სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ
133, საქ 2107. ფ. 6. დედანი, გვ. 436. პირთა ანოტაციები: ქურხული გიორგი დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 475; გაზ. „ივერია“, 1886, 16 ოქტომბერი,
№ 223, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4,
1955, გვ. 207; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 455. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 198,
გვ. 138. პირთა ანოტაციები: ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ
ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული
საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის
აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. ციციშვილი დავით - ილია ჭავჭავაძის
საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში. მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო
მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“,
„დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. გ. წერეთელი, გაზ. „ივერია“, 1893, № 222. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ
ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“,
შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.
1872
16 ოქტომბერი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში
განიხილავს გიორგი ქურხულის საჩივარს მეუღლის წინააღმდეგ. იგი ცოლს უჩივის
იმის გამო, რომ ის უარს ამბობს მასთან თანაცხოვრებაზე. ბრალდებული
სასამართლოზე არ ცხადდება. მომჩივანი ითხოვს, რომ საქმე მის გარეშე
განიხილონ, მაგრამ უარს იღებს. ილია ჭავჭავაძე მას განუმარტავს, რომ საქმე
არ ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს და საჩივარი მხოლოდ იმ მოტივით
მიიღეს, რომ მხარეები შეერიგებინათ.
წყარო:
1886
16 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
15 ოქტომბერი“ („მივაქცევთ ჩვენის მკითხველების ყურადღებას ერთს მოწერილს
ამბავს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შავი ქვის
მრეწველობის საქმე“.
წყარო:
1891
16 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ გრიგოლ
ვოლსკის მიერ ბათუმში საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის
ანგარიშს; ისმენენ ინფორმაციას დავით ჩუბინაშვილის მემკვიდრეთაგან მისი
ბიბლიოთეკის, დიმიტრი ყიფიანისგან მის მიერ პროზად თარგმნილი შექსპირის
დრამების და დავით ციციშვილისგან ოცდაცხრა ძველი სიგელისა და დოკუმენტის
შემოწირვის შესახებ. იღებენ დადგენილებას სტეფანწმინდაში სკოლის დაარსებისა
და საზოგადოების გამოცემების იაკობ მანსვეტაშვილთან დაბეჭდვის თაობაზე.
წყარო:
1893
16 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს გიორგი წერეთლის სტატიას „თ. ი. მაჩაბლის
წამების ამბავი“, რომელიც წარმოადგენს გამოხმაურებას მარი ბროსეს სახელობის
ფონდის გარშემო ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის წერილებზე.
წყარო: