The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


17.09

1875    
     
17 სექტემბერი    
     
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ მოწინავეში მისი გვარი მოხსენებულია კერძო შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა შორის.   წყარო:

გაზ. „ტიფლისკი ვესტნიკი“, № 97.

     
1876    
     
17 სექტემბერი    
     
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველო აძლევს 1877 წლის 1 იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვას.   წყარო:

საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 195.

     
17 სექტემბერი    
     
გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ინფორმაცია მომდევნო წლის 1 იანვრიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ახალი, ყოველკვირეული გაზეთის გამოსვლის განზრახვის შესახებ   წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, № 99, გვ. 2-3.

     
1881    
     
17 სექტემბერი    
     
მონაწილეობს პროფესორ დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარელის პატივსაცემად ვერეს ბაღში გამართულ ბანკეტში და სიტყვით მიმართავს დავით ჩუბინაშვილს. წვეულებაზე სვამენ მისი და აკაკი წერეთლის სადღეგრძელოებს.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, 19 სექტემბერი, № 195, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 482.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1886    
     
17 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მეთაური წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 სექტემბერი“ („ჩვენ გუშინ დავპირდით მკითხველებს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მაჰმადიანთა გაერთების საკითხი“. გაზეთის იმავე ნომერში აქვეყნებს სტატიას „ქართული თეატრი“ („გუშინ, 15 სექტემბერს, პირველად გაიღო ქართული თეატრის კარი...“).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 466; გაზ. „ივერია“, 1886, 17 სექტემბერი, № 200, გვ. 1, 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ 83. (ცენზურის ნებართვა 1886, 16/IX); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 367.

ატრიბუცია:

ნ. შალუტაშვილი, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, თბ., 1969). წერილი ასევე შეტანილია თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას მიერ შედგენილ ბიობიბლიოგრაფიაში(თბ., 1966).