„Практика земельного кредита“,Тифлисский Вестник“, 1876, № 103. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი
1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის
შესაძენად და შენობის ასაგებად. ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული
საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი
ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების
ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 463- 476; გაზ.
„ივერია“, 1877, № 11, გვ. 6-9, 10-12. გაზ. “დროება“, 1880, 12 მაისი, № 99, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 114. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 649. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N43, ფ. 7. გაზ. „დროება“, 1884, № 103, გვ 1-3. გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3. ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 123. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 311; გაზ. „ივერია“, 1886, 12 მაისი, № 102, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, თბილისი, 2007, გვ. 19. გაზ. „ივერია“, 1887, 12 მაისი, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9,
თბ., 2006, გვ. 310. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1888, 12 მაისი, № 97, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 223. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. გაზ. „ივერია“, 13 მაისი, № 99, გვ. 2-3. გაზ. „ივერია“, 1894, № 99, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (1844-1905) 1861 წელს სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გაზ. „ივერია“, 1895, 13 მაისი, № 99, 14 მაისი, № 100, გვ. 2-3. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 195. პირთა ანოტაციები: ბაქრაძე მიხეილ ქაიხოსროს ძე ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული თემირხან-შურაში. 1897 წელს ილია ჭავჭავაძის
არშემდგარი იუბილეს ერთ-ერთი ინიციატორი.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 167. პირთა ანოტაციები: როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა
ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა
მოძრავი გამოფენები. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების
შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების
მდივანი. გაზ. „ივერია“, 1902, № 99. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03
წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2151, 14 მაისი, გვ. 3.
1876
12 მაისი
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ ნიკო ნიკოლაძის მიერ თსს ბანკის შესახებ
გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე –
ილია ჭავჭავაძე, ორ წევრთან – ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან და დავით
ავალიშვილთან ერთად, ამავე გაზეთის რედაქციაში გზავნის წერილს, რომლითაც
წარმოდგენილი საკითხების განსახილველად სამედიატორო სასამართლოში იწვევს
სტატიის ავტორ ნიკო ნიკოლაძეს და გაზეთის რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვს.
წყარო:
1877
12 მაისი
გამოდის „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც რუბრიკაში „საპოლიტიკო
მიმოხილვა“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ინგლისი – მართლა და ცხარი
ბაასი...“)
წყარო:
1880
12 მაისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მართალია, უნაკლო არ ყოფილა...“). ტექსტი
ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
12 მაისი
პეტერბურგიდან იღებს დიმიტრი ყიფიანის წერილს ქშწ-კგ საზოგადოების წევრებად
მისაღები კანდიდატების შესახებ.
წყარო:
1884
12 მაისი
გაზეთ დროებაში გრძელდება თსს ბანკის წევრთა კრების მიმოხილვის ბეჭდვა,
სადაც ჩართულია ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის
ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან
დაკავშირებით.
წყარო:
12 მაისი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის 9 მაისის კრების ანგარიში და ილია
ჭავჭავაძის მოხსენება.
წყარო:
12 მაისი
სამი დღით მიემგზავრება კახეთში.
წყარო:
1886
12 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 მაისს“ („თვითმოქმედება, თავით
თვისით საქმის აჩენა...“) თხზულებათა კრებულებში იბეჭდება საერთო სათაურით
„თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.
წყარო:
1887
12 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
11 მაისი“ („ვნახოთ, რას ამბობენ გაზეთები...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის დიპლომატიური სვლები“.
წყარო:
1888
12 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
11 მაისი“ („მას აქეთ, რაც გერმანიის ტახტზე ავიდა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის შეშფოთება იმპერატორ
ფრიდრიხის ავადმყოფობის გამო“.
წყარო:
1892
12 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. არგუმენტირებულად პასუხობს
დამსწრეთათვის ანგარიშების დაბეჭდილი სახით მიუწოდებლობის გამო გამგეობის
მიმართ გამოთქმულ პრეტენზიაზე.
წყარო:
1894
12 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას. სხდომის თავმჯდომარის არჩევის
დროს ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ძალის წარმოჩენას და ამტკიცებს, თითქოს
ზედამხედველი კომიტეტის წევრს არ ჰქონდეს სხდომის თავმჯდომარეობის უფლება.
ირკვევა, რომ წესდებაში ასეთი შეზღუდვა არ არის და წინა წლებში სხდომის
თავმჯდომარეებად იყვნენ ზედამხედველი კომიტეტის არათუ წევრები,
თავმჯდომარეც კი. შესაბამისად, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს არ ეკრძალება
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კრების
თავმჯდომარედ.
წყარო:
1895
12 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე დამსწრეთ არწმუნებს, რომ არ დააჩქარონ წესდებაში
შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტების მინისტრთან
წარდგენა, ორივე განიხილონ, შეაჯერონ და გაუმჯობესებული ერთი ვარიანტი
წარადგინონ. იგი დასძენს, რომ თავადაზნაურთა პროექტში უმეტესად ამ წოდების
ინტერესებია გათვალისწინებული, ხოლო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი
კომიტეტის მიერ მომზადებულში – ბანკის ყველა წევრისა.
წყარო:
1897
12 მაისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება მიხეილ ბაქრაძის წერილი ილია ჭავჭავაძის
მომავალ იუბილესთან დაკავშირებით.
წყარო:
1898
12 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
საზოგადოების გარდაცვლილი წევრის, ალექსანდრე როინაშვილის მიერ ქშწ-კგ
საზოგადოებისთვის მთელი თავისი მოძრავი ქონების დატოვებისა და მისი
დაკრძალვის ცერემონიალის საკითხებს. იღებენ დადგენილებას, რომ ცნობილი
ფოტოგრაფი დაასაფლავონ დიდუბის ეკლესიის გალავანში. იაკობ გოგებაშვილსა და
ნიკოლოზ მთვარელიშვილს ევალებათ დაესწრონ გარდაცვლილის ქონების აღწერას.
წყარო:
1902
12 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ამავე გაზეთის გამოცემის უფლება
ილია ჭავჭავაძემ გადასცა ალექსანდრე სარაჯიშვილს.
წყარო:
1903
12 მაისი
თავადაზნაურობის კრებაზე ირჩევენ საშუალო სამეურნეო სასწავლებლის
დასაარსებლად შექმნილ კომისიაში.
წყარო: