანის
თეორეტიკა კნ. ბარბარე ჯორჯაძისა სხვასაცა სწამს“.
![]() |
5 IV. მნიშვნელობა ილია ჭავჭავაძისა ქართულ ლიტერატურასა და ცხოვრებაში, როგორც პუბლიცისცისა |
▲ზევით დაბრუნება |
>
Гейне.
მეორე თავში ამ წერილისა ჩვენის შეძლებისა და გვარად ვეცადეთ, აგვეხსნა და
განგვემარტებინა ის აზრი, რომ ილია ჭავჭავაძის გამოსვლამდე ცხოვრებისა და
სალიტერატურო ასპარეზზედ იყვნენ ქართველები, როგორც ეტნოგრაფიული ნიმუშები და
ქართველობა კი, როგორც ერი, სუსტი იყო, შეიძლება, რასაკვირველია, შევიწროვდეს ეს
განიერი დასკვნა, შეიძლება ვსთქვათ: იყო ქართველობაც. მაგრამ ეროვნული აზრი ისეთი
მკრთალი იყო, რომ არ-ყოფნას უდრიდა. დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ.
რასაკვირველია, ამ გზაზედ გასაკეთებელი აწ აღარა იყოს-რაო, ეს არ ითქმის. ჯერ კიდევ
ბევრი წყალი ჩაივლის მდინარეში, ვიდრე ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა შეიგნებს, რომ
ის განცალკევებული სხეული კი არ არის, ისე არის ნაწილი იმ ერთიანის ტანისა,
რომელსაც საქართველო ჰქვიან. მაგრამ ბევრი კი გაკეთდა ამ გზით. თ. ილია ჭავჭავაძემ
პირველის დღიდანვე სწორედ ამ აზრს დაუწყო სამსახური. თვით პოეზია, კრიტიკა,
პუბლიცისტიკა, მეცნიერება, — სხვა არა იყო-რა იმისთვის, თუ არ საშუალება სამშობლოს
სამსახურისა, ქართველობის იდეის განმტკიცებისა. რასაკვირველია, ორმოცი წლის
განმავლობაში მხოლოდ და მარტო ილია ჭავჭავაძე არ ემსახურებოდა ამ აზრს; ღმერთმა
დაგვიფაროს, რომ ეს ასე ყოფილიყო. მასთანაც გამოვიდნენ და მერეც გაჩნდნენ დიდად
პატიოსანნი და ნიჭიერნი მოღვაწენი, რომელნიც ვიდოდნენ ამავე გზით. მხოლოდ ერთს
ვერავინ ჰყოფს უარს: მისი კაბინეთი იმ თავით ამ თავამდე იყო ის საოქრომჭედლო, სადაც
ყოველი ქართული საკეთილო საქმე თუ აზრი იჭედებოდა. საქმე სხვასაც რომ დაეწყო, არ
განახორციელებდნენ, ვიდრე ილიას სანქციას არ მიიღებდნენ. „რას იტყვის ილია“? – აი
კითხვა, რომელიც ყოველ ჩვენებურ საქმეს ზურგზე აკერია ამ ორმოცი წლის განმავლობაში.
საქმე შეიძლება სხვასაც გაეჩინა, მაგრამ ნათლია-კი უსიკვდილოდ იღლია უნდა ყოფილიყო.
ამ რიგად ის იყო ცენტრი, „средоточие“ ყოველის საქმისა, ყოველის ფიქრისა, ყოველის
მოქმედებისა, რომელსაც-კი საქვეყნო და საეროვნო ელფერი ედო
ილია ჭავჭავაძე ჩვენში ცნობილია, როგორც პოეტი და როგორც პუბლიცისტი უმთავრესად;
ძნელია თქმა იმისი, რომლის მნიშვნელობა უფრო დიდია ერის ზრდაში, პროგრესში: პოეტისა
თუ პუბლიცისტისა. იქნება პირველის სახელი დიდხანს დარჩეს შთამომავლობაში, მაგრამ
მეორის მნიშვნელობა რომ აღემატება „დღიურის ვარამის“ ბრძოლასთან,— ეს ცხადია. აი,
ჩვენის ფიქრით, მიზეზი, რატომაც ილია ჭავჭავაძემ, გვამმა დიდის პოეტურის
ნიჭიერებისამ,ეკა ვერ მოისვენა, ვიწროობა იგრძნო პოეზიის კალაპოტში. პოეზიას მან
შესაფერი ხარკი მისცა, მაგრამ სრულებით არ დაემონავა. ვერ შეეთვისა იმას, რასაც
ჰქვიან „მსახურება წმინდა ხელოვნებისა“ და პირველ წლებშივე თავისის პოეტურ
მოღვაწეობისა განაცხადა: „მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
* * * * * *
* * * * * * 1860 წელი.
ჩვენ ეს ლექსი აქ იმიტომ-კი არ ამოვწერეთ თავიდგანა ბოლომდის,
რომ იგი მიგვაჩნდეს „მარგალიტად“ ყველა მისს ლექსებში. პირიქით იგი, როგორც პოეტური
ნაწარმოები, სუსტიც გვგონია. საქმე ის არის, რომ ეს პაწია ლექსი არის სრული
პროგრამმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლისა და მოქმედებისა. თუ რომ შესაძლებელია დიდებულის
მოღვაწის ორმოცის წლის საქმე გამოიხატოს სავსებით ერთს პაწია ლექსში, ამაზე უკეთესს
ძვირად იპოვით ჩვენს ლიტერატურაში. მითხარით, როდის იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ორმოცი
წლის განმავლობაში არ უძღვოდა „წინ თავის ერს“? მითხარით, როდის მღეროდა ილია
ჭავჭავაძე, „ვით ფრინველი გარეგანი“? მითხარით, როდის არ იყო ილია ჭავჭავაძე „მოძმე
თავისის ერისა ჭმუნვასა და სიხარულში“? მითხარით, როდის არ ედაგოდა გული „მისის
უბედობით“? მითხარით, როდის არ შეადგენდა მის უწმინდესს გულის წადილს, „მოწმენდა
ტანჯვის ცრემლისა“ თავისს ერისათვის?
წინ-დახედული და გონება-გამჭრიანი მკითხველი, უეჭველია, მკითხავს,-და ძალიან
სამართლიანად, — რითა და რა გზით ემსახურებოდა ჭავჭავაძე თავის ერსაო. ხშირია, რომ
ერთის კაცის ღვაწლს და ნამოქმედარს მეორე ჰშლის და აქარწყლებს; ორივეს-კი თავიანთი
თავი საზოგადოებისა, ერისა და მისის პროგრესის მსახურად მიაჩნია. ქვეყანა უყვარდათ
სლავიანოფილებსაც, „ზაპადნიკებსაც“, ლიბერალებსაც, კონსერვატორებსაც და სხვა, და
სხვა. ხოლო ერთი მოძღვრება მეორეს-კი ისე უხდება და უდგება, როგორც ცეცხლი ნავთს.
მკითხველი სამართლიანად მოელი ჩვენგან, განვუზიაროთ ჩვენი შეხედულება მაზედ, თუ „რომელს
ღმერთს“ ემსახურებოდა და ემსახურება თ. ილია ჭავჭავაძე. სამშობლოს სამსახური
ბევრნაირია, და რომელ გზას ადგა ილია..
შეძლებისა და ჩვენის გაგებისა და-გვარად ამ საგანსაცმ. უნდა შევეჭიდოთ. კიდევაც რომ
შევცდეთ ამ საგანში, არ ვინანებთ. მაშინ ჩვენ მივსცემთ საბუთს, რომ, ვისაც ეს
საგანი უკეთ გაეგება, კეთილ ინებოს თავისი აზრების საქვეყნოდ აღიარება და ჩვენი და,
იქნება, მრავალის სხვისაც განათლება. ის მის
დავიწყოთ იქიდამ, რომ, რაგვარის მიმართულებისაც უნდა იყოს თ. ილია ჭავჭავაძის
მოღვაწეობა, იგი არ შეცვლილა ამ ორმოცის წლის განმავლობაში. სახელმძღვანელო მისი
დედა-აზრები დღეს იგინივე არიან, რაც ამ ორმოცის წლის წინად. ამ გარემოებას დიდი
მნიშვნელობა აქვს ილიას დიდ-ბუნებოვანების აღსანიშნავად. ის იმიტომ-კი არა სდგას
იმავე მიმართულებაზედ, რომ ჯიუტობს, ანუ არ იცის, რაფერ იცვალნენ ფილოსოფიური
აზრები ამ უკანასკნელ დროში; არა, იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტობის დროსვე
შედგენილი თვისი პროგრამა მოღვაწეობისა, დღემდის მიაჩნია ერთად-ერთ სწორე გზად
პროგრესისა. მისს მახვილს და დიდად განათლებულს გონებას არა ეუცხოვება-რა დღეს
ევროპის ახალს თუ ძველს აზრებში, გარნა, ვიმეორებთ, არ ჰღალატობს თავისს ბაირაღს,
ვინაიდგან დარწმუნებულია, რომ სამართლიან გზაზედ სდგას.
ილია ჭავჭავაძე იყო რუსეთში მესამოცე წლებში; იმ დროს, როდესაც რუსეთის ახალგაზდობა
მაჭარივითა სდუღდა. ტიპი მაშინდელის სტუდენტებისა ყველას უნდა ახსოვდეს: ლურჯი
ხალათი, გძელი, დიაკვნური თმა. ბევრი ჩვენი ახალგაზდათაგანიც გაჰყვა დენას იმ
დროინდელ აზრისა და ცხოვრებისას. არ გაჰყვა მხოლოდ ილია ჭავჭავაძე. ის ფიქრობდა,
რომ ცხოვრება ფიჩოჩხი არის, რომ აიღო და დაჰლეწო. საუკეთესო იდეალები ამ
მიმართულებისა, რასაკვირველია. მიიღო და თანაუგრძნობდა. მხოლოდ პრაქტიკული გზა იდე
ალების მისაღწევად ილიას სხვანაირად ჰქონდა შეგნებული. „ზომიერი ლიბერალიზმი“, — აი
ორის სიტყვით მისი მიმართულება ორმოცი წლის განმავლობაში. განხორციელება სამშობლოში
ამ მიმართულებისა შესდგებოდა ასეთის ნაწილებიდგან: ა) დაცვა ეროვნობისა,
ეთნოგრაფიულის თვით-არსებობისა, გ) სრული და ერთგული ქვეშევრდომობა სრულიად როსსიის
დიდის იმპერატორისა, გ) განათლებისა და სწავლის გავრცელება სამშობლოში, დ) შემოღება
ჩვენშიც იმ პროგრესიულ რეფორმებისა, რომლებიც ებოძა შიდა რუსეთის გუბერნიებს.
ამაზედ იქით ფიქრი უნაყოფო ოცნებობად მიაჩნდა ილია ჭავჭავაძეს. ჩვენი მოღვაწე იმ
თავითვე დაადგა იმ ჭეშმარიტ გზას, რომელსაც თვით ევროპის მეცნიერებამ ამ ბოლოს დროს
მიაგნო: პროგრესს ჰქმნის ევოლუცია და არა რევოლიუციაო, — აი უკანასკნელი დასკვნა
ევროპის საფილოსოფო აზრისა.
ილია ჭავჭავაძე ვერ გაიტაცა „ახალ მოდის მოძღვრებამ. ის მტკიცედ ადგია ერთხელ
არჩეულს გზას. მის ნაწერებში, არც დაბეჭდილებში და არც ხელთნაწერებში, ვერ ნახავთ
ძებნას იაფის პოპულიარობისას ხალხისა და ახალგაზრდობის თვალში, მისმა მუზამ არ იცის
ლექსი, თუ პროზა ასეთს ტემებზედ: „ხმალი“, „თოფი“, „ხანჯალი“ და სხვ. იარაღად
ბრძოლისა მას მიაჩნია სიტყვა: ხოლო ეს სიტყვა მისი ხშირად უფრო მწვავეა და მახვილი,
ვიდრე ხანჯალი და მწარე, ვიდრე შხამი.
ასეთს შეუდრეკელს ნასიათს მისის რწმენისას, მისის მისწრაფებისას დიდი აღმზრდელი
ზეგავლენა ჰქონდა ქართველობაზედ,მეტადრე ახალგაზდობაზედ. ახალგაზდობას თვალწინ ედგა
სურათი დიდებულის მოღვაწისა, რომელიც ეუბნებოდა მათს გონებას: ისა სჯობია, რომ
კაცმა ისწავლოს, შეიარაღდეს მეცნიერებით და დაუბრუნდეს ერს, მისს აღმზრდელს; აქ,
სამშობლოში, სამკალი დიდია და მომკლები კი, ერთობ ცოტა.
1848 წელს ოგიუსტ კონტმა გამოსცა პროკლამაცია, რომელშიაც ფილოსოფოსი მიჰმართავდა
მთელს ევროპას ასეთის სიტყვებით: „ჯერ უნდა გადაკეთდეს, გადახალისდეს რწმენა და ზნე
ხალხისა; ამას თავის თავად მოჰყვება გადაკეთება და შეცვლა ცხოვრებისა“. ამ
სიტყვებიდამ ცხადად სჩანს მოვალეობაც საზოგადო მოღვაწისა: გავრცელება ერში ცოდნისა
და სწავლისა, დათესვა ხალხში კეთილშობილურ გრძნობებისა, პატიოსნურ და ჭეშმარიტ
შეხედულობისა, გავრცელება ხალხში ძმობის, ერთობის და სიყვარულის იდეებისა.
ყოველსავე ამას პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე დიდის ძლევამოსილობით ემსახურება
საქართველოში ორმოცის წლის განმავლობაში.
ორმოცის წლის განმავლობაში არ იყო წამი, როდესაც ილია ჭავჭავაძეს სრულის
საბუთიანობით და სამართლიანობით არ შესძლებოდა ეთქვა ქართველობისთვის და
საქართველოსთვის გოგოლისებური სიტყვები:
«Русь! чего ты хочешь отъ меня? Қакая непостижимая связь таится между нами? Что
глядишь ты такъ, и зачѣмъ все, что ни есть въ тебѣ, обратило наменя полныя
ожиданія очи»?
წინ-დახედული და გონება-გამჭრიანი მკითხველი, უეჭველია, მკითხავს,-და ძალიან
სამართლიანად, — რითა და რა გზით ემსახურებოდა ჭავჭავაძე თავის ერსაო. ხშირია, რომ
ერთის კაცის ღვაწლს და ნამოქმედარს მეორე ჰშლის და აქარწყლებს; ორივეს-კი თავიანთი
თავი საზოგადოებისა, ერისა და მისის პროგრესის მსახურად მიაჩნია. ქვეყანა უყვარდათ
სლავიანოფილებსაც, „ზაპადნიკებსაც“, ლიბერალებსაც, კონსერვატორებსაც და სხვა, და
სხვა. ხოლო ერთი მოძღვრება მეორეს-კი ისე უხდება და უდგება, როგორც ცეცხლი ნავთს.
მკითხველი სამართლიანად მოელი ჩვენგან, განვუზიაროთ ჩვენი შეხედულება მაზედ, თუ
„რომელს ღმერთს“ ემსახურებოდა და ემსახურება თ. ილია ჭავჭავაძე. სამშობლოს
სამსახური ბევრნაირია, და რომელ გზას ადგა ილია...
შეძლებისა და ჩვენის გაგებისა და-გვარად ამ საგანსაცმ. უნდა შევეჭიდოთ. კიდევაც რომ
შევცდეთ ამ საგანში, არ ვინანებთ. მაშინ ჩვენ მივსცემთ საბუთს, რომ, ვისაც ეს
საგანი უკეთ გაეგება, კეთილ ინებოს თავისი აზრების საქვეყნოდ აღიარება და ჩვენი და,
იქნება, მრავალის სხვისაც განათლება. ის მის
დავიწყოთ იქიდამ, რომ, რაგვარის მიმართულებისაც უნდა იყოს თ. ილია ჭავჭავაძის
მოღვაწეობა, იგი არ შეცვლილა ამ ორმოცის წლის განმავლობაში. სახელმძღვანელო მისი
დედა-აზრები დღეს იგინივე არიან, რაც ამ ორმოცის წლის წინად. ამ გარემოებას დიდი
მნიშვნელობა აქვს ილიას დიდ-ბუნებოვანების აღსანიშნავად. ის იმიტომ-კი არა სდგას
იმავე მიმართულებაზედ, რომ ჯიუტობს, ანუ არ იცის, რაფერ იცვალნენ ფილოსოფიური
აზრები ამ უკანასკნელ დროში; არა, იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტობის დროსვე
შედგენილი თვისი პროგრამა მოღვაწეობისა, დღემდის მიაჩნია ერთად-ერთ სწორე გზად
პროგრესისა. მისს მახვილს და დიდად განათლებულს გონებას არა ეუცხოვება-რა დღეს
ევროპის ახალს თუ ძველს აზრებში, გარნა, ვიმეორებთ, არ ჰღალატობს თავისს ბაირაღს,
ვინაიდგან დარწმუნებულია, რომ სამართლიან გზაზედ სდგას.
ილია ჭავჭავაძე იყო რუსეთში მესამოცე წლებში; იმ დროს, როდესაც რუსეთის ახალგაზდობა
მაჭარივითა სდუღდა. ტიპი მაშინდელის სტუდენტებისა ყველას უნდა ახსოვდეს: ლურჯი
ხალათი, გძელი, დიაკვნური თმა. ბევრი ჩვენი ახალგაზდათაგანიც გაჰყვა დენას იმ
დროინდელ აზრისა და ცხოვრებისას. არ გაჰყვა მხოლოდ ილია ჭავჭავაძე. ის ფიქრობდა,
რომ ცხოვრება ფიჩოჩხი არის, რომ აიღო და დაჰლეწო. საუკეთესო იდეალები ამ
მიმართულებისა, რასაკვირველია. მიიღო და თანაუგრძნობდა. მხოლოდ პრაქტიკული გზა იდე
ალების მისაღწევად ილიას სხვანაირად ჰქონდა შეგნებული. „ზომიერი ლიბერალიზმი“, — აი
ორის სიტყვით მისი მიმართულება ორმოცი წლის განმავლობაში. განხორციელება სამშობლოში
ამ მიმართულებისა შესდგებოდა ასეთის ნაწილებიდგან: ა) დაცვა ეროვნობისა,
ეთნოგრაფიულის თვით-არსებობისა, გ) სრული და ერთგული ქვეშევრდომობა სრულიად როსსიის
დიდის იმპერატორისა, გ) განათლებისა და სწავლის გავრცელება სამშობლოში, დ) შემოღება
ჩვენშიც იმ პროგრესიულ რეფორმებისა, რომლებიც ებოძა შიდა რუსეთის გუბერნიებს.
ამაზედ იქით ფიქრი უნაყოფო ოცნებობად მიაჩნდა ილია ჭავჭავაძეს. ჩვენი მოღვაწე იმ
თავითვე დაადგა იმ ჭეშმარიტ გზას, რომელსაც თვით ევროპის მეცნიერებამ ამ ბოლოს დროს
მიაგნო: პროგრესს ჰქმნის ევოლუცია და არა რევოლიუციაო, — აი უკანასკნელი დასკვნა
ევროპის საფილოსოფო აზრისა.
ილია ჭავჭავაძე ვერ გაიტაცა „ახალ მოდის მოძღვრებამ. ის მტკიცედ ადგია ერთხელ
არჩეულს გზას. მის ნაწერებში, არც დაბეჭდილებში და არც ხელთნაწერებში, ვერ ნახავთ
ძებნას იაფის პოპულიარობისას ხალხისა და ახალგაზრდობის თვალში, მისმა მუზამ არ იცის
ლექსი, თუ პროზა ასეთს ტემებზედ: „ხმალი“, „თოფი“, „ხანჯალი“ და სხვ. იარაღად
ბრძოლისა მას მიაჩნია სიტყვა: ხოლო ეს სიტყვა მისი ხშირად უფრო მწვავეა და მახვილი,
ვიდრე ხანჯალი და მწარე, ვიდრე შხამი.
ასეთს შეუდრეკელს ნასიათს მისის რწმენისას, მისის მისწრაფებისას დიდი აღმზრდელი
ზეგავლენა ჰქონდა ქართველობაზედ,მეტადრე ახალგაზდობაზედ. ახალგაზდობას თვალწინ ედგა
სურათი დიდებულის მოღვაწისა, რომელიც ეუბნებოდა მათს გონებას: ისა სჯობია, რომ
კაცმა ისწავლოს, შეიარაღდეს მეცნიერებით და დაუბრუნდეს ერს, მისს აღმზრდელს; აქ,
სამშობლოში, სამკალი დიდია და მომკლები კი, ერთობ ცოტა.
1848 წელს ოგიუსტ კონტმა გამოსცა პროკლამაცია, რომელშიაც ფილოსოფოსი მიჰმართავდა
მთელს ევროპას ასეთის სიტყვებით: „ჯერ უნდა გადაკეთდეს, გადახალისდეს რწმენა და ზნე
ხალხისა; ამას თავის თავად მოჰყვება გადაკეთება და შეცვლა ცხოვრებისა“. ამ
სიტყვებიდამ ცხადად სჩანს მოვალეობაც საზოგადო მოღვაწისა: გავრცელება ერში ცოდნისა
და სწავლისა, დათესვა ხალხში კეთილშობილურ გრძნობებისა, პატიოსნურ და ჭეშმარიტ
შეხედულობისა, გავრცელება ხალხში ძმობის, ერთობის და სიყვარულის იდეებისა.
ყოველსავე ამას პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე დიდის ძლევამოსილობით ემსახურება
საქართველოში ორმოცის წლის განმავლობაში.
ორმოცის წლის განმავლობაში არ იყო წამი, როდესაც ილია ჭავჭავაძეს სრულის
საბუთიანობით და სამართლიანობით არ შესძლებოდა ეთქვა ქართველობისთვის და
საქართველოსთვის გოგოლისებური სიტყვები:
«Русь! чего ты хочешь отъ меня? Қакая непостижимая связь таится между нами? Что
глядишь ты такъ, и зачѣмъ все, что ни есть въ тебѣ, обратило наменя полныя
ожиданія очи»?
„Я былъ храбрымъ солдатомъ въ войнѣ за благо человѣчества“.
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
— მე ცა მნიშნავს და ერი მოდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ტკივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წელულად
შეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედი და უბელობით
დამელაგოს მტკიცედ გული.
მაშინ ციდამ ნაპერწკალი,
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მივსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
ჩვენ ეს ლექსი აქ იმიტომ-კი არ ამოვწერეთ თავიდგანა ბოლომდის, რომ იგი მიგვაჩნდეს „მარგალიტად“
ყველა მისს ლექსებში. პირიქით იგი, როგორც პოეტური ნაწარმოები, სუსტიც გვგონია.
საქმე ის არის, რომ ეს პაწია ლექსი არის სრული პროგრამმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლისა
და მოქმედებისა. თუ რომ შესაძლებელია დიდებულის მოღვაწის ორმოცის წლის საქმე
გამოიხატოს სავსებით ერთს პაწია ლექსში, ამაზე უკეთესს ძვირად იპოვით ჩვენს
ლიტერატურაში. მითხარით, როდის იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ორმოცი წლის განმავლობაში
არ უძღვოდა „წინ თავის ერს“? მითხარით, როდის მღეროდა ილია ჭავჭავაძე, „ვით
ფრინველი გარეგანი“? მითხარით, როდის არ იყო ილია ჭავჭავაძე „მოძმე თავისის ერისა
ჭმუნვასა და სიხარულში“? მითხარით, როდის არ ედაგოდა გული „მისის უბედობით“?
მითხარით, როდის არ შეადგენდა მის უწმინდესს გულის წადილს, „მოწმენდა ტანჯვის
ცრემლისა“ თავისს ერისათვის?
![]() |
6 V. თ. ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი — მოლექსე |
▲ზევით დაბრუნება |
V. თ. ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი — მოლექსე
„Сѣйте разумное, доброе, вѣчное, Сѣйте! Спасибо вамъ скажетъ сердечное Русскій
народъ“... ნეკრასოვი.
ჭავჭავაძის პოეტურნი V. ნაწარმოებნი განიყოფებიან ორ ნაწილად: ლექსებად და პროზად.
პროზა ფორმით და არა აგებულობით, ვინაიდგან რომანი, მოთხრობა იგივე პოეზიაა.
პოეტურ ნაწარმოების განხილვის დროს პირველი საკითხი, რომელიც თავის თავად იბადება,
არის: რამდენად მართლა „პოეტურია“ იგი ნაწარმოები? ცხადია და ძველისძველი
ჭეშმარიტებაა, რომ პოეზიის მთავარი თვისება ლექსთა გაწყობა არ არის. ძალიან კარგის
ლექსებით შეიძლება დაიწეროს პროზა. აგრეთვე ულექსოდ არიან დაწერილები უუმშვენიერესი
პოეტურნი თხზულებანი. ერთს დროს არითმეტიკას ლექსად სწერდნენ, რომ მოწაფეს ადვილად
გაეზეპირებინა არითმეტიკული წესები და კანონები. რასაკვირველია, ეს პოეზიის ნაყოფი
არ იყო, რაც გინდ ჰარმონიული და კოხტა ლექსთა-წყობა გამოსულიყო.
პოეზია — იგივე ფილოსოფიაა, მხოლოდ გამოთქმული სურათებით და ხატებით. თვით
ჭავჭავაძემ ასე განმარტა 1861 წელს პოეზია. იგი არისო იდეა, გამოთქმული ხატში ანუ
სურათში. მაშასადამე პირველი მოთხოვნილება პოეზიისა არის მისი სურათ-ხატობა ანუ
художественностьб картинность. ეს დაღეჭილი და ძველის-ძველი ამბავი ჩვენში ბევრს
კარგად არ ესმის. ამ გაუგებრობაზედ არის აშენებული ის მსჯელობა, რომელიც ხშირად
გაუგონია ქართველის ყურს ჩვენებურ კრიტიკოსებისაგან: ილიას ლექსი მძიმეა, ნაკეთებია,
ძნელად იკითხება და სხვა. ცხადია, რომ ამის მთქმელი აქცევს ყურადღებას გარეგნობას,
ფორმას, რომელსაც პოეზიაში სულ მდაბალი და უკანასკნელი ადგილი უჭირავს. რუსთველის
ლექსებიც ახლა ცოტა არ იყოს მძიმედ იკითხება; ვითომ ამიტომ მათში პოეზიამ იკლო?
ყველაზედ ადვილათ იკითხება:
„განწით ვსვამ ღვინოს
და გაუმარჯოს
ჩვენს საქართველოს!“
ანუ:
„ეო, მეო,
ამიტომ ეს ლექსი თვალი და მარგალიტია პოეზიისა?
აკი მოგახსენეთ, პოეზიის საწყაო სურათ-ხატობაა ნაწარმოებისა. ამიტომაც პოეზია
უმეტესად გულს ელაპარაპება, სწორედ ისე, როგორც ფილოსოფია ელაპარაკება უმეტესად
გონებას კაცისას.
ახლა ვიკითხოთ: ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებნი რამდენად არიან პოეტურნი, ე. ი.
რამდენად არიან იგინი სურათი ხატიანნი?
ეს საკითხი, ჩემო ბატონებო, ძალიან გასაგებიც არის ყველასათვის და ძალიან ბუნდოვანი
და მიუხდომელიც. ადვილია იმიტომ, რომ ყოველის ქართველისათვის საეჭვო ამ საკითხში
არა არის-რა. მას არა ერთხელ გადუკითხავს ილია ჭავჭავაძის პოეტურნი თხზულებანი და
არა ერთხელ დამტკბარა მათი. საბუთი ხელთ უპყრია და საგანიც ცხადი ჰგონია. ძნელია
პასუხი მაშინ, როდესაც დანით ყელში მოგადგებიან და მოგთხოვენ განმარტებას, თუ რად
და რისთვის მიგაჩნიათ ეს თუ ის ნაწარმოები პოეტურად. მეორე შემთხვევაში თქვენგან
თხოულობენ საბუთებად არა პირად ნაგრძნობ შთაბეჭდილებას, არამედ თეორიას პოეზიისას,
მისს კანონებს და მას, თუ ამა თუ იმ თხზულებაში რამდენად არიან დაცულნი უკვდავნი
კანონნი სიმშვენიერისა.-მოკლედ რომ ვსთქვათ, თქვენა გთხოვენ ესტეტიკურს კრიტიკას.
ესტეტიკური კრიტიკა ორნაირია: მეტაფიზიკური და მეცნიერული. ჩვენში თუ ვინმეს რამე
დაუწერია ესტეტიკაზედ, ის უეჭველად ყოფილა თვალებ-ახვეული მიმდევარი მეტაფიზიკურის
მოძღვრებისა, რომელსაც საძირკველი ჩაუყარა ძველმა ფილოსოფოსმა არისტოტელმა თავისს „პოეტიკაში“.
არისტოტელმა შეადგინა რეცეპტი, ანუ კანონები ხელოვნურის ნაწარმოებისა. რაკი რეცეპტი
იპოვეს, ადვილი გახდა ესტეტიკური კრიტიკა. აიღებდნენ ახალს ხელოვნურ ნაწარმოებს და
შეადარებდნენ არისტოტელის „კანონებს“: თუ მიუდგებოდა, —აღიარებდნენ, რომ ახალი
ნაწარმოები პოეტურია, ხელოვნურია; თუ არა და შეაჩვენებდნენ. საზოგადოება რომ
აღტაცებაში მოსულიყო ახალის თხზულებით, მისი გავლენა, როგორც პvigტურის შრი-მისა,
ყველასთვის და ყველგან რომ უეჭველი ყოფილიყო, მაინც მეტაფიზიკნი-ესტეტიკოსები
გაიძახოდნენ: მასში არ არიან დაცულნი კანონები „მშვენიერებისა“, მაშასადამე... და
სხვა.
ასეთს შეხედულობას ესტეტიკურ კრიტიკაზედ ბოლოს სხვებმაც კვერი დაუკრეს და
მეტაფიზიკური ესტეტიკა გამეფდა. გამოსჭრეს ერთხელ და სამუდამოდ ადლი, ზომა პოეზიისა
და მითი ზომავდნენ და აფასებდნენ ყოველ ახალ ნაწარმოებს. ყოველივე ესე თითქოს
ძალიანაც ჭკვას ახლო იყო. მართლაც და რა მოსაფიქრია, რომ „მშვენიერებას“ თავისი
კანონები არა ჰქონდეს? და თუ აქვს, აგერ იგინი გამოიკვლიეს ფილოსოფოსებმა, დიდმა
პოეტებმა, ჩამოასხეს ყალიბი პოეზიის და ხელოვნების საზომად, და ჰზომავენ კიდევაც „ნაფიცი
კრიტიკოსები“ ამ ყალიბით. ერთმა ჩვენებურმა ჯენტლმენმა კრიტიკოსმა ამას წინად სთქვა,
მაგალითებრ, რომ №-ის პიესას колизия აკლიაო. ეს колизия-ს კანონი დიდმა
არისტოტელმა გამოიკვლივა და აბა, მაშასადამე, რა სათქმელია იგი ნაწარმოები, რომელიც
არისტოტელის რეცეპტს არ უდგება და ის წყეული колизия აკლია. მეტაფიზიკურ ესტეტიკის
ამყოლი, მოგახსენებთ, სხვას აღარას დაგიდევთ. ზეგავლენა საზოგადოებაზედ პიესისა,
გრძნობანი, აღძრულნი მის მიერ, ესე ყოველი სისულელეა: საქმე колизия -აა, ასე სთქვა
არისტოტელმაო,
დიდი ავტორიტეტები არიან არისტოტელიც და სხვებიც, მაგრამ საღი ჭკუა ვერ შეურიგდა
მათ მოძღვრებას. ამიტომაც არც ერთი ჭეშმარიტი და ნიჭიერი კრიტიკოსი არ წაჰყოფდა
ხოლმე თავს მეტაფიზიკურ ესტეტიკაში და ცდილობდნენ მალე გამოსულიყვნენ წმინდა
ჰაერზედ, თავისუფლად ამოესუნთქა, განთავისუფლებულთ ესტეტიკურ კრიტიკის ქსელიდგან.
გაიხსენეთ ამის საბუთად დობროლიუბოვი, ბელინსკი უკანასკნელ პერიოდში, ნ. ნიკოლაძე
ჩვენში, დაიწყო.
წინადგრძნობა ნიჭიერ კრიტიკოსებისა ასრულდა და მეტაფიზიკურს ესტეტიკას კისერი
მოსტეხა პოზიტივურმა, ანუ მეცნიერულმა ესტეტიკამ.
უმთავრესი აზრი მეტაფიზიკურ ესტეტიკისა არის: ხელოვნებითი ნაწარმოები თავის-თავად
უნდა იყოს სრული და მშვენიერი, მიუხედავად იმისა, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს იგი
მკითხველზედ ანუ მაყურებელზედ, ვინაიდგან იგი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს
შემთხვევითი და გამოწვეული სხვა გარეშე მიზეზებისაგან. მეცნიერულმა–ესტეტიკამ სულ
სხვა მხრიდგან შეჰხედა საგანს; იგი ამბობს: ხელოვნებითი ნაწარმოები ძნელია
წარმოსადგენადაც-კი გარეშე მკითხველისა, მაყურებლისა ანუ მსმენელისა. ადამიანი და
მისი შთაბეჭდილება, — აი ადლი ხელოვნების დასაფასებლად. მოსწონს ხალხს ხელოვნებითი
ნაწარმოები, აღტაცებაშია მისგან, –ეს უტყუარი ნიშანია ნაწარმოების „სიმშვენ,
ნიერისა“ ესტეტიკის მხრით. ისიც, რასაკვირველია, სათქმელია, რომ მთელი ხალხის აზრის
შეკრება ძნელია. ამიტომ საკმარისია მივმართოთ ერთს კაცს, მხოლოდ კაცს ნორმალურს,
არა-ავადმყოფს, არა სულელს, არა გენიოსს, არამედ საშუალო ყალიბის კაცს და გავშინჯოთ
მაზედ ზეგავლენა ხელოვნურის ნაწარმოებისა. ცდამ და დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ
ასეთს კაცებზედ ხელოვნური ნაწარმოები ერთგვარ შთაბეჭდილებას ახდენს. მაშასადამე
გრძნობა და შთაბეჭდილება ასეთი საშუალო ყალიბის კაცისა არის უტყუარი და ჭეშმარიტი
საზომი ესტეტიკურ კრიტიკისა. აქ მხოლოდ ისღა უნდა დაემატოს, რომ იგი საშუალო კაცი
უნდა იყვეს შვილი თავის დროისა, შეეფერებოდეს განათლებას თავის დროისას. ა ს ეთ
ამ საზომითა და ადლით გავშინჯოთ თ. ილია ჭავჭავაძის პოეტურნი ნაწარმოებნი და
ვსთქვათ, რამდენად არიან იგინი სურათ-ხატოვანნი, „მშვენიერნი“ ესტეტიკურად.
ჭავჭავაძემ თავისი ლიტერატურულ მოღვაწეობის პირველი ხანა უმთავრესად პოეზიას
შესწირა. სახელი და დიდება ჩვენში ქ-ძემ პოეზიით მოიხვეჭა. მაშასადამე, უმრავლესობა
„საშუალო კაცებისა“ აღტაცებული იყო მისის ლექსებითა და მოთხრობებით... და
მაშასადამე იგი ლექსები— მოთხრობები არიან უმაღლესად პოეტურნი, მშვენიერნი, თუნდ
რომ ზოგან KOIA3ix არ იყოს.
იტყვიან ხოლმე, ჭა–ძის ლექსი პოეზიით-კი არ მოქმედობს ხალხზედ, არამედ მაღალის
აზრებითა და შინაარსითაო. ამის მთქმელს, მკითხველო, ნუ შეგეშინდება და პირდა პირ
უთხარი, რომ მას არაფერი არ გაეგება პოეზიაში.
ლექსი, მოთხრობა, რომანი, რომელიც აშენებულია ტენდენციაზედ, სწავლა-მოძღვრებაზედ,
თუ გინდ მთელის ქვეყნის ფილოსოფია იყოს შიგ მოთავსებული და პოეზიას-ჟეს, კი
მოკლებულია, არა ღირს არც გროშათ, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. იგი ვერ გაიკვლევს
მის დღეში გზას ადამიანის გულისკენ, ვერ გაათბობს მას, ვერ აათრთოლებს, ეს პოეზიის
მადლია და არა ბრძნულ აზრებისა.
მითხარით, რა ემართება „საშუალო ქართველის“ გულს, როდესაც იგი კითხულობს „დიმიტრი
თავ-დადებულს“, „ელეგიას“, „განდეგილს“, „აჩრდილს“. იგი გული ხან იტანჯება, ხან
ხარობს, ხან იცინის, ხან სტირის, იგი გული ბუდეში ვეღარა დგება, ვეღარ მოთავსებულა,
იგი იწევს გარეთ სამოქმედოდ „სიკეთისა“ და „სიმშვენიერის“ სახელით... და აი უტყუარი
ატესტატიც უტყუარის და მაღალის პოეზიისა. დიახ, ჭ—ძე, როგორც პოეტი, უდიდესი
მხატვარია (художник) და ამან და მხოლოდ ამან მოუპოვა მას: ჩვენში სახელი დიდის
პოეტისა.
დიახ, დროა შერცხვეს მას, ვინც ფიქრობს, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსები „ნაკეთებია“,
„ძალათ დაწერილია“-ო. ნაძალადევი ნაძალადევადვე დარჩება და პოეტის სახელს ვერვის
მოუხვეჭს. მაგალითები მრავალია. ცხონებული ივ. კერესელიძე „აკეთებდა“ ლექსებს,
ხშირად ძალიან დიდ აზრებსაც ჩასდებდა ხოლმე მათში. „მამულო საყვარელო“, „ძმობა-ერთობა“,
„მოძმის შველა“, „გაჭირებულის ხსნა“ და სხვა ამისთანა ტემები უცხონი არ იყვნენ
მისის მუზისა. ლექსებსაც კარგად გააწყობდა ხოლმე, ძალიან მსუბუქად და ადვილადაც
სწერდა, მაგრამ... ჩავიდა იგი საფლავს და ჩაჰყვა თან თავისი პოეზიაც. ილ.
ჭავჭავაძის პოეზია „пройдетъ вѣковъ завистливую даль“ და ეს ხვედრია მხოლოდ
დიდებულის პოეტისა.
„მიყვარს სამშობლო,
ამ უნიჭობის წაკითხვაზედ განა ზიზღის მეტს ავტორისადმი სხვას რასმეს იგრძნობთ. განა
არ იტყვით: აფსუს წმი-ი ნდა სიტყვებო: „სამშობლო“, „მამული“, „შველა“,,რა
უწმინდურის ხელში ჩავარდნილხართო. ეს იმიტომ ხდება, რომ პოეზიასა და ამ ლექს შორის
იმოდენა მანძილია, როგორც : დედამიწიდამ მზემდე.
პოეზია ისეთი მადლია, რომ იგი არც დაიმალება, სადაც იგი ჭეშმარიტად გახლავს და არც
გამოჩნდება, სადაც იგი არ არის. მსოფლიო ლიტერატურამ არ იცის - კაცი, რომელიც პოეტი
არა ყოფილიყოს და პოეტის სახელი-კი მოეხვეჭოს.
შეიძლება მკითხველმა მკითხოს: ეს ყველა კარგია, რასაც ამბობთ, მაგრამ აქ რა
მოსატანიაო? ვინ არა ვართ დარწმუნებული, რომ ილია ჭავჭავაძე უპირველესად დიდებუ- ო.
ლი პოეტიაო. საბუთიანი საყვედურია. ყველა ჰგრძნობს ამას, მეც თქვენ შორის. ხოლოდ
გრძნობა ერთი საქმეა და დასაბუთება ამ გრძნობისა — მეორე. მე ვეცადე დამესაბუთებინა
ის, რასაც, რასაკვირველია, თქვენც და მეც დიდი ხანია ვგრძნობთ. მთავარი აზრი ჩვენის
წერილისა თავიდამ ბოს ლომდე მხოლოდ ეს არის: მივცეთ ანგარიში ჩვენს თავს მასში, თუ
რად მიგვაჩნია ილია ჭავჭავაძე დიდებულ კაცად.
პოეზიის ერთს დარგში—მოლექსეობაში ილია ჭავჭავაძეს წინაც გვყვანდნენ ნიჭიერი
მწერალნი, მასთანაც გამოვიდნენ საასპარეზოდ და შემდეგშიაც გაჩნდნენ. მკითხველი
მიხვედრილია, რომ ჩვენ სახეში გვყვანან ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ალ.
ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. თავ. ილია ჭავჭავაძე ამ. პოეტებთან ერთად შეადგენს
უუძვირფასეს თაიგულს პოეზიისას; ქართველობა მათში ვერც ერთს ვერ გამოარჩევს,
ყველანი მისთვის ერთნაირად ძვირფასნი და საყვარელნი არიან. აქ უხდება ძალიან
ჩინებული ქართული ანდაზა: რომელი თითიც უნდა მოვიჭ- რა, ერთნაირად მეტკინებაო.
პოეტური ნიჭი ამათთვის უხვად მიუცია გამჩენს. ხოლო განსხვავდებიან იგინი თავიანთ
მუზების ფიზიონომიით. გრიგოლ ორბელიანი და ალ. ჭავჭავაძე, მაგალითებრ, უფრო
ჩაითვლებიან მსახურებად „წმინდა ხელოვნებისა“. „დღიური ვარამი“ და სამოქალაქო
მოტივები ნაკლებად იქცევენ მათს ყურადღებას. ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდი პოეტია,
მხოლოდ ერთხმხრივობა ეტყობა. მისი მუზა სტირის, კვნესის. მხიარული მოტივი არ იცის
მან. ილია ჭავჭავაძის მუზა ისე ღრმად ვერ ჩაფრინდება კაცის გულში, როგორც
ბარათაშვილისა; ნაცვლად ამისა განიერ გზას გაიტანს. ერთი თუ სიღრმით დაჰკრავს,
მეორე სიგანით, ფრთა-გაშლილობით. ნ. ბარათაშვილის მუზა დაგწვავთ, ჯვარს გაცვამთ და
დაგტოვებთ ისე. ილია ჭავჭავაძის მუზა-კი იმედსაც გაგიღვიძებთ და იმედი ხომ
მოგეხსენებათ, რა დიდი ნუგეშია კაცისა. ნ. ბარათაშვილი ბესსიმისტია, სანუგეშოს
ვერას ჰხედავს გარშემო. ილ. ჭავჭავაძის მუზას ხან თუ პესიმიზმი შეიპყრობს, ხან
ოპტიმიზმიც ესტუმრება ხოლმე. ტემების სიმრავლით და მრავალ-ფეროვ" ნობით ილია
ჭავჭავაძე მაღლა დგას ბარათაშვილზედ, მხოლოდ მის ლექს არ ძალუძს ისე ღრმად ჩასვლა
კაცის გულში, როგორც პირველისას.
მუზა აკაკი წერეთლისა იბრძთვის, იბრძვის, როგორც მხედარი, შეიარაღებული ნამდვილი
იარაღით, თოფ-ხანჯლით; მუზა ჭავჭავაძისა იარაღად ხმარობს ჰუმანიზმს, სიყვარულს.
საქართველოს წარსულში აკაკის მუზა ეძებს ჩვენს გამარჯვებას, გმირობას თოფ-იარაღით,
ვაჟკაცობით („თორნიკე ერისთავი“). ილიას მუზა შლის, ატრიალებს ჩვენს მატიანეს და
ჰპოვებს ისეთს მაგალითებს გმირობისას, სადაც ხმალს პირველობა სულისთვის გადუცია.
დიმიტრი თავდადებულიც გმირია, როგორც თორნიკე ერისთავი. მხოლოდ ერთია გმირი სულისა,
მეორე ხორცისა. ერთის წინაშე მუხლს ვიდრეკთ იმიტომ, რომ მან გვაჩვენა მიგალითი
სულის ვაჟკაცობისა, მეორემ გულისა და მკლავისა. ილიას მუზას სძაგს იარაღი, სისხლის
ღვრა, შფოთი. მისი საგანია: ჰუმანიზმი, თავდადება, თავის შეწირვა მოყვასისადმი,
სიყვარული, განსპეტაკება ადამიანისა სულიერად. აი იდეალი ჭ— ძის მუზისა:
„ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
რა გზით და რა საშუალებით? ამის პასუხსაც იძლევა:
„აქ არის, დედავ, შენი მაღალი
ილიას მუზა ცდილობს ყველგან ჰარმონია და სიყვარული შეიტანოს: ერთა შორის, წოდებათა
შორის. იგი ყველგან და ყოველთვის უპირველესად ეძებს „კაცს“, რომელსაც არ
ეუკადრისების „ადამიანის“ სახელის ტარება. კაცური კაცობა, ადამიანობა უპირველესად,
„აი იმისი იდეალი.
მაშვრალნი და ჩაგრულნი ილია ჭავჭავაძის მუზაში ჰპოებენ დიდებულს ქომაგს. არ არის
მდგომარეობა, არ არის გარემოება, სადაც ჭ—ძის მუზამ ადამიანში „კაცი“ არა ჰპოვოს,
ღვთაებრივი მხარე ადამიანობისა. თუკი თო
იგი პოეტია ჩაგრულთა და მაშვრალთა სიმართლისათვის. სამშობლო ის ცენტრალური ადგილია,
რომლის გარშემო ტრიალებს მისი მუზა. „მამულს საყვარელს“ შეუძლიან თამამად სთქვას,
რომ ილია ჭავჭავაძე ორმოცის წლის განმავლობაში სდგას მისის ინტერესების დარაჯად
პოეზიისა და პუბლიცისტიკის იარაღით ხელში. მისის ინტერესებისათვის მას ხშირად
განუწირავს მეგობრობა, ამხანაგობა, პირადი მოსვენება. არ არის მისთვის საგანი
უმაღლესი გარეშე სამშობლოსი.
თქვენს სადღეგრძელოს,
ძმაო დემეტრეო,
წმინდა ნინოს კარები
როგორ გააღეო?
ხელი შევყავ ვარაСხუნე,
ისე გავტეხეო... და სხვ.
კიდევ ვიტყვით: მსუბუქად წერა, დიდი აზრები, სამშობლოს წინ პრანჭვა-გრეხა ვერ
აქცევენ პროზას პოეზიად. ავიღოთ თუნდა ნიმუშად ერთის ჩვენის ვითომ-პოეტის მსუბუქი
და აზრიანი ლექსი:
მიყვარს მამული,
მინდა ვუშველო,
არა მაქვს ფული!“
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს“.
დანიშნულება და წმინდა ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტეს მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...,
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული“
![]() |
7 VI. თ. ილია ჭავჭავაძე, როგორც ბელეტრისტი |
▲ზევით დაბრუნება |
VI. თ. ილია ჭავჭავაძე, როგორც ბელეტრისტი
„Если бы миѣ предложили назвать самый приятный подарокъ, какой XIX вѣкъ оставить
нашему дялекому потомству, я назвалъ бы уроманъ“.
ბელეტრისტიკა იმ სახისა და შინაარსისა, როგორიც დღეს ცნობილია განათლებულს ევროპაში,
ჭავჭავაძემდის
ჩვენში ჯერ არ იყო. ჩვენი ლიტერატორები უფრო შmლტd-. სეობდნენ. ბელეტრისტიკული
მასალა „ცისკრისა“ სულ ნათარგმნი იყო. არდაზიანი და რჩეულოვი იყვნენ პირველი
ჯავტორები, რომელთაც ი,რიგინალური მოთხრობები დასწე- რეს; გარნა ესენი უფრო
ჩაითვლებიან წინამორბედ ნიშნე_ ბად, რომ ორგინალი და მძლავრი ბელეტრისტული ნიჭი
უნდა გაჩენილიყო ჩვენშიაც, ვიდრე-“ დამაარსებლად ჩვენში რომანისა. ჭეშმარიტ
დამაარსებლად რომელისამე მიმართუ,ლებისა, ლიტერატურაში ის “ ითვლება, რომელიც დიდის
ენერგიით გაიტანს ახალს კვალს და შეჰქმნის ისეთს ნაწარმოებს, რომელიც ავტორზედ
ბევრით დიდხანს იცოცხლებს. რჩეულოვისა და არდაზიანის სახელები მკრთალია ერთობ
ჭავჭავაძის სახელთან და მათი მოთხრობებიც ერთის გარდა („მეჯღანუაშვილი“) დავიწყებას
მიეცნენ. „კაცია ადამიან„ზედ“, „გლახის ნაამბობზედ“, “„ოთარაანთ ქვრივზედ“ ეს, -
რასაკვირველია, არ ითქმის. იგინი დღესაც იმ • წარმტაცის
ინტერესით იკითხებიან, როგორც ახლად დაწერილები. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ის დრო,
შორს მომავალშიაც, როდესაც ეს მოთხრობები დაძველდებიან და ინტერესს დაჰკარგავენ.
ეხლა კი უნდა ითქვას, რომ ორმოცი წლის მანძილზედ ქართულმა ლიტერატურამ მათზე
უკეთესი არა იცის-რა.
ეს გ ილია ჭავჭავაძე ჩვენში უნდა ჩაითვალოს მამად ბელეტრისტიკისა რეალურის სკოლისა,
როგორც გოგოლი ითვ• ლება მამად რუსულ მოთხრობისა. ილია ჭავჭავაძემ პირ
ველმა გაუკეთა ჩვენში სახელი და მისცა მნიშვნელობა პრო
ზას, პირველმა დაუმტკიცა ქართველობას, რომ პოეზია და
ხელოვნება მარტო ლექსით არ ლაპარაკობს. 3 – ძის, მოთხრობებით ქართულმა მწერლობამ
მარტო კარგი მოთხრობები კი არ შეიძინა; არა, მათი მნიშვნელობა ბევრით ამაზედ ზე
ვით მიდის: ჩვენმა ლიტერატურამ შეიძინა მათში „ქართუ12.2 ლი“ მოთხრობა, ორიგინალი,
ნაყოფი ქართულის ფიქრისა, ქართველების ცხოვრებიდან ამოღებული. მისი
ილია ჭავჭავაძე, როგორც ბელეტრისტი, ავიდა ხელოვნების იმ სიმაღლეზედ, რომელზედაც
იდგნენ პირველი მისი მასწავლებლები: გოგოლი, ტურგენევი, ნეკრასოვი, პუშკინი,
ლერმონტოვი. არც ერთს ამათგანს ჭავჭავაძემ არ მიჰბაძა და თვალებდახვეული არ გაჰყვა,
მაგრამ ყოველის მათგანის კარგი კი მიიღო და განახორციელა ქართულ ნიადაგზედ. იუმორი
მისის ნაწერებისა, რომელიც მკითხველს ცალი თვალით ატირებს და მეორეთი აცინებს,
მოგაგონებენ ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლს. ჰუმანიზმი და სოციალურნი მისწრაფებანი
მისის ნაწერებისა გაგახსენებენ დაუვიწყარს ნეკრასოვს. ის ალერსი და სიყვარული,
რომლითაც ეპყრობა ჭავჭავაძე ყოველ თავის გმირს, პოეტური გარემოცულობა გმირებისა,
გაგონებენ ტურგენიევს. თ. ილია ჭავჭავაძე— ბელეტრისტი მომხიბლავია მკითხველისა:
ავიწყებს მას თავის თავს, გაიტაცებს მის ფიქრს, გონებას იმ სფერაში, იმ ცხოვრებაში,
რომელსაც ის ჰხატავს. ჰხედავთ ამ ცხოვრებაში რაღაც მშობლიურს, ახლო ნახულს.
წაიკითხავთ მის მოთხრობას და' იგრძნობთ, რომ ავტორმა თქვენ რაღაც ახალი სიტყვა
გითხრათ, რაღაც ახალი გრძნობა გაგიღვიძათ. ეს გრძნობა არის სიბრალული ჩაგრულისადმი,
ზიზღი მჩაგვრელსადმი, სურვილი ცხოვრების გაუმჯობესობისა და მაშვრალთ შველისა და
დახმარებისა. სწორედ აქ არის მნიშვნელობაც პოეზიისა. სწორედ ეს გრძნობანიც
შეადგენენ თამასუქს პოეტის დიდის ნიჭიერებისას და მისის ნაწარ„ მოების მხატვრობისას
(XVAOK&CTBCHHOCIA) - და ცოცხალ კაცს ცხოვრებაში მტერი არ გამოელევა. და თუ იგი
კაცი დიდ-ბუნებოვანია, დიდის გავლენისა და საქმისა, მაშინ მტრებიც მრავლობენ და
მრავლობს მეტადრე სიმძაფრე მათის ღვარძლისა და კბილთა კრაჭუნისა. მხოლოდ უმნიშვნელო,
უპიროვნო კაცია ყველასთან კარგი განწ-ს ყობაში და ყველას მეგობრად ითვლება. მტრობას
კიდევ „მტრობა“ იმიტომ ჰქვიან, რომ იგი მოკლებულია მადლს სიმართლისას, მიუდგომელ
მსჯავრს. მტრობა არ მოერიდება თვისთა ღვარძლიან გულის ნადებთა მისაღწევად „თეთრი“
აღიაროს „შავად“, „ღამე“ — „დღეთ“, „ნათელი“ -სიბნე
ლედ. 24 ჩას ორმოცი წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძეს ბევრჯელ, ძალიან ბევრჯელ
მისდგომია კარს მსჯავრი „შურისა“, მტრობისა. ბევრი ცილი დაუწამებიათ მისთვის...
მხოლოდ ერთი რამ ვერ უარჰყო თვით გააფთრებულმა და გაშმაგებულმა ბოროტებამაც: არ ვის.
მათში არ მოუტრიალდა ენა ეთქვა, ილია ჭავჭავაძე დიდი პოეტი და დიდი ბელეტრისტი არ
არისო. რა ხდება, ა სე და მაპატივეთ და ერთს ამის ნიმუშს მოგახსენებთ. ჩვენ წინა
დევს ამ ჟამად პაწია ბროშურა: „კრიტიკული განხილვა „ოთარაანთ ქვრივისა“, დაწერილი
ბ. დავით სოსლანის მიერ. დავით სოსლანი სწერს ილია ჭავჭავაძეზედ! მიხვედრილი ხართ,
რასაკვირველია, უკვე, თუ რა ტონით და განზრახვით იქნება დაწერილი ეს კრიტიკა.
მაგრამ მიუხედავად წინად განზრახვისა და „ერთგვარის სურვილისა“, ავტორი დავით
სოსლანი იძულებულია... ძალიან არ უნდა და არც ეპიტნავება, მაგრამ იძულებულია,
ვამბობთ, შემდეგის სიტყვებით მოიხსენოს ქ— ძის ნიჭიერება: 6 ის „ბედნიერია ის ერი,
რომელსაც ილია ჭავჭავაძისთანა ზეგარდმო ნიჭით მიმადლებული მწერალი ჰყავს და არა
ნაკლებ ბედნიერია ის მწერალიც, ვისთვისაც ბუნებითს ნიჭს და გარეგან მდგომარეობას
სრულის თანხმობით ხელი შეუწყვიათ და გზა გაუმართავთ“. კი „ბ. ილია ჭავჭავაძე
ითვლება ქართველთ საზოგადოების „სულის კვეთების“ გამომხატველად, მის მესაიდუმლედ!!!!
და ქეჩად ყველა საზოგადო საქმეში. ამისთანა კაცის სიტყვა იმერული აბაზი არ გახლავთ
საზოგადოებისათვის. მისი სიტყვა უკანასკნელია და წყრულის გულის მალამოა
საზოგადოებისათვის“. ეს ის ჭეშმარიტი დიდ-ბუნებოვანი ადამიანიც ამაზე მეტს სასწაულს
ვეღარ მოახდენს. მხოლოდ დიდ ნიჭიერებას, მხო, ლოდ უდიდესს ტალანტს ძალუძს მოხაროს
თვით მტერი, მოდრიკოს მისი მწარე ენა და ქებათა-ქება შეასხმევინოს თვისის
ნიჭიერებისათვის. ეს
მომავალი ისტორიკოსი ჩვენის ლიტერატურისა აღნიშნავს ჭავჭავაძის მოღვაწეობაში ერთს
დიდს ღირსებასაც. ეს არის მისი სამსახური ქართული ენისადმი. მან განასპეტაკა და
გაწმინდა ქართული ენა ერთის მხრივ ძველის სხოლასტიკურ მწერლების „უბრჯგუებისაგან“
და მორეს მხრივ იმ სიტყვებისა და კილოსაგან, რომელიც შემოეტანათ ქართულში უვიც
ლიტერატორებს. ილია ჭავჭავაძემდის „ცისკრის“ მწერლები ხმარობდნენ ასეთ სიტყვებს,
როგორც „ოსტროვი“, „ლინია“, ვითარცა ნამდვილ ქართულს. მისთა თხზულებათა განხილვა ამ
მხრივ გვიჩვენებს, რომ ილიამ დიდი შრომა დადო ენის შესწავლაში. მის პირველ ნაწერებს
შიგ და შიგ ეტყობა უსწორ-მასწორობა და არა ქართული კილო. ეს მის დროინდელმა
კრიტიკამ აღნიშნა და
— მაც ზოგიერთი მისი შენიშვნები საბუთიანად სცნო. ყოველ ახალ მის თხზულებაში ენა
იცვლებოდა და უკეთესი. დებოდა. ასე იზრდებოდა და მატულობდა სიმართლე, სისპეტაკე და
სიქართულე მისის ენისა. ბოლოს იგი ავიდა „ოთარაანთ ქვრივში“ იმ სიმაღლემდე,
სადამდინაც რუსთველის შემდეგ იგი (ენა) აღარ ასულა. „ოთარაანთ ქვრივი“ უდიდესი
კლასიკური თხზულებაა ენის მხრივ. ხშირად გაისმის ჩივილი და საშდურავი, რომ ქართულის
ენის – ჰაიდარდო ბის გამო, ძნელია საშეცნიერო და საფილოსოფიო წერილების წერა
ქართულიდაო. ილია ჭავჭავაძემ დაამტკიცა სიცრუე ამ აზრისა. არ არის იდეა, აზრი,
რომლის გამოსათქმელად», ქართულში სიტყვა და სურათი ანუ ხატი არ ეპოვოს.
გადაჭარბებულს არას ვიტყვით, რm ალვიაროთ, რომ ილია ჭავჭაძემ შექმნა ახალი ქართული
ენა, სწორედ ისე, როგორც დიდმა პუშკინშა შექმნა ახალი რუსული ენა.
დავასრულებთ ამ „თავს“ იმითი, რომ ერთხელ კიდევ ვიტყვით: ილია ჭავჭავაძე იყო და
არის უპირველეს ყოვ" ლისი დიდებული „მამულის შვილი", როგორც პოეტი ის ადვილად
გახდებოდა მსახურად და ქურუმად „წმიდის ხელოვნებისა ", ამ გზით არ იფიქროთ, რომ
სახელის მოხვექი შეუძლებელი იყოს. უდიდეს შექსპირს და გეტეს ბევ" რი სთვლის დღესაც
„მხატვრებად-მხატვრობისათვის“, პრეტებად — ხელოვნებისათვის, მაგრამ ამ სფერში ილია
ჭავქავიძე ვიწროობას ჰგრძნობდა, სამშობლოს მდგომარეობა მოითხოვდა „შეიარაღებულს
მეომარს“ და არა მომღერალს ანუ მგალობელს, რაგინდ ციური ჰანგები ემღერა მას. ილია
ჭავჭავაძეს შეეძლო გამხდარიყო. მსახური „წმინდის მეცნიერებისა“ და ამ გზითაც დიდი
სახელი მოეხვეჭა, თუ კი მას სახელისთვის მხოლოდ სწადებოდა მოღვაწეობა. მაგალითების
თვალწინთ გვაქვს. დიდია სახელი დღეს ჩვენის თანამემამულის თ. თარხნიშვილისა
პეტერბურგში, ყოეელი კარგ ველი მის გახსენებაზედ უნებლიედ რაღაც სიამაყეს იგრძი
ნობს . მაგრამ, ამით დასრულდება. ყოველი მოლოდინი,
წყენ კი გვქიროდა აქამდის და გაქირია დღესაც წინაშdღვარი ეროვნულ წარმატებისა,
ეროვნულ პროგრესისა,
_ ეს საქმე ითხოვს მოღვაწისაგან დიდს ნიჭიერებას, მრავალ ფეროვან განათლებას, დიდს
გრნობას, დიდს სიმტკიცეს
Меньшиковъ.
![]() |
8 VII. გვაქვს საბუთი სიამაყისა |
▲ზევით დაბრუნება |
რაც კაცის გონებამ გაიღვიძა და აზროვნობა დაიწყო, მას აქეთია არ აძლევს მოსვენებას
ეს საკითხი: რა ჰბადებს კაცში ნიჭს, რათ არის, რომ ერთი კაცი ისეთი ძლიერის ნიქისაა
და მეორე კი, მისი მეზობელი გონების გლახა. ჩვეულებრივი ჩვენი საუბარი: „ზეგარდმო
მადლით ცხებული“, „ზე-ჩაგონებული“, „ბუნებამ დააჯილდოვა“ და სხვა ამისთანები,
რასაკვირველია, ცარიელი სიტყვებია, სიტყვის ბანზედ აგდებაა, ანუ საბუთია იმისი, რომ
მთქმელს თვით არ ესმის მნიშვნელობა თავისი სიტყვებისა. ოთხასი წლის წინად ქრისტეს
დაბადებამდე ფილოსოფოსი პლატონი ჩაუკვირდა ამ საგანს და ის დაასკვნა, რომ აზრები,
იდეები კაცს დაბადებიდგანვე თან დაჰყვებიან ხოლმეო; როგორც თესლია ჩამალული
მარცვალში, ისე აზრები ბავშვის სულში. მერეეს თესლი გაიფურჩნება და ნაყოფს
გამოიღებსო. ესევე გაი— მეორა დეკარტმა მე-XVI საუკუნეში.
აი სწორედ ამ შეხედულებაზეა აშენებული ჩვენი ყოველ-დღიური ფრაზა: „ზეგარდმო მადლით
ცხებული“, ეს ამტკიცებს, რომ ჩეენი შეხედულება ნიჭზედ ძეგლის-ჰეელია, ახლა ასე არ
უყურებს შეენიერება ამ საგანს. ჯერ კიდევ მე–XVII საუკუნეში ინგლისელმა
ექიმმა-ფილოსოფოსმა ჯონლუტემ გამოაცხადა, რომ აზრები და იდეები თან- კი არ
დიჰყვებიან ადამიანს გაჩენიდაშვე, არამედ მერე შვიძინებიან ხოლმეო, ადამიანის სული
დაბადებისას ჰგავს სუფთა ფიცარს — tabula rasa, — რომელზედაც იწერება ის, რასაც
შთაბეჭდილება გარემოსკულ ბუნებისა და ხალხის ეუბნებაო.
როგორ ვხედავთ, „ზე-ჩაგონება“-ს და სხვა ამისთანა ზღაპრებს ყელსა სჭრის ეს
შეხედულება. ამ გზით იარა ჩვენს დრომდის კვლევა-ძიებამ და ძველებურ შეხედულობას
მხოლოდ ესღა მოუფხენა? ცხადია, რომ ადამიანი, იბადება ასეთის თუ ისეთის მგრძნობიარე
ნერვების სისტემით, რა გინდ თანაბარ პირობებში აღზარდოთ ინგლისელი ბავშვი და
აფრიკის ველური ბავშვი, ძალიან მალე აღმოჩნდება მათში განსხვავება, ერთი შეორესთან
შედარებით მალე და მსწრაფლ იძენს სწავლას, ცოდნას, თუმცა თავიდამ, პირველად, ორივემ
არ იცოდა-რა. ეს სწორედ იმიტომ, რომ პირველს, ევროპიელ ბავშვს, თან დაყოლილი აქვს
მგრძნობიარებდა და კარგად გაწყობილი ნერვების სისტემა, მეორეს კი - არა. შასადამე,
თვით იარაღი, ცოდნის მისაღები, შეიძლება კარგი ჰქონდეს კაცს ერთი-მეორესთან
შედარებით, თორემ თანდაყოლით-კი არავის არავითარი იზრები და ნიჭიერებანი არ
დაჰყვება ხოლმე.
ექსპერიმენტილიურმა ქსიხოლოგიამ ჩვენის დროისამ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა ამ
საგანს. ეხლა მხოლოდ გაუნათლიებელი იყო იტყვის სერიოზულად, რომ ამა თუ იმ გვამს
ზეცამ ჩაჰბერა ნიჭიერებთო; მართალია, ძალიან ჭკვიანი კაცები ხმარობენ
„ზე-ჩაგონებას", „ზეცა მნიშნავს“ და სხვა ამისთნებს, გარნა ეს არის მხოლოდ ძველის
დროსაგან დარჩენილი ტერმინოლოგია, რომლის აზრი ახლა სხვანაირია, „ზეგარდმოცხებული“
ეხლანდელის აზრით ჰნიშნავს დიდად ნიჭიერს და ჭკვიან კაცს და არ მას, რომ მისთვის
ნიჭიერება, გარეშე ამ სოფლისა, სხვას მიეცეს. ამ ნაირად მხოლოდ ძველს ტერმინოლოგიას
ხმარობს პუშკინი, როდესაც სწერს:
„Пока не требуетъ поэта
ნიჭიერები როგორც უნიჭობა. ნიყოფია გარემოცულ პირობებისა, ბუნებისა, ხალხისა,
დროისა. ჟომისა. ყოველი კაციარა არის-რა, თუ არ ლვიძლი შვილი თავის დროის, ერისა და
მისის ზნე-ჩვეულებისას არა არის არც ნიჭი, არც უნიჭობა, არც კაცი გარეშე ამ
პირობათა არაარს რა კაცში ისეთი რამ, რაც წინად მის გარეშე არა ყოფილიყოს.
მაშასადამე, ნიჭიერს კაცეს ჰბადებს ერი., შესაძლებელია განა ფიქრი, რომ შექსპირი
ზულუსებში დაბადებულიყო! ამიტომ შეჰფერის ინგლისის ერს სთქვას: აი მე რა დიდი ერი
ვარ, მე ვბადავ შექსპირს, ბაირონს, ნემენცის ერს შეუძლიან სქვას: მე ვარ, აქ ვარ,
მე დავბადე გეტე. ჰეინე.
ამავე აზრით დღეს ქართეელობა უპირველეს თავის თავის ჰასაკში მოსვლას დღესასწაულობს
ილია ჭავჭავაძის იუბილეით. დიახ, ჩვენ, ჩვენმა ნიადაგმა, ჩვენმა წარსულმა შობეს
ილია ჭავჭავაძე და ამით ჩვენ ვამაყობთ. ჩვენ საერთოდ არარანი ვიყავით, იქნება,
მაგრამ ჩვენშივე გაფანტული იყო ჰუმანიური აზრებიც, ნაციონალურიც, მაღალი გრძნობა
მოძმის სიყვარულისაც, მაშერალთ შველისაც. ილია ჭავჭავაძე იმით არის დიდებული კაცი,
რომ ჩვენთა გაფანტულ ღირსებათა მასში ერთად მოიყარეს თავი. თვით ჩვენ იმიტომ
გვესმის იმისი მუზის ჰანგები, იმისი აზრებიც, იმიტომ ვუსმენთ, რომ ყველა ესე
ჩვენისავე ერის ნიადაგზე შეკრიბა მან, ყველა იმის ნათესაური კავშირი აქვს ჩვენთან.
ერთი სწავლული კი ამბობს, ნიჭიერება ჰგავს ფულსო. როგორადაც ფული ივლის, ივლის
მთელის ერის, მთელი ხალხის ხელში და მერე ერთის კაცის, მდიდრის, ხელში მოიყრის
თავსაო, აგრეთვე მთელის ერის ნიჭიერება ზოგჯერ ერთის კაცის არსებაში მოთავსდება
ხოლმეო. იქნება ეს სწორედ ისე არ იყოს, მაგრამ ძალიან მახვილად-კი არის ნათქვამი.
დღევანდელ დღეს, მაშასადამე, ქართველობა ორნაირად დღესასწულობს ერთი რომ კეთილ-
შობილობის იჩენს, რა დღესასწაულობს თავისის საუკეთესო შვილის ორმოცის წლის მოღ
ვაწეობას, და მეორეც, დღესასწაულობს იმ დროის დამტკიცებას და განხორციელებას, რომ
ჩეენი ერის ცხოველიმყოფელი ერი ყოფილა, უკეთუ შესძლებია ისეთის შვილების გამოზრდა,
შესმენა, შეგნება და დაფასება, როგორი არის იუბილიარი.
Къ священной жертвѣ Аполлонъ,
Въ заботахъ суетнаго свѣта,
Онъ малодушно погруженъ“!