The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


13.08

1858    
    
13 აგვისტო   
    
ტიარლევოდან სოფელ კოლაგში საპასუხო წერილს უგზავნის ნათესავ ანიკო ვაჩნაძეს, რომელშიც იწონებს მისი ძმის – იოსების გადაწყვეტილებას რუსეთში სასწავლებლად წასვლის თაობაზე, მაგრამ იქვე საუბრობს სამშობლოსთან განშორების სირთულეზე.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17520; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 15-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 16-17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 18-19, 367.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე ანიკო რევაზის ასული

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.

ვაჩნაძე სოსიკო (იოსებ) რევაზის (ონანოს) ძე

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.

    
      
    
ტიარლევოდან სოფელ ჩალათუბანში საპასუხო წერილს უგზავნის ნენე ჭავჭავაძეანდრონიკაშვილისას. შესჩივის მატერიალურ ხელმოკლეობას, ხუმრობს მისი ქმრის დიამბეგად დანიშვნასთან დაკავშირებით და უამბობს გიორგი XII-ის რძალთან ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც უსაუბრიათ ადრესატის ძმაზე – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძეზე.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17519, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 12-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 15-18, 366.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისა ნენე დიმიტრის ასული

ილია ჭავჭავაძის ნათესავი (მათი პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ), დიმიტრი თომას ძე ანდრონიკაშვილის მეუღლე.

გიორგი ХII (1746-1800)

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც რუსეთის იმპერატორმა – ალექსანდრე I-მა სამეფო გააუქმა.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    
1884    
    
13 აგვისტო   
    
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება ცნობა, რომ „ვისრამიანის“ რედაქტორებს ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და პეტრე უმიკაშვილს განზრახული აქვთ გამოსცენ ძველი ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „ამირან-დარეჯანიანი“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, 13 აგვ., № 176, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1886    
    
13 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 12 აგვისტო“ („იტალიაში, როშერის სიტყვით, ხიზნობის მსგავსი წესით ხმარება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ...“ წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 13 აგვისტო, № 175, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 282.

1895
13 აგვისტო
 
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასასრული ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორის თქმით, გაზეთი „ივერია“ გლეხობას ამაო დაპირებებს აძლევს, მაგრამ რეალურად არ ესმის მისი ინტერესები. იგი ურჩევს ამ გაზეთს, „უარყოს თავისი პოლიტიკურ-ეროვნული ლტოლვილებანი - ან თანახმად ეკონომიკური მოძღვრებისა, სრულიად გაკონსერვატორდეს ან უარყოს თავისი ეკონომიკური მოძღვრება და გაპროგრესისტდეს“. წყარო:

გაზ. „კვალი“, 1895, № 34, გვ. 7-12. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1903
13 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „წლიურად შენახვა ქართული დასისა“ („შარშან ქართულ დრამატულ საზოგადოების...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 13 აგვისტო, № 172, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 597.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 731.

13 აგვისტო
 გაზეთ „ივერიაში“ „ვარ-ნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება იაკობ გოგებაშვილის კორესპონდენცია ბორჯომიდან. მასში ანონიმურად არის საუბარი საზოგადო მოღვაწეზე, რომელმაც იქ დასასვენებლად ყოფნისას დაიზიანა თვალი. მკურნალობის შედეგად ავადმყოფი სრულად განიკურნა, მაგრამ, მისივე თქმით, დარჩა ერთი საწუხარი. რამდენადაც 20 ივლისს ავად იყო, სახელობის დღე ვერ მიულოცა მისთვის უაღრესად პატივსაცემ ადამიანს, ილია ჭავჭავაძეს. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 172, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.