იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ.,
2002, გვ. 71. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ორბელიანი ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის პირველი მეუღლე. გაზ. „დროება“, 1881, № 86, გვ. 1-2. გაზ. „დროება“, 1881, № 86, ჟურნ. „იმედი“ № 5; გაზ. «Кавказ», № 92. „დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 2. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, 3. 72. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. „დროება“, 1885, 30 აპრილი, № 91, გვ. 1-2 გაზ. „ივერია“, 1886, № 92, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 585. .
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 422, აღწ. 1, საქ. 2891. „საისტორიო მოამბე“, ტ.
3, 1947, გვ. 229. პირთა ანოტაციები: აშორდია თადა ცაიშის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც შეადგინა დამწერლობა მეგრული ენისთვის.
იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი
1878-1901 წლებში. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერაკითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.
გრენი ალექსეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1862) რუსი ორიენტალისტი, გაზ. „კავკაზის“ თანამშრომელი, კიევის უნივერსიტეტის
დოცენტი, თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი, მეგრული ანბანის ერთ-ერთი ავტორი.
ლევიცკი ფ. ზ. იურისტი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი, თადა
აშორდიას მამაინაცვალი. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 657-659, გაზ. „ივერია“, 1887, 28 აპრილი, № 83, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 268. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052; გაზ. „ივერია“, 1889, 28 აპრილი, № 88, გვ. 1-2 (ცენზურის
ნებართვა 1889, 27 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 472. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 25. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 557. პირთა ანოტაციები: ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი
1887-1891 წლებში. გაზ. „ივერია“, 1896, № 99, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ნიკოლოზ თსს ბანკის წევრი, ოპოზიციის მხარდამჭერი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი № 17 595;
გააზ. „დროება“, 1909, № 32 (ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 164; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 248,
497. პირთა ანოტაციები: მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. მეუღლე – გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი.
1857
28 აპრილი
მისი და – ელისაბედი ცოლად მიჰყვება ნიკოლოზ ესტატეს ძე ორბელიანს
წყარო:
1881
28 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თფილისის სააზნაურო ბანკის კრება 26
აპრილს“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მიერ წაკითხულ ერთი წლის
ანგარიშზე.
წყარო:
28 აპრილი
ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება თსს ბანკის 1880 წლის მუშაობის ანგარიშის
პირველი ნაწილი.
წყარო:
1882
28 აპრილი
მონაწილეობს თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტის სხდომაში.
წყარო:
1883
28 აპრილი
მეუღლე, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა უფორმებს მინდობილობას.
წყარო:
1885
27-28 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრებას. განიხილავენ განვლილი ათი წლის ანგარიშს და
გამგეობის მოხსენებას. მონაწილეობს ბანკის ზარალის დაფარვის საკითხებთან
დაკავშირებულ კამათში.
წყარო:
1886
28 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 27 აპრილს“ („უკანასკნელ დეპეშებს რომ დავაკვირდეთ...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპა ომის წინ“.
წყარო:
1887
28 აპრილი
ცაიშის სახალხო სკოლის მასწავლებელი თადა აშორდია კავკასიის სამოსწავლო
ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის წერილობით აუწყებს ცალკეული საზოგადო
მოღვაწეების არაკეთილსაიმედოობის შესახებ. მისი მტკიცებით, დიმიტრი
ყიფიანის გადასახლებამდე ის და ილია ჭავჭავაძე ხალხს ამხედრებდნენ იმ
ცირკულარის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა სამეგრელოს სკოლებში
ქართულის ნაცვლად მეგრულის დანერგვას, გაზეთ „ივერიაში“ კი ხელისუფლების
საწინააღმდეგო წერილები იბეჭდებოდა. ამის საილუსტრაციოდ ადრესანტი
დაწვრილებით აღწერს სამსონ ყიფიანის ფელეტონს „წერილი კუდიანეთიდამ“,
რომელშიც, მისი თქმით, კუდიანების უფროსად თავად კირილ იანოვსკია
გამოყვანილი, მის ქვეშევრდომ დემონებად კი – ქუთაისის სახალხო სკოლების
დირექტორი ლევიცკი და თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი ალექსეი გრენი.
თადა აშორდია განსაკუთრებით შეწუხებულია მეგრული ანბანის შედგენისთვის მის
მიმართ გაჩენილი მუქარებით და ადრესატს სთხოვს, დააჩქაროს ამ ანბანის
ბეჭდვა.
წყარო:
28 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27
აპრილი“ („მეტისმეტად საინტერესოა ცნობანი მასზედ...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“
წყარო:
1889
28 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით აქვეყნებს გაგრძელებას
სტატიისა „წერილები სხვადასხვა რაგინდა-რაზე“ (პატივცემულო თადეოზ! მკვდრის
თავები მეცნიერებს დავანებოთ...“
წყარო:
1893
28 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის ვაზის დაავადებების
წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და პეტერბურგში ბანკის
საკითხებთან დაკავშირებულ მივლინებებზე.
წყარო:
1894
28 აპრილი
იღებს ალექსანდრე ნებიერიძის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ ვინმესთან
მოაწყოს მოურავად.
წყარო:
1896
28 აპრილი
თსს ბანკის სხდომის გახსნისთანავე ნიკოლოზ ორბელიანი ილია ჭავჭავაძისგან
ითხოვს ბოდიშის მოხდას ივანე მაჩაბლისთვის „დანოსჩიკის“ წოდებისთვის,
მაგრამ ილიას განმარტებისა და მოწმეთა დადასტურების შემდეგ ირკვევა, რომ
მას ასეთი რამ არ უთქვამს. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძე განიხილავს ივანე
მაჩაბლის მიერ რევიზორისთვის გადაცემულ დოკუმენტს და მიღებულ დასკვნას.
იწყება კამათი, რომლის დროსაც თავმჯდომარე დიმიტრი მუსხელიშვილი ილია
ჭავჭავაძეს აღარ აძლევს სიტყვას. ეს იწვევს აურზაურს, თავმჯდომარე ტოვებს
კრებას და ამბობს, რომ მინსტრს მოახსენებს.
წყარო:
1906
28 აპრილი
წერილს უგზავნის საგურამოში მოურავ მოსე მემარნიშვილს, სთხოვს გლეხებთან
წინდახედულად მოიქცეს: ნუ აუხირდება და უბრალოზე ნუ გამოეკიდება, მაგრამ
არაფერი გააფუჭებინოს. ამასთან, აცნობებს, რომ შემდეგ კვირაში მეუღლესთან
ერთად რუსეთში მიემგზავრება ორი თვით.
წყარო: