![]() |
მეფე დიმიტრი თავდადებული |
ტექსტი დაყოფილი თავებად იხილეთ განმარტებების ბოლოს
ვუძღვნი
|
ხელნაწერი: U: ავტოგრაფი, № 125 (B). ნაბეჭდი: გაზ. “ივერია”, 1878, № 1, გვ, 4-8 (C); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 1, გვ. 5-35 (D); მეფე დიმიტრი თავდადებული, პოემა ილია ჭავჭვაძისა, საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, ტფილისი, 1880 და იგივე გამოცემა 1899 (E ); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 250-257 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 188-222 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 307-325 (G) ლექსები თ. ილია ჭავჭავაძის ა, ტფილისი, 1904, (H); ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 57-60 (L). სათაური: “მოდით, შვილნო” H; დიმიტრი თავდადებული L. სათაურის ქვეშ: ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს C; ნაწყვეტი G; დიმიტრი თავდადებული H. რამდენიმე ნაწყვეტი L. თარიღი: 1880. AL. ხელმოწერა: *** C; ილია ჭავჭავაძე DG; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)F. ავტოგრაფის პირველი B ტექსტი შავი მელნითაა ნაწერი და იმავე მელნით ნასწორები. სათაურად ჯერ ეწერა “ბრმა მეფანტურე”. შემდეგ ავტორს ეს სათაური გადაუხაზავს და ზედ ფანქრით ახალი სათაური დაუწერია: “მეფე დიმიტრი თავდადებული”, ხოლო სათაურქვეშ - “ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს”. ავტოგრაფის პირველი გვერდის დასასრულს გადახაზულია: “ძმაო პეტრე, შენგან ჩაგონებულს, შენვე გიძღვნი”. ხელნაწერი დათარიღებული არ არის. ავტოგრაფი (B) შეიცავს პოემის პირველ 12 თავს და სათაურით, ქვესათაურითა და ტექსტით არსებითად თანხვდება A ტექსტს, თუმცა მათ შორის მაინც არის მცირეოდენი ვარიანტული სხვაობა (იხ. ქვემოთ). B ავტოგრაფი საფუძვლად დაედო პოემის პირველი 12 თავის ტექსტს, რომელიც დაიბეჭდა 1878 წლის გაზ. “ივერიაში”, № 1 (C); სრული სახით კი პოემა გამოქვეყნდა 1879 წლის ძურნალ. “ივერიაში”, № 1-ში (D), რომლის სქოლიოშიც აღნიშნულია: “თორმეტი მუხლი დაბეჭდილი იყო შარშან “ივერიაშიო”. 1880, 1899 წლებში პოემა ცალკე წიგნადაც გამოვიდა (E). იგი სრული სახით დაიბეჭდა 1892 წელსაც ილიას თხზულებათა I ტომში (A). ACDE უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. CD წყაროში I თავის 5-6 სტრიქონები (“... ქართლის ბედი ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში”) ამოღებულია და ცარიელი ადგილები წერტილებით არის შევსებული. A-ში ეს სტრიქონები აღდგენილია. F-ში დაბეჭდილი III – XVIII თავები. G-ში დაბეჭდილია III - XII თავები. HL-ში პოემის ცალკეული ნაწილებია დაბეჭდილი (H-ში I-II თავები, რომლებიც თანხვდება A-ს; L-ში კი პოემა შვიდ თავად არის დაყოფილი: I-IV თავი მისდევს პოემას, შემდეგ მისი შინაარსი 26-ე თავამდე თხრობით არის გადმოცემული. 26- თავიდან ტექსტი კვლავ ლექსადაა. ჩანს ეს ცვლილებები გამომცემლის მიერაა შეტანილი). წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემას (A). მასვე ეყრდნობა 1925 - 1951 წწ. გამოცემებიც, ოღონდ ამ გამოცემებში პოემის ტექსტი დაბეჭდილია გარკვეული ცვლილებებით, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიზიარებთ: 1892 წლის გამოცემაში პოემის I სტრიქონი იკითხება ასე: “უქმე დღე იყო, ტვირთმძიმენი...” პოემის I თავის მე-8 სტროფში ვკითხულობთ: “ეგრედ, შვილო, აქ სცხოვრებდა...”; XIII თავი მე-7 სტროფში დაბეჭდილია: “წინად ბარგად გაეგზავნათ”... 1925-1951 წწ. გამოცემებში, ავტოგრაფსა (B) და “ივერიის” პირველნაბეჭდზე დაყრდნობით. ციტირებული სტრიქონები ასე შესწორდა: “უქმი დღე იყო, ტვირთმძიმეი”...; “ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრედა”...; “წინათ ბარგით გაეგზავნათ”... ამას გარდა, 1925-1952 წწ. გამოცემების ტექსტში შეტანილია მთელი რიგი ორთოგრაფიული ცვლილებები: ეგრედ→ეგრეთ; ბაშვებს→ბავშვებს; სწუხართ→ სწუხხართო; წყემსსა→მწყემსსა; ბერვჯელ→ბევრჯერ; თავგაწირვას→ თავგანწირვას და სხვა. მათგან ჩვენ მხოლოდ ორიოდე გავიზიარეთ. ჩვენი გამოცემის ტექსტში A[1]სთან შედარებით შეტანილია შემდეგი ცვლილებანი, რომლებიც ემყარება ვარიანტთა ჩვნებასა და ილიასეულ ენობრივ ნორმებს: 228, 11 ტყვეთ → ტყვედ; X, 15 წყემსს→მწყემსსა; XIV, 23 უკეთეს→უკეთესს; XX, 21 მოგცილდება→აგცილდებათ; XXXIII, 3 მოსვლის→მისვლის; XXIV, 11 უნდივართ→ვუნდივართ; XXV, 3 სვავო→ სვაო. A-სთან შედარებით პოემის დანარჩენი წყაროები ასეთ ვარიანტულ სხვაობებს გვაძლევს: პოემის შესავალში: B-ში მე-10 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა “მოაშორო” ჯერ ეწერა “ჩამოჰფხიკო”, გადახაზულია. მე-16-ში ჯერ ეწერა “გლოვისა”, შემდეგ “ტკბილისა”, ორივე გადახაზულია და შეცვლილია სიტყვით “ნელისა”. I, თავი, 5 - 6 ქართვლის ბედი... ხელში - CDE (წერტილებით არის შეცვლილი). 9 თქვენნი] თქვენი B. 17. ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა] დედა შვილსა ტკბილსა ძუძუს B. 28 და სატევრად] გარედ ბასრი B. II, 1 საწველ] მწველელ BE. 2 გადვიქცეთ] გარდვიქციეთ DE. 6 ვიქნებით] ვიქმნებით E. 7 გვიხსნის] გვისხნის B. V, 10 იმ ურჯულოს მიხვდა წადილს] მიხვდა იმ ურჯულოს წადილს B. VI, 3 B-ში “ვეზირნი და ნაზირები”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “კარისკაცნი, უხუცესნი”, გადახაზულია. 6 ნაცვლად სიტყვისა “დიდებულად” B-ში ჯერ ეწერა “ვაჟკაცურად”, შემდეგ “გმირულად”, ორივე გადახაზულია. 16 B-ში “ტურფა”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “კარგი”, გადახაზულია. VII, 4 “აემღვრიათ მწარედ გულნი”, B-ში ამ სტრიქონის ნაცვლად ჯერ ეწერა “მწარეთ გადატირებულნი”, ასევე “აემღვრიათ”-ის ნაცვლად “აუტირდათ”, გადახაზულია. 10 B-ში ნაცვლად სიტყვებისა “რად გვინდა სახლი, ქონება”, ჯერ ეწერა “ქვა ქვაზედა ნუ იქნება”, გადახაზულია. VIII, 7 ძვლებს] მამებს DE. X, 16 მგელს დაუგდოს] და მგელს მისცეს C. 26 ასრულდეს] აღსრულდეს BCD. XI, 17 B-ში ნაცვლად სიტყვისა “თავგანწირვას” ჯერ ეწერა “თავდადებას”, შემდეგ “დასდო თავი”, გადახაზულია. XII, 32 B-ში “დიდსულოვნობის” ნაცვლად ჯერ ეწერა “კაიკაცობის”, გადახაზულია. XIV, 28 შეედგა] ჩაედგა D. ილიაზე ბავშვობაშივე დიდი შათაბეჭდილება მოუხდენია მეფე დემეტრეს ტრაგიკულ თავგადასავალს. პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში დიდი სიყვარულით იხსენებს თავის პირველ მასწავლებელს, სოფლის მთავარს, რომელსაც საშინაო სკოლა ჰქონდა გახსნილი და სოფლის ბავშვებს ასწავლიდა. იგი თურმე დიდი გატაცებით უყვებოდა თავის მოწაფეებს საქართვეოლს ისტორიულ წარსულზე: “ბევრი ამ ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის, დიმიტრი თავდადებული, თემად გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგო”, - აღნიშნავს ილია (იხ. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. IX, 1957, გვ. 308). აღსანიშნავია, რომ დემეტრე მეორის მოწამებრივი სიკვდილი ილიას ჯერ კიდევ “აჩრდილის” პირველ ვარიანტში აქვს ასახული (თითქმის ორის ათეული წლით ადრე “მეფე დიმიტრი თავდადებულის” დაწერამდე), - როცა პოეტი საქართველოს ისტორიული წარსულის სურათს ხატავს: სისხლი, სულ სისხლი ჰფარავს და ჰფარავს როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა (იხ. კომენტარი ლექსისა მეფანტურე,გვ. 394 - 399), პოემის “გამოსავალ თემატიკურ ფუძედ” ილიამ აიღო 1860 წელს დაწერილი ლექსი “მეფანტურე” (იხ. წინამდებარე ტომის გვ. 109) და მის ქარგაზე გაშალა პოემა. კერძოდ, “მეფანტურე” გამოყენებულია “მეფე დიმიტრი თავდადებულის” პირველ თავად, რომელშიც ლექსს ჩამოცილებული აქვს პირველი და ბოლო ორი სტროფი (ტექსტში მცირეოდენი ვარიანტული სხვაობებიც არის შეტანილი). თვით მეფანდურე, როგორც პოემის პერსონაჟი - მთხრობელი - ფიგურირებს ნაწარმოების შესავლიდანვე, ხოლო მესამე თავიდან იწყება მეფე დემეტრეს ტრაგიკული თავგადასავალი, რომელსაც სწორედ ეს მეფანდურე ჰყვება. ამდენად სავსებით სამართლიანია მოსაზრება, რომ მართალია, “თემა ბრმა მეფანტურისა ილიას დამუშავებული ჰქონდა პოემაზე ადრე, სრულიად დამოუკიდებლად “დიმიტრი თავდადებულის” თემისაგან, მაგრამ პოემა “დიმიტრი თავდადებული” ორგანულად არის გამოსული ლექსიდან “მეფანტურე” (ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ პოემისათვის ილიას თავდაპირველად “ბრმა მეფანტურე” უწოდებია); სწორია ისიც, რომ პოემას “ორი თემატიკური სათავე ჰქონია, ერთიმეორისაგან დამოუკიდებელი (ერთი - თხრობა ბრმა მეფანტურეზე, მეორე - თხრობა დიმიტრი თავდადებულზე) და რომ შემდეგ მომხდარა ამ ორი თემის შეჯვარება” (იხ. ი. ჭავჭავაძე თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 377 – 378, - პ. ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, “მეფე დიმიტრი თავდადებული” ილიამ მიუძღვნა თავის მეგობარს პეტრე ნაკაშიძეს, რომელსაც პირად საუბრებში გაუღრმავებია პოეტის ინტერესი დემეტრე მეფის პიროვნებისადმი და შთაუგონებია პოემის დაწერის იდეა. ამას მოწმობს ავტოგრაფის პირველ გვერზე ილიას მინაწერი: “ძმაო პეტრე! შენგან შთაგონებულს შენვე გიძღვნი”. პეტრე ნაკაშიძესვე მიუძღვნა ილიამ პოემა “ქართვლის დედა”, რაც აგრეთვე ადასტურებს ილიას დიდ სიყარულს და პატივისცემას თავისი მეგობრისადმი (პეტრე ნაკაშიძეზე კომენტარი იხ. გვ. 496).
|
||||||||||||
![]() |
1 ტექსრი დაყოფილია თავებად |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
მეფე დიმიტრი თავდადებული
ვუძღვნი
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი, |
||
I “მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით, გეტყვით გულის გასათბობსა, — ვინ ვიყავით, რა ვიყავით ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა. იმ დროს, როცა ქართვლის ბედი ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში, როცა მამულისშვილობა სასახელოდ იყო ჩვენში. შვილნო, თქვენნი წინაპარნი ეგრე გულქვად როდი იყვნენ... ძმა ძმასა და მამა შვილსა მამულს ხოლმე შესწირვიდნენ. შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს მარტო მისთვის გვიხაროდა, რომ მამულსა მეომარი მით ერთი ემატებოდა. ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა იმ იმედით აწოვებდა, რომ სიცოცხლით ან სიკვდილით ის მამულს ასახელებდა. უწინ ქართველს უხაროდა მამულისთვის მტერთან ომი, ან მოჰკლავდა, ან თავისთავს შეაკლავდა, როგორც ლომი. მამულისთვის ვის ახსოვდა განსაცდელი განსაცდელში! ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად და სატევრად — ხმალი ხელში. ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრებდა უწინდელი ქართვლის შვილი, მის მუდამი ნატვრა იყო ან სახელი, ან სიკვდილი. მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს ჰყვანდა დიდი წინაპარი... რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა მის მოწამედ თქვენ წინ არი... |
![]() |
1.2 II |
▲ზევით დაბრუნება |
II “ეხლა რა
ვართ? საწველ ფურად |
![]() |
1.3 III |
▲ზევით დაბრუნება |
III ყური
მიგდეთ, გეტყვით ამბავს |
![]() |
1.4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
IV “მის დროს იყო ყეინობა, მეფე ყეინს ჰმორჩილებდა, მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს თვის ნებაზედ განაგებდა. ერთხელ ყეინს აეშალა თათარივე კაცი ერთი, იმძლავრა და გადიყენა ნახევარი სათათრეთი. მეფე ჩვენი ყეინს თურმე არ გადუდგა სხვასავითა... ვაჟი-კაცის წესი არის — კაცს შეჰრჩება ძმასავითა. შეიბნენ და შეიჭიდნენ ყეინი და გადგომილი; ძმას ძმის ძვალი ატეხინეს, მამის სისხლსა ღვრიდა შვილი. დამარცხდა ბოლოს ყეინი, გამდგარმა აკი აჯობა, ის მოკლა და თვით დაიპყრო სათათრეთის ბატონობა. ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც ცხენსა კუდით ათრევინა, საცა კი მის მომხრე იყო, თავები დააყრევინა. |
![]() |
1.5 V |
▲ზევით დაბრუნება |
V “ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც... — “რატომ მე არ მომიდგაო, იმას ცოცხალს არ გავუშვებ, თუ პირში სული მიდგაო”. გაუგზავნა მოციქული: — “გამოცხადდი ჩემ წინ შენო, თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას ნაცარტუტას ავადენო”. დაგვიღონდა მეფე ქველი, იმ ურჯულოს მიხვდა წადილს, ისიც იცის, — იმ ღვთისრისხვას ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს. რა ჰქნას? თითონც მამაცია, მამაციც ჰყავს ჯარი, ერი, მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს, კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი. დიდს ჩავარდა საგონებელს, შეუდგა ბჭობას, რჩევასა... — “წავალ — მომკლავს, — და არ წავალ — ამიოხრებს ქვეყანასა”. ბოლოს ბძანა: “თავს მოვუყრი მღვდელმთავართ და დიდებულთა, ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო — წესია მეფეთ ქებულთა. ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, — წასვლას, თუ წაუსვლელობას? ორში ერთს რას აირჩევენ, — მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?” |
![]() |
1.6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
VI “ბძანა და მსწრაფლ შეიყარნენ დიდებულნი, მღვდელმთავარნი, ვეზირნი და ნაზირები, ბჭე-მდივნები, სპასალარნი. წადგა მეფე კრების წინა თამამად და დიდებულად; ყველამ, დიდმა და პატარამ, თაყვანი სცეს ბატონს ყმურად. ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს ტანად, თვალად, იერითა, მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს იმის ჭვრეტით, ყურებითა. უბრძანა თუ “დიდებულნო, საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა... ის დღეა დღეს, — ან მე ვიყო, ან ჩვენი ტურფა ქვეყანა. შეიტყობდით, მომივიდა მე ყეინისა მოციქული, აქ მოდიო, მე მიბარებს ჩემზედ გაბოროტებული. თუ არ მოხვალ, მე მოვალო, აგიოხრებ ქვეყანასა, საცა კი ფეხს დავადგამო, ავადენ ნაცარტუტასა, თუ წავედი, თქვენც ხომ იცით, მე სიკვდილი არ ამცდება... თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით, მართლის თქმაა ერთგულება”. |
![]() |
1.7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
VII
“დიდებულნი წინ წამოდგნენ |
![]() |
1.8 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
VIII “ახლა წადგა სპასალარი... —”მეფევ, რაც სთქვეს, მართალია. შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, — ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?! თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის, რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი? არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, — სახელიო, ან სიკვდილი. ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს, სირცხვილისგან დაგვიხსენი!.. მეფეს ვფიცავ, — მამა-პაპებრ დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი”. ბატონმა თავი ჩაჰკიდა გვირგინოსანი, ცხებული, დიდხანს იყო დაღონებით ეგრე თავჩაკიდებული... |
![]() |
1.9 IX |
▲ზევით დაბრუნება |
IX
“ბოლოს ბძანა: — ეს ქვეყანა |
||
![]() |
1.10 X |
▲ზევით დაბრუნება |
X “ამდენი სული უბრალო ტანჯვითა ამოწყდებიან, საწყალის ხალხის ცოდვითა ქვანიც კი ატირდებიან. ქვეყნის ამოდენი ცოდვა ჩემს თავზედ დატრიალდება, წაწყმდება აქაც და იქაც დიმიტრი მეფის ხსენება! ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის, რომ მე შიშსა გავექეცი, ჩემი თავი გადვირჩინე და ერი კი წყალს მივეცი. მე მეფე ვარ და მეფობის რიგიც ვიცი რაში არი... ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს, მგელს დაუგდოს თავის ცხვარი... სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი? მე ვეძლევი ნებით მტერსა, ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა. თუ სიკვდილი სახელად გაქვთ მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის, მაშ რად მიშლით თავდადებას მე ერთს — მთელის ერისათვის!.. არა! წავალ, არ დავდგები, დე, ასრულდეს ნება ღვთისა, ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს მეფის თქვენის დიმიტრისა. |
|
![]() |
1.11 XI |
▲ზევით დაბრუნება |
XI — “შენ რას ბძანებ, მღვდელმთავარო? სიტყვა შენი გვიღირს ძვირად: მართებს თუ არ ერისათვის მეფეს თავი გასაწირად? ” ატირდა და მოახსენა: —“ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს, მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის სული მიწუხს, გული მიტირს. მეფევ, უნდა თავი დასდო ერისა და ქვეყნისათვის, ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს მე ამ მწარე რჩევისათვის. მეფევ, რაკი ბედმან დაგდო შენ ეგ მძიმე საზღაური, სხვას უკეთესს ვერას გირჩევს სიყვარული ბატონ-ყმური... ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას, რაკი რომ ეს დღე გვეწია, — მოყვასთათვის თავდადება ქრისტე-ღმერთის ანდერძია. ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით ხორცი დასთმო სულისათვის, უკვდავება არ დაჰკარგო წუთის-სოფლის გულისათვის!.. ” |
![]() |
1.12 XII |
▲ზევით დაბრუნება |
XII “მეფეს ძლიერ მოეწონა მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული, წარდგა ისევ კრებულის წინ უფრო გათამამებული: — “დიდებულნო, ხომ ისმინეთ, რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!.. მოყვასთათვის თავდადება გვიბძანაო მაცხოვარმა. ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას, ერს მეფე ვერ ვუღალატებ!.. წავალ და, თუ ღმერთს სწადიან, ერისათვის თავსა დავსდებ. მე წავალ და ეს ქვეყანა თქვენ უნდა გებარებოდეს, ღარიბს ისე მოუაროთ, რომ მდიდარს არ შენატროდეს. გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს მადლი თანასწორ მოჰფინოთ, ობოლი, ქვრივი, უძლური ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ. თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს გადაგიხდით ორად ერთსა, თუ არა და — სული ჩემი შეავედრეთ მაღალ ღმერთსა”. ატირდა და აატირა ყველა კაცი იქა მდგომი; გულის სილბო სიტურფეა, თუ კაცია სხვაფრივ ლომი. მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს, როცა გულითაც ლბილია; რკინის კაცის თვალში ცრემლი დიდსულოვნობის შვილია. |
![]() |
1.13 XIII |
▲ზევით დაბრუნება |
XIII “ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა დიდებულთა იგი კრება... უხმო მხლებელთ და უბძანა წასასვლელად მომზადება. სთქვა და ურდოს კიდეც წავა მეფე იგი უშიშარი, თქმულა: გმირის კაცისათვის თქმა და ქმნაო ერთი არი. გაათავეს სამზადისი და მოვიდა დღეც წასვლისა; ვით ჭინჭველა ჰფუსფუსებდნენ შინაყმანი სასახლისა. ხმა გავარდა ქალაქშიაც: მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო, უშლიდნენ, არ დაიშალა, — ვერ ვუღალატებ ხალხსაო. შეიძრა მთელი ქალაქი, ხალხი ეცა ერთმანეთსა, მოზღვავდა და იგრიალა და მიაწყდა სასახლესა. მივიდნენ, ნახეს მზად არი რაზმი მეფის ამალისა, სულ სავსეა ცხენოსნებით მოედანი სასახლისა. წინად ბარგით გაეგზავნათ ჯორი, ცხენი დატვირთული, აქ ვინც იყო, სალთად იყო, ტურფად კაზმულ-დარახტული. |
![]() |
1.14 XIV |
▲ზევით დაბრუნება |
XIV “თავადნი და აზნაურნი სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ, ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, — ყველა ასე კარგნი იყვნენ. წყობით იდგნენ და ისმოდა აბჯრისა და რახტის ჟღერა. საამოა გაწყობილის ვაჟკაცების რაზმის მზერა! კაცი თვალს ვერ აშორებდა მხედარსა და იმის ცხენსა, თვით წუნი წუნს ვერ მათს სიკეთეს, სიტურფესა. მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა რაზმ-გარედა ატარებდნენ, მათი მხედნი დიდებულნი მეფეს სასახლეში ახლდნენ. იმ ცხენების მორთულობა კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა, მძიმე რახტით დატვირთულნი თითო თითო სოფლად ჰღირდა. მაგრამ მათში ერთი იყო თეთრი ცხენი არაბული, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცის უძღომელი გული. მეფისა იყო ის ცხენი, თამამი — თითქო ვეფხია, იმის უზანგში მეფის მეტს ვერვის შეედგა ფეხია. ამაყი იყო ლომსავით და ნაზი როგორც მშველია, სხვა მას ვერ იმორჩილებდა, თუ არ ბატონის ხელია. ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა, ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა, თითქო ლოდინს ჰთაკილობსო, ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა. |
![]() |
1.15 XV |
▲ზევით დაბრუნება |
XV “გამობძანდა ბოლოს მეფეც, თან გამოჰყვნენ დიდებულნი, ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი, სამგზავროდ გამზადებულნი. მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა გულმწუხარე მღვდელმთავარი და მხარმარცხნივ — შუბლშეკრული ჯავრით სავსე სპასალარი. მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს მეფის თავგადადებასა, სპასალარი კი ჰთაკილობს უომრად დამარცხებასა. ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს ვიშითა და წუხილითა, მეფეს გული ამოუჯდა მათთვის გულისტკივილითა. უბძანა თუ: — “რასა სწუხართ? იქმნას, რაც კი საქმნელია!.. ერისათვის თავდადება მეფისათვის სახელია. რაც მომივა, მომივიდეს, მე იმისთვის არ ვინაღვლო... თქვენ ჭირს დაგსხნით... დეე, ვიქმნე მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო”. ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა, მოეგუბა თვალში ცრემლი... თქმულა: ქვასაცა მაგარსა გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი. მოუმატა ხალხმაც სულთქმა, ხმა გაისმა ქვითინისა, გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში ობლისა და ქვრივ-ოხრისა. |
![]() |
1.16 XVI |
▲ზევით დაბრუნება |
XVI
“უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, —
|
![]() |
1.17 XVII |
▲ზევით დაბრუნება |
XVII
“მოახსენა: — “ჰე, მეფეო, |
![]() |
1.18 XVIII |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII “ნუ სწუხართო!..განა, მეფევ, ჩვენ ხელთ არის ეხლა გული? რკინაც იყოს — მაინც დასდნეს ამებრ ცეცხლში ჩაგდებული. გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ? ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!.. ქუდზედ კაცი დაუძახე, მოაგროვე სპა და ჯარი. ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ, ვინც კია, ყველა დევია... ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს, რომ ცოტაც ბევრის მძლევია. აჰა, მეფევ, ორი ბიჭი, მხრებში რომ ამომჯდომია, ორივ ჩემი შვილი არი, ერთი მეორის მჯობია; მიირთვი და ინაცვალე, ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე! ომში, მეფევ, გაჩვენებენ, რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე. შეჰკრიბე დიდი, პატარა, გაუძეღ წინამძღოლადა, მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს, დედა შეერთოს ცოლადა! ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ, ბევრი რამ გადახედია, მაგრამ უომრად მტრისა წინ არ წაუხრია ქედია. ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა, უომრად ნუ დავმარცხდებით, თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ სახელითა და დიდებით!.. ” . |
![]() |
1.19 XIX |
▲ზევით დაბრუნება |
XIX “უბძანა თუ : — ბერო კაცო, მესმის შენი ერთგულება... შაბაშ ქართველს!.. გული თურმე სამარემდე გულად ჰრჩება. მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ, არ ვინდომებ სისხლის ღვრასა, მარტო ჩემის გულისათვის არ შევაკლავ მტერს ათასსა. ჩვენის ქვეყნის შავი ბედი, როგორც ტაროსი, იცვლება, დრო მოვა და თქვენი თავი უფრო მეტად დასჭირდება. მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი, გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა: თუ თქვენ მე არ გემეტებით, მე რად გაგიმეტებთ თქვენა?.. განა თითონ ქრისტე-ღმერთსა გადარჩენა არ ძალ-ედვა, არ ინება და ქვეყნისთვის — ღმერთი იყო და — ჯვარს ეცვა. |
![]() |
1.20 XX |
▲ზევით დაბრუნება |
XX “მაშ რად არის მეფე მეფედ, თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა? თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის, ეს სიკვდილი სიცოცხლეა. არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია, მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია. არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც თავი უნდა გავიწირო, ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო დედა შვილზედ არ ვატირო. წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა, მოხდეს იგი, რაც მიმელის... მაგრამ ჯავრი თან მიმყვება საყვარელის ჩემის ქვეყნის. ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა ჩემს წყურვილსა სულისასა!.. აწ იქმნას ის, რაც სწადიან განგებასა უფლისასა. თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა, მე კი...მეყოს, თუ გამყვება თქვენი ლოცვა და კურთხევა”. |
![]() |
1.21 XXI |
▲ზევით დაბრუნება |
XXI “თითქო ზეცით ზარი იყო, თითქო ღმერთი მოევლინა, — ხალხი პირქვე მყის დაემხო საკვირველის მეფის წინა... თურმე დიდებას მადლისას კაცი მსწრაფლ დაუმონია, ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს თავისი ზარი ჰქონია. |
![]() |
1.22 XXII |
▲ზევით დაბრუნება |
XXII “მეფეს ერი შეეცოდა, სთქვა: — “მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით, ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა მშვიდობით და გამარჯვებით. ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს! ამასა იქმს ყველა, ვინც კი ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს. მე მივდივარ!.. მეფე თქვენი დიდს და მცირეს გეთხოვებით, რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ, რაც შეგცოდეთ, შემინდევით”. ბძანა და ცხენიც მოართვეს, ზედ მოახტა ვეფხვსავითა; ცხენზედ იგი დალოცვილი გამობრწყინდა მზესავითა. მტერსაც კი რომ დაენახა, თვალი გაუშტერდებოდა, მისებრი ცხენზედ მოხდენა ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა. გამოეთხოვა ყველაკას, ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა, სხვა კი ამხედრდა დიდკაცი— ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა. ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც, შინ დარჩენა არ ინება, შეევედრა თან წაყვანას და მეფემაც დართო ნება. წაბძანდა და თან იახლა ის ამალა და მხედრობა, უკან მისტირს ერი, ბერი, გლეხობა თუ დიდკაცობა. |
![]() |
1.23 XXIII |
▲ზევით დაბრუნება |
XXIII
“მინამ მეფე მიმავალი |
![]() |
1.24 XXIV |
▲ზევით დაბრუნება |
XXIV |
![]() |
1.25 XXV |
▲ზევით დაბრუნება |
XXV |
![]() |
1.26 XXVI |
▲ზევით დაბრუნება |
XXVI
“სასჯელი დაუგვიანა |
![]() |
1.27 XXVII |
▲ზევით დაბრუნება |
XXVII “უეცრად კარი გაიღო, რკინით, კლიტით დაჭედილი; ორი ვიღაც შემოვიდა ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი. მივიდნენ და თაყვანი სცეს მეფესა გაოცებულსა... მერე იცნა, მისნი იყვნენ, და ჩაიკრა ორივ გულსა. მოახსენეს: —“შევისყიდეთ და გავტეხეთ ქრთამით კარი... ყველა მზაა!.. თავს უშველე, აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი. ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ, მერე გვიანღა იქნება: ხვალ თავს გჭრიან, — ასეაო ყეინისა თურმე ნება“. უბძანა თუ: —“ადრეც მითქვამს, არ გადვირჩენ სხვისით თავსა, ჩემ მაგიერ არ დავღუპავ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა. ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა! არა, არ ვიქ!.. ტყუილია თათბირი და ყველა რჩევა!” ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა მეფე თავის ერთგულ ყმათა... ნეტა რა გულმა გაუძლო მათ ხვეწნას და მუდარათა! |
|
![]() |
1.28 XXVIII |
▲ზევით დაბრუნება |
XXVIII “გათენდა დღე ზართამხდელი, ვაი იმა დღის დამსწრესა! ტყვე მეფე გამოიყვანეს მოედანსა თავთ-საკვეთსა. ხალხი, თამაშად მოსული, ვით ჯინჭველა ირეოდა, თვით ვეზირიც ყეინისა იქ იყო და რიგს აწყობდა. ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი ერთი რაღაც საზარელი, იღლიამდინ დაემკლავა ძარღვიანი ტლანქი ხელი. ამ ორ-შუა ჩააყენეს ფერმიხდილი წვალებითა... დადგა მეფე... ღმერთს შეხედა ნაღვლით სავსე თვალებითა. მერე თვალი იმავ ნაღვლით მოედანს შემოატარა... ის ყოფა და ის ჯალათი სანახავად შეეზარა... შეჰკრთა როგორც ხორციელი, უმისოდაც ქანცწყვეტილი, დასუსტდა და წაბარბაცდა, როგორც ერთი დაბნედილი. მაგრამ ისევ თავს უშველა, არ დაუთმო ხორცსა სული... ამ დროს ტირილიც მოესმა, ქვითინი გამწარებული... გაოცდა და მიიხედა, ჰნახა თვისნი დიდებულნი!.. სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ, ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი. მღვდელმთავარიც მათთან იყო, თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ, მათი ცოდვით და ვაებით ქვებიც კი ატირდებოდნენ. თავისიანთ დანახვაზედ მოაგონდა ყველაფერი, სახლი, კარი, თვისი, ტომი, ქვეყანა და თავის ერი... ეჰა, გატყდა რკინის გული, მეფე მაგითი იძლია! ამას კი ვეღარ გაუძლო, აქ კი ხორცმა სულსა სძლია!.. მობრუნდა და ორსავ თვალზედ კვნესით ხელი მიიფარა... ვეზირს უთხრა: — “დამიხსენი!.. რაც გადამხდა, ისიც კმარა!.. ” სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა... სახელი არ წაიხდინა... —“ჰა, ჯალათო! ” — დაიძახა და კისერი გაიწვდინა. მანც აიღო ხელთ ნაჯახი, ერთს წამს კისერს დაუსწორა, დასცა და ერთის დაკვრითა თავი ტანსა მოაშორა”. [12 სექტემბერი, 1860 წ. პავლოვსკი; 1877 — 1878 წწ. |
|
![]() |
2 მეფანტურე |
▲ზევით დაბრუნება |
მეფანტურე
ერთხელ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მარტივ ფანტურს, გულამოსკვნითა, სევდით ,კვნესითა იგლოვდა წარსულს, მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმითა ბანს გამოსცემდა: მოდით, მოდით!... აქ მოგროვდით, გეტყვით გულის გასათბობსა, თვალნი ჩემნი, აწ გამქრალნი, ხილულ იყვნენ წარსულ დროსა. იმ დროს, როცა ქართვლის ბედი ჩვენვე - ქართველთ - გვეპყრა ხელში, ოდეს მამულისშვილობა საკვეხურად იყო ჩვენში, შვილნო, თქვენნი წინაპარნი ეგრე ცივად როდი იყვნენ, შვილი მამას, მამა შვილსა მამულს ხოლმე შესწირვიდნენ. შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს მარტო მისთვის გვიხაროდა, რომ მამულსა მეომარი მით ერთი ემატებოდა. დედა თვის შვილს ტკბილსა ძუძუს იმ იმედით აწოვებდა, რომ სიცოცხლით ან სიკვდილით ის მამულს ასახელებდა. უწინ ქართველს უხაროდა მამულისთვის მტერთან ომი, ან მოჰკლავდა, ან თუ არა -. მოკვდებოდა, როგორც ლომი. მამულისთვის ივიწყებდა ის განსაცდელს განსაცდელში, ტრფობა აქვნდა გულში ბოძად და საშველად - ხმალი ხელში. ეგრე, შვილნო, აქ ცხოვრობდა უწინდელი ქართვლის შვილი, მის ცხოველი ნატვრა იყო ან სახელი, ან სიკვდილი. მათ მომდევარს, ყოველს თქვეგანს ჰყვანდა დიდი წინაპარი... დაცვა რჯულის, მიწა-წყლისა მის მოწამედ თქვენდა არი!... აწ მიხარის, რომე თვალნი აწმყოსათვის ჩემნი ჩაქრნენ, თვარა იმა დროთ მნახველნი, აწმყოს როგორ აიტანდნენ!”... ეგრეთ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მრტივ ფანტურს, ეგრეთ იგლოვდა სევდით, კვნესითა საყვარელ წარსულს, მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმით ბანს გამოსცემდა. 12 სექტემბერი, 1860 წ. |
||
ხელნაწერი: M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 37-39, 42 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 130 (A). თარიღი: B; 12 სექტემბერი, 1860 წ., პავლოვსკი A. « მეფანტურე», დამოუკიდებელი ნაწარმოების სახით, ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. A ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» ტექსტში რამდენსამე ავტორისეულ სწორებას ვხვდებით: ლექსის 109 გვ. მე-3 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მაგრამ» ჯერ ყოფილა «მარამ»; ნაცვლად სიტყვებისა «ნაღვლით მზირალი» თავდაპირველად სხვა სიტყვები ეწერა, რომლებიც ვერ იკითხება; მე-19 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «მეომარი», ჯერ ეწერა «ერთი», მე-20 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი», თავდაპირველად იყო «რომ შვილით»; 110 გვ. მე-19 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «დაცვა», ეწერა «დაწვა»; მე-20 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «მოწამედ», ჯერ იყო «მოწამეც». მითითებული ტექსტი (A) ლექსის საბოლოო (მეორე) ვარიანტს წარმოადგენს. ტექსტში შესწორდა ორიოდე ფორმა: 109, 3; 110, 27 ხოლოთ - მხოლოდ. 110, 22 ჩაგქრენ - ჩაქრნენ. B ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» პირველ ვარიანტზე მუშაობის პროცესია ასახული. აქ ამ ვარიანტის ოთხი ერთიმეორისაგან მეტნაკლებად განსხვავებული ტექსტია მოთავსებული. პირველი ტექსტი (გვ. 37) სუფთად არის ნაწერი. დანარჩენი ტექსტები (გვ. 38, 38-39, 42) ნასწორებია; ზოგი ადგილი ძნელად იკითხება ან საეროთდ ვერ იკითხება. ქვემოთ ვბეჭდავთ მითითებულ ტექსტებს ავტოგრაფისეული (B) თანმიმდევრობით. I ტექსტი (B, გვ. 37): მეფანტურე სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე II ტექსტი (B, გვ. 38): სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე III ტექსტი (B, გვ. 38-39): სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე, აქედან: მე-7 სტრიქონის შემდეგ წერია: «რა ნახვიდნენ მას მოხუცს საწყალსა», გადახაზულია; მე-12 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «თვის ერთგულ ფანტურს ზედ დამღეროდა»; მე-13 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «მის სიტყვებს ჰქონდათ საოცნი ძალა». B-ს 42-ე გვერდზე ილიას კვლავ განუახლებია ტექსტზე მუშაობა. პოეტი ძირითადად B-ს III ტექსტს დაყრდნობია, თუმც მასში გარკვეული ცვლილებებიშეუტანია და განუვრცია იგი, რის შედეგადაც ლექსმა (პირველმა ვარიანტმა) ასეთი სახე მიიღო: მეფანტურე ოდესღაც თურმე ვლიდა სოფლებში, — იგი პატრონი ძლიერ სიტყვისა, აქედან: 14-15 სტრიქონებს შორის («ფანტურს»... «თურმე»...) გადახაზულია: თურმე უმღერდა ახალ ქართველთა ჩვენც ხელთ გვეჭირა ჩვენ ბედის ჩარხი. 16-17 სტრიქონებს შორის («ძველ»... «იმ დროს»...) გადახაზულია: იმ დროს, როც ჩვენცა ვყოფილვართ ხალხი, 20-21 სტრიქონებს შორის («და არ გვცოდნია»... «სიმღერა იყო»...) გადახაზულია: არც ერთი ზემოთდა მის სიმღერა იყო მარტივი, 24-25 სტრიქონებს შორის («ხან სწვავდათ»... «იგი პატრონი»...) გადახაზულია: «ხალხი სიმღერით აღტაცებული». 29-30 სტრიქონებს შორის («მიიზიდავდა»... «ვითა ყინვაში»...) გადახაზულია: «გულ დაუწვავდა, ვით ნაღვერდალი». არც ერთი ზემოთ მოტანილი ტექსტი ავტორის მიერ დათარიღებული არ არის (1925-1951 წწ. გამოცემებში «მეფანტურის» ზემოაღნიშნული პირველი ვარიანტის დაწერის თარიღად მითითებულია 1860 წ. და სარედაქციო შენიშვნებში განმარტებულია, რომ ეს ვარიანტი ჩაწერილია ავტოგრაფული კრებულის მეორე ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის 1860 წლის ლექსების შავებს. იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 438). |
||
ლექსის პირველი ვარიანტისაგან რედაქციულად განსხვავდება «მეფანტურის» მეორე, საბოლოო ვარიანტი (A),* რომელიც - პირველად ჩვენს გამოცემაში - ძირითად ტექსტებში იბეჭდება. | * A ავტოგრაფში, ლექსის V სტროფში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი», თავდაპირველად ეწერა «რომ შვილად». | |
A-ს ტექსტი დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914 წ.), - ვარიანტების განყოფილებაში (გვ. 508 – 509), დათარიღებულია 1860 წ. 12 სექტემბრით (სარჩევში, გვ. V). ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს. ი. ჭავჭავძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში ვარიანტების განყოფილებაში დაიბეჭდა «მეფანტურეს» როგორც პირველი ვარიანტი (B-ს IV ტექსტი) 1860 წ. თარიღით, ასევე მეორეც (A), ზემო მითითებული თარიღით. ამ გამოცემებში A-ს ტექსტში ორიოდე ორთოგრაფიული სწორებაა შეტანილი (ავტოგრაფისეული ხოლოთ შეცვლილია ფორმით მხოლოდ, ჩაგქრნენ-ჩაქრნენ), ხოლო პირველი ვარიანტის ტექსტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებითაა დაბეჭდილი. კერძოდ, ამ გამოცემებში ორთოგრაფიულ სწორებათა გარდა (ყვარებია - ჰყვარებია, შვილნით - შვილით), ავტოგრაფისეული «თურმე ვლიდა»-ს ნაცვლად, ლექსის პირველ სტრიქონში დაბეჭდილია «ვლიდა თურმე». 16-17 სტრიქონებს შორის («ძველ გმირებისა»... «იმ დროს»...) აღდგენილია სტრიქონები: «ოდეს ცხოვრობდა დიდი თამარი, ის დედა ჩვენი დაუვიწყარი», რომლებიც ავტოგრაფში ავტორის მიერაა გადახაზული სხვა სტრიქონებთან ერთად (იხ. ზემოთ); მე-20 სტრიქონში ავტოგრაფისეული «უღვთო» («უღვთო მონება») აღნიშნულ გამოცემებში გადაკეთებულია სიტყვად «უცხო» («უცხო მონება»); ნაბეჭდ ტექსტში გამოტოვებულია ილიასეული ერთი სტროფი -21-24 სტრიქონები («სიმღერა იყო მისი მარტივი»...). აღნიშნულ გამოცემებში ლექსის პირველ და მეორე ვარიანტებს, გარდა ავოგრაფისეული დასათაურებისა («მეფანტურე»), საერთო სათაურიც აქვთ მოცემული: «პირვანდელი ესკიზები პოემისა მეფე დიმიტრი თავდადებული». მაგრამ ასეთი დასათაურება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან კორექტივს მოითხოვს: |
||
მართალია, «მეფანტურის» მითითებული ვარიანტები (უფრო სწორად - ლექსის მეორე, საბოლოო ვარიანტი) - თუკი «ათვლის ობიექტად» პოემას ავიღებთ, - ადვილად შესაძლებელია «მეფე დიმიტრი თავდადებულის» პირვანდელ ესკიზებად აღვიქვათ, რადგან შემდგომში, «დიმიტრი თავდადებულზე» მუშაობის დაწყებისას, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებს პ. ინგოროყვა, «ლექსი «მეფანტურე» ილიას აუღია როგორც გამოსავალი თემატიკური ფუძე პოემისათვის... და მის ქარგაზე გაუშლია პოემა»* მაგრამ, მეორე მხრივ, არ მოგვეპოვება არავითარი არგუმენტი მტკიცებისათვის, რომ თივით ლექის შექმნის დროს ილია ვარაუდობდა «მეფანტურის» თემის შემდგომ გაშლას და დამუშავებას, ან «დიმიტრი თავდადებულის» თემასთან მის დაკავშირებას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ლექსის პირველ ვარიანტში, როგორც ამის თვით პ. ინგოროყვაც აღნიშნავს, «დიმიტრი თავდადებულის სახელი არც კია მოხსენებულია და მეფანტურე წარსულიდან მხოლოდ თამარს მოიგონებს». ხოლო რაც შეხება «მეფანტურის» მეორე, საბოლოო ვარიანტს (A), აქ უკვე აღარც თამარ მეფის სახელი გვხვდება, - «წარსულის სურათი აქ უფრო განყენებით არის დახატული, მაგრამ შინაარსიდან ირკვევა, რომ პოეტი აქ ერეკლე მეფის დროს იგულისხმებდა. თვით ბრმა მეფანტური წარმოდგენილია რგორც მომსწრე წარსულ დროებათა, როდესაც «ქართვლის ბედი ჩვენვე, ქართველთ, გვეპყრა ხელში» და მეფანტურე უმღერის ამ ახლო წარსულის, თავისუფლების ხანის საგმირო საქმეებს და მწუხარებით დასტირის მის დროს დამონებული ქვეყნის დაკნინებულ მდგომარეობას»* | ||
* ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. I, 1951, გვ. 378. | ||
ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. I, 1951, გვ. 377-378 | ||
ამდენად, თუკი პოემა «მეფე დიმიტრი თავდადებული» მართლაც არის გარკვეულწილად დავალებული ილიას ჭაბუკობის დროინდელი ლექსით (ამის შესახებ იხ., აგრეთვე, ქვემოთ, - კომენტარი პოემისა «მეფე დიმიტრი თავდადებული», გვ. 510-511), მეორე მხრივ, «მეფანტურე». ეჭვს გარეშეა, «დიმიტრი თავდადებულისაგან» სრულიად დამოკიდებულად არის შექმნილი და ამდენად იგი «პირვანდელი ესკიზი» კი არ არის პოემისა, არამედ დასრულებული, სრულყოფილი პეოეტური ნაწარმოები, რომელსაც ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ილიას პოეტურ ბიოგრაფიაში. «მეფანტურე» დავათარიღეთ A ავტოგრაფის მიხედვით. |