
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. „დროება“, 1879, 4 მაისი, № 93, გვ. 1-2 გაზ. «Обзор», № 489. გაზ. “დროება“, 1880, 27 მაისი, № 92, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 105. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 648. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 199. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 670-674, გაზ. „ივერია“, 1887, 2 მაისი, № 87, გვ. 1-2; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 284. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 523. გაზ. კვალი, 1900, № 18, გვ. 2778. პირთა ანოტაციები: ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. ხუდადოვი ნიკოლოზ
ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა
ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად
ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი.
გაზ. „ივერია“, 1900, № 95.
ჟურნ. „მოამბე“, 1900, № 4.
პირთა ანოტაციები:
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931)
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი,
თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა
გაზეთ „ცნობის ფურცლის“. გაზ. „ივერია“, 1903, № 95, გვ. 3; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2141.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, 32591, 32596.
ილია ჭავჭავაძე ზის ცენტრში, პირველ რიგში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 616. პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა
ჟურნალებში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 40. პირთა ანოტაციები: გუდოვიჩი ვასილი ვასილის ძე (1866-1945) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1903-1908 პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლი.
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
პ. ინგოროყვა, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი, 1975, გვ. 326-327. დათარიღება: ილია ჭავჭავაძის სიტყვა სახელმწიფო საბჭოს სხდომების სტენოგრაფიულ ანგარიშებში
არ გამოქვეყნებულა და რადგან 17 და 19 აპრილის სხდომების ანგარიშები არასრულად
დაიბეჭდა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ, მან სიტყვა სწორედ ამ დღეებში
წარმოთქვა.
1873
2 მაისი
დუშეთიდან ბაქოში აღდგომის მისალოცად დეპეშას უგზავნის მეუღლეს და მისი დის
ოჯახს.
წყარო:
1879
2 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებაში, რომელმაც
განიხილა სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი.
წყარო:
1880
2 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელიც განიხილავს 1879 წლის ანგარიშს.
წყარო:
2 მაისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„ტუსაღებისათვის“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1881
2 მაისი
თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით თავისუფლდება ნაფიცი ვექილის
მოვალეობისგან.
წყარო:
1887
2 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 მაისი“ („წინა წერილებში მოყვანილი
ცნობანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„ავლაბრელების საქმე“
წყარო:
1898
2 მაისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის იუბილეს
გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ.
წყარო:
1900 26 აპრილი - 2 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელიც განიხილავს გასული
წლის ანგარიშს, მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, სკოლების დაფინანსებას, ბაქოს
სააგენტოსა და პავლე ყიფიანის საკითხს. ებმება კამათში სამეურნეო ბანკის
დირექტორ ვლადიმერ მიქელაძესთან, ვასილ მაჩაბელთან და ნიკოლოზ ხუდადოვთან,
მაგრამ ძალიან მოტეხილია, ისე დაბალ ხმაზე საუბრობს, რომ დარბაზს ძლივს
ესმის.
წყარო:
2 მაისი
თსს ბანკის კრებაზე 1290 ხმით 30-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ გამგეობის
თავმჯდომარედ
წყარო:
2 მაისი
ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი ლასხიშვილის „შინაური
მიმოხილვა“ თსს ბანკის ოცდახუთწლიანი საქმიანობის, მიმდინარე წლიური
კრების, ადრინდელი და ახალი ოპოზიციის შესახებ.
წყარო:
1903
2 მაისი
თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე კენჭისყრის გარეშე ირჩევენ გამგეობის
თავმჯდომარედ.
წყარო:
2 მაისი
მის საპატივცემულოდ მართავენ წვეულებას და იღებენ ჯგუფურ ფოტოს. 
1905
2 მაისი
იღებს ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ თსს ბანკის კრება
გადაიდო და სთხოვს შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც უნდა დაესწრონ
მომდევნო კრებას.
წყარო:
1906
2 მაისი
პეტერბურგის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გრაფი ვასილი გუდოვიჩი
იწვევს თავადაზნაურთა დეპუტატების კრებაზე. განიხილება სრულიად რუსეთის
თავადაზნაურთა ყრილობის მოწვევის საკითხი
წყარო:
2 მაისი
მეუღლესთან ერთად, მიემგზავრება პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს პირველ
სესიაში მონაწილეობის მისაღებად. 
წყარო
გაზ. „შრომა“, 1906, № 24.
1907
2 მაისი
სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვამს სიტყვას სიკვდილით დასჯის გაუქმების
შესახებ.
წყარო: