თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორი სერგეი სტრელეცკი სწერს,
რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით ამავე სკოლის მასწავლებლად
დანიშნა ნიკოლოზ ტატიშვილი. სთხოვს, შუამდგომლობა გაუწიოს ქშწ-კგ
საზოგადოებასთან, რომ ახალმა მასწავლებელმა მიიღოს ჩატარებული გაკვეთილების
საფასური. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 7. პირთა ანოტაციები: სტრელეცკი სერგეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1848) თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი. განათლების სისტემაში
ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ტატიშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე –
რუისის სკოლის პედაგოგი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 24. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03
წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის
სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი
წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“
1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 3
სექტემბერი, № 189, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა
და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 298. პირთა ანოტაციები: მილი ჯონ სტიუარტ (1806-1873) ინგლისელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, წიგნების „ლოგიკის სისტემა“ და „პოლიტიკური
ეკონომიის საფუძვლები“ ავტორი. გაზ. „ივერია“, 1894, 3 სექტემბერი, № 187, გვ. 1-2; „საისტორიო მოამბე“,
1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 35.
1879
3 სექტემბერი
წყარო:
1881
3 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საქმეთა მწარმოებლად
ირჩევენ ალექსანდრე სარაჯიშვილს. იმის საფუძველზე, რომ თბილისის
გუბერნატორის მიერ 8 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებით წინარეხისა და თონეთის
საზოგადოებებს სკოლის გახსნის უფლება მიეცათ, გამგეობის წევრს – იონა
მეუნარგიას ავალებენ ამ სოფლებში ჩასვლას და სასწავლებლების გასახსნელად
ღონისძიებების გატარებას; გუბერნატორს დასამტკიცებლად უგზავნიან სოფელ
სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილებას სკოლის გახსნის თაობაზე.
წყარო:
1886
3 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 2 სექტემბერი“ („სისმონდი, რომელზედაც
სტიუარტ მილლი სწერს, რომ ზედმიწევნით იცისო...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1894
3 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
2 სექტემბერი“ („გაზეთები იუწყებიან, რომ სექტემბერში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის თაობაზედ“.
წყარო: