ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 80-81, 344. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 5 ივნისს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს
გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი
სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს
სამოქალაქო ნაწილის უფროსად. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 80-81, 344. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 5 ივნისს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს
გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი
სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს
სამოქალაქო ნაწილის უფროსად. ი. გრიშაშვილი, „მაჭანკალი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1937,
29 მაისი, გვ. 4. გაზ. „დროება“, 1884, № 115, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გიორგი თუმანიშვილის ფონდი,
ავტოგრაფი № 363, № 957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 100, 100,
411-412; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ლიტერატურული მატიანე,
1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119 პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. გაზ. „ივერია“, 1887, 31 მაისი, № 107, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 365. გაზ. „ივერია“, 1894, № 114, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 167, 450-451. გაზ. „ივერია“, 1897, № 107, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1897, № 143; «Новое
обозрение», 1897, № 4609. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 31 მაისი, № 546, გვ. 3. გაზ. „ივერია“, 1899, № 113, 114; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 831–833. გაზ. „ივერია“ 1905, 1 ივნისი, № 89, გვ. 4. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი.
1864
30-31 მაისი
შოულობს საქირავებელ ბინას, მეპატრონეს ფასზე ურიგდება და თბილისში მიმავალ
დიმიტრი სტაროსელსკის აბარებს, რომ ოლღას უთხრას.
წყარო:
31 მაისი
ვერ ასწრებს, რომ წინა დღეს მეუღლისადმი დაწერილი ბარათი ფოსტით გაგზავნოს
და ატანს თავის ქვისლ დიმიტრი სტაროსელსკის.
წყარო:
1881
31 მაისი
ესწრება კომედია „მაჭანკლის“ პირველ წარმოდგენას გრიგოლ არწრუნის თეატრში.
წყარო:
1884
31 მაისი
გაზეთ „დროებაში“ მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების
მმართველობის განვლილი წლის ანგარიში.
წყარო:
31 მაისი
სადარბაზო ბარათებს უგზავნის რაფიელ ერისთავს, იაკობ გოგებაშვილს, აკაკი
წერეთელს, დავით ერისთავს, გიორგი თუმანიშვილს, ალექსანდრე სარაჯიშვილს,
ექვთიმე თაყაიშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს, ეკატერინე
გაბაშვილსა და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ეპატიჟება პირველ ივნისს არტურ
ლაისტის საპატივცემულო სადილზე.
წყარო:
1887
31 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 მაისი“ („დღეს რუსეთში საურთიერთო
ნდობით დაზღვევა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან
შენობების დაზღვევის შემოღება“.
წყარო:
1894
31 მაისი
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც თსს ბანკის გამგეობის
თავმჯდომარედ არჩევა დეპეშებითა და წერილებით მიულოცა.
წყარო:
1897
31 მაისი
ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას და მონაწილეობს
სათავადაზნაურო სკოლისთვის თავადაზნაურობისგან გადასახადის გაწერასთან
დაკავშირებით გამართულ კამათში.
წყარო:
1898
31 მაისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის მიერ
სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემის განზრახვის
შესახებ.
წყარო:
1899
30-31 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელიც განიხილავს განვლილი წლის
ანგარიშს, მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, ბანკის დაარსების 25 წლის იუბილეს და
ამასთან დაკავშირებით გამგეობის თავმჯდომარისთვის ხელფასის მომატების
საკითხს.
წყარო:
1905
31 მაისი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც ისმება საკითხი
გადაუვადონ თუ არა გორის მაზრაში გლეხთა მოძრაობით დაზარალებულებს
სარგებლის შეტანის ვადა. ილია ჭავჭავაძის აზრით, რადგან სარგებლის ფული
მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ბანკისთვის და მისი დაკლება გაკოტრების
საფრთხეს ქმნის, შეიძლება, რომ სარგებლის შესატანად დაზარალებულებმა თანხა
ისესხონ ბანკის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის გადადებული ფულიდან და
შემდეგ ნელ-ნელა გადაიხადონ. ამ წინადადებას უპირისპირდება მიხეილ მაჩაბელი.
იგი მოითხოვს, რომ ბანკმა მთლიანად თავის თავზე აეღო პრობლემის მოგვარება.
წყარო: