The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.01

1863    
    
 27 იანვარი   
    
ხვდება ოლღა გურამიშვილს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 224; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 18-19.

დათარიღება:

დრო მითითებულია 28 იანვრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1882    
    
27 იანვარი    
    
გაზეთ „შრომაში“ „ევ. ბოსლეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება ესტატე მჭედლიძის მიმოხილვა ჟურნალ „ივერიის“ 1881 წლის მეთორმეტე ნომრის შესახებ. სხვა მასალებთან ერთად განხილულია ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ („მთელმა წლევანდელმა წელიწადმა მარტო ლოდინით...“).   წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, ქუთაისი, 27 იანვარი, № 4, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“

    
1887    
    
27 იანვარი   
    
რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებისგან იღებს შეტყობინებას, რომ აირჩიეს ამ საზოგადოების ნამდვილ წევრად.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 10 (477)

    
27 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („ჩვენ რამდენისამე დღის წინად მოვიხსენიეთ, რომ გერმანიაში ატეხილი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პარლამენტი თუ სამინისტრო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 66.

    
1888    
    
27 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („ის საშინელი ჭირი ვენახებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 27 იანვარი, № 19 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 40.

    
 1893   
    
27 იანვარი   
    
ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე „რ. დ. ღაძე“-ს ფსევდონიმით აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებულია მისი როგორც ლიტერატურული, ისე საზოგადო მოღვაწეობა.   წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 2, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

    
1896    
    
27 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ განაგრძობს ვრცელი ფელეტონის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („წინა ლექციაში მოგახსენეთ, რომ საბა ორბელიანისებური სიცრუე ნამუსიანია...“).   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 27 იანვარი, № 21, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 181.

    
1899    
    
27 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („გაზეთს „Кавказ“-ში (№№ 18 და 19) ბ-ნმა ნიკოლაძემ ორი ფრიად საბუთიანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქალაქის თვითმმართველობის დებულების შესახებ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1899, 27 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 170.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1902    
    
27 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“ („შენი წიგნი მივიღე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 27 იანვარი, № 21, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 423.

პირთა ანოტაციები:

გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938)

ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.