ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 127-130. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17552; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 49-50; ; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 44-45, 385. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 560-561; გაზ.
„ივერია“, 1878, № 30, გვ. 3-4. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 3 აგვისტო, № 168, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII,
1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 269. გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 162, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 289. გაზ. „ივერია“, 1891, № 164, გვ. 1; სოლომონ ცაიშვილი, „ლიტერატურული ნარკვევები“,
1965, გვ. 20; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, 2016, გვ. ატრიბუცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 96-102 პირთა ანოტაციები: გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და
საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1893, 3 აგვისტო, № 164, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 204.
1873
3 აგვისტო
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ საბანკო
საქმის შესწავლა ისევ ფერხდება. დაწვრილებით სწერს, რაში რა თანხა დახარჯა
და სთხოვს ფულის გაგზავნას. უხსნის, რომ საქმის დაუმთავრებლად მისი
რუსეთიდან დაბრუნება თავად ბანკსაც ავნებს და მის სახელსაც.
წყარო:
3 აგვისტო
მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნს ვასილ მაჩაბელს. სწერს, რომ საბანკო
საქმეების გასაცნობად არცერთ ბანკში არ უშვებენ და სთხოვს, იქნებ ვინმესგან
შუამდგომლობის მიღება შეძლოს.
წყარო:
1878
3 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „საპოლიტიკო
მიმოხილვა“ („კონგრესი გათავდა, მაგრამ ხვალინდელს დღეს...“).
წყარო:
1886
3 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად იწყებს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 2 აგვისტო“ („პატივცემულმა გაზეთმა „Кавказ“-მა,
რომელმაც ამ ბოლო დროს..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში გაერთიანებულია
სხვა სტატიებთან სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1888
3 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
2 აგვისტო“ („არც ერთი სენი ადამიანისა იმისთანა საზარელი...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაცოფიანების შემცირების
ღონისძიებათა პროექტი “.
წყარო:
1891
3 აგვისტო
გაზეთ „ივერიის სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყებს
ნეკროლოგს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – მამია გურიელის შესახებ. სტატია
ილია ჭავჭავაძის სახელით დღემდე არ არის გამოქვეყნებული. იგი დაიბეჭდება
მწერლის თხზულებათა ოცტომეული მე-19 ტომში.
წყარო:
1893
3 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
2 აგვისტო“ („მიწადმომქმედს, ხვნა-თესვის, ვენახისა და...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწადმომქმედის ორგვარი გაჭირება“.
წყარო: