![]() |
ილია ჭავჭავაძე ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ილია გორგაძე, ნოდარ გურგენიძე
ილია ჭავჭავაძე
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე
ბიობიბლიოგრაფიული ქრონიკა
1837 1907
ილია გორგაძე, ნოდარ გურგენიძე
ილია ჭავჭავაძე
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე
წიგნი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახავს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფაქტებს, მოვლენებს, პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს.
მატიანე მთელი სისრულით აღრიცხავს მწრეილის ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების გამოქვეყნებას მათი დაწერის თარიღებისა და წყაროს ჩვენებით, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ გამოსვლებს, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრებსა და მოგზაურობათა ქრონიკებს, პირად მიმოწერას, რომლებსაც რაიმე მნიშვნელობა გააჩნიათ. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესასწავლად. ამასთან წიგნი მკითხველს გააცნობს მნიშვნელოვან ლიტერატურულ გამოხმაურებებს მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ.
წიგნს დაერთვის საძიებლები. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
რედაქტორი სოლომონ ხუციშვილი
რეცენზენტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი თ. ჯაგოდნიშვილი და
პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი ა. ლორია
© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1987.
]
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
* * * (წინათქმა)
«ყველაფრის თხრობა შეუძლებელია, რადგან მაშინ თითოეული
დღისადმი უნდა მიგვეძღვნა არა ნაკლებ ერთი ტომისა...»
გი დე მოპასანი 1837 წლის ოქტომბრის ბოლო — 1907 წლის აგვისტოს ბოლო. ცხოვრების ხანგრძლივი გზა
განვლო ილია ჭავჭავაძემ. სულ ორი თვეც და სამოცდაათი წელი შეუსრულდებოდა, ის
ავადმოსაგონარი წიწამურის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო. ვამბობთ, ტრაგედია რომ არ
მომხდარიყო, რადგან ეს იყო ტრაგედია ერისა და არა პიროვნებისა, რამეთუ ილია იყო
სახე მე-19 საუკუნის ქართველი ერისა.
ილია შარავანდედია ქართველი ერისა, დიდი ადამიანია და „როცა დიდი ადამიანის
ცხოვრებას ვეცნობით, ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს და ეს სავსებით ბუნებრივი
გრძნობაა. გვინდა ვიცოდეთ, ეს დიდი ადამიანი როგორი იყო ბავშვობაში, სიჭაბუკე როგორ
გაატარა, მოწიფულობამ, რა თვისებები შესძინა, ცხოვრების ბოლო წლებს როგორ შეხვდა
და ა. შ. ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაც ასე დიდი ინტერესის შემცველია. ერთი შეხედვით
სრულიად უბრალო ფაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი რამ გვითხრას“ (გ. ჯიბლაძე. ილია
ჭავჭავაძე. ცხოვრება და პოეზია. ნაწ. 1. 1983, გვ. 73).
ილია ჭავჭავაძის წინამდებარე „ქრონიკა“ ფაქტებზე ანაკინძი წიგნია, რომელშიც
შეკრებილი და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახულია ამ დიდი ადამიანის ლიტერატურული
და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფაქტები, თარიღები, პირადი ცხოვრების ამბები.
წიგნი სისრულით წარუდგენს მკითხველს ილიას მხატვრული და პუბლიცისტური ნაწერების
გამოქვეყნების თარიღებს წყაროების ჩვენებით, ხოლო შეძლებისდაგვარად მათი დაწერის
დროსაც. „ქრონიკა“ აღრიცხავს ილიას ყველა გამოცემას მის სიცოცხლეში, ლიტერატურულ
და საზოგადოებრივ გამოსვლებს, მოგზაურობათა ქრონიკებს, გამოჩენილ ადამიანებთან
შეხვედრებს, საქმიან და პირად მიმოწერას, რომლებსაც რაიმე ღირებულება აქვთ მწერლის
შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესასწავლად. ამასთან წიგნში მითი
თებულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული გამოხმაურება ილიას შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ, პოლემიკა ილიასთან, როგორც
ბანკირთან, პუბლიცისტთან და ა. შ.
წიგნში მითითებული ლიტერატურული, საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების ფაქტი და
მოვლენა შეძლებისდაგვარად გამყარებულია ილიასავე შემოქმედების მოხმობით, მწერლის
თანამედროვეთა მოგონებებით, დოკუმენტებით.
„ქრონიკის“ შედგენისას გამოყენებულია ბეჭდური მასალები
მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და
თანამედროვე გამოკვლევები და წერილები ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
„ქრონიკის“ ავტორები ამოცანად ისახავდნენ, რაც შეიძლება სრულად წარმოედგინათ ილია
ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობა, აღერიცხათ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის
ფაქტები, თუმცა ითვალისწინებდნენ რა იმ გარემოებასაც, რომ ასეთი აღრიცხვა
მოითხოვდა ათეულობით ნაბეჭდ თაბახს, შემოიზღუდენ „უფრო მნიშვნელოვანით“.
ეს გამოცემა, როგორც პირველი ნაბიჯი, არ იქნება უნაკლო. ავტორები კმაყოფილებით
მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას, რომელიც კი გამოთქმული იქნება წინამდებარე
ნაშრომის მიმართ.
„ქრონიკის“ მოხმარების გაადვილების მიზნით წიგნს დართული აქვს საძიებლები.
დასასრულ, დიდი მადლობით გვინდა მოვიხსენიოთ ყველა, ვინც საქმიანი შენიშვნებით და
წინადადებებით დაგვეხმარნენ ამ წიგნზე მუშაობისას.
![]() |
2 ბიობიბლიოგრაფიული ქრონიკა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1837 |
▲ზევით დაბრუნება |
1837
ოქტომბრის 27* — დაბადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა, კახეთში, სოფელ ყვარელში, ყოფილი ოფიცრის გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძისა და მარიამ ქრისტეფორეს ასულ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის ოჯახში.
„დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. მამაჩემი რამდენამდე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველეური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი“ (თსკ**, ტ. TX, გვ. 307).
„მე კარგად მახსოვს, ჩვენს
ოჯახში იყო სახარება, რომელშიაც მამაჩემისაგან საკუთარის ხელით იყო აღნიშნული ყველა
მისი შვილების დაბადების დღე. კარგად მახსოვს, ჩემი ძმის ი. ჭ. შესახებ ეწერა, რომ
დაიბადა 27 ოქტომბერსაო“ (ელისაბედ საგინაშვილი — ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ.
1, 1935, გვ. 555).
*. საეკლესიო ჩანაწერებით ილიას დაბადება აღნუსხულია 1837 წ. 20 იანვარს (საისტ. მოამბე, ტ. 3. 1947, გვ. 162).
**.თსკ — თხზულებათა სრული კრებული. ათ ტომად. 1950—1961. შემდგომში ყველგან მითითებულია შემოკლებით — თსკ.
![]() |
2.2 1838-1847/ბავშვოგის წლები სოფელ ყვარელში |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვოგის წლები სოფელ ყვარელში
„...ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი... ვხედავთ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშურის სიხარულითა... მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედა-ჩემისა, მამიჩემისა...“ (თსკ, ტ. II, გვ. 242— 243).
![]() |
2.3 1838-1847 |
▲ზევით დაბრუნება |
1838-1847 ბავშვოგის წლები სოფელ ყვარელში
„ქართული წერა-კითხვა [ილიამ]... პირველად ოჯახშივე შეიძინა. იქვე ბავშვობიდანვე ჰქონდა შესწავლილი „ვეფხვის ტყაოსანი“ შოთა რუსთველისა... თვითონაც [ილიას] ბევრჯელ სიამოვნებით მოუგონებია ის ნეტარი დრო ყმაწვილობისა და ბავშვობისა, ოჯახში ქალები რომ [ჯერ დედა, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ მამიღა ასწავლიდნენ „ვეფხვის ტყაოსანს“ (ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაჩვენ დიდა დვაფასებდით“ (თსკ. ტ. IX, გვ. 307).
„დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა... საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღის საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით“ (თსკ. ტ. IX, გვ. 307).
„ჩემის დის ნინასაგან გამიგონია, რომ ილია ბავშვობიდანვე თავისს ტოლებში სრულებით თურმე ირჩეოდა მშვიდი, წყნარი, და-ძმობაში მოსიყვარულე. როდესაც ჩვენ, ბავშვები, ვთამაშობდითო, იშვიათად მიიღებდა ჩვენთან მონაწილეობასა თამაშობაშიო“ (ელისაბედ საგინაშვილი — ლიტ. მემკვიდრეობა. წგ. 1. 1935, გვ. 554).
„მეტის მეტი ხათრიანი ბავშვი იყო. ხმას არ აუმაღლებდა თავის დღეში მოსამსახურეს... ანგელოზივით ბავშვი იყო. ცელქობა და თამაშობა აგრე რიგად არ უყვარდა...“ (ს. ლოლაძე ლიტ. მემკვიდრეობა. წგ. 1. 1935, გვ. 557).
![]() |
2.4 1841 |
▲ზევით დაბრუნება |
1841
იანვრის 15 — გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს საქართველო-იმერეთის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს თავისი ვაჟიშვილების კონსტანტინესა და ილიას თავადის წოდებაში დამტკიცების თაობაზე (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 161).
![]() |
2.5 1844 |
▲ზევით დაბრუნება |
1844
დეკემბრის 12 — დაბადება ილიას უმცროსი ძმის — თეიმურაზის.
![]() |
2.6 1845 |
▲ზევით დაბრუნება |
1845
ილია შეჰყავთ ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ ივანეს ძე სეფაშვილის შინაურ სკოლაში.
„სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართული
წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული
საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა, ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ
მომხიბლველი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად
გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა
მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა
და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად...
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც
მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით
და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს
არ ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით
თვით მთავრის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით, და უმთავრესად უფრო იმაში, რომ
ვისხედით და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს“ (თსკ, ტ. IX, გვ. 307-308).
1846
იანვრის 15 გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს საქართველო-იმერეთის
გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, მისცეს სიღარიბის მოწმობა. მოწმობა, როგორც
მიმართვაშია აღნიშნული, ესაჭიროება დასტურად იმისა, რომ მას საკუთარი სახსრებით არ
შეუძლია შვილებს—კონსტანტინეს, ილიას, ელისაბედს მისცეს შესაფერისი
აღზრდა-განათლება (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 162). იანვრის 16 გრიგოლ
ჭავჭავაძე თავადაზნაურთა წინამძღოლისაგან იღებს სიღარიბის მოწმობას, სადაც
აღნიშნულია, რომ მას საკუთარი კმაყოფით არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს ილიას მისცეს
შესაფერისი აღზრდა* (იქვე, გვ. 163).
*. კონსტანტინეზე და ელისაბედზე მოწმობაში არაფერია ნათქეაში, თუმცა თხოვნაში
გრიგოლი სამიეე შვილს იხსენიებს.
![]() |
2.7 1847 |
▲ზევით დაბრუნება |
1847 ილია ავადმყოფობს ციებით. მკურნალობენ სოფლური წამლებით, მაგრამ უკეთესობა არ
ემჩნევა.
შემოდგომაზე მამას სამკურნალოდ მიჰყავს თბილისში. ილიას ნაამბობს ი. მეუნარგია ასე
გადმოგვცემს:
„ქალაქს რომ ჩამომიყვანა მამაჩემმა, ყველა ექიმი დამასიეს, მაგრამ ვერას გახდნენ
რა. მაშინ ვიღაც ერთი ფერშალი მომიყვანეს. ავლაბრიდან. კაბა ეცვა, თავზე კარტუზი
ეხურა, ჩოფურა იყო, რომ ხატვა ვიცოდე, დავხატავ, ისე ცოცხლად მახსოვს იმის სურათი.
იმან წამალი დამალევინა. წამისვა ტყლიპზე რაღაც და სთქვა: თავის დღეში ამას არ
გააციებსო და, მართლა, მას აქეთ ჩემთვის არ გაუციებიაო...“ (ი. მეუნარგია. ქართველი
მწერლები, ტ. 2. 1944, გვ. 182).
წლის მიწურულს ილია მამას მიჰყავს თბილისში, სასწავლებელში შესაყვანად.
„მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და
ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მა შინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ
უკეთესი იყო“ (თსკ, ტ. IX, 83-308).
![]() |
2.8 1848-1851/მოსწავლეობის წლები ჰაკკეს პანსიონში |
▲ზევით დაბრუნება |
1848-1851
მოსწავლეობის წლები ჰაკკეს პანსიონში
„პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ
განათლებული კაცი... ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს
მზრუნველობას იჩენდა თავის მეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა
მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას“ (იქვე, გვ. 308—309).
![]() |
2.9 1848 |
▲ზევით დაბრუნება |
1848 მაისის 5 გარდაიცვალა ილიას დედა - მარიამი სახადით, 30 წლისა.
„თუ სხვადასხვა დოკუმენტებში დედა ჩემს ხან მაგდანათ და ხან კი მარიამათ იხსენებენ,
ეგ იმითი აიხსნება. რომ დედაჩემი ტომით სომეხი იყო, მაშინ მაგდანს ეძახოდნენ, მერმე
რომ გათხოვდა, მართლმადიდებლობა მიიღო და მარიამი დაარქვეს. დედაჩემი, რამდენადაც
მახსოვს, სახადით გარდაიცვალა, მახსოვს, ჩვენ, ბავშვები ყველანი დაგვაშორეს,
როდესაც იგი ავად იყო“ (ე. საგინაშვილი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1. 1935, გვ.
555—556).
დედის გარდაცვალების შემდეგ ილიასა და მისი და-ძმების დედობრივი მზრუნველობა თავს
იდო მამიდა მაკრინემ.
„დედა რომ გარდაიცვალა, დავრჩით ობოლნი, მცირეწლოვანნი მამიჩემის და კნეინა მაკრინე
ივანე არაგვის ერისთავისა დარჩა ქვრივად; შვილი არა ჰყვანდა, მამისჩემის თხოვნით
გადმოსახლდა თავისს სამშობლოში თავის ძმა გრიგოლთან, მიიღო დედობრივი მზრუნველობა
ობლებზედ“ (ე. საგინაშვილი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, 83-554-555).
„მე თქვენთან ყოფნა რომ მინდა, იმისთვის მამიდაჯან, რომ ბოლოს, ვინც თქვენ
პატარაობაში დიდის მზრუნველობით გამოზარდეთ, ახლა იმან თქვენის ათასნაირი
შრომისათვის ხელის გულზედ ერბო-კვერცხი იწვას და ისე გაცხოვროთ. სიკეთე, მამიდაჯან,
დაუვიწყარია და რაც, თქვენ ჩვენთვის სიკეთე გიქნიათ, ეგ უფრო განსაკუთრებით უკვდავი
არის ჩემთვის". (ოსკ, ტ. X, გვ. 21).
დედის გარდაცვალებამ ილია უდიდეს მწუხარებაში ჩააგდო და ბერად შედგომაზე ფიქრი
შეეპარა.
„ერთ დროს (ყმაწვილობაშიო) — უამბობს ილია ნ. ნათიძეს დავაპირე ბერად შედგომაო,
ძრიელ მომწონდა მყუდრო, განდეგილი ცხოვრებაო, მაგრამ როცა გარიბალდმა დაიწყო თვისი
მოქმედებაო, ბერობა გადავიფიქრე და დავაპირე ვოლონტიორად მასთან წასვლაო“ (ნ.
ნათიძე ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 573).
ზაფხულს არდადეგებს ილია ყვარელსა და კარდანახში ატარებს. წერს ლექსს — „რწყილები“.
„როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებსა სწერდა. მახსოვს ასეთი შემთხვევა.
ილია იქნებოდა ესე 11 წლისა, ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით [ორივენი
გემნაზიელები]. კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს
მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს.
საღამოთი შინისკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა,
კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით
ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ
მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები)
დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდს კაკლის
ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ. აი სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი
პირველი ლექსი „რ წ ყ ი ლ ე ბ ი“ (47—48 წწ.), საუბედუროთ ეს ლექსი არ შენახულა, და
არც ვიცი, რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად
კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა“ (კ.
აბხაზი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1. 1935, გვ. 563).
![]() |
2.10 1851 |
▲ზევით დაბრუნება |
1851
თებერვლის 11 — ილიას უფროსმა დამ ნინომ იქორწინა თავად ნიკოლოზ აბხაზთან.
„წელსა ჩყნა [1851] თებერვლის 11 დღესა ასულმა ჩემმა ნინუცამ იქორწინა თ. ნიკოლოზ
აბხაზედ“ (ი. ბალახაშვილი. ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, გვ.
29).
![]() |
2.11 1852-1856 |
▲ზევით დაბრუნება |
1852-1856 მოსწავლეობის წლები თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში
„გიმნაზიაში ილია ნიჭიერ და გონებაგახსნილ შეგირდათ ითვლებოდა, მაგრამ ზარმაციც
დიდი იყო. არასოდეს გაკვეთილებს არ ამზადებდა და მარტო, როდესაც მოახლოვდებოდა
გამოცდა, მაშინ ბეჯითად შეუდგებოდა სწავლას და ორს სამს საათში იმოდენას
შეისწავლიდა და დასძლევდა, რომ სხვას ამისათვის ორი დღეც მოუნდებოდა“ -(კ. აბხაზი —
ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1. 1935, გვ. 563). 1852
ილია შედის თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.
„... პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი
ისევ პანსიონში ვიყავი“ (თსკ, ტ. IX, გვ. 308).
სასწავლო საგნებში წარუმატებლობის გამო ილიას ტოვებენ მეოთხე კლასში.
ილიას სასწავლო ნიშნები: (ი. ბალახაშვილი. ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და
სტუდენტობა. 1837, გვ. 29).
საგნები
შუალა თვიური
გამოცდისა:
შუალა წლიური
საღვთო სჯული
3
4
4
რუსული
სიტყვიერება
2
2
2
ქართული ენა
3
5
4
თურქული ენა
2
3
3
მათემატიკა
2
2
2
გეოგრაფია
3
3
3
ისტორია
3
2
3
თბილისის გიმნაზიის მე-4 კლასში დაუტოვებიათ ილია ჭავჭავაძე, რომელსაც რუსულ ენაში
და მათემატიკაში აქვს ნიშანი „2“ (ტ. ხუნდაძე. ნარკვევები სახალხო განათლების
ისტორიიდან საქართველოში. (XIX საუკუნე) 1951, გვ. 56).
ზაფხული
— არდადეგებს ილია ატარებს სოფელ ყვარელში.
დისშვილის გიგო აბხაზის
დაბადებით აღფრთოვანებული თხუთმეტი წლის ილია თავის უფროს დას ნინოს უგზავნის
ლექსად დაწერილ წერილს: „ჩემს საყვარელს და სასურველ ნინას, წიგნსა მიუწერ თუ ყურს მისცემს სმენას... ჩემი ნალექსი სიტყვები გულისთვის მეტად ლბილია,
მისთვის ვასრულებ ამ წიგნსა ხელიც მაქვს დაღალულია
დავშთება შენივე ძმაჲ შე ჭავჭავაძე ილია“. (ი. ბალახაშვილი. ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, 83-32).
დეკემბრის 10 - გარდაიცვალა ილიას მამა გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე, 41 წლისა.
დეკემბრის 13 - ილიას მამა გრიგოლი, „სოფელ ყვარლის მებატონე“, დაკრძალეს ყვარლის
სასაფლაოზე მისი მეუღლის მარიამის გვერდით.
„მამის ჩემის სიკვდილის შემდეგ ყოველივე ოჯახის მზრუნველოაბა, გამგებლობა გადავიდა
მამიდა მაკრინეზედ... იმ დღიდამ 87 წლამდის, ჩვენს ზრუნვაში გა[ა]ტარა თავისს
სიცოცხლის დღენი“ (ე. საგინაშვილი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 555).
დეკემბრის 31 — მამიდა მაკრინე ჭავჭავაძის თხოვნით თელავის მაზრის უფროსი
ანდრონიკაშვილი შუამდგომლობს თბილისის სამხედრო გუბერნატორთან გრიგოლ ჭავჭავაძის
ობლების ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებას (საისტ. მოამბე, ტ. 3,
1947, 83-167). 1853
თებერვლის 19 — თბილისის სამხედრო გუბერნატორი გენერალ-ლეიტენანტი ანდრონიკაშვილი
თავის მხრივ შუამდგომლობს ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობის უფროსთან გრიგოლ
ჭავჭავაძის ობლების ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებას. (საისტ.
მოამბე, ტ. 3, 1947, 167).
თებერვლის 25 — ამიერ-კავკასიის სამოქალაქო მმართველობა იხილავს თბილისის სამხედრო
გუბერნატორის შუამდგომლობას გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების ილიასა და თეიმურაზის
სახელმწიფო ხარჯზე სწავლების შესახებ, უარს აცხადებს თხოვნა-შუამდგომლობის
აღსრულებაზე. იმ მიზეზით რომ არ არის სრულად წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები...
(საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, 169).
მეხუთე კლასში ილიას აფასებენ ნიშნებით:
ნიჭი ანუ გულისყური 4
ბეჯითობა 3
ყოფაქცევა 4 1/2
საგნები
შუალა თვიური
გამოცდისა:
შუალა წლიური
საღვთო სჯული
2
4
3
რუსული
ენა
5
5
5
ქართული ენა
5
4
5
ფრანგული
ენა
4
4
4
ლათინური ენა
3
2
2
ალგებრა
4
2
3
გეოგრაფია
2
2
2
ისტორია
4
4
4 (ი.
ბალახაშვილი. ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, 33-35).
ზაფხულის არდადეგებს ილია ატარებს მშობლიურ ყვარელში.
![]() |
2.12 1854 |
▲ზევით დაბრუნება |
1854
ივლისის 3 — ლეკებთან შეტაკების დროს მოკლეს ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე, 22
წლისა.
კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ჭავჭავაძიანთ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოდის.
ილიაც გიმნაზიიდან მათთან გადადის საცხოვრებლად.
„ერთს წელიწადს ზამთარში, ვცხოვრობდით ქალაქში. ილია გემნაზიაში სწავლობდა, იმ
ზამთარს ჩვენთან ცხოვრობდა, თავისთვის საკუთარი ოთახი ჰქონდა. მეორე დღეს შევედით,
ვნახეთ, კრაოტი ჩასტეხია, ისევ ისე წევს. ჩვენ დავეკითხეთ, რატომ არ შეგვატყობინე,
ან მოსამსახურეს არ შეატყობინე გაესწორებინა? იქამდინ თავაზიანად [მოგვექცა]. რათ
შემეწუხებინეთ, დაო, როდესაც ასე მწოლარესაც ტკბილად მეძინაო?“ (ე. საგინაშვილი
ლიტ. მემკვიდრეობა. წგ. 1, 1935, 83-555).
![]() |
2.13 1856 |
▲ზევით დაბრუნება |
1856
აპრილის ბოლო — ამთავრებს თბილისის გიმნაზიის მერეე კლასს. „გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე..." (თსკ, ტ. IX, გვ. 30).
ზაფხული თარგმნის ლექსს „ჩიტი“ და გამოსაქვეყნებლად უგზავნის ჟურნალ „ცისკარს“
(ცენზურის ნებართვა დაბეჭდვაზე დათარიღებულია 12 სექტემბრით).
![]() |
2.14 1857-1861/სტუდენტობის წლები პეტერბურგის უნივერსიტეტში |
▲ზევით დაბრუნება |
1857-1861
სტუდენტობის წლები პეტერბურგის უნივერსიტეტში
ილია ხელმძღვანელობს პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა წრეს
„ჩვენ სტუდენტები ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ,
აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოზედ“ (კ. აბხაზი — ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1,
1935, გვ. 564),
„ქართველ სტუდენტებს, რომელთაც ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, ძველი ქართული
წიგნებისა და ხელნაწერების კარგა გვარიანი კოლექცია შეეგროვებინათ და თავზე
ევლებოდნენ..." (ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები. ტ. 1, 1931, გვ. 95).
ილია გატაცებულია ძველი ქართული მწერლობით, რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურით,
ბევრს კითხულობს პოლიტიკურ სამეცნიერო ლიტერატურასაც.
„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები
აინტერესებდა. აქაც იგივე ჩვეულება ჰქონდა. მთელი წელიწადი. სამოსწავლო საგნებს
ყურადღებას არ აქცეედა და სულ სხვა წიგნების კითხვაში იყო გართული, კითხულობდა
სხვათა შორის ბევრს ძველ ქართულ წიგნებს, მოახლოვდებოდა ეგზამენები და ილია სწავლას
შეუდგებოდა დღე-ღამეში ხშირად 18—20 საათს მუშაობდა და რამდენჯერ მინახავს, რომ
წიგნთან მჯდომარეს ჩასძინებია.“ (კ. აბხაზი — ლიტ მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ.
563-564).
სტუდენტობის წლებში ილია ეწაფება რუსულ ლიტერატურას, რუს რევოლუციონერ-დემოკრატების
ნაწერებს.
„რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და დიდი
ზედმოქმედება იქონია ყოველს მასზედ, რაც ჩვენს სულიერ ძალღონეს შეადგენს...
რასაკვირველია, ამ ზედმოქმედებამ რუსულის ლიტერატურისამ მარტო იმას შესძინა სიკეთე,
რომელმაც ყოველი გამონარკვევი ამ ლიტერატურისა თავის საკუთარ კრიტიკის ქარცეცხლში
გაატარა, ბრმად არ იწამა, ბრმად არ მიიჩემა. (თსკ, ტ. I, გვ. XLIX—L)
![]() |
2.15 1857 |
▲ზევით დაბრუნება |
იანვარი — ჟურნალი „ცისკრის“ No 1-ში ქვეყნდება ილიას მიერ თარგმნილი ლექსი „ჩიტი“.
ამ თარგმანით იწყება ილიას გამოსულა საზოგადოების წინაშე ბეჭდვითი სიტყვის
საშუალებით.
მარტი-აპრილი (?) — წერილს უგზავნის თავის უფროს დას ნინო ჭავჭავაძე-აბხაზს
კარდანახში ატყობინებს პეტერბურგში სწავლის გაგრძელების განზრახვას.
„... ვაპირობ წასვლას რუსეთში, მარამ, შენმა გარდამ, ისე მეძ. წელება დატევება ამ
ჩვენ ყეარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენ სახლისა, სადაც ყოველი ნაწილი ალაგისა
მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდევნელ ყმაწვილობის დროს, სადაცა ყოველი ხე არის ძვირფასი
ჩემთვის სსიამოვნო მოგონებები[თა]“ (თსკ, ტ. X, გვ. 7).
აპრილის 15 — სოფელ კარდანახში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, წერს ლექსს — „ყვარლის
მთებს“.
ივნისი — ილია პირველად მოიხსენიება ბეჭდვით სიტყვაში, საერთოდ, და, კერძოდ, როგორც
მწერალი. ჟურნალ „ცისკრის" რედაქტორო ივანე კერესელიძე სხვა მწერლებთან ერთად
მადლობას უცხადებს ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს ლექსისათვის „ჩიტი“.
„როგორც უწყიან პატივცემულთა ჩჱენი ქართულის სალიტერატურო ჟურნალის „ცისკრის“
მკითხველთა, ჟურნალის გამოცემა დავიწყეთ პირჱელის იანვრითგან ამა 1857 წელსა,
მაშასადამე ექვსი თვეა, რაც გამოდის ეს ჟურნალი. ამ დროების განვლაში რედაქციას
მიუღია სხვა და სხუა პირთაგან ოცდა თხუთმეტ ლექსებამდე, ხოლო მოთხრობა ცხრამდენ,
თხზულებათაგან ზოგნი ერთნი ღირსეულ იქმნენ და დაბეჭდნენ ჩჱენს ჟურნალში.
ლექსებთაგან დაებეჭდეთ იმ გვარნი, რომელნიცა ღირს არიან სახსოვრისა, თავიანთის
შვენიერის აზრისა გამო...
ჰსჩანს, რომ თავის დროზედ შეწევნითა მღთისათა, ჩჱენი ჟურნალი იქმნება წარმატებაში,
და ამის მიზეზნი იქნებიან ვინა? რასაკვირველია ზემოხსენებულნი პირნი.
მაშასადამე, რედაქცია მოვალეთ რაცხს განუცხადოს უუგულითადესი მადლობა...
თანამედროვეთა ჩვენთა მწერალთა ს. ალექსიევ-მესხიევს, დ. ბაქრაძეს, სფრ. დოდაევს,
თ. რ. ერისთავს, დ. მგალობელოვს, თ. დ. მაჩაბელს, თ, ბ. ჩ. გ. კოლხიდელს, თ. ვ.
ორბელიანს, თ. ალ, ორბელიანს, გ. რჩეულოვს, ალ, სავანელს, თ. ალ. ჩიქოვანს და თ.
ილ. ჭავჭავაძეს.
გარნა ვთხოვთ არ დაგვაგდებდნენ და კვალად გამოგვიგზავნიდენ თავიანთა შჱენიერთა
თხზულებაა... (ივ. კერესელიძე. მკითხველთადმი — ცისკარი, 1957, No 6, გვ. 74—76).
ილია გატაცებულია ყვარლელი თავადის სოლომონ ჭავჭაჟიძის ასულ ელისაბედით. მიუხედავად
ამისა ილიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება და ემზადება პეტერბურგის
უნივერსიტეტში შესასვლელად. ამ შემთხვევით სარგებლობს ილიას მამიდა მაკრინე და
პირობას დებს სოლომონ ჭავჭავაძესთან, რომ სოლომონი „გაუგზავნის ილიას თვეში ოთხს
თუმანს უნივერსიტეტში კურსის დასრულებამდე, ხოლო სამაგიეროდ, ილია რომ დაბრუნდება.
უნდა შეირთოს მისი შვილი. ეს უილიოდ მოხდა, მაგრამ ილია მაინც დაემორჩილა" (კ.
აბხაზი — ლიტ, მემკვიდრეობა, წგ. I, 1935, გვ. 566),
ზაფხულის დასაწყისი — ილია ეთხოვება სამშობლოს, თავისიანებს და საქართველოს
სამხედრო გზის გავლით მიემგზავრება პეტერბურგს, უნივერსიტეტში შესასვლელად.
„სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული, თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!“ ივლისის შუა რიცბუები მრავალდღიან მოგზაურობის შემდეგ ილია ჩადის პეტერბურგში,
სადაც ბინავდება ამაღლების პროსპექტზე No 132-ში, ვაჭრის ცოლის კოლინას ბინაში.
ივლისის 20 — ილიას განცხადება შეაქვს სტუდენტად ჩარიცხვის შესახებ პეტერბურგის
უნივერსიტეტის რექტორის ემილ ლენცის სახელზე.
«Желая для окончательного своего образования выслу- шать полный курс наук в С.
Петербургском Университете по Юридическому факультету, по разряду Камеральных
наук, покорнейше прошу, Ваше Превосходительство, о принятии в число своекоштных
студентом, по выдержании мною установ- ленного для поступления в университет
экзамена» (ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 558).
აგვისტო-სექტემბერი აბარებს უნივერსიტეტში ჩასარიცხად დაწესებულ გამოცდებს.
აგვისტოს 23 — ილია თარგმნის გოეთეს ლექსს „ბედა მქადაგებელს“*.
ი. კენჭოშვილის აზრით „ბედა მქადაგებელი“ („Бэда проповедник“ ეკუთვნის იაკობ
პოლონსკის (ლიტ. გაზეთი, 1961, 7 აპრ.), „ბედა მქადაგებლის“ თარგმნის თარიღად
ჟურნალ „ცისკრის“ 1859 წ. No1-ში, რომელშიც იგი პირველად გამოქვეყნდა, აღნიშნულია
1888 წ. 25 აგვისტო.
სექტემბრის 28 — პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის
წინადადებით ილია ჩარიცხული იქნა თავისუფლად მოსიარულე სტუდენტად კამერალურ
განყოფილება, რის შესახებაც უნივერსიტეტის საბჭოს ეცნობა 15 ოქტომბერს. (ლიტ.
მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 558).
ნოემბრის 1 — ლექციების მოსასმენად ილიას უნივერსიტეტში შეაქვს სწავლის გადასახადი
25 მანეთი.
დეკემბრის 16 — წერს ლექსს „სანთელი“.
დეკემბრის 27 — წერს ლექსს „ხმა სამარიდამ" (პირველი რედაქცია).
![]() |
2.16 1858 |
▲ზევით დაბრუნება |
1858
იანვრის 15 — თხოვნა შეაქვს უნივერსიტეტში სწავლის ფულისა. გან განთავისუფლების შესახებ და ამასთან ადგენს სიღარიბის მოწ. მობას, გაცემულს თელავის მაზრის მიერ.
იანვრის 16
—
სწავლა-განათლების მზრუნველი აკმაყოფილებს ილიას თხოვნას მისი სწავლის ფულისაგან განთავისუფლების შესასებ.
განთავისუფლებული იქმნეს სტუდენტი ილია ჭავჭავაძე ლექციების მოსმენისათვის დაწესებულ საფასურის გადახდისაგან (ლიტ. მემ კვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 560).
თებერვლის 9 — თარგმნის ვ. სკოტის ლექსს „რა ტკბილ არს ოდეს...“
თებერვლის 13 — თარგმნის ფ. შილერის ლექსს „ცრემლთა შინ ნუგეში“.
თებერვლის 23 — თარგმნის ჯ. ბაირონის ლექსს — „სტიროდეთ“
თებერვალი — მარტი (?) — პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის გაბრიელ სულხანიშვილს. უწონებს „ცისკარში“ გამოქვეყნებულ სტატიებს.
ამას წინეთ, მგონი, შენი სტატიები იყო ცისკარში და მოლაყბედ აცხადებდი შენ თავს. შენ იყავ თუ სხვა, პირფერობით არ ვიტყვი, კარგი რამ იყო...“ (თსკ, ტ. X, გვ. 18).
„...ეგ წიგნი პეტერბურგიდამ მგონი თებერვალში, თუ მარტში არის მოწერილი 1858 წლისას“ (გ. სულხანოვი — საქ. მოამბე, 1863,
№ 7, გვ. 105).
მარტის 7 — წერს ლექსებს „გაზაფხული“ (ვიშ გაზაფხული) და „ჩიტი“ (ვგალობ და ვგალობ).
მაისი — მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან აბარებს მხოლოდ ძველ ისტორიას და რუსეთის ისტორიას.
«lle кончил испытания» камеральных наук I Kypca: Князь Илия Чавчавадзе. (ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 560).
ივნისის 4 — პეტერბურგში წერს ლექსებს „გუთნის-დედა“ (პირველი რედაქცია) და „სიმღერას“.
ივნისი — აგვისტო — პეტერბურგელ ქართველ სტუდენტებთან ერთად ზაფხულის არდადეგებს ატარებს ცარსკოე სელოს მახლობელ სოფელ ტიარლევოში.
ამ პერიოდში ახალგაზრდა ილია ეცნობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ოჯახში, ცარსკოე სელოში (პ. ინგოროყვა. ილია ჭავჭავაძე. 1962, გვ. 59—70).
„მახსოვს, ერთხელ პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბ. დადიანისას, სამეგრელოს მთავრის ასულს. ქ. და- დიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელთნაწერი. ეს ლექ- სები იყო: „ქართლის ბედი“ და „მერანი“. ვერ წარმოიდგენთ, რა შთა- ბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის მთელი ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით“ (კ. აბხაზი. ლიტ. მემ-
კვიდოეობა, წგ. 1, 1935, გვ. 564).
ბარათაშვილის ლექსების გაცნობით მიღებულ შთაბეჭდილებებს თვით ილია ასე გადმოსცემს:
„როს წავიკითხე მისი ლექსები.
ივნისის 20 —
ივნისის 23 — წერს ლექსს „გიყვარდეს“.
ივნისის 27 — თარგმნის. პუშკინის ლექსებს „ჭეშმარიტება“ და „ანგელოზი“.
ივლისი — წერილს ღებულობს ნათესავ ნენე დიმიტრის ასულ ანდრონიკაშვილისაგან.
ივლისის 13 (?) (აგვისტოს 13?) — საპასუხო წერილს უგზავნის ნენე ანდრონიკაშვილს.
„არ ვიცი, როგორ გამოვსთქვა ჩემი სიამოვნება თქვენი წიგნით გაღვიძებული?... გმადლობ, საყვარელო დაო, რომ ერთის წლის განშორებამ არ დაგავიწყათ თქვენი, როგორც მწერთ, პატარა ძამია, რომლისც გულშია ღრმათაა შორიდამ თქვენდამო პატივისცემა და ნათესავური სიყვარული“ (თსკ, ტ. X, გვ. 12—13).
ივლისის 15 — წერს ლექსს „სიზმარი“.
ივლისის 17
— წერს ლექსს „ლოცვა“ (მამაო ჩვენო).
ივლისის 23 — წერს ლექსს „უცხოეთში“. ამავე დღეს თარგმნის პუშკინის „წინასწარმეტყველს“.
აგვისტოს 1 — წერს ლექსებს „ლოთის რჩევა“, „როდემდის“, „პავლოვსკის პარკი“.
აგვისტოს მეორე ნახევარი — ილია ტიარლევოდან ბრუნდება პეტერბურგში და დამატებით აბარებს გამოცდებს მეორე კურსზე გადსასვლელად. ამჯერად ილია აბარებს შემდეგ დისციპლინებს:
სახელმწიფო სამართალი — 4, რუსეთის კანონმდებლობა — 4, ღვთისმეტყველება — 5, ზოოლოგია 3, ფსიქოლოგია — 5. (ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 561).
აგვისტოს 25 — სამოსწავლო
მზრუნველის გადაწყვეტილებით ილია პირველი კურსიდან გადაჰყავთ მეორე კურსზე.
აგვისტოს ბოლო — გამოცდების ჩაბარების შემდეგ ბრუნდება ტიარლევოში.
აგვისტოს 28 — წერს ლექსს „ლოცვა“ (ოდეს დემონი...)
ოქტომბრის 26 — წერს ლექსებს „ვიხილე სატრფო“ და „ერთხელ ლე ჯდა ჩემთან ქალი ლამაზი“.
პეტერბურგში ჩასვლის პირველსავე წელს ეცნობა და უახლოვდება გენერალ ჩაიკოვსკის ასულს სოფიოს. ლექსი „ვიხილე სატრფო“ სოფიო ჩაიკოვსკაიასთან შეხვედრით არის შთაგონებული. შემდეგშიც ილია არაერთ ლექსს უძღვნის ჩაიკოვსკის ასულს.
„პეტერბურღში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ ჩაიკოვს- კის... ქალით. ამ ოჯახში ხშირად დავიარებოდით და კარგადაც გვიღებ- დნენ და გვექცეოდნენ“ (კ. აბხაზი.— ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, 83.565).
ნოემბრის 5 — წერს ლექსს „მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში!
ნოემბრის 19 — წერს ლექსს „დაე თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან“.
დეკემბრის 15 წერს ლექსს „ქართვლის დედას“.
ამავე დღეს ილია წერს პირველ ვარიანტს ლექსისას „მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით“, სათაურით „ს...ს“ [სოფიო ჩაიკოვსკაიას?].
დეკემბრის 22 — თარგმნის ჰაინეს ლექსს „როცა შევყურებ..“.
დეკემბრის 26 — წერს ლექსს „ბევრი ვიტანჯე...“.
დეკემბრის 30 — წერს ლექსს „ს...ს“ [სოფიო ჩაიკოვსკაიას?]
„მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი
დეკემბრის 31 — წერს ლექსს „რისთვის მიყვარხარ?“.
* * *
ამ წელს ილია წერს აგრეთვე ლექსებს „მითხარით რისთვის“ და „ჩემი თარიარალი“. ეს უკანასკნელი მიმართულია მეფის თვითმპყროელობის წინააღმდეგ და ვრცელდება ხელნაწერის სახით.
თარგმნის ჰაინეს ლექსს „ლოყით მომეპყარ...“.
მუშაობს პოემა „აჩრდილის“ პირველ რედაქციაზე, აგრძელებს მუშაობას წინა წელს დაწყებულ პროზაულ ნაწარმოებზე „ცხოვრების გამონაცადი“, წერს მოთხრობა „კოლას“ და იწყებს მუშაობას მოთხრობაზე „კაკო“, რომლებიც წარმოადგენენ ესკიზებს შემდგომში ილიას სამი ნაწარმოებისა: „კაცია ადამიანისა“, „გლახის ნაამბობისა“ და პოემა „კაკო ყაჩაღისა“.
ვერა რა ვთქვი რა განცვიფრებულმა!
ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
ცას განუბნიოს შავი ღრუბლები,
ისე იდარა, ჩემ მწუხარ შუბლმა.
..................................
..................................
როს წავიკითხე მისი ლექსები,
ამოვიკვნესე დაობლებულმა“.
აღარ შორდება ჩემს გულსა ურვა...“
![]() |
2.17 1859 |
▲ზევით დაბრუნება |
1859
იანვარი — ჟურნალი „ცისკარი“ (No1) აქვეყნებს გოეთეს ლექსის „ბედა მქადაგებლის“
ილიასეულ თარგმანს.
იანვრის 11 — წერს ლექსს „ხმა გულისა“.
იანვრის 18 — წერს ლექსს „მითხარ მიყვარხარ...“ და თარგმნის რიუკერტის ლექსს
„ჩრდილნი მაღალ მთებისა“.
იანვრის 19 — წერს ლექსებს „გავსწორდეთ, ბედო“, ჰაინეს მიბაძვით „მეცა მქონია კარგი
მამული“.
იანვრის 26 — ამთავრებს პოემა „აჩრდილის" პირველ ვარიანტს (საბოლოო რედაქცია იხ.
1872 წ.).
თებერვალი — ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში ქვეყნდება შილერის ლექსის „ცრემლთა
შინა ნუგეშის“ ილიასეული თარგმანი, სოფიო ჩაიკოვსკაიას ტრფობა არ ნელდება. ილია
ხშირად დადის მის ოჯახში. მოხიბლულია მისით და დანაპირების ასასრულებლად თავის დას
ნინოს წერილს წერს კარდანახში*.
„... ერთი რამ მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული
გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და
დავპირდი, შენი ჭირიმე. ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა
ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი ისე ვარ მიღებული, ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი
შემაყვარეს, თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე ნინო, სააღგომოთ გამომიგზავნე: ვიცი
რომ გიყვარვარ, თუმცა ცოტა ხელის მოჭერა გიყვარს, მაგრამ ჩემი სიყვარული
გაგაბედინებს.
იანვრის ცისკარში ჩემი ლექსია დაბეჭდილი**, წაიკითხე თუ არა აი გინდოდა ჩემი ლექსი
გენახა ცისკარში და აგისრულე, თორემ შენ რომ არ გსურებოდა, არც მაგას
დავაბეჭდინებდი, იმიტომ, რომა ჩვენი ცისკარი ჯოჯოხეთის კარია და არა ცისა“ (თსკ, ტ.
X, გვ. 9).
* ეს წვრილი ადრესატს გაეგზაენა ერთი თვის დაგვიანებით, 18 მარტს.
** ილია აქ გულისხმობს „ბედა მქადაგებელს“ და არა „ჩიტს“, როგორც ეს მითითებულია
ილიას თხზულებათა სრული კრებულის მეათე ტომის შენიშენებში, ლექსი „ჩიტი“ დაიბეჭდა
„ცისკრის" 1857 წ. პირველ ნომერში და ცხადია ორი წლის წინათ ღაბეჭდილ ლექსზე ილია
არ მიუთითებდა.
თებერვლის 19 — წერს ლექსს „ვაი, მას ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად“ (ბოლო რედაქცია
იხ. 1860 წ.), არსებობს ამ ლექსის ვარიანტი „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია“.
მარტი — ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში ქვეყნდება ილიას ლექსი „მეც შავ თვალებს“.
მარტის 7 — უცნობი ავტორის მიბაძვით წერს ერთსტროფიან ლექსს „სიხარული“.
მარტის 16 — ამთავრებს ლერმონტოვის „ჰაჯი-აბრეკის“ თარგმნას.
მარტის 18 – წერილს, რომელიც დაწერა 18 თებერვალს, ერთი თვის დაგვიანებით უგზავნის
ადრესატს. — ნინო ჭავჭავაძე-აბხაზს მინაწერით.
„ნინუცი! მეგონა ეს წიგნი გამოგიგზავნე შენ და ეხლა ვიპოვნე ქაღალდებში, აქ
დამრჩენია თურმე და ეხლა გიგზავნი. ნუ დამცინებ ჩემ დაუდევნელობაზედ...“ (თსკ, ტ.
X, გვ. 9).
მარტის 27 — წერს ლექსს „ციურნი ხმები“.
აპრილის 6 —წერს ლექსს „ნანა ქართვლისა“ („ნანას“ პირველი ვარიანტი).
აპრილის 13 — წერს ლექსს „ქართვლის ნანა ქართვლის აკვანზე" („ნანას“ მეორე
ვარიანტი) და „ნანას“ საბოლოო რედაქციას.
აპრილის ბოლო-მაისი — ავად არის ჭლექის ნიშნებით. აქეს სისხლღებინება. მკურნალობს
ექიმი ნიკოლოზ არენდი. მკურნალობა შედეგს იძლევა, ავადმყოფობა უკან იხევს, მაგრამ
საბოლოო განკურნებისათვის ექიმს საჭიროდ მიაჩნია სამხრეთული მშრალი კლიმატით
მკურნალობა.
Дано Студенту И. С. Петербургского университета к-зю Илье Чавчавадзе в том, что
он был пользован мною от кровохарканья, в продолжение мая месяца 1859 года и
что, хотя болезнь и уступила принятым медицинским мерам, по для окончательного
излечения болезни необходимо пользоваться кродолжении лета благоприятным южным
климатом» (ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 561).
ივნისის 4 — წერს ლექსს „ელეგია“.
ივნისის 22 — უნივერსიტეტის ინსპექტორის სახელზე ილიას შეაქვს თხოვნა ავადმყოფობის
გამო გამოცდების გადადების შესახებ. „მთელი მაისის თვეში, და განსაკუთრებით კი მის
უკანასკნელ რიცხვებში ვიმყოფებოდი ავად, მე არ მქონდა შესაძლებლობა
გამოვცხადებულიყავი 28 მაისს სასოფლო მეურნეობის გამოცდაზე. გაუწყებთ რა აღნიშნულს
და გირდგენთ რა საექიმო მოწმობას უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ ეს გარემოება
მხედველობაში როგორც საპატიო მიზეზი“ (იქვე. გვ. 560—561).
ივნისის 22-ის შემდეგ — უნივერსიტეტის კამერალური განყოფილების გადაწყვეტილებით
ილიას გადაევადა გამოცდები ზოგიერთი დისციპლინაში“.
ივნისის ბოლო — პეტერბურგიდან მოემგზავრება სამკურნალოდ საქართველოში.
ზაფხული — შემოდგომის დასაწყისი იმყოფება თბილისსა და ყვარელში.
ივლისის 26 — თარგმნის რიუკერტის ლექსს „კართა თანა". ამ დროს იგი თბილისშია.
ზაფხული (?) — ილიას თაოსნობით თბილისის გიმნაზიის შენობაში იმართება ცოცხალი
სურათები ძველი აღთქმიდან და „მეფე ლირიდან“, ლირის როლს ასრულებს ილია.
„...გიმნაზიის... დარბაზში სცენა მოაწყო. ტფილისის წარჩინებული ოჯახების და თავადის
ქალებმა მიიღეს მონაწილეობა ამ სურათებში, რომელიც კარგის ესტეტიკურის გემოვნებით,
ხელოვნებით და აზრიანად იყო შედგენილი. ტფილისის საზოგადოება ინტერესით მოაწყდა და
დიდის კმაყოფილებით დარჩა. ვინ იფიქრებდა, რომ ქართულის თეატრის განახლების მიზეზი
უნდა გამხდარიყო ისევ ეს დარბაზი, რომელშიაც პირველი ქართული წარმოდგენა ჰნახა
საზოგადოებამ“ (პ. უმიკაშვილი — ივერია, 1899, No 210).
სექტემბერი — ჟურნალი „ცისკარი (No 9) აქვეყნებს ბაირონის ლექსს „სტიროდეთ“
ილიასეულ თარგმანს.
სექტემბრის — ბოლო ილია სტუმრად მიდის სოფელ კარდანახში, პეტერბურგიდან ახლად
დაბრუნებულ კოხტა აბხაზთან.
„ერთხელ. ილია... მოდიოდა ჩვენსა კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად
ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხამ
ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხამ[ს]:
ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო? ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ
აბხაზიანთსა მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის
ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრის კიდეც. ასე რომ, როდესაც ილია ჩვენსა
მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით: „დამაძინეთ,
დამაძინეთო!“ მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, მხოლოდ დაუმატა, რომ
გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო" (კ. აბხაზი ლიტ. მემკვიდრეობა,
წგ. 1. 1935, გვ. 565).
სექტემბრის 27 (?) — კოხტა აბხაზთან ერთად ილია მიდის ალავერდში, ხატობაზე
დასასწრებლად. გზაში ილია კოხტა აბხაზს უამბობს სოლომონ ჭავჭავაძის ვალების
მოცილების შესახებ.
„... ერთ დღეს ალავერდში მივდიოდით ხატობაში და აი, აქ გზაში. ილიამ სიხარულით
მითხრა: „კოხტა მომილოცე, გავათავეო, სოლომონმა აი ამტენი ფული გამომიგზავნა
პეტერბურღში. ახლა მამიდა მაკრინეს დავავალე, სულ მთლად დაუბრუნე მეთქი. ახლა
თავისუფალი ვარ“. მეტად ნასიამოვნები იყო ილია, რომ მძიმე ტვირთი თავიდან მოიშორა“
(კ. აბხაზი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1, 1955, გვ. 556).
ოქტომბერი — პირველად ქვეყნდება ილიას ნაწარმოები „არაგვი". ნაწყვეტი პოემა
„აჩრდილიდან“ (ცისკარი, No 10).
ოქტომბრის 3 — თბილისშია და წერს ლექსს „მტკვრის პირას“.
ოქტომბრის შუა რიცხვები — ბრუნდება პეტერბურგში და აბარებს გადავადებულ გამოცდებს.
საბოლოო შეფასებით დისციპლინებში: მიწათმოქმედება — 4, ფსიქოლოგია — 4, სამოქალაქო
სამართალი — 5, ბოტანიკა — 4, ქართული ენა — 5, ღვთისმეტყველება — 5. ილია
გადაყვანილი იქნა მესამე კურსზე. (ი. ბალახაშვილი. ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და
სტუდენტობა. 1937. გვ. 77).
ნოემბერი — ქვეყნდება ლექსი „ელეგია“ (ცისკარი, No 11).
ნოემბრის 30 — წერს ლექსს „ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი!".
დეკემბერი — ჟურნალ „ცისკრის“ No 12-ში იბეჭდება რიუკერტის ლექსის „კარებთან“
ილიასეული თარგმანი (თსკ-ში სათაურით — „კართა თანა“).
დეკემბრის 26 — წერს ლექსს „დაკარგული ედემი“.
* * *
ამ წელს წერს აგრეთვე ლექსებს „ალაზანს“ და „სიზმარი“ (ძმაო სურვილით...)*.
* პ. ინგოროყვას აზრით „ალაზანს“ დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 6-13 აპრილს ხოლო
„სიზმარი“ 4 ივნისს — 30 წოემბერს შორის. (იხ, თსკ, ტ I, გვ. 431)
ამთავრებს ჩანახატს „კაკო“, მუშაობს „გლახის ნაამბობისა“ და „კაცია ადამიანის“
პირველ ვარიანტებზე.
![]() |
2.18 1860 |
▲ზევით დაბრუნება |
1860
აპრილის ბოლო (?) — გარდაიცვალა ილიას ძმა თეიმურაზი. პეტერბურგის კადეტთა კორპუსის
მსმენელი, 15 წლისა. ძმის სიკვდილი ღრმა მწუხარებაში აგდებს ილიას. ჯანმრთელობა
კვლავ შერყეული აქვს.
მაისის 14 — წერილს უგზავნის მამიდა მაკრინეს, რომლითაც განმეორებით ატყობინებს
თეიმურაზის გარდაცვალებას.
„თქვენი წიგნი მომივიდა ფულით და როგორც სჩანს მაშინ არა გცოდნიათ ჩემი უბედურობა,
მამიდაჯან! რა დაუშავეთ ეგრეთი ღმერთსა, რომ ეგრე უწყალოთ და შეუბრალებლათ
გვიწამლავს დღეებს ამთვენ ტანჯვით. ჩემი პატარა თემურა სადღა არის, მამიდაჯან!
დავკარგე საუკუნოთ პირველი და უკანასკნელი ძმა, მერე რა ძმა?! ვეღარ გნახავთ ეს
საწყალი და უბედური: ნეტავი თავის ქვეყანაში. გარშემორტყმული ნათესავებით მაინც
მიცვალებულიყო. ვაიმე, ჩემო პატარა ძმაო, ჩემო კარგო და ჭკვიანო თემურა. რაზედ
გამაობლე და დამაგდე. შენ წახვედი, მოგვშორდი და შენ მაგიერ დაგვიგდე ნუგეშათ
ცოემლი და წუხილი.
მე ვერა ვარ კარგად, ჩემი სიმრთელეც ძალიან დაშლილია, თუ ღმერთმა ბოლო არ მამიღო
კულა ამ დროს დავბრუნდები შინ კურს გათავებული“ (თსკ. ტ. X, გვ. 19-20),
იმავე დღეებში ილიამ ლექსითაც („ძმის სიკვდილზედ“) გამოხატა თემურის გარდაცვალებით
გამოწვეული გლოვა:
„ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!..
მე დავრჩი მარტო, უბედური, შენად მახვრალი...",
ივნისის 19 —წერს ლექსს „მძინარე ქალი", ამავე დღეს წერს ლექსს „მწუხარების" პირველ
ვარიანტს.
ზაფხული — ზაფხულის არდადეგებს ატარებს სოფელ პავლოვსკში.
ივლისის 11 — საბოლოო რედაქციას უკეთებს ლექსს „მწუხარება“.
ივლისის 12 — წერს ლექსს „მუშა“ (არსებობს ამ ლექსის პირველი ვარიანტი).
ივლისის 14 — წერს ლექს „ქართვლის დედა“-ს პირველ ვარიანტს (არსებობს ამ ლექსის
სამი ვარიანტი. ბოლო რედაქცია იხ. 1871 წ.).
ივლისის 16 (?) — ლექსს უძღვნის ალექსანდრე ჭავჭავაძეს („ალექსანდრე ჭავჭავაძე“).
(არსებობს ამ ლექსის პირველი ვარიანტი),
ივლისის 19 — - მუშაობს ლექსს „ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“* და ქმნის ლექსის პირველ
ვარიანტს, რომელიც წარმოადგენს მოგონებას იმ შთაბეჭდილებებისა, რაც გამოიწვია
ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული კრებულების პირველმა გაცნობამ. ეს უკანასკნელი კი
მოხდა 1858 წელს.
„როს წავიკითხე მისი ლექსები
ვერარა ვთქვი რა განცვიფრებულმა,...“
* ამ ლექსის შექმნაზე ორი განსხვაეებული აზრი არსებობს: ერთნი (მკვლევართა
უმრავლესობა) მიიჩნევენ, რომ ლექსი შექმნილია ილიას მიერ ბარათაშვილის ავტოგრაფული
კრებულების გაცნობისთანავე, რომელიც მათი აზრით მოხდა 1860 წ. ივლისში, ხოლო მეორე
(პ. ინგოროყვა) მიიჩნევს, რომ ლექსი დაიწერა (როგორც ზემოთ გვაქვს აღნიშნული)
ავტოგრაფული კრებულების (1858 წ.) გაცნობის ორი წლის შემდეგ.
ლექსის საბოლოო ვარიანტი („ვაი დავკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი...),
რომელსაც ილია წერს ამავე წლის აგვისტოს თვეში (?), სრულიად განსხვავებულია პირველი
ვარიანტისაგან.
ივლისის 21— ლექსს „ს... ჩ... სას“ (სატრფოვ ხშირად ლაღი ფიქრი...) უძღვნის სოფიო
ჩაიკოვსკაიას.
ივლისის 22 — წერს ლექსს „ ჩ...სას“ [ჩაიკოვსკაიას] (უცხო თემის ყარიბ
მთქმელსა...).
ივლისის 23 — წერს ლექსს „პოეტი“.
ივლისის 29 — წერს ლექსს „მესმის, მესმის სანატრელი“.
აგვისტო — წერს ლექსს „ჩემო მკვლელო“.
აგვისტოს 4 — თარგმნის ლერმონტოვის ლექსებს „წინასწარმეტყველი“, „სიზმარი“ და
„ციცაბო კლდე“-
აგვისტოს 18 — წერს ლექსს „ქართველი სტუდენტების სიმღერა“ (მეორე ვარიანტი. ამ
ლექსის პირველი ვარიანტიც იმავე 1860 წელს უნდა ეკუთვნოდეს. არსებობს ლექსის მესამე
ვარიანტი და საბოლოო რედაქცია, რომლებიც ავტოგრაფებში 1860 წლით არის
დათარიღებული).
სექტემბერი — ქვეყნდება ლექსები „ერთხელ მეც, ძმანო. მეცმყვარებია...“ და
„მწუხარება“ (ცისკარი, 1860, No 9).
სექტემბრის 12 — წერს ლექსს სახელწოდებით „მეფანტურე“, რომელიც წარმოადგენს პოემა
„დიმიტრი თავდადებულის“ პირვანდელ ესკიზს.
ოქტომბრის 6 — წერს ლექსს „ზოგიერთებს“.
ნოემბერი ჟურნალი „ცისკარი“ (No 11) ბეჭდავს ლერმონტოვის „ჰაჯი-აბრეკის“ ილიასეულ
თარგმანს.
ნოემბრის 5 — წერს ლექსებს „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში“ და „იანიჩარი“ (ამ
ლექსის პირველი ვარიანტი ილიამ დაწერა „კანვოელის“ სახელწოდებით).
ამავე დღეს ამთავრებს კრიტიკულ წერილს — „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის
ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზვდა*“. ამ წერილით ილია პირველი აყენებს
საკითხს ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის შესახებ.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება.
თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?
სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის
მიწასთან გასწორებას...“.
* ი. კოზლოვის „შეშლილის“ რეეზ ერისთავისეული თარგმანი დაიბეჭდა ჟურ, „ცისკრის“
1860 წ. ოქტომბრის ნომერში.
დეკემბრის 11 — ამთავრებს პოემას „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“.
დეკემბრის 25 — წერს ლექსს „დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა“.
* * *
ამ წელს წერს აგრეთვე ლექსებს „უსულდგმულო ცხოვრება...“, „როცა წუხილი მჩაგრავს
უწყალო...“, ნაწყვეტს დრამატული პოემიდან „ირაკლი"; თარგმნის ნაწყვეტებს
ლერმონტოვის „დემონიდან“. ბაირონის „კაენიდან“ და „მანფრედიდან“.
![]() |
2.19 1861 |
▲ზევით დაბრუნება |
1861
იანვარი — ლექსების „წინასწარმეტყველის“ ილიასეული თარგმანები (ცისკარი, No 1).
იანვრის 28 — წერს ლექსს „გაზაფხული“ (ტყემ მოისხა ფოთო- ლი). აოსებობს ამ ლექსის
პირველი ვარიანტი,
თებერვალი (?)— მარტი (?) —კრიტიკულ სტატიას „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვასძის
ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა (ზუმბერიძის ხელმოწერით) და
რამდენიმე თავის ლექსს პირად წერილთან ერთად უგზავნის თავის მეგობარს ილია
წინამძღვრიშვილს თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“ გამოსაქვეყნებლად.
„აი ამ სტატიასა გიგზავნი. ჩემი საკუთარია, თუმც სხვა გვარი აწერია; მე არ მინდა
გამოვაჩინო, რომ ეს ჩემი დაწერილია მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა. შენც ძალიან
შეგეხვეწები, რომ არ გამოაშკა[რაო არა]ვისთან, ხელაღებით არავისთან: იმისთვისაც არ
მინდა, რომ შენ მიუტანო კერესელიძეს ეს სტატია, რადგანაც ის მიხვდება, რომ შენ
ჩემის მეტი არავინ გიგზავნის სტატიებსა. ისე უნდა მოიქცე, რომ თითონ რედაკტორს და
ცენზორსაც არ შეატყობინო; კანონით იმათ უთუოდ უნდა იცოდნენ, მაგრამ შენ, როგორც
იყოს სხვის მხრით დაა ჯერე ისინი. რო მართლა და აზნაური ზუმბურიძე მართალი გვარია
და არა მოგონილი.
ეს ლექსები კი შენ მიუტანე კერესელიძეს, ერთი წიგნი მომწერე ჩემი აჩრდილი და
ჰაჯი-აბრეკი რა ყოფაში არიან“ (თსკ, ტ. X, გვ. 23—24).
აპრილი — ჟურნალ „ცისკარში“ (No 4) ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ქვეყნდება კრიტიკული
სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვასძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის
„თარგმანზედა“ და ლექსები „გაზაფხული“ (ტყეს ესხმება ფოთოლი), „გახსოვს ტურფავ“
(სათაურით „ალბომში“) და „თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე“.
აპრილის ბოლო — ამთავრებს პეტერბურგის მეოთხე კურსის მოსმენას, გამოცდების ნაწილს
აბარებს და სამშობლოსაკენ მოემგზავრება.
„ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი
წელიწადი!.. იცი, მკითხველო. ეს ოთხი წელი წადი რა. ოთხი წელიწადია! პირველი, რომ
მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი
ცხოვ- რების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა. ბეწვის ხიდია, სიბ- ნელისა და
სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასათვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც
რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯი- შოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, ფეხი
აადგმევინოს. ეს ის ოინი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულში გამოჰკვან-
თავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა... ოო, ძვირფასო. ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც
შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ
რიგიანად მოგიხმარა“ (თს, ტ. 11,გვ. 10—11).
მაისი — ილიას კრიტიკული სტატიის — „ორიოდე სიტყვა...“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკრის“
No5-ში ქვეყნდება პოეტი ქალის ბარბარე ჯორჯაძის, რევაზ ერისთავის და გ.
ბარათაშვილის წერილები.
მაისის დასაწყისი — ილია პეტერბურგიდან თბილისში ბრუნდება.
მაისის 14 — პეტერბურგიდან ახლად დაბრუნებული წერს „პა- სუხს“ ჟურნალ „ცისკოის"
მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ბ, ჯორჯაძის, რევაზ ერისთავის და გ. ბარათაშვილის
წერილებზე.
ივნისი — „ცისკარი“ (No6) აქვეყნებს ილიას წერილს სათაურით „პასუხი, უძღვნი თ. ალ.
ვახტანგისძე ორბელიანს და იმ პირს, ვინც ყურადღება აღირსეს ამ სტატიასა“.
„ცისკრის“ ამავე ნომერში იბეჭდება გ. ბარათოვის „წერილი რედაქტორთან, რომელშიც
გაკრიტიკებულია ილიას ლექსები და სარდიონ ალექსეევ-მესხიევის „უსტარი
ანტიკრიტიკული“, მიმართული ილიას სტატიის „ორიოდე სიტყვას...“ წინააღმდეგ.
ზაფხული - ისვენებს მშობლიურ ყვარელში.
ივლისი-აგვისტო (?) — წერს სტატიას —„სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“.
„თ, ილია ჭავჭავაძისაგან მივიღეთ სტატია „უფ. მესხიევის“ ანტიკრიტიკულ უსტარის
„პასუხად“, რომლისაც დაბეჭვდა ვერ მოვახერხეთ ამ ნუმერში, — შემდეგ წიგნში უეჭველად
დაიბეჭდება“ (ცისკარი, 1861, No 10, გვ. 178). ილიას ეს წერილი „ცისკრის“ არც
შემდეგ ნომრებში დაბეჭდილა (პირველად დაიბეჭდა თხზულებათა სული კრებულის მესამე
ტომში).
აგვისტოს 6 — წერს ლექსს „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული"
სექტემბერი — ილიას „პასუხის“ გამო ქვეყნდება ბარბარე ჯორჯაძის „პასუხს პასუხი“
(ცისკარი, 1861, No 9, გვ. 87—106).
ილია ხელს იღებს ჟურნალ „ცისკარში“ თანამშრომლობაზე.
სექტემბრის დასაწყისი (?) - საქართველოდან მიემგზავრება ჰე- ტერბურგში და აბარებს
გადავადებულ გამოცდებს. ამ პერიოდს ემთხვევა ახალი საუნივერსიტეტო რეფორმის
გატარება და რეფორმით გამოწვული სტუდენტთა მღელვარება.
სექტემბრის 24— სტუდენტთა მღელვარების გამო უნივერსიტეტში წყდება ლექციების კითხვა.
სექტემბრის 25-ოქტომბრის 11 — ტარდება სტუდენტთა დემონსტრაციები და შეკრებები.
ოქტომბრის 12 — ჯარის ნაწილები აპატიმრებენ შეკრების მონაწილე სტუდენტებს. ქართველ
სტუდენტთაგან აპატიმრებენ კირილე ლორთქიფანიძეს, ბესარიონ ღოღობერიძეს, გიორგი
წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს და სხვებს.
ოქტომბრის 15 — სტუდენტთა არეულობის გამო უნივერსიტეტის ხელმძღეანელობა
უნივერსიტეტიდან ითხოვს არეულობის ყველა მოანაწილეს, ილია როგორც საუნივერსიტეტო
ახალი რეფორმის მოწინააღმდეგე, თავს ანებებს უნივერსიტეტს და სამშობლოსაკენ
მიემგზავრება.
„1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავი, მაგრამ გავანებე თავი უნივეოსიტეტს მაშინ
საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით“ (ისკ, ტ. IX, გვ. 309),
„... მეც და ილიაც იძულებულნი ვიყავით უნივერსიტეტიდან მეოთხე კურსიდან
გამოვსულიყავით და სამშობლოში დავბრუნებულიყავით. ეს მოხდა აგრეთწოდებული
„მატრიკულების“ წყალობით, რომელიც შემოღებულ იქმნა პეტერბურღის გენ.-ღუბერნ.
იგნატიევის წყალობით და მეცადინეობით. ჩვენ თითქმის ყველა სტუდენტმა ამის შესახებ
პროტესტი გამოვაცხადეთ, და მართალია არც მე, არც ილია სტუდენტების კრებას არ
დავსწრებივართ (მე ვერ მივუსწარი კრებას, როდესაც მივედით, კრებისთვის უკვე
პოლიციას და ჯარს ალყა შემოერტყა), მაგრამ მაინც გამოგვიცხადეს, რომ ვინც
მატრიკულებს არ დაემორჩილება, პეტერბურღიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა
წავიდეს თავის სამშობლოშიო. ჩვენც წამოვედით“ (კ. აბხაზი ლიტ. მემკვიდრეობა, წგ. 1,
1935, გვ. 564),
„თავადი ი. გ. ჭავჭავაძე... იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის კამერალური განყოფილების
იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია მისგან დამოუკიდებელ
გარემოებათა გამო" (კრებული „Государственный Совет 1906—1907 гr.“ გვ. 199).
ილიას სახელზე გაცემულ მოწმობაში აღნიშნულია: „წარმომდგენი ამისა თთავადი ილია
ჭავჭავაძე, 1857 წლის 21 ივლისს ჩაირიცხა რა სტუდენტად ს. პეტერბურგის საიმპ.
უნივერსიტეტში, ძალიან კარგი ყოფაქცევით, მოისმინა მეცნიერებანი იურიდიულ
ფაკულტეტზე, კამერალურ მეცნიერებათა განხრით; 1861 წლის 12 ოქტომბერს კი, მისი
თხოვნის შესაბამისად, დათხოვნილია უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან; ამის გამო არ
შეუძლია ისარგებლოს უფლებებით, რომელიც მინიჭებული აქვთ სტუდენტებს, რომელთაც
მეცნიერებათა მთელი კურსი დაამთავრეს, სამოქალაქო სასაურმი შესვლის შემთხვევამ უფ-
ლება აქვს, ჩაითვალოს მეორე თანრიგის ჩინოვნიკად“.
მოწმობა გაიცა უნივერსიტეტის რექტორ ე. ლენცის ხელმოწერის 1863 წ. 4 ნოემბერს,
ილიას თხოვნის შესაბამისად.
საქართველოში დაბრუნებისთანავე ილია თავის გარშემო იკრებს ახალგაზრდობას, რომელიც
შემდგომში „პირველი დასის“ სახელწოდებით ხდება ცნობილი.
„ქართული ლიტერატურის ახალ ხანას. ჩვენ იმ პერიოდს ვუწო- დებთ, რომელიც
საქართველოში ბატონ-ყმობის გათავისუფლების წინა წლებიდან იწყება, სახელდობრ 1861
წლიდან, როდესაც თ. ილ. ჭავაჭავაძემ ახალი ლიტერატურული მოძრაობა ატეხა ჯერ კიდევ
„ცისკარში“ და გარშემოიკრიბა თავისი საკუთარი წრე. ამ წრეში მომქმედ პირებათ იყვნენ
თ. ილ. ჭავჭავაძე, როგორც მეთაური და ღუმინიტარე- ლი დროშის ამფრიალებელი, პეტრე
ნაკაშიძე, გ. ყაზბეგი, ივ. პოლტოცკი. მიხ. ყიფიანი, ივ, ბერიძე, დავ. ყიფიანი, გ.
ჩიქოვანი, ალ. სავანელი, მიხაილ ჩიკვაიძე, ილ, წინამძღვრიშვილი და ვ. თულაშვილი.
ამათ შემოიღეს კერძო კრებები, საცა კითხულობდენ რეფერატებს და სადაც აღტაცებული
ჭაბუკი ილ. ჭავჭავაძე თავისი ახალ დაწერილი ლექსების და „გლახის ნაამბობის“ თავების
კითხვით ამხნევებდა, ასულდგმულებდა თავის საკუთარ წრეს და წრეს გარეშე
არა-ჩვეულებრივ თანაგრძნობას იძენდა საზოგადოებაში“ (გ. წერეთელი — კვალი, 1897, No
46, გე, 815).
ოქტომბერი — წერს ლექსს „ჩემო კალამო, ჩემო კარგო“.
* * *
ამ წელს თარგმნის ანდრე შენიეს ლექსს „ზღვათა მფლობელის ვენეციის ზღუდეთა თანა...“.
წერს „მგზავრის წერილების“ პირველ ვარიანტს.
„მაგრამ დღის სინათლე მან ბევრად გვიან იხილა ეროვნული რადიკალიზმი იმდენად
მკვეთრად არის გამოვლინებული ამ ნაწარმო ებში, ყოველგვარი „დიპლომატური“ საფარველის
გარეშე, რომ ცენზურას სამოციან წლებში აუკრძალავს მისი დაბეჭდვა. უფრო გვიან 1871
წელს, თუმცა მოხერხდა ამ ნაწარმოების გამოქვეყნება, მაგრამ. შემოკლებით. მხოლოდ
1892 წელს, ე. ი. 31 წლის შემდეგ ამ ნაწარმო ების დაწერიდან, შესაძლო გახდა სრულად
გამოქვეყნება მე-19 საუკუნის ქართული მწერლობის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგ-
ლისა“ (პ. ინგოროყვა, ილია ჭავჭავაძე. 1962, გვ. 118).
ამ წელს ილია ცდილობს ახალთაობის წარმომადგენლებთან ერთ თად დააარსოს ლიტერატურული
საზოგადოება, რომლის მიზანი იქნება ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების
გავრცელებ, მაგრამ საზოგადოების დაარსების ნებართვას ვერ ღებულობს (ა იოვიძე საისტ.
მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 148).
![]() |
2.20 1862 |
▲ზევით დაბრუნება |
1862
ილია ღებულობს გადაწყვეტილებას ახალი თაობის ჟურნალის დაარსების შესახებ, იგი
დაკავებულია ჟურნალის დაარსების საორგანიზაცnო საქმიანობით (აღსანიშნავია, რომ
ილიას ამ წელს არცერთი მხატვრული ნაწარმოები არ შეუქმნია და არ გამოუქვეყნებია, თუ
არ ჩავთვლით „გლახის ნაამბობის“ ბოლო რედაქციაზე მუშაობას).
თებერვალი — ადგენს ახალი ჟურნალის პროგრამას და თხოვნას უდგენს საცენზურო
კომიტეტსა და შეფისნაცეალს კავკასიაში ჟურნალის გამოცემის ნებართვისათვის.
თებერვლის 28 — ილია ჭავჭავაძის თხოვნას ჟურნალის გამოცემის ნებართვის შესახებ,
ჟურნალის პროგრამისა და საცენზურო კომიტეტის თანხმობის ზედარივით, ეკასიაში
მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ორბელიანი საბოლოო დასკენისათვის
წარუდგენს კავკასიის კომიტეტს,
«Отношение и. д. наместника Кавказского, ген. адъют. Орбелиани, к члену
Кавказского Комитета, управляющему дела omaro, or 28-гo despaлs 1862 гona, No
113.
Кн. Илья Чавчавадзе обратился с просьбою о дозволения ему издавать новый журнал
на Грузинском языке под загла вием: «Грузинский Вестник».
Кавказский Цензурный Комитет, разсмотрев и одобрив представленную кн. Чавчавадзе
программу этого журнала, испрашивает разрешения на издание онаго» (Акты
собранные Кавказскою Археографическою комиссиею, т. 12, с. 238).
თითქმის მთელი წლის მანძილზე გრძელდება წინა წელს ატეხილი პოლემიკა ძველსა და ახალ
თაობას შორის ილიას კრიტიკული სტატვის „ორიოდე სიტყვას... “ გარშემო.
„ცისკრის“ No 2-ში ქვეყნდება ეფთვიმე წერეთლის კრიტიკული წერილი ილიას წინააღმდეგ.
პაექრობაშო ებმებიან ილიას თანამოაზრენიც. ქვეყნდება წერილები ეფთვიმე წერეთლის
წერილის საწინააღმდეგოდ: კირილე ლორთქიფანიძის (თერგდალეულის ხელმოწერით) და სამსონ
აბაშიძის (თერგდალეულის ხელმოწერით) „ცისკრის“ No 4-ში; აკაკი წერეთლის (მესამეც
თერგდალეულის ხელმოწერით) „ცისკრის“ No 6-შn.
„ცისკრის“ No 8-ში იბეჭდება თომა მაჭავარიანის „პასუხი თერგდალეულის [სამსონ
აბაშიძის] პასუხისა“.
„ცისკრის“ No 9-ში კირილე ლორთქიფანიძე (თერგდალეული, ხელმოწერით) ბეჭდავს წერილს
„ცისკარზედ“ და ახალს ჟურნალის სარგებლობაზედ". ამავე ნომერში ივ. კერესელიძე
(მოლაყბის ხელ- მოწერით) აქვეყნებს სალაყბოს ფურცელს თერგდალეულის საპასუხოდ.
ოქტომბერი — ჟურნალ „ცისკრის“ No 10-ში და გაზეთ „კავკასის“ დამატებაში (No 83)
ილია აქვეყნებს თავისი ჟურნალის „საქართველოს მოამბის „პროგოამას“.
„ამ ჟურნალში მთელის წლის განმავლობაში შემოვლენ შემღგომი ნაწილები:
1. წმინდა სალიტერატურო: ლექსები, მოთხრობები, დრამები, კო მედიები, ნამდვილები და
ნათარგმნი.
2. ისტორიული: საზოგადო ისტორია, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა საქართველოს და
ერთობ კავკასიის ისტორიაზედ.
3. საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია: აქ ვეცდებით გავაცნოი ჩვენს საზოგადოებას ეს
საგნები იმდენად, რამდენადაც დრო და საჭიროება მოითხოვს.
4. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: აქ განირჩევიან უცხო ენებზე დაწერილი თხზულებები და
ქართული წიგნები.
5. სხვადასხვა ანბავი.
5. დამატება: ამ ნაწილში დაიბეჭდებიან ძველი ქართული თხზულებაები, ანუ გამოჩენილნი
უცხო ენებიდამ თარგმნილი რომანები
ამ პროგრამას ამჟამად აღარაფერს არ ვუმატებთ. ჩვენ გესურს ვემსახუროთ საზოგადოებას,
ვარგოთ და გამოვადგეთ... ამისათვის ვიკისრეთ ჟურნალის გამოცემა.
ისტორიული ნაწილის რედაქტორობა იკისრა უფ. ნიკოლოზ ღოღობერიძემ, სხვადასხვა
ამბებისა უფ. დავით ყიფიანმა და საპოლიტ კო და სოფლიურ ეკონომიისა უფ. ივანე
სერებრიაკოვმა.
ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ თვე და თვე გამოვა სივრცით შვიდ თაბახიდამ ათამდე,
ანუ 112 .გვ. 160 გვერდამდე, თუ შეგვეძლება ამაზე მეტიც.
ფასი მთელის წლის ნომრებისა შინ გაგზავნით ერთი თუმანი, გადგზავნელად ცხრა მანეთი.
ხელის მოწერა მიიღება რედაქციაში, რომელიცა იმყოფება ტფილისში. გოლოვინის
პროსპექტზედ, თ. ივანე მუხრანსკის სახლებში № 26.
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
რედაქტორი „საქართველოს მოამბისა“.
ილია ემზადება ჟურნალის გამოცემისათვის, თავის გარშემო იკრებს, ჟურნალის
თანამშრომლებს, რედაქციის მუშაკებს. ხელშეკრულებას აფორმებს სტამბის მეპატრონეებთან
მელქუმიანთან და ენფიანის ჯიანცოანცთან.
საზოგადოებაც მოუთმენლად ელის ახალი თაობის ახალ ჟურნალს, ყველგან ილიას ჟურნალზე
ლაპარაკობენ, ცდილობენ მის გავრცელებას.
„... ბაბალე მწერდა გუშინ წიგნსა, კახეთში ხმა დააგდეს, ჭავჭავაძემ ისეთი რამ უნდა
გამოსცეს, ჯერ არც ენახოს ქვეყანას.., ილია მამაცაშვილი და გ, ღოღობერიძე ქუთაისში
ძლიერ ცდილობენ ჭავჭავაძისათვის... ისეთი ხმა დაუგდეს ჭავჭავაძის პარტიამ იმათ
მომავალ ჟურნალს, რომ ჩვენი ჟურნალი სულ გაჰყინა...“ (ივ. კერესელიძე ლიტ.
მემკვიდრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 542).
ოქტომბერი-ნოემბერი (?) — ილია ჩოლოყაშვილების ოჯახში (?) ეცნობა ქალთა ინსტიტუტის
მსმენელს, 19 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილს (შემდგომში ილიას მეუღლეს).
წლის ბოლო თავისი ჟურნალის პირველი ნომრისათვის წერს ფილოსოფიურ-პუბლიცისტურ წერილს
„საქართველოს მოამბე ზედ“, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განახლებისა და,
ამასთან, ჟურნალისა და ახალთაობის სამოქმედო პროგრამას.
„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა. მისი გაუმჯობესება ჩვენი პირველი და
უკანასკნელი სურვილია... ჩვენი „მოამბის“ უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება
იქნება, თავის სრულის წარ- მოებითა, სრულის ვითარებითა... ჩვენ აწინდელის ცხოვრების
წრეში ჩადგომა გვინდა...“ (თსკ, ტ. I. გვ. L X X X I).
* * *
ამ წელს ილია მუშაობს კრიტიკულ წერილზე „ცისკარი 1857 წლის 1862 წლამდინა“,
რომელშიც მიმოიხილავს ჟურნალ „ცისკრის“ ექვსი წლის მასალას (წერილი ილიას
სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა).
„... ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია ცუდად, რაც კარგია — კარგად,
პირფერობა და ურცხვი. უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების
მსახურისა“ (თსკ. ტ. III, გვ. 456).
![]() |
2.21 1863 |
▲ზევით დაბრუნება |
იანვარი-თებერვალი — ილია მთლიანად დაკავებულია „საქართველოს მოამბის“,
ჟურნალისათვის ამზადებს საკუთარ ნაწარმოებებს, რედაქციას დაქციას უკეთებს პირველი
ნომრის მასალებს, დღედაღამ სტამბაშია და მეთვალყურეობს ბეჭდვას, კორექტურას,
კინძვას. მაინც ახერხებს ფარული მიმოწერა და შეხვედრები ჰქონდეს გამიჯნურებულ ოლღა
გურამიშვილთან.
„... გეფიცები, მთელი დღე შენით ვსულდგმულობ. სტამბაშიც-კი, ამ მოსაწყენ სტამბაში
გამუდმებით თვალწინ მიტრიალებ“ (ისკ, ტ. X, გვ. 186).
იანვრის 12 — საცენზურო კომიტეტისაგან იღებს ნებართვას „საქართველოს მოამბის“
პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.
იანვრის 16 — ილია პირველ წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს, თხოვს აცნობოს
შეხვედრის ადგილი.
იანვრის 20 — ილია და ოლღა ტაძარში წირვაზე ხვდებიან ერთმანრთს.
იანვრის 29 — ოლღა გურამიშვილისაგან ღებულობს წერილს. ილიას თხოვს მივიდეს მასთან
ოთხ საათზე. ილიაც დაუყოვნებლივ პასუხს აძლევს.
„... თუმცა მე დიდად მოხარული ვარ და ვეცდები კიდეც მოვიდე, მაგრამ ეს ყველაფერი
მაინც არ შემიშლის ხელს გითხრა, რომ ამ შეხვედრის გამო შეიძლება მთელი ჩვენი საქმე
ხიფათში ჩავარდეს... გუ- შინ თეატრში სიტყვა მივეცი ცენზორს, სამ საათზე
მოვალ-მეთქი; უნდა მივიდე ერთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ჟურნალს ეხება. იგი
არაფრით არ თანხმდება გაუშვას ერთი წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირაა
ამაზე ვეჩიჩინები, ჟურნალი კი ამის გამო მიჩერდება“ (იქვე, გვ. 181—182).
თებერვლის დასაწყისი — მთელ დღეებს სტამბაში ატარებს, ცდილობს ისედაც დაგვიანებულ
ნომერს კიდევ არ დაგვიანდეს, რაიმემ არ შეაფერხოს.
„გუშინ დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე სტამბაში ვეგდე. ისეთ სულელურ სამუშაოს
გადავყევი, რომ შინ დაღლილი დავბრუნდი... მოსვლისთანავე, არ მისადილია, ისე მივეგდე
მკვდარივით..." (იქვე, 83-184)
თებერვლის 10 — ილია მონაწილეობს საოჯახო მასკარადში. „მასკარადზე, ჩემო მეგობარო,
ისე მოწყენილი ვიყავ, ირგვლივ ისე სულელურად გამოიყურებოდა ყველაფერი და ისეთი
მტვერი იდგა, ვერც კი წარმოიდგენ...“.
თებერვლის პირველი დეკადა — ილია ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლის მოლოდინშია.
„ჟურნალი ამ დღეებში გამოვა. მე შენგან მოვითხოვ, უბრალოდ მოვითხოვ, დაწვრილებით
კრიტიკას“.
„...გაინტერესებდა ჩემი ჟურნალის წარმატების ამბავი. ჩემი ჟურნალი არც ისე სულელური
იქნება, თუ კი ღრმად პატივცემული საზოგადოება ყურადღებას მიაპყრობს იმას, რაც
წაკითხვის ღირსია. გამოცემისათვის სახსრები საკმარისია 5290 მანეთი. თუ ჩვენ (მე და
ჩემი ამხანაგები) კეთილსინდისიერად ვიშრომებთ, მაშინ მომავალ წელს ხელმოწერა
შეიძლება გაიზარდოს 10,000 მანეთამდე“. (სკ, ტ. X, გვ. 184-185).
თებერვლის შუა რიცხვები — დღე-დღეზე ელის. ჟურნალის გამოსვლას.
„იქნება ჩემი ჟურნალი ხვალ დაიბადოს, ტკივილები აეშალნენ მშობიარესა და იმედია, რომ
თორმეტ საათამდინ ქვეყანასა ნახავს ჩვენი „საქართველოს მოამბე“ (თსკ, ტ. X, გვ.
189).
თებერვლის 18 — მთავრდება „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის კინძვა. ილია ოლღას
უგზავნის ჟურნალის პირველ ნომერს. ჟურნალი მზადდება გასავრცელებლად.
„გიგზავნი ჟურნალს, ყურადღებით წაიკითხე...“ (თსკ, ტ. X, გვ. 198).
თებერვლის 24 — ილიას მონაწილეობით ელენე ჩოლოყაშვილის სახლში დანიშნულია
ლიტერატურული საღამო.
„... ელენესთან გამართავენ ლიტერატურულ საღამოს, სადაც ყმაწვილები წაიკითხავენ
სხვადასხვა თხზულებებს-თქო.
სთხოვე, შენც წაგიყვანოს. ამ კვირას მე და ჩემი ამხანაგები ნამდვილად შევიკრიბებით
მასთან, და მე — შენი პატარა რედაქტორი რაღაც-რაღაცეებს წავიკითხავ“ (იქვე, გვ.
198).
თებერვლის ბოლო — ვრცელდება „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომერი.
ხელისმომწერლებმა, რომელთა რიცხვი 500-მდეა, დაგვიანებით მიიღეს ახალი ჟურნალის
პირველი ნომერი, რის გამოც რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველებს.
„ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე, რომ პირველმა ნომერმა ასე დაიგვიანა. ჩვენი
ბრალი არ არის ეგა. უფ. ენფიანჯიანცმა, რომელსაც ჩვენ წერილით შევეკარით, რომ
სტამბა უნდა მზათა ჰქონოდა პირველს ნოემბრამდე, ვერ აგვისრულა პირობა. ნოემბრის
მაგიერ, თორმეტს იანვარს მოუვიდა პეტერბურგიდამ ასო და მეორე დღესვე დავიწყეთ
ბეჭდვა; ასე ავჩქარდით, რომ შიგა და შიგ კორრექტურის შეცდომებიც გამოგვერივა...“
(რედაქციისაგან — „საქართველოს მოამბე“, 1863, No 1, 23. 153).
ილია ჭავჭავაძის ამ ახალი ჟურნალით იწყება ახალი ხანა ქართული საზოგადოებრივი
ცხოვრების ისტორიაში.
„1863 ილია ჭავჭავაძემ დაიწყო „საქართველოს მოამბის“ გამოცემა. ვის არ ახსოვს როცა
ერთის მხრით ჩვენი ცხოვრება თავის უწინდელ კალაპოტს ცვლიდა და ახალში შესვლას
აპირებდა. და როცა, მეორეს მხრით ატყდა სასტიკი ბრძოლა ახალგაზრდობის ა ესე იგი
ახალი ცხოვრების, და ძველი კაცობას, ესე იგი ძველს წესს და სჯულ შუა?... რაც კი
რამე იყო ჩვენში ახალგაზრდა, მხნე, ახალი წესის და ცხოვრების მოყვარე, ყველამ იცნო
ის პატიოსანი მომავალის დროშა, რომელიც მხნეთ ეკავა ილ. ჭავჭავაძეს. ძველმა წესმა,
ძველმა კაცობამ თავი შეიფარა „ცისკარში“ და ამნაირათ იმ ბრძოლაში, რომელიც გაიმართა
„საქართველოს მოამბესა“ და „ცისკარს“ შუა სჩანდა ის ნამდვილი და ძლიერი ბრძოლა,
რომელიც იმ დროს სდუღდა ძველს და ახალს შუა ჩვენს ცხოვრებაში... ყველა უგრძნობდა,
ყველამ იცოდა, რომ „ს ქართველოს მოამბეს“ უნდა ჩაება ჩვენი ახალგაზრდობისათვის
ახალი დროების სული, ეჩვენებინა ახალი გზა, შეექმნა ახალი სასიყვარულო მიზანი.
მამულის, საზოგადოების სიკეთე და ღირსება. ის მწვავი სიტყვით დაღვიდა და ჰკლავდა
ძველი საზოგადოების უმეცრებას და სულგრილობას საზოგადო საქმისათვის...“ (ნ.
სკანდელი [წ. ნიკოლაძე] — კრებული, 1872, No 10—12, გვ. 151—154).
„პეტერბურგის სტუდენტობაც აღტაცებით შეხვდა ამ ჟურნალის გამოსვლას. „საქართველოს
მოამბემ" დაჰგმო ძველი ბატონყმური დამოკიდებულება, სანტიმეტალურათ შეხედა მან თავის
მწერლობაში გლეხის დაჩაგრულს ბედს და შემდეგ ესვე გრძნობა გადიტანა სამშობლოზედაც“
(გ. წერეთელი კვალი, 1897, No 46, გვ. 815).
«Это было время всеобщаго оживленія. Это было время большихъ надеждъ...
Произведеніями Ил. Чавчавадзе зачиты валось тогда все грузинское общество.
Молодежь обожала его. Онъ научилъ любить грузинскую литературу...» (Г. Тумановъ
3акавказые, 1907, 9 сентября, с. 2, No 184).
„საქართველოს მოამბის“ პირველ ნომერში ილია ბეჭდავს თავის ნაწარმოებებს: „ჩემო
კალამო...“ და „მუშა“ (ასტრონიმით სამი ვარსკვლავი***), სტატიას „საქართველოს
მოამბეზედ“ (ასტრონიმით ოთხი ვარსკვლავი****), მოთხრობას „გლახის ნაამბობი“
(პირველი სუთი თავი ჯერ არ დაბოლოებული მოთხრობისა) მ. ჯიმშერიძის ფსევდონიმით.
თავისი ნაწარმოებების გარდა ჟურნალის პირველ ნომერში ილია ბეჭდავს ნ. ბარათაშვილის
ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“, ნ. დობროლიუბოვის თხზულებას „მამა ალექსანდრე
გავაცცი და მისი ქადაგება“* ს. ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიას“**, ვ.
თულაშვილის „შინაურ მიმოხილვას“.
*. ზოგიერთი მკვლევრის აზრით (ალ. კალანდაძე, აკ. კენჭოშვილი) ნ. დობროლიუბოვის
თხზულების თარგმანი ეკუთვნის ილიას.
**. ს. ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ თარგმანი რუსულიდან და კომენტარები ალ.
კალანდაძის მტკიცებით ილიას ეკუთვნის.
თებერვლის 28 — საცენზურო კომიტეტისაგან ილია იღებს ნებართვას „საქართველოს
მოამბის“ მეორე ნომრის დაბეჭდვაზე.
მარტი — ილიასა და ოლღა გურამიშვილის ფარული შეხვედრები და მიმოწერა კვლავ
გრძელდება. მიუხედავად წინააღმდეგობისა. ილიას გადაწყვეტილება — ქორწინება რაც
შეიძლება მალე მოხდეს მტკიცეა.
„... აპრილში გახდები ჩემი, რადაც არ უნდა დამიჯდეს“ (თსკ, ტ. X, გვ. 210).
მარტის 9 — ოლღა წახულობს ავადმყოფ ილიას.
„შენ რომ არ შემოფრენილიყავ ჩემთან, გუშინდელი დღე მკვდარი იქნებოდა..“ (თსკ, ტ. X,
გვ. 218).
მარტის მეორე ნახევარი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „საქართველოს
მოამბის“ მეორე ნომერი.
ჟურნალის ამ ნომერში ილია ბეჭდავს თავის ლექსს „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე
სიყვარული“ (ასტრონიმით სამი ვარსკვლავი***), გ. ერისთავის კომედიას „შეშლილი“, გრ.
ორბელიანის „ლოთურ მუხამბაზს“, ნ, ბარათაშვილის „მადლი შენს გამჩენს“, მიტჩელის
„ზეციურ მნათობებს“, ს. ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიას“ და ვიქტორ ჰიუგოს
რომანს „საბრალონი“.
მარტის 26—28 — ილია ავადმყოფობს.
„იმდენად დავსუსტდი, რომ იძულებული ვიქნები ისევ ჩავწვე ლოგინში“ (იქვე, გვ. 232),
მარტის 29 — ილია და ოლღა ერთმანეთს ხვდებიან საეკლესიო ცერემონიალზე.
მარტის ბოლო — ჟურნალ „ცისკრის“ მარტის ნომერში ქვეყნდება ანტონ ფურცელაძის (ქერელი
ბექას) მიმოხილვა „ქართული ლიტერატურა. „საქართველოს მოამბე“. 1863 წლის იანვრისა
და თებერვლის წიგნები“.
მიმოხილვაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი „გლახის ნაამბობისა“ და „მუშას“ გარჩევას.
რეცენზიაში გამოთქმულია ეჭვი იმაზე, ეყოფათ თუ არა ენერგია თავკაცებს ჟურნალის
გაძღოლისა.
„... იჭვი არ არის, რომ ეს ჟურნალი არის გამოცემული კეთილის განზრახვით, ჩვენ მაინც
იჭვი არა გვაქვს ამაზედა, მაგრამ ეს კი არ ცით: მიჰყვებათ ამ სურვილთან ამის
მოთავეებს ენერგიაცა თუ არა. ჯერ ეს უმთავრესი საჭიროება ოთხს გამოცხადებულს
რედაქტორებში. ერთის მეტმა არავინ გამოაჩინა“.
მარტი - აპრილი (?) — საბოლოო რედაქციას უკეთებს მოთხრობა „კაცია-ადამიანს“.
აპრილის პირველი ნახევარი — ილიასა და ოლღას შორის გრძელდება ფარული მიმოწერა.
აპრილის 21 — ილია ჯვარს იწერს სამების ეკლესიაში ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე.
„სასიძო თ. ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა
იქორწინა პირველ ქორწინებითა, 25 წლისა, სასძლოთ. თადეოზ გურამოვის ქალი ოლღა
მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველ ქორწინებითა, 20 წლისა“.
ოლღა გურამიშვილი აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი,
ქველის-მომქმედი, ყოვლის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე თავისის
სახელოვანის ქმრისა და მაღმერთებელი მისის ნიჭისა“ (გრ. ყიფშიძე ი. ჭავჭავაძე.
თხზულებანი. ტ. 1. 1914, გვ. X X X—X X X I).
მაისი — თითქმის ერთიმეორის მიყოლებით გამოდის „საქართველოს მოამბის“ მესამე,
მეოთხე, მეხუთე ნომრები.
„საქართველოს მოამბის“ მესამე ნომერში ილია აქვეყნებს თავის ლექსებს: „უსულდგმულო
ცხოვრება“, „ციურნი ხმები“, „იანიჩარი“ (პირველი ორი დაიბეჭდა ასტრონიმ სამი
ვარსკვლავით, ხოლო მესამე ხელმოუწერლად).
ჟურნალის მეოთხე ნომერში ილია მ. ჯიმშერიძის ხელმოწერით იწყებს „კაცია ადამიანის“
ბეჭდვას. აქვე ხელმოუწერლად იბეჭდება ილიას ლექსები: „მძინარე ქალი“, „პოეტი“ და
ილიას მიერ თარგმნილი ლერმონტოვის ლექსი „სიზმარი“.
ამავე ნომერში ილია ადგილს უთმობს თერგდალეულის [კ. ლორთქიფანიძე] წერილს „ბიძია
თონიკეს სტატიის გამო“. წერილი მიმართულია ჟურნალ „ცისკრისა“ და მისი
თანამშრომლების წინააღმდეგ და წარმოადგენს იმ კამათის გაგრძელებას, რომელიც დაიწყო
1861 წელს ილიას სტატიით „ორიოდე სიტყვა...“.
მეხუთე ნომერში ილია აგრძელებს „კაცია ადამიანის“ ბეჭდვას. (აქ და შემდგომ ნომრებში
სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით გამოქვეყნებული „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“
მკვლევარ ალ. კალანდაძის აზრით ილიას ეკუთვნის).
ამავე ნომერში ილია ბეჭდავს გ. წერეთლის წერილს „ცისკარს“ რა აკაკანებდა?“ წერილი
მიმართულია ძველი თაობის წინააღმდეგ.
ივნისი-ივლისი — „ცისკარი“ (No 6, 7) იღებს „საქართველოს მოამბის“ (No 4, 5)
გამოწვევას და თავის ფურცლებზე აქვეყნებს ლავრენტი არდაზიანისა (ალექსი ელბაკიძის)
და ანტონ ფურცელაძის (თავხედის, ქერელი ბექას) პოლემიკურ წერილებს, რომლებიც
მიმართულია „საქართველოს მოამბისა“ და თვით ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.
ივლისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „საქართველოს მოამბის“ მეექვსე
ნომერი, რომელშიც ქვეყნდება „კაცია ადამიანის“ დასასრული, ლექსები; „გუთნის დედა“,
„თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“, „ლოცვა".
ივლისი-აგვისტო — წერს პამფლეტს სახელწოდებით „სხარტულა. რედაქტორი და მისი რაინდი
ბაქია“.
აგვისტოს ბოლო — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „საქართველოს მოამბის“
მეშვიდე ნომერი, რომელშიც ასტრონიმებით ქვეყნდება ნაწყვეტი აჩრდილიდან „ლოცვა
აჩრდილისა“, ლექსი „გ. აბხ...“ და (გ. ჩ. ხელმოწერით) პამფლეტი „სხარტულა“.
სექტემბრის ბოლო — გამოდის ჟურნალის მერვე ნომერი, რომელშიც ილიას აქვეყნებს
„აჩრდილის“ ოცდამეოთხე თავს. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია თარგმანები
„მცარცველობის ფიზიოლოგია“ ბასტიას წიგნიდან და „სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე
და ამის თაობაზედ ვიქტორ ჰიუგოს წიგნი“, რომელიც ხელმოწერილია კრიპტონიმებით ბ. ვ.
(ალ. კალანდაძის მტკიცებით ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს).
ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისი — ხელისმომწერლებს ურიგდებათ „საქართველოს
მოამბის“ მეცხრე და მეათე ნომრები (ცენზ, ნებართვა 19 ოქტ.).
მეცხრე ნომერში ილია (ასტრონიმით სამი ვარსკვლავი) ბეჭდავს ლექსებს „სიხარული“,
„მტკვრის პირას“ და ანდრე შენიეს ლექსის „ზღვათა მფლობელის...“ თარგმანს.
ამავე ნომერში კრიპტონიმით ბ. ვ. ქვეყნდება წერილი „კორაკოაზი განძაკეცი, მწერალი
XIII საუკუნისა“. მაქსიმე ღაღანიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი „ბელინსკის
აზრი შვილების აღზრდაზე“ (No 9, 10) მკვლევარი. ალ. კალანდაძის აზრით ილიასეულია.
„საქართველოს მოამბის“ მეათე ნომერში ილია ბეჭდავს ნაწყვეტს პოემიდან „კაკო ყაჩაღი“
სათაურით „ერთი მოთხრობის დასაწყისი. ამავე ნომერში კრიპტონიმით ბ. ვ. ქვეყნდება
პრუდონის სტატიის „სიღარიბე, როგორც ეკონომიური პრინციპის“ თარგმანი.
ნოემბრის 4 — პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობა ილიას, მისივე მოთხოვნით,
უგზავნის უნივერსიტეტში სწავლის მოწმობას, მეტრიკის ასლს, თავადობის მოწმობას და
თხოვენ მიღების დადასტურებას (ლიტ. მემკვიღრეობა, წგ. 1, 1935, გვ. 562).
დეკემბრის 8 — გაზეთ „კავკაზის“ No 96-ში ქვეყნდება ლექსის „მუშას“ რუსული თარგმანი
(მთარგმნელი — В. Г -зон).
დეკემბრის ბოლო — გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე (ნოემბრის) ნომერი,
რომელშიც დასტამბულია ილიას ლექსი „ხმა სამარიდამ“ და ბ. ვ. კრიპტონიმით ბასტიას
სტატიის „ორნაირი სწავლა“ თარგმანი.
ნომერი იხსნება ილიას წერილით „რედაქციისაგან“ (ხელმოწერა: რედაქტორი ილია
ჭავჭავაძე), რომელიც მკითხველს აცნობს რედაქციის მუშაობის ხელისშემშლელ მიზეზებსა
და სიძნელეებს, ამასთან საუბრობს ჟურნალის გამოცემის მომავალი წლის პროგრამისა და
ხელმოწერის გამოცხადების შესახებ.
„წარსულმა დრომა მრავალ ჯერ დაგვიმტკიცა, რომ რასაც ჩვენ თითონ ვჰსთხოვდით ჩვენს
ჟურნალსა, რასაც მისგან მოველოდით, — ამას ყველაფეოს წინ კედელი დახვდა. ჟურნალის
საქმეში ზოგი იმისთანა დაბრკოლებაა, რომელიც უნდა ჰსძლიოს რედაქციამ და რომლის
ძლევაც შეიძლება; ზოგი იმისთანაა, რომელთანაც ყოველი ბრძოლა. მეცადინეობა და
თავგამოდება უქმია... როგოოც გონება ჩვენი ჰსჭრიდა, როგორც გული გვითხრობდა, — ისე
ვლაპარაკობდით, როცა კი შეგვეძლო და კვლავაც ისე მოვიქცევით თუნდ რომ ამით ჩვენს
ჟურნალს ბოლოც მოეღოს“ (საქართველოს მოამბე, 1863, No 11. გვ. 1).
![]() |
2.22 1864 |
▲ზევით დაბრუნება |
1864
იანვარი გამოდის ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბოლო მეთორმეტე ნომერი.
— განაგრძობს მასალების შეგროვებას ჟურნალის ახალი ნომრისათვის.
— ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში ქვეყნდება ალ. ორბელიანის წერილი
„მოთმინებისაგან გამოსვლა“, რომელიც გამოწვეულია „საქართველოს მოამბესა“ და
„ცისკარს“ შორის წარმოებული პოლემიკით.
აქვე იბეჭდება წერილი „ჩვენი ნაცარქექიები“ (მყვირალა ქართლელის ხელმოწერით),
რომლის ავტორი ილიას ეკამათება ქართული ენის საკითხებზე.
თებერვალი — ილიასათვის უკვე ნათელი ხდება, რომ „საქართველოს მოამბის“ გამოცემის
გაგრძელება შეუძლებელია.
მარტის 12 — გაზეთ „კავკაზში“ (No 20) ქვეყნდება ილიას განცხადება „საქართველოს
მოამბის" დახურვის შესახებ.
„ზოგიერთის მიზეზისა გამო „საქართველოს მოამბე“ დრომდე ვერ გამოვა“.
„ახლანდელ ჩვენ ღარიბ ლიტერატურაში არა თუ ჟურნალის გამოცემა, ორი დაბეჭდილი
თაბახის გამოსვლაც შესანიშნავია... ისეთი ჟურნალის დაცემა, როგორიც იყო
„საქართველოს მოამბე“, რასაკვირველია, ბევრს ჩამოაყრევინებდა ფრთებს და
აფიქრებინებდა, რომ ჩვენში ჟურნალები ჯერჯერობით ვერ იხეირებენო. საქმეზედ კარგათ
უნდა მოიფიქროს „მნათობის“ რედაქციამ, იმან, მგონია, უნდა იცოდეს —რომელი
მიზეზებისა გამო მოკვდა ისე მალე „საქართველოს მოამბე“. იმიტომ, რომ იმას მოაკლდა
თანამშრომლები. ჟურნალი უკანასკნელ დროს გათხელდა, სტატიები შემსუბუქდნენ; ამის
გამო მეორე წელიწადს რომ ეცოცხლა, რასაკვირველია ხელის მომწერნი მოაკლდებოდნენ:
მესამეს, შეიძლება ოციც აღარ ეყოლებოდა და შემდეგ დაიწყებდა ჭაპან-წყვეტით
ფორთხვას. ამ ძაღლურ ცხოვრებას „საქართველოს მოამბემ“ ისევ ის ამჯობინა, რომ
ერთბაშად მოესპო თავის თავის არსებობა“ (გ. წერეთელი — დროება, 1869, No 19).
აპრილი — ეცნობა და კრიტიკულ შენიშვნებს უკეთებს თბილისის გუბერნიაში საგლეხო
რეფორმის დებულების პროექტს.
აპრილის 10 — ნიშნავენ იმერეთში საგანგებო მინდობილობათა მოხელედ ქუთაისის
გუბერნატორთან.
„1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა
საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე
მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა
მემამულეთა და გლეხკაცთა შორის. ბატონ-ყმობისაგან წარმომდგარი“ (თსკ, ტ. IX, გვ.
309).
მაისის ნ — ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში წარადგენს „კრიტიკულ
შენიშვნებს თბილისის გუბერნიაში მემამულეთა მიწებზე დამკვიდრებული გლეხების
მიწათმოწყობის ადგილობრივი დებულების წინასწარი პროექტის მუხლებზე“. თავის
„კრიტიკულ შენიშვნებს...“ გარკვეული მიზეზების გამო ილია წარადგენს ნიკოლოზ
ჭავჭავაძის ხელმოწერით.
„... ამიერიდან საბოლოოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ იმ დიდმნიშვნელოვანი
ისტორიული დოკუმენტის ავტორი, რომელსაც სახელად ჰქვია „კრიტიკული შენიშვნები
საგლეხო რეფორმის დებელების პროექტზე“ და რომელიც ანონიმურად იყო წარდგენილი 1864
წ. 6 მაისს ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში, არის ქართველი ხალხის დიდი
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გამოჩენილი რევოლუციონერი-დემოკრატი ილია გრიგოლის ძე
ჭავჭავაძე“ (პ. რატიანი, რჩეული ნაწერები. ტ. 3, 1985, გვ. 107).
მაისის შუა რიცხვები — სამსახურებრივი მოვალეობის აღსასრულებლად თბილისიდან
მიემგზავრება ქუთაისში.
მაისის 17-18 (?) — ჩადის ქუთაისში.
მაისის 22 — ილია ქუთაისიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ მისმა
ჩასვლამ თავადაზნაურთა შორის აღშფოთება გამოიწვია.
... ჩვენი მოსვლა ვერაფრად ეჭაშნიკათ, „აი ესენი არიან ჩვენი დამღუპავებიო. ჩვენი
ყმების წამრთმეველებიო“, ნამეტნავად ჩემზედ თურმე ტლინკებსა ჰყრიან, რადგანაც მე
აქაური არა ვარ და, იმათი ფიქრით, სხვა ქვეყნიდამ ვარ მოსული. მაგრამ არა უშავ-რა,
იქნება მოვრიგდეთ როგორმე“ (თსკ, ტ. X, გვ. 239).
ივნისის 6-7 (?) — ქუთაისიდან თბილისში მოემგზავრება, მეუღლის ქუთაისში წასაყვანად.
„ამ წიგნს კი გწერ და არ ვიცი, ეს წიგნი უფრო ადრე მოვა შენთან, თუ მე. მე სულ მზად
ვარ და ველი, რომ როგორმე ცხენები ვიშოვო და წამოვიდე. (თსკ, ტ. X, გვ. 244).
ივნისის 20-21 (?)— მეუღლესთან ერთად ჩადის ქუთაისში. ბინავდებიან გიორგი
ღოღობერიძის ბინაში.
„ღმერთმა უშველოს. ღოღობერიძის ძმას. ამან თავისი სახლები გვათხოვა, ვინემ
ვიშოვიდეთ“ (თსკ, ტ. X, გვ. 244).
ივლისი-ოქტომბერი — სამსახურებრივი საქმეების გამო ილია მოგზაურობს ქუთაისის მაზრის
სოფლებში.
„ოლიკო! ნიკოლაი სიმონიჩს* უთხარი, დაბეჭდილი ვედომოსტები გამომიგზავნ[ოს]. ახარე,
რომ რაცა მქონდა, სულ გამითავდა და ორი წილი მთელის საჯავახოს უჩასტკისა გავათავე.
ხუთი სოფელიღა დამრჩა, იმას ამ ოთხ-ხუთს დღეში გავათავებ და ჩამოვალ მანდ...
საპრაფერანსოდ“ (თსკ. ტ. X, გვ. 246—247).
*. აბაშიძეს
აგვისტო — წერილს ღებულობს კირილე ლორთქიფანიძისაგან პეტერბურგიდან ადრესატი
ატყობინებს თავის განზრახვას, გამოსცეს ქართული პოეტური ნაწარმოებების კრებული,
ამისათვის თხოვს სასწრაფოდ გაუგზავნოს ლექსები.
აგვისტოს 24 — საპასუხო წერილს უგზავნის პეტერბურგში კირილე ლორთქიფანიძეს, უწონებს
კრებულის გამოცემის განზრახვას და პირდება თხოვნის აღსრულებას.
„რაც გითხოვნია. მათთა შორის, რაც უპირატესია, აღგისრულებ, ე. ი. ლექსებს, თუ
ივარგებს ოცდა ცხრას ამ თვეს მოგართმევ. ძალიანა ვწუხვარ, რომ ადრე არ შემატყობინე,
იქნება ახალი რამ მომემზადებინა. მაქვს კი ძველი იმისთანა ლექსები, რომელიც ჯერ არ
დაბეჭდილა. მათგანს ყველას გამოგიგზავნი. ამას კი გთხოვ: არც ერთს ლექს[ს] ჩემი
სახელი არ მიაწერო ნეტაი ლექსმა ივარგოს, თორემ სახელი რა საჭიროა, თუ ძალიან და
ძალიან გინდა, რომ მაგ წიგნში ჩემი სახელიც იყოს, შეგიძლიან თავში საზოგადოდ
მოიხსენიო, რომ სხვათა შორის ამ წიგნში ჭავჭავაძის ლექსებიც არის-თქო... ფულისას
იწერები. ნეტაი. ჩემო ძმაო, იმოდენა ფული აიღო, რომ შენი შრომის და წიგნის ხარჯი
გამოგივიდეს, და სხვაზედ ნურას ნაღვლობ. თუნდ რომ ბევრი ფულიც დაგრჩეს, მაინც მე
წინადვე ვარი მიყვია: შენ თითონ მოიხ– მარე — ეგ უკეთესი იქნება, ან სხვას
მოახმარე, იმისთანას, რომელიც გაჭირვებულია. მანდ ჩვენი ამხანაგები ბევრნი
იმისთანანი არიან, რომელთაც დღიური ლუკმაც უჭირსთ, პირველი ჩვენი შრომის შემოსავალი
იმათი კუთვნილია, იმათ გადაეცი ჩვენი ლექსები, დამიჯერე, უკეთესს ვერას იზამენ,..“
(თსკ, ტ. X, გვ. 25—26).
აგვისტოს ბოლო (29 ?) — პეტერბურგში, კირილე ლორთქიფანიძეს წერილთან ერთად უგზავნის
თავის ლექსებს.
... ლექსებს, იუ ივარგებს, ოცდა ცხრას ამ თვეს მოგართმევ (თსკ, ტ. X, გვ. 25).
„აი რის გამოგზავნა ეხლა შევიძელი. „ქართვლის დედას“ არ გიგზავნი. მიტომ რომ ვერას
გზით ვერ გავასწორე, გაუსწორებლად კი ვერ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ შიგდაშიგ უფრო
რიტორიკაა, ვიდრე სხვა რამე. „რამდენიმე სურათი“ ანუ „ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან"
მე თუმცა დასრულებული მაქვს, მაგრამ არ გიგზავნი, რადგანაც ვიცი, რომ არ
დაბეჭდავენ. თუნდ მანდ როგორმე მოახერხო და ნების დართვა აიღო. აქ მთელ წიგნს
აგიკრძალავენ, ეს მე ნამდვილად ვიცი. მეც ბევრი ვეცადე აქაურ ცენზურის კომიტეტში,
მაგრამ ძალიან ამიკრძალეს. დასაწყისი მაგისი რაოდენიც „საქართველოს მოამბეშია, თუ
გნებავს, დაბეჭდე“ (თსკ, ტ. X, გვ. 26—27).
ნოემბრის დასაწყისი — ქუთაისიდან თბილისში მოემგზავრება კავკასიის მეფისნაცვლის
სამმართველოს გამოძახებით.
თბილისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმების გამოცხადებასთან დაკავშირებით ილია
სამუშაოდ გადმოჰყავთ აღმოსავლეთ საქართველოში. გადმოყვანა ისე სასწრაფოდ ხდება, რომ
ილია ვეღარ ახერხებს ქუთაისში ჩასვლას და იქიდან მეუღლის წამოყვანას.
„მე აღარ გამომიშვეს და ძალიანაც ვწუხვარ, რომ მანდ არავის არ გამოვეთხოვე, და
მეორე, შენ უჩემოდ უნდა წამოხვიდე...“ (თსკ. ტ. X, გვ. 245).
ნოემბრის 8 — ინიშნება მომრიგებელ შუამავლად თბილისის მაზრაში. პირველ ხანებში მისი
სამუშაო უბნებია გარეკახეთი და მცხეთის უბანი (?).
„იმავე [1864] წლის ნოემბერში მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს.
მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1863 წლამდე“ (თსკ, ტ. IX, გვ. 309).
ნოემბერ-დეკემბერი — პეტერბურგში გამოდის კირილე ლორთქიფანიძის მიერ შედგენილი
მხატვრულ ნაწარმოებთა კრებული „ჩონგურის“ სახელწოდებით (ცენზურის ნებართვა 31
ოქტ.). „ჩონგურში“ ქვეყნდება ილიას შემდეგი ლექსები: პოეტი. — ქართვლის დედას.— ხმა
სამარიდამ. —ელეგია — გაზაფხული. — გუთნის დედა. — აქეთ, რაკი შენდამი ვჰსცან მე
სიყვარული“.— „ჩემო კალამო...“ — მუშა. — ნანა . — იანიჩარი. — ნაწყვეტი
„აჩრდილიდან“ (თავი V) და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“
(დასაწყისი).
• * *
თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, იხილავენ გლეხთა განთავისუფლების საკითხს, სადაც
ილია თავგამოდებით იცავს გლეხების განთავისუფლებას მიწების მიცემით.
„... დაიწყო კამათი. წამოდგა ახალგაზრდა პოეტი და პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე და ხმა
მაღლა განაცხადა, რომ გლეხს მიწა უნდა მიეცესო. კრების უმეტესობა ამ კადნიერმა
აზრმა ააშფოთა. ერთმა თავადმა ხანჯალი იშიშვლა და ლანძღვა-გინებით ილიასკენ გაიწია
და ყვიროდა: „გამიშვით, გამიშვით! ეხლავე უნდა მოვკლაო“. გაგიჟებული თავადი
შეაკავეს და ძლივს-ძლივობით გაიყვანეს კრებიდან.. მეორე კრებაზე გლეხთა
განთავისუფლების წინააღმდეგ ილაპარაკა გენ. ლეიტ. ივ. მუხრანსკიმ. მან განაცხადა,
რომ უმიწოთ გლეხთა განთავისუფლებას მთელი თავად აზნაურობა მიემხრობაო, მიწიანად კი
— მხოლოდ ორიოდე კაცუნაო. ილია ჭავჭავაძემ ორატორს ხელი სტაცა, მოაბრუნა თავისკენ
და ჰკითხა: „ვინ არიან ეგ კაცუნები?“ მუხრანსკიმ მიუგო, რომ ის შესცდა და
„რამდენიმე კაცუნას" მაგივრად უნდა ეთქვა „რამდენიმე კაცი“ (ქრ. მამაცაშვილი — ილია
ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება, 1907, გვ. 67).
![]() |
2.23 1865 |
▲ზევით დაბრუნება |
1865
ილია დუშეთშია და ასრულებს მომრიგებელი შუამავლის მოვალეობას.
გლეხთა რეფორმის გატარებით გამოწვეული მდგომარეობის მოგვარება თავად-აზნაურობასა და
გლეხებს შორის, გლეხებისათვის სანადელო მიწების მიზომვა. მემამულეთა და გლეხთა
ნაკვეთების გამიჯვნა-დაზუსტება. გარიგების სიგელების შედგენა და სხვა მისთანანი
შეადგენდა მომრიგებელი შუამავლის მოვალეობას, რომელსაც ილია შეუდგა დღიდან ამ
თანამდებობაზე დანიშვნისა.
კანცელარიის მწერალთან ერთად ილია მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობს დუშეთის
მაზრის სოფლებში, აწარმოებს მიწების აზომვა-გამიჯვნებს, გლეხებს ურიგებს სანადელო
მიწებს.
„როდესაც ილია ბატონყმობიდან განთავისუფლებულ გლეხებს მებატონეებიდან სანადელო
მიწებს ურიგებდა, მაშინ ათ საჟნიანი თოკი გვეჭირა ხელში და ილია გლეხებს მხარდამხარ
მოგვდევდაო... ჩვენთან ერთად. იყვნენ თავადები, აზნაურები, მათი ქალბატონები და
მღვდელებიც კი. თავად-აზნაურობა ყოველ ბიჯზე ილიას აყალმაყალს უტეხდა“ (ტ.
პაპიაშვილი — ლიტერატურული მატიანე. წგ. 1—2, 1940, 33-175).
სოფლად სამსახურებრივი მოვალეობის პარალელურად ილია გლებებისაგან ისმენს და იწერს
ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.
ივლისი — ჟურნალი „ცისკარი“ (1865, No 4) აქვეყნებს ვინმე ღვიმელის* წერილს „ჩუჱნი
დროების მწერლებს“, რომელშიც ავტორი სხვა საკითხებთან ერთად ეხება დ. ჩუბინაშვილის
მიერ შედგენილ „ქართული ქრესტომატიას“ და უსაყვედურებს შემდგენელს, რომ მან
ქრესტომატიაში არ შეიტანა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები და
აღნიშნავს, რომ „ეს ორი ჩენი მწერლები ისე ამაღლებულნი არიან წარსული საუკუნის
მწერლებზედ ნიჭით და ტალანტით, როგორც მზე მიწიდგან...
* ღვიმელი — ა. კალანდაძის გამოკვლევის მიხედვით „ღვიშელი“ ალექსანდრე ცაგარელის
ფსევდონიმია.
სექტემბერი „ცისკარი“. (No 9) აქვეყნებს აკაკი წერეთლის წერილს „რამოდენიმე სიტყვა
„ჩანგურის“ შესახებ“, რომელშიც ახალგაზრდა ილია დაყენებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის
გვერდით.
„ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სწორეთ ერთ ტახტზე სხდომის ღირსები არიან, ერთგვარი
დამსახურება აქუსთ ჩუენის ლიტერატურაში, ერთ გვარათ დაუვიწყარები არიან, ერთს
გაუწყვეტლის ჯაჭვით გადაბმულები ერთის მეორეზედ; ერთის უმეორისოდ გაგება ძნელია.
ნოემბერი — ქვეყნდება დიმიტრი ჯანაშვილის წერილი „მახე“ („ცისკარი, No 11), რომელიც
მიმართულია „ცისკრის“ No 7-ში გამოქვეყნებული ღვიმელის წერილის „ჩუჱნი დროების
მწერლებისწინააღმდეგ. წერილის ავტორი ეკამათება ღვიმელს ილია ჭავჭავაძის
შემოქმედების შეფასებაში.
![]() |
2.24 1866 |
▲ზევით დაბრუნება |
1866 თებერვალი-მარტი — გაზეთ „დროების“ პირველი ნომრისათვის წერს პუბლიცისტურ სტატიას
„ზოგიერთი რამ“ (წერილის პირველ ესკიზზე ილია მუშაობდა ჯერ კიდევ 1862 წელს).
მაგრამ წერილი ვერ დაიბეჭდა. ავტორის ეროვნული რადიკალიზმი, რომელიც ჩქეფს ამ
წერილის თვითეული სტრიქონიდან, იყო იმისი მიზეზი, ოომ წერილი ცენზურას აუკრძალავს“
(პ. ინგოროყვა. ილია ჭავჭავაძე. 1962, გვ. 149).
ილიას შემდეგშიც, 70-იან წლებშიც უცდია მისი გამოქვეყნება, მაგრამ ვერც მაშინ
მოხერხდა მისი დაბეჭდვა. კირ. ლორთქიფანიძეს სწერს:
„რედაქციას ჩემი სტატია „ზოგიერთი რამ“ უნდა ჰქონდეს, მაცნობე, ჰბეჭდავთ მაგ
სტატიას თუ არა. ოღონდ ეგ დაიბეჭდოს და შეიძლება ცენზორს ბევრი დაუთმოთ“ (თსკ, ტ.
X, გვ. 30).
ივლისის 29 — ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს მინდობილობას აძლევს ყვარელისა და
ახმეტის (თიანეთის მაზრა) მამულების სიგელების შედგენაზე (საისტ. მოამბე, ტ. 3,
1947, გვ. 174).
ოქტომბრის 23 — ილიას დავალებითა და მინდობილობით ზაალ ჭავჭავაძე ადგენს ილიას
კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელს. (იქვე, გვ. 174).
ნოემბრის 5-6 — დგება გარიგების სიგელი ილიას კუთვნილ ახმეტის მამულზე.
ნოემბრის 8 — თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის წარატებით გატარებაში აქტიური
მონაწილეობისათვის კავკასიის დიდი მთავრის წარდგინებით ილიას აჯილდოებენ ორი ათასი
მანეთით, ევრ=1515 ცხლით (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 275; ლიტ. მემკვიდრეობა,
ტ. 1, 1935, გვ. 571).
![]() |
2.25 1867 |
▲ზევით დაბრუნება |
1867
თებერვლის 10 — თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის გატარების საქმეში აქტიური
მონაწილეობისათვის ილიას აჯილდოებენ წარჩინების ნიშნით. (იქვე).
აპრილის 21 — წელთა ნამსახურობისათვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლის
ბრძანებით ილიას ანიჭებენ რუსეთის იმპერიაში სამოქალაქო სამსახურის ყველაზე დაბალი
რანგის კოლეგიის რეგისტრატორის ჩინს.
«Приказом, отданным по управлению наместника кавказ- ского от 21 апреля 1867
года за No 12, произведен за выслугу лет в коллежские регистраторы со
старшинством с 10 апреля 1865 roдa» (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 275).
მაისის 6 — თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ილიას ირჩევენ (თელავის
მაზრიდან) თბილისის საადგილმამულო ბანკის წესდების შემდგენელი კომიტეტის
შემადგენლობაში.
ივნისის 17 — სამსახურებრივი საქმეების აღსასრულებლად კანცელარიის მწერალთან ერთად
დუშეთიდან მიემგზავრება ყაზბეგს. ბინათ არის ნიკოლოზ ყაზბეგთან.
`... მე დღეს 17 ივნისს მივდივარ დუშეთიდამ. მთაში, იქ დავრჩები. თუ მშვიდობაა,
ერთი კვირა, მერე ერთი კვირაც აქ დუშეთის ახლომახლო სოფლებში მომიგვიანდება და მერე
მოვალ საგურამოს“ (თსკ. ტ. X, გვ. 247),
ივნისის 27 — ყაზბეგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში, ატყობინებს
შეგვიანების მიზეზს.
`.. ამ მამაძაღლი მწერალის გადამკიდე ძალიან მიგვიანდება მთაში ასე, რომ არც კი
ვიცი როდის მოვასწრობ წამოსვლას, მე იმედი მაქვს ივლისის პირველ რიცხვებში მაინც
მოვიდე...“ (იქვე, გვ. 248).
აგვისტო — ქვეყნდება „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (დროება,
1867, No 33).
ამავე წელს გაკეთდა მისი ცალკე ამონაბეჭდი გაზეთ „დროებიდან“.
ოქტომბერი (?) — აწარმოებს აღწერებს დუშეთის მაზრის მთიან სოფლებში.
`… მე მთებში ვარ და წარმოიდგინე, აქ საშინელი სიცივეებია, საქმეები ძალზედ კარგად
მიდის. დღეში ასამდე აღვწერე. იმედი მაქვს ეს უბანი 8 ან 10 დღეში სრულიად
მოვათავო. გამომიგზავნე თბილი პალტო, ჩაი, სანთლები, მელანი...“ (თსკ, ტ. X, გვ.
248—249).
![]() |
2.26 1868 |
▲ზევით დაბრუნება |
1868
თებერვლის 1 — კავკასიაში მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ილია დაინიშნა
მომრიგებელ მოსამართლედ.
„ამ წელს [1868] შემოიღეს სასამართლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება
მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ
1874 წლამდე“, (თს, ტ. IX, გვ. 309).
მაისი — აკაკი წერეთელი ჟურნალ „ცისკრის“ No 5-ში დაბეჭდილ წერილში „პირველი და
უკანასკნელი სიტყვა „დროებისადმი“ მიმოიხილავს ილიას „კაცია-ადამიანს“.
ოქტომბერი — გამოდის იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, რომელშიც დაიბეჭდა ილიას
ლექსები: „გაზაფხული“ (ტყემ მოისხა ფოთოლი), „მძინარე ყმაწვილს“, „არაგვი“
(ნაწყვეტი „აჩრდილიდან"), დასაწყისი პოემისა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“ და ლექსი „ჩიტი“ (თარგმანი).
დეკემბრის 17-18 (?) — წერილს ღებულობს კირილე ლორთქიფანიძისაგან, პეტერბურგიდან,
თხოვს „კაცია-ადამიანის დაბეჭდვის ნებართვას და მის გამოქვეყნებას არა ფსევდონიმით
მ. ჯიმშერიძე, არა მედ ნამდვილი სახელით.
პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა „ამხანაგობამ“, რომელიც ჩამოყალიბებული იყო კირილე
ლორთქიფანიძის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით, განიზრახა ილიას
„კაცია-ადამიანის“ ცალკე წიგნად გამოცემა. წიგნის გამოსაცემი თანხის ნაწილი (371
მან. 70 კაპ.) წინასწარ გაიღო „ამხანაგობის“ ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, იმ დროს
კალუგის გუბერნიაში მცხოვრებმა თავადმა მიხეილ ზაქარიას ძე ჭავჭავაძემ.
დეკემბრის 19 საპასუხო წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს დუშეთიდან
პეტერბურგში. ნებას რთავს გამოსცეს მოთხრობა „კაცია-ადამიანი“.
„... მოგეწერა, რომ „კაცია ადამიანის" დაბეჭდვა მოვიწადინეთო და ნების დართვა
მთხოვე. მაგას რაღა თხოვნა უნდოდა: მომიცია სრული ნება დაბეჭდვისა და თუ ძალიან
გსურთ, ჩემი სახელიც ჩაურთეთ ჯიმშერიძის მაგიერად. წინასიტყვაობისა უნდა მოგახსენო,
რომ მე იგი ცალკეთ არ დამიწერია. მართალია, როცა ეგ მოთხრობა გავათავე, მინდოდა
ცალკე წინასიტყვაობაც დამეჯღაბნა, მაგრამ როცა გადავიკითხე, გამოჩნდა, რომ რაც
წინასიტყვაობაში მინდოდა მეთქვა, სულ ყოველისფერი შიგ მოთხრობას [აჩნდა]
ჩემდაუნებურად. მგონი ყურადღებით წაკითხვა ამას შენც დაგარწმუნებს“ (თსკ, ტ. X, გვ.
27).
დეკემბრის ბოლო გაზეთი „დროება“ (No 51) აქვეყნებს ცნობას, რომ პეტერბურგში ცალკე
წიგნად იბეჭდება „კაცია-ადამიანი“.
![]() |
2.27 1869 |
▲ზევით დაბრუნება |
1869 მარტი-აპრილი — პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში იბეჭდება ილიას „კაცია
ადამიანი“ (ცენზურის ნებართვა 1869 წ. 12 მარტი)*.
*. პეტერბურგში დაბეჭდილ „კაცია აღამიანის" თავფურცელზე გამომცემლად მითითებულია
მხოლოდ მიხეილ ბეთანიშეილი, არც წინასიტყვაობაშია მოხსენებული სტუდენტთა ამხანაგობა
და მიხეილ ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, რომლის ხარჯითაც დაი ბეჭდა აღნიშნული წიგნი. მის,
ბეთანიშვილის ასეთ თვითნებობას სამართლიანი გულისწყრომა გამოუწვევია, „თუ „კაცია
ადამიანის“ გამოცემაზედ შე თანახმა შევიქენ, იმისათვის, რომ იმედი მქონდა
წინასიტყვაობაში გამოცხადებული იქნებოდა საზოგადოების არსებობა, იმისი აზრი და
სურვილი"-ო — გულნატკენი წერდა მიხ. ჭაეჭავაძე კირ, ლორთქიფანიძეს (მასალები XIX ს.
60—90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან. 1981, გვ.
41—42).
მოგვიანებით, 1B70 წ. მარტის თვეში მ. ბეთანიშვილი წერილობით (დროება, No 10)
აღიარებს, რომ „კაცია ადამიანი“ გამოსცა არა პირადად მან, არამედ პეტერშურგის
ქართველ სტულენტთა ამხანაგობამ.
„... ჯერ მარტო „კაცია ადამიანი“ იბეჭდება... ორ კვირაზედ ცოტა მეტია, რაც დავიწყეთ
ბეჭდვა და აქამდის ოთხი თაბახის დაბეჭდა მოვასწარით... სულ ამდენი დაიხარჯება
361,70. შენ რომ ფული დასტოვე, ის რომ გამოვრიცხოთ 240. მაშ, „კაცია
ადამიანისათვის“ გვჭირია კიდევ 121,70“ (მასალები XIX ს. 60—90-იანი წლების
საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, 1981, გვ. 140—141).
„პეტერბურგში იბეჭდება და ამ აპრილის ბოლოს საქართველოსაკენ გამოიგზავნება „კაცია
ადამიანი“, მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა მ. ჯიმშერიძისა) — დროება, 1869, NoNo 17, 18,
19).
„ჭეშმარიტად დიდი მადლობის ღირსია მ. ზ. ჭავჭავაძე, რომლის ხარჯითაც დაიბეჭდა ეს
წიგნი“ (ალ. ცაგარელი. — დროება, 1870, No 2).
ივნისის შუა რიცხვები — „კაცია ადამიანის“ პეტერბურგში დაბე ჭდვის გამო გაზეთი
„გოლოსი“ (No 150, გვ. 2) ბეჭდავს რეცენზია. (... Рецензия... на рассказ И. Г.
Чавчавадзе „Настоящий человек (Kaция адамиани))ю
ივნისის 19 — გაზეთი „დროება“ (No 25) ეხმაურება გაზეთ „გოლოსში“ მოთხრობა „კაცია
ადამიანზე“ გამოქვეყნებულ რეცენზიას. „აი რას სწერენ ამ მოთხრობაზე გაზეთში
„Голос“: ეს მოთხრობა პირველად დაბეჭდილი იყო 1863 წ. „საქართველოს მოამბეში“,
რომელსაც სცემდა მოთხრობის ავტორი და ძალიან მოეწონათ ქართველ მკითხველებს. იმაში
აწერილია სატირიკულად (დაცინვით), მაგრამ იშვიათის სიმართლით, ძველი ქართველი
მებატონეების ცხოვრება, თუმც ზოგი სცენები სინამდვილეს არ ეთანხმება, მაგრამ
საზოგადოთ ეს მოთხრობა იშვიათი მოვლინებაა ქართულ ლიტერატურაში. ი. ჭავჭავაძეს,
როგორც პოეტსა და მწერალს, უჭირავს პირველი ალაგი ახალ ქართულ ლიტერატურაში; იმიდან
იწყება ახალი ეპოქა ლიტერატურისა; იმან პირველმა შემოიტანა პოეზიაში, თუ შეიძლება
ასე ვსთქვათ, მოქალაქობის ელემენტი. ჭავჭავაძემდი ქართული პოეზია მარტო „მაისის
ვარდებს“ და „მთვარიან ღამეებს“ შემღერდა". თუმც ჩვენ ძალიან ვაფასებთ უ. ი.
ჭავჭავაძის მნიშვნელობას ქართულს ლიტერატურაში, მაგრამ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ
უკანასკნელს „To1oc"-სის სიტყვებს, არ შეგვიძლია არ მიუთითოთ აქ უ. ნ.
ბარათაშვილზე, გ. ერისთავზე და სხვ., რომლებიც მარტო „მაისის ვარდსა“ და „მთვარიან
ღამეს“ არ დამღეროდნენ“ (დროება, 1869, No 25).
ივნისის ბოლო — ახლად დაბეჭდილი „კაცია ადამიანის“ მიღება პეტერბურგიდან.
„ახალად დაბეჭდილი პეტერბურღში თ. ილ. ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი“
მიღებულია ჩვენში და იყიდება შემდგომ ქალაქებში..“ (დროება, 1969, No 31 და ა. შ.).
სექტემბრის 18 — ადგენს ოქმს გლეხ გიო წულიაშვილის საქმეზე მომჩივან იოსებ
კლიმიაშვილის საჩივრის გამო, იმავე დღეს არჩევს მის საქმეს და გამოაქვს განაჩენი
(საისტ. მოამბე, წგ. 3, 1947, გვ. 187).
* * *
ქვეყნდება ილიას ლექსი „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“ სახელწოდებით
„ალბომში“ წიგნში: „სასიმღერო ლექსები“.
![]() |
2.28 1870 |
▲ზევით დაბრუნება |
1870
იანვარი – თებერვალი – გაზეთი „დროება“ (№№2, 3, 4, 6, 7) ხელმოუწერლად ბეჭდავს ალ. ცაგარელის ვრცელ წერილს „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში. კაცია ადამიანი. მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა“. გამოცემული მ. ბეთანიშვილისაგან. პეტერბურგი, 1869.
როგორც წერილის ქვესათაურიდან ჩანს, ალ. ცაგარელი უმთავრესად ილიას „კაცია ადამიანს“ უნდა შეხებოდა, მაგრამ ავტორი დაწვრილებით მიმოიხილავს ილიას სხვა ნაწარმოებებსაც და ამასთან ეხება ალ. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, აკ. წერეთლის, გ. ერისთავის, მ. გურიელის და გ. რჩეულიშვილის შემოქმედებასაც.
„დროების“ №2 და შემდგომ ნომრებში ქვეყნდება განცხადება იმის შესახებ, რომ მელიქიშვილის და კამპ. სტამბაში და ქუთაისის გუბერნიის ტიპოგრაფიაში „ისყიდება „კაცია ადამიანი“ თხზ. თ. თ. ჭავჭავაძისა...“
მარტის 12 – გაზეთ „დროების“ №10 – ში იბეჭდება „შენიშვნა უფ. მ. ბეთანიშვილისა „კაცია ადამიანის“ გამოცემაზედ“. წერილში ბეთანიშვილი აღიარებს, რომ ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ გამომცემელია არა პირადად ის, როგორც ეს აღნიშნულია წიგნზე, არამედ პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობა.
ნოემბრის 10 – ილია როგორც მომრიგებელი მოსამართლე არჩევს და გამოაქვს განაჩენი დროებით ვალდებული გლეხის გოგილა ეკალაძის აზნაური ალექსიშვილებზე საჩივრის გამო (საისტ. მოამბე, წგ. 3, 1947, 33. 188).
ნოემბრის 23 – თბილისში, კერძო ბინაზე, იმართება ქართული წარმოდგენა, სადაც დადგეს ილიას გლეხთა განთავისუფლების პირველ – დროების სცენები.
„... „სცენების“ ნახვა კი პირველი იყო და, მართალი გითხრათ, მე არ მეგონა თუ წარმოსადგენათ ივარგებდენ ეს მშვენიერი „სცენები“, რადგანაც თეატრისათვის არ არიან დაწერილნი, მაგრამ, ჩემდა სასიამოვნოთ, მე მოვტყუვდი: თითქმის ყველა პიესებზე მომატებული ყურადღება იმას მიაქცია საზოგადოებამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიზეზი მარტო ის კი არ იყო, რომ ამ „სცენებს“ პირველათ ხედავდა ჩვენი საზოგადოება. „სცენებს“ არა აქვს, მართალია, სცენური მოძრაობა, სასცენო ეფექტი, მაგრამ მის ნაცვლათ ყოველი სიტყვა მომქმედი პირებისა და ყოველი მათი მიხვრა – მოხვრა თვით ნამდვილი ცხოვრებიდან გამჭრიახე თვალით არის შენიშნული და ხელოვნური კალმით დაწერილი. აი, ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ „სცენები“ ასე მოეწონა საზოგადოებას“ (დროება, 1870, 29 ნოემბ. №47). დეკემბერი • ჟურნალი „მნათობი“ (№2) ბეჭდავს ილიას „სიმღერას“ (დედამ რომ შვილი გაზარდოს).
![]() |
2.29 1871 |
▲ზევით დაბრუნება |
1871
იანვარი – ჟურნალ „კრებულის“ №1 – ში ქვეყნდება ილიას ლექსები: „სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი...“ და „მესმის, მესმის სანტრელი...“.
მუშაობს „მგზავრის წერილების“ საბოლოო რედაქციაზე.
თებერვალი – „კრებულის“ №2 – ში იბეჭდება ილიას ლექსებ – : „...... სას“ (უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...) და „ახ, სად არიან სიჭაბუკევ“.
„კრებულის“ ამავე ნომერში ქვეყნდება „მგზავრის წერილების“ პირველი ოთხი თავი.
თებერვლის ბოლო – ჟურნალ „კრებულის“ პირველი და მეორე წიგნების ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვაში, რომელიც იბეჭდება „დროების“ №№8 და 10 – ში, ნიკ. დიმიტრიძე [ნიკ. ყიფიანი] მკითხველს აცნობს „მგზავრის წერილების“ გამოქვეყნებული თავების შინაარსს.
მარტის 17 – 18 – ამთავრებს მუშაობას პოემაზე „ქართვლის დედა“. პოემის ბოლო ვარიანტში ილიას შეაქვს ჰიმნი თავისუფლებაზე („თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,..“ და ჯარისკაცის სიმღერა „ქართველო, ხელი ხმალს იკარ...“).
მარტის 19 – ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად ახლად გადაკეთებულ „ქართვლის დედას“ წერილთან ერთად ილია დუშეთიდან თბილისში უგზავნის თავის მეგობარ პეტრე ნაკაშიძეს.
„პეტრე! გიგზავნი ხელახლად გადაკეთებულს შენდამი ნაძღვნევს ჩემს „ქართვლის დედას“, თუ მოგეწონოს. მიეცი ნიკოლაძეს დასაბეჭდათ. გთხოვ შენი პირმოურიდებელი აზრი მაცნობოთ ამ პატარა თხზულებაზედა. კარგად კი წაიკითხე. მე ყველაზედ უფრო ჯარის სიმღერა მომწონს, გლეხურ კილოზედ მოწყობილია. თუ მოგეწონოს დასაბეჭდათ, შენთან მოწერილი ძღვნობის ლექსიც დააბეჭდინე ამასთან ერთად“ (ისკ. ტ. X, გვ. 32).
მარტის 22 – სტუმრად არის სტეფანწმინდაში, დიმიტრი ყაზბეგის ოჯახში. იწერს ხალხურ ლექსებს. უბის წიგნაკში იწერს მოხეური კილოკავის ნიმუშებს „საჭირბოროტოია შეკაზმულ ცხენ, დაილოც შიშვალ ცხენ, ფეხგადაწვდიდი და გადაჯდიდი“ და სხვას.
მარტის ბოლო – ხევიდან ბრუნდება დუშეთს და მომრიგებელი მოსამართლის კანცელარიაში სამუშაოდ მიჰყავს ქალაქს გარიდებული სიყრმის მეგობარი დიმიტრი ყაზბეგი.
აპრილი – „კრებულის“ მესამე ნომერში ქვეყნდება ილიას პოემა „ქართვლის დედა“ – სათაურით „დედა და შვილი. დრამატიული ეპიზოდი თამარ მეფის დროებიდამ ოსმალებთან ომის წინ. უძღვნა თ. პეტრე ნაკაშიძეს“.
„კრებულის“ ამ ნომერში იბეჭდება აგრეთვე ლექსი „ჩემო მკვლელო“ და ჰაინეს ლექსის „ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა...“ ილიასეული თარგმანი.
მაისი – „კრებულის“ მეოთხე ნომერში ქვეყნდება ილიას ლექსები: „ბევრი ვიტანჯე“ და „მეცა მქონია კარგი მამული“ (მიბაძვა ჰაინესი).
ილიას სწყინს პარიზის კომუნარების დამარცხება. „მეწყინა ძალიან ფრანცუზების დამარცხება, მაგრამ რა გაეწყობა“ (თსკ, ტ. X, გვ. 257).
მაისის 29 – ილია ეხმაურება პარიზის კომუნარების დამარცხებას – წერს ლექსს „1871 წელი, 23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)“. «Не только в грузинской, но и в русской поэзии того времени не найдется другого стихотворения, прославляющего с такой силой и ясностью мысли борцов Парижской Коммуны 1871 года» (В. Гольцев. Грузинские писатели девятнадцатого века. М., 1948, c. 57).
აგვისტოს 24 – წერს ლექსს „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.
აგვისტოს 29 – წერს ლექსს „ბედნიერი ერი“.
აგვისტოს ბოლო – სექტემბრის დასაწყისი – თავადაზნაურთა საგანგებო ყრილობაზე, რომელიც მიეძღვნა იმპერატორის თბილისში სტუმრობის სამზადისს, ილიას ირჩევენ იმპერატორისათვის მოსართმევი ადრესის შემდგენ კომისიაში.
კომისიაში არჩეულთაგან უმრავლესობა მომხრეა იმპერატორს ეთხოვოს უნივერსიტეტის დაარსება, მაგრამ თავადაზნაურთა მარშლის რევაზ ანდრონიკაშვილისა და სხვათა წინადადებით, რომლებიც მომხრე არიან სამხედრო სასწავლებლის დაარსებისა, განმეორებით ორჩევენ კომისიას. ილია შეჰყავთ ახლად არჩეულ კომისიაშიც. მაგრამ ის არ მონაწილეობს ადრესის შედგენაში.
«... После сторонники университета выбрали комиссию из следующих: Тарханова, Чавчавадзе (литератора). Дмитрия Джорджадзе и папаши [Мих. Туманишвили] второй раз (საარქივო მასალები XIX საუკუნის 70 – იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ – კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 103).
ოქტომბერი – „კრებულის“ მეხუთე (მაისის) ნომერში იბეჭდება „მგზავრის წერილების“ დასასრული (V—VIII თავები) და ლექსი „ბედნიერი ერი“ (სათაურით „ბედნიერი ხალხი“). აგრეთვე ალ. ჭაეჭავაძის ოთხი ლექსი, რომელსაც ერთვის ილიას შენიშვნები.
ოქტომბრის ბოლო – ქვეყნდება რეცენზია „კრებულის“ მეხუთე წიგნზე, რომელშიც მოთავსებულია „მგზავრის წერილების“ დასასრული.
„პირველი ადგილი „კრებულის“ მეხუთე წიგნში. უეჭველ – ა, *** – ის „მგზავრის წერილებს“ ეკუთვნის... რამდენი მშვენიერი ალაგებია ამ რვა პატარა თაბახში, რამდენ პოეტურ ნიჭსა და ჭკუას გეიჩვენებს ის ავტორი!“.
ნოემბრის ბოლო – ღებულობს ვახტანგ თულაშვილის წერილს თბილისიდან. თბილისში იწვევენ დეკემბერში განზრახულ სალტერტურო საღამოში მონაწილეობის მისაღებად.
„ამას წინათ ვახტანგ თულაევის წიგნი მამივიდა, რომლითაც იგი მთხოვს მონაწილეობა მივიღო სალიტერატურო საღამოშია... გთხოვ, რომ დაწვრილებით მომწერო: 1) ვინ არიან მკითხველნი; 2) შენც ურევიხარ, თუ არა; 3) შინაურული მოწყობილობა ექნება იმ საღამოს თუ საგარეო...“ (თსკ, ტ. X, გვ. 33 – 34).
დეკემბრის 7 – წერს პამფლეტს საბილწოდებით „გამოცანები“, რომლითაც ამხელს ძველი თაობის წარმომადგენლებს.
„გამოცანები“ შეიცავს ცხრა ლექს – გამოცანას, რომლებშიც ილიას გამოჰყავს იმდროის ცნობილი პირები: თავადაზნაურობის მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, სენატორი გიორგი მუხრანსკი, ყოფილი გენერალი ივანე მუხრანსკი, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, კავკასიის მეფის ნაცვლის საბჭოს წევრი დიმიტრი ჯორჯაძე, თბილისის გუბერნიის მმართველობის წევრი იასე ჭავჭავაძე, „მამათა“ ბანაკის თანამგრძნობი ბესარიონ ღოღობერიძე, პოეტი და გენერალი გრიგოლ ორბელიანი და თავის თავი – ილია ჭავჭავაძე.
ამავე დღეს (9) წერს „კიდევ გამოცანებს“, რომელიც შეიცავს "შვიდ გამოცანას. მათში ილიას გამოჰყავს თერგის ოლქის უფროსი მეხეილ ლორის – მელიქოვი, დაღესტნის ოლქის უფროსი გენერალ – ლეი ტენანტი ლევან მელიქიშვილი, გენერალ – ადიუტანტი იოსებ თარხნიშვი ლი, პოეტი მიხეილ თუმანიშვილი, საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყი ფიანი და გამოცანების ავტორი ილია ჭავჭავაძე. („გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“ ილიას სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა).
„გამოცანები" და „კიღევ გამოცანები“, როგორც აკაკი წერეთელი გადმოგვცემს, იმპერატორის საქართველოში სტუმრობას გამოუწვევია. იმპერატორისათვის „ხალხს უნდა მიერთმია აღრესი და გაეცხადებია სათხოვარიც თუ რამ ექნებოდა. აირჩიეს კომისიის ადრესის შესადგენად რვა კაცი; ოთხი ახალთაობიდან: ილია ჭავჭავაძე, თარხნიშვილი (მერე აკადემიკოსი), ბესარიონ ღოღობერიძე და ნ. ნიკოლაძე, „ოთხიც ძველიდან: გ. ორბელიანი, მ. ბირთველიჩი თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე და რევაზ ანდრონიკაშვილი (მარშალი). ახალ – თაობა ქვეყნის სურვილისამებრ ითხოვდა უნივერსიტეტს, ან სხვა რამ მაღალ სასწავლებელს, მაგრამ რადგანაც ამოს წინააღმდეგი იყო ბარონ წი კოლაი, ძველები შეჩერდნენ კადეტის კორპუსზე, რომელიც მაინც უნდა გახსნილიყო. ახალთაობისა და ქვეყნის სურვილმა ხმის უმეტესობით გაიმარჯვა და ადრესში იყო ნათხოვი უმაღლესი სასწავლებელი. შაგრამ თავმჯდომარემ და ძველებმა, რადგანც იმათ ბესარიონ ღოღობერიძეც მიუდგა გადაასხვაფერეს ადრესი, სასწავლებლის მაგიერ სრულიად უმნიშვნელო საგანი ითხოვეს და ასე მიართვეს ხელმწი– ფეს. ამან გამოიწვია უსიამოვნება ძველის და ახალთაობის შუა ილია ჭავჭავაძემ დასწერა ლექსი, სადაც მოიხსენია ძველები. დასტალუღად ამბობდა: „ქვეყანა და ქვეყნის საქმე ამას ფეხებზე ჰკიდიაო“ (აკ. წერეთელი. ჩემი ნაწერები. ტ. 2. 1913, გვ. 96—98).
დეკემბრის 11 – „გამოცანებს“ და „კიდევ გამოცანებს“ წერილთან ერთად დუშეთიდან თბილისს უგზავნის დავით ერისთავს და თხოვს მათს საიდუმლოდ გავრცელებას საზოგადოებაში.
„დათიკო! გიგზავნი გამოცანეებს, რომ წაიკითხავ და დააკვირდები, მგონია მიხვდე, ვინც არიან აწერილნი. საქმე იმაშია, რომ არავინ არც შენმა მახლობელმა და არც ჩემმა არ უნდა იცოდეს, ვისგან არის დაწერილი და ხალხში გავრცელებული. შენ იცი, როგორც შეინახავ ჩემს სახელს საიდუმლოდ. დაბეჭდვა მაგ ლექსისა არ იქნება, – ეგ ისე უნდა გავრცელდეს ქალაქში. მაგ გავრცელებაშიაც ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცე, თორემ, ჩვენდა სამტროდ, „ „ისინი“ ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ ეღირება.
გამომიცხადებია, რომ შენს მეტს მანდ ქალაქში არავის ვანდე ეგ ჩემი ლექსი, შენ იცი, როგორ უპატრონებ“ (თსკ, ტ. X, გვ. 33).
დეკემბრის მეორე ნახევარი – ილიას „გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“ ხელნაწერის სახით სწრაფად ვრცელდება ხალხში. ს. მესხი სწერს კ. ლორთქიფანიძეს:
„... თფილისში ჰყვავის... ლიტერატურა. ორი ისეთი ხელთნაწერი პანფლეტი გამოვიდა აქ ამ დღეებში, რომელმაც მთელი ქალაქი შესძრა. ერთი „გამოცანები“, რომელშიაც აწერილი არიან (ანუ უკეთ ვსთქვათ, გალანძღული არიან კარგა ლაზათიანად): გრ. ორბელიანი, გ. და კ. მუხრანსკები, იასე ანდრონიკოვი, პლატონ იოსელიანი, ბეს ღოღობერიძე, რევაზ ანდრონიკოვი და დიმ. ჯორჯაძე“ (ს. ხუნდაძე, მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის, 1949, გვ. 83).
* * *
ახალთაობის წარმომადგენლები დუშეთში ადიან ილიასთან, თხოვენ დაბრუნდეს თბილისში და სათავეში ჩაუდგეს ქართულ მწერლობას.
„ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რო ყველა მაშინდელი ახალთაობის მომხრენი შევაგროვე და დავაჯერე დუშეთში ავიდეთ, ილია ჭავჭავაძე მოვიყვანოთ და ისევ ქართულ მწერლობას დავუბრუნოთ, ქართული საქმეების სათავეში ჩავაყენოთ – მეთქი. ამ აზრით და მიზნით 1871 – 1873 წლებში ხუთჯერ მაინც ავსულვართ დუშეთს „გროვით“ ქართული მწერლობის და აღორძინების მოტრფიალენი" (ნ. ნიკოლაძე. – განთიადი, 1915, №8, გვ. 21).
![]() |
2.30 1872 |
▲ზევით დაბრუნება |
1872
იანვარი – „გამოცანების“ და „კიდევ გამოცანების“ გამო გრიგოლ ორბელიანი წერს და ხელნაწერის სახით ავრცელებს ლექსს „პასუხი შვილთა“.
იანვრის მეორე ნახევარი – იბეჭდება ნაწყვეტი „მენახირის ნაამბობი“ პოემიდან „კაკო“.
„სტამბიდამ გამოვიდა და ისყიდება პატარა სახალხო წიგნი არსენას ლექსი... და მენახირის ნაამბობი პოემიდან „კაკო“ (დროება. 1872, 25 იანვარი, №3, გვ. 4).
იანვრის 28 – გრიგოლ ორბელიანის ლექსის „პასუხი შვილთა" საპასუხოდ ილია წერს და საზოგადოებაში ავრცელებს პამფლეტს „პასუხის პასუხი“ (ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა).
„რომ იცოდე, რა პამფლეტები გამოდის აქ, შენც გაგონილი და წაკითხული გექნება ის „გამოცანა“, რომელიც ამას წინათ გამოვიდა. ახლა გამოვიდა მოხუცებულების „პასუხი“ ამ გამოცანაზე, სადაც შენც და სხვებიც საზოგადოთ მწერლები და იმერლები ვართ საშინლად კინტურად გალანძღული. თითქმის იმავე დროს გამოვიდა ამ „პასუხის პასუხი“. მშვენიერი რამ არის, მაგრამ კაცმა არ იცის – ვისია თუ არ არის მანდ, მომწერე, გადაგიწერ და გამოგიგზავნი. ამას ქუთაისშიაც ექნება ინტერესი“ (კ. მესხი, აკ. წერეთელს. წგ – ში: ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები. 1951, გვ. 17).
თებერვლის 5 – თარგმნის ტომას მურის ლექსს „ირლანდიისადმი“.
მარტის პირველი ნახევარი ჟურნალ „კრებულის“ №7 – ში ქვეყნდება ილიასეული თარგმანი ტომას მურის ლექსისა „ირლანდიისადმი“ და ილიას მიერ სოფ. კარდანახში ჩაწერილი ხალხური ლექსი „ქალმა სთქვა სიზმარი ვნახე.....
ჟურნალის ამავე ნომერში ქვეყნდება ნ. დიმიტრიძის [ნ. ყიფიანის] წერილი „იანიჩარი ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“, რომელსაც წამძღვარებული აქვს თვით ილიას ლექსი „იანიჩარი“.
ივნისის დასაწყისი (?) – წერილს ღებულობს პეტრე უმიკაშვილისაგან, რომელიც „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად თხოვს რომელიმე მისი ნაწარმოების გაგზავნას.
ივნისის 19—20 (?) – საპასუხო წერილს უგზავნის პეტრე უმიკაშვილს.
„ახალის რისამე გამოგზავნას მენუკვი, მაგრამ ახალი მე გათავებული, ანუ უკეთ ვჰსთქვა, შესრულებული არა მაქვს რა, რომ დასაბეჭდად ღირსი იყოს. ... ზარმაცობით არ მამდის, მე, სწორედ გითხრა, ცუდის აგებულების კაცი ვარ. დიდი მოსვენება და შაღავათი მინდა, რომ დავწერო რამე და მინამ მე ჩინოვნიკობას თავს არ დავანებებ ეგ მოსვენება და შაღავათი ჩემთვის სიზმარია, თუ დავიწყე რამე და არაფერმა არ დამიშალა, დაწყობილს მალე შევასრულებ, და თუ დაწყობილი შემაწყვეტინა რამემ, გათავდა: მე იმ დაწყობილს ვეღარ მოვუბრუნდები. ეხლანდელი ჩემი წყეული მდგომარეობა ისეთია, რომ წერისათვის ხანგრძლივი მოცალეობა არა მაქვს და ამის გამო ასე უხეიროდ და უნაყოფოდ მიდის ჩემი ორიოდე დღის ცხოვრება“ (თს კ. ტ. X, გვ. 36).
ივლისი – მუშაობს პოემა „აჩრდილის“ საბოლოო რედაქციაზე.
„მე არაფერს არ ვწერ. ამ „აჩრდილმა“ ტყავი გამაძრო. ისტორიულ ნაწილზედ გაქირ ვირსავით შევდეგ და ერთი ბიჯი წინ ვეღარ წავდგი. არ ვიცი რა ვქნა? ვამბობ ამ „აჩრდილს“ თავი დავანებო მეთქი...“ (თსკ, ტ. X, გვ. 34).
ჟურნალი „მნათობი“ (№6—7) ბეჭდავს აკაკი წერეთლის წერილს „ვინ სტყუვის? (ჩვენი ახლანდელი და ახალი თაობა“), რომელიც ეხება ილია ჭავჭავაძის „გამოცანებს“.
ივლისის შუა რიცხვები (? )— დავით ერისთავისაგან იღებს წერილს და „გამოცანების“ მისეულ რუსულ თარგმანს.
ივლისის 17 – 20 (?) – საპასუხო წერილს უგზავნის დავით ერისთავს ოძისში. ატყობინებს „გამოცანების“ თარგმანის მიღებას. წერილთან ერთად უგზავნის „გამოცანების“ თავის თარგმანის ნიმუშს.
„შენი წიგნი თარგმანითურთ მივიღე. ზოგიერთი ხანა ძალიან კარგად არის ნათარგმნი... მე შევიტყე, რომ პასუხი, [გრ. ორბელიანის „პასუხი შვილთა“], პასუხის პასუხი და სხვანი გადაგიღია. თუ გიყვარდე გამომიგზავნე, ან გადმოდი და თან წამომიღე. მე ოცდაორის ივლისიდამ ოცდაექვსამდე შინ ვიქნები. ერთი გადმოდი, ლაზათიანი მასლაათი გავწიოთ. უკაცურობამ ლამის მამიდნოს, მართალია ლესსინგი; მწერალმა საზოგადოებაში უნდა იცხოვროსო. თუ არ ცხოვრების მორევში, საგანს სად იპ[ოვ]ნი წერისათვის. აბა ჩემი ნათარგმნიცა ნახე, ჭაშნიკად გიგზავნი" (თსკ, ტ. X, გვ. 34 – 35).
აგვისტოს 29 – წერს სატირულ ლექსს „რჩევა“.
ლექსის დაწერის საბაბი გამხდარა სენატორ გიორგი მუხრან – ბატონის წიგნი „О сушестве… крупних единиц“, რომელშიც ავტორი ამტკიცებს ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციის აუცილებლობას.
აგვისტოს 30 – საპასუხო წერილთან ერთად „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად პეტრე უმიკაშვილს თბილისში უგზავნის პოემა „აჩრდილის“ დასაწყისს და ლექსს „რჩევას“ გაზეთ „დროებაში“ დასაბეჭდად. აქვე გამოსთქვამს აზრს მწერალთა შეუკავშირებლობისა და გაფანტულობის შესახებ.
„შენი წიგნი დღეს მივიღე და დღესვე პასუხსა გწერ. ჩემი აზრი ეს არის: კრებული უნდა არსებობდეს უსათუოდ. ვიცი ამ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვართ, ძნელია მაგ კრებულს ნოყიერი საზრდო მივცეთ, რადგანაც ნიჭიერი მწერლები მაინც და მაინც არ გვყავს; იქნებ მაგ კრებულის საქმე რიგიანად წასულიყო, რომ მწერლებს ჟურნალის გარდა სხვა კავშირიც ერთმანეთთან ჰქონოდათ, მაგალ. რომ ქალაქში ერთი იმისთანა სახლი მოხერხებულიყო, საცა შესაძლო ყოფილიყო მწერლებისა და სხვათა თანამგრძნობელთ ერთად თავის მოყრა თვითეულის გონების საუნჯის აღებ – მიცემობისათვის. ჩვენდა საუბედუროდ არც ეს ხერხდება. მართალი ხარ შენ: გაფანტულობა და დაქსაქსულობა გვღუპავს ჩვენ“.. [ხაზგასმა ჩვენია].
მომავლის ნომრისათვის ჩემი აჩრდილი დაბეჭდეთ პირველი სამი ხანა. მეტი არა მაქვს რა.
მუხრანსკის ბროშურა წავიკითხე, აი ჩემი პასუხი: „Лишь право сильного раб свято почитает“. . მაგ, ბროშურის პასუხად აი რა დავწერე და გთხოვ დროებაში დააბეჭდინო, ჩემს გვარს ნუ მიაწერ“ (თსკ. ტ. X, გვ. 37—38).
სექტემბერი – ჟურნალ „კრებულში“ №8 – 9 – ში ქვეყნდება პოემა „აჩრდილის“ რამდენიმე თავი.
ჟურნალის ამავე ნომერში იბეჭდება მ. პეტრიძის [პ. უმიკაშვილის] წერილი „შეერთებული შრომა ჩვენი ლიტერატურისათვის“, რომელშიც ქართული ლიტერატურის საერთო მიმოხილვასთან ერთად ავტორი ეხება ილიას გამოსვლას ლიტერატურულ ასპარეზზე და მის დამსახურებას „საქართველოს მოამბის“ გამოცემით.
სექტემბრის 8 – გაზეთი „დროება“ (№35) ხელმოუწერლად აქვეყნებს ილიას ლექსს „რჩევა“.
სექტემბრის 15 – წერს ლექსს „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“.
ნოემბრის დასაწყისი – ღებულობს დავით ერისთავის წერილს (1 ნოემბრის თარიღით) სოფელ ოძისიდან.
„რადგანაც ფინანსიის (?) მეტყველებაში ცოტა სუსტად გახლავარ, ამიტომ მინდოდა შენთან მოლაპარაკება, რადგან მაზრის მარშალმა მიმიწვია ტფილისს იმ კრებაზედ, რომელმაც უნდა წინასწარი ბჭობა იქონიოს ბანკის დაარსების შესახებ. მე ქალაქს მივდივარ, მოგელი შენც 14 – მდე“. (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. 1. 1914, გვ. LI).
ნოემბრის პირველი დეკადა – საპასუხი წერილს უგზავნის დავით ერისთავს ოძისში. ილია უარს ეუბნება თბილისში ჩასვლასა და თავადაზნაურთა კრებაში მონაწილეობაზე (?).
ნოემბრის 14 – მდე – წერილს ღებულობს დავით ერისთავისაგან, განმეორებით იმავე საკითხზე.
„... შენმა წერილმა ძალიან შემაწუხა. წარმოიდგინე, ამდენმა შენმა შრომამ ნუ თუ უნაყოფოდ უნდა ჩაიაროს? რას ამბობ, კაცო, ხომ დავიღუპეთ?! კომიტეტში მიწვეულნი ვართ და რას ვიტყვით, რომ არა ვიცით – რა. თუ შენ არ ჩამოხვედი არც მე წავალ, თუ – კი მეთაური არავინ გვეყოლება, რას გავარიგებთ?!... ერთის სიტყვით, უშენობა ამ მოძრაობის დროს არ შეიძლება. თუ შენ არ წამოხვალ, შენი „რეჩი“ მაინც გამოგვიგზავნე წასაკითხავად. უარარაობას წაკითხვა ემჯობინება“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი. ტ. 1. 1914, გვ. LILII).
ნოემბრის 25 – მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც იხილავს საადგილმამულო ბანკის წესდების შედგენის საკითხს. კრებაზე ილია წარმოთქვამს ვრცელ სიტყვას.
«...в один вечер, выступил Илья Чавчавадзе и целые тра часа говорил... раскритиковал старую комиссию и устав. по том доказывал, что все мы должны думать об общем благе потому нужно учредить такой банк, который бы приносил пользу всем. Как поэт, таки убедил всех. Выбрали новую ко миссию и его главным. И таким образом, покончили все споры (საარქივო მასალები XIX საუკუნის 70 – იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ – კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 97),
„სიტყვა იყო ვეებერთელა, ბრაზიანი, მომწამლავი, მახვილი სარკაზმით აღსავსე... კომისიის წევრებიდან კრებაზე არ იყო თავ, გიორგი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ – მუხრანსკი, დანარჩენი წევრები თავ. ჭავჭავაძის სიტყვის დროს ერთიმეორის მიყოლებით გარბოდნენ კრებიდან..." (ა. ფურცელაძე ზაკავკაზსკაია რეჩ, 1912, №138).
ნოემბრის 27, 29 – მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრების სხდომებში. კრება ხმის უმეტესობით ღებულობს გადაწყვეტილებას დაარსდეს საადგილმამულო ბანკი ილიას პროექტის მიხედვით, ილიას ირჩევენ ბანკის ახალი წესდების პროექტის შემმუშავებელ კომისიაში.
„აქ მეტი არ იქნება ვსთქვა, რომ ამერეთის თავად – აზნაურობამ ნაწილი გლეხთა განთავისუფლებისათვის ნაბოძები ფულ – სა გადასდო ისეთი ბანკის დასაარსებლად, რომელიც უფრო შესაფერი იქნებოდა ქვეყნის საჭიროებისათვის წესიერ კრედიტის დასამყარებლად, უფრო კი ისეთის ბანკისა, რომლის მოგება მოჰხმარდებოდა განსაკუთრებით თავად – აზნაურების შვილთა აღზრდა – განათლებას.
ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რა გვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთო, თავად – აზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ – ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენად“ (თსკ ტ. IX, გვ. 309—310).
ნოემბრის ბოლო – დეკემბრის დასაწყისი – საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი რევაზ ანდრონიკაშვილი ორჯერ მიმართავს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს თხოვნით – გაუგრძელოს შვებულება ილია ჭავჭავაძეს. თხოვნას ორივეჯერ აკმაყოფილებენ.
დეკემბერი – ჟურნალი „მნათობი“ (№10—12) – აქვეყნებს ანტონ ფურცელაძის წერილს „საწყალი კუდაბზიკა! („კრებულ – დროება“ და იმათთო ყვინჩილაობა), რომელიც მიმართულია „დროებისა“ და „კრებულის“ თანამშრომლების, მათ შორის ილიას წინააღმდეგ.
დეკემბრის 1 – გაზეთი „დროება“ (№ 47) აქვეყნებს თავადაზნაურთა კრებაზე ილიას მიერ წარმოთქმულ სიტყვას საადგილმამულო ბანკის დაარსების საკითხზე.
დეკემბრის 5 – თავადაზნაურობის საგანგებო კრება იხილავს ილია ჭავჭავაძის მეთაურობით შედგენილ ბანკის წესდების ახალ პროექტს და ერთხმად იწონებს მას.
„… გუშინ, დეკემბრის ხუთს, თფილისის გუბერნიის თავად – აზნაურობის კრებამ გადასწყვიტა საქმე... თითქმის ერთხმით მიიღო ისეთი ბანკის წესდებულების პროექტი, რომელსაც „საადგილ – მამულო“ (поземельний) ბანკს ეძახიან“ (დროება, 1872, № 48).
დეკემბრის 7 – თავადაზნაურობის კრება საადგილმამულო ბანკის წესდების შემმუშავებელ კომიტეტს აკისრებს ზედამხედველი კომიტეტის ფუნქციებს, რომლის მოვალეობასაც შეადგენს ბანკის დაარსება.
ზედამხედველი კომიტეტის რიგებიდან ილიას ირჩევენ ბანკის მმართველად და მასვე ანდობენ ბანკის დირექტორების არჩევას.
„ჩვენ გავიგონეთ, რომ თფილისის სააზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს ბანკის მმართველად თ. ილია ჭავჭავაძე ამოურჩევია, რომელიც ამის გამო, როგორც ისმის, სამსახურს სტოვებს. ამასთანავე ამბობენ, რომ დირექტორების ამორჩევა კომიტეტს თვითონ ბანკის მმართველისათვის მიუნდვია და იმას უკვე ამოურჩევია: უფ. დიმიტრი ყაზიბეგი და დავით ყიფიანი. სამწივე ესენი ამ მოკლე ხანში პეტერბურღში აპირებენ წასვლას ერთის მხრით იმისთვის, რომ ბანკის პროექტის დამტკიცება დააჩქარონ და მეორეთ იმისთვისაც, რომ ბანკის საქმე პრაქტიკულათ შეისწავლონ... ჩვენ სრულს თანაგრძნობას განვაცხადებთ ამ ამორჩევაზე. პირ – უთვნელად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ილია ჭავჭავა[ძე]სოდენი თითქმის არავის არ უშრომია ამ უკანასკნელ დროს თფილისის სააზნაურო ბანკისათვის და იმდენი მონაწილეობა ამ ბანკის წესდებულების შედგენისათვის არავის მიუღია. სრული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომავალი ბანკის მმართველი კარგათ და სინდისიანათ წაიყვანს ამ საქმეს, რომელიც როგორც სჩანს, იმას ზედმიწევნით შეუსწავლია...“ (დროება, 1873, 9 იანვ. № 1, გვ. 2).
დეკემბრის 8 – ბრუნდება თბილისიდან დუშეთში.
დეკემბრის 9 – ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხ წერილს მაიკო ორბელიანისადმი, რომლებიც ილიას წამოუღია თავისი სიძის ალექსანდრე საგინაშვილის ოჯახიდან. ნ. ბარათაშვილის წერილებს წაუმძღვარა სარედაქციო შენიშვნები.
„... გიგზავნი ბარათაშვილის წიგნებს. შენ იცი და შენმა რიგიანობამ, როგორც კარგად შეუშლელად და შეუმცდარად დაჰბეჭდავ გთხოვ მაგ წიგნებს ამისთანა შენიშვნა გაუკეთო:
„ეს ოთხი წიგნი, ნიკ. ბარათაშვილისაგან ერთი და იგივე პირთა მიწერილი, გადმოგვცა ჩვენ ერთმა პატივცემულმა პირმა, ქართულენისა და მწერლობის მოყვარემ. ვისაც ესმის რაგვარი მნიშვნელობა აქვსთ ამგვართა წერილთა ლიტერატურის ისტორიისათვის და თვით მწერლის მიმართულებისა და თვისების ახსნისათვის, ჩვენთან ერთად გულითად მადლობას მოახსენებს მაგა წიგნების პატივცემულს გარდმომცემელსა“.
ამ გვარი კმევა საჭიროა, ჩემო კირილე! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: Mup управляеться слабостиями людскими (თსკ, ტ. X. გვ. 27 – 28).
ამავე დღეს მუშაობას იწყებს „გლახის ნაამბობის“ გაგრძელებზე.
„დღეს მივყავ ხელი გლახის ნაამბობის გაგრძელებას ღვთით, რომელიც შენ არ გწამს, დასრულდება. გლახის ნაამბობის კორექტურა უკანასკნელი მე უნდა გავშინჯო“ (იქვე. გვ. 28).
![]() |
2.31 1873 |
▲ზევით დაბრუნება |
იანვრის დასაწყისი – იმყოფება თბილისში. მეუღლეს. სტუმრად ამგზავრებს ბაქოში, ქვისლის დიმიტრი სტაროსელსკის ოჯახში.
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ № 1 – ში ქვეყნდება დ. ერისთავის ფელეტონი „სიზმარი ახალი წლის წინადღით“ (მარტინ ზადეკაშვილის ხელმოწერით). ფელეტონში სხვებთან ერთად გამოყვანილია ილიაც.
«Я хочу тебе назвать лиц, которые там выставлены, тогда легче можно будет понять всё. Дело касается тех дворянских совраний для решения вопроса о банке, о которых я уже тебе писала Гамбетта это Илья Чавчавадзе, прокурор Гранперэ— Нико Чавчавадзе, председатель окружного суда»(საარქივო მასალები XIX საუკუნის 70 – იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ – კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 98).
იანვრის 8 – თბილისიდან ბრუნდება დუშეთში და მუშაობას აგრძელებს „გლახის ნაამბობზე“.
„მე რვას შინ მოვედი და გლახის ნაამბობი თითქმის შევასრულე მგონია, ურიგო არ გამოვა. ეხლა დანარჩენსა ვწერ...“ (თსკ, ტ. X, გვ. 258).
იანვრის შუა რიცხვები (?) – წერილს ღებულობს ნიკო ნიკოლაძისაგან თბილისიდან.
იანვრის 18 – საპასუხო წერილს უგზავნის ნიკო ნიკოლაძეს. წერილში უმთავრესად საუბარია „გლახის ნაამბობზე“.
„... ტყუილ – უბრალოდ შეუწუხებიხართ გლახის ნაამბობის კორეკტურის თაობაზედ. მე გთხოვეთ მარტო უკანასკნელი კორეკტურა გამომიგზავნოთ იმ პირობით, რომ მეორე დღეს უკანვე დაგიბრუნდეთ. გლახის ნაამბობის გასწორება ფიქრად აღარა მაქვს, როგორც დაბეჭდილია ისე გადაბეჭდეთ. დეე მაგ პირმშო ძემან ჩემმან ისე იაროს ქვეყანაზედ, როგორც თავდაპირველ შობილა. ვისაც არ მოეწონოს, გზა. აუქციოს“ (თსკ, ტ. X, გვ. 43).
იანვრის 29 – მდე – ამთავრებს „გლახის ნაამბობს“, რის შესახებაც წერილით ატყობინებს კირილე ლორთქიფანიძეს.
„გლახის ნაამბობი დავასრულე და თებერვლის ათამდინ გამოგიგზავნი, რაც დაბეჭდილია, იმაზედ, თუ არ მეტი, ნაკლები არ გამოვა. დიდი ხანია ნაამბობი გულში მედო და ძლივს მოვიშორე. არ ვიცი, როგორ მოგეწონებათ. ზოგიერთი ადგილები მაინც, მგონი კარგი უნდა იყოს. მაგრამ რაც არის, ღმერთმა მიჰსცეს, მე ხომ თავიდან მოვიშორედა!“ (თსკ, ტ. X, გვ. 29).
იანვრის 29 – წერილთან ერთად კირილე ლორთქიფანიძეს „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად უგზავნის გლეხურ სიმღერებს.
„გიგზავნი გლეხურ სიმღერებს. ოცდაათზე მეტია. გამოიზოგე. სხვა ლექსებს ვეღარ გიგზავნი მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა. ჯერ ეს იმყოფე, კაი სიმღერებია“ (იქვე, გვ. 29).
იანვრის ბოლო – მკითხველი საზოგადოება ღებულობს ჟურნალ „კრებულის“ 1872 წლის № 10—12 (ცენზ. ნებართვა 20 იან.), რომელშიც ქვეყნდება „აჩრდილის“ 1—3 თავი.
იანვრის ბოლო – თებერვლის დასაწყისი – ფულს აგროვებს შიმშილობისაგან შევიწროებულ ქიზიყელების სასარგებლოდ, თვით ილიას 10 მანეთი შეაქვს.
„ქიზიყელების ფულის დარიგებაზედ ვერასფერს საბუთიანს ვერ მოგწერ. მე მგონია, რომ ერთს ვისმეს იქაურს სანდო კაცს გაუგზავნო ფული, რომ იმან დაურიგოს, და ვისაც რას მიჰსცემს, ბარათი ჩამოართ თვას მამასახლისის ბეჭედიო დამტკიცებული; ეგ ბარათები რედაქციას გამოუგზავნოს და რედაქციამ კიდევ ფულის მიმღებთა სია დაბეჭდოს საზოგადოების საცნობელად“ (თსკ, ტ. X, გვ. 42).
„დროების“ რედაქციას შიმშილობისაგან შევიწროებული ქიზიყელების შესაწევნელად დუშეთიდამ სამი თუმანი და ნახევარი მოუვიდა...“ (დროება, 1873, 2 მარტი, № 9, გვ. 2).
თებერვლის 1 – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობი ნებს „გლახის ნაამბობის“ დასრულებას.
თებერვლის პირველი დეკადა – ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის „გლახის ნაამბობს“, ლექსებს: „ვიხილე სატრფო“, „ჩემო მკვლელო...“ „ს – ს, მაშინ დავსტკბები...“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „დამქროლა ქარმან... ამასთან თხოვს აცნობოს მისი აზრი „გლახის ნაამბობზე“ და შეატყობინოს ბეჭდავენ თუ არა სტატიას „ზოგიერთი რამ“.
„... გიგზავნი ჩემს გლახის ნაამბობს. ჯერ ვიდრე დაჰბეჭდდე, შენებურად გადიკითხე და შენი პირმოუფერებელი აზრი მაცნობე... რედაქციას ჩემი სტატია „ზოგიერთი რამ“ უნდა ჰქონდეს მაცნობე, ჰბეჭდავთ მაგ სტატიას თუ არა. ოღონდ ეგ დაიბეჭდოს და შეიძლება ცენზორს ბევრი დაუთმო“ (თსკ, ტ. X, გვ. 29 – 30).
წერილს ღებულობს სერგეი მესხისაგან, რომელიც თხოვს რჩევას ალაზნის სარწყავი არხის გ. ანდრონიკაშვილისეულ პროექტზე და სხვ.
„მესხს უთხარი, რომ შენი წიგნი დღეს მივიღე – თქო“ (თსკ, ტ. X, გვ. 30).
თებერვლის 8 – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობინებს, რომ უკვე გადაწყვიტა სამსახურიდან განთავისუფლება.
„ჩვენი ბანკის საქმე, ამბობენ, ცდილობენ, რომ წაახდინონო. საქმე ეხლა ისე მოეწყო, რომ მე ბანკის საქმეს აღარ უნდა მოვუცადო და რაც შეიძლება მალე დავახწიო თავი სამსახურსა და მოვშორდე სუდის ნაწილის სიდამპლესა და სიმყრალესა. იქნება ამ თვის ბოლოს „ატსტავკა“ მივცე და შენს წამოსაყვანად წამოვიდე“ (თსკ, ტ. X, გვ. 262).
თებერვლის მეორე დეკადის დასაწყისი(?) საპასუხო წერილს უგზავნის სერგეი მესხს.
„მივიღე შენი წიგნი გ. ანდრონიკაშვილის პროეკტითურთ, კაცო! აქ რა არის გასარჩევი, რომ გავარჩიო. უსტავი ჯერ დაწერილი არ არის და ამ საქმეში სხვა რა არის გასარჩევი ჩვენგან...
მწერ, ჩამოდიო, სალიტერატურო საღამო გავმართოთო. მიც ძალიან მინდა, მაგარმ ოფიციალურად გამოცხადება ქალაქში არ შემიძლიან, რადგანაც არ დამითხოვენ. ვწუხვარ, მაგრამ რა გაეწყობა. ეს ოხერი, ვერ დავაღწიე თავი ამ უგემურს სამსახურსა. მალე კი ვუღებ ბოლოს“ (თსკ, ტ. X, გვ. 41—42).
თებერვლის მეორე ნახევარი – დუშეთიდან თბილისში ჩადის და იქ რამდენიმე დღე რჩება ბანკის საქმეების გასარკვევად. მონაწილეობს აგრეთვე ლიტერატორთა შეხვედრაში.
„მესხს უთხარი, რომ შენი წიგნი დღეს მივიღე – თქო. მე თუ თავი როგორმე დავაღწიე, იქნება ჩვიდმეტს ამ თვეს ჩამოვიდე ქალაქში“ (ოსკ, ტ. X, გვ. 30).
„მე გუშინ წინ ქალაქიდამ მოვედი და აი რა ახალი ამბები შევიტყე; 1) ჩემი რუსეთში წასვლა, მგონია, აპრილის ადრე ვერა ხერხდება და ვერც ჩემი „ატსტავკა“.
„ეხლახან ქალაქში ვიყავ, ბანკის თაობაზედ დავებარებინეთ...“ (ი. ჭავჭავაძე, წერილები მეუღლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 264—265).
«Здесь недавно был съезд грузинских литераторов. Говорят, Ил. Чавчавадзе хочет написать критическую статью, в которой проведёт параллель между Гамлетом и Тариелом из «Барсовой кожи» (საარქივო მასალები XIX საუკუნის 70 – იანი წლების საქართეელო!ს საზოგადოებრივ – კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 100).
მარტის 1 – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში ატყობინებს „გლახის ნაამბობის“ ბეჭდვის მდგომარეობას და თავისი ნაწერების გამოცემის განზრახვას.
„ჩემი გლახის ნაამბობი სრულად იბეჭდება და როცა დაიბეჭდება, გამოგიგზავნი. ვინც ხელნაწერი წაიკითხა, მოიწონა. ამასთანაც გაცნობებ, რომ ქალაქში მესტამბე მელიქოვმა მითხრა, რომ შენი თხზულებანი სრულად უნდა დავბეჭდოო იმ პირობით, რომ ნახევარი მოგება ჩემი უნდა იყოს. ჩემი თხზულებანი სულ სამი ტომი გამოვა ანგარიშით. ჯერ გადაწყვეტილად ნება არ მიმიცია, იმიტომ რომ ჩემის თხზულებების დაბეჭდვის ნება ამას წინათ ნიკოლაძემ მთხოვა და მითხრა, რომ მეტად მდიდრად უნდა გამოვცეო და ნურავის მიჰსცემ დასაბეჭდათაო. ეხლა ნიკოლაძე ისევ პარიჟში წავიდა და ის რომ მოვა. მაშინ გადავწყვეტთ ამ საქმის ვითარებას.
ჩვენი ბანკის საქმე ამ ორს – სამს კვირაზედ უნდა გათავდეს აქ „გლავნი უპრავლენიაში“. დიდი იმედია, რომ არ მიჰსცემენ არაფერს დაბრკოლებას“ (თსკ, ტ. X, გვ. 268).
მარტის 14 – საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტი იგზავნება პეტერბურგში. ამ ამბით გახარებული ილია მეუღლეს ბაქოში სწერს: „...მიხარებია შენთვის: ჩვენი ბანკის პროექტი აქ მიიღეს და 14 – ს მარტს პეტერბურგში გაგზავნეს დასამტკიცებლად. ეხლა კი, მგონი, იმედია, რომ ბანკის საქმეს ბოლო რიგიანი მოუხდეს“ (იქვე, გვ. 276).
ამავე დღეს წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს და ითხოვს წიგნების გაგზავნას ბიბლიოთეკიდან.
„თუ ივანოვის ბიბლიოთეკაში იყოს ეს წიგნი უსათუოდ გამომიგზავნე: Философия и наука. Очерки из современных Европейских писателей. Издание Вольфа...» ესეც გამომიგზავნე თუ ივანოვს აქვს: Всеобшее землеописание (география) ...» (იქვე, გვ. 30).
მარტის 16 – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობინებს სამსახურიდან განთავისუფლების განზრახვას.
„... თუმცა შენის მიზეზით ძალიან მეძნელება სამსახურიდამ გამოსვლა, მაინცა და მაინც უნდა გამოვიდე. აპრილში ვაპირობ ქაღალდის მიცემას, თუ უეცარმა რამ მიზეზმა არ დამაბრკოლა კიდევ, ერთი ფიქრი მაწუხებს, ვაი თუ ამ ვაინაჩრობის ცხოვრებიდამ სიღარიბეში ჩავცვივდეთ, და შენ, ანუ მე, ეგ ვერ ავიტანოთ. ეს ფიქრი რომ არა მწყლამდეს, დღესვე ამ ოხერს სამსახურს თავს დავანებებდი“ (იქვე, გვ. 272).
აპრილის დასაწყისი – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობინებს თბილისში წასვლის განზრახვას.
„... ხვალზევით ქალაქს მივდივარ, იქ შევიტყობ, როდის მომცემენ „ატსტავკას...“ (იქვე, გვ. 276).
აპრილის 5 – 10 – ბანკის საქმეებზე იმყოფება თბილისში. თხოვნა შეაქვს საოლქო სასამართლოში სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
„მე ქალაქში ჩავედი 5 – ს აპრილს და აის აპრილს უკანვე დავბრუნ
„ქალაქს ვიყავ, „ატსტავკა“ მივე, რომელიც აქამომდე „ოკრუჟნოი სუდს" არ გაუსინჯავს...“ (თსკ, ტ. X, გვ. 278, 281).
აპრილის ბოლო – გამოდის ჟურნალ „კრებულის“ 1873 წ. პირველი ნომერი (ცენზ. ნებართვა 26 აპრ.), რომელშიც ქვეყნდება „გლახის ნაამბობი“ (I – IV თავები), „აჩრდილის“ გაგრძელება (IV—VIII თავები), ილიას მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები და ილიას მიერ თავისი დის ელისაბედისა და სიძის ალექსანდრე საგინაშვილის ოჯახში მიკვლეული ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხი წერილი მაიკო ორბელიანისადმი. ნ. ბარათაშვილის წერილებს წინასიტყვაობის სახით წამძღვარებული აქვს ილიასეული შენიშვნები.
აპრილი – მაისი ილია – მოუთმენლად ელოდება სამსახურიდან განთავისუფლების ნებართვას.
„მე ყოველდღე მოველი „ატსტავკას“ და არ მამდის. არ ვიცი რა მიზეზია. ეხლახან შევიტყე, რომ ჩემს მაგიერ ალექსანდრე სავანელსა ნიშვნენო“.
„დუშეთში პირველის მაისიდამ სულ სადილებს გვიმართვენ, საზანდრებიც დაიბარეს ქალაქიდამ და ვიდრე მე წამოვალ... აქ ეყოლებათ“.
„მე „ატსტავკა“ არ გამამსვლია და არ ვიცი როდის გამომივა. „უატტავკოდ“. ჩემი აქედამ წამოსვლა შეუძლებელია. თუ ამ მაისის ოცამდინ „ატსტავკა“ არ მომივიდა, უნდა ავადმყოფობის ქაღალდი მივცე“ (თსკ, ტ. X, გვ. 280, 282, 283).
მაისის 14 – საოლქო სასამართლოს ბრძანებით ილიას ათავ7სუფლებენ დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალე ბისაგან (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947. გვ. 275).
მაისის 17 – წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში (ბოლო წერილი დუშეთიდან მეუღლისადმი გაგზავნილი). აცნობებს, რომ განთავისუფლების ნებართვა ჯერ არ მიუღია. როგორც კი მიიღებს ბაქოზე გავლით რუსეთს მიემგზავრება.
„რა წამსაც „ატსტავკა“ მამივა და საქმეებს ჩავაბარებ, მაშინვე წამოვალ. სამი დღე, ანუ ორი, ქალაქს დავრჩები, ერთი კვირა კახეთში მომიგვიანდება, და მას შემდეგ შენკენ წამოვალ... დიმიტრი ყაზიბეგი ზის ქალაქში, მე მელის... მე და ეგ ერთად მივდივართ ბაქოზედ და მაინდამ ერთად წავალთ რუსეთს. რუსეთში ორი – სამი თვე დავრჩებით, მეტი ართ. იქიდამ კიდევ ბაქოს მოვალ, რომ წამოგიყვანო“ (თსკ, ტ. X, გვ. 286).
მაისის 18—20 (?) – ღებულობს სახელმწიფო სამსახურიდან (მოსამართლეობიდან) განთავისუფლების ნებართვას. ილია ელოდება მის შემცვლელ მოსამართლის მოსვლას.
„... ყოველ დღე ველი ჩემს მოადგილეს და ყოველ დღე ვაპირებდი და კიდევაც ვაპირებ ქალაქში ჩამოსვლასა... აი ან დღეს ან ხვალ ჩემი მოადგილე მოვა და წამოვალ“ (თსკ, ტ. X, გვ. 63).
მაისის 23 (?) – ილია მის შემცვლელ მოსამართლეს – ალექსანდრე სავანელს აბარებს სასამართლო საქმეებს.
მაისის 24 – დუშეთის საზოგადოება გამოსათხოვარ სადილს უმართავს ილიას. სადილზე ვრცელ სიტყვას წარმოთქვამს პლატონ იოსელიანი. ილია 8 წლის სამსახურებრივი მოღვაწეობის მემდეგ საბოლოოდ ემშვიდობება დუშეთის საზოგადოებას.
ივნისი – პეტერბურგში გამგზავრებამდე ილია ჩადის ყვარელში და იქ იწყებს სახლ – კარის საამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას.
„...შენი ჭირიმე, ოლიკო, ყვარელში რო გახვიდე, ყველაფერი კარგად გასინჯე. მე რომ წამოვედი, ისე დავაწყეთ მე და პოდრიაჩიკმა. რომ აგური, კირი, კრამიტი ერთად უნდა დაგვეწვა; ხე – ტყე სახლისა, კარი და ფანჯარა მოტანილი უნდა იყოს... თუმცა კუტრები ვართ, მაგრამ თუ სახლი როგორმე მოვიხერხეთ, როგორც იქნება თავს დავირჩენთ და ვიცხოვრებთ, თუ ქალაქში არა, სოფელში მაინცა. ხომ იცი. რომ ჩემი ნატვრა ის არის, რომ სოფლად ვიცხოვრო და ხილად ქალაქში ჩავდიოდეთ. შენი ჭირიმე, ოლიკო, შენებურად დატრიალდი და გაისარჯე, რომ სახლის აშენებას დაბრკოლება რამ არ მიეცეს“ (სკ, ტ. X, გე. 331).
ივნისის მეორე ნახევარი (?) – საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმის გასაცნობად ილია დიმიტრი ყაზბეგთან ერთად მიემგზავრება პეტერბურგში.
„ჩვენ გავიგეთ, რომ უფ. ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყაზიბეგი, რომელთაგან პირველი აქაური სათავადაზნაურო ბანკის მმართველად არის ამორჩეული და მეორე დირექტორად, ამ დღეებში პეტერბურღში მიდიან“ (დროება, 1873, 1 ივნ. № 21, გვ. 2).
ივნისის ბოლო – ივლისის დასაწყისი – ილია ჩადის მოსკოვში და ბინავდება მისამართზე: Большой бронный переулок, номера Андреева № 43.
მოსკოვში ჩასვლისთანავე ილია იწყებს ბანკის საქმეების მოგვარებას.
ივლისის დასაწყისი – გამოდის და მკითხველს ურიგდება ჟურნალ „კრებულის“ №2 (ცენზ. ნებართვა 26 ივნ.), რომელშიც დაბეჭდილია „გლახის ნაამბობის VI – VIII თავები და „აჩრდილის“ XI – XVI თავები.
ივლისის 12 – მოსკოვიდან მიემგზავრება პეტერბურგში. ამავე დღეს ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს.
„მე დღეს ოთხს საათზედ პეტერბურღში მივდივარ.ю. რადგანაც ამბობენ, რომ ჩვენი ბანკის საქმე ძალიან ცუდად არისო, მინისტრს უთქვამს, რომ პროექტს არ დავამტკიცებინებო, რადგანაც ფული ცოტა ჰქონიათო“ (თსკ. ტ. X, გვ. 287—288).
ივლისის 28 – პეტერბურგიდან ბრუნდება მოსკოვს. ილია სასოწარკვეთილია, რომ ბანკის წესდების დამტკიცება და საბანკო საქმიანობის შესწავლა ყოვნდება, მაგრამ ძალღონეს არ ზოგავს, რომ რაიმე გამოვიდეს.
„შენმა გარდამ, ასეთს ვაივაგლახში ვარ, რომ მეტი არ იქნებაю.. ჩვენ არა ბანკში არ გვიშვებენ, რომ რამე შევისწავლოთ. საშინელ გაჭირვებაში ვართ. ქალაქში მივსწერე ეს ჩვენი გაჭირვებული გარემოება და არ ვიცი რა პასუხი მოგვივა...“
აგვისტოს 3 – „მე ოცდაექვს[ს] პეტერბურგიდამ მოვედი. ყოველ ცისმარე დღე ჩვენს ბანკის საქმეზედ დავრბივარ და ვერა გავხდით რა. არც ერთს ბანკში არ გვიშვებენ, რომ შევისწავლოთ რამე. მე ამი სთანა გულშეუტკივარი ხალხი არ მინახავს, ამის გამო ბევრი დრო გვეკარგება და იქნება დიდი ხნით დავბრკოლდე აქა. თუ არ შევისწავლეთ რა და ისე ხელცარიელები მოვედით ქალაქს, ხომ იცი რამდენს ცილს დაგვწამებენ. აი, ბატონო, იტყვიან, ჩაჯიბეს ოთხმოცი თუმანი, გაისეირნესო, და ხელცარიელები მოვიდნენო. მე არ მინდა, ოომ ჩემზედ ესენი ჰსთქვან: რაც უნდა მოხდეს, თუნდა ერთი წელიწადი დაოჩომა მომინდეს, დავრჩები აქა, რომ შევისწავლო რამე და როგორმე ბანკების კარი გავაღო“ (თსკ, ტ. X, გვ. 289, 293—294).
„საქმის წინ წაგდებისათვის, მე აღარავის მოვუცადე, ავიღე თავი და პირდაპირ მოსკოვის ბანკის უპრავლიაუშჩთან შევეხეტე ვუამბე ყოველივე ჩემი ნაღველი შესაფერის წინასიტყვაობითა, ვეცა090 რომ მისი კაცობრიული გული ამეძრა ჩვენდა საკეთილდღეოდ, მაგრამ ცერცვი კედელს. ვერაფერი ვერ მოვიბირე, ასეთი ბრიყვი რამ ყოფილა. გადაწყვეტილად უარი მითხრა, ვერასგზით ნებას ვერ მოგცემთ, რომ ჩვენი წესი შეისწავლოო. მომეკვეთნა ფრთენი და ლაღადვყავ უდაბნოსა შინა. ცუდად არის ჩვენი საქმე“. (თსკ, ტ. X, გვ. 49).
ივლისის ბოლო – გამოდის ჟურნალ „კრებულის“ № 3 (ცენზ. ნებართვა 7 ივლ.), რომელშიც ქვეყნდება „გლახის ნაამბობის“ დასასრული (IX – XII თავები) და ილიას მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.
აგვისტოს დასაწყისი – წერილს უგზავნის მოსკოვიდან უფროს დას ნინოს კარდანახში, ატყობინებს თავის მდგომარეობას და თხოვს მიაშველოს ფული.
„მე ეს თვენახევარია, რაც მოსკოვში ვარ და ის საქმე, რაზედაც მე აქ წამოვეთრივე, როგორღაც ხელთ არ მოდის, თუმცა ჩვენი ბანკი მტკიცდება. შენ იცი, რომ მე, სხვათა შორის, იმისთვინა ვარ აქ გამოგზავნილი, რომ ბანკის საქმე აქაურს ბანკებში დაწვრილებით შევისწავლო. მაგრამ ჭირი ეს არის, რომ ჩვენ არც ერთს ბანკში არ შეგვიშვეს და გზას არ გვაძლევენ, თუმცა კი ჯერ სრული იმედი არ დამკარგვია...
ერთი, შენი ჭირიმე, შემატყობინე: შეიძლება რაიმე იმედი ვიქონიო ჩემის მამულის შემოსავალზედ, თუ არა? თუ როგორმე ერთს ოციოდე თუმანს მამიხერხებთ, სწორად შიმშილისაგან დამიხსნით. იქნებ როგორმე და რაიმე შემოსავლიდამ გამიყიდოთ და ფული მომაშველოთ...“ (თსკ, ტ. X, გვ. 10).
აგვისტოს 18 – საპასუხო წერილს უგზავნის თავის დას ლიზას მოსკოვიდან თბილისში, ითხოვს გირავნობის ბილეთის გამოხსნას და ხელახლა დაგირავებას.
„... გუშინ წინ მივიღე შენი წიგნი და ალექსანდრესი... ეხლა აი რასა გთხოვ, ჩემო ლიზო! მანდაურს „გოსუდარსტვენნი ბანკის ატდელენიაში“ ორი ბილეთი გვაქვს დაგირავებული. თერთმეტ ღვინობისთვეს ვადა გადის. თუ მანამდე არ დავიხსენით, დაგვეკარგება და ათიოდ თუმანს ვიზარალებო. რომ ეს ასე არ მოხდეს, უნდა ეგ ბილეთები მინამდინ დავიხსნათ და იქავ ჩემს სახელზედ დავაგირავოთ იმავ დღეს... (თსკ, ტ. X, გვ. 64 – 65).
აგვისტოს ბოლო – დიდი ვაივაგლახით ახერხებს მოსკოვის საკრედიტო ბანკში საბანკო საქმის შესწავლის ნებართვის მიღებას. ამის შესახებ წერილით ატყობინებს მეუღლეს.
„ძლივს გავირიგე ბანკში შესვლა. ორშაბათიდამ დავიწყებ ბანკში სიარულსა. იქით კვირას მოგწერ. რამდენი ხანი მომინდება ბანკის წესის შესწავლისათვის. რაკი შევისწავლი, მე აქ საქმე აღარა მექნება რა და წამოვალ. თუ ქალაქიდამ „ნაბლიუდატელნი კამიტეტი“ მომწერს, რომ მანდ ნუღარ დარჩებიო...“ (იქვე, გვ. 299).
აგვისტოს 27 – სექტემბრის 6 – მოსკოვის ბანკში სწავლობს საბანკო საქმიანობას. ამის შესახებ წერილით ატყობინებს მეუღლეს.
„მე ეხლა ძლივს შევდგი ფეხი ბანკში და რაც საჭიროა ვსწავლობ. დილიდამ ათ საათიდამ ოთხ საათამდე ბანკში ვარ ხოლმე. ორი ნაწილის საქმის დაწყობა შევისწავლე, ორი კიდევ დამრჩა. იმ კვირას სულ ღვთით გავათავებ. თუ 15 – ს სექტემბრამდინ რევაზისაგან ანდრონიკოვისაგან აქ დარჩენის ბრძანება არ მომივა (იმიტომ რომ სხვა და სხვა ბანკირებთან სალაპარაკო ბევრია), მაშინ ოცს სეკტემბერს მაინდკენ წამოვალ. თუ მომივიდა კი, მაშინ ჯამაგირსაც დამინიშნავენ და უნდა დავრჩე იმ დრომდი, ვიდრე უსტავი დამტკიცდება და ბანკირებთან საქმეს გავათავებ. აი ჩემის აქ ყოფნის თავი და ბოლო. ეს არის“ (თსკ, ტ. X, 83 – 300).
სექტემბრის დასაწყისი – გამოდის ჟურნალ „კრებულის“ № 5— 6 (ცენზ. ნებართვა 29 აგვ.), რომელშიც ქვეყნდება „აჩრდილის“ მე – 17 თავი. ლექსი „პარიჟი“ (თხზ. სრულ კრებულში ტ. 1. სათაურით: „1871 წელი 23 მაისი“) და ილიას მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.
ჟურნალის ამავე ნომერში ქვეყნდება ნ. ნიკოლაძის (ნ. სკანდელის) ვრცელი წერილი „გლახის ნაამბობზე“.
სექტემბრის 7 – საბანკო საქმიანობის შესასწავლად მიემგზავრეაბა მოსკოვიდან პეტერბურგს, სადაც ბინავდება ქარავნის ქუჩის № 18 სახლში, ვინმე მალცევის ბინა № 7 – ში.
ბანკის წესდების დამტკიცება უსაშველოდ ჭიანურდება. ილიას ზოგჯერ უიმედობა იპყრობს, მაგრამ თავს არ ანებებს დაწყებულ საქმეს და ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს იგი.
„... ნუ იწუხებ და მომეცი შენის კაი დედაკაცობით იმოდენა დრო, რომ ჩემი კისრად აღებული საქმე შევასრულო პირნათლად და პატიოსნად... თუ უფულობამ შეგაწუხოს, რაც მოახერხო გაყიდე, ცხენი იქნება თუ ტარანტასი. სხვა გზა არ არის. მეც აქ ვალში ჩავვარდები, მგონია. იმიტომ რომ, რაც ფული მქონდა, ამ თვის ბოლოს სრულიად გამომელევა; იქნებ ოკტომბრის ნახევრამდინ როგორმე ვიმყოფინო. თუმცა ჩვენმა რევაზმა [ანდრონიკაშვილმა], ოცდაათი თუმანი კიდევ შემომაძლია, მაგრამ სხვადასხვა საძაგლობის გამო, რომელიც ზედ დაეტანებინა, მე ფულზედ უარი უთხარი და ლაზათიანადაც გამოგილანძღე რევაზიცა და სხვა მისი დამქაშებიცა... (იქვე, გვ. 310).
„შენ ვერ წარმოიდგენ, რა რიგად მაპრკოლებენ ჩვენი „ნაბლიუდატელნი კომიტეტი“ და იმის უხეირო მოთავენი... ყიფიანი და ყაზბეგი ხომ ჯერ. მკათათვეში ერთი, და მეორე აგვისტოში, გაიქცნენ. აქედამა და დამაგდეს მე მარტო. ამას გარდა, შური და მტრობაც გამოჩნდა „ნაბლიუდატელნი კომიტეტში“ ჩემს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი აქ შევიტყე, მაგრამ არავისი არ მეშინიან“ (იქვე, გვ. 314 – 315).
პეტერბურგის უნივერსიტეტში შეხვედრები აქვს პროფესორ დავით ჩუბინაშვილთან.(იქვე. გვ. 307).
... აქ პეტერბურგში მე დავდივარ. ჩვენ ძველ პროფესორთან ჩუბინოვთან.“ (იქვე. გვ. 307).
სექტემბრის 7 – ის შემდეგ(?) – პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ეცნობა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ვანო მაჩაბელს, რომელთანაც ერთად იწყებს შექსპირის „მეფე ლირის“ თარგმნას ქართულ ენაზე.
„აქაური ამბავი რა მოგწერო: მე უსაქმობის გამო ანგლიურის ენის სწავლას შევუდექი და შექსპირის ტრაგედიას კოროლ ლის ვჰსთარგმნი სხვასთან ერთად. აქედამ რომ მოვალ ანგლიური მეცოდინება იმდვეწად. რომ სუბუქს თხზულების წაკითხვა შემეძლოს“ (ი. ჭავჭავაძე. წერილი მეუღლისადმი. იქვე. X, გვ. 326).
სექტემბრის 11 ალექსანდრე ცაგარელი ილიას უძღვნის თავის წიგნს (О грамматической литературе грузинского яз. Критический очерк.СПб.,1873) წარწერით: თ. ილიკო ჭავჭავაძეს ნიშნად ხსოვნისა ავტორისაგან. სპბ. 1873. 11—IX “.
სექტემბრის ბოლო – ჟურნალ „კრებულის“ № 7 – ში ქვეყნდება, გლეხური სიმღერა ი. ჭავჭავაძისაგან შეკრებილი.
ოქტომბერი – ცალკე წიგნად გამოდის რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძისაგან შეკრებილი „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“ (ცენს. ნებართვა 8 სექტ.).
ოქტომბრის დასაწყისი – ჟურნალ „კრებულის“ № 8 – ში ქვეყნი დება ილ. ჭავჭავაძისაგან შეკრებილი გლეხური სიმღერა.
ოქტომბრის 1 – ილიას სადილს უმართავენ ქართველი კანვოელები.
„წარსულს ორშაბათს კანვოელებმა დამპატიჟეს, ქართული სადილი გამიკეთეს, მშვენიერის სიმღერით, თარით და ჭიანურით შემაქციეს...“ (იქვე, გვ. 313).
ოქტომბრის 15 – საპასუხო წერილს უგზავნის თავის დას ლიზას პეტერბურგიდან თბილისში. ილია დიდ მადლობას უთვლის ფულის გაგზავნისათვის.
„...შენი წიგნი და ოცი თუმანი ფული მომივიდა და სწორედ გითხრა სულის მოსწრებაზედ მომივიდა ერთიცა და მეორეც. დიდი მადლობელი ვარ, დიდი და დიდი!.. მარტო ამას ვწუხვარ, რომ შენ შეგაწუხეს და ხუთი თუმანი შენ დაგაყრევინეს. მაგრამ იმედი მაქეს, რომ მაგ ხუთს თუმანს დაგიბრუნებ. ძმებმა ანგარიში ქმნეს და მაინცა ძმურად დარჩნენო, ნათქვამია“ (თსკ, ტ. X, გვ. 66).
ოქტომბრის 23 – ბანკის წესდების დაუმტკიცებლობით შეწუხებული ილია მეუღლეს უგზავნის წერილს:
„ჩვენი ბანკის საქმე ხათაბალა გახდა ის უფალი, რომლის ხელშიაც არის ეგ საქმე, საძაგელი, უგულო და უადამიანო კაცია. თუმცა არ შეუძლიან იმდენი, რომ საქმე საბოლოოდ გააფუჭოს, მაგრამ აგვია ნებს კი და პიოდაპირ ყველაფრით გვაჩვენებს, რომ მაგისთანა საქმეო უქრთამოდ ვერ გარიგდებაო. აბა ქრთამის მიცემა როგორ შეუძლიან ჩვენს კუტრს ბანკსა!..
ამას წინათ ვიფიქრე, მოდი წავიდე შინ მეთქი, რისთვის ვიტანჯები და ვწვალობ მეთქი? მაგრამ შენმა წიგნებმა კიდევ გული მომცეს და ვჰსთქვი: ეს ხომ ჩემგან სილაჩრე იქნება, რომ გაუთავებლად საქმე. დამოჩეს; ეგ ბრძოლის ველიდამ გაქცევა იქნება და სირცხვილი მეთქი. ვინ რას მეტყვის? ხომ მიწასთან გამასწორებენ მეთქი...“ (იქვე, გვ. 317).
ნოემბერი – გოგებაშვილის „ბუნების კარში“ ქვეყნდება ლექსები: „ჩიტი“. „გაზაფხული“, „არაგვი“ (აჩრდილიდან), „მძინარე ყმაწვილს“ და ნაწყვეტი პოემა „კაკო ყაჩაღიდან“.
ნოემბრის ბოლო – დეკემბრის დასაწყისი(?) – ილია ივანე მაჩაბელთან ერთად ამთავრებს „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანს და ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად თბილისში უგზავნის პეტრე უმიკაშვილს.
დეკემბრის 6 – პეტერბურგიდან თბილისში ილია წერილს უგზავნის ნიკო ნიკოლაძეს და სთხოვს არ აღასრულოს გაცხარების დროს მეღებული გადაწყვეტილება სამშობლოდან წასვლის შესახებ.
„...წავიკითხე შენი გამოსალმება, წავიკითხე, მაგრამ წაკითხული აქამდისაც არ მჯერა. ნუთუ მართლა შენ დაჰსწერე ის... ნუთუ მართლა შეუშინდი ჭიაჭუებს და იმათს ბზუილზე გაფთხი? მე იმოდენად შენს პატივსა გცემ, რომ იმის დაჯერება არ მინდა, რასაც შენ ეგრე გაცხარებით გვაჯერებ. არ დავიჯერებ, რომ შენისთანა საიმედო კაცი მაგისთანა სულმოკლეობამ დაიბრიყვოს.“ (თსკ, ტ. X, გვ. 46).
დეკემბრის 15 – პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის დას ლიზას. უსაყვედურებს წიგნის მიუწერლობას. ატყობინებს თავის ამბებს.
დეკემბრის 15 – 16(?) – პეტერბურგის ქართველთა წრეში კითხულობს „მეფე ლირს“. თარგმანმა დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია მსმენელთა შორის.
„იმ დღეს გიორგი შერვაშიძესთან ვიყავ, აი მთავრის შვილი რომ არის. ამას წინად თითონ მოვიდა და მთხოვა შექსპირის ტრაგედია, [მეფე] ლირი, რომელიც ქართულად ანგლიურიდამ გადავთარგმნეთ, წაგვიკითხეო. წავედი. წასაკითხად“. (თსკ, ტ. X, გვ. 332).
დეკემბრის 15 – 31 – ბანკის საქმეებისაგან თავისუფალ დროს აგრძელებს მუშაობს „მეფე ლირის“ თარგმანზე.
![]() |
2.32 1874 |
▲ზევით დაბრუნება |
1874
იანვრის 1 – ვანო მაჩაბელთან ერთად ამთავრებს შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნას.
„...აქამდინ ჩვენს თარგმნილს, ლირს წაიკითხავდი [ილია გულისხმობს „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანს]. მომწერე, როგორც მოგეწონა შენ და სხვებსაც. მაგას კაი წაკითხვა უნდა. რომ კაცმა მოიწონოს. სწორედ ახალწლის პირველ დღეს სრულად გავათავეთ თარგმანი. მე ძალიან მომწონს და სხვისა არ ვიცი. აი, როცა მოვალ, მე თვითონ წაგეკითხამთ და მაშინ ნახავთ როგორი თარგმანია“ (თსკ, ტ. X, გვ. 342).
პ. უმიკაშვილს სწერს:
„ჩვენი ნათარგმნი ლირი აქამომდე მიღებული გექმნება და გადა კითხულიცა. მაშინ მოგწერეთ, რომ დააბეჭდინე მეთქი კრებულში ეხლა ორს შეუცვლელს პირობას გიდებ: 1) ისე უნდა დაბეჭდონ, რომ ლექსი არ გატეხონ, ესე იგი, მთელი სტრიქონი. ერთს სტრიქონზედ უნდა დაჰსტიონ და 2) რომ ეგ პირველი მოქმედება ერთ ნომერში სრულად, ხელუხლებლად დაბეჭდონ და კორეკტურა კი შენს გაფაც – ცებულს თვალს მიანდონ.
ცუდი არ იქნება, რომ მაგ თარგმანზედ შენი ჩვეულებრივი პ – რუთვნელი აზრი მოიწერო ამ ადრესით. Cryineury CITI6 yurBepcrTeTa Ивану Георгиевичу Мачабели, с передачею Илье Чавчавадзе.
თუ ეგ ნათარგმნი მოგეწონა, მაშ იმასაც გახარებ, რომ მეორე მოქმედებაც დღეს გავათავეთ და პირველს მოქმედებას სიკეკლუცით არ ჩამოუვარდება“ (თსკ, ტ. X, გვ. 38 – 39).
იანვრის პირველი ნახევარი ჟურნალ „კრებულის“ 1873 წ. № 10 – ში (ცენზ. ნებართვა 1 იანვ.) ქვეყნდება შექსპირის „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების ილიასა და ვანო მაჩაბლისეული თარგმანი.
„კრებულის“ ამავე ნომერში ქვეყნდება ილიას მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.
„უფ. ილ. ჭავჭავაძეს და ივ. მაჩაბელს გაუთავებიათ „მეფე ლორის“ თარგმანი. ამ ტრაგედიის პირველი მოქმედება დაბეჭდილია „კრებულის“ მეათე წიგნში და როცა დანარჩენი მოქმედებებიც დაიბეჭდეაბა, ქართული ლიტერატურა ერთს მშვენივრად ნათარგმნს ძვირფას თხზულებას შეიძენს“ (დროება, 1874, 8 მარტი, № 14, გვ. 2),
იანვრის 31 თბილისის საზამთრო თეატრში წარმოადგინეს ილიას „სცენები მომრიგებელ შუამდგომელთან“ (დროება, 1874, № 409, 832).
თებერვალ – მარტი – ილია ჯერ კიდევ პეტერბურგშია გაუთავებელი დაპირებებისა და ბანკის წესდების დამტკიცების მოლოდინით შეწუხებული. ამას ემატება საყვედურები მისი დაგვიანების გამო მეუღლისა და ნათესავებისაგან.
„შენი წიგნი, ოცდასამს თებერვლიდამ დაწერილი, გუშინ მომივ – და და არ იყო რომ ცოტად გული არ მატკინა. მწერდი, რომ „შენ გაზილა უფრო გახსოვსო, ვიდრე მეო“. ამ სიტყვებმა დიდად შემაწუხა უიმისოდაც შეწუხებული. ვიცი შენის კეთილის გულისაგან, რომ ეგ სიტყვები სახუმარად მომწერე, მაგრამ უნდა გაგიტყდე, რომ მაგგვარი სიტყვები სახუმაროდაც არ ვარგა. არ ვიცი საიდამ მოგსვლია ფიქრად მაგგვარების მოწერა. ამ უნათესავო და უმზეო ქვეყანაში ყოფნა არ მეყოფის ჯავრად, რომ მაინდამაც ეკლებით არ ვიჩხვლიტებოდე....
რა ვქნა, რა მიზეზი მოგეცით, რომ შენცა და შენი დაც ესე უგუ139 ლოდ მამცირებთ და მსტაცებთ ყოველს კაცობრიულს ფიქოსა და გრძნობასა. რა ვქმენი იმისთანა? ათი თვე დავრჩი რუსეთში? ნუთუ გგონიათ, რომ ქეიფისათვის დავრჩი!... ეგ იყო, რომ მწერდი, არ დაანებო თავიო მაგ ბანკის საქმესო, ეგ იყო რომ გულს მიმაგრებდი და მახალისებდი!“ (ი. ჭავჭავაძე, წერილები მეუღლისადმი. ტ. X, გვ. 346 – 347, 349).
აპრილის დასაწყისი (?) პეტერბურგსა და მოსკოვში ხანგრძლივი მივლინების შემდეგ ილია საქართველოში მოემგზავრება.
„ჩვენი ბანკის საქმე ძალიან კარგად მიდის, ეჭვი არ არის, რომ დაამტკიცებენ... მე ეხლა საჭირო აღარა ვარ, უჩემოდაც გარიგდება. მე წამოვალ პეტერბურგიდამ ან დიდს შაბათს, ან არა და ორს აპრილს უსათუოდ და გადაწყვეტილად“ (იქვე, გვ. 350).
აპრილის 18 – პეტერბურგიდან ქუთაისში გზად გამოვლის დროს ლიტერატურულ საღამოზე კითხულობს „მგზავრის წერილებს“ და „მეფე ლირის“ თარგმანს.
„ქუთაისზედ გამოვივლი, ოთხიოდ დღე იქ დავრჩები, საქმეები მაქვს“ (იქვე, გვ. 350).
„ქუთაისში, გამოვლაზედ, წავიკითხე [მეფე ლირი], ძალიან ცუდად და საძაგლად მომივიდა კითხვა“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი ვასილ მაჩაბლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 56).
„ქუთაისიდგან იწერებიან, რომ იქ ამ თვის თვრამეტს. შინაური ლიტერატურული საღამო ყოფილა. ამ საღამოზედ ორმოც კაცამდე შეკრებილან. კითხვა დაუწყიათ საღამოს ცხრა საათზედ, წაუკითხავსთ: ილ. ჭავჭავაძეს მგზავრის წერილები, მერმე ეტ. ბებურიშვილს სცენები ხალხის ცხოვრებიდან, ბოლოს „მეფე ლირი“ მთარგმნელს ილ. ჭავჭავაძეს. მსმენელები ძალიან კმაყოფილი დარჩენილან საზოგადოდ მთელი საღამოთი, განსაკუთრებით მოსწონებიათ „მეფე ლირის“ თარგმანი“ (დროება, 1874, 26 აპრ., № 420, გვ. 2),
აპრილის 20 – 22 (?) – რუსეთში ათი თვის ყოფნის შემდეგ ბრუნდება თბილისში.
აპრილის ბოლო – მაისი – იმყოფება მშობლიურ სოფელში.
მაისის 28 – თბილისის საადგილმამულო ბანკის წესდების დამტკიცება (წესდება ძალაში შედის ივნისიდან).
ივნისის 15 – საჯაროდ კითხულობს „მეფე ლირის“ თარგმანს.
ამავე დღეს წერილს უგზავნის პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს.
„ვანოს გულითადს მოკითხვას მოვახსენებ. ვანოს უთხარი, ლირი მივეცი კრებულში დასაბეჭდად. ყველას მოჰსწონს, აკაკი წერილ თლის გარდა. დღეს საღამოზედ დიდი ყრილობაა და იქა ეკიდული ლირსა“ (ოსკ, ტ. X, გვ. 56).
„ჩვენც დავესწარით თფილისში „მეფე ლირის“ კითხვაზელ და მართალი უნდა ვსთქვათ, თარგმანი სწორედ სამაგალითოა. არც ჩვენ და არც სხვებს არ გვეგონა. თუ ეს შესანიშნავი თხზულება ასე მშვინიერად გადმოიღებოდა ქართულს ენაზედ“. (დროება, 1874. 26 №420, გვ. 2). კ. ბებუთოვი ნ. ნიკოლაძეს ამის შესახებ წერს:
<<На днях, был здесь Илья и читал у меня свой перевод Лира. Слушателей было человек 30. Перевод кончен и находят прелестным. Может быть зимою поставим на сцену (ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული. 1957. გვ. 127).
ივნისის ბოლოდან – აგვისტოს ბოლომდე ილია ყვარელში იმყოფება და სახლისა და კარმიდამოს მოწყობა – მშენებლობას ეწევა (15 ივნისს გაგზავნილ წერილში ვასილ მაჩაბელს აცნობებს მისამართის თელავი. თავად მიხეილ პეტრეს ძე ანდრონიკოვი. გადასაცემად ი. ჭავჭავაძეს).
ივლისის 12 – გაზეთი „დროება“ (№ 431) აქვეყნებს ხელმოუწერელ ლექსს „სამუქაფოდ“ გრ. ორბელიანის, ილიას, აკაკის და სხვათა შესახებ.
აგვისტოს ბოლო – ილია ყვარლიდან თბილისში ჩამოდის. სექტემბრის 1 მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაში, რომელსაც აცნობს საადგილმამულო ბანკის წესდების დამტკიცებისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. ამავე სხდომაზე ირჩევენ ზედამხედველი კომიტეტის ახალ შემადგენლობას.
„გუშინ ამორჩევა იყო „ნაბლიუდატელნი კომიტეტისა“ და ხვალ ზევით ჩვენი ამორჩევა იქნება, გათავდება ეს ამბები თუ არა, ჩვენ წამოვალთ“ (ი. ჭავჭავაძე. წერილი მეუღლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 35O).
კრებაზე ილიას წინადადება შეაქვს საადგილმამულო ბანკის მმართველობის ხარჯების შემცირების შესახებ.
„ილ. ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ეს თვრამეტი ათასი მანეთი თუთხმეტ ათასზედ უნდა დავიყვანოთო, რადგანაც პირველ წლებში ბანკისთვის გასაჭირი იქნებაო. უ. ჭავჭავაძე სთხოვდა ამ ფულის გამოკლებას ბანკის გამგებელს და სხვა ბანკში მოხელე პირების ჯამაგირისაგან. მაგალითებრ: ეხლა ბანკის გამგებელს აქვს დანიშნულია სამასი თუმანი და დირექტორებს ორასი, მაშინ როდესაც შესაძლებელია რომ ბანკის გამგებელი დავაჯეროთ ორას ორმოც თუმანზედ: სრულიად საკმაოა, რომ მას ორმოცი თუმნით მეტი დაუნიშნოთ დირექტორებზედ, რადგანაც მისი შრომა ბევრით არ განსხვავდება დირექტორების შრომისაგანაო. კრებამ კმაყოფილებით მიიღო უ. ჭავჭავაძის წინადადება და ბანკის გასავალი, თვრამეტი ათასი მანეთისაგან ჩამოიყვანეს თუთხმეტზედ“ (დროება, 1874, 6 სექტ. № 439, გვ. 1).
სექტემბრის 5 – თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაზე ილიას ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ. არჩევნებში მონაწილეობს 150 წევრი, აქედან ილიას ხმას აძლევს 138, წინააღმდეგია – 12.
„კენჭის ყრა იყო, მე ამომირჩიეს „პრედსედატელად“, სანდრო ერისთავი და სანდრო ჩოლოყაშვილი დირეკტორებად“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი მეუღლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 351).
სექტემბრის 19 – 24 (?) – ილია თიანეთში იმყოფება. აქ ესწრებამამულების გაყოფას.
„... 19-ს ამ თვეს მოვრჩები ყველაფერს და წამოვალ თიანეთს. „ოცდა ერთს თიანეთში მამულების გაყოფა იქმნება და იქ უნდა უსათუოდ დავესწრა, იქიდამ ოთხ-ხუთს დღეს უკან ყვარელს წამოვალ“ (იქვე. გვ. 351).
სექტემბრის ბოლო – ბრუნდება ყვარელში.
ოქტომბრის 11 – გაზეთ „დროების“ № 444 – ში ბეჭდავს წერილს „რამდენიმე სიტყვა ნიკოლოზ ბერძენოვზე“,
ოქტომბრის 28 – ბანკის საგირავნო ფურცლების დამზადების დასაჩქარებლად და ბანკირებთან მათი გასაღების საკითხებზე ილია ბანკის ერთ – ერთი დირექტორი სანდრო ჩოლოყაშვილთან ერთად მოემგზავრება პეტერბურგს (დროება, 1874, 1 ნოემბ. № 447, გვ. 1),
„მე შაბათს მივდივარ ზღვითა და ღვთის მადლით მალე დავბრუნდები“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი მეუღლისადმი. ოსკ, ტ. X, გვ. 353).
ოქტომბრის 31 „ტიფლისკი ვესტნიკი“ № 11I აქვეყნებს ნ. ნიკოლაძის წერილს („Писма с того света“) თბილისის საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და ამ საქმეში ილიას როლის შესახებ.
ნოემბრის 7 – ჩადის მოსკოვში. წერილს უგზავნის მეუღლეს ყვარელში.
„... აი დღეს მოვედი მოსკოვში... მე ზღვით წამოვედი. მაგრამ უნდა გითხრა, რომ ზღვამ დამტანჯა. სამი დღე და ღამე ასეთი ღელვა და ფორთქვნა იყო ზღვისა, რომ ვერ წარმოიდგენ. მე მეორე დღეს საშინლად მაწყინა...“ (იქვე, გვ. 353).
ნოემბრის 10 – 15 (?) – ბანკის საქმეებზე პოლტავაში იმყოფება. აქ ეცნობა ქართველთა ახალშენს.
„მე ვიდრე პეტერბურგში მოვიდოდი, პოლტავაში დამიბარე ბანკირთან მოსალაპარაკებლად და იქ ექვსი დღე ვიყავი, ვერა გავარიგა. რა. პოლტავის გუბერნიაში ბევრი ქართველები არიან, უწინდელი გად. მოსახლებული და ძალიან მდიდრები, ბარათოვებიც არიან, ორბელია ნებიც, მუსხელოვებიც და თითქმის ყველა გვარის კაცი, ჭავჭავაძიანთ გარდა. როგორ ეტყობათ, რომ ჭავჭავაძიანთ უწინაც თავისი ქვეყანა ჰყვარებიათ, რომ თავი არ დაუნებებიათ“ (იქვე, გვ. 325).
ნოემბრის მეორე ნახევარი – პეტერბურგშია და აქ აწარმოებს ფინანსურ გარიგებებს ბანკირებთან.
ესეც პეტერბურღში მოვედი და სწორედ გითხრა დიდს წვალებაში ვარ.
დილიდამ საღამომდე... დავრბივარ და ჯერ კი არავითარი საქმე არ გამირიგებია. ბევრი ბანკირები მელაპარაკებიან ჩვენის ბანკის ზაკლადნოი ლისტებზედ, მაგრამ ჯერ ყურს ვიყრუებ იქნება მეტი ფასით ავაღებინო და მეტად გავყიდო მეთქი“ (იქვე, გვ. 323).
დეკემბრის 22 – დეპეშით აცნობებს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს ო. ანდრონიკაშვილს პეტერბურგის ბანკთან შეთანხმების მიღწევის შესახებ.
„შეთანხმება მოხდა, ორშაბათს გააფორმებენ, შემდეგ გამოვემ. გზავრები კრება შეიძლება მოიწვიოთ 28 იანვარს“.
„ჩვენ შევიტყეთ, რომ თფილისის აზნაურობის საადგილ – მამულო ბანკის გამგებელს, რომელიც ამჟამად ქალაქშია, ჩვენი ბანკის გირაოს ფურცლების გასაღებაზე ერთს პეტერბურღის საიმედო ბანკთან პირობა შეუკრავს: ამ ბანკს სახელად ჰქვიან „რუსეთის ბანკი გარეშე ქვეყნებთან ვაჭრობისა“ (დროება 1875, 15 იანვ., № 7, გვ. 2).
![]() |
2.33 1875 |
▲ზევით დაბრუნება |
1875
იანვრის 1 — გაზეთი „დროების“ რედაქცია (№ 1) მკითხველებს აცნობებს
(„რედაქციისაგან“), რომ ილია ჭავჭავაძე გაზეთს შეპირდა თავისი ახალი საწარმოებების
გადმოცემას.
გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება ცნობა საადგილმამულო ბანკის 10 ან 15 იანვრისათვის
გახსნისა და ილიას პეტერბურგიდან მოლოდინის შესახებ.
„ამ დროსთვის მოელიან აგრეთვე პეტერბურღიდამ ამ ბანკის მმართველის თ. ი. ჭავჭავაძის
დაბრუნებას, რომელსაც როგორც ისმის, კარგათ გაურიგებია საქმე შესახებ გირაოს
ფურცლების გასაღებისა“ (დროება, 1875, 1 იანვ. № 1, გვ. 2).
იანვრის მეორე ნახევარი — ბრუნდება პეტერბურგიდან თბილისში...
იანვრის 28 - თებერვლის 3 — აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. 13 თბილისის გუბერნიის
საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა კრების საქმიანობაში (ბანკის წესდების
სხვადასხვა საკითხთა განხილვა, შემფასებელი კომისიის არჩევა, ბანკის საქმეში დიდი
ღვაწლის გამო დიმიტრი ყიფიანისათვის მადლობის გამოცხადება და სხვ.).
თებერვლის 3 — ბანკის დამფუძნებელთა კრების სხდომაზე გამოდის საპროგრამო სიტყვით,
რომელშიც აყალიბებს საბანკო საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებს.
თებერვლის 5 — გაზეთი „დროება“ (№ 16) აქვეყნებს ილიას სიტყვას წარმოთქმულს ბანკის
კრებაზე 3 თებერვალს, და ბანკის საქმიანობის ანგარიშს.
თებერვლის 26 — წერილს უგზავნის მეუღლესა და ცოლისდა ეკატერინე
გურამიშვილ-სტაროსელსკისას ბაქოში.
მარტის 15 — წერილს უგზავნის პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს, ატყობინებს საადგილმამულო
ბანკის მდგომარეობას და „მეფე ლირის“ ცალკე წიგნად გამოცემისა და წარმოდგენის
გამართვის განზრახვის შესახებ.
„ჩვენი ბანკი კუსავით მიღოღავს ჯერ ჯერობით; მეფე ლირს ცალკე წიგნად. ვაბეჭდინებ.
დაბეჭდის შემდეგ უნდა საზოგადოდ წავიკითხოთ ... ყველამ თავისი როლი. ამბობენ, დავით
ყიფიანის... და თავისთავად ემზადებაო. კორდელიის როლისათვის და საოცრად თურმე
არდგენს... მე ჯერ არ მინახავს და ამბობენ, ქვეყანას განაცვიფრებსო. შენ უყურე. თუ
მართლა საქართველომ შესძლო. ნამდვილი კორდელიის წარმოდგენა, მაშინ როდესაც
კრიტიკოსები ამბობენ, ჯერ მაგისათვის აკტრისა არ დაბადებულაო!..“ (თსკ, ტ. X, გვ.
5B).
მარტის 17 — წერილით ულოცავს ცოლისდა ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკის მეოთხე
ვაჟის დაბადებას ატყობინებს ივანე მუხრანსკისთან მომხდარ უთანხმოების ამბებს
(საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 191).
– წერილს უგზავნის მეუღლეს, იმ ხანად ბაქოში დასთან სტუმრად მყოფს.
„ოლიკოს წიგნიდამ ჰსცნობდით ჩემი და ივანე მუხრანსკის დატაკებასა“. (საისტ. მოამბე,
ტ. 3, 1947, გვ.. 191).
აპრილის 4 – მონაწილეობს „ერთი კეთილი საქმის შესაწევრად“ გამართულ
სალიტერატურო-მუსიკალურ საღამოში.
საღამოში ილიასთან ერთად მონაწილეობდენ: დიმ. ყიფიანი, რაფ. ერისთავი, პ.
უმიკაშვილი, დავ. ერისთავი, გ. ჩიქოვანი. საღამოზე ილია კითხულობს ნაწყვეტებს
„კაცია ადამიან“, „მგზავრის წერილებიდან“, ნ. ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მღ
წმინდაზე“. გრ. ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“, დიმ. ყაზბეგის „მავნე სულებს“.
„4-ს აპრილს იყო ქართულს თეატრში სალიტერატურო და სამუსიკო საღამო ასე ეწერა
აფიშკაში. ძალიან ცუდად გამოჩნდნენ რ. ე. და დ. ყ, რაღაც ღმერთი გაუწყრათ. სულ ვერ
წაიკითხეს. და ძალიან კარგად იყვნენ დ.ე.გლ. ი. ჭ. და ა. წ.“ (გრ. ორბელიანი,
წერილი ი. მესხიშვილისადმი — დროება. 1883, № 176).
„... ნამდვილი დამამშვენებელნი და გამაცხოველებელნი ამ საღამოსი იყვნენ აკაკი
წერეთელი და ილია ჭავჭავაძე. ჩვენ იშვიათად გაგვიგონია ისეთი ოსტატური და ხელოვნური
წაკითხვა, როგორც აკაკიმ თავის „ადვოკატის დილა“ და „სცენა საპყრობილეში“ წაიკითხა
და ი. ჭავჭავაძემ თავის „კაცია, ადამიანის“ ერთი ალაგი და თ. გრ. ორბელიანის „დ.
ო-ვის დარდები“ (დროება, 1875, 9 აპრ. № 42, გვ. 1).
საღამოს მონაწილეებმა შემოსავალი, 254 მანეთი, მომავალი ქართული სცენის სასარგებლოდ
გადასდვეს,
აპრილის 14-მდე – წერილს ღებულობს კირილე ლორთქიფანიძისაგან. უთანხმებს
ლიტერატურული საღამოს თარიღს.
„რადგანაც პარასკევს მუზიკალურ საზოგადოებაში კონცერტია და კრუჟოკში „საყმაწვილო
ბალი“, ამიტომ ჩვენი საღამო შაბათს უნდა მოხდეს უთუოდ, თორემ ხალხი ცოტა იქნება...
ეხლა შემომითვალე გადავდვა შაბათს და სხვა ახალი აფიშა დავაბეჭდინო (გაფუჭდება
მარტო 200 თუ 300 ფურცელი ქაღალდი) თუ არა. ამას გარდა, რაც დღეს მანდ წიგნები
დავტოვე, გამომიგზავნე და წესდებაც აღებ-მიმცემი ამხანაგობისა“ (მასალები XIX ს.
60—90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან. 1981, გე.
133).
აპრილის 14 – საპასუხო წერილს უგზავნის კირ. ლორთქიფანიძეს ლიტერატურული საღამოს
თარიღის შესახებ.
„ჩემის ფიქრით რომ გადიდოს საშაბათოდ კარგი იქნება. მაგრამ ცუდი არ იქნება რომ
სხვებსაც დაეკითხო.მე „ქარილის ბედსა“ (1-ლი კარი) ვკითხულობ, მხოლოდ
„გამოსალმების“ მაგიერ „იარალისადმი“-ს წავიკითხავ“. (თსკ, ტ. X, გვ. 31).
აპრილის 22 – მონაწილეობს ლიტერატურულ-მუსიკალურ სა ღამოში (საღამოს პროგრამა
იგივეა, რაც 4 აპრილს იყო). საღამოს მონაწილენი: დიმ. ყიფიანი, ილია, აკაკი, პ.
უმიკაშვილი...
„წუხანდელი სალიტერატურო და მუზიკალური საღამო ერთი იმ საღამოთაგანი იყო,
რომლიდამაც მაყურებელი ნამდვილის სიამოვნებით და კმაყოფილებით ბრუნდება ხოლმე
სახლში“ (დროება, 1875, 23 აპრ. № 45, გვ. 2).
მაისის მეორე ნახევარი — წერს კრიტიკულ წერილს. „168 статья нотариального
положения и применение ее Тифлисским окружним судом“, რომელსაც აქვეყნებს გაზეთი
„კავკაზი“ (№№ 55, 56, 57-ში).
ივნისის 29 — გაზეთ „დროებაში“ (1875, № 73) ქვეყნდება სოლომონ დოდაშვილის წერილი,
რომელიც გადასცა ილიამ.
ივლისის 4 — თხოვნა შეაქვს თბილისის საოლქო სასამართლოში ნაფიც ვექილად ჩარიცხვის
შესახებ (საისტ. მოამბე. ტ. 3, 1947, გვ. 193).
ივლისის 16 — თბილისის საოლქო სასამართლოს გამოაქვს დადგენილება ილიას ნაფიც
ვექილად მიღების შესახებ (იქვე, გვ. 193-194).
— გაზეთი „დროება“ (№ 80) ილიასა და სხვების ხელმოწერით აქვეყნებს „თფილისის
საადგილმამულო ბანკის ბალანსს 1875 წ. 1 ივლისისათვის“.
ივლისის 30 — გაზეთ „დროებაში“ (№ 85) ქვეყნდება ცნობა იმის шშესახებ, რომ ილია
წერს ახალ მოთხრობას, რომელიც დასაბეჭდად მზად იქნება ოქტომბრის თვეში.
სექტემბრის 17 — გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკის“ № 97-ის მოწინავეში, რომელიც შეეხება
კერძო შემნახველ-გამსესხებელ საზოგადოებას. ილია მოხსენებულია ამ საზოგადოების
წევრად.
ოქტომბრის ბოლო — ილიასა და სერგეი მესხის თაოსნობით თბილისში ყალიბდება ქართული
წიგნების გამომცემელთა ამხანაგობა.
„... აქ შესდგა „საზოგადოება წიგნების გამომცემელთა“, რასაკვირველია ქართული
წიგნების. ამ საზოგადოებაში ან ამხანაგობაში, ამ ჟამათ ათი კაცი ვარ მოთავენი,
კომიტეტი: ილ. ჭავჭავაძე, ბეს. ღოღობერიძე, ბეს. ჯაფარიძე, იასსე ჭავჭავაძე, დიმ.
ბაქრაძე (საჭირო იყო როგორც ცენზორი და როგორც არხეოლოგი), გ. თუმანოვი, პეტრე
უმიკაშვილი, რაფ. ერისთავი და მე. განზრახვა ჩვენი ის არის, რომ ქართველი ძველი და
ახალი საუკეთესო მწერალთ თხზულებები გამოვსცეთ. აგრეთვე ისტორიული და
სახელმძღვანელო წიგნები. ფულები ჯეოჯერობით 500 მანეთამდი ხელში გვაქვს, ოთხ ამდენს
კიდევ მოველით თუ ხელის მოწერითა და თუ სხვა გარეშე შემოსავლით. ამ ჟამად ჩვენ ნიკ.
ბარათაშვილის ლექსებს ვბეჭდავთ... ყველანი ძალიან მხურვალეთ ეკიდებიან ჯერ-ჯერობით
ამ საქმეს და შემდეგაც თუ ასე გასწია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს წიგნების
გამოცემის საქმე ჩვენშია, კარგს გზაზე დადგება და კარგათ წავა“. (ს. მესხი.
წერილები. 1950. გვ. 202-203).
დეკემბრის 2 — მონაწილეობს გაზეთ „დროების“ რედაქციაში მოწყობილ კრებაში; კრების
მიზანს შეადგენს „დროებისათვის“ მატერიალური საშუალებების გამოძებნა.
„გუშინ აქ ჩემთან რედაქციაში კრება გვქონდა ამ საგანზე მოსალაპარაკებლად. იყვნენ:
ილ. ჭავჭავაძე, ბეს. ღოღობერიძე, პ. ნაკაშიძე, კირ. ლორთქიფანიძე, ბეს. ჯაფარიძე,
დ. ჩხოტუა, სტეფანე და მე. გადასწყვიტეს, რომ თუ გაზეთს რაიმე მატერიალური
საშუალება არ გაუჩინეთ, ისე როგორც რიგია იმის წაყვანა შეუძლებელი არისო. ამნაირი
საშუალება ჯერ-ჯერობით სტამბა მონახეს: ილიამ სთქვა, რომ 7000 მანეთს მე მოვაგროვებ
სტამბის გასამართავათო და ეცადნოთ, რომ ამ სტამბის შემოსავალმა მუქთად გამოსცეს
გაზეთიო. ამას გარდა ილ. ჭავჭავაძემ торжественно დაგვპირდა, რომ რედაქციაში
მონაწილეობას მივიღებო, კვირაში ერთ სტატიას მოგცემთ“ (იქვე, გვ. 203-204).
დეკემბრის ბოლო — პირდება სერგეი მესხს, რომ მონაწილეობას მიიღებს ლიტერატურულ
საღამოში, ქუთაისში. * * *
ამ წელს ილიას გარდაეცვალა სიმამრი თადეოზ გურამიშვილი.
![]() |
2.34 1876 |
▲ზევით დაბრუნება |
1876
იანვრის 29 — ილია მონაწილეობს კავკასიის მუსიკალური საზოგადობის დარბაზში გამართულ
ლიტერატურულ საღამოში.
„გასულ ხუთშაბათს... გავიგონეთ მუდამ საამო სასმენელი სცენების კითხვა უფ. აკაკი
წერეთლისა, ლექსების კითხვა ილია ჭავჭავაძისა... (დროება, 1876, 1 თებ., № 12, გვ.
1).
თებერვლის 18 — ქვეყნდება ცნობა („ტიფლისკი ვე-უნიკ“ № 36, „დროება“ № 17) აკაკი
წერეთლის განზრახვის შესახებ 1 მაისიდან გაზეთის „გზა“ გამოცემის შესახებ (ილია
ჭავჭავაძის მუდმივი თანამშრომლობით).
თებერვლის 22 — გაზეთი „დროება“ (№ 19) ილიასა და სხვების ხელმოწერით აქვეყნებს
„თფილისის თავად-აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკის ბალანსს 1876 წლის პირველ
იანვრისათვის“ (იგივე რუ სულ ენაზე იბეჭდება „ტიფლისკი ვესტნიკის“ № 38-ში).
მარტის 1— გაზეთ „დროების“ დაარსების ათ წლისთავთან დაკავშირებით ილია, სერგი
მესხთან, აკაკი წერეთელსა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ხელს აწერს გაზეთ „დროების“
რედაქციის ახალ პირობას.
„ეს დღე შესანიშნავი იქნება ჩვენის გაზეთისათვის მითაც, რომ ამ ოთხის მარტიდამ 1876
„დროებაში“ მიიღებენ განსაკუთრებითს მონაწილეობას ქვემოხსენებულნი პირნი, რომელნიც
კისრულობენ როგორც ლიტერატურულს, აგრეთვე მატერიალურს წარმატებას გაზეთისას: ნიკო
ნიკოლაძე (ნ. სკანდელი), აკაკი წერეთელი, და ილია ჭავჭავაძე...“ (ს. მესხი დროება,
1876. 3 მარტი, № 23, გვ. 1).
მარტის 2 — ილია განცხადებით გამოდის კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების
სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა იმხანად გავრცელებულ საქონლის გატაცებისა და მისი
აღმოფხვრის საკითხებს.
მარტის 2-3 — ილია და სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი დავით ავალიშვილი აწარმოებენ
გაზეთ „დროების“ არსებობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო სადილის
მონაწილეობის მსურველთა ჩაწერას.
„ხვალ, ხუთშაბათს, 4 მარტს შესრულდება სწორეთ ათი წელიწადი მას აქეთ, რაც გამოვიდა
პირველი ნომერი ჩვენი გაზეთის „დროებისა“.
რამდენთამე პირთა, რომელნიც ქართული ლიტერატურის წარმატებას თანაუგრძნობენ,
ითავ[ე]ს ამ დღის დღესასწაულობა.
ხსენებულ პირთა მონდობილობით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ დღეს ნაშუადღევის 3 საათზე
მონ-პლეზირის ბაღში იქნება ხელის-მოწერით გამართული სადილი, რომელშიაც ყველა
მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.
ხელის-მოწერა შეიძლება თ. ილ. ჭავჭავაძესთან და თ. დ ავალიშვილთან, თფილისის
საადგილ-მამულო ბანკში, დილის 9 საათიდამ ნაშუადღევის 2 საათამდინ. თითოეულ პირს
სადილისათვის 5 მანეთი შეაქვს“ (ს. მესხი დროება, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1).
მარტის 4 — გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე ილია
წარმოთქვამს სიტყვას.
მარტის 7 — „დროება“ (№ 24) აქვეყნებს ილიას სიტყვას, რომელიც წარმოთქვა „დროების“
სადღესასწაულო სადილზე.
— საპროტესტო წერილს „Письмо к редактору“ უგზავნის „ტიფლისკი ვესტნიკის“ რედაქტორს
იმის გამო, რომ გაზეთის ადგილობრივ ქრონიკაში რეპორტიორის მიერ შეთხზული აზრი
(ტიბლის №50-ში დაბეჭდილია ილიას სახელით.
«...В местной хронике, напечатанной в № 50 «Тифлисскаго вестника», изложен
краткий отчет о сельскохозяйственной беседе по поводу скотокрадства и мере к
пресечению его Репортер вашей газеты в этом отчете извратил смысл заяв- ления,
сделаннаго мною во время упомянутой беседы. Не желая вовсе, чтобы читатели нашей
газеты приписали мне то, что так любезно сочинено Вашим репортером от моего
имени...»
ილიას წერილი საქონლის გატაცების მავნე მოვლენის შესახებ იბეჭდება „ტიფლისკი
ვესტნიკის“ № 53-ში.
მარტის 10-12 (?) — წერილს ღებულობს პეტერბურგიდან ალ. ცაგარელისაგან (5 მარტის
თარიღით); ადრესატი მადლობას უთვლის ქართველი ხელმოკლე სტუდენტებისათვის ფულის
გაგზავნისათვის.
„…დიდ მადლობას გიძღვნიან. მეც და სტუდენტებიც გარჯისათვის და ფულის
გამოგზავნისათვის; მივიღე შენგან 100 მან. და გარდავეცი თავის დროზედ სტუდენტებს
ოცდახუთ-ხუთი მანეთი (50 მან.), რომელიც შეიტანეს უნივერსიტეტიში ლექციების
სასმენლად, რომელთ ბარათებს ფულის მიღებაზედ გიგზავნი. მეორე ნახევარსაც ეხლა
მიიღებენ და იმათ ბარათებსაც გამოგიგზავნი. მაისის გასულს ერთი იმათგანი მიიღებს
სტიპენდიას, მაგრამ მანამ უჭირს, რომ მანდეთგან ვინმე შეეწიოს ამ ცოტა ხანში,
ძალიან პატრიოტულ საქმეს იქმს... (კ. კინწურაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, 1974, გვ.
189).
მარტის 14 — გაზეთი „დროება“ (№ 27) აქვეყნებს ილიას პუბლიცისტურ წერილს „ზოგიერთი
რამ“,
მარტის 26 — საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარის ილ. ჭავჭავაძისა და
სხვათა ხელმოწერით გაზეთ „კავკაზში“ (№ 36) ქვეყნდება: „До земельного банка о
действиях его в течении первого отчетного rgia“.
აპრილის 21 — გაზეთი „დროება“ (№ 39) აქვეყნებს ილიას წერილს „უ. ნ. ნიკოლაძე და
მისი შეხედულება ბანკზე“ [კორექტურული შეცდომების გასწორება იხ. №41-ში]. (თსკ-ში
ტ. VII). გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“ (№ 103) ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის წერილს
„Практика земельного кредита“, რომელშიც უმთავრესად გაკრიტიკებულია თბილისის
საადგილმამულო ბანკი მისი საქმიანობა.
მაისის 12 — გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ №103-ში გამოქვეყნებული ნ. ნიკოლაძის
სტატიის გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობა (ილიასა და ბანკის
დირექტორების ა. ჩოლოყაშვილისა და დ. ავალიშვილის ხელმოწერით) წერილს აგზავნის
„ტიფლისკი ვესტნიკის“ რედაქციაში, რომლითაც გაზეთის რედაქტორს ბებუთოვს და ნიკო
ნიკოლაძეს იწვევენ სამედიატორო სასამართლოში.
ბანკის გამგეობის წერილი „ М. Г в. № 103 Тифлисского вестника…“ ქვეყნდება 13
მაისს გაზ. „ტიფლისკი ვესტნიკის“ № 105-ში.
გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, რომ გაზეთის რედაქტორი
ბებუთოვი და ნიკო ნიკოლაძე იღებენ გამოწვევას იმ პირობით, თუ პოლემიკა იწარმოებს
პრესის საშუალებით.
მაისის 15 — გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკი“ (№ 106) აქვეყნებს ო. ჭავჭავაძის, ა.
ჩოლოყაშვილის, დ. ავალიშვილის ხელმოწერით ბანკის გამგეობის წერილს „М. г., в вашем
ответе на наш вызов...".
ბანკის გამგეობა უარს აცხადებს ნ. ნიკოლაძესთან პოლემიკაზე: Мы в свое время
печатно и на своем месте словесно разъясним дело, но отнюдь не вступим в
полемику с автором „Практики"".
მაისის პირველი ნახევარი — საბანკო საკითხებში უთანხმოებათა გამო ილია ტოვებს
„დროების“ რედაქციას.
„ქუთაისისა და თფილისის ბანკის თაობაზე, ჩვენ, ესე იგი მე, ნიკოლაძეს და აკაკის
ერთის მხრით და ილ. ჭავჭავაძეს და საზოგადოდ ღოღობერიძეებს, მეორე მხრით ცოტაოდენი
კინკლაობა მოგვივიდა. ქუთაისში დაიწყო საქმე. ჩვენ ერთის მხრით ვიყავით. ცალკე
პარტიას შევადგენდით და ღოღობერიძეები მეორეს. ბანკის ამორჩევის შემდეგ, როგორც
გეცოდინება „დროებაში“ ჩემი „მეკენჭის“ ანგარიში იყო დაბეჭდილი, რომელმაც
რასაკვირველია, ღოღობერიძეები გულზე გახეთქა, მოთმინებიდამ გამოიყვანა და გააბრაზა.
შემდეგ ნიკოლაძემ თბილისის ბანკის გამგეობის წინააღმდეგ გამოილაშქრა „თბილისის
მოამბეში“. აქ ილია ჭავჭავაძე გაჯავრდა. ეს ორი გამოჯავრებული მხარეები
შეკავშირდნენ ერთად...“ (ს. მესხი. წერილები. 1950, გვ. 217).
მაისის 16 — გაზეთი „დროება“ (№47) ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის საპასუხო წერილს „მრუდე
გამოსარჩლება (პასუხი უფ. ილია ჭავჭავაძეს)“.
მაისის 16-19 — ილია მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების
საქმიანობაში. მას ხმის უმრავლესობით ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ.
მაისის 27, 28 — „ტიფლისკი ვესტნიკი“ №№ 115, 116 ბეჭდავს ვრცელ წერილს „К чему и
зачем (Ответ автору земельного кредита)“ წერილი, რომელიც ხელმოწერილია
ფსევდონიმით „Один из членов правления Тифлисского дворянского земельного банка",
ეკუთვნის ილიას.
მაისის 30-31, ივნისის 1-2 — ილიას წერილის („K HeMy M 3a4ew „К чему и зачем“ გამო
„ტიფლისკი ვესტნიკი“ (№ 118-121) აქვეყნებს მოწინავეების სახით „Отповедь правлению
Тифлисского земельного банка".
ივნისის 4 — ბანკის საკითხის გარშემო ნიკოლაძესა და ილიას შოის წარმოებულ პოლემიკის
გამო აკაკი წერეთელი „დროების“ № 55-ში აქვეყნებს წერილს „უდროვო ბრძოლა“.
ივნისის 6 — აკაკი წერეთლის ფელეტონის („უდროვო ბრძოლა“) საპასუხოდ ნ. ნიკოლაძე
„დროების“ № 56-ში ბეჭდავს წერილს — „განა „საჭირო“ უდროოა?“.
ივნისის 9, 11 — „დროება“ (№ 57, 58) აქვეყნებს ნ. ნიკოლაძის წერილს „პირველი
ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელიც მიმართულია ილია ჭავჭავაძისა და ბ. ღოღობერიძის
წინააღმდეგ. მათ მიერ გაზეთის გამოცემის განზრახვის გამო.
ივნისის 18 — თხოვნა შეაქვს კავკასიის საცენზურო კომიტეტში 1877 წლის 1 იანვრიდან
გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის შესახებ.
თხოვნას თან ერთვის გაზეთის პროგრამა:
1. მოწინავე სტატიები; 2. რუსეთის ცხოვრება; 3. ადგილობრივი ცხოვრება; 4. უცხოეთის
ცხოვრება; 5. კორესპონდენციების განყოფილება (ადგილობრივი და საზღვარგარეთული); 6.
სამეცნიერო განყოფილება: სტატიები მეცნიერების ყოველი დარგიდან; 7. ბელეტრისტიკა:
მოთხრობები, ლექსები და სხვა; 8. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია; 9. ფელეტონები; 10.
სასამართლო ქრონიკა; 11. ნარევი; 12. საგაზეთო ცნობები; 13. კერძო განცხადებების
განყოფილება; 14. საცნობარო განყოფილება.
ივნისის 19 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი ილია ჭავჭავაძეს შუამდგომლობს კავკასიის
მეფისნაცვლის მთავარმართველობის წინაშე გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვისათვის.
ივნისის 25 — გაზეთ „დროებაში“ (№64) სერგეი მესხი ბეჭდავს წერილს „ახალი ქართული
გაზეთი“, რომელშიც გამოთქვამს ეჭვს, „ივერიის“ დაარსება გამოწვეული ინტერესით.
„... ჩვენს გაზეთს ახალი მოძმე ებადება. კეთილი იყოს იმის ჩასახვა ილ. ჭავჭავაძისა
და ბეს. ღოღობერიძის აზრში. კეთილი იყო იმის დაბადება! — კეთილი იყოს თუ ის იქნება
მიუდგომელი, მოუსყიდველი და პატიოსანი.
მაგრამ, რა ვქნა? ეჭვი ვერ მოგვიშორებია თავიდამ. ის გარემოება, რომელმანც დაბადა
ეს ახალი გაზეთი, რომელმანც უფ. ბეს. ღოღობერიძე და ილ. ჭავჭავაძე „აიძულა“, რომ
ქართული გაზეთის გამოცემისთვის ხელი მოეკიდნათ, ის გარემოება სულ სხვას
გვიჩურჩულებს ყურებში...
... ბეს. ღოღობერიძემ და ი. ჭავჭავაძემ მხოლოთ მაშინ გაივლეს გულში ახალი გ აზეთის
გამოცემა, როდესაც ძველმა, ე. ი. „დროებამ“ იმათ წინააღმდეგ სიტყვის თქმა გაბედა".
ივლისის 23 — ილია მონაწილეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლ ქრისტიანთა
სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში (დროება, 1876, 8 აგვ., № 83.
გვ. 2).
აგვისტო, 11 — ილიასა და სხვების ხელმოწერით „დროების“ №84-ში ქვეყნდება „თბილისის
თავად-აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკის ბალანსი. 1876 წლის პირველის ივლისისათვის“
(დასასრული დაიბეჭდა „დროების“ № 87-ში),
სექტემბერი — ქვეყნდება ილიას ნაწარმოებები: გაზაფხული. — გუთნის დედა — მძინარე
ყმაწვილს. — სიმღერა ამხანაგებისა (დედამ რომ შვილი გაზარდოს). — სიყვარული
მამულისადმი (მას აქეთ რაკი შენდამი ვსცან). — ქართვლის დედას. ჩიტი. — ნაწყვეტები:
აჩრდილიდან, კაკო ყაჩაღიდან, გლახის ნაამბობიდან, კაცია ადამიანიდან, მგზავრის
წერილებიდან — წგ-ში: ბუნების კარი, მე-3 გამოცემა.
სექტემბრის 17 — კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობა ნებას რთავს ილია
ჭავჭავაძეს. 1877 წლის 1 იანვრიდან გამოსცეს გაზეთი „ივერია“ (საისტ. მოამბე, ტ. 3,
1947, გვ. 195).
„ჩვენ გავიგონეთ, რომ კავკასიის უმაღლესს მთავრობას ნებართვა მიუცია ახალი ქართული
გაზეთის გამოცემაზე. გაზეთს ერქმევა სახელად „ივერია“, იმის რედაქტორად
გამოცხადებული იქნება თავადი ი. გ. ჭავჭავაძე. გამოვა მომავალი წლის 1 იანვრიდამ,
კვირაში ერთხელ“ (დროება, 1876, № 99).
ოქტომბერი-ნოემბერი (?) — მარი ბროსე ფრანგულ ენაზე თარგმნის „კაცია ადამიანს“.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ს.-პეტერბურღის სამეცნიერო აკადემიის წევრი უფ. ბროსსე,
რომელიც ასეთი მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, ამჟამად თ. ილია
ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობას „კაცია, ადამიანს“ სთარგმნის ფრანციზულს ენაზედ და
აბეჭდინებსო“ (დროება, 1876, 26 ნოემბ., № 128. გვ. 1).
ნოემბერ-დეკემბერი — ილია დიდ მუშაობას ეწევა ახალი გაზეთის ორგანიზაციულ-ტექნიკური
საქმეების მოსაგვარებლად, თანამშრო მელთა შემოსაკრებად. ილია თხოვნით მიმართავს
მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, იდეურ მომხრეებს ითანამშრომლონ გაზეთში. ქმნის
„ივერიის“ თანამშრომელთა ბირთვს პ. უმიკაშვილის, ი. ჭყონიას, დ. ბაქრაძის, მ.
ჯანაშვილის, შ. გულისაშვილის და სხვათა სახით.
დეკემბრის 28 — ცენზურა ნებას რთავს ილიასა და ივ. მაჩაბლის მიერ თარგმნილ მეფე
ლირის გამოცემაზე.
![]() |
2.35 1877 |
▲ზევით დაბრუნება |
1877
თებერვალი — ცალკე წიგნად გამოდის „მეფე ლირი. ტრაგედია ვილლიამ შექსპირისა, ინგლისურიდამ გადმოღებული ივ. მაჩაბლის და ილ. ჭავჭავაძის მიერ“. წიგნი გამოსცა ქართული წიგნების გამომცემელმა ამხანაგობამ სერიით „ქართული მწერლობა“. დაიბეჭდა ე. ხელაძის სტამბაში.
„თებერვალში დაიბეჭდა ცალკე წიგნათ..." (ივერია, 1877, № 1. გვ. 15).
„ისყიდება... წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში. მეფე ლირი, ტრაგედია
შექსპირისა... ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორს, ფარნაოზ
ნათიევისას, ახალციხეს, ალექსეევმესხიევისას“ (ივერია, 1877, № 2 და ა. შ.).
თებერვლის მეორე ნახევარი — მუშაობს ნარკვევზე „ცხოვრება და კანონი“.
თებერვლის ბოლო — „ივერიის“ პირველი ნომრისათვის წერს „წინასიტყვაობას“ და სტატიას
„კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რასაკვირველია“,
მარტი (?) — ილია წერილს ღებულობს იმხანად თურქეთში მყოფ რუსეთის ვიცე კონსულის
ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთლისგან. აქვე მოგვყავს ეს წერილი მთლიანად, რომელიც
თბილისში საიდუმლოდ ჩამოაქვს ვიცე კონსულის მეუღლეს მარინა უსპენსკაიას.
„დიდად პატივცემულო ბატონო, თავადო ილია!
ყოვლისშემძლე ღმერთს შევევედრები თქვენს ჯანმრთელობას და ბედნიერად ყოფნას, ნუ
გაგაკვირვებთ ჩემი. შორეულ სტამბოლში მყოფი ქართველის წერილი. მისი დაწერა
გამოწვეულია მეტად მნიშვნელოვანი საქმით. აქ, სტამბოლში შევიტყვე, რომ გენერალმა
გრი- გოლ ორბელიანმა დიდი საქმე გააკეთა, როცა კავკასია ტელეფონით პეტერბურგს
დაუკავშირა. ეს კავშირი მალე დაგვჭირდება, თუ წინააღ- მდეგ იმ ქვეყნისა, სადაც ახლა
ვიცე კონსულად ვარ, მის იმპერატორობითი უდიდებულესობა სამხედრო ჩარევაზე წავა. ამ
ჩარევაში ჩვენ ბათუმი, ყარსი და არზრუმი უნდა გავჭვრიტოთ. აბა, დანარჩენი თქვენ
იცით. ვეღარავის ვენდევი და ბარათის თბილისში ჩამოტანა ჩემს მეუღლეს დავავალე.
ვიცი, დარიალით გადმოსვლა გაუჭირდება, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერა - ვპოვე ფრიად
საიდუმლოდ. თქვენი სიკეთის მავედრებელი თავადი ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთელი“ (დ.
ნაცვალაძე. ბრძენკაცის საზრუნავი. 1978, გვ. 8-9).
მარტის 3 — გამოსვლას იწყებს საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. გაზეთი
გამოდის ხუთშაბათობით. რედაქტორ-გამომ- ცემელი ილია ჭავჭავაძე, იბეჭდება თბილისში,
ექვთიმე ხელაძის სტამბაში, 16 გვერდზე, ზომა 30X22 სმ. ღირებულება 10 თვით 6 მან.
ცალკეული ნომერი 15 კაპ. რედაქცია მოთავსებულია მთაწმინდის ქუჩაზე.
„ივერიის“ პირველი ნომერი გამოდის ილიას წინასიტყვაობით. ამავე ნომერში
ხელმოუწერლად ქვეყნდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ნარკვევის „ცხოვრება და კანონის“
პირველი წერილი და სტატია „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია".
მარტის 6 — გაზეთ „დროების“ No 26-ში ნ. ნიკოლაძე აქვეყნებს რეცენზიას სათაურით -
„ივერიის“ პირველი ნომერი“. ნ. ნიკოლაძე იწუნებს როგორც გაზეთის ენას, ასევე მის
შინაარსს. ერთადერთი, რასაც მოწონებით ხვდება რეცენზენტი, ეს არის „ივერიაში“
დაბეჭდილი ნარკვევი „ცხოვრება და კანონი“.
„როცა ეს სტატია დაბოლოვდება, ჩვენ უეჭველათა გავაცნობთ მკითხველებს მის შინაარსს.
ეხლა კი ორს რასმე ვისურვებო: პირვე- ლათ იმას, რომ ეს სტატია ისე კარგათ
დაბოლოვდეს, როგორც დაწყე- ბულია, და მეორეთ, რომ ამისთანა ხეირიანი სტატიები
ხშირად იბეჭ- დებოდენ „ივერიაში“.
მარტის 10 — გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად ქვეყნდება
ილიას „ცხოვრება და კანონის“ მეორე წერილი და სტატია „კავკასიის სამეურნეო
საზოგადოების“ გამო.
ამავე დღეს ილია წერილთან ერთად „ივერიის“ ნომრებს უგზავნის პეტერბურგში ვასილ
მაჩაბელს. ატყობინებს „მეფე ლირის“ გამოცემას, თხოვს აცნობოს ვანო მაჩაბლის
მისამართი, აგრეთვე ითხოვს გაზეთისათვის მასალების მიწოდებას ვანო მაჩაბლისაგან,
დავით ჩუბინაშვილისა და ალექსანდრე ცაგარლისაგან.
„ვანოს წიგნების ქებას იწერები. რა კარგი იქნება, რომ ეგ წიგნები დამაბეჭდვინო, თუ
შესაძლებელია და თუ ვანო ნებას მოგცემს. მოსწერე შენად და ჩემად, მოგვეშველოს
როგორმე. ჭკვიანი ბიჭია და ამასთანაც კარგის კალმის პატრონი ჩვენთვის ვანო დიდი
ნუგეში იქნება. ჰსთხოვე, და არამცთუ ჰსთხოვე, შეეხვეწე ჩემ მაგიერ, რომ სტატიები
რამ გამოგვიგზავნოს...
ჩვენი დავით იესეს ძე ჩუბინოვი ნახე. გაზეთი მოვართვი, როგორც ჩვენს უხუცესს
მწიგნობარსა. ჰსთხოვე ჩემ მაგიერ, ლაზისტანზედ, რომ რუსულად ნაწერი აქვს,
გამომიგზავნოს, მე თვითონ ვჰსთარგმნი და ისე დავბეუდავ. შენი ჭირიმე, ამ წიგნის
მიღებისვე უმალ მიდი და ჩემ მაგიერ ჰსთხოვე, მალე გამომიგზავნოს. დაპირებულიც არის.
ჩვენი ალექსანდრე ცაგარელიც შეაფუცხუნე გვიშველოს რამე. ეცადე.. მანდ მოსწვლეთაგან
მცირე სალიტერატურო წრე შეადგინო. მათთან მისვლა-მოსვლას ნუ დაიზარებ. შენ იცი და
შენმა გულშემატკივრობამ, ამ ჩემს თხოვნას რა ყურადღებასაც მიაქცევ.
...მიყიდე ისეთი ქაღალდი, როგორც „Неделя“-ს ქაღალდია“ (თსკ. ტ. X, გვ. 59-60).
მარტის 12 — თიბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტი ამოწმებს ბანკის
წლიურ ანგარიშს.
„... ზედამხედველს კომიტეტს გაუსინჯავს წლის ანგარიში ტფილისის თავადაზნაურთა
საადგილ-მამულო ბანკისა, უცვნია მისი სიმართლე დდაუმტკიცებია“ (ივერია, 1877, 14
აპრ., № 7, გვ. 4).
მარტის 17 — „ივერიის“ № 3-ში ქვეყნდება „ცხოვრება და კანონის“ მესამე წერილი.
ამავე ნომერში ილია აქვეყნებს ალ. ჭავჭავაძის ლექსებს: „ეს სოფელი სამყო ძნელი,
მჩვენებელი ჭმუნვის ალთა!.. და „ეჰა ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე“.
მარტის 23 — გაზეთი „დროება“ (№ 33) ილიასა და სხვების ხელმოწერით აქვეყნებს
ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსს 1877 წლის 1
იანვრისათვის [გამოქვეყნდა აგრეთვე „ივერიის“ N№ 8-ში, იგივე რუსულად დაიბეჭდა
გაზეთ „კავკაზში“ (№ 44)].
მარტის 24 — „ივერიის“ № 4-ში აქვეყნებს „ცხოვრება და კანონის“ მეოთხე წერილს,
„ჩვენის ქალაქის ჯან-მრთელობის საქმე“ [მოწინავე]. და ლექსს „კ. ბ. მ-სას“ (ნუ, ნუ
მაყვედრი, რომ ყოველს ჩემშანს“).
აპრილის 2 — „ივერიის“ № 5-ში ბეჭდავს თარგმანს „ამბავათ გაგონილნი“.
აპრილის 7 — „ივერიის“ № 6-ში აქვეყნებს „ცხოვრება და კანონის“ დასასრულს და
თავისეულ თარგმანს ალფონს დოდეს მოთხრობისა „უკანასკნელი გასაკვეთი, ნაამბობი
პატარა ელზასელისა“ ამავე ნომერში ბეჭდავს გრ. ორბელიანის (ქსნისხეველის
ხელმოწერით) ლექსს „თამარ მეფის სახე ბეთანის ეკკლესიაში“.
აპრილის 15 — „ივერიის“ № 7-ში აქვეყნებს წერილს „კიდევ აღმოსავლეთის საქმის
თაობაზედ". ამავე ნომერში ბეჭდავს გრ. ორბელიანის (ქსნისხეველის ხელმოწერით) „მუშა
ბოქულაძეს“-
აპრილის მეორე ნახევარი (?) ― მონაწილეობს ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტის განხილვაში.
„წესდების პირველი რედაქცია შეიმუშავეს დ. ყიფიანმა და ნ. ცხვედაძემ, რომლის
განსახილველად მოხდა კრება ილ. ჭავჭავაძის სახლში. კრებას, გარდა ზემო
დასახელებულის პირებისა, დაესწრნენ ი. ჭავჭავაძე და ბეს. ღოღობერიძე. კრებამ
დაადგინა, რომ შესწორებულიყო ზოგიერთი მუხლი წესდებისა და ამისათვის აირჩია
კომისია: ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი და ბეს, ღოღობერიძე" (ცნობის ფურცელი, 1904,
31 მარტი, № 2452, გვ. 2-3).
აპრილის 21 — „ივერიის“ №8-ში ილია აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი“ („ასტყდა ომი“.
ამავე ნომერში ილიასა და სხვების ხელმოწერით ქვეყნდება „ბალანსი ტფილისის გუბერნიის
თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა 1877 წლის 1 იანერისათვის“.
აპრილის 25, 26 — მონაწილეობს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაში, რომელიც
იხილაეს 1876 წლის მოქმედების ანგარიშს და ბანკის წესდების ცვლილების პროექტს
(კავკაზ, 1877, No 99),
აპრილის 24 —„ივერიის“ №# 9-ში ბეჭდავს წერილს — „ოსმალოს საქართველო“.
მაისის 5 — „ივერიის“ No 10-ში ილოა აქვეყნებს კრიტიკულ წერილს — „ვიცინოთ. თუ
ვიტიროო", რომელიც გამოწვეულია გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის
დამახინჯებული მეთოდით სწავლების გამო (საპასუხო წერილი მასწავლებელ ფ. ნათიევისა
ქვეყნდება „დროების“ № 59-ში).
მაისის 14 — კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე ილიას ირჩევენ
ამ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. „ამომირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო
საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად და რამდენსამე ხანს მეჭირა ეს თანამდებობა“ (თსკ, ტ.
IX, გვ. 312).
მაისის მეორე ნახევარი ილიას ირჩევენ ახლად დაარსებულ ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე
საზოგადოების წევრად.
„ზოგიერთთა გულმტკივნეულთა პირთა მეცადინეობით ტფილისში შეჰსდგა საზოგადოება,
რომელსაც საგნად აქვს მზრუნველობა ღარიბთა ყრმათა აღზრდისათვის. ამ საზოგადოებას
ამოურჩევია შემდეგნი პირნი ამა მეტად კეთილის საქმის წარმოებისათვის: თ. გიორგი რო
მანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორესძე მამაცაშვილი, თ. ირაკლი კონსტანტინეს
ძე ბაგრატიონ მუხრანსკი, თ. ალექსანდრე ზაალისძე ჩოლოყაშვილი, თ. დავით ივანეს ძე
ავალიშვილი, თ, დავით გიორგისა ერისთავი, თ. ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძე და დიმიტრი
ზაქარიასძე ბაქრაძე“ (ივერია. 1877, No 12, გვ. 3).
მაისის 19 — „ივერიის“ No 12-ში ილია აქვეყნებს მეთაურ წერილს „საქართველოს
მატიანე“ (თსკ, ტ. VIII — სათაურით „ჩვენი გლეხობა და ტყეებით სარგებლობის საქმე“).
ივნისის 2 — „ივერიის“ No14-ში ილია იწყებს დავით ჩუბინაშვილის წერილის
„ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა
მოსახლეთა“ — ბეჭდვას. წერილის გაგრძელება და დასასრული დაიბეჭდა „ივერიის“ No 15,
16, 17-ში, — ჩვენი ვარაუდით წერილის თარგმანი ილიას ეკუთვნის.
„ჩვენი დავით იესეს ძე ჩუბინოვი ნახე... სთხოვე ჩემ მაგიერ, ლაზისტანზედ რომ
რუსულად ნაწერი აქვს. გამომიგზავნოს, მე თვითონ ვჰსთარგმნი და ისე დავბეჭდავ...“
(ი. ჭავჭავაძე, წერილი ვასილ მაჩაბლისადმი. თსკ. ტ. X, გვ. 59).
ივნისის 16 — „ივერიის“ No 16-ში ილია ბეჭდავს წერილებს: „ქალების არჩევანის უფლება
და ინგლისის პარლამენტი“, „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. ეს უკანასკნელი
წარმოადგენს „დროების“ № 59-ში დაბეჭდილი ფ. ნათიევის წერილის პასუხს.
ივნისის 22 — გაზეთ „კავკაზის“ No 147-ში ი. ჭავჭავაძის... ხელმოწეროთ ქვეყნდება
თბილისის საადგილმამულო ბანკის ანგარიში 1877 წ. 1 ივლისისათვის.
ივნისის 23 — „ივერიის“ No 17-ში ილია აქვეყნებს ლექსებს: „ვიხილე სატრფო: იგი
ცრემლს ღვრიდა“ და „ს... ჩ...სას“ („სატრფოვ! ხშირად ლალი ფიქრი“).
სექტემბრის დასაწყისი — გამოდის კრებული „სალამური ანუ ლექსთა კრება ქართველ
მწერალთა“, რომელშიც იბეჭდება ილიას ლექსები „ნანა" და „ელეგია“.
„ამ დღეებში გამოვა ჩვენს ქალაქში...“ (დროება, 1877, No 166).
სექტემბრის 22 — „ივერიის“ No 30-ში ილია (ვაკელის ფსევდონიმით) აქვეყნებს წერილს
„კუტული ქართველთ ყლაპია“*.
* ალ. კალანღაძის აზრით წერილი ეკუთვნის ილიას (ქართული ჟურნალისტიკის ისტორია.
1996, გვ. 279).
ოქტომბრის 13 — „ივერიის“ No 33-ში აქვეყნებს მეთაურ წერილს „საქართველოს მატიანე“,
რომელიც ეხება სოფლის მოხელეთა არჩევნებს (თსკ. ტ. VIII-ში სათაურით „სოფლის
მოხელეთა არჩევანი“).
ნოემბრის 10 — „ივერიის“ No 37-ში აქვეყნებს მეთაურ წერილს „საქართველოს მატიანე",
რომელშიც ეხება ახლად დაარსებულ შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას (თსკ,
ტ. IV-ში სათაუ- რით „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“).
ნოემბრის 24 — . „ივერიის“ No 39-ში აქვეყნებს მეთაურ წერილს „საქართველოს
მატიანე", რომელიც ეძღვნება გლეხთა მამულების გაყიდვის საკითხებს (ოკ ტ. VIII-ში
სათაურით „გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა“).
გაზეთ „კავკაზი" (No 239) ბეჭდავს ილიას წერილს („Письмо к редактору“), რომელიც
ეხება გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილს.
დეკემბერი — მუშაობს პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“.
დეკემბრის ბოლო — ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება წერა-კითხვის საზოგადოების
წესდების პროექტის გაცნობა საზოგადოების წევრებისათვის და წევრთა ხელმოწერის
ორგანიზაცია.
![]() |
2.36 1878 |
▲ზევით დაბრუნება |
1878
იანვრის 5 –– №1-ში (ასტრონომით) აქვეყნებს „მეფე დიმიტრი თავ-დადებულის“ დასაწყისს
(I-XII თავები).
იანვრის პირველი ნახევარი – თარგმნის ჟურნალ „ოტეჩესტვენიე ზაპისკის“ 1877 წ.
№12-ში დაბეჭდილი უცნობი ავტორის მოთხრობას „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, რომლის
დასაწყისს აქვეყნებს „ივერიის“ №3-ში (19 იანვარს ) – ხოლო დასასრულს №4 და 5-ში
(6. ჩიტაური, „ცისკარი“, 1885, №6, გვ. 154––157).
იანვრის 30 –– მონაწილეობს წერა-კითხვის გრახყილბელნი, ზოგადოების წესდების
პროექტის განხილვაში, რომელიც მოეწყო, გრიგოლ ორბელიანის ბინაზე. წესდების პროექტის
დასამტკიცებლად მთავრობაში წარდგენას კრება ავალებს დიმ. ყიფიანს, ილ. ჭავჭავაძეს
და ბეს. ღოღობერიძეს. –
„გრ. ორბელიანის სახლში მოხდა დიდი კრება, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ყველანი
ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ „საზოგადოებაში“, როგორც წევრებს... ამავე კრებამ
დაადგინა: მიენდოს, დ. ყიფიანს, ი. ჭავჭავაძეს და ბეს. ღოღობერიძეს, წარუდგინონ
მთავრობას წესდება დასამტკიცებლადო“ (ცნობის ფურცელი, 1904, 31 მარტი, №2452, გვ.
3.)
თებერვლის 8 –– გაზეთ „კავკაზის“№32-ში ილიას ხელმოწერით ქვეყნდება თბილისის
საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1878 წ. 1 იანვრისათვის. იგივე გაზ. „ობზორის“№40,
41, 56-ში.
თებერვლის 9 –– „ივერიის“№6-ში ქვეყნდება სერბი მწერლის ჯურა იაკჩიშის მოთხრობის
„შვილი მოხუცებულის გამზისა“ ილიასეული ქართული თარგმანი შესრულებულია ჟურნალ
„პჩელას“ 1877 წ. №3-ში დაბეჭდილი რუსული თარგმანიდან. მოთხრობის ბეჭდვა გრძელდება
ივერიის“ №7--10-ში. (ნ. ჩიტაური –ცისკარი, 1985, №6, გვ.157).
თებერვლის 19 – გაზეთი „ობზორი“ (№48) ბეჭდ:ეს ნ. ნიკოლაძის ხელმოუწერელ ფელეტონს
(„Воскресные беседы.. –– Иверия полемике кн И. Г. Чавчавадзе. Приглошение“).
რომელიც წარმოადგენს იმ კამათის გაგრძელებას,რომელიც დაიწყო 1876 წელს.
მარტი 2 – ილიას ხელმოწერით ქვეყნდება „ობზორი“ (№58) თბილისის საადგილმამულო
ბანკის ბალანსს 1878 წ. 1 თებერვლისათვის.
მარტის 5, 13, 17 – „ობზორი“ (№61, 69,73) ილიას ხელმოწერით აქვეყნებს თბილისის
საადგილმამულო ბანკის ბალანსს 1878 წ. 1 მარტისათვის.
მარტის შუა რიცხვები (?) – წერილს ღებულობს ალ. ცაგარელისაგან (8 მარტის თარიღით).
ადრესანტი ითხოვს გაუგზავნოს ბესარიონ ნიჟარაზისაგან დატოვებული სვანური ტექსტები.
„...ეხლა ჩემთან ზის სვანი ბესარიონ ნიჟარაძე, სემინარიის მოწაფე, და სვანურს ენას
ვარჩევთ, მაგრამ, საუბედუროთ ცოტა გვაქვს ტექსტები, – ამან მითხრა, რომ შენთვის
გადმოუცია ოთხი თუ ხუთი ლექსი სვანური და გთხოვ რაც შეიძლება ჩქარა გამომიგზავნო...
გრამატიკულათ გავარჩევთ და ლექსებს ისევ დაგიბრუნებ... ილია, ერთი უნდა გვეფიქრა
რამე, რომ ამ ბესარიონ ნიჟარაძეს უნივერსიტეტში წასვლა უნდა და ჩვენმა საზოგადოებამ
საშუალება რომ მისცეს ასე ათიოდ თვეს, და მერე იმედია მიიღონ სახელმწიფო ხარჯზედ“
(კ. კინწურაშვილი. ალექსანდრე ცაგარელი. 1974, გვ. 192).
მარტის 30 –– „ივერიის“ №13-ში ბეჭდავს მოწინავეს –– „ტფილისი“ (ქალაქის ჰიგიენური
პირობები).
აპრილის 7 –– გაზეთი „ობზორი“ (№94) ილიას ხელმოწერით აქვეყნებს თბილისის
საადგილმამულო ბანკის ბალანსს 1878 წ. 1 აპრილისათვის.
აპრილის 14 –გაზეთ „ობზორში“ (№100) ხელმოუწერლად ქვეყნდება ნ. ნიკოლაძის სტატია
„Ученные эксплуаторы общество“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილიასა და ბეს.
ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა. ნ. ნიკოლაძე ანალოგიური ხასიათის წერილს ასევე
ხელმოუწერლად აქვეყნებს „ობზორის“ №108-ში.
აპრილის 25 –მონაწილეობს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაში, რომელზეც
განიხილავენ ბანკის 1877 წლის ანგარიშს.
განმარტებები ბანკის მოხსენებების გამო ილიასა და ბანკის წევრთა ხელმოწერით
ქვეყნდება გაზ., „ობზორის“ №110-ში (М. Г. Из прошлих докладов...“
აპრილის 26 –– მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთასაგანგებო კრებაში,
რომელზეც განიხილავენ ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანის საკითხს. კრება
ილიას ირჩევს კომისიაში, რომელსაც ევალება. საჭირო საბუთების მომზადება
მთავრობასთან შუამდგომლობისათვის (ივერია, 1878, №17; დროება, 1878, №81).
აპრილის 27 — „ივერიის“ №16-ში ილია ბეჭდავს მოწინავეს –– „ტფილისი, 26 აპრილი“
(თსკ, ტ. VIII-ში სათაურით –– „სოფლის უფროსის არჩევანი“).
მაისის 6 –– ილიას ხელმოწერით ქვეყნდება თბილისის საადგილმამულო ბანკის ბალანსი
1878 წ. 1 მაისისათვის (ობზორი“. №120).
მაისის 11 –– „ივერიის“ №18-ში აქვეყნებს მოწინავეს — „საქართველოს მატიანე“ (თსკ,
ტ. IV-ში სათაურით — „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“).
ივნისის დასაწყისი –– გამოდის ი. გოგებაშვილის დედაენა, სადაც გამოქვეყნებულია
ილიას ლექსი „გაზაფხული“.
ივნისის 20 –– დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბესარიონ ღოღობერიძე
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტს დასამტკიცებლად
წარუდგენენ კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი
სტაროსელსკის (ილიას ქვისლს).
„გირდგენთ რა ამასთანავე კავკასიისა და ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებ
123 პირის მიერ ხელმოწერილ წესდების პროექტს ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოებისა, პატივი გვაქვს უმორჩილესად გთხოვოთ გვიშუამდგომლოთ,
სადაც ჯერ არს ამ წესდების სათანადოდ დასამტკიცებლად“ (ი. ბოცვაძე. წერილები. 1956,
გვ.74).
ივნისის 25 –– გაზეთი „კავკაზი“ (№167) ილიას ხელმოწერით აქვეყნებს თბილისის
საადგილმამულო ბანკის ბალანსს 1878 წ. 1 ივნისისათვის. იგივე ქვეყნდება აგრეთვე
„ობზორის“ №169-ში.
ივლისის 6 –– „ივერიის“ №26-ში აქვეყნებს ლექსებს „ვნახევი სატრფო იგი ცრემლს
ღვრიდა“ და „მაშინ დავჰსტკბები სრულის სამოთხით“.
ივლისი. 27 — „ობზორი“ (№198) ილიას ხელმოწერით აქვეყნებს თბილისის საადგილმამულო
ბანკის ბალანსს 1878 წ. 1. ივლისისათოვის.
აგვისტოს დასაწყისი –– გამოდის ზ. ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ლექსთა კრებული ––
„საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“, რომელშიც დაბეჭდილია ილიას ლექსები: „გაზაფხული“,
„მტკვრის პირას“ და „წუხილი“.
აგვისტოს 10 — იწყებს მის მიერვე თარგმნილ გეორგ ებერსის ისტორიული რომანის —
„რამეთუ კაცი ვარ“ გამოქვეყნებას (ივერია, 1878. №31: რომანის ბეჭდვა გაგრძელდა
შემდეგ ნომრებში: 32, 34, 38-43, 45-47, –– 30 ნოემბრამდე).
ოქტომბრის მეორე ნახევარი –– თხოვნით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის
მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გალაკეთების
ნებართვისათვის.
ოქტომბრის 24 –– კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობა გენერალ-ლეიტენანტ დ.
სტაროსელსკის ხელმოწერით წერილობით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს 1879
წლიდან ილია ჭავჭავაძისათვის გაზეთ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთების
ნებართვის მიცემის შესახებ.
ოქტომბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი — ილია ყვარელში იმყოფება. აქ იგი სამეურნეო
საქმეებით არის დაკავებული; მონაწილეობს ყვარლის ჭავჭავაძეების საგვარეულო
მამულების, აგარაკების და ტყეების გადანაწილება-გამიჯვნაში, გაყოფის ოქმების
შედგენაში (საისტ. მოამბე, ტ. 25-26, 1971, გვ. 271-283).
ყვარლიდან ხშირად წერილით ეხმაურება და რჩევებს აძლევს საგურამოში მყოფ მეუღლეს
(წერილები: 28 ოქტ. 9, 13, 25, 29 ნოემბერს).
„მე აქ იასესთან ვარ ჩამომხტარი და ყოველს დღეს დილის რვა საათიდამ საღამოს ექვს
საათამდე ზემლემერს უკან დავდევთ. ჩვენი საქმე ჯერ გვიან გათავდება; აბა იფიქრე,
ჯერ სასახლეები დაეზომათ მინამ მე მოვიდოდი, და ჩემს მოსვლის შემდეგ ვენახების
ზომვას მოჰყვნენ და აქამომდე ვენახები ვერ გაგვითავებია. ჯერ მინდვრებისა და ტყის
ჩუჩუნიც არ არის. აი ეხლა გწერ წიგნს და კარზედ ცხენი მიდგა, ტყეში მივდივართ
გასასინჯავათ და სამშაბათს დავბრუნდებით ისევ ვენახებისაკენ,
„...სამი დღე ავად ვიყავ. ასეთი სისუსტე მქონდა, რომ ქვეშაგებში დამაწვინა. ეხლა
კარგადა ვარ და გარედ მინდვრებში დავდივარ. ვერ წარმოიდგენ, რამდენი დავიდარაბა
გვაქვს, ჯერ კი ჩხუბი არავის მოგვსვლია და იმედია არც მოგვივა“.
„ლევანა დაიბარე და უთხარი, რომ ბუშეკიდამ მოსული ხეხილი დარგას. ნეხვი ბლომათ
ჩაატანოს მიწაში კარგად არეული, რამოდენადაც მჯდარა ხე მიწაში ერთის ვერშოკით იმაზე
ქვევით დარგას. მესამეს დღეს დარგვის შემდეგ კარგად მორწყას".
„ჩვენ აქ ტაატით დავდივართ და იმედია რომ მალე დავაბოლოვოთ საქმე. ძალიან მინდა
წამოსვლა, მაგრამ რასა იქ, აქაც საჭიროა ჩემი ყოფნა“.
„ტყე გავიყავით, მე ურიგო ნაწილი არ შემხვდა. ეხლა დღეში ორმოცი კაცი მუშაა და
„პროსეკებს“ იკეთებენ ტყეში. ეხლა სახნავის გაყოფაზედღა არის საქმე მიმდგარი, ამ
ორიოდ დღეზედ უნდა ესეც გათავდეს. მერე ვენახების მოგროვებაზედ დამიგვიანდება კიდევ
ერთი ორი დღე და წამოვალ კიდეც...“.
„მე იმედი მაქვს, რომ 10-ს დეკემბრამდე უსათუოდ გნახო..." (ოსკ. ტ. X, გვ.
356—360).
ნოემბრის 9 — „ივერიის“ №44-ში ქვეყნდება მეთაური წერილი – „საქართველოს მატიანე“
(თსკ, ტ. IV-ში სათაურით—„ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზე“).
ამავე ნომერში გამოქვეყნებულ ალფონს დოდეს მოთხრობის „სახლი იყიდება“ და №45-ში
დაბეჭდილ „სამი ათასი ფრანკის“ თარგმანები, ალ. კალანდაძის აზრით, ილიას ეკუთვნის
(ალ. კალანდაძე. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. 1986, გვ. 299).
დეკემბრის შუა რიცხვები –– ილია ყვარლიდან ბრუნდება თბილისში.
დეკემბრის 27 –– ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გრიგოლ ორბელიანისაგან
ღებულობს პლატონ იოსელიანის მიერ შედგენილ გიორგი მეთორმეტის ცხოვრებას.
„ჩემო ბატონო, კნიაზო ილიავ!
სიხარულით მომირთმევია მეფე გიორგის ცხოვრება თქვენის ახლის ჟურნალისათვის...“.
* * * ილიას ლექსები: „გაზაფხული“, „არაგვი“ და „ჩიტი“ (ყოველი უწინარეს...) მ.
მაჭავარიანს გადააქვს ნოტებზე, რომლებიც შევიდა წიგნში ––„სამშობლო ხმები.
ყმაწვილებისათვის სამღერალი სახალხო სიმღერები“.
ჰენრიხ სტრუვე უძღვნის თავის წიგნს О виноделии, четыре беуседы читанные в Кавказ.
общ-ве сельс. хоз. (С четырьмя табл.рис.) Тфл., 1878) წარწერით Его сиятельству
Илье Григорьевич князю Чавчавадзе в знак особенного уважения от автора".
ქვეყნდება გ. თუმანიშვილის წერილი „შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება".
წერილის ავტორი ეხება ილიასა და მაჩაბლის მიერ „მეფე ლირის“ და აღნიშნავს:
„ამ მხრივ თანაგრძნობის ღირსია „მეფე ლირის“ ქართულად გადმოღება...მაინც კი
ვიტყვით, რომ დიდად ეჭვში ვართ, შეიძლეს თუ არა„მეფე ლირის“ მთარგმნელებმა ამ
ტრაღედიის გამოთქმა ქართულად“ (ალმანახი, წგ. 1, 1878).
![]() |
2.37 1879 |
▲ზევით დაბრუნება |
1879
იანვარი ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომრისათვის წერს „შინაურ მიმოხილვას“.
წერს მოთხრობას „სარჩობელაზედ“.
თებერვლის 3 –– გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი. ქვეყნდება ილიას
ნაწერები: პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, ნარკვევი „ცხოვრება და კანონი“
(მეხუთე წერილი), „შინაური მიმოხილვა“ და გეორგ ებერსის ისტორიული რომანის „რამეთუ
კაცი ვარ“ ილიასეული თარგმანის დასასრული.
„გუშინ 3 თებერვალს, გამოვიდა პირველი წიგნი ჟურნალის „ივერიისა“ (დროება, 1879,
№27, გვ. 2).
თებერვლის შუა რიცხვები — ქვეყნდება გ. თუმანიშვილის მიმოხილვითი წერილი „ეხლანდელი
ქართული ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“ (ალმანახი, წგ. 2, 1879), რომელშიც ავტორი
ილია ჭავჭავაძის ბოლოდროინდელ შემოქმედებას მიიჩნევს, ოოგორც უფერულს და ნაკლებ
გავლენიანს მის წინა პერიოდის შემოქმედებასთან შედარებით. ამავე წერილში
მიმოიხილავს „დიმიტრი თავდადებულს“ და ხელაღებით იწუნებს მას.
„მოიგონეთ ის მწერალი, რომელიც ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართველ
მკითხველებზე ამ ათიოდ-თხუთმეტიოდ წლის წინათ: ილ. ჭავჭავაძე, იმის მაგიერობა ამ
უკანასკნელ სამიოდ-ოთხიოდ წელს არავის არ უკისრნია, ისევე პოეტი მოქმედებს ქართული
ლიტერატურის ასპარეზზე, თუმც იმის მეათედი გავლენა არა აქვს. რაც ადრე ჰქონდა.
„...ეხლანდელ ქართულ გაზეთების მიმართულების გავლენა ვერ აიცდინს თავიდამ ვერც
იმისთანა ნიჭიერმა პოეტებმა, როგორც ილ. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი“.
თებერვლის 2, 5 — გაზეთი „დროება“ (№№31, 34) აქვეყნებს ალ. სარაჯიშვილის
(ხელმოწერა ა.) რეცენზიას „ივერიის“ პირველ ნომერში მოთავსებულ ლიტერატურულ
ნაწარმოებებზე.
რეცენზენტის აზრით „ეს პირველი წიგნი ჟურნალ „ივერიისა“ ერთობ ღარიბია ლიტერატურულ
ნაწილითა: ორი დაბეჭდილი მოთხრობა ორივე ნათარგმნი არიან... ყველა ეს არაფრით არ
არის შესანიშნავი და ბევრს არრას უმატებს ჩვენს მწერლობას“,
ალ. სარაჯიშვილმა, რომელიც რეცენზიაში სპეციალურად ჩერდება ილიას „მეფე დიმიტრი
თავდადებულზე“, დაიწუნა პოემა და, გრ. ვოლსკის ხატოვანი თქმისა არ იყოს, „ყირაზე
შეათამაშა“.
თებერვლის 14 — „დროება“ აქვეყნებს მაჭახელიძის [ალ. ჭყონია] სტატიას „ორიოდე
სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს“. სტატიის ავტორი არ იზიარებს გ. თუმანიშვილის
შეხედულებას ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც გამოთქმული აქვს ალმანახის მეორე წიგნში
დაბეჭდილ წერილში „ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“.
თებერვლის მეორე ნახევარი — დამშეულ ქობულეთელთა სასარგებლო ფონდში ილიას შეაქვს
ოცი მანეთი (ივერია, 1879, №2, გვ. 172).
თებერვლის 21 — ქვეყნდება ცნობა დამშეულ ქობულეთელთა სასარგებლოდ ლიტერატურული
საღამოს გამართვისა და მასში ილიას მონაწილეობის შესახებ.
თებერვლის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიას
ნაწერები: „სარჩობელაზედ“, ლექსი „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? ანუ საქართველოს
ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა“, „ცხოვრება და კანონის“ მეხუთე წერილის დასასრული,
ალფონს დოდეს მოთხრობის „ტიურკოსი კომმუნელთა შორის“ ილიასეული თარგმანი. „შინაური
მიმოხილვა“. ამავე ნომერში ქვეყნდება ილიას „სხარტულა“ (ხელმოწერა: თქვენი
თანამშრომელი, რომლითაც ილია აკრიტიკებს გ. თუმანიშვილსა და მის „ალმანახს“.
„გ. თუმანიშვილი!.. იცით, გესმით, რა დიდი ღვთის წყალობა მოგვევლინა, რომ თქვენგან
დაწუნებულმა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ღარიბი ლიტერატურა იკადრა და მის მოღვაწედ
გამოვიდა! მაგისთანა მწერალი ჯერ არ უნახავს ქართველობას. ქართველობას-მეთქი?
ქართველობას კი არა, მთელს ევროპას... აბა, ქართული ენა გაუსინჯეთ, აი, წერა,
ნამდვილი ქართული... აბა აზრები და მსჯელობა გაუსინჯეთ! აბა, „ახალი“ დაუმჭკნარი
აზრები იმის აზრებია...“ (თსკ, ტ. III, გვ.347).
— „ივერიის“ ამავე ნომერში ქვეყნდება ნ. დავითაშვილის წერილი „ფიქრი და შენიშვნა
კიდევ ჩვენს მწერლობის თაობაზე. უფ, თუმანიშვილი და მისი „ალმანახი“.
წერილის ავტორი არ იზიარებს გ. თუმანიშვილის შეხედულებას ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც
გამოთქმულია „ალმანახის“ მეორე წიგნში გამოქვეყნებულ წერილში „ეხლანდელი ქართული
ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“.
თებერვლის 28 — ილიას ხელმოწერით ქვეყნდება თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის ბალანსი 1879 წ. 1 იანვრისათვის (კავკაზ, 1879, №46).
მარტის 10, 11 — გაზეთი „დროება“ (№№53, 54) აქვეყნებს გრიგოლ ვოლსკის
(უმწიფარიძის) წერილს „შენიშვნა უფ. ა-ის [სარაჯიშვილის] რეცენზიაზე შესახებ
პოემისა: „დიმიტრი თავდადებული“.
მარტის 15 — მონაწილეობს პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის საადგილმამულო
ბანკის თავმჯდომარის ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვის ცერემონიალში სოფელ
გოჩა-ჯიხაიშში.
მარტის 15, 16 — ქვეყნდება გ. თუმანიშვილის საპასუხო წერილი „ორიოდე სიტყვა
სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ (დროება, №57, 58).
მარტის მეორე ნახევარი — „ივერიისათვის“ წერს ნეკროლოგს „ბესარიონ ლევანის ძე
ღოღობერიძე“.
მონაწილეობს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წესდების
პროექტის საბოლოო შესწორება-რედაქტირებაში (წესდების შესწორებული პროექტი დ.
ყიფიანის ხელმოწერით იგზავნება 25 მარტს, დაამტკიცეს 31 მარტს, ამის შესახებ დ.
ყიფიანს ეცნობა 14 აპრილს).
მარტის 27 — ქვეყნდება ალ. სარაჯიშვილის რეცენზია „ივერიის“ მეორე ნომერში
გამოქვეყნებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე (დროება, 1879, №67).
რეცენზენტი უარყოფითად აფასებს ილიას მოთხრობას „სარჩობელაზედ".
„ჩვენ გვგონია რომ ეს მოთხრობა მხოლოდ სალიტერატურო ფორმაა, რომელშიაც მწერალს
უნდოდა ფსიხოლოგიური სურათი ჩაესვა“.
რეცენზენტი ეხება აგრეთვე ლექსს „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? ანუ საქართველოს
ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და აღნიშნავს, რომ „ეს ლექსი მწვავი სატირა არი
ჩვენის ახლანდელი ისტორიულის ცხოვრებისა, სადაც ხუმრობაში ბევრი სამწუხარო
სიმართლეა გამოთქმული“.
აპრილის დასაწყისი — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება
ილიას ნაწერები: „ცხოვრება და კანონის“ მეექვსე წერილი, „შინაური მიმოხილვა“,
ნეკროლოგი „ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე“ და ბუვიეს რომანის „იზას“ პირველი
ნაწილის ილიასეული თარგმანი.
აპრილის 18 — ილიას და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერით „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი კრების ყველა წევრს ეგზავნება
საზოგადოების სტამბურად ნაბეჭდი წესდება და მოსაწვევი ბარათი 1879 წ. 15 მაისს
საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე დასასწრებლად.
„...ჩვენ მონდობილი გვქონდა სხვათა შორის თქვენგანაც წარგვედგინა მთავრობისათვის
წესდებულება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა ქართველთა შორის და
გვეთხოვნა მისი დამტკიცება. ეხლა ეს წესდებულება დამტკიცებულია და ერთი დაბეჭდილი
ეგზემპლიარი ამასთანავე მოგვირთმევია თქვენთვის. გთხოვთ მობრძანდეთ საზოგადო
კრებაში 15-ს მაისს დილის 11 საათზედ “ (ი. ჭავჭავაძე. წერილი რაფ. ერისთავისადმი.
ის, ტ. X, გვ. 85).
აპრილის 30 — მონაწილეობს თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაში. კრება
ისმენს ბანკის მმართველობის წლიურ ანგარიშს. ილიას წინადადებით კრება ღებულობს
გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს სათეატრო ჯგუფის 23 აპრილის თხოვნა ქართული
თეატრისათვის 300 თუმნის გამოყოფის შესახებ (დროება, 1879, 1 მაისი, №91, გვ. 1—2).
მაისი — „ივერიის“ №4-ში ილია აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“.
მაისის 2 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებაში. კრება
იხილავს სკოლის დაარსების საკითხს.
მაისის 5 — გრძელდება საადგილმამულო ბანკის კრება, რომელიც იხილავს სათავადაზნაურო
სკოლისა და წერა-კითხვის საზოგადოებისათვის დახმარების საკითხს. ბანკის კრებაზე
ილიას ერთხმად ირჩევენ ბანკის მმართველად (კრების ანგარიში ქვეყნდება „დროების“
№№91, 96-30).
„წლევანდელმა ბანკის კრებამ ამ შკოლისათვის ხმაამოუღებლად, ბანკის წმინდა
შემოსავლიდამ 13.500 მანეთი შესწირა. მაგრამ, როდესაც იმაზე ჩამოვარდა ლაპარაკი,
რომ ამავე თავადაზნაურობას შეეწირა 11.000 მანეთი „საქართველოში წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებისათვის“. მაშინ პატივცემულ დ. ი. ყიფიანს და ილია
ჭავჭავაძეს უნდა წარმოეთქვა მჭერმეტყველური, მაგარი, მგრძნობიარე სიტყვა, უნდა
ბევრი ერჩიათ, ეხვეწნათ, ექადაგნათ კრებისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაითანხმეს
თავად-აზნაურობა, რომ ეს ფული შეეწირათ.
დაითანხმეს, მაგრამ ვაი ამისთანა დათანხმებას: მეორე დღესვე ჩვენი თავად-აზნაურობა
დიდ საყვედურს აცხადებდა დიმიტრი ყიფიანზე და ილია ჭავჭავაძეზე, რომ იმათ ტკბილმა
ლაპარაკმა „გამოგეტყუა ის ფულიო...“ (ს. მესხი. თხზულებანი. ტ. 3, 1964, გვ. 167),
მაისის დასაწყისი — ილიასა და სხვა ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფის გულმოდგინე
მუშაობით გადაწყდა ქართული თეატრალური საზოგადოების დაფუძნება, 18 მაისისათვის
კრების მოსაწვევად ილიას ხელმოწერით იგზავნება წერილები, მაგრამ ზოგიერთი მოღვაწე,
მათ შორის გრ. ორბელიანი, ნაადრევად მიიჩნევს თეატრის აღდგენის საქმეს.
„ჩემო ბატონო, კნიაზო ილიავ!
დღეს ვერ გიხდები ჩვენის საზოგადოების კრებაში, თეატრისა გამო, რადგანაცა ვარ
მიწვეული в экстренное заседание Общества возстановления Христианства; მაგრამ
გავბედავ კი და გულწრფელობით მოგახსენებ, რომ მე არა ვარ თანამგრძნობი ქართულის
თეატრის ამ ჟამად დაწესებისა, რომელზედაც დახარჯული ფული მგონია დაკარგულად.
მე არ მესმის, როგორ უნდა დაემყაროს თეატრი, რომელსა არა აქვს თავისი შენობა,
რომელსა არა ჰყავს გასწავლული აკტიორები, რომელსა არ შეუძლიან შენახვა თავისა
თვისისა? და თუ ქართულის ენის მოყვარენი წარმოადგენენ რასმეს წელიწადში ორჯელ,
სამჯერ, ხომ ეხლაც არის ამგვარი თეატრი. – არა მგონია, რომ ჩვენი ბანკი იყოს ისე
გასუქებული, რომ სამასის თუმნის უსარგებლოდ დახარჯვა არაფრად მიაჩნდეს მას. (გრ.
ორბელიანი. წერილი ილია ჭავჭავაძესთან — ბახტრიონი, 1922, №21, გვ. 2).
მაისის 10 — მონაწილეობს თფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ
მოსწავლეთა შემწეობისათვის წლიურ კრებაში (დროება, 1879, 16 მაისი, №100, გვ. 2—3).
მაისის 15 — თბილისის საადგილმამულო ბანკის შენობაში დიმიტრი ყიფიანი ხსნის
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველ სხდომას.
სხდომას ესწრება 28 წევრი, მათ შორის გრ, ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე...
საზოგადოების გამგეობის წევრებად ირჩევენ დიმ. ყიფიანს, ილია ჭავჭავაძეს (41 ხმა, 5
წინააღმდეგი), ი. გოგებაშვილს, ნ. ცხვედაძეს, ე. მაჩაბელს, ალ. სარაჯიშვილს, რ.
ერისთავს; კანდიდატებად: ნ. ქანანოვს. დ. ავალიშვილს, გ. უთურგაულს.
იმავე დღეს საზოგადოების გამგეობის პირველ სხდომაზე ილიას ირჩევენ საზოგადოების
თავმჯდომარის თანაშემწედ (თავმჯდომარედ არჩეული იქნა დიმ. ყიფიანი) (კრების
ანგარიში გამოქვეყნდა „დროების“ №101-ში).
მაისის 17 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მეორე
სხდომაში. სხდომა იხილავს საზოგადოების შემოსავალ-გასავალს.
მაისის 18 — მონაწილეობს ქართული თეატრალური საზოგადოების (ამხანაგობის)
დამფუძნებელ კრებაში.
„... შეადგინეს ამხანაგობა: დიმიტრი ყიფიანმა, გიორგი თუმანიშვილმა, დავით
ერისთავმა, ნ. ავალიშვილმა, იოს. ბაქრაძემ, ალ. სარაჯიშვილმა, ილ. ჭავჭავაძემ და
განიზრახეს სამუდამო სცენის დაარსება, მათ შეაგროვეს ფული, დააარსეს დრამატიული
კომიტეტი, გამოიკვლიეს ამხანაგობის წესდება...“ (ივ. გომართელი — კვალი, 1900, №1,
გვ. 12).
მაისის 29 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი სააზოგადოების წევრთა საერთო
კრებაში (21 მაისისათვის დანიშნული კრება წევრთა სიმცირის გამო არ შედგა).
ილიას წინადადებით საზოგადოების წევრებად ღებულობენ 42 პირს. ამავე დღეს ილია
კრებას მოახსენებს 1879-1880 წწ. საზოგადოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას.
ივნისის 25 — გრიგოლ ორბელიანისაგან ღებულობს წერილ ახლად დაწერილ ლექსს „ფსალმუნს“
ჟურნალ „ივერიაში ქვეყნებლად.
„დავჰბერდი და შეუდეგ სულის გზასა; ვჰკითხულობ დავითნსა და აი რა დადნა ამ
კითხვისაგან. მაგრამ გთხოვთ კი, რომ თქვენვე წაუკითხოთ ჩემს ულმობელს კრიტიკოსსა
კნეინა ოლღასა; თუ მოგეწონოს ხომ რა კარგი, და თუ არა, აიღეთ კარანდაში, წაუსვით და
წამოუსვით, ასე რომ მაგ ლექსის სახსენებელიც აღარსად იყოს ჩემ შესარცხვენად“.
„თქვენი მარადის ბედნიერების მსურველი თავადი გრიგოლ ორბელიანი“ (ლიტერატურული
საქართველო, 1941, 13 ივნ., №2).
გრიგოლ ორბელიანის პოეტური ნიჭის თაყვანისმცემელი ილია „ფსალმუნს“ უცვლელად ბეჭდავს
„ივერიის“ №5—6-ში.
ივნისის ბოლო — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ გაერთიანებული №5—6, რომელშიც ქვეყნდება
ილიას ნაწერები: პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“,
„შინაური მიმოხილვა“ და რომან „იზას“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება.
ივლისი — ცალკე წიგნად გამოდის — გლახის ნაამბობი. მოთხოობა ი. ჭავჭავაძისა.
გამოცემული ა. საფაროვისაგან. ტფ., ე. ხელაძის სტამბა, 1879. 6, 136 გვ. 25 კ.
(ცენზურის ნებართვა 23 აპრ.).
ივლისის 4 — წერა-კითხვის საზოგადოების სახელით ილია წერილობით მიმართავს სოფ.
ზნაკვის (ლანჩხუთის) სკოლის გამგეს, საზოგადოებას აცნობოს სკოლის მდგომარეობა.
ივლისის ბოლო — ამონაბეჭდის სახით ცალკე წიგნად გამოდის „რამდენიმე სურათი ანუ
ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
აგვისტოს 8 — ილიას ხელმოწერით. გაზეთი „დროება“ (№163) აქვეყნებს თბილისის
თავადაზნაურთა ბანკის ბალანსს 1879 წლის 1 ივლისისათვის. იგივე რუსულად ქვეყნდება
გაზეთ „კავკაზში“ (№175).
აგვისტოს პირველი ნახევარი — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ №7—8, რომელშიც ქვეყნდება
„დედა და შვილი“ („ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან
განთავისუფლდა საქართველო“). ამავე ნომერში აქვეყნებს ბუვიეს „იზას“ თარგმანის
გაგრძელებას და ესპანელი მარიანო ხოსე ლარას „ვაქებ, ანუ ამასაც ხომ არ დამიშლიან“
(ისპანური სატირა ლარრასი) თავისეულ თარგმანს.
აგვისტოს 12, 14 — გაზეთი „დროება“ (№167, 168) ბეჭდავს პოემას „რამდენიმე სურათი
ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
სექტემბრის 1 — ილიასა და სხვა ქართველ მოღვაწეთა თაოსნობით საფუძველი ეყრება
ქართულ მუდმივ თეატრს. ამ დღეს წარმოადგინეს ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი
და რა ვპოვეთ“.
სექტემბრის 10 — წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ილია დაბეჯითებით
მოითხოვს გამგეობის წევრთა მივლინებას მაზრებში ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან
სასკოლო საქმეებზე მოსალაპარაკებლად.
ოქტომბერი — განზრახული აქვს ქართულ სცენაზე განახორციელოს შექსპირის „მეფე ლირის“
დადგმა.
— გამოდის ჟურნალ „ივერიის“ 9—10, რომელშიც ქვეყნდება ილიას ლექსი „აღარც ნატვრა და
აღარც იმედი“ და რომან „იზას“ თარგმანის გაგრძელება.
ჟურნალის ამავე ნომერში ილია ჭავჭავაძე და სერგეი მესხი ბეჭდავენ ერთობლივ
განცხადებას „დროება-ივერიის“ გამოცემაზე მომავალ 1880 წელს. ანალოგიური
განცხადებები იბეჭდება „დროების“ №237-ში და ა.შ. „კავკაზის“ №261–ში.
სავარაუდოა, რომ ამავე ნომერში დაბეჭდილი ესპანელი ლარას სატირა „რა არის
საზოგადოება და სად უნდა ვეძიოთ იგი“ ილიას ეკუთვნოდეს.
ოქტომბრის 20 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში.
ამავე დღეს ილია დიმიტრი ყიფიანს სთავაზობს „მეფე ლირში" ითამაშოს ლირის როლი.
„თქვენ რომ (20 ამ თვეს) ლირის როლი შემომაძლიეთ...“ (ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო
კრებული. თბ., 1957, გვ. 124).
ნოემბრის დასაწყისი — წერილს ღებულობს (31 ოქტ. თარიღით) დიმიტრი ყიფიანისაგან,
ქვიშხეთიდან. წერს ლირის როლის შესრულების თაობაზე.
„თქვენ რომ ... ლირის როლი შემომაძლიეთ, მე მოგახსენეთ, გადავიკითხავ და მაშინ
გეტყვით ვიკისრებ თუ ვერა მეთქი. თუ მაინც და მაინც გნებავთ ლირი მე წარმოვადგინო,
ნება მომეცით, რომ ეს როლი თვითონ მე ვსთარგმნო, ჩემებურად, მარტო ეს როლი. თქვენს
ნათარგმანს ამით სრულებით არა ეზიანება რა...“ (იქვე).
ნოემბრის 2 — გრიგოლ ორბელიანისაგან ღებულობს შუამდგომლობით ბარათს და საბინინის
თხოვნის წერილს ფულით დახმარებისათვის.
„ჩ ე მ ო მ ო წ ყ ა ლ ე ბ ა ტ ო ნ ო;
კ ნ ი ა ზ ო ი ლ ი ა!
მომირთმევია საბინინის წერილი, რომლითაც ითხოვს ჩვენის სა. ზოგადოებისაგან
შემწეობასა ფულით, შესასრულებლად საქართეელოს ეკკლესიის ისტორიისა და გამოსასხნელად
ლეიპციხიდამ ქართველ წმინდების (sik) სურათებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა
დიდი შრომა და ღვაწლია მისგან მიღებული, და რა სასარგებლოა საკუთრივ ჩვენთვის ამ
ისტორიის გამოცემა და გავრცელება ჩვენს ხალხში... როგორცა ინებებთ, ისე აღსრულდეს,
ოღონდ კი აღსრულდეს“ (ბახტრიონი, 1922, №21, გვ. 2).
ნოემბრის 15 — ილიას, „დროების“ რედაქტორს სერგეი მესხს და ამავე გაზეთის
გამომცემელს სტეფანე მელიქიშვილს შეაქვთ ერთობლივი თხოვნა კავკასიის მეფისნაცვლის
მთავარმმართველობის უფროსთან 1880 წლის 1 იანვრიდან ჟურნალ „ივერიის“ და გაზეთ
„დროების“ საერთო რედაქციით გამოცემის ნებართვის შესახებ.
....Месхи, просим признать вторым редактором журнала „Иверия“, а ...Чавчавадзе
вторым редактором газеты "Дроэба"...Жур нал "Иверия" будет выходить по прежней
программе... четыре раза в год, а газета „Дроэба“ ежедневно..." (საისტ. მოამბე,
ტ. 3, 1947 გვ-196).
„მომავალი 1880 წლის 1 იანვრიდამ გაზეთი „დროება“ და ჟურნალი „ივერია“ შეერთდებიან
და იყოლიებენ ერთსა-და-იმავე საერთო რედაქციას, რომელიც შედგება ამ ორივე
ჟურნალ-გაზეთის უწინდელ რედაქციებისაგან და თანამშრომლებისაგან.
გაზეთი „დროება“ გამოვა ყოველ დღე, როგორც აქამამდე, მხოლოთ ფორმატი (თაბახის
სივრცე) უფრო დიდი ექნება, ჟურნალი „ივერია“ კი გამოვა სამს თვეში ერთხელ სივრცით
თორმეტი დიდი თაბახი...
ამ შეერთებულის შრომისა და ღონის წყალობით, „დროება“„ივერიის“ რედაქციას იმედი
აქვს, რომ შემდეგში თავის მოვალეობას მკითხველთა წინაშე უფრო უკეთ შეასრულებს,
რადგან ამ საქმეში ჩვენთა უკეთესთა მწერალთა აღუთქვეს იმას თავისი შემწეობა და
თანაგრძნობა“ (დროება, 1879, 16 ნოემბ. №237).
ნოემბრის 22 — ქართული სათეატრო ამხანაგობა, რომლის წევრიც არის ილია, ხელახლა
თხოვნას წარუდგენს თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს ბანკიდან
300 თუმნის დახმარების შესახებ.
ნოემბრის 27 — კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსი
გენერალ-ლეიტენანტი დ. სტაროსელსკი შუამდგომლობს ილია ჭავჭავაძესა და სერგეი მესხს
საცენზურო კომიტეტთან „ივერიისა“ და „დროების“ საერთო რედაქციით გამოცემის
ნებართვის მიცემის შესახებ (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 197).
დეკემბრის 23 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში. გამგეობა ილიას ავალებს ბათუმის სკოლის საქმეებზე მოლაპარაკების
წარმოებას საჭირო პირებთან. ილიას, დ. ყიფიანსა და რაფიელ ერისთავთან ერთად
გამგეობა ავალებს სახელმძღვანელოების ენობრივ კონტროლს (საისტ. მოამბე, ტ. 37-38,
1978, გვ. 28-29).
დეკემბრის 25 — წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით
ილია რაფიელ ერისთავისაგან აქტით იბარებს საზოგადოების სალაროს (ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ფონდის აღწერილობა. 1953, გვ. 3).
დეკემბრის 30—31 (?) „დროების“ საახალწლო ნომრისათვის წერს წერილს — „ვისს ნათესსა
ვმკით?“.
ხელმძღვანელობს ბაშკიჩეთში ადგილობრივი მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნებს.
„შარშანდელ 1879 წელსა ბაშკეჩეტში მობრძანდნენ თ. ი. ჭავჭავაძე და მიროვოი
პოსრედნიკი პავლიევი; იქ დაიბარეს დიდ-გომარელები კომლზედ კაცი, სტარშინის და
სუდიების აღმორჩევაზედ მოახდინეს კენჭის-ყრა; შემდეგ აღმორჩევისა თ. ჭავჭავაძემ და
პავლიევმა ხალხს მისცეს მამა-შვილური დარიგება აღმორჩეულთ თანამდებობაზედ. აუხსნეს
ვალდებულება; ამასთანავე გამოუცხადეს, რომ შემდეგ ფიცსაც მიგაღებინებენო და ვინძლო
რომ თქვენი ფიცი უმანკო იყოსო, აგრეთვე ფიცის მნიშვნელობაც აუხსნეს“ (დროება, 1880,
20 ივლ. №154).
![]() |
2.38 1880 |
▲ზევით დაბრუნება |
1880
იანვრის 1 — გაზეთი „დროება“ №1 აქვეყნებს ილიას და სერგეი მესხის ერთობლივ
განცხადებას „1880 წელს „დროება“ — „ივერიის“ გამოცემაზედ“ (იგივე ქვეყნდება
„ივერიის“ პირველ ნომერში). — ამავე ნომერში ქვეყნდება ილიას შინაური მიმოხილვა
სათაურით — „ვისს ნათესსა მკით?“ და აკაკი წერეთლის საახალწლო „მესტვირული“,
რომელშიც დახასიათებულია ილია.
„აწ ახლებზედ გადავიდეთ ვახსენოთ ჩვენი ილია.
იანვრის 17—18 ? — გაზეთ „დროებისათვის“ წერს წერილს . „ძველი საქართველოს
ეკონომიური წყობის შესახებ“, რომელიც ქვეყნდება 20 იანვარს „დროების“ №15-ში
მოწინავის სახით — „ტფილისი, 18 იანვარს“.
თებერვლის დასაწყისი — წერილს ღებულობს (3 თებერვლის თარიღით) ეგნატე
ინგოროყვასაგან (ნინოშვილი), სოფ. ჩოჩხათის სკოლის მდგომარეობის შესახებ.
თებერვლის 16 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში. ილიას შეაქვს წინადადება ბათუმში სკოლის გახსნის საჭიროების შესახებ.
თებერვლის 26 — ილია ქართული სათეატრო ამხანაგობის სხვა წევრებთან (ნიკ.
ავალიშვილთან, დავ. ერისთავთან, ივ. მაჩაბელთან, დ. სარაჯიშვილთან, გ.
თუმანიშვილთან, ბაქრაძესთან) ვრთად „დროების“ №44-ში აქვეყნებს წერილს
რედაქციისადმი („ბატონო რედაქტორო!“) იმის გამო, რომ გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“
გამოეხმაურა დიმიტრი ყიფიანის გასვლას სათეატრო ამხანაგობიდან. რედაქციისადმი
წერილში ილია ამხანაგობის წევრებთან ერთად მოითხოვს გაზეთმა გამოაქვეყნოს სათეატრო
ამხანაგობის შემდეგი გადაწყვეტილება:
„მართალია, ბატ. დ. ი. ყიფიანმა წარმოადგინა ამხანაგობაში მისაღებად თ. მიხეილ
ბებუთოვი; მართალია, წარმოდგენილება დ. ყიფიანისა არ შეიწყნარა ამხანაგობამ და ისიც
მართალია, რომ დ. ი. ყიფიანმა სიტყვით გამოაცხადა ამხანაგობიდამ გავდივარო. ვიდრე
თვითთონ პატივცემული დ. ი. ყიფიანი არ მოიწადინებს, რომ სამწუხარო გარემოება
საზოგადოებისაგან გარჩეული იქმნას და ამ წადილს ბეჭვდით არ გამოჰსთქვამს, იმ დრომდე
ქართული სათეატრო ამხანაგობა არ მიაქცევს არავითარს ყურადღებას იმ ჭორებს,
რომელსაც, იმედია, ჩვენი გაზეთები ამ საგანზედ გამართავენ. ხოლო როცა თვითონ ბატ.
ყიფიანი მოიწადინებს, რომ ამ საქმის გარემოებამ საზოგადოების ყურამდე მიაღწიოს,
მაშინ ამხანაგობა მოვალედ ჩასთვლის თავის თავს ყოველიფერი ჯეროვანი საბუთებით
აცნობოს საზოგადოებასა თქვენის, ბატონო რედაქტორო, პატივცემულის გაზეთის
შემწეობით“.
თებერვლის ბოლო — გაზეთები „ობზორი“ (№431, 432, 433, 434) და „ტიფლისკი ვესტნიკი“
(№56, 57) აქვეყნებენ მასალებს ქართულ სათეატრო ამხანაგობასა და დრამატიულ დასს
შორის მომხდარ უთანხმოებათა შესახებ. „ობზორი“ (№432) „დროებას“ თვლის არაობიექტურ
გაზეთად, რომლის მიზეზადაც მიიჩნევს, რომ „დროება“ არის ილია ჭავჭავაძისა და მისი
პარტიის ორგანო და იარაღი.
თებერვლის 28 — გაზეთი „დროება“ (№45) აქვეყნებს ქართველი მსახიობების — კ. მესხის,
ვ. აბაშიძის, ა. ცაგარლის, კ. ყიფიანის და სხვათა განცხადებას („წერილი
რედაქტორთან“), რომლებიც მოითხოვენ დასის ხელმძღვანელობა მიენდოს ახლად ამორჩეულ
პირებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს.
„... იმ ჩვენგან ამორჩეულ პირებს შორის იყვნენ ორი დიდად პატივცემულნი პირნი
სახელდობრ: დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი და თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე;
მაგრამ ამ ბოლო დროს მომეტებულის ნაწილის ჩვენგან ამორჩეულის პირების უწესო
მოქმედებამ იმდენზე მიაღწია, რომ პატივცემული წევრი დ. ი. ყიფიანი იძულებული იყო
გამოსულიყო წრიდან...
... ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვენდო ჩვენი ტრუპპის გამგეობა ქვემოხსენებულთა პირთა,
რომელნიც არიან: დ. ი. ყიფიანი; ლ. ა. მაღალაშვილი: თ. ი. ჭავჭავაძე; თ. მ.
ბებუთოვი; თ. ა. რ. წერეთელი; ნ. o. ნიკოლაძე; ი. ე. ფითუაშვილი; ს. ს. მესხი და
რაფიელ დავითის ძე ერისთავი.
უმორჩილესადა ვსთხოვთ ამ ჩვენგან ამორჩეულთა პირთა, მიიღონ ქართული სცენის საქმის
მართვა და იმის წინამძღვრობა იმ დრომდინ, სანამდის მათგან შედგენილი ქართული
დრამატული საზოგადოების წესდება არ იქნება კანონისამებრ წარდგენილი და
დამტკიცებულნი მთავრობისაგან“.
ქართველ მსახიობთა წერილის თარგმანს ბეჭდავს გაზეთი „ტიოლისკი ვესტნიკი“ (№57).
თებერვლის 29 — გაზეთ „დროების“ №46-ში ილია ბეჭდავს მეთაურს — „კიდევ „თფილისის
მოამბეს“. წერილში გაკრიტიკებულია გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“, „ობზორი“ და მისი
რედაქტორი ნ. ნი. კოლაძე. ამ მეთაური წერილის გამო ნიკო ნიკოლაძე დუელში იწვევს
ილიას. დუელი ინიშნება 1 მარტისათვის.
მარტის 1 — გაზეთი „ობზორი“ (№435) ხელმოუწერლად ბეჭდავს ნ. ნიკოლაძის მოწინავეს
სათაურით „ბეჭდვითი მეყალბენი. თბილლისი, თებერვლის 29 1880“, რომელიც მიმართულია
ილიასა და მის თანამოაზრეთა — „დროება-ივერიის“ თანამშრომელთა წინააღმდეგ.
ამ დღეს დანიშნული დუელი ილიასა და ნიკო ნიკოლაძეს შორის მშვიდობიანად მთავრდება.
„ ნ. ნიკოლაძის სეკუნდანტები იყვნენ: პოეტი სიმბორსკი და დ. გურამიშვილი, ხოლო
ილიასი: ი. შალიკაშვილი და ნ. ერისთავი. სიმბორსკიმ, როგორც გულ-ჩვილმა კაცმა,
სცადა შერიგება მოწინააღმდეგეთა და, რაკი ვერა გააწყო-რა, ქვითინი დაიწყო... ეს იყო
მიზეზი, თუ სხვა რამ გარემოებაც დაერთო, საბედნიეროდ საქმე შერიგებით გათავდა.
შედგენილ იქმნა ოქმი, საცა სწერია, რომ ილია უარჰყოფს თავის წერილს „დროებაში“,
ხოლო ნ. ნიკოლაძე აღარ შეეხება ილიას პირადობას „ობზორში“ (გრ. ყიფშიძე. ი.
ჭავჭავაძე. ტ. 1. 1914. გვ. X LI).
მარტის 6 — გაზეთი „დროება“ (№50) აქვეყნებს მოწინავეს („ტრუპპა და კომიტეტი“)
ქართული დრამატიული დასის და თეატრალური კომიტეტის საქმიანობაზე, მათ შორის
წარმოშობილ უთანხმოებათა მიზეზებზე.
მარტის 18 — აქვეყნებს ნარკვევს „ხიზნების საქმე საიდამ უნდა დაწყობილიყო“ (დროება,
1880, №60).
მარტის 23 — „დროების“ №65-ში ბეჭდავს მეორე წერილს „ხიზნობის საქმის თაობაზედ“.
აპრილის 5 — ილიასა და სერგეი მესხის რედაქტორობით გამოდის საპოლიტიკო და
სალიტერატურო ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი. აქ გრძელდება ბეჭდვა ბუვიეს რომან
„იზას“ ილიასეული თარგმანისა.
„დღეს გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი...“ (დროება, 1880, 5 აპრ. №74).
აპრილის 6 — კლასიკურ გიმნაზიაში ესწრება მოსწავლეთა ლიტერატურულ საღამოს.
„გუშინ, კვირა საღამოს ჩვენ დავესწარით აქაურ კლასიკურ გიმნაზიის შაგირდების
სალიტერატურო საღამოზედ და გულ-წრფელად ვამბობთ, რომ ამ საღამომ ჩინებული,
სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზედ...
ყველაზე უფრო სასიამოვნო იყო გაგონება ქართულ ლექსებისა, რომელსაც სამი შაგირდი:
რატიშვილი, ხუციშვილი და ბახტაძე ამბობდნენ ზეპირად. განსაკუთრებით ხუცისშვილმა
წაიკითხა კარგათ „ივერიის“ №მე-4-ში დაბეჭდილი პატარა ლექსი „ვედრება პატარა
გლეხისა“ და „ელეგია“ ილ. ჭავჭავაძისა. „მერანი“ და განსაკუთრებით თ. გრ.
ორბელიანის „სადღეგრძელო...“ (დროება, 1880, 8 აპრ. Ne 76).
აპრილის 8 — გაზეთი „ობზორი“ ბეჭდავს შენიშვნებს „დროების“ №6O და №65-ში დაბეჭდილ
ილიას წერილებზე — „ხიზნების საქმის თაობაზე“.
აპრილის 9 — „ობზორის“ (8 აპრილის) შენიშვნების გამო ილია საპასუხო შენიშვნებს
ბეჭდავს „დროების“ №77-ში (ახალ ამბებში). აპრილის 15 — „ობზორი“ (ნ. ნიკოლაძე)
კვლავ ბეჭდავს თავის შენიშვნებს ილიას საპასუხო შენიშვნების გამო.
აპრილის 16 — „დროების“ №83-ში ილია პასუხობს ნ. ნიკოლაძეს „ობზორში“ „ხიზნების
საქმის თაობაზე“ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო.
აპრილის 26, 28 — გაზეთ „დროების“ №87, 89-ში ილია აქვეყნებს მეთაურ წერილს
„ხიზნების საქმის გამო“.
მაისი — ქართულ თეატრალურ დასში ილია იწვევს მსახიობ ესტატე იოსელიანს.
„შენი ჭირიმე კირილე მალე მოგვაშველე ბატონი იოსელიანი. ძალიან აქებენ“ (ი.
ჭავჭავაძე, წერილი კირილე ლორთქიფანიძისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 393).
მაისის 2 — მონაწილეობს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაში, რომელიც იხილავს
ბანკის მოქმედების 1879 წლის ანგარიშს (ობზორ, 1880, №489).
მაისის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, სადაც ქვეყნდება ილიას ლექსი „ჩემო
კარგო ქვეყანავ“ და „იზას“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება.
ივნისი — ქართული დრამატიული დასი ილიას რეჟისორობით ამზადებს ახალ პიესას.
„ი. ჭავჭავაძემ ივნისში გადამახდევინა 25 მან. ვითომ უმართებულო ქცევისათვის და
რეპეტიციიდამ გაქცევისათვის... ილია ჭავჭავაძეს რაღა დავუშავე? რეპეტიციაზე
გიახელით დანიშნულ დროს. ვიცდიდი, სუფლიორი არსად არის; ვკითხავ ერთს, მეორეს,
გვეღირსება რეპეტიცია თუ არა? ყველამ მიპასუხა სუფლიორი არა გვყავსო (ნუ დაივიწყებთ
უკანასკნელი რეპეტიცია იყო; გარდა ამისა ახალი პიესა, რომლის უმთავრესი როლი მე
მქონდა) ვკითხე რეჟისორს (ილია ჭავჭავაძეს) სუილიორისა. — მე რავიციო. რაღა
გამეკეთებინა ავდექი და წამოველი. 25 მან. შტრაფი დამაწერეს“ (ვ. აბაშიძე — დროება,
1880, 20 ივნ. №129, გვ. 3).
— ილიას ხელმოწერით წიგნად გამოდის საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდან 1880 წ. 15 მაისამდე. წელიწადი
პირველი. ტფ., 1880, 11 გვ.
ივნისის 1 — თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას
(25 მაისისათვის დანიშნული კრება მონაწილეთა სიმცირის გამო არ შედგა).
საზოგადოების პირველი წლის მუშაობის ანგარიშს კრებას ახსენებს ილია. (საზოგადოების
საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდან 1880 წ. 15 მაისამდე ილიას ხელმოწერით
გამოქვეყნდა „დროების“ №111, 113, 114, 118—120-ში. იგივე გამოქვეყნდა გაზეთ
„ობზორის №519, 520-ში).
ივნისის 21 — სპექტაკლის ჩაშლა მსახიობ ვასო აბაშიძის გამოუცხადებლობის გამო,
როგორც პროტესტი ილიასა და სათეატრო ამხანაგობის მიმართ.
ივნისის 22 — ქართული სათეატრო ამხანაგობის დაშლა.
ივლისის 27 — თეატრალური საქმეების გამო ილია საგურამოდან საპასუხო წერილს უგზავნის
თბილისში კოტე ყიფიანს. თხოვს დახმარებას ამ საქმეში.
მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენი თეატრალური საქმე ასე ფერხდება. ამხანაგობის წევრები
დაიშალნენ და კაცი არ არის, რომ დასის საქმეზე იზრუნოს. მე თქვენი იმედი მქონდა,
მაგრამ, როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, ამ საჭირო ზრუნვისაგან თქვენც გინდათ
განთავისუფლდეთ. ვიზიარებ თქვენს აზრს, რომ 15 აგვისტოსათვის მთელი დასი უნდა
შეიკრიბოს. როგორ მოხერხდება ეს, არ ვიცი... მე არ ვიცნობ იმ პირთ, რომელთაც საქმის
სარგებლობისათვის დასში მოვიწვევდით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოგვითითოთ და ამიტომ
გთხოვთ, მაცნობოთ მათი სახელები და მისამართები. მე თვითონ მივწერ მათ, იქნებ საქმე
მართლაც მოგვარდეს.
თეატრალურ საქმეში თქვენი გამოცდილება ძალზე დიდად შემიწყობს ხელს. ამიტომ, თუ
თქვენ რჩევა-დარიგებას არ დაიშურებთ, დიდად დამეხმარებოდით. საგურამოში 3
აგვისტომდე დავრჩები. უაღრესად მაამებდით თუ კი ინებებდით ჩამოსვლას...“ (თსკ, ტ.
X, გვ. 88)
აგვისტოს დასაწყისი — წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკას ილია და ი.
შალიკაშვილი გადასცემენ ხელნაწერ წიგნებს „ვისრამიანს“, „ქილილა და დამანას“,
„სიბრძნე სიცრუისა“ და სხვ.
„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სეკრეტარი, ი. მ. მეუნარგია, გვთხოვს
დავბეჭდოთ გაზეთში შემდეგი სია ქართულ ხელნაწერ წიგნთა, რომლებიც შემოუწირავთ
საზოგადოების ბიბლიო თეკისათვის თ. თ. ი. გ. ჭავჭავაძეს და ი. ი. შალიკოვს“
(„დროება“, 1880, 8 აგვ. №166, გვ. 3).
სექტემბრის 4 — „დროების“ რედაქციის მოწვევით სიონის ტაძარში გადახდილ იქნა მარი
ბროსეს პანაშვიდი. პანაშვიდს ესწრებიან ილია და ქართული მწერლობის სხვა
წარმომადგენლები (დროება, 1880, №188).
სექტემბრის ბოლო — გრ. ჩარკვიანის სტამბაში ცალკე წიგნად იბეჭდება ილიას პოემა
„მეფე დიმიტრი თავდადებული“. 1880, 38 გვ. (17 X 13) 1200 ც. 15 კ.
ნოემბრის 4 — წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობა ილიას წინადადებით ღებულობს
გადაწყვეტილებას ბათუმის სკოლის მასწავლებლად ალექსანდრე ნანეიშვილის დანიშვნის
შესახებ.
„ბათუმის სკოლის მასწავლებლათ დაინიშნა ბ. ალექსანდრე ნანეიშვილი, მედიკური
აკადემიის სტუდენტი. ამაზე ეცნობა ბ. ნანეიშვილს ტელეგრამით“ (დროება, 1880, 7
ნოემბ. №235, გვ. 3).
ნოემბრის 12 — ილია სერგეი მესხთან ერთად განცხადებით მიმართავს საცენზურო კომიტეტს
1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურად გადაკეთების ნებართვის მისაღებად
(საისტ. მოამბე. ტ. 3. 1947, 83. 197).
ნოემბრის 24 — ილია მონაწილეობს ქართული მწერლობის მოყვარულთა პირველ ყრილობაში.
ყრილობა იხილავს „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციისა და გამოცემის საკითხებს. ილიასა და
უმრავლესობის აზრით გადაწყდა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცეს ისევე, როგორც მანამდე
გამოუციათ. რედაქციის გამგედ ირჩევენ გრ. ორბელიანს, თანაშემწეთ ილიასა და რ. დ.
ერისთავს.
„ორშაბათ საღამოს, 24 ნოემბერს, მოხდა პირველი ყრილოგი ქართულ მწერლობის
მოყვარულთა, რომელთაც აქვს განზრახვა დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“ შეათანხმონ
ხელთნაწერ „ვეფხვისტყაოსნებს“ (დროება, 1880, 27 ნოემბ., №250).
ნოემბრის 25 — გაზეთ „დროებაში“ №248 და მომდევნო ნომრებში ქვეყნდება განცხადება
„დროება-ივერიის“ გამოცემის პირობების შესახებ 1881 წლისათვის. რედაქტორები: ილია
ჭავჭავაძე და სერგეი მესხი.
ნოემბრის 30 — გაზეთ „დროების“ №235-ში ქვეყნდება ხელმოუწერელი წერილი
„წინამძღვრიშვილის სკოლა
ეს წერილი ეკუთვნის ილიას. წერილი
შეიცავს შენიშვნებსა და წინადადებებს წინამძღვრიანთკარის სკოლის პროექტის შესახებ.
დეკემბრის დასაწყისი — ცალკე წიგნად გამოდის „კაცია ადამიანი?!“ მოთხრობა ილია
ჭავჭავაძისა. თბ., საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, გრ. ჩარკვიანის
სტ., 1880. 158 გვ. (17 13). კარგ ქაღალდზე დაიბეჭდა 300 ც. 60 კ. უბრალო ქაღალდზე
—200 ც. 40 კ.
„ჩვენ მივიღეთ ამ დღეებში „საამხანაგო წიგნის მაღაზიისაგან“ გამოცემული კლასსიკური
მოთხრობა ილია ჭავჭავაძისა „კაცია, ადამიანი!“ ეს მეორე გამოცემაა „კაცია
ადამიანისა“, პირველი, როგორც მოგეხსენებათ, პეტერბურღში გამოიცა, მშვენიერი
გამოცემა იყო ის, მაგრამ არც ეს მეორე გამოცემა ჩამორჩება ბევრით უკან სისუფთავით.
მშვენიერ ქაღალდით და საზოგადოთ სილამაზით. ფასიც სრულებით ძვირი არ არის: კარგ,
სქელ ქაღალდზე სამი აბაზი, უფრო მდარე ქაღალდზე ორი აბაზი“ (დროება, 1880, 5 დეკ.
№257).
დეკემბრის 8 — კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი საცენზურო
კომიტეტთან შუამდგომლობს ილიასა და სერგეი მესხს 1881 წლიდან „ივერიის“
ყოველთვიურად გამოცემის ნებართვის მიცემის შესახებ (საისტ. მოამბე. ტ. 3, 1947, გვ.
198—199).
დეკემბრის 12 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში, რომელიც იხილავს ბათუმის სკოლის გამართვის საკითხს. სხდომა ადგენს სკოლის
გახსნას მომავალი წლის 10 იანვრისათვის.
დეკემბრის 21 — თბილისიდან ბათუმში დეპეშას უგზავნის ბათუმის სკოლის მასწავლებელ
ალექსანდრე ნანეიშვილს. თხოვს აცნობოს ბათუმის სკოლის გახსნის დრო.
„... მაცნობეთ, როდის იქნება მზად სკოლა გასახსნელად, რომ ამ დროსათვის ჩამოვიდე“
(თსკ, ტ. X, გვ. 89).
დეკემბრის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეოთხე და 1881 წ. პირველი ნომრები. მეოთხე
ნომერში დაბეჭდილია „იზას“ ილიასეული თარგმანი.
„ამ წლის „ივერიის“ მეოთხე და უკანასკნელი ნომერი და მომავალ 1881 წლის პირველი
(იანვრის) ნომერი ერთად გამოვიდნენ და ქალაქის ხელის მომწერლებს ხვალ, ახალ
წელიწადს დაურიგდებათ ორივე წიგნი ერთად“ (დროება, 1880, 31 დეკ. №274).
* * *
ჟურნალ „ფალანგაში“ №6 ქვეყნდება კარიკატურა: „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა“.
ცენტრში დგას ილია ძიძის ტანსაცმელში ორი ბავშვით — ს. მესხით და ივ. მაჩაბლით
ხელში. ხელმოწერა: O. Ш.
1881
იანვრის 1 — გაზეთ „დროების“ №1-ში გამოქვეყნებული აქვ. ცაგარლის საახალწლო
ფელეტონი ილიას ახასიათებს:
„დაგვიმძიმდა, ძლივს-ღა იძვრის
ეს ჩვენი ახალ წლის კუნძი!..
ადე, წელში გაიმართე,
არ შეგშვენის, რომ იბღუნძი!
„ივერიის“ პირველ ნომერში აქვეყნებს „ცხოვრება და კანონის“ მეშვიდე წერილს და
„შინაური მიმოხილვის მაგიერ“.
იანვრის მეორე ნახევარი — ქართული დრამატიული ამხანაგობის პირველ სხდომაზე ილიას
ირჩევენ ამ ამხანაგობის თავმჯდომარედ. თავმჯდომარის ამხანაგად აკაკი წერეთელს
(დროება, 1881, 24 იანვ. Ne 17)
„ვიყავ აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ
და ეს თანამდებობა მეჭირა 1881 წლამდე“ (თსკ, ტ. IX, გვ. 312).
იანვრის ბოლო — მუშაობს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კ. იანოვსკის სასკოლო
პოლიტიკის მამხილებელ წერილზე „ბატონ იანოვსკის წერილის გამო“ (კ. იანოვსკის პასუხი
ს. მესხის წერილზე გამოქვეყნდა 1880 წ. ბოლოს „კავკაზში“ (№348), ქართულად გაზეთ
„დროების“ 1881 წ. 15 იანვარს №10).
იანვრის 31 — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს
„აჩრდილის“ პირველ ნაწილს და „შინაურ მიმოხილვას“.
იმისი გემო ხომ ვნახეთ ცოტა მოძველო ხილია!
ქვეყნის ერთ-გული, გულ-წრფელი, კარგი მამულის-შვილია
გულში და მეტად გულადი, სიტყვით კი ცოტა ფრთხილია!
მე ვფიქრობ ეს მისგან არის, რომ დარბაისლათ ზრდილია.
ცოტა უდროოთ გასუქდა და ბედით კმაყოფილია
და არას აწყენს ხან-და-ხან, რომ მას დავუფთხოთ ძილია!“
იანვრის 20 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში.
თებერვლის 21 — მონაწილეობს ქართული სათეატრო ამხანაგობის კრებაში, რომელიც
გაიმართა დავით სარაჯიშვილის ბინაზე. კრება იხილავს დიმიტრი ყიფიანის წინადადებებს:
დეკლამაციისა და დიქციის კლასების გაუქმების, გ. წერეთლის პიესისათვის „ოჯახის
ასული“ ჯილდოს მიცემის და მიხეილ ბებუთოვის ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ.
კრება ხმის უმრავლესობით უარყოფს განსახილველ წინადადებებს, რაც მიზეზი ხდება
დიმიტრი ყიფიანის ამხანაგობიდან გასვლისა.
![]() |
2.39 1881 |
▲ზევით დაბრუნება |
1881
იანვრის 1 — გაზეთ „დროების“ No 1-ში გამოქვეყნებული აქვ. ცაგარლის საახალწლო
ფელეტონი ილიას ახასიათებს:
„დაგვიმძიმდა, ძლივს-ღა იძვრის
„ივერიის“ პირველ ნომერში აქვეყნებს „ცხოვრება და კანონის“ მეშვიდე წერილს და
„შინაური მიმოხილვის მაგიერ“.
იანვრის მეორე ნახევარი — ქართული დრამატიული ამხანაგობის პირველ სხდომაზე ილიას
ირჩევენ ამ ამხანაგობის თავმჯდომარედ. თავმჯდომარის ამხანაგად აკაკი წერეთელს
(დროება, 1881, 24 იანვ. Ne 17)
„ვიყავ აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ
და ეს თანამდებობა მეჭირა 1881 წლამდე“ (თსკ, ტ. IX, გვ. 312).
იანვრის ბოლო — მუშაობს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კ. იანოვსკის სასკოლო
პოლიტიკის მამხილებელ წერილზე „ბატონ იანოვსკის წერილის გამო“ (კ. იანოვსკის პასუხი
ს. მესხის წერილზე გამოქვეყნდა 1880 წ. ბოლოს „კავკაზში“ (No 348), ქართულად გაზეთ
„დროების“ 1881 წ. 15 იანვარს No 10).
იანვრის 31 — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს
„აჩრდილის“ პირველ ნაწილს და „შინაურ მიმოხილვას“.
„ივერიის“ მეორე (თებერვალის) წიგნი დაიბეჭდა და ხვალ 1 თებერვალს დარიგდება
ხელისმომწერლებს...“ (დროება, 1881. 31 იანვ. No: 23).
თებერვლის 6 — მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაში.
სხდომას თავმჯდომარეობს გრ. ორბე ლიანი. სხდომა ღებულობს ილიას წინადადებას მოხდეს
„ვეფხის-ტყაოსნის“ კითხვა-შეჯერება.
„პირდაპირ კითხვას შევუდგეთ და თითონ კითხვა დაგვანახებს — რა ფასი რომელ გამოცემას
ექნება“ (ილია).
თებერვლის 13 — გაზეთ „დროების“ No 33-ში აქვეყნებს ვრცელ წერილს „ბ-ნ იანოვსკის
წერილის გამო“, რომელშიც მკაცრად ილაშქრებს ქართულ სკოლებში საგნების რუსულ ენაზე
სწავლების წინააღმდეგ. წერილი იბეჭდება რედაქციის შენიშვნით.
„იმ პროგრამით კი, როგორც ბ-ნ იანოვსკის მოუფიქრებია, ჩვენებური საერო სკოლა ვერც
თავისს საკუთარს საქმეს გაარიგებს და ვერც რუსულს ენას გვაცოდინებს“ (თსკ, ტ. IV,
გვ. 288).
— საღამოს 8-11 საათზე, „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომ მისიის მეორე სხდომაზე,
რომელიც მიმდინარეობს სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში, ილია კითხულობს
„ვეფხისტყაოსნის ტექსტს — „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.
„ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ საღამოს კითხულობდა „ვეფხის-ტყაოსანს“, საზოგადოთ
კარგი მკითხველია. იმას მშვენიერი ხმა აქვს, მშვენიერი გამოთქმა, ჩინებული კილო,
მის კითხვაში ნამდვილი ქართული სიმების ჟღერა ისმის, მაგრამ, თითონ კითხვაში კი,
იმას ხელოვნება აკლია. რაღაც გამოუთქმელ სიამოვნებას ვპოვებ მე ჭავჭავაძის
კითხვაში, როდესაც ის თავისი ხმის სასიამოვნო ტემბრით შემოსძახებს:
„მაგას ნუ ბრძანებ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია“.
რაღათაც დედული, რაღაც გრძნობისათვის სასიამოვნო რამ ისმის ამ ხმაში, ამ ერის
გულიდამ გამოსულ სიტყვების განმეორებაში. მაგრამ რა გინდა. რომ სულ ამ ბუნებით
კილოს, ამ გულის ხმას მისდევს ბატ. ილია და ყველა ადგილებს ერთ და იგივე გვარად
ამბობს?!“ (ი. მეუნარგია — დროება, 1881, 17 თებ. No 36).
თებერვლის მეორე ნახევარი — ქვეყნდება ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვა „ივერიის“ 1880 წ.
No 4 და 1881 წ. No 1 წიგნებზე (დ. ამ დუშელიშვილი. „იმედი“, 1881, No 1), რომელშიც
ავტორი არჩევს „ივერიის“ ნომრებში გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებებს და ზედმეტად
მიიჩნევს ბუვიეს „იზას“ მსგავსი ნაწარმოებების ბეჭდვას.
„ი ზა.“
ამ ნათარგმნის შინაარსით არ შეგაწუსებთ მკითხველო, ნუ შეშინდებით. რომ არ ვაქო კი
არ შემიძლიან. ნასადილევს მხარ-თეძო წამოწოლილის, უსაქმო უმაწვილი ქალ-ბატონისათვის
საკითხავად სწორედ რომ ჩინებულია. ფანტაზიით არაბულს ზღაპრებს მოგაგონებსთ. თუმცა
ამ რომანს „იზა“ ჰქვიან, მაგრამ რომანი თითქმის მთლად ერთი ქალ-ვაჟის, მორისისა და
სესილას აშიკობაა, ეს კიდევ არაფერი; მაგრამ ერშესანიშნავი ხასიათიც აქვს, ამ
რომანს, რომელზედაც უნდა ვსთქვა რამოდენიმე სიტყვა, არიან იმისთანა მწერლები,
რომელთაც გონიათ, რომ თუ ადამიანი კარგია და რამე საქმეში კეთილი და პატიოსანია,
ყოველთვის და ყოველისფერში, უეჭველად ამისთანა იქნებაო, და არავითარი ნაკლულევანება
იმას არ ექნებაო; ერთი სიტყვით, კაცობრიობის ერთი ნაწილი. მიაჩნიათ ანგელოზებად,
სხვები კი წყეულ-უშმაკებად. რასაკვირკელია მეტად დიდი შეცდომილება. ადამიანს
გარემოება ბურთივით ატრიალებს, მაგ. სადაც კაცს მართლის თქმისათვის ენასა სჭრიან,
იქ გასაკვირველი არ არის, რომ სიმართლე ვერ გამოსთქვა, და ერთხელ მაინც უკუღმა
გაწირვინონ; ამას გარდა რაც უნდა ჩინებული კაცი იყოს, ყოველთვის იპოვნი იმას
მოქმედებაში რამე შეცდომას რამე ცუდს — შეუცოდებელი მარტო მაღლა ღმერთია,
დედამიწაზე კი არავან.
ეს რომანი ნამდვილ პარიჟის ცხოვრებას და ცოცხალ ადამიანებს კი არ გვიხატავს; არა,
სწორეთ როგორც ზევითა ვთქვი, ანგელოზებს და ბოროტ სულებს. ბოროტ სულად გარყვნილად,
მოღალატედ, ანგარებით კაცის მკვლულად გამოყვანილია თვით იზა და შემდეგ მისის
საყვარული და შემდეგში ცოლი სესილა ერთიც პოლიციის მჩვეავი მხურავი, გიურე. არა, ეს
მარტო მფარველ ანგელოზად კი არა, მთავარ-ანგელოზით არის სწორედ გამოსატული. ყოველ
ბოროტს, რაც კი ხდება რომანში, ისა სთრგუნავს და ყოველი კეთილის სულის შემწეობი და
მალამო ის არის. ნეტარ ხსენებულის მესამე განყოფილების ამბის მცოდნე ადვილად
წარმოადგენს რა სიკეთისა და სინათლის მოფენაც შეუძლიანთ ამ მზვერავებს. აგრეთვე
საფრანგეთში, ნაპოლეონ მესამის მართებლობამ გუნდათ დაასი, საფრანგეთს მზვერავები;
ისინი მართებლობას თვალებათ და ყურებათ გამოეხსნენ, მართებლობის ყოველივე
წინააღმდეგი სიტყვის გაგონებასა სცდილობდნენ, მართებლობის მძლავრობის და ბოროტების
ყოველ დამამარცხებელ მოქმედებას ზვერავდნენ და მთავრობას ატყობინებდნენ. არ
საზოგადო მოქმედი პირი, კერძო კაციც ვერ გადურჩებოდა ხოლმე მათ ღამით ნამალევად
წვევას. ყველაზე ეჭვი ჰქონდათ, თითქო მთელი საფრანგეთი საფრანგეთისავე მოღალატე
გამხდარიყოს, ყველას თვალ-ყურს ადევნებდნენ და გულში უძვრებოდნენ. თუმცა დაფარული
დანაშაულობისა და ბოროტების აღმოსაჩენად აყვნენ დანიშნულნი, მაგრამ ბოროტებას თვით
სთესავდნენ ყველგან, სადაც კი ფეხს შეადგამდნენ. ამისთანა მოქმედებისათვის
ფრანცუზებმა ჟამივით შეიძულეს ეს მზვერავები და დღეს დიდის სიმძულვარით და ზიზღით
მოიხსენებენ იმ დროს, როცა იმათში ადამიანის ღირსების ამ ნაირი დამამცირებელი
წყობილობა მოქმედებდა. მზვერაობა არ გაიტანს არც ნათესაობას, არც ნაცნობობას, არც
მეგობრობას, სულ-გრძელება და სიბრალული ბოვშობათ მიაჩნია; ძლიერს და სუსტს, ვაჟკაცს
და დედა-კაცს, ღრმა მოხუცებულს და ნორჩ ემაწვილს, დედ-მამას, ღვიძლზე ნადებ და-ძმას
და ვიგინდარა უცნობს — ერთნაირივე უსულ-უგულობით აძლევს სასტიკს და უწყალო საიდუმლო
მსაჯულებას. და რასაკვირველია ყოვული პატიოსანი პუბლიცისტი ამ უცნაური სენის
დათრგუნვის მოვალეა, რითიც კი შეუძლიან — სიტყვათ თუ საქმით. მის მაგიერ, რომ ჩვენს
ლიტერატურას დაენასგებია თავის მკითხველებისათვის ეს საზიზღარი სენი, „ივერია“
თარგმნის იმისთანა საძაგელ რომანს, რომელსაც საფრანგეთში ბონოპარტის მომხრეების და
კლერიკალების მეტი ხელს არავინ მოკიდებს და რომელშიაც პოლიციის მზვერავი გიურე
გამოყვანილია უმანკო ტრედად. ამისთანა კაცზე გვითითებს „ივერია,“ და თითქოს
გვეუბნება: „აჰა კაცი“ მას წაბაძეთო! ნეტავი თუ იპრიანოს ღმერთმა, რომ ჩვენი
მწიგნობარნი და ფ... ფილოსოფოსნი ოდესმე გონს მოვიდნენ და კარგისა ავისაგან გარჩევა
შეიძლონ!“
თებერვლის 21 — ბათუმის სკოლის გახსნის დაგვიანების გამო ილია დეპეშას უგზავნის
ბათუმში ალ. ნანეიშვილს და თხოვს აცნობოს სკოლის გახსნის თარიღი.
ამავე დღეს ალ. ნანეიშვილისაგან ღებულობს საპასუხო დეპეშას.
„… თქვენი ტელეგრამა ეს-ესაა მივიღე. პასუხს ტელეგრამითვე გაძლევთ და თან წერილსაც
გწერთ იმ იმედით, რომ მანდ კიდევ მოგისწრებთ. სკოლა მზად არის, 25 ან 26-ს ამ
თვისას წამოდით“ (საისტ. მოამბე, ტ. 37—38, 1978, გვ. 46-47).
თებერვლის 24 — მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომაში.
თებერვლის ბოლო — გაზეთი „ ფალანგა“ (№ 13) აქვეყნებს ა. შვანის კარიკატურას
დიალოგით — „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომას
თავმჯდომარეობს ივ. მაჩაბელი, ილია კითხულობს ტექსტს.
მარტის 1 — გამოდის „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ილია ბეჭდავს „აჩრდილის“
დასასრულს და „შინაურ მიმოხილვას“.
მარტის 18 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის
სხდომაში.
მარტის მეორე ნახევარი — მიემგზავრება ბათუმში სკოლის გახსნაში მონაწილეობისათვის.
.... ბათომის სკოლაც გაიმართა ამ წლის 23 მარტსა, საზოგადოებამ გაგზავნა
თავმჯდომარის ამხანაგი თავ. ილია გრ. ჭავჭავაძე დასასწრებლად სკოლის გამართვაზედ“
(დროება, 1881, 16 ივნ. No 123, 83.3).
„დიდის ამბით, დიდის იმედებით გახსნა ჩვენმა „წერა-კითხვის საზოგადოებამ“ ბათუმის
სკოლა. მასწავლებელი პეტერბურღიდამ დაიბარეს. სკოლის გახსნის დროს იქ დაესწრო
თვითონ ამ საზოგადოების თავს-მჯდომარის ამხანაგი...“ (დროება, 1881, 30 ოქტ. No
227).
„...როდესაც წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი ილია ჭავჭავაძე
ჩავიდა ბათუმში, მაშინ ჩვენ შევუდექით ხოჯის ამორჩევას; ამისათვის მოვიწვიეთ
ბეგები, რომლებსაც ჩვენ ვთხოვეთ საუკეთესო ხოჯა ამოერჩიათ თავისი საკუთარი
შეხედულებით“ (ალ. ნანეიშვილი საისტ. მოამბე. ტ. 37—38, 1978, გვ. 49).
მარტის ბოლო — ბათუმში სკოლის გახსნისა და სკოლასთან დაკავშირებული საქმეების
მოგვარების შემდეგ ილია ბრუნდება თბილისში.
მარტის 28—29 — გაზეთი „დროება“ (№ 66, 67) აქვეყნებს ილიას მიერ შედგენილ
„წესდებულება ქართულის დრამატიულის საზოგადოებისა“-ს. წესდებულება გამოდის ცალკე
წიგნადაც (32 გვ.). ქართულ-რუსულ ენებზე.
მარტის 31 — წერილს უგზავნის დიმიტრი ყიფიანს პეტერბურგში და თხოვს წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებისათვის წიგნებისა და სასწავლო ნივთების
შესაძენად განაახლოს მოლაპარაკება პეტერბურგის წიგნის მაღაზიასთან (საისტ. მოამბე,
ტ. 3, 1947, გვ. 372, 374-375).
აპრილის 1 — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე ნომერი.
აპრილის 23 — განცხადება შეაქვს თბილისის საოლქო სასამართლოში ნაფიცი ვექილის
მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 198-199).
აპრილის 26 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის
კრებაში. კრებას მოახსენებს ბანკის წლიური (1880 წ.) მოქმედების ანგარიშს და 1881
წლის ხარჯთაღრიცხვას (კრების ანგარიში ქვეყნდება 28 და 29 აპრილს „დროების“ No 86,
87-ში; აგრეთვე: ჟურ. „იმედის“ No 5-ში და „კავკაზის“ No 92 და 94-ში).
აპრილის 27 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის
საზოგადოების კრებაში.
მაისის 1 — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მეხუთე ნომერი, რომელშიც
ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
მაისის 2 — თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით ილია თავისუფლდება ნაფიცი
ვექილის მოვალეობისაგან (საისტ. მოამბე, ტ. 3. 1947, გვ. 199).
მაისის შუა რიცხვები — გაზეთი „ფალანგა“ (No 20) ბეჭდავს კარიკატურას: ფრაკში
გამოწყობილი ბანკის მმართველი ილია რევოლვერით ხელში ემუქრება ილიას, რედაქტორს
ქართულ ტანსაცმელში. „Г. Редактор, вы оскорбили меня, как управляющего Тифлисским
Земельным Банком; прошу назначить время и оружие...“ “
მაისის ბოლო — ნატო გაბუნიას საბენეფისოდ ილია მუშაობს „კაცია-ადამიანიდან“ პიესა
„მაჭანკლის“ გადმოკეთებაზე.
„არწრუნის თეატრში კვირას, 31 მაისს ნ. გაბუნიას ქალის სასარგებლოდ: ქართული
დრამატიული ტრუპპისაგან წარმოდგენილი იქმნება: „მაჭანკალი“ ორ-მოქმედებიანი კომედ,
ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანისაგან“ იმისგანვე გადმოკეთებული“ (დროება, 1881, 31
მაისი, No 111, გვ. 1).
„Вот уже лет десять как он перестал писать... Когда я прочел на афише имя кн.
Ил. Чавчавадзе, сердце у меня забилось, как у влюбленнаго. Новое произведеніе
Чавчавадзе!... Действующія лица очерчены мастерскою рукою и говорять на чисто
гру- зинском языке, вот главное достоинство пьесы. Таким чис- то - грузинским
языком пишут только Ил. Чавчавадзе, да Рафаэль Эристов“ (ფალანგა, 1881, # 22,
გვ. 7).
მაისის 31 — ესწრება კომედია „მაჭანკლის“ პირველ წარმოდგენას არწრუნის თეატრში.
ივნისის დასაწყისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მეექვსე
ნომერი, რომელშიც ილია ადგილს უთმობს ნ. ხუდადოვის გამოხმაურებას „უსაფუძვლო
წადილი“ (ილ. ჭავჭავაძის „ცხოვრება და კანონის“ გამო“). წერილის დასასრული დაიბეჭდა
„ივერიის“ No 7-ში.
ივნისის 8 — მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაში.
კრებას მოახსენებს საზოგადოების მუშაობის ერთი წლის ანგარიშს.
ივნისის 16, 17, 18 — ილიას ხელმოწერით („დროების“ No 123, 124, 125-ში) ქვეყნდება
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საქმეთ წარმოება 1880
წლის 15 მაისიდამ 1881 წ. 15 მაისამდე“.
ივლისის 2 — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მეშვიდე ნომერი,
რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
ივლისი-აგვისტო — ილია იმყოფება საგურამოში.
აგვისტოს დასაწყისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგედბათ „ივერიის“ მერვე
ნომერი.
სექტემბრის დასაწყისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდებათ „ივერიის“ მეცხრე
ნომერი. აქ ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
სექტემბერი — ილია მასპინძლობს თბილისში მიმდინარე მეხუთე არქეოლოგიური ყრილობის
მონაწილეებს დ. ჩუბინაშვილს, ილ. ოქრომჭედლიშვილს, ალ. ცაგარელს და სხვ.
„ეს პირველი მაგალითია ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენი დედა-ქალაქი ტფილისი ღირსი გახდა
მეცნიერთა კრებისა. განსაკუთრებით შესანიშნავი ეს არის, რომ არც ერთს სხვა ქალაქში
რუსეთში, საცა კი ამ-გვარი კრება ყოფილა, ამოდენა ხალხი არ შეყრილა კრებაზედ,
როგორც აქ, ტფილისში, შეიყარა“ (თსკ, ტ. V, გვ. 113).
სექტემბრის 17 — მონაწილეობს პროფესორ დავით ჩუბინაშვილის, აგრეთვე ილია
ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარელის პატივსაცემად ვერეს ბაღში გამართულ
ბანკეტში.
ბანკეტზე ილია სიტყვით მიმართავს დავით ჩუბინაშვილს (ილიას სიტყვა ჩართულია
„დროების“ 19 სექტემბრის No 195-ში დაბეჭდილ წერილში — „ბანკეტი პროფესორ ჩუბინოვის
პატივსაცემად“).
საღამოს 8 საათზე სტუმრების გამოთხოვებისას ილია სიტყვით ემშვიდობება დავით
ჩუბინაშვილს.
ბანკეტის მონაწილენი სვამენ ილიას და აკაკი წერეთლის სადღეგრძელოებს.
სექტემბრის 19 — ესწრება არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის მონაწილეების პატივსაცემად
გამართულ ქართულ წარმოდგენას და ბანკეტს.
„ხვალ არხეოლოგები გვყვანდა მოწვეულნი და მეც უნდა დავსწრებოდი. ეხლა, ეს ეს არის
გადაჰსწყვიტეს, რომ ორშაბათს იქნება წვეულება და რადგანაც დიდს მზადებაში ვართ,
ვეღარ დავანებე თავი“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი მეუღლისადმი. თსკ, X, გვ. 363).
სექტემბრის 23-25 (?) — საგურამოში მასპინძლობს დავით ჩუბინაშვილს, ალექსანდრე
ცაგარელს და სხვებს.
„პარასკევს საღამოზედ ოციოდე ყმაწვილები მანდ მოდიან ჩვენთან და თან ჩუბინოვი,
ცაგარელი მოჰყავთ. აბა ხომ იცი, კარგად უნდა დავუხვდეთ...“.
„ხვალ, ესე იგი, შაბათს, ანნა მუსხელოვის მოდის საგურამოს ჩემთან ერთად. ამას
გარდა, მაკოც მოდის და პროფესორი ჩუბინოვი (იქვე, გვ. 364).
სექტემბრის 27 — მონაწილეობს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის არსებობის 50
წლისთავის იუბილეში.
სექტემბრის 28 — გაზეთი „შრომა“ (No 9) აქვეყნებს ყლურწის იუმორისტულ ფელეტონს,
რომელშიც ილია რედაქტორი უჩივის ილია ბანკის მმართველს ბანკის დარბაზში
„ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის მოწვევის აკრძალვის გამო.
სექტემბრის 29 —მონაწილეობს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის არსებობის 50
წლისთავისადმი გამართულ ბანკეტში.
ოქტომბრის დასაწყისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდებათ „ივერიის“ მეათე
ნომერი.
ოქტომბრის 22 — წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის
მოსკოვში ილია ოქრომჭედლიშვილს ძველი ქართული მწერლობის ძეგლების გამოსაცემად
ფულადი დახმარების შესახებ.
„... ლაზარევის ინსტიტუტის პროესორს ილია ოქრომჭედლიშვილს შეუწირავს ექვსი ათასი
მანეთი „საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისათვის“ იმ პირობით,
რომ ამ ფულით იბეჭდებოდეს ხოლმე ძველი, ქართული ხელთ-ნაწერი წიგნები“ (დროება,
1881, No 16 სექტ., No 192, გვ. 1).
ნოემბრის 19 — გაზეთ „დროების“ რედაქტორები ილია და სერგეი მესხი განცხადებით
მიმართავენ კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობას, ილია ჭავჭავაძის მიერ გაზეთ
„დროების“ რედაქტორის უფლებების სერგეი მესხისადმი გადაცემის შესახებ (საისტ.
მოამბე, ტ. 3, 1947, 33. 199).
გაზეთ „დროების“ No 242-ში ილიას და გრ. ყიფშიძის ხელმოწერით ქვეყნდება განცხადება,
რომლითაც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობა თხოვს სკოლის მასწავლებლებს, აცნობონ
სკოლის სახელმძღვანელოებით მომარაგებისა და სხვა საკითხებზე.
ნოემბრის 23 — გამოდის „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, სადაც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“ და სარედაქციო განცხადება 1882 წლისათვის „ივერიის“ გამოცემისა
და ხელმოწერის პირობების შესახებ.
კავკასიის საცენზურო კომიტეტი კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობას აცნობებს თავის
თანხმობას ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქტორის უფლებათა სერგეი მესხზე
გადაცემის შესახებ (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 199).
ნოემბრის 25 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად
ამტკიცებს ივ. მაჩაბელს (საისტ. მოამბე, ტ. 9, 1956, 33. 346).
დეკემბერი — გამოდის „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, სადაც ბეჭდავს თავისეულ „შინაური
მიმოხილვას“.
ეს ჩვენი ახალ წლის კუნძი!..
ადე, წელში გაიმართე,
არ შეგშვენის, რომ იბღუნძი!
![]() |
2.40 1882 |
▲ზევით დაბრუნება |
1882 იანვრის 7 — ილიას პიესის „მაჭანკალის“ წარმოდგენა ქართული დრამატიული დასის
არტისტების მონაწილეობით, ნ. თომაშვილის საბენეფისოდ, არწრუნის თეატრში.
იანვრის 12 — კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობის უფროსი საცენზურო კომიტეტს
აცნობებს, რომ თანახმაა ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად, რედაქტორი ილია
ჭავჭავაძის მოთხოვნის შესაბამისად, სერგეი მესხის ნაცვლად იყოს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა კანდიდატი ივანე მაჩაბელი.
იანვრის 20 — ესწრება დ. ერისთავის „სამშობლოს“ პირველ წარმოდგენას არწრუნის
თეატრში.
იანვრის 27 — გაზეთი „შრომა“ (№4) აქვეყნებს ე. ბოსლეველის [მჭედლიძის] ჟურნალ
„ივერიის“ 1881 წლის №12-ის მიმოხილვას. რეცენზენტი ჟურნალში მოთავსებულ სხვა
მასალებთან ერთად ეხება ილიას „შინაურ მიმოხილვას“.
თებერვლის 4 — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ პირველი ნომერი.
რედაქტორები: ილ. ჭავჭავაძე და ი. მაჩაბელი. ნომერში ქვეყნდება ილიასეული
„საპოლიტიკო მიმოხილვა“ და, ილიასა და ივ. მაჩაბლის ხელმოწერით, განცხადება
ჟურნალის გამოცემისა და ხელისმოწერის პირობების შესახებ. ასეთივე განცხადებაა
მოთავსებული ჟურნალ „იმედის“ პირველ ნომერში.
თებერვლის 10, 11, 12 — ილიას და ივ. მაჩაბლის ხელისმოწერით „დროების“ №28—30-ში
ქვეყნდება განცხადება: „გამოვიდა და დაურიგდა ხელის მომწერლებს „ივერიის“ პირველი
(იანვრის) წიგნი 1882 წლისა“.
თებერვლის 18 — გაზეთ „დროების“ №35-ში ქვეყნდება ილიასა და სხვების ხელმოწერით
„ბალანსი ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკისა. 1 იანვარს 1882 წელსა“.
თებერვლის 23 — წერს წერილს „კატკოვის პასუხად“ და იმავე დღეს აგზავნის „დროების“
რედაქციაში მინაწერით: „სერგეი! თუ ჯერ წავიკითხავთ ერთად და მერე დაბეჭდამ კარგს
იზამ. ამაღამ შევიყარნეთ და წავიკითხოთ. მომწერე თუ თანახმა იქნები“ (მაცნე. ენისა
და ლიტერატურის სერია 1984, №3, გვ. 34).
წერილს იმავე საღამოს კითხულობენ.
წერილი გამოწვეული იყო შემდეგით: 1882 წ. 20 იანვარს თბილისში წარმოადგინეს დ.
ერისთავის „სამშობლო“. წარმოდგენამ უდიდესი აღტაცება გამოიწვია მაყურებელში.
როდესაც სცენაზე ქართული დროშა შემოიტანეს, მაყურებელმა ფეხზე წამოდგომით ოვაცია
გამართა. ამ ფაქტის გამო კატკოვის გაზეთი „მოსკოვსკიე ვედომოსტი“ 13 თებერვლის №44-ში აქვეყნებს ცინიკურ და შეურაცხმყოფელ წერილს („Из Тифлиса 3 фебраля“. C. P-ის
ხელმოწერით) „... თავი დაანებეთ ქართველებმა ბოდვას რაღაც წარსულზე, ხოლო თქვენი
დროშა გირჩევთ ცირკს მიჰყიდოთ, იქ ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ თქვენ დროშას,
ვიდრე თეატრშიო“ (პ. ინგოროყვა — ი. ჭავჭავაძე. თსკ, ტ. I, გვ. XIX). „მოსკოვსკი
ვედომოსტის“ ამ წერილმა დიდად აღაშფოთა ილია და პასუხმაც არ დააყოვნა.
თებერვლის 24 — „დროების“ №40-ში ქვეყნდება ილიას წერილი „კატკოვის პასუხად“.
თებერვლის 25, 26, 27 — ილია მადლობისა და თანაგრძნობის დეპეშებს ღებულობს
„დროების“ №40-ში გამოქვეყნებული წერილის („კატკოვის პასუხად“) გამო.
„დიდის სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენის გაზეთის №40-ში დაბეჭდილის სტატიის
გამო, — „კატკოვის პასუხად“ — ავტორს ამ სტატიისას თ. ილ. გრ. ჭავჭავაძეს რამდენიმე
ტელეგრამმა მოუვიდა, რომელშიაც თანაგრძნობას და მადლობას უცხადებენ ამ სტატიაში
გამოთქმული აზრების გამო.
ამ გვარი თანაგრძნობა გამამხნევებელი და სულის-ჩამდგმელია არა თუ მარტო მწერლისა,
არამედ თვით იმ საქმისა, რომელსაც ის თავის კალმით ემსახურება“. (დროება, 1882, 28
თებ. №43, გვ. 2).
თებერვლის ბოლო გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„პოლიტიკური მიმოხილვა“.
მარტის 9 — გაზეთი „მოსკოვსკი ტელეგრაფი“ (№66) რედაქციის შენიშვნებით ბეჭდავს
ილიას წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანს.
„ძმაო ილიკო! „მოსკოვის ტელეგრაფში“ წავიკითხე შენი წერილი კატკოვის დანოსზედ,
წერილი მეტად მშვენიერი, ჭეშმარიტი, ენერგიული და ზომიერი... ჩემი სიამოვნება იმან
უფრო ასწია, რომ აქ, არათუ სომხები, ერთი რუსი არ შემხვედრია, რომელსაც არ
გამოეთქვას აღტაცებული კმაყოფილება შენ წერილზედ“ (ი. ოქრომჭედლიშვილი მაცნე. ენისა
და ლიტერატურის სერია. 1984, №3, გვ. 36).
„გუშინ და დღეს მოსკოველ გაზეთებმა მოგვიტანა ამბავი, თუ რф საზიზღარი შთაბეჭდილება
მოუხდენია რუსეთში ბ-ნ კატკოვის და მისი კორესპონდენტის ბეზღაობას.
„მოსკოვის ტელეგრაფს“ გადაუბეჭდია ვრცლად ბ-ნი ილია ჭავჭავაძის კატკოვისადმი
პასუხი, რომლის შესახებ ამბობს სხვათა შორის. „კატკოვის გაზეთის ბეზღაობა არის
ნამდვილი ბეზღაობა; კატკოვს არ აკმაყოფილებს რომელიმე საბრალო გიმნაზისტის
დაბეზღება... ის ეძებს ხალხების არეულობას, განდგომას, ბუნტს; ეს არის იმისი ნამ
დვილი ასპარეზი... ხან რუსეთის ერთ კუთხეს მივარდება და პოლშელების განდგომის
ამბავს განაახლებს, ხან სახელმწიფოის მეორე კუთხეს დაეძგერება და ქართულს და
სომხურს თეატრების არსებობაში ეძებს განდგომისა და ბუნტის ნიშანს... მართალია,
კატკოვის მოქმედება ხანდის-ხან უნაყოფო არ არი; ის სთესავს უკმაყოფილებას, სპობს
ყოველგვარ საშუალებას, საზოგადოების დამშვიდებისას რადგან იცის რომ თუ საზოგადოება
დამშვიდდა მაშინ თითონ იმას, კატკოვს, ბოლო მოეღება და არ ექნება ის ძალა, რომლითაც
ეხლა ლამის დაგვახჩოს.
მაგრამ ნახეთ, რა საზოგადო ზიზღს აღძრავს მრთელი კატკოვის უსინდისო მოქმედება;
თფილისის გაზეთებმა ერთის ხმით უპასუხეს ბ-ნს კატკოვს და გამოააშკარავეს მისი
საზიზღარი საქციელი“ (დროება, 1882, 16 მარტი, №55).
მარტის პირველი ნახევარი — გამოდის ი. გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“
მეოთხე გამოცემა, რომელშიც ქვეყნდება ილიას ნაწარმოებები: „ჩიტი“, „სიმღერა
ამხანაგებისა“ (დედამ რომ შვილი გაზარდოს), ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“
(მყინვარი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ (გლეხის
ნაამბობი). მოთხრობებიდან: „კაცია-ადამიანი“ და „გლახის ნაამბობი“.
მარტის ბოლო დეკადა — წერილს იღებს (17 მარტის თარიღით) ილია ოქრომჭედლიშვილისაგან,
მოსკოვიდან. ადრესატი ატყობინებს, რომ მის სახელზე გამოგზავნა 707 მანეთი, აქედან
700 მანეთი თეატრისათვის, 7 მანეთი ჟურნალ „ივერიის“ ხელმოწერისათვის.
„გრიგოლ მეღვინოვზედ გამოვგზავნე ფულები. იმისი ბინა თამამშოვის ქარვასლაში არის.
თუ არ დაგზარდება, იმასთან შეიარე და მიიღებ 707 მანეთს...“ (შ. გოზალიშვილი. ილია
ოქრომჭედლიშვილი. 1976. გვ. 109).
მარტის 21 — გაზეთი „დროება“ (№60 ) აქვეყნებს თბილისის თავად-აზნაურთა
საადგილ-მამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის განცხადებას ბანკის საზოგადო კრების
მოწვევისა და კრების დღის წესრიგის შესახებ. კრების დღის წესრიგის ერთ-ერთი
საკითხია: „აღმორჩევა ბანკის გამგეობის თავსმჯდომარისა ახლანდელის თავსმჯდომარის
ჭავჭავაძის მაგიერად, რომელიც რიგით უნდა გამოვიდეს გამგეობიდამ“ (იგივე განცხადება
ქვეყნდება „დროების“ No№67, 73, 79, 84-ში).
მარტის ბოლო (?) — გამოდის „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისეული
„შინაური მიმოხილვა“.
ჟურნალი „იმედი“ (№3) აქვეყნებს სტ. ჭრელაშვილის წერილს „დამტვრეული ოცნებანი“,
რომელშიც ნაჩვენებია ილიას უდიდესი როლი 60-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში და
მისი იდეური ევოლუცია შემდგომ წლებში.
აპრილის 20 — წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ილიასა და გრ.
ყიფშიძის ხელმოწერით წერილს უგზავნის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს
ალ. ჭიჭინაძეს მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე.
„თქვენი წერილის გამო, რომელიც მოწერილია... მმართველობის სახელზე და შეეხებოდა
მასწავლებლის დანიშვნას თქვენდამი რწმუნებულ სასწავლებელში. მმართველობამ
ყურადღებით მოისმინა, როგორც თქვენი ქაღალდი (წერილი), ისე თქვენი სკოლის
სამზრუნველოს საბჭოს შეხედულება აღნიშნულ საკითხზე და შეუდგა სჯას ამ საგნის
თაობაზე...“ („ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, №90, გვ. 3).
აპრილის 28 — მონაწილეობს თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტის სხდომაში.
აპრილის 29 — თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების
პირველ სხდომას. სხდომაზე ბანკის 1881 წლის მოქმედების ანგარიშს კითხულობს ილია.
მაისის 1 — გრძელდება სათავადაზნაურო ბანკის კრება. კრება იხილავს ვინმე ტატიშვილის
საჩივარს ბანკის თავმჯდომარის ილიას მიმართ. ილიას ცილს სწამებენ ბიუროკრატობაში.
სხდომაზე სიტყვით გამოდის ილია და საბუთებით ფარდას ხდის ყოველგვარ მონაჭორს.
„მაგრამ ბ. ჭავჭავაძემ დაარღვია საბუთებით ყოველ-გვარი ცილის წამება, რომელსაც იმას
უგონებდნენ... ბოლოს საქმე იქამდინ მიიყვანა. რომ საზოგადოებამ საერთოს ტაშის ცემით
ერთ-ხმად აღირჩია ის მომავალი წლებისათვის ბანკის მმართველად“ (დროება, 1882, 6
მაისი. №92, 33. 4).
მაისის 3 — სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ამომრჩეველთა დაჟინებითი მოთხოვნით ილიას
ერთხმად ირჩევან ბანკის თავმჯდომარედ. ილია ამის გამო მადლობას უხდის საზოგადებას
(კრების ანგარიშები ქვეყნდება გაზეთ „დროების“ No№89, 91, 92, 93-ში. ბანკის
თავმჯდომარედ ილიას უკენჭოდ არჩევას გამოეხმაურა გაზ. „კავკაზი“ №116, 117 და
„გუსლი“ No№19, 20).
მაისის 6 — გაზეთ „დროების“ №93-ში (დღიური) ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, რომ
თითქოს გუბერნიის მარშლის კანდიდატობაზე „ასახელებენ თ. ილ. გრ. ჭავჭავაძეს,
[რომელიც უარს აცხადებს]...
მაისის 7, 8, 9, 11 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრების
საქმიანობაში. კრება იხილავს სასკოლო გადასახადის საკითხს. კრებაზე ილია გამოდის
სიტყვით და აყენებს წინადადებას სასკოლო გადასახადის ოდენობა განისაზღვროს
თავადაზნაურთა კატეგორიებად დაყოფის მიხედვით (კრების სხდომათა დღიური ქვეყნდება
„დროების“ No№94,95, 96, 97-ში).
მაისის შუა რიცხვები — გამოდის „ივერიის“ მეოთხე და მეხუთე (აპრილისა და მაისის)
გაერთიანებული ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
ამავე ნომერში ილია ბეჭდავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთ გამოუქვეყნებელ ლექსს: „ძია
გრ-ს“, „ღამე ყაბახზედ“, „როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა“, „ცისა ფერს, ლურჯსა
ფერს“ და „ნა... ფორტეპიანოზედ მომღერალი“. („ივერიის“ №4—5-ის კრიტიკული
მიმოხილვა ბოსლეველისა [ე. მჭედლიძის] ქვეყნდება გაზ. „შრომის“ №41 და 44-ში).
მაისის 29 — სკოლის კომიტეტის წევრებთან და თანამდებობის პირებთან ერთად ილია
ესწრება უკანასკნელ გამოცდას თბილისის სააზნაურო სკოლაში.
„ჩვენ მივიღეთ გაზეთში დასაბეჭდათ შემდეგი შენიშვნა:
„შაბათს, მაისის 29-ს, იყო უკანასკნელი ეგზამენი ტფილისის სააზნაურო სკოლაში.
სკოლის კომიტეტის წევრთა გარდა, ამ დღეს ეგზამენს დაესწრნენ თ. ილია ჭავჭავაძე, თ.
ალექსანდრე ორბელიანი, მაზრის მარშალი ლ. მაღალაშვილი, ბ-ნი ბარათაშვილი და
სხვ...“.
„ეგზამენის შემდეგ მათ დახედეს ბავშვებს, როდესაც ესენი სადილს სჭამდნენ... აქ ერთ
გარემოებას მიაქციეს ყურადღება ღვინის უქონლობას სუფრაზედ. — ძალიან კარგი იქმნებაო
ბრძანა თ. ალ. ორბელიანმა, რომ ამ ბავშვებს ღვინო ჩვენ უგზავნოთ ხოლმე...
— აი, ბატონო, შევგროვდეთ ერთი ხუთმეტიოდ კაცი, — . ბრძაანა ილიამ და დავაწესოთ,
რომ თვითეულმა ჩვენგანმა წელიწადში ოროლი კოკა ღვინო და თხუთმეტ-თხუთმეტი კოდი პური
შესწიროს ხოლმე ამ სკოლას...“ (დროება, 1882, 2 ივნ. №112).
ივნისის 6 — თავმჯდომარეობს წერა-კითხვის საზოგადოების წლიური კრებას. კრება ისმენს
საზოგადოების მოქმედების ანგარიშს 1881 წ. 15 მაისიდან 1882 წ. 15 მაისამდე.
საზოგადოების თავმჯდომარედ ირჩევენ ივანე ბაგრატიონ მუხრანსკის. ილია აქტიურ
მონაწილეობას ღებულობს ბათუმის სკოლის საკითხის განხილვაში (საზოგადოების კრების
ვრცელი ანგარიში ქვეყნდება „დროების“ No№119, 120, 121, 124, 126, 127-30).
ივნისის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“.
ივნისის 30 — გაზეთი „შრომა“ (№25) აქვეყნებს არაგველის [დ. კეზელის] წერილს
ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საქმეებში ილია ჭავჭავაძის ჩარევის გამო სათაურით
„ვერა ხედავთ ბატ. ილია ჭავჭავაძეს?“.
ივლისის 6 — თბილისის სასამართლო პალატაში განსახილველად დანიშნულია „დროების“
რედაქტორის ს. მესხის, ყოფილი რედაქტორის ი. ჭავჭავაძის და კორესპონდენციის ავტორის
ივ. ქ. აბაშიძის საქმე ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო. საქმის განხილვა გადაიდო.
— „გუშინ, სამშაბათს, ტფილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო ჩვენი გაზეთის
რედაქტორის ს. ს. მესხის, ადრინდელ რედაქტორის ი. ჭავჭავაძისა...“ (დროება, 1882, 7
ივლ., №139, გვ. 1).
ივლისის 14 — გაზეთი „შრომა“ (№27) ბეჭდავს ბოსლეველის [ე. მჭედლიძის] წერილს
„იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები, რომელშიც ეკამათება სტ. ჭრელაშვილს და
მოჰყავს „იმედის“ შეხედულება ილია ჭავჭავაძის როლის შესახებ ქართულ ლიტერატურასა და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ივლისის 25 — ილიას ხელმოწერით ქვეყნდება (დროება, 1882, №153) „ბალანსი ტფილისის
სათავად-აზნაურო ბანკის 1 ივლისს 1882 წელსა“.
აგვისტოს დასაწყისი — გამოდის „ივერიის“ მეშვიდე და მერვე (ივლისის და აგვისტოს)
გაერთიანებული ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
აგვისტოს 17 — აკაკი წერეთელი მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე თელავში
წარმოთქვამს ილიას სადღეგრძელოს.
„ჩვენ დროსაც მეთაური და მოწინავე იყო თქვენივე შვილი თ. ილია ჭავჭავაძე, რომელსაც
დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანი სიამოვნებითა და ამპარტავნებით იგონებს და
რომლის სადღეგრძლოსაც ახლა მე გიახლები, იმედი მაქვს, თქვენივე თანხმობით“ (დროება,
1882, 2 სექტ. №183).
სექტემბრის დასაწყისი — ცალკე წიგნად გამოდის „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ.
ილია ჭავჭავაძისა“. გამომცემელ ზ. ჭიჭინაძე.
შინაარსი: დედა და შვილი. — ხმა სამარიდამ. — ქართვლის დედას. — „მესმის, მესმის
სანატრელი...“. — პოეტი. — „უსულდგმულო ცხოვრება...“. — გუთნის დედა. — გაზაფხული.
— ბედნიერი ერი. „ჩემო მკვლელო...“. — პარიჟი. — მტკვრის პირას. — „ჩემ კალამო,
ჩემო კარგო...“. — „მას აქეთ, რაკი შენდამი ვსცან... მუშა. — ლოცვა. — ჩ.. სას. ―კ.
ბ. მ-სას―„ვიხილე სატრფო... თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზე.
„დაიბეჭდა და ისყიდება გრ. ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში.
დედა და შვილი.
და
რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“ (დროება, 1882, 3 სექტ №184 და ა. შ.).
სექტემბრის დასაწყისი — გამოდის „ივერიის“ მეცხრე ნომერი. ჟურნალში ქვეყნდება
ილიასეული „შინაური მიმოხილვა“, რომელშიც ილია იძლევა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის
შეფასებას და მიესალმება სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის გამო.
„.. ტკბილის და გრძნობიერის სიტყვით ამ ოც-და-ხუთს წელიწადში ატკბობდა ქართვლის
ყურს, აფხიზლებდა გონებას და ჰმართავდა ქართვლის გულს. ქართვლისა და საქართველოს
სიდვარულისათვის. გაუმარჯოს აკაკი წერეთელსაც, რომლის სამსახურს და ღვაწლს ქართველი
გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად და რომლის მშვენიერის ლექსებით არა ერთხელ
დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არა ერთხელ გულს მოიცემს მამულის-შვილობისათვის“
(თსკ, ტ. V, გვ. 186-187)
სექტემბრის 6 — ილიასა და გრ. ყიფშიძის ხელმოწერით სასკოლო-სასწავლო პროგრამების
საკითხებზე საპასუხო წერილი ეგზავნება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს
ალ. ჭიჭინაძეს („ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, №90).
სექტემბრის შუა რიცხვები — ქვეყნდება ლექსები: ნანა — ელეგია. — ჩემო კარგო
ქვეყანავ და გლეხური სიმღერები ილ. ჭავჭავაძის შეკრებილთაგანი — წგ-ში: სალამური
ანუ ლექსთა კრება №1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან.
ილია ოქრომჭედლიშვილისაგან, ვენიდან ღებულობს საპასუხო წერილს (10 სექტ თარიღით.)
წერილი ეხება ილუსტრაციებიანი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საკითხს.
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციით გაბედნიერება მეტისმეტად მიამა, ასე რომ პასუხის
დაბრკოლების ერთი მიზეზი ეს გახლდა: მე მინდოდა ჩემი მხრივ შევსწევნოდი ამ საქმეს
და რადგანაც ვიცოდი, რომ მოსკოვის გარე ხალხის სამინისტრო არხივში იყო ერთი ძველი
ეგზემპლიარი „ვეფხისტყაოსნისა“ მინიატურებით, მე ამ არხივის გაჩხრეკას შევუდეგ,
რომელმაც ორი თვე მოითხოვა. თუმცა ბევრი ისტორიული მასალები ვიპოვნე...
ვეფხისტყაოსნის მინიატურები კი არფერში გამოსადეგი არ არის...“ (შ. გოზალიშვილი.
ილია ოქრომჭედლიშვილი. 1976, გვ. 88).
სექტემბრის 26 — ქართული დრამატული დასი არწრუნის თეატრში დგამს ილიას დრამატულ
პოემას „დედა და შვილი“. დედას ასრულებს ნ. გაბუნია, შვილს — კ. მესხი.
„... კვირას 26 სექტემბერს ქართული დრამატიული დასისაგან იქნება წარმოდგენილი
პირველად „დედა და შვილი, ეპიზოდი დავით-აღმაშენებლის დროიდგან, ერთ სურათში,
ლექსად, თ. ილ. ჭავჭავაძისა“ (დროება, 1882, 24 სექტ., №200, გვ. 1).
ოქტომბერი — ჟურნალი „იმედი“ (№9—10) აქვეყნებს ნ. ხუდადოვის კრიტიკულ წერილს
„ივერიის“ ეკონომისტი (ივერია, 1882, №7—8, „შინაური მიმოხილვა“).
ოქტომბრის შუა რიცხვები — გამოდის „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება
ილიასეული „შინაური მიმოხილვა“.
ოქტომბრის 28 — თბილისის სასამართლო პალატა იხილავს „დროების“ რედაქტორის ს.
მესხის, ყოფილი რედაქტორის ი. ჭავჭავაძის და კორესპონდენტის ივ. ქ. აბაშიძის საქმეს
სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო. სასამართლო პალატის განაჩენით ს. მესხს აჯარიმებენ 10
თუმნით, ილიას 25 მანეთით, კორესპონდენციის ავტორი ი. აბაშიძეს გადაეწყვიტა ერთი
თვით პატიმრობა. (დროება, 1882, №224, გვ. 1).
ნოემბერი — გამოდის „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“ და ილიასა და ივ. მაჩაბლის ხელმოწერით „განცხადება ჟურნალის
„ივერიის“ გამოცემაზედ 1883 წელს“.
ნოემბრის 21 — მონაწილეობს ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის
კრების საქმიანობაში (დროება, 1882, 25 ნოემბ., №246, გვ. 2; შრომა, 1882, №46).
დეკემბერი — გამოდის „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა. (ბ-ნ მეისნერის პროექტი)“.
წერილში ილია მოიხსენიებს კ. მარქსს, როგორც გამოჩენილი, მეცნიერს და მოჰყავს
ციტატა „კაპიტალიდან“.
დეკემბრის 19 — წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის
ლევან მჭედლიშვილს ბათუმში და მადლობას უხდის ბათუმის სკოლისათვის დახმარების
აღმოჩენის განზრახვისათვის.
მმართველობას მოუვიდა ცნობა, რომ თქვენ გსურთ შეეწიოთ, რითაც კი შესაძლებელი იქნება
თქვენთვის, „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ სკოლას ბათუმში.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ მმართველობა დიდის მადლობით
მიიღებს ყოველ შემწეობას, რითაც კი თქვენ აღმოუჩენთ მის სკოლას“ (ს. ხუციშვილი.
მანათობელი. 1980. გვ. 74).
დეკემბრის ბოლო — იწყებს პოემა „განდეგილის“ წერას. პოემის პირველ თავს კითხულობს
ივანე მაჩაბლის ოჯახში (?).
![]() |
2.41 1883 |
▲ზევით დაბრუნება |
1883
იანვარი — აგრძელებს პოემა „განდეგილის“ წერას.
„ჩვენი ნიჭიერი პოეტი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ამზადებს ახალს პოემას მთიელთ
ლეგენდიდგან, რომელის წარმოებაც ხდება ყინვან წვერზედ, ყინულებით შემოზღუდულს
გამოქვაბულს კლდეში, სადაც მომქმედ პირად არის გამოყვანილი წმიდა მამა და მეცხვარე
ქალი“ (დროება, 1883, 9 იანვ. №5, გვ. 2).
იანვრის 9 — გაზეთ „დროების“ №5-ში ქვეყნდება ვ. ორბელიანის ლექსი „სამშობლო
ქვეყნის პასუხი“ თ. ი. ჭავჭავაძის ლექსის გამო: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ
მოგიწყენია?“. დროების ფელტონი, 9 იანვარი.
სამშობლო ქვეყნის პასუხი თ.ი. ჭავჭავაძის ლექსის გამო:
„ჩემო კარგო. ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია?“
მკითხავ, ჩემო პოეტო,
რაზედ მოგიწყენია?
ნება მომეც მეც გკითხო:
შენ კი მოგილხენია ?
მეუბნები, მარწმუნებ:
— მომავალი ჩვენია!
მაგ გვარი იმედები, ჩემს ყურს ბევრი სმენია!
თქვენთ პოეტთ ჩემზედ ლექსნი
მრავალ გვარი ხშირია,
მაგრამ მათ ტკბილნი ლექსნი
ჩემთვის ხმელი ჩირია
მომაკვდავს შიმშილითა
ძროხას ეუბნებიან:
— მოიცა, ნუ მოკვდvები,
ველნი ამწვანდებიან!
რა მაწუხებს, რა მტანჯავს,
რაზედ მომიწყენია? ჩემო ტკბილო მგოსანო,
ბევრი მომითმენია!
არაბთ, ოსმალთ, სპარსთ, ლეკთა ჩემზედ უნავარდნიათ,
ჩემთან ტაძარ-პალატნი
უმუსრავთ, უნგრევიათ;
ჩემთვის ათს საუკუნეს ჩემს ძეს—ერს უბრძოლია;
ეს ჩემი მკერდი—გული მის სისხლით მორწყულია;
ერთის ხელით ხმლით მდგარა. ერთით უმუშაკნია, ისე თავის სამშობლო მტრისგან გადურჩენია მაგრამ დაცხრა ომის ხმა შეიცვალნენ დროები,
გაჩუმდა ნაღარის ხმა,
შესწყდნენ სისხლის ღვარები.
ველოდი: მამათ დიდს ღვაწლს
ძენი დაასრულებენ,
შრომას, ძმობა, ერთობას,
სწავლას დაარსებენ ;
მუშაკობით, ოფლის ღვრით
დანგრეულს აღმადგენ
და ძეთ აღყვავებულსა
და მთელს ჩამაბარებენ!
ამის ნაცვლად რა ვნახე!
შრომის წილი ზარმაცობა! სწავლის წილ სმა და ძილი!
ძმობის წილ დავა, მტრობა!
ზოგთა თავის ცხოვრება
ბითურ — ცხრაში წააგეს
და თავისი ცოლ-შვილი
მშიერ-გლახად დააგდეს!
ზოგთ დავა - დარაბაში
დაღუპეს რაც ებადათ,
რაც ქველთ მამა-პაპათგან
მათ დარჩომოდათ ბედათ.
ჩემთ დიდებულთ ძეთ ძენი
ბევრნი ეხლაც იღვწიან!
მარჯვნივ და მარცხნივ ჰფანტვენ, რად? — თვითონ არ იციან!
ჩარჩებს ფულებს ართმევენ.
მერე ემალებიან და ან ვალის დაცლასა
ცრემლით ევედრებიან!
მთელის წლის შემოსავალს
ერთს-ორს კვირაში სცლიან,
მაგრამ, ჩემო პოეტო,
კარგად შეექცევიან...
ამ ძუძუთი გაზრდილნი
ნაჭერ-ნაჭერ მყიდიან,
სხვა - და - სხვა ურიანი
ჩემს პატრონად ხდებიან, ჩემთ დამცველთ ჩემთ ძეთ ძენი
მათ მონებად რჩებიან.
ისინიც არ ვარგანან, თუ ვინმე მათ სჯობიან!
ცხოვრების არ ცოდნითა
ვალებში იხრჩობიან!
სხვა უცხო პატრონები
კეთილს არას მასმენენ,
თქვენთ გამზრდელთა ძუძუთგან
რძის ნაცვლად სისხლს მადენენ.
ნუ ჰფრინავ მარად ცაში,
ნუ უმზერ მარად მთებსა,
ცოტა ძირს დაიხედე,
ნახავ მაგალითებსა. შეხედეთ თქვენთ უმცროსთა ძმათ,
ჩემს უმცროს ძეთ-გლეხებსა,
როგორც თქვენ, ისინიცა
ჩემის გვამის სახსრებსა,
რატომ ვერ მოუარეთ, რად ჩაუგდეთ ჩარჩებსა ?
ავაზაკთ, სისხლის მსმელთა, მყრალს ავშანს, ღვთისა მტრებსა?
შენ კი ტკბილის ლექსებით
და ნაზად მეუბნები:
„თქვენის ზრუნვის საგანი მე ვარ და მე ვიქნები“!
იანვრის 12 — გაზეთ „შრომის“ №2-ში ილიასა და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით
ქვეყნდება განცხადება „ჟურნალ „ივერიის“ გამოცემაზედ 1883 წელსა“.
იანვრის 20 — გერმანულ ჟურნალში არ. ლაისტი აქვეყნებს ქართული ლიტერატურის
მიმოხილვას სათაურით „მივიწყებული ლიტერატურა“.
იანვრის ბოლო — გამოდის „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“. აქვე დასტამბულია არტურ ლაისტის წერილის „მივიწყებული
ლიტერატურის“ თარგმანი გერმანული ჟურნალიდან („ჩვენისა და უცხო ქვეყნის ლიტერატურის
ჟურნალი“). იგივე წერილი იბეჭდება „დროების“ №28-ში. არ. ლაისტის წერილში ილია
დახასიათებულია როგორც პირველი პოეტი.
„პირველი ადგილი პოეტებში უჭირავს ადრევე დასახელებულს თ. ილია ჭავჭავაძეს.
შესანიშნავნი მისნი თხზულებანი არიან: „დიმიტრი თავ-დადებული“ და „აჩრდილი“. მის
რომანებს „კაცია ადამიანს“ და „გლახის ნაამბობს“ ყველა რომანებზედ მეტად კითხულობენ
ხალხში. ამ ორს რომანს ამშვენებს იუმორიული კილო, რომელიც ძველის მცხოვრებლების
ერთს თავისებათაგანს შეადგენს“ (დროება, 1883, 9, თებ. №28, გვ. 3).
თებერვლის 6 — ამთავრებს პოემა „განდეგილს“.
თებერვლის 8 — დავით სარაჯიშვილის სახლში, ქართული მწერლობის მოყვარულთა წინაშე,
კითხულობს პოემა „განდეგილს“.
„ერთს კერძო სახლში, ამ სახლის პატრონის მოწვევით, შეიყარნენ გუშინ, 8 თებერვალს,
ოცამდინ თანამგრძნობნი და მოყვარულნი ქართულის მწერლობისა და აქ თ. ილ. გ.
ჭავჭავაძემ წაიკითხა თავის ახალი პოემა „განდეგილი“. ჩინებული შთაბეჭდილება
მოახდინა ყველა იქ მყოფზედ ჩვენი პოეტის ახალმა ნაწარმოებმა. სიამოვნებით
დავრწმუნდით, რომ „ყაჩაღის ცხოვრებისა“ და „აჩრდილის“ ავტორს, რომელიც ამ
უკანასკნელ წლებში ერთობ იშვიათად ემუსაიფება მუზას, არც ძველი ნიჭი დაჰკლებია, არც
ძველი ხელოვნება და არც საზოგადოდ ლექსთა-თხზვის მოხერხება; დავრწმუნდით, რომ თ.
ილ. ჭავჭავაძე ჩვენს პოეზიას ჯერ კიდევ არ დაჰკარგვია და შემდეგშიაც უნდა მოველოდეთ
ამ გვარ იმის კალმის ნაწარმოებსა...
პოემა „განდეგილი“ ისეთი ნაწარმოებია, რომელიც ჩვენს პოეტიურს ლიტერატურაში,
უეჭველია, საპატიო ადგილს დაიჭერს და რომელიც ავტორის სახელს რამდენიმე ახალ სხივს
მიუმატებს...“ (დროება, 1883, 10 თებ. №29).
თებერვლის 22 — ილიას ხელმოწერით „დროების“ №39-ში ქვეყნდება „ბალანსი ტფილისის
სათავად-აზნაურო ბანკისა, 1 იანვარს 1883 წელსა“.
თებერვლის 23 არწრუნის თეატრში ნ. გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგინეს ილიას
„მაჭანკალი“ და „დედა და შვილი“.
თებერვლის 28 — ნიკო ნიკოლაძეს, მისი თხოვნის თანახმად, საღ პასუხო წერილთან ერთად
პეტერბურგში უგზავნის „გლეხთა განთასუფლების დროინდელ სცენების“ და „კაცია
ადამიანის“ გამოცემებს რუსულ ჟურნალებში დასაბეჭდად.
„აქ ხეირიანი მთარგმნელი არავინ მოიძებნება. ილია ბახტაძე აქ არ არის. მგონია
პეტერბურგშია. თქმა არ უნდა, რომ დიდი საქმე იქნება, ჩვენი მწერლების ნაწერები
რუსულს ჟურნალებში დაიბეჭდოს, მაგრამ ჭირი ეს არის, მთარგმნელი ვინ იქნება. კიდევ
თქვენ თუ იშოვით მანდ, თორემ აქ არავინ მეგულება. აქ თხორჟევსკისათვის მინდოდა
მეთარგმნინებინა ერთი რამ, მაგრამ მითხრეს ბევრს ფულს მოითხოვსო და მოვერიდეთ... არ
იქნება მეტი, რომ თქვენ თითონ დაგვისახელოთ, რა და რა ლექსთ-თხზულება უფრო შესაფერი
იქნება დასაბეჭდად (თსკ, ტ. X, გვ. 47).
მარტი — გაზეთი „კავკაზი“ (№№60, 62) აქვეყნებს ვლ. მიქელაძის კრიტიკულ ნარკვევს
ქართულ ლიტერატურაზე, რომელშიც განხილულია ილიასეული „ცხოვრება და კანონი“.
მარტის დასაწყისი — გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება პოემა
„განდეგილი“ და „შინაური მიმოხილვა“.
„გამოვიდა და დაურიგდა ხელის მომწერლებს მეორე (თებერვლის) წიგნი „ივერიისა“, 1883
წ...“ (დროება, 1883, 9 მარტი, №50, 33. 1).
— „დაიბეჭდა და ისყიდება გრ. ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში
დედა და შვილი
და რამდენიმე ლექსი
თ. ილია ჭავჭავაძისა“ (დროება, 1883, 1 მარტი, №43 და შემდეგ ნომრებში).
— „ცალკე წიგნად გამოდის „განდეგილი“. ლეგენდა. პოემა ილია ჭავჭავაძისა“. ე.
ხელაძის სტ., 1883, 25 გვ.
მარტის 6 — გაზეთ „კავკაზში (№53) ი. მეუნარგია აქვეყნებს პირველ რეცენზიას
„განდეგილი“ პოემა ი. ჭავჭავაძისა“.
მარტის 9—13 — გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება განცხადებები ქართული ლიტერატურული
საღამოს გამართვის შესახებ, სადაც წაკითხულ იქნება ერთი სცენა „კაცია-ადამიანიდან“.
(დროება, 1883, 9 მარტი. №50. გვ. 1 და შემდეგი ნომრები).
მარტის 17— ზაქარია ჭიჭინაძე პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს წერილით „ატყობინებს, რომ
ს. მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ი. ჭავჭავაძემ შეიყიდოს...“ (ნ.
ნიკოლაძის არქივის კატალოგი. 1954, ნაწ. 1, გვ. 139; „შრომა“, 1883, №17).
მარტის 18 — ილია მონაწილეობს ქართული დრამატიული საზოგადოების მმართველობის
სხდომის საქმიანობაში.
„ქართული დრამატიული საზოგადოების მმართველობის სხდომა შესდგა, რომელზედაც
დაესწრნენ: თავს-მჯდომარე თ. ილია ჭავჭავაძე, მმართველობის წევრნი; თ. დავით
ავალოვი, ბ. ბ. ნ. ქანანოვი და კონსტანტინე ყიფიანი, რა სხდომაზედ გადასწყვიტეს
შემდეგი: 1) თავმსჯდომარედ დრამატიული საზოგადოებისას აღრჩეულ იქმნა თ. დავით
ივანეს-ძე ავალოვი; 2). შედგენა ახალის დრამატიულის დასისა და გამგეობა საერთოდ
ქართული თეატრის საქმისა, მიიღოს მმართველობამ დრამატიული საზოგადოებისამ; 3).
შედგენა დასისა და საერთოდ გამგეობა ქართული თეატრისა და ყოველ წარმოდგენებისა
მიენდოს თ. ილია ჭავჭავაძეს...“ (კ. ყიფიანი „დროება“, 1883, 20 სექტ., №185, გვ.
3).
მარტის 20 — იმართება ლიტერატურული საღამო არწრუნის თეატრში, სადაც აჩვენებენ
ცოცხალ სურათებს „ყაჩაღის ცხოვრებიდან“ და „განდეგილიდან“.
— „დროების“ №60-ში ქვეყნდება დავით სოსლანის [კეზელის] „საკვირაო მასლაათი.
კისრული“, რომელშიც გარჩეულია ილიას პოემა „განდეგილი“. წერილის ავტორი იწუნებს
პოემას როგორც შინაარსით, ასევე ფორმით.
„პოემა „განდეგილი“ ჩემის აზრით არის ყველაზედ უსუსტესი, რაც კი ბ. ჭავჭავაძის
კალმიდან გამოსულა; უსუსტესია-მეთქი, ვიმეორებ, როგორც შინაარსით, ისე გარეგანი
ფორმით“.
მარტის 22 — ილიას ირჩევენ გრიგოლ ორბელიანის დამკრძალავ კომისიაში. კომისიამ წირვა
დანიშნა ანჩისხატის ეკლესიაში, ხოლო დაკრძალვის ადგილად შეარჩია ქაშვეთის ეკლესია.
თუმცა განსვენებულის სურვილი იყო კუმისში დაკრძალვა.
მარტის 23 — „დროების“ №62-ში ქვეყნდება სარედაქციო წერილი — „ჩვენი თეატრის
მდგომარეობა“, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ „ეხლა როდესაც ქართული თეატრის
მოთავეობას ჰკისრულობს ბ. ილ ჭავჭავაძე, იმედი გვაქვს მართებულობას გამოსთხოვს
თეატრისათვის სუბსიდიას...“.
მარტის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მესამე ნომერი.
მარტის 23. 24 — გაზეთ „დროების“ No№62, 63-ში დრამატიული საზოგადოების გამგეობა
აქვეყნებს განცხადებას, რომ მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა ჩაწერას
აწარმოებს ილია ჭავჭავაძე.
„ქართული დრამატიული საზოგადოების მმართვეელობა ამით აცხადებს რომ, შედგენა
დრამატიულის დასისა და გამგეობა ტფილისში ქართულის თეატრის საქმისა მიიღო თვითონ
მართველობამ, და ამ სათვის მოიწვევს მათ, ვისაც ჰსურს შემოსვლა ქართულს თეატრის
დასში, თავისის პირობებით მიჰმართონ ტფილისს, ან მმართველობის მიერ მინდობილ პირს,
თავ. ილია გრიგოლის-ძეს ჭავჭავაძეს, ან მართველობის სეკრეტარს კონსტანტინე
დიმიტრის-ძეს ყიფიანს“.
იგივე განცხადება ქვეყნდება გაზეთ „შრომის“ №12, 13, 14-ში. მარტის 26 — სიტყვას
წარმოთქვამს გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე.
„შენის ქვეყნის შვილი ქართველი, რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე ნავალს
მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე თამამად თავს
მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე დროს იგლოვებს კიდეც,
რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები“ (დროება, 1883, 27 მარტი, №65, გვ. 3; „შრომა“,
№13).
აპრილი — ქართული დრამატიული დასი ილიას რეჟისორობით წარმოსადგენად ამზადებს
ჯიოკომეტის 5 მოქმ. დრამას „დამნაშავის ოჯახი“.
აპრილის 17 — გაზეთ „დროების“ №78-ში ქვეყნდება განცხადება, რომ აპრილის 24-ს
საზაფხულო თეატრში „თ-ის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით წარმოდგენილი იქნება
„დამნაშავის ოჯახი“ დრამა 5 მოქმ. ჯიოკომეტისა“.
ქართული დრამატიული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების გამო 24
აპრილისათვის გამოცხადებული წარმოდგენა არ შედგა.
აპრილის მეორე ნახევარი — ქართული დრამატიული საზოგადოების მმართველობაში ხდება
განხეთქილება. ილია უარს ამბობს წარმოდგენების გამართვაზე და დრამატიული
საზოგადოების ხელმძღვანელობაზე.
„როგორც ყველა გაიგებდა, ჩვენი არტისტების გუნდი ორად გაიყო და ეს იმედს გვაძლევდა,
რომ ორივე მხარე ახალ არტისტებს მოიზიდავდა, ყველა სიუჟეტისთვის ოროლი პირი მაინც
შეგვექნებოდა.
სამწუხაროდ ერთმა მხარემ, რომელიც თავ. ილია ჭავჭავაძის თაოსნობას აცხადებდა, თავი
დაანება წარმოდგენებს და მარტო მეორე დასი მართავს“ (დროება, 1883, 11 მაისი, №86,
გვ. 2).
„ეხლა თვით აღნიშნულ საზოგადოების მმართველობისაგან არ უნდა ველოდებოდეთ
„დრამატიული დასის“ შედგენას და წარმოდგენების გამართვას, რადგანაც ბ. ი. ჭ-ძემ
უარი სთქვა მმართველობის მინდობილობაზე“ (დროება, 1883, 24 სექტ. №189, გვ. 2).
აპრილის 24 — წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ილია რჩევას აძლევს სოფელ
ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნ. ნათიძეს რუსული ენის სწავლების საკითხებზე.
„24 აპრილს მე გახლდით თქვენთან და გკითხეთ რჩევა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიების
ხმარება შეიძლებოდა ჩვენს სასოფლო სკოლის მასწავლებლებთაგან რუსული ენის
შემცირებაზე სოფლის სკოლებში“ (ტრ. ხუნდაძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება. 1960. გვ. 40).
მაისის 1, 2, 3, 4 — მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების
საქმიანობაში.
„მე პირველად ვნახე ბ. ილ. ჭავჭავაძე საზოგადოებაში ნალაპარაკევი და მაშინვე
დავრწმუნდი, რომ ის მთელ ყრილობას სძალამდა ჭკუით და მოხერხებითაც, მაგრამ ნუ
გაგვიწყრება პატივცემული ილია, რომ ჩვენი აზრი პირ-და-პირ გამოვსთქვათ. ჩვენი აზრიც
ეს გახლავთ, რომ ის თავის ძალით ბოროტ-მოქმედებდა და საზოგადო სიმართლეს არ ადგა.
ეტყობა ბ. ჭავჭავაძეს ზედ მიწევნით შეუსწავლია ის ნაწილი ძველი იურისპრუდენციისა,
რომელიც „აბრუნდი“ და „დაბრუნდის“ შეეხება. ეს ოთხი დღე ბ. ილია ჭავჭავაძე სულ
კალმახივით ცურავდა და თითქოს ას ორმოც-და-ათ კაცში ერთი ისეთი მოხელავე ვერ
გამოჩნდა, რომ ეს კალმახი დაეჭირა“ (დ. სოსლანი [კეზელი], საკვირაო მასლაათი.
კისრული. — დროება, 1883, 8 მაისი, №85, გვ. 3).
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების შესახებ „დროების“ №89-ში ქვეყნდება დ.
სოსლანის წერილი „თბილისის თავად-აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკის ყრილობა“.
მაისის 11 — გაზეთი „შრომა“ №18 აქვეყნებს ბოსლეველის [ე. მჭედლიძის] კრიტიკულ
განხილვას „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და ახალი პოემა „განდეგილი“.
მაისის 28 — „დროების“ №99-ში ნ. ხიზანაშვილი (ურბნელი) ათავსებს წერილს
რედაქციისადმი — „ჩვენს ლიტერატურულ კეთილწესიერებაზედ“, რომელშიც აკრიტიკებს გაზეთ
„კავკაზის“ №60 და 62-ში გამოქვეყნებულ ვლ. მიქელაძის წერილებს.
„ვლ. მიქელაძემ თავისი პოლიციური შეხედულება მწერლობაზე უფრო ცხადად გამოსთქვა ორს
თავის წერილში, სადაც კრიტიკულად არჩევდა ი. ჭავჭავაძის ლიტერატურულ შრომას
[ცხოვრება და კანონი], წერილები დაბეჭდილნი იყვნენ ოფიციალურ კავკაზში“.
მაისის ბოლო —გამოდის „ივერიის“ მეოთხე ნომერი, სადაც ქვეყნდება ილიასეული „შინაური
მიმოხილვა“.
ივნისი — ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ივნისის ნომერში ქვეყნდება ნ. ნიკოლაძის
მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“.
ივნისის 3 — თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას
(25 მაისისათვის დანიშნული კრება არ შედგა მონაწილეთა სიმცირის გამო).
ივნისის 23 — „დროების“ №119-ში ქვეყნდება დ. სოსლანის [კეზელის] „კრიტიკული
შენიშვნები „ივერია“ წიგნი IV“. წერილში ძირითადად განხილულია ილიასეული „შინაური
მიმოხილვა“.
ივნისის 24 — ილია წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ
თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე.
ივლისის 20—22 — ილია საგურამოში მასპინძლობს იონა მეუნარგიას.
„გუშინ საგურამოდან დავბრუნდი. იმერელი კაცისათვის ქართლის ცხოვრებაში სუყველაფერი
საინტერესოა. მე პირველად გუშინ გავიგონე ქართლელი კაცის დაძახების კილო“ (ი.
მეუნარგია. ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ. 1937. გვ. 48).
ივლისის 26 — სერგეი მესხის გარდაცვალების გამო ილია მცხეთიდან ქუთაისში სამძიმრის
დეპეშას უგზავნის ნესტორ და ეკატერინე მესხებს.
„ღრმად ვწუხვარ პატიოსანი მუშაკისა და კეთილი ამხანაგის დაკარგვას, ვწუხვარ, ვერ
ჩამოვედი, მანდ ყოფნით ვერ გამოვხატე მიცვალებულის ხსოვნისადმი ჩემი პატივისცემა.
გვიან მივიღე ცნობა დაკრძალვის დღის და ადგილის შესახებ“ (თსკ, ტ. X, გვ. 103).
„ივერიის“ მხრით გვირგვინის მიტანა თითონ რედაქტორს ილ. ჭავჭავაძეს ეგულებოდა,
რომელმაც, ტფილისს გარეთ ყოფნის გამო, გვიან მიიღო ცნობა დასაფლავების დროსა და
ადგილის თაობაზე და ამის გამო მოსცდა“ (ივერია, 1883, №7—8, გვ. 176).
ივლისის ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრები ერთ წიგნად. მასში
დაბეჭდილია ილიასეული „შინაური მიმოხილვა“. ჟურნალის ეს და შემდეგი ნომრები გამოდის
მხოლოდ ილ. ჭავჭავაძის რედაქტორობით.
აგვისტო — ილია საგურამოში ისვენებს.
აგვისტოს 6 — ილიას ხელმოწერით „დროების“ №154-ში ქვეყნდება „ბალანსი თბილისის
სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბან– კისა, 1 ივლისისათვის 1883 წლისა“.
აგვისტოს 24 — ილია კითხულობს „ილიადას“.
„საგურამოში ვიყავ ილიასთან... ილია კაკლის ქვეშ იყო წამოწოლილი და „ილიადას“
კითხულობდა...“ (ი. მეუნარგია. ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ. 1937. გვ.
47—48).
აგვისტოს ბოლო — გამოდის „ივერიის“ მეშვიდე და მერვე ნომერი ერთ წიგნად, რომელშიც
ილია ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს „მითამ და „ახალი რაზმის კაცი“, ანუ ორი
ფელეტონი“. დამატებაში ილიას ხელმოწერით ქვეყნდება „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელის საზოგადოების საქმეთა წარმოება 1882 წლის 15 მაისიდამ 1883 წლის 15
მაისამდე“. ამ ნომრისათვის დამზადებულ ილიას „შინაურ მიმოხილვას“ ცენზურა კრძალავს.
სექტემბრის 2 — „დროების“ №172-ში ქვეყნდება ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე
ნომრების ნ. ხიზანაშვილის (ურბნელის) ლიტერატურული მიმოხილვა. მიმოხილვაში
აღნიშნულია ნომრების სიღარიბე.
„სამწუხარო უფრო ის არის, რომ „ივერია“ საუკეთესო ჟურნალია. ჩვენში და რედაქტორად
ჰყავს ისეთი მწერალი, რომელიც სამართლიანად ჩვენს სიამაყეს შეადგენს, დედა-ბოძია
ჩვენის გონებითი მოძრაობისა“.
სექტემბრის 4 – ილია ესწრება სოფელ წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნას,
სადილზე წარმოთქვამს სიტყვას (სიტყვა დაიბეჭდა 8 სექტემბერს „დროების“ №177-ში.
იგივე სიტყვა დაბეჭდა ჟურნალმა „მწყემსმა“ №1-ში).
„ამ თვის 4-ს აკურთხეს დუშეთის მაზრაში სოფ. წინამძღვარიანთკარს სასოფლო მეურნეობის
სკოლა, რომელზედაც დაესწრნენ ღენერალ-ლეიტენანტი დ. ს. სტაროსელსკი, თ. ი. გ.
ჭავჭავაძე და კიდევ ბევრნი სხვანი... ბოლოს სადილიდამ წამოდგა ბ. ი. ჭავჭავაძე,
ჩადგა გლეხების შუაში და უთხრა შემდეგი: „ერთი ორიოდე სიტყვა მეც მინდა გითხრათ და
ყური რომ მათხოვოთ, მადლობელი ვიქნები“ (დროება, 1883, 8 სექტ. №177, გვ. 1—3).
სექტემბრის 4,6 — გაზეთი „დროება“ (No№174, 175) აქვეყნებს ალ. კვალიაშვილის მიერ
„ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში დაბეჭდილი ილიასეული „შინაური მიმოხილვის“
კრიტიკულ განხილვას.
სექტემბრის 19 — გაზეთი „დროება“ (№185) ბეჭდავს გ. ყიფიანის განმარტებით წერილს
ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების შესახებ.
სექტემბრის 24 — ამავე საკითხზე „დროების“ №189-ში ქვეყნდება სარედაქციო მეთაური
წერილი.
სექტემბრის ბოლო — ქვეყნდება ილიას ლექსები: მძინარე ყმაწვილს; არაგვი; გუთნის
დედა; ქართვლის დედას; ნაწყვეტები პოემებიდან: მეფე დიმიტრი თავდადებული;
განდეგილი; რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან წგ-ში: ხომლი, შედგენილი ი.
გოგებაშვილის მიერ.
ოქტომბერი — გამოდის „ივერიის“ მეცხრე ნომერი, მასში ქვეყნ- დება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“.
ოქტომბრის 4 — თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, რომლის შემადგენლობაში შედის ილია
ჭავჭავაძე, წარუდგა იმხანად თბილისში მყოფ გზათა მინისტრს თხოვნით კახეთის
რკინიგზის პროექტის დამ ტკიცების თაობაზე.
„დღეს, 4-ს ოქტომბერს, დილის ათს საათზედ, გზათა მინისტრისა და მთავარ-მმართებლის
ნება-დართვით გუბერნიის მარშალმა წარუდ- გინა დეპუტაცია გზათა მინისტრს რკინის გზის
სტანციაში, სადაც მინისტრია ჩამომხტარი. დეპუტაციას შეადგენდნენ, გარდა გუბერნიის
მარშლისა. ღენ. ლეიტენანტი თ. ნიკა ზურაბის-ძე ჭავჭავაძე (დაღესტნის მმართველი),
ივ. გივის-ძე ამილახვარი... ალექსი დიმიტრის-ძე საგინოვი, თ. ივ. კოსტ-ძე
ორბელიანი, დეისტვიტელნი სტატსკი სო- ვეტნიკები: თ. იასე ადამის-ძე ანდრონიკაშვილი,
თ. ნიკ. დიმიტრის-ძე ჭაეჭავაძე, თ. იასე ნოშრევანის-ძე ჭავჭავაძე, თ. ილია
გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე და მაზრის უფროსები თელავისა და თბილისისა თთ. ნიკოლ. და
ერასტი ზაალის ძენი ჩოლოყაშვილები“ (დროება, 1883, 5 ოქტ. №196, 83. 2).
ოქტომბრის 11, 12 — გაზეთ „დროების“ №201, 202-ში ქვეყნდება ა. ნანეიშვილის
„ლიტერატურული შენიშვნები“ „ივერიის“ მეშვიდე და მერვე ნომრებზე.
ნოემბერი — გამოდის „ივერიის“ მეათე ნომერი. აქ ქვეყნდება ილიას „შინაური
მიმოხილვა“ და განცხადება ჟურნალ „ივერიის“ ხელმოწერის პირობების შესახებ.
ნოემბრის 1, 9, 10 — გაზეთ „დროების“ №218, 225, 226-ში ქვეყნდება ა. ნანეიშვილის
„ლიტერატურული შენიშვნები“ „ივერიის“ მეცხრე ნომერზე.
დეკემბრის 8 — გაზეთ „დროების“ №247-ში ქვეყნდება ა. ნანეიშვილის „ლიტერატურული
შენიშვნები „ივერიის“ მეათე ნომერში.
დეკემბრის დასაწყისი — რედაქციის სხვა წევრებთან ერთად (უმიკაშვილი, სარაჯიშვილი)
ამთავრებს „ვისრამიანის“ რედაქციას. „ვისრამიანის გასასწორებლად დანიშნულ კომისიას
შეუმოწმებია ერთად რამდენიმე ხელ-ნაწერი ამ ძველის წიგნისა და დასაბეჭდავადაც
მოუმზადებიათ. ბეჭდვას ამ დღეებში შეუდგებიან“ (დროება, 1883, 10 დეკ. №249, გვ.
3).
დეკემბრის მეორე ნახევარი — გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც
ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ და ილიას მიერ ამოკრეფილნი საანდაზო
ლექსები „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“, „დავითიანიდან“
დეკემბრის 28 — გარდაცვალება ილიას უფროსი დის ნინოსი.
„თავადი ნიკოლოზ შარმაზანის ძე აბხაზი, ელისაბედ გრიგოლის ასული საგინოვისა და
თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე მწუხარებით აუწყებენ.. რომ 28 ამ დეკემბრისას
გარდაიცვალა ნინო გრიგოლის ასული აბხაზისა...“ (დროება, 1883, 29 დეკ. №264).
„მინამ ცოცხალი იყო, არ ვიცოდი, რომ ასე ძლიერ მიყვარდა, როცა გარდაიცვალა მაშინ
შევიტყე. ეხლა ვგრძნობ რა დედაკაცი, რა საყვარელი დავკარგე. ღმერთმა საუკუნო
განსვენება მისცეს, და რაც მას დააკლდა, ერთი ათასად შენ, ჩემო კარგო, ჩემს დას
ლიზას, და უბედურის ნინოს შვილებს მიუმატოს, ცრემლი თვალებში მომიგუბდა და ვეღარ
ვწერ" (ი. ჭავჭავაძე, წერილი მეუღლისადმი, თსკ, ტ. X, გვ. 367—368),
დეკემბრის 29 — გაზეთი „დროება“ (№264) ბეჭდავს არტურ ლაისტის წერილს „ქართული
ახალი ლიტერატურის თაობაზედ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“ (წერილის თარგმანი
შესრულებულია გერმანული ჟურნალიდან).
— ილიას სადგომში ანდერძს უგებენ ილიას დას ნინოს.
დეკემბრის 30 - ილიას დის ნინოს დაკრძალვა.
![]() |
2.42 1884 |
▲ზევით დაბრუნება |
1884
იანვრის დასაწყისი — პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად ილია
აგრძელებს მუშაობას „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციაზე.
„ვისრამიანს“ სამი კაცი ვასწორებთ, ლექსიკონსაც ვუკეთებთ შენის აზრისამებრ და ამ ორ
კვირაზედ დაბეჭდვასაც შევუდგებით (ი. ჭავჭავაძე, წერილი ი. ოქრომჭედლიშვილისადმი.
თსკ, ტ. X, გვ. 100).
გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი (ცენზ. ნებართვა
1883 წ. 26 დეკ.), მასში ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“, ილიას მიერ
შეკრებილი „საანდაზო ლექსები“ (გაგრძელება) და მის მიერ თარგმნილი ი. ტურგენევის
„ლექსნი პროზითა: ბაასი; ბებერი დედაკაცი; ძაღლი; მათხოვარი; გაიგონებ მსჯავრსა
სულელისასა; სულელი; ბეღურა“.
იანვრის 5 — წერილს უგზავნის ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში. თხოვს აცნობოს ქართული
თეატრალური დასისათვის მის მიერ გამოგზავნილი თანხის განაწილების თაობაზე.
იანვრის 10-ის შემდეგ -მიემგზავრება პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების
წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.
იანვრის 18 — ილია ჩადის პეტერბურგში.
„...მე მოვედი პეტერბურგს 18-ს იანვარს და კარგად ვარ. მოსკოვიდამ და პეტერბურგიდამ
ტელეგრამები მოგწერე... აქ ძალიან ბევრი საქმეები გამომიჩნდა. წარმოიდგინე ჩვენი
სიეზდი ოთხ „ოტდელენიად“ გაიყო. მე ოთხივე „ოტდელენიაში“ ჩავეწერე, რადგანაც ყველა
„ოტდელენიაში“ საინტერესო საგნები იყო ჩვენის ბანკისათვის“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი
მეუღლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 365).
იანვრის 20 — თებერვლის 5 — ესწრება პეტერბურგში გამართულ საადგილმამულო ბანკების
წარმომადგენელთა ყრილობის სხდომებს. ყრილობაზე 29 იანვრის და 3 თებერვლის სხდომებზე
წარადგენს თავის მოსაზრებებს დასაგირავებელი მამულების შეფასების და ბანკების
მევალეებისათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე.
ილიას მოსაზრებები ქვეყნდება წიგნში: „борник матерялов и постановлений по
вопросам, подлежавщим обсуждению пятого съезда представителей учреждений
русского земельного кредита. CП6., 1884. c. 165-168, 185-188".
„სიეზდი გათავდა 5-ს თებერვალს. დღეში ორჯერ და სამჯერ „ზასედანიები“ გვქონდა ყოველ
ცისამარა დღეს 20-ს იანვრიდან მოკიდებული 5-ს თებერვლამდე; ძალიან დავიღალე და ერთ
„ზასედანიეს“ კიდევ მოვცდი, რადგანაც ავად გავხდი... იმასა ვწუხვარ, რომ სწორედ იმ
„ზასედანიესათვის“ ერთი დიდი რეჩი უნდა მეთქვა და ავადყოფობამ დამიშალა. რაც უნდა
მეთქვა, მერე დავწერე და დაიბეჭდება კიდეც ამ ორ დღეში სიეზდის ჟურნალში“ (ი.
ჭავჭავაძე, წერილი მეუღლისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 368).
საადგილმამულო კრედიტის დაწესებულებათა წარმომადგენლების მეხუთე ყრილობის
მონაწილეებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს, ღებულობს ფინანსთა მინისტრი (ნოვოე
ობოზრენიე, 1884, №43).
იანვრის 22 — არწრუნის თეატრში წარმოადგინეს ილიას „გლეხთა განთავისუფლების
პირველ-დროების სცენები“, დივერტისმენტში „განდეგილი“.
თებერვლის დასაწყისი — გამოდის „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება
„საანდაზო ლექსები“ ამოკრეფილი ილიას მიერ „ვეფხისტყაოსნიდამ“, „ქილილა და
დამანიდამ“, „გურამიანიდამ“, „შინაური მიმოხილვის მაგიერი. მივიხედ-მოვიხედოთ“.
აქვე ქვეყნდება განცხადება „ჟურნალი „ივერია“ მომავალ 1884 წ. იანვრიდამ...“
ხელმოწერა: რედაქტორი და გამომცემელი ილ. ჭავჭავაძე.
ჟურნალ „ნობათის“ პირველ ნომერში იბეჭდება რ. ძამსაშვილის მიერ ნოტებზე გადაღებული
ილიას ლექსი „ნანა“.
თებერვლის 8, 11 — გაზეთი „დროება“ (№№29, 32). ბეჭდავს „ლიტერატურულ შენიშვნებს“
„ივერიის“ 1883 წ. მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ
შორის ილიას „შინაურ მიმოხილვების“ შესახებ.
თებერვლის 11 — ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან უგზავნის საპასუხო წერილს.
„საყვარელო ძმაო ილიკო!... თუმცა მრცხვენიან, მაინც გამოგიცხადებ, რომ
„ვისრამიანის“ დაბეჭდვას მოუთმენლობით ველი“ (შ. გოზალიშვილი. ილია
ოქრომჭედლიშვილი. 1976. გვ. 93).
თებერვლის 19 — პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს „ჩემი საქმეები
თითქმის სულ შევასრულე და მგონია ძალიან კარგადაც. დღეს რომ კვირაა, ერთი
უკანასკნელი ქაღალდიღაა ხელის მოსაწერი და ძალიან საჭირო ქაღალდიც. დღეს უნდა ხელი
მოვაწეროთ. თუ ეს ქაღალდი დღეს შეგვისრულეს, მე პირველს მარტს უსათუოდ გამოვალ
პეტერბურგიდან, მოსკოვში ორი დღე დავრჩები, სერებრიაკოვთან საქმე მაქვს...“ (თსკ,
ტ. X, გვ. 369).
თებერვლის 29 — პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს. სწუხს დაგვიანების
გამო.
„...სწორედ გითხრა, ჯავრით აღარა ვარ. ბანკის საქმე, რომელიც პირველ ხანებში კარგათ
მოდიოდა, რაღაცამ შეგვიშალა და ეხლა, ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი როდის მომიხდება ამ
ქვეყნიდამ წამო სვლა“ (თსკ, ტ. X, გვ. 372)..
მარტის 9 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი ჟურნალ „ივერიის“ რედაქციას უგზავნის
მიმართვას ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ რედაქტორის — ილია ჭავჭავაძის
თბილისში დაბრუნებამდე. ამის შესახებ ილიას დეპეშით ატყობინებენ პეტეობურგში
(საისტ. მოამბე. ტ. 3. 1947, გვ. 202).
მარტის 10 — პეტერბურგიდან თბილისში დეპეშას უგზავნის კავკასიის საცენზურო კომიტეტს
„ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისათვის: „ყიფშიძეს ვავალებ გამოუშვას
„ივერიის“ მეორე ნომერი“.
საცენზურო კომიტეტი მინაწერს აკეთებს ილიას დეპეშაზე:
„ ...Телеграммы недостаточно для выпуска в свет журнала“ (საისტ. მოამბე. ტ. 3,
1947, გვ. 203).
— წერილს უგზავნის მეუღლეს. შეწუხებულია ბანკის საქმეების მოუგვარებლობით.
„... გაჯავრებული ვარ იმაზედ, რომ ჩვენი ბანკის საქმეები ესე გამიჯანჯლდა და იმედიც
არ არის ეხლა, რომ კარგად გათავდეს. აქამდის კიდევ იმედი მქონდა და ეხლა ეგეც
დამეკარგა. ღმერთმა დასწყევლოს აქაურობა. მომწყინდა აქ ყოფნა, მინდა საშინლად მაინთ
წამოსვლა და აბა როგორ წამოვიდე საქმის გაურიგებლად... მანდაც მალე ბანკის კრება
მოხდება, ჩემი მანდ ყოფნა საჭიროა. მე კი აქ ვგდივარ უიმედოდ და ჯავრით ყელთ
მობჯენილი.
მე ამ ერთს კვირას კიდევ მოვიცდი. თუ გარიგდა რამე ხომ კარგი, თუ არა და წამოვალ,
თუმცა კი ძალიან შესაწუხარი იქნება, რომ მოვედი აქ და ვერა გავარიგე რა“ (თსკ, ტ.
X, გვ. 373—374).
პეტერბურგში ყოფნის დროს ილია ღებულობს პეტერბურგის სტუდენტთა დეპუტაციას (მათ
შორის ექ. თაყაიშვილს), რომელიც ილიასთან მოვიდა რჩევისათვის, თუ როგორ
გამოეყენებინათ ლიტერატურულ-დრამატული საღამოების გამართვით დაგროვილი თანხა. ილია
სტუდენტობას ურჩევს, თანხა გადასცენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას.
მარტის მეორე ნახევარი (?)—ორი თვის პეტერბურგში ყოფნის შემდეგ ბრუნდება თბილისში.
მარტის 26 — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მეორე ნომერი.
„თებერვლის წიგნი „ივერიისა“, რომელიც თუმცა თებერვლის გასულსავე მზად იყო, მაგრამ
სხვა-და-სხვა მიზეზებისა გამო დღევანდლამდე დაიგვიანა“ (დროება, 1884, 27 მარტი,
№68, გვ. 1).
აპრილის დასაწყისი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მესამე ნომერი.
აპრილის 5 — ქვეყნდება (ფელეტონ „ზურნაში“) „განდეგილის“ თხორჟევსკისეული თარგმანის
მე-7 და მე-8 თავები (ნოვოე ობოზრენიე, 1884, №91).
აპრილის 15 — პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძეზე წესდება
ფარული მეთვალყურეობა.
„პოლიციის დეპარტამენტმა 1884 წლის აპრილში (და არა ივნისში, როგორც ზოგჯერ
აღნიშნავენ) გადაწყვიტა ილიას მიმართ ფარული მეთვალყურეობა დაეწესებინა.
დეპარტამენტი 1884 წ. 15 აპრილს ამის შესახებ თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა
სამმართველოს უფროსს სწერდა:
„რადგან პოლიციის დეპარტამენტს აქვს ცნობები... ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და...
ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანის საეჭვო პოლიტიკურ საიმედოვნეობის შესახებ...
გთხოვთ... დააწესოთ აღნიშნულ პირებზე ფარული მეთვალყურეობა და იმ შემთხვევაში თუ
რომელიმე მათგანი წავა თქვენი მომსახურების რაიონიდან, მათ შესახებ აცნობოთ
ადგილობრივ ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს“ (ა. კოჭლავაშვილი — მნათობი, 1970, №5,
გვ. 145).
აპრილის 19 — გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ (№102, ფელეტონ „ზურნაში“) აქვეყნებს
„განდეგილის“ თხორჟევსკისეული თარგმანის 1—14 თავებს.
მაისის 5-6 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის
მოწვეულ თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაში. ილიას ირჩევენ კომისიაში, რომელსაც
ევალება შეიმუშაოს სააზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი. (კრების ანგარიში
იბეჭდება „დროების“ №№100, 101-ში).
მაისის 6 — გაზეთ „დროების“ №99-ში ილია (ხელმოწერით:“ თავ-მჯდომარის მაგიერი ილია
ჭავჭავაძე“) აქვეყნებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ
გამართული ბალის შემოსავლის ანგარიშს („წერილი რედაქტორთან“).
მაისის 7-10 — თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
კრებას, რომელიც ისმენს ბანკის მოქმედების ანგარიშს, იხილავს მომავალი წლის
ხარჯთაღრიცხვას. კრებაზე ილია წარმოთქვამს ვრცელ სიტყვას.
კრების ანგარიში და ილიას სიტყვა ქვეყნდება „დროების“ №102, 103, 104-ში.
მაისის 12-14 (?) — მიემგზავრება კახეთში (ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1,
1954, გვ. 123).
მაისის 13 — ქვეყნდება „განდეგილის“ თხორჟევსკისეული თარგმანის მე-15-28-ე თავები
(ნოვოე ობოზრენიე, 1884, №126).
მაისის 17 — ქვეყნდება წერილი „რა არის ხიზნობა“. (იურიდიჩესკოე ობოზრენიე, 1884,
№164).
მაისის 27 — მონაწილეობს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კრებაში.
– ქვეყნდება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
მმართველობის მოქმედების ანგარიში 1883 წ. მაისის 15-დამ 1884 წ. მაისის 15-მდე.
(დროება, 1884, 31 მაისი, №115, გვ. 12).
მაისის 31 — სადარბაზო ბარათს უგზავნის რ. ერისთავს და ეპატიჟება პირველ ივნისს
არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე.
„პარასკევს 1-ს ივნისს სადილად სამს საათზედ ჩემს სახლში მოწვეული მყავს თქვენი
პატივისმცემელი გერმანელი მწერალი არტურ ლეისტი. გთხოვთ თქვენც მობრძანდეთ“ (თსკ,
ტ. X. გვ. 86). ანალოგიურ წერილს უგზავნის გ. თუმანიშვილს და სხვებს.
ივნისი — გამოდის „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრები ერთ წიგნად. მასში ქვეყნდება
ილიას მიერ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“. „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და
დამანიდან“, „გურამიანიდან“.
ამავე ნომერში ილია ათავსებს არტურ ლაისტის წერილს, „ქართული ლიტერატურა“, რომელშიც
მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თვით ილიას შემოქმედების განხილვას. აქ
გარჩეულია „გლახის ნაამბობი“, „კაცია ადამიანი“.
არტურ ლაისტის წერილის განხილვას მიეძღვნა ნ. ურბნელის [ხიზანაშვილის]
„ლიტერატურული ქრონიკა“ გამოქვეყნებული „დროების“ №172, 173, 178, 179-ში).
ივნისის 1 — ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ილია რკინიგზის
სადგურზე ხვდება მისივე მოწვევით საქართველოში პირველად ჩამოსულ გერმანელ მწერალს
არტურ ლაისტს.
საპატიო სტუმართან ერთად ილია წინასწარ დაგზავნილი სადარბაზო ბარათებით სადილზე
იწვევს დ. ერისთავს, გ. თუმანიშვილს, რ. ერისთავს, პ. უმიკაშვილს, ივ. მაჩაბელს,
ეკ. გაბაშვილს და სხვა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს.
სადილზე დამსწრე საზოგადოებას ილია სიტყვა-სადღეგრძელოთი აცნობს საპატიო სტუმარს.
„დღეს ჩვენს შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი, უცხო და სტუმარი მარტო იმითი,
რომ სხვიდამ მოსულია, ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია, ჩვენი თავისიანია.
ამიტომაც ორ-ნაირად სასიხარულოა მისი ჩვენ შორის ყოფნა... ბ-ნი არტურ ლეისტი ის
კაცია, რომელმაც ჩვენდა სასახელოდ კისრად იდო შუა-კაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და
ევროპის შორის... პირუთვნელი სიტყვა ბ-ნის ლეისტისა მოჰფენს მთელს განათლებულს
ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადმე არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო
ჰქვიან და იმ პატარა სამოთხეში ჰსცხოვრებს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი
გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ღმერთმა აცოცხლოს
ბ-ნი ლევისტი“ (დროება, 1884, 5 ივნ., №119, გვ. 3).
სადილის დამთავრების შემდეგ. გვიან საღამოს, ილიას საპატიო სტუმარი სხვა სტუმრებთან
ერთად მიჰყავს მტკვრის ნაპირას მდებარე „ვაზის“ ბაღში, სადაც განაგრძეს ლხინი და
საუბარი ლიტერატურულ საკითხებზე. არ. ლაისტმა უთხრა ილიას: „როცა მე თქვენს ლექსს
„მტკვრის პირზედ“ ნემეცურად ვსთარგმნიდი, — მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, თუ იმავ
მტკვრის პირზე მე თქვენთან ერთად ნადიმად ჯდომა მომიხდებოდაო...“ (იქვე, გვ. 3).
ივნისის 2 — მეგზურობს არტურ ლაისტს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში,
აჩვენებს რუსთაველის და თამარის სურათებს, ათვალიერებინებს საზოგადოების ხელნაწერთა
ბიბლიოთეკას. ივნისის პირველი დეკადის ბოლო ილიას საგურამოში მიჰყავს და
მასპინძლობს არტურ ლაისტს (ეკ. გაბაშვილის ცნობით საგურამოში მასთან ერთად
მიწვეულნი იყვნენ: აკაკი წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. მიქელაძე, ალ.
ჭყონია).
„ტფილისში მხოლოდ ორი კვირა დავყავი. ამის შემდეგ ვეწვიე თავ. ილია ჭავჭავაძეს მის
მამულში, საგურამოში...“ (ა. ლაისტი. ივერია, 1906, №25, გვ. 7—8).
ივნისის 7 გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ №142-ში გამოქვეყნებულ ნ. ამატუნის პრეტენზიულ
წერილზე, რომელიც შეეხებოდა საადგილმამულო ბანკში ქართველ-სომეხთა ურთიერთობის
საკითხებს. ქვეყნდება ილიას პასუხი Письмо в редакцию“ (ნოვოე ობოზრენიე. Ne 149).
ილიას საპასუხო წერილის შესახებ გაზეთი „დროება“ (9) №123) აქვეყნებს წერილს —
„საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“.
ივნისის 9—10 (?)— ილია და არტურ ლაისტი გამოცდებს ესწრებიან წინამძღვრიანთ-კარის
სამეურნეო სკოლაში (დროება, 1884 14 ივნ., №127, გვ. 1).
ივნისის 12 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის
მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების არაჩვეულებრივ კრებაში, რომელიც იხილავს
სათავადაზნაურო სკოლის პროგრამის შემმუშავებელი კომისიის მოხსენებას.
ივნისის 21 თბილისის პოლიცმეისტერი ახსენებს თბილისის გუბერნატორს ილია ჭავჭავაძეზე
პოლიციის მიერ ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ (საისტ. მოამბე. ტ. 3,
1947, გვ. 213).
ივლისის 13 — თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი
პეკარსკი წერილობით ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ ილია ჭავჭავაძეზე, როგორც
პოლიტიკურად საეჭვო პიროვნებაზე, დაწესებულია ფარული მეთვალყურეობა.
ივლისის 23 — დავით ერისთავი კისლოვოდსკიდან პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს...
ატყობინებს, რომ ილ. ჭავჭავაძეს დიდი გეგმები აქვს არწრუნის ქარვასლის შეძენასთან
დაკავშირებითო“ (ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 118).
ივლისის 31 — თბილისის პოლიცმეისტერი წერილობით მოახსენებს თბილისის გუბერნატორს ი.
ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ და აცნობებს, რომ ილია
ჭავჭავაძე ამჟამად ოჯახთან ერთად იმყოფება საგურამოში, რაც ეცნობა დუშეთის მაზრის
უფროსს მასზე ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ (საისტ. მოამბე. ტ. 3, 1947.
გვ. 213).
აგვისტოს 13 — ქვეყნდება ცნობა, რომ „ვისრამიანის“ რედაქტორებს ილიას, ალ.
სარაჯიშვილს, პ. უმიკაშვილს განზრახული აქვთ გამოსცენ ძველი ქართული კლასიკური
მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „ამირან-დარეჯანიანი“ (დროება, 1884, 13 აგვ.,
№176, 33. 2).
— გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მე-7 და მე-8 ნომრები ერთ წიგნად,
რომელშიც ქვეყნდება ილიას მიერ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და „ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება 1883 წ. 15 მაისიდამ
1884 წ. მაისამდე“ ხელმოწერით: „თავმჯდომარის მაგიერი თ. ი. გ. ჭავჭავაძე“.
სექტემბრის 13 — თბილისის პოლიცმეისტერი წერილობით უპატაკებს თბილისის გუბერნატორს
ი. ჭავჭავაძეზე და ეგნატე იოსელიანაზე ფარული მეთვალყურეობის შესახებ (საისტ.
მოამბე. ტ. 3, 1947, 83. 213).
სექტემბრის 27 — კერძო კრება გ. ქართველიშვილის სახლში ილიას თავმჯდომარეობით
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენისა და გამოცემის საკითხებზე. ილიას არჩევა
საგამომცემლო კომისიაში.
„ახლა შევიდეთ მეორე ყრილობაზედ დასასწორებლად ერთს მოქალაქის სახლში, სადაც
შედარებით შესანიშნავს საქმეზედ იქნება ლაპარაკი, სახელდობრ რუსთაველის გამოჩენილის
პოემის „ვეფხის ტყაოსნის“ მდიდრულს გამოცემაზედ სურათებით. ერთის, თავის ქვეყნის
ნამდვილის შვილის ბ. ქართველიშვილის მეოხებით აიწყო ეს საქმე და შესრულებაც მალე
ეღირსება, რადგან მან ამ საგნისათვის უხვად, ათას თუმნამდე, ფული გადასდო.
ბაასი გაიმართა ფრიად პატივცემულ პოეტის თავადი ილია ჭავჭავაძის თავს-მჯდომარეობით
და დიდხანს არ გასტანა. უმთავრესს მუხლებზედ მალე შეთანხმდენ და ეხლა ამ საქმის
მოთავემ, ბ. ქართველიშვილმა, მიგვიწვია „მსუბუქ სამხარზედ“, რომელიც სრულს ვახშმად
გადაიქცა“ (ბარონი სუტნერი დროება, 1884, 28 დეკ., №279, 83. 1-2).
— პირობას დებს წიგნის გამომცემელ ვ. ჭილაძესთან თავისი თხზულებების გამოცემის
თაობაზე (დროება, 1884, 29 სექტ. №210, გვ. 2).
ოქტომბერი — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მე-9 და მე-10 ნომრები
ერთ წიგნად.
ოქტომბრის 13 — გაზეთი „დროება“ (№221, „შინაური ქრონიკა“) აქვეყნებს ცნობას ილიას
განზრახვის „ვეფხისტყაოსანზე“ საჯარო ლექციების წაკითხვის შესახებ, „წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების“ სასარგებლოდ.
ნოემბრის 30 — ესწრება თბილისში მცხოვრებ ფრანგთა დასახმარებლად გამართულ
საქველმოქმედო წარმოდგენას არწრუნის თეატრში.
— წარმოდგენის შემდეგ სიტყვას წარმოთქვამს საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის
საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე, „დროების“ რედაქციაში.
„დღეს ჩვენმა პატარა ლიტერატურამ, პატარა თეატრმა ამ პაწია გაზეთის პატარა
რედაქციაში მიიღო დიდი მადლობა პატარა ძღვენისათვის დიდის ერის
წარმომადგენელთაგან“.
ამავე ნადიმზე ილიამ სიტყვით მიმართა იონა მეუნარგიას, როგორც „ვეფხისტყაოსნის“
ფრანგულ ენაზე მთარგმნელს (დროება, 1884, 2 დეკ. №260, გვ. 2).
დეკემბრის 2 — ქვეყნდება ილიას სიტყვა წარმოთქმული „დროების“ რედაქციაში 30
ნოემბერს, საფრანგეთის კონსულის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე.
დეკემბრის შუა რიცხვები — გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მე-11 და
მე-12 ნომრები ერთ წიგნად. ილიას ხელმოწერით მასში ქვეყნდება „ივერიის“ ხელმოწერის
პირობები („იქვე და იმავე პირებთან... მიიღება... ხელმოწერა ჟურნალის
„ივერიაზედ“...).
დეკემბრის 18—19 (?) — წერილს (15 დეკ. თარიღით) ღებულობს კირილე
ლორთქიფანიძისაგან, ქუთაისიდან. ადრესანტი ატყობინებს გაზეთ „შრომის“
თანამშრომლებისა და სხვა პირთა განზრახვას დააფუძნონ წიგნების გამომცემელი წრე,
რომელიც შევა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მფარველობაში.
„... ჩვენ გვსურს მივეკედლოთ ქართველთა შორის წიგნის ცოდნის გამავრცელებელს
საზოგადოებას, მისი წესდებისა და გამგეობის საფარველს ქვეშ ვიშრომოთ და
შეძლებისამებრ დავეხმაროთ სხვადასხვა ცოდნის გავრცელებას... რაიცა შეეხება თვითონ
ჩვენგან წიგნების აღრჩევას და ჩვენის საკუთარი ხარჯით ამ წიგნების გამოცემას, ამაში
კი ჩვენ გვსურს გვექმნეს სრული ავტონომია... ეჭვი არა გვაქვს, თანახმა იქნებით
ამისა, მიიღებთ ჩვენს წინადადებასა და თხოვნას...“ (მასალები XIX ს. 60—90-იანი
წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან. 1981. გვ. 134—135).
ილიას ხელმოწერით გამოდის „Доклад Правления Тифлисского дворянского Земельного
Банка общему собранию о действиях банка в течении десятого отчетного 1884 года.
" 10 с.
ილია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის ნიკოლოზის (ანლანდელი კალინინის) ქუჩაზე,
დის ელისაბედ საგინაშვილის სახლში.
„ამ სახლში (ნიკოლოზის ქუჩა) გადმოვედით 1884 წ. (ილია და კნეინა ოლღა პირდაპირ
საგურამოდან გადმოსახლდნენ)“ (ე. საგინაშვილი — ლიტერატურული მემკვიდრეობა. წგ. 1,
1935, გვ. 557
— ასრულებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის
მოვალეობას. საქმიან ქაღალდებს ხელს აწერს: „თავმჯდომარის მაგიერი ილია ჭავჭავაძე“.
![]() |
2.43 1885 |
▲ზევით დაბრუნება |
1885 იანვარი — გამოდის „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება გეორგ ებერსის
ასული ფარაონისა. ისტორიული რომანი. პირველი ნაწილის ილიასეული თარგმანი.*
* ალ. კალანდაძე. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. IV, 1986, გვ. 310.
იანვრის 23 — ნ. გაბუნიას საბენეფისოდ წარმოადგენენ კომედია-ფარსს „მკითხავს“ ილიას
„კაცია ადამიანიდან“ გადმოკეთებულს ავქ. ცაგარლის მიერ.
თებერვალი — გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული
„შინაური მიმოხილვა“ და „ასული ფარაონისა“-ს გაგრძელება.
თებერვლის 23 — ილიას და სხვების ხელმოწერით იბეჭდება „ბალანსი თბილისის
სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა იანვრის 1-სათვის 1885 წლისა“.
მარტი — გამოდის მ. ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, სადაც ქვეყნდება
ილიას ნაწარმოებები: „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია ადამიანიდან“, „გლახის
ნაამბობიდან“, „განდეგილიდან“.
გამოდის და ხელისმომწერლებს ურიგდება „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც გრძელდება
ბეჭდვა „ასული ფარაონისა“.
მარტის 29 — მიემგზავრება ქუთაისში, იქიდან სამეგრელოში, სოფელ გორდში ნიკო
დადიანის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შემოწირული
ბიბლიოთეკის (სამეგრელოს მთავარი ხელთნაწერსაცავის) ჩასაბარებლად. მგზავრობის დროს
ილიას თან ახლავან: ვასილ მაჩაბელი, გრიგოლ ყიფშიძე, იონა მეუნარგია, დავით
ერისთავი ქუთაისიდან, მეგზურობენ სიმონ ღოღობერიძე და სამსონ ყიფიანი.
აპრილის 3 — ილია და მისი თანმხლებნი ჩადიან სოფელ გორდში და იბარებენ ქართულ
ხელთნაწერებს ნიკო დადიანის ბიბლიოთეკიდან.
ას სამოცდა ცხრა (169) წიგნი-ხელნაწერი და ათი (10) დაბეჭდილი წიგნი ჩავიბარეთ ბ.
თ. კონსტანტინე ნიჟარაძისაგან... 3 აპრილს 1885 წელსა სოფ. გორდში. თავმჯდომარის
ამხანაგი წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოებისა ილია ჭავჭავაძე და მოწმენი — წევრნი
საზოგადოებისა ვასილ მაჩაბელი და იონა მეუნარგია, საზოგადოების საქმის მწარმოებელი
გრიგოლ ყიფშიძე (ტ. ხუნდაძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება. 1960, გვ. 62).
— თბილისის პოლიცმეისტერი წერილობით უპატაკებს თბილისის გუბერნატორს ილიას ქუთაისში
გამგზავრების შესახებ (საისტ. მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 214).
აპრილის 3-ის შემდეგ – ილია ეცნობა სამეგრელოს: სტუმრად არის ბანძაში — იურისტ მექი
ფაღავასთან; ცაიშში — იონა მეუნარგიას ოჯახში; ათვალიერებს ზუგდიდის მთავრის
სასახლეს, აქ იბარებს დადიანისეული ბიბლიოთეკის ნაწილს და საღამოს ისევ ცაიშში
ბრუნდება. მეორე დღეს ცაიშიდან წამოსული ღამეს ათევს ახალსენაკში, თეიმურაზ
კაკაბაძის სასტუმროში. ახალსენაკიდან მოემგზავრება თბილისში.
„... ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად. ილია ისე
გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას და ჩემთან ცაიშში სულ „ფარინა, ფარინა“
იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა.“ (ი. მეუნარგია. ნანახი და განაგონი ილიას
ცხოვრებიდამ. 1937, 33. 28).
„წერა-კითხვის საზ. მმართველობის წევრნი, რომელნიც წასულნი იყვნენ სამეგრელოში
მეგრელის თავადისაგან შემოწირული ბიბლიოთეკის მისაღებად, უკვე ჩამოვიდენ თბილისში
და თან ჩამოიტანეს მთელი ბიბლიოთეკა. ეს უკანასკნელი შესდგება 179 ტომისაგან,
რომელთა შორის მრავალი ძვირფასი ხელ-ნაწერია სხვათა შორის მე-10 და მე-11
საუკუნისა“ (დროება, 1885 №72, გვ. 1).
აპრილის 7 — ჟურნალი „თეატრი“ (№16) აქვეყნებს მხატვარ ალ. ბერიძის მიერ შესრულებულ
ილიას პორტრეტს. ჟურნალში მოთავსებულ პორტრეტთან ერთად ხელისმომწერლებს ურიგდებათ
სურათის ერთი ეგზემპლარი.
აპრილის 27-28 — მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაში. კრება ისმენს
ბანკის მოქმედების ათი წლის მოკლე ანგარიშს და გამგეობის ვრცელ მოხსენებას გასული
წლის მუშაობის შესახებ. ილია მონაწილეობს მოხსენებისა და ბანკის ზარალის დაფარვის
საკითხის გამო გამართულ კამათში.
მაისის 1 — თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრება ილიას ერთხმად, კენჭისყრის გარეშე
ირჩევს ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ. (კრების ანგარიში ქვეყნდება: დროების №91,
92, 93-ში; ნოვოე ობოზრენიეს №465, 466-ში; კავკაზის №116-ში).
მაისის პირველი ნახევარი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში,
რომელიც იხილავს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების საკითხს (დროება, 1885,
№99).
მაისის 14 — მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლის დ.
სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ ნადიმში. ილია სიტყვით მიმართავს
დ. სუმბათაშვილს (ნოვოე ობოზრენიე, 1885, №477).
მაისის 15 — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ
კრებაზე ილიას ირჩევენ საზოგადოების თავმჯომარედ. საზოგადოების გამგეობაში ირჩევენ
აკ. წერეთელს, ი. გოგებაშვილს, გ. ქართველიშვილს, გ. იოსელიანს, ა. მირიანაშვილს,
ნ. ცხვედაძეს, ვ. ყიფიანს, ეკ. გაბაშვილს, ალ. ჩოლოყაშვილს, ა. ფურცელაძეს, ალ.
ჭყონიას (საისტ. მოამბე. ტ. 37—38, 1978 გვ. 9).
ივნისის დასაწყისი — გამოდის „ივერიის“ მეოთხე და მეხუთე გაერთიანებული ნომრები.
ჟურნალის ამ ნომრებში დამატების სახით ქვეყნდება „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება 1884 წ. 15 მაისიდამ 1885 წ. 15
მაისამდე“, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე საზოგადოებისა და კრებისა ი.
მუხრანსკი, თავმჯდომარის ამხანაგი ილია ჭავჭავაძე და სხვ.
ივნისის შუა რიცხვები — გამოდის „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელმიც იბეჭდება
„ასული ფარაონისა“.
ივნისის 15 — თბილისის პოლიცმეისტერი უპატაკებს თბილისის გუბერნატორს ილიას
თბილისიდან საგურამოში გამგზავრების შესახებ.
ივლისის 5 — ილია საგურამოდან ჩამოდის თბილისში.
ივლისის 8 — თბილისის პოლიცმეისტერი პატაკს აძლევს თბილისის გუბერნატორს ილიას
საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ.
აგვისტო — გამოდის „ივერიის“ მეშვიდე ნომერი (ცენზ. ნებართვა 28 ივლისი).
მასპინძლობს გერმანიიდან მეორედ ჩამოსულ არტურ ლაისტს, რომელიც ილიას საჩუქრად
გადასცემს მიუნხენში გამოცემულ წიგნს „გოეთეს გალერია“ წარწერით: „ბატონ თავად ილია
ჭავჭავაძეს ნიშნად პატივისცემისა. არტურ ლაისტი. თბილისი. 1885“.
ამ წელს არტურ ლაისტი იწყებს ქართველ პოეტთა ნიმუშების თარგმანს საგურამოში
ილიასთან ყოფნის დროს, მისივე წინადადებითა და უშუალო ხელმძღვანელობით.
„ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ
ორთავენი გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს... ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს
ლექსებზე მიკითხავდა... ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე. თარგმნას...“ (არ. ლაისტი,
საქართველოს გული. 1963, გვ. 4).
აგვისტოს 7 — ახალი ათონის ბერი ბენედიქტე (ერობაში ბარკალაია) ილიას უძღვნის ა.
კალინოვსკის წიგნს (Где правда? История Афонского Иверского монастыря. СПб.,
1885): „Его сиятельству Илье Григорьевичу Чавчавадзе. С надеждою на
благосклонное внимание и милостивое содействие Вашего Сиятельства препроваждает
смиренный раб старец Венедикт поверенный Афонского Грузинского братства.
С.-Петербург, 7 августа 1885 года".
აგვისტოს 22 — გაზეთ „დროების“ გამომცემელი გ. ქართველიშვილი თხოვნით მიმართავს
ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოს და კავკასიის მთავარმმართველობას ივანე
მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძის დამტკიცების
შესახებ (საისტ. მოამბე. ტ. 9, 1956, გვ. 366—367).
ამავე დღეს ილიას განცხადება შეაქვს ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ
„დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების შესახებ.
„Принимая на себя заведывание изданием газеты "Дроба“ в звании ответственного
редактора, имею честь заявить о том Главному управлению по делам печати и
покорнейше просить об утверждении меня в этом звании" (საისტ. მოამბე. ტ 9, 1959,
გვ. 367).
აგვისტოს 28 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი წერილობით აცნობებს მთავარმმართველობის
კანცელარიას თავის მოსაზრებას გაზეთ „დროების“ ილია ჭავჭავაძისათვის გადაცემის
არასასურველობის შესახებ.
„...Передача,,Дроба“ кн. Чавчавадзе отнюдь нежелательн по следующим
соображениям. Хотя редактором издателем „Иверии является кн. Чавчавадзе, как
известно цензуре, кн. Мачабел принимает столь близкое участие в издании этого
журнала, что тон и направление "Дроэба" и "Иверии“ в общем аналогичны. Если
"Иверия“ не вызывала таких нареканий, как «Дроэба", то потому, что кн.
Чавчавадзе не прибегал никогда к тем недостойным выходкам, которые позволяли
себе „Дроэба"... Нет сомнения в том, что он не устранит кн. Мачабели от
ближайшего участия в заведываний газетою "Дроэба" и предпологаемая передача, в
сущности, будет совершенно фиктивна“ (საისტ. მოამბე. ტ 9, 1959, გვ. 368-369).
— წერილს უგზავნის დიმიტრი ყიფიანს მისი იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად
დამტკიცების გამო.
„მოწყალეო ბატონო, დიმიტრი ივანეს-ძე! სიხარულით მომილოცნია თქვენი მარშლად
დამტკიცება. მომილოცნია მარტო თქვენთვის კი არა, იმერეთისათვის ცალკე და ჩვენის
ქვეყნისათვის საერთოდ. თქვენი არჩევანი იმერეთში დიდი იმედია საზოგადოდ ჩვენთვის.
დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი საკუთარი სურვილი ჩვენს იმედსაც გადემეტება, მხოლოდ
ღმერთსა ვთხოვთ რომ გარემოებამაც ხელი მოგიწყოთ და სურვილნი თქვენნი
აღგასრულებინოთ... ყოველთვის ჩემი გულითადი სურვილი ყოფილა თქვენი საკუთარი
საქმეები კეთილად მოეწყოს და მით მოგეცესთ უფრო მეტი მოცალეობა და მოსვენება, რომ
თქვენი დრო და მზრუნველობა დაუბრკოლებლივ და მთლად მოხმარდეს ჩვენს ქვეყანასა,
რომლის სიყვარულიც თქვენ არა ერთხელ დაგიმტკიცებიათ“ (თსკ, ტ. X, გვ. 105—106).
სექტემბრის 3—4 (?)—მადლობის წერილს ღებულობს დიმიტრი ყიფიანისაგან.
„უძვირფასესო თავადო ილია გრიგოლის ძევ!
ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრისათვის სასიქადულოა წიგნის მიღება თქვენებრი
წევრისაგან, და რაც თქვენგან მე გუშინ წიგნი მივიღე, ამისთანა წერილისათვის მადლობა
ხომ სწორედ გულის სიღრმიდგან არის ამოსაღები და შემოსაწირავი.
გამამხნევა, გამაცოცხლა ამ წერილმა და გულდამშვიდებული მოველი ხეობიდამ
გამოხმაურებას.
მაშინ იმისი იმედიც მექნება, რომ საზოგადოებას საწუხრად მაინც არ დაურჩეს ჩემი წინ
წამოყენება და არც თქვენ დაგანანებინოთ აგრეთი მხურვალე მოლოცვა“ (იქვე, გვ. 506).
სექტემბრის 15—17 (?) — მონაწილეობს გაზეთ „დროების“ დახურვის გამო მოწყობილ
კრებაში, რომელიც გაიმართა იოსებ მელიქიშვილის სახლში („დროების“ უკანასკნელი
ნომერი გამოვიდა 1885 წ. 14 სექტემბერს). კრება ღებულობს გადაწყვეტილებას ჟურნალი
„ივერია“ გადაკეთდეს ყოველდღიურ გაზეთად. ამავე კრებაზე წარმოებს საუბარი „დროების“
ვალების გადახდის თაობაზე: დგება კომიტეტი, რომელმაც უნდა გამოძებნოს „დროების“
ვალების გადახდის საშუალებები. ილია კისრულობს ამ კომიტეტის თავმჯდომარეობას.
„გაზეთის დახურვის უმალვე 50-მდე პირი შეიყარა ბ. იოს. მელიქიშვილის სადგურში,
თბილისში, სოლოლაკზედ ამ საქმეზედ მოსალაპარაკებლად. აქ დაესწრნენ თითქმის ყველანი
თბილისში მყოფნი, ვინც კი ჩვენს ლიტერატურასთან დაახლოვებულია და გადასწყვიტეს
ყოველ თთვიურ ჟურნალის „ივერიის“ ყოველ-დღიურ გაზეთად გარდაქმნა. აქვე ჩამოვარდა
ლაპარაკი „დროების“ ვალზედ ჩემდა დაუკითხავად. ყველამ ერთხმადა სთქვა, ეგ საზოგადო
ვალია და საზოგადოებამვე უნდა გადაიხადოსო... კომიტეტი შეადგინეს, მოთავეობა იკისრა
თ. ილია ჭავჭავაძემ...“ (ივ. მაჩაბელი მწყემსი, 1893, №18, გვ. 9-10).
„... მაგრამ მაინც კიდევ ყოველს ღონისძიებას ვიხმართ, რომ აქ მაინც მოვაგროვოთ
ფული; თუ ეს მოხდა, მაგალითი მაინც იქნება, რომ საზოგადოება უმწეოდ არ უშვებს
უსამართლოდ დასჯილს“ (თსკ ტ. X, გვ. 108).
სექტემბრის 25 — კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეაქვს თხოვნა — მისცენ ცნობა იმის
შესახებ, რომ მას ნება აქვს დართული ჟურნალ „ივერიის“ გამოცემისა (საისტ. მოამბე,
ტ. 3, 1947, გვ. 215).
ოქტომბერი ქვეყნდება — ილიას ნაწარმოებები: ჩიტი (თარგმანი); ლოცვა; ნიკოლოზ
ბარათაშვილის სიკვდილზედ; ნაწყვეტები „განდეგილიდან“, „აჩრდილიდან“, „გლახის
ნაამბობიდან“, „კაცია ადამიანიდან“ და „სიტყვა თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის
ჟამსა სოფელს წინამძღვრიანთ კარში“ წგ-ში: ბუნების კარი, 1885 წ. მე-5 გამოცემა.
ფრანგული გაზეთი „პარიზი“ ბეჭდავს პოემა „განდეგილის“ პროზაულ თარგმანს. თარგმანი
ეკუთვნის მწერალ ქალს კანდიან-კოლონას. „ერთს საფრანგეთის გაზეთში, სახელდობრ
„Paris“-ში, 1885 წლის ოქტომბრის ერთს ნომერში დაბეჭდილია პოემა „განდეგილი“. ეს
ლექსად ნაამბობი პოემა პროზად გადუღია. ფრანგულად მწერალს ქალს
კანდიანო-კოლონას...“ (ივერია, 1886, 11 ივნ., №123; თეატრი, 1886, №24).
ოქტომბრის დასაწყისი — წერილს ღებულობს დავით მესხისაგან, რომელიც ილიას ატყობინებს
იმის შესახებ, რომ ქუთაისში უარს ამბობენ მიეშველნენ ივანე მაჩაბელს გაზეთ
„დროების“ ვალების გადახდაში.
ოქტომბრის 3 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი, თანახმად თხოვნისა, ცნობას აძლევს
ილიას, რომ მას აქვს ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნება (საისტ. მოამბე. ტ. 3, 1947,
გვ. 215).
ოქტომბრის 8 (?) — თხოვნას აძლევს კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელს და
საცენზურო კომიტეტს(?) ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.
„არზა მივეცი „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გარდაცვლაზედ. იმედს იძლევიან და არ
ვიცი რით დაბოლოვდება“ (თსკ. ტ. X, გვ. 108). — ალ. ჭყონია ნიკო ნიკოლაძეს
პეტერბურგში ატყობინებს, რომ საცენზურო კომიტეტიდან წასულია ილიას თხოვნა გაზეთ
„ივერიის“ გამოცემის თაობაზე და საზოგადოების სახელით თხოვს გაიგოს პასუხი (ნ.
ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 140).
ოქტომბრის 9 — საპასუხო წერილს უგზავნის დავით მესხს ქუთაისში. ილია გულისწყრომას
გამოთქვამს იმის გამო, რომ ქუთაისის საზოგადოებამ უარი თქვა „დროების“ ვალების
გადახდაში მონაწილეობაზე.
„... თქვენმა წერილმა მეტად უსიამოვნო ამბავი მოგვიტანა. ჩვენ რა გადამხდელები
ვართო გაზეთის ვალისაო, რომ უთქვამთ — ვერაფერი საბუთია. მაშ აღმართის მხვნელმა
ძალამ რომ კაცი გასრისოს, შველა არ უნდა? ნუთუ ყოველი მოღვაწე ღვთის ანაბარად უნდა
იყოს ჩვენში მიგდებული? ნუთუ არავის ქვეყნისათვის მოღვაწეს იმედი არ უნდა ჰქონდეს,
რომ ფეხი წამასხლეტინონ, მოძმენი ხელს მომაწვდიან და ფეხზედ დამაყენებენო?“ (თსკ,
ტ. X, გვ. 107).
ნოემბრის 1 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი შუამდგომლობს ილია ჭავჭავაძეს
მთავარმართებლის კანცელარიის წინაშე გაზეთ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად
გადაკეთების ნებართვის მისაცემად (საისტ. მოამბე. ტ. 3, 1947, გვ. 221).
დეკემბრის 4 — ბეჭდვით საქმეთა მთავარი სამმართველო მიმართვას უგზავნის კავკასიაში
სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელს ილია ჭავჭავაძისათვის გაზეთ „ივერიის“
ყოველდღიურად გამოცემის ნებართვის მიცემის შესახებ (იქვე, გვ. 221).
დეკემბრის 20 — საპასუხო წერილს უგზავნის იონა მეუნარგიას პეტერბურგში. წერილს
აახლებს პროგრამას ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზედ და თხოვს სტატიის გამოგზავნას.
„გაზეთის, „ივერიის“ გამოცემას რომ მოკიდა ხელი ილიამ, ის დიდს ფაცა-ფუცში იყო. მე
იმ დროს პეტერბურგში ვიყავი დროებით და — რადგანაც გაზეთში თანამშრომლობა მქონდა
აღოქმული (სხვათაშორის გაზეთში უნდა დაწყებულიყო ჩემგან შეკრებილი ისტორიული და
სამწერლო ნაკვესების ბეჭდვა, რომელზედაც ფსევდონიმაც ლელო ეწერათ. თითონ სათაური
„ნაკვესი“ ილიასაგან არის გამოგონილი, მაგრამ ფსევდონიმი არ მოსწონდა). 20 დეკ.
1885 — წელს ილია მწერდა თბილისიდამ:... შენი ფსევდონიმი არც ერთი არ მომეწონა. აქ
მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი; 1. „მე ვარ და ჩემი ნაბადი“... 2. „აბედი“ (ი.
მეუნარგია. ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ. 1937, გვ. 33—34).
დეკემბრის ბოლო — გაზეთ „ივერიის“ მომავალ თანამშრომლებს ილია უგზავნის სტამბურად
დაბეჭდილ წერილს, რომლითაც თხოვს ითანამშრომლონ გაზეთში.
წერილებს უგზავნის ალ. ყაზბეგს, სოფ. მგალობლიშვილს, ნ. ლომოურს, ეგ. იოსელიანს, დ.
კარიჭაშვილს, მ. მაჩაბელს და სხვებს. წერილს თან აახლებს გაზეთის პროგრამას.
„... გაზეთებიდან მოხსენებული გექნებათ, რომ პირველ იანვრიდამ 1886 წ. გამოვა
ყოველდღიური ქართული გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქტორობა ვიკისრე მე
რასაკვირველია, ამისთანა მძიმე ტვირთს მე ვერ ვიკისრებდი, თუ სახეში არა მქონოდა
დახმარება და შემწეობა თქვენისთანა პატივცემულ მოღვაწეთაგან. მე დარწმუნებული ვარ,
რომ ეგ იმედი, რომელმაც ესეთი ძნელი საქმე გამაბედვინა, არ გამიმტყუნდება. გაზეთის
საქმე საერთო, საზოგადო საქმეა... თქვენი წარსული, თქვენი ყოფილი მოღვაწეობა
ჩემთვის უტყუარი საბუთია მისი, რომ საცა საერთო, საზოგადო საქმეა, იქ თვითონ თქვენი
გული იძულებულ გყოფთ მხურვალე მონაწილეობა მიიღოთ. მაშასადამე, აქ თხოვნა ჩემგან
მეტია. მე მარტო საჭიროდ ვრაცხ მოგახსენოთ, რომ თქვენის კალმის ნაწარმოებისათვის
ჩვენის რედაქციის კარი ყოველთვის ღია იქნება და თქვენი თანამშრომლობა ყოველთვის
სასიამოვნო და სასურველი“ (თსკ, ტ. X, გვ. 112—113).
დეკემბრის ბოლო რიცხვები — „ივერიის“ პირველი ნომრისათვის წერს მოწინავეს და
მისალოც წერილს „ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“.
დეკემბრის 30 — სადარბაზო ბარათით ეპატიჟება რაფიელ ერისთავს, თხოვს ახალ წელს
ერთად შეხვდნენ.
„გთხოვთ მეწვიოთ ხვალ საღამოს, სამშაბათს. ერთად მივეგებოთ ახალს წელიწადს და
„ივერიის“ პირველ ნომერს“ (იქვე, გვ. 86).
ანალოგიურ წერილებს უგზავნის დავით ერისთავს, აკაკი წერეთელს... ახალ წლის წინა
ღამეს მოგიწვივე და პასუხად მომიტანეს — ქალაქში არ არისო“ (ი. ჭავჭავაძე, წერილი
აკაკისადმი. თსკ, ტ. X, გვ. 114).
დეკემბრის 31, საღამო — „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალ წელს და გაზეთის ახალი
ნომრის მოლოდინში ილია მასპინძლობს ქართველ ლიტერატორთა მეჯლისს.
„ახალი წლის ღამეს ახალი გაზეთის შესახვედრად ილიასთან ორმოცამდე კაცი შეიკრიბა,
რომელთაგანაც მაგონდება: ვანო მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით ერისთავი, დიმიტრი
ბაქრაძე, გიგო ყიფშიძე, ნიკო ცხვედაძე, ნიკო ღოღობერიძე, ასათიანი (მაშინდელი
ქუთაისის ქალაქის თავი), პეტრე უმიკაშვილი და სხვ. სწორედ ღამის 12 საათზე
სტამბიდან მოიტანეს დიდი ფორმატის ახალი გაზეთის რამდენიმე ეგზემპლარი. ამ ღამეს
პირველად ახალი გაზეთის სადღეგრძელო დასცალეს ღვინით სავსე ჭიქები, შემდეგ
„მრავალჟამიერი“ შემოსძახეს და მერე კი რედაქციის რომელიღაც წევრმა ხმამაღლა დაიწყო
კითხვა სტატიებისა და ლექსების“ (არ. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 57).
„... არც ერთს საჩუქარზე არ გავცვლიდი იმ სიამოვნებას, რომელიც მარგუნა ახალმა
წელმა. მე ჩემის თვალით ვნახე, თუ როგორ დიდის ხნით დადუმებულმა საბეჭდავმა
მაშინამ, ხელახლად აატრიალა თავის ბორბლები და სიხარულის გრგვინვით გადმოისროლა
პირველი ნომრები ახალი გაზეთისა. ვნახე ისიც, თუ როგორ შამოჰყვა ეს ჩვენი ყველა
სატრფოზე უტკბესი სატრფო პაწია ახალ წელს რედაქციის დარბაზში, სადაც ამ დროს ყველა
ჩვენი ლიტერატურისათვის გულ შემატკივარ ქართველთათვის მეჯლისი იყო გამართული,
გავიგონე ის ტაშის კვრა. ის სიხარულის კიჟინა, რომელმაც თითქო აიტანა ზევით ერთი
სახლი ახალბებუთოვის ქუჩაზე. უხუცესმა და „უუტოლუმბაშესმა“ ჩვენმა პოეტმა, რაფიელ
ერისთავმა, კისრად აიღო ახლად-შობილის მონათვლა, ასხურა მას „მილით მოსაყვანი“
ყვარელის ღვინო, მოაყარა ზედ მარილი და დალოცა ექსპრომტით ნათქვამი ლექსებით.
ამგვარი ლექსები ამ სამახსოვნო საღამოს ბუზებსავით დაჰფრინავდნენ სუფრაზედ...“ (ილ.
ხონელი —ივერია, 1886, №3).
* * *
ილიას ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოიცა „Доклад провления Тифлисского Дворянского
Земельного Банка общему собранию о действиях банка в течении одинадцатого
отчетного 1885 года".
ადგენს ხიზანთა დებულების პროექტს და (სტამბურად დაბეჭდილს) წარადგენს
მთავარმართებლის საბჭოში დასამტკიცებლად.
— წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწირავს 10 ცალ ქართლის ცხოვრებას, 2
ცალ სიტყვის კონას, 9 ხელნაწერს.
![]() |
2.44 1886 |
▲ზევით დაბრუნება |
1886
იანვრის 1 — გამოდის გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი ილია
ჭავჭავაძე.
1886 წ. გაზეთ „ივერიას“ 596 ხელისმომწერი ჰყავს, მათ შორის თბილისში 115, ქუთაისში
112, რუსეთში 32, საზღვარგარეთ 3.
„ივერიის“ რედაქცია... კუკიის ქუჩაზე იყო მოთავსებული პოეტის დის ლიზა საგინოვის
სახლში. დაბლა იყო გამართული გაზეთის სტამბა, მაღლა იყო რედაქცია და იდგა თვით
რედაქტორი.
რომ ახვიდოდით მეორე სართულზე მარცხენა კარებს შეყავდით თქვენ გაზეთის რედაქციაში
და მარჯვენას ილიას სადგომში. სადგომის ყურეში, შესვლისთანავე, მარცხნივ იყო
რედაქტორის კაბინეტი პატარა ტანის ოთახი — სწორედ ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს
შეეფერებოდა მის პატრონს — პოეტს და მამულის მოყვარე რედაქტორს.
შეხვიდოდით თუ არა კაბინეტში, ყველაზე უწინ თქვენს ყურადღებას იქცევდა ფერადის
სურათებით აჭრელებული ჭერი ოთახისა. ჭერის ოთხ კუთხეზე იყო დახატული ფართო
მედალიონები მეფის ლუარსაბისა, დიმიტრი თავდადებულის, გიორგის თამარის მამისა და
დავით აღმაშენებლისა, შუაში იდგა წმინდა ნინოსი.
კედლებზე ეკიდა: მეფე ერეკლე, გორგასლანი.
კედლებზედვე: სოფლის გლეხკაცი და ყასაბი გაბაევისა, მურილლიოს გრავიურა,
მითოლოგიური სურათები.
კაბინეტი სავსე იყო შკაფებით, სტოლებით, წიგნებით, ქანდაკებებით.
რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით: ერთგან შექსპირის ბიუსტს, სხვაგან გიოტესას,
კიდევ სხვაგან რუსთველისას, გარიბალდისას“ (ი. მეუნარგია. ნანახი და განაგონი ილიას
ცხოვრებიდამ. 1937, გვ. 35—36).
„ივერიის“ პირველი ნომერი იხსნება ილიასეული მოწინავეთი „ტფილისი, 31 დეკემბერი“
(თსკ, ტ. III-ში სათაურით: ივერიის წინასიტყვაობა. ყოველდღიური გაზეთი ივერია №1).
ამავე ნომერში ილია (ასტრონიმით — სამი ვარსკვლავი) აქვეყნებს საახალწლო მილოცვას
„ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“.
1886-1887 წლებში „ივერიაში“ ილია თითქმის ყოველდღიურად ბეჭდავს წერილს.
„თითქმის ნომერი არ გამოსულა, რომ მისი მეთაური ან სხვა რამ წერილი არ ყოფილიყოს
დაბეჭდილი, და მერე როგორი წერილი! ზოგიერთი მაინც პირდაპირ სახელმძღვანელო
ქრისტომატიაში დასაბეჭდი, ისე იყო ხოლმე შემუშავებული გარეგნობით და შემკული
შინაარსით“ (ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტ. 1. 1914. გვ. XLVI).
„ილიკოს ნაწერებს ვკითხულობ; ძალიან ჭკვიანათ არის დაწერილი, მაგრამ რა ვქნა,
ხელოვნება აკლია, შთაბეჭდილებას ვერ იქონიებს... მკითხველზე... რაც შეეხება
შინაარსს, მსჯელობას, საბუთს, ილიკოს ნაწერს ნაკლი არ მოეპოვება (ნ. ნიკოლაძე,
ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომები. ტ. 1, 1947, გვ. 194).
იანვრის 2 — კავკასიის საცენზურო კომიტეტი წერილობით მიმართავს თბილისის საოლქო
სასამართლოს პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად
დაბეჭდვის გამო და მოითხოვს მესტამბე ექ. ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემას (საისტ. მოამბე. ტ. 3. 1947, გვ. 228—229).
იანვრის 5 — ილია წერილით მიმართავს აკაკი წერეთელს და თხოვს ითანამშრომლოს გაზეთ
„ივერიაში“.
„ძმაო აკაკი, მე შენ ვერ გაგიკადნიერდი და ვერ მოგართვი ის დაბეჭდილი წერილი,
რომელიც სხვებს გავუგზავნე. სხვები სხვანი არიან და შენ ერთად-ერთი აკაკი ხარ.
ამიტომაც, გარდა ჩემის საკუთარის წადილისა, მოვალეობამ მამულიშვილობისამ მაიძულა
ჩვენის ქვეყნის „რჩეულისათვის“ რჩეული, განსაკუთრებითი წერილი მომერთმია და
მეთხოვნა გაგემშვენიერებინა ჩვენი გაზეთი შენის ნიჭის ნაშუქითა.
გწერ და არ ვიცი, რა გთხოვო, და როგორ გთხოვო. რაც ხანი ჟურნალი „ივერია“
გამოდიოდა, შენ ძალიან შორს უვლიდი, არ ეკარებოდი: ეგ ჩემთვის თუმცა დიდი დანაკლისი
იყო, მაგრამ საწყენი კი არა, რადგანაც ვფიქრობდი, — იქნება ჩემი მიმართულება არ
მოჰსწონს-მეთქი... რაკი ეს ვიგულისხმე, მეც „კისრად ვიღე და დავდუმდი“. დღესაც ამ
ყოფაში ვარ შენ წინაშე, რადგანაც ჩვენს ახალ გაზეთს იგივე მიმართულება ექნება, რაც
ჟურნალსა ჰქონდა და მეც იგივე, რაც უწინ, გულითადი წადილი მაქვს, რომ შენმა სახელმა
დაამშვენოს ჩვე– ნი გაზეთი.
„...უშენობა ჩემის გაზეთისათვის დიდი დანაკლისი იქნება. ეხლა შენ იცი, მაინც და
მაინც გთხოვ დარწმუნებული იყო, რომ შემეთ წევი თუ არ შემეწევი, ორსავე შემთხვევაში,
სხვათა შორის, მეც ერთი გულწრფელი მადიდებელი და დამფასებელი შენის 25 წლის
ღვაწლისა ვყოფილვარ, ვარ და ვიქნები“ (თსკ, ტ. X, გვ. 114-115).
იანვრის 5 — „ივერიის“ №3-ში ილია აქვეყნებს დ. ერისთავის ნაკვესს (ექსპრომტები
ახალი წლის ღამეს ნათქვამი „ივერიის“ რედაქციაში). ექსპრომტების ადრესატები რაფ.
ერისთავი, „ივერია“ და ილია. „ივერიას“
ამაღამა იშვა ბავშვი
ილიამ ჰრქვა „ივერია“.
მეტად დიდი გამოვიდა
ხონელიც ვერ მოერია;
სტამბაშიაც ძლივს მოაწყეს,
ხელაძესაც აერია —
ერთის შიშით კანკალებდა
არ წაპილწოს ნომერია
მაგრამ იშვა... კვლავ ვისურვოთ
ქართვლის ქონდეს მას ფერია,
იმდენ ხანსა იდღეგრძელოს,
რომ ვიძახდეთ: რა ბერია!...
ილიას ღმერთმა ინებოს, ილია,
არ მოგერიოს ძილია
და კარგათა გაგეზარდოს
ეს მამისერთი შვილია!
იანვრის 8 — გაზეთი „ივერიის“ №4 გამოდის ილიასეული მოწინავეთი — „ტფილისი, 7
იანვარს“ (თსკ, ტ. IV-ში სათაურით: „ქალი მასწავლებელი“).
იანვრის 10 — „ივერიის“ №6-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 9 იანვარს“ (თსკ, ტ.
III-ში სათაურით: “ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა“).
იანვრის 11 — „ივერიის“ №7-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 10 იანვარს“ [ევროპის
დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის მიმართ].
იანვრის 12 — „ივერიის“ №8-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 11 იანვარს“
[სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს საქართველოს წარმომადგენლის ტიხიევის გეგმა
გლეხთა ეკონომიური მდგომარეობის შესწავლისათვის].
— ილ ხონელის [ბახტაძის] „სახელდახელოს“, მიძღვნილი გაზეთ „ივერიისა“ და მისი
რედაქტორის ილია ჭავჭავაძისადმი. იანვრის 15 — „ივერიის“ №10-ში აქვეყნებს
მოწინავეს — „ტფილისი, 15 იანვარს“ [ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოთა
მდგომარეობა].
იანვრის 17 — „ივერიის“ №12-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 17 იანვარს“ [უცხო
სიტყვების დაბოლოების შესახებ ქართულში].
ამავე დღეს გამომცემელი ვარლამ ჭილაძე ქუთაისიდან პეტერბურგში წერილით ატყობინებს
ნიკო ნიკოლაძეს ილიასთან დადებულ პირობას მისი ნაწერების გამოცემის შესახებ (ნ.
ნიკოლაძის არქივის 1 კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 184).
იანვრის 18-19 — „ივერიის“ No№13-14-ში იბეჭდება ილიას მოწინავეები — „ტფილისი, 18
იანვარს“ (თსკ, ტ. IX-ში სათაურით: პოლიაკების განდევნა პრუსიიდამ“). დასასრულს
აქვეყნებს „ივერიის“ №24, 26-ში.
იანვრის 21-23, 25 — „ივერიის“ №15-17, 19-ში აქვეყნებს მოწინავეებს — „ტფილისი, 20
იანვარს — ტფილისი, 25 იანვარს“ (თსკ, ტ. VIII-ში სათაურით: „შინაურ საქმეთა“
გამო“).
იანვრის 28 — „ივერიის“ №21-ში ილია აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 27 იანვარს“
[გლეხთა ეკონომიური მდგომარეობის შესახებ].
იანვრის ბოლო და შემდეგ — ჟურნალი „თეატრი“ №4-ში და შემდეგ (№6, 7, 8 და ა. შ.)
აქვეყნებს განცხადებას, რომ გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში ისყიდება „სურათები ჩვენი
პოეტებისა და მწერლებისა: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე... მხატვრობა ა.
ბერიძისა...“.
თებერვლის 1 — „ივერიის“ №25-ში ილია ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 31 იანვარს“
[სლავიანოფილ ივ. ს. აქსაკოვის მოძღვრების შესახებ].
— გაზეთი „თეატრი“ №5 აქვეყნებს წერილს („მთიულის“ ხელმოწერით) „ყოველდღიური გაზეთი
„ივერია“.
თებერვლის 5 — „ივერიის“ №28-ში ილია აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 4 თებერვალი“
(თსკ, ტ. IV-ში სათაურით: „ქართველი სტუდენტობა რუსეთში“).
თებერვლის 13-28 — „ივერიის“ No№35—46-ში ილია აქვეყნებს მოწინავეებს „ტფილისი, 13
თებერვალს ტფილისი, 27 თებერვალს“ (თსკ, ტ. IX-ში სათაურით: „ევროპა 1886 წელს“).
თებერვლის 16 — მონაწილეობს ქართული დრამატული დასის წარმოდგენა „მეფე ლირში“. ილია
ასრულებს კენტის როლს.
„... 1886 წლის 16 თებერვალს, როცა შექსპირის ლირი „დიდ სცენაზე“ თვით მწერლების
მონაწილეობით დაიდგა, ილიას შეუსრულებია კენტის როლი, ხოლო დანარჩენი სახეები
განუხორციელებიათ: ლირი — კოტე ყიფიანს, ხუმარა — კოტე მესხს, კორდელია — მაკო
საფაროვ-აბაშიძისას, ედგარი — ვასო აბაშიძეს, ედმუნდი — ალექსანდრე ყაზბეგს“ (გ.
ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე. ცხოვრება და პოეზია. ნაწ. 1, 1983, გვ. 110; ი.
გრიშაშვილი. ლიტერატურული ნარკვევები. 1952).
თებერვლის 22 — გაზეთი „თეატრი“ №8 ბეჭდავს დავით სოსლანის [კეზელის] ფელეტონს „მე
თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“, რომელიც მიმართულია „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი
ილიასეული ფელეტონების წინააღმდეგ (დასასრული №9-ში).
მარტის 1 — „ივერიის“ №47-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 28 თებერვალს“ (თს,
ტ. IV-ში სათაურით: „სამეურნეო დაბა ლი სკოლების შესახებ“).
მარტის 2 — „ივერიის“ №48-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 1 მარტს“ (თსკ, ტ.
VI-ში სათაურით: „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“).
მარტის დასაწყისი — ილიას თაოსნობით სტამბურად იბეჭდება ცენზურის მიერ ნებადართული
უწყება (შეტყობინება), რომელიც „ივერიის“ რედაქციაში 8 მარტის სხდომის მონაწილეებს
აცნობებს, რომ სხდომის მონაწილეებმა უნდა განიხილონ სალიტერატურო ქართულის სადავო
საკითხები. ასეთი შეტყობინება გაეგზავნა ალ. ჭყონიას, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე
უმიკაშვილს, ივ. მაჩაბელს და ქართული ენის სხვა მცოდნეებს.
„მოწყალეო ბატონო იაკობ სვიმონის ძე,
გთხოვთ მობრძანდეთ მარტის 8, შაბათს საღამოს „ივერიის“ რედაქციაში განსახილველად
საგრამმატიკო საგანთა იმ აზრით, რომ ერთი საერთო, საყოველთაო კანონი აიხსნას და
დაიდგინოს მწერლობაში სახმარებლად.
რომ წინადვე ცნობილ იქმნას რა და რა საგანზედ იქმნება სჯა, თვითეულს საგანს აქავ
გავუწყებთ“ (ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული. 1939. გვ. 18—19; იხ. აგრეთვე; ნ.
ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 120).
მარტის 4 — „ივერიის“ №49-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 3 მარტს“ [გლეხთა
ეკონომიური მდგომარეობის შესახებ].
მარტის 5-6 — „ივერიის“ №50, 51-ში ბეჭდავს მოწინავეებს — „ტფილისი, 5 მარტს —
ტფილისი, 6 მარტს“ (თსკ, ტ. VII-ში სათაურით: „კახეთის რკინისგზა“).
მარტის 8 და შემდეგ (?) — „ივერიის“ რედაქციაში ილიას თაოსნობით ტარდება ქართული
ენის მცოდნეთა თათბირი სალიტერატურო ქართულში სადავო საკითხების მოსაგვარებლად.
„... თქვენი ფრიად საყურადღებო წერილი არ დავბეჭდეთ, იმიტომ, — რომ მაგ საგრამატიკო
საგანზედ ბევრი სხვა წერილებიც მოგვივიდა და გაზეთი ამდენს წერილებს ერთსა და იმავე
საგანზედ ვერ, აუვიდოდა ისე, რომ მკითხველები არ შეეწუხებინა. ჩვენ ვარჩიეთ
შეგვეკრიბნა, რამოდენადაც შესაძლოა, ქართულის ენის მცოდნენი და ყველა საცილობელი
საგრამმატიკო საგნები გაგვერკვია. ამას უკვე შევუდეგით კიდეც და თქვენი წერილიც
ქართულის ენის მცოდნეთა კოებას თავის დროზედ წარედგინა სხვათა შორის განსახილველად.
ამა კრებათა ნაღვაწი და ნაკვლევი თავის დროზედ ვფიქრობთ დავბეჭდოთ“ (ივერია, 1886,
27 მარტი, №68, გვ. 4).
ამავე დღეს „ივერიის“ №53-ში ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 8 მარტს“ [გლადსტონი და
ბისმარკი].
მარტის 9 — გაზეთი „თეატრი“ (№10) ბეჭდავს დ. სოსლანის [კეზელის] „წერილი
მეგობართან“, რომელშიც მოცემულია „ივერიის“ მიმართულების კოიტიკა, იწუნებს გაზეთის
ლიტერატურულ ნაწილს, განსაკუთრებითი განყოფილებებს „დამაკვირდის“ და „ნაკვესს“.
მარტის 11 — „ივერიის“ №55-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 10 მარტს“ (თსკ, ტ.
IX-ში სათაურით: „მუშათა ყოფაცხოვრების საქმე ევროპაში“).
მარტის 12-16 — „ივერიის“ №56, 57, 59, 60-ში ბეჭდავს მოწინავეებს „ტფილისი, 11
მარტს ტფილისი, 15 მარტს“ (თსკ, ტ. VI-ში სათაურით: „კერძო და სათემო
მიწათმფლობელობა“).
მარტის 18 — „ივერიის“ №61-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 17 მარტს“ (თსკ, ტ.
IX-ში სათაურით: „ბალკანეთის საქმეები“).
მარტის 19 — „ივერიის“ №62-ში ბეჭდავს მოწინავეს—„ტფილისი, 18 მარტს“ (ოსკ, ტ.
VI-ში სათაურით: „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“).
მარტის 25 — აპრილის 6 — „ივერიის“ №67—77-ში აქვეყნებს მოწინავეებს — „ტფილისი, 24
მარტს — ტფილისი, 5 აპრილს“ (თსკ, ტ. IX-ში სათაურით: „ირლანდია და ინგლისი“).
მარტის 30 — გაზეთი „თეატრი“ (№12) ბეჭდავს დ. სოსლანის [კეზელის] იუმორისტულ
წერილებს „ნახე ბიჭი“ და „ქართული გაზეთის რედაქციაში. (სიზმარი)“, რომლებიც
მიმართულია „ივერიისა“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ.
აპრილის 6, 13 — გაზეთი „თეატრი“ (№13, 14) აქვეყნებს „ივერიისა“ და ილიას
საწინააღმდეგოდ მიმართულ სილოვან ხუნდაძის წერილს „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“.
აპრილის 9 — „ივერიის“ №79-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 8 აპრილს“ (თსკ, ტ.
IV-ში სათაურით: „თავადაზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში“).
აპრილის 10 — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაადგინა
სახსრების გასაძლიერებლად გამართოს სალიტერატურო და სასიმღერო საღამო.
წამკითხველებად ირჩევენ: ილიას, აკაკის, რაფ. ერისთავს, გ. თუმანიშვილს, არ.
ქუთათელაძეს. ილიას ანდობენ მოჭიდავე ესებუას და გამოჩენილ მომღერალთა მოწვევას
კახეთიდან.
„ივერიის“ №80-ში ილია ლარიძის ფსევდონიმით ბეჭდავს „დამაკვირდი... ამოწვდილს
ხმალსა მტრისასა...“.
აპრილის 13 — „ივერიის“ №81-ში აქვეყნებს მოწინავეს—„ტფილისი, 13 აპრილს“
[სააღდგომო ფელეტონი].
აპრილის 16 — მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ილია პირადად და
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მისალოც დეპეშებს უგზავნის
მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ოსეფის ძე ემინს.
აპრილის 18 — „ივერიის“ №83-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 17 აპრილს“ (თსკ, ტ.
VIII-ში სათაურით: „დასავლეთის ეტიკეტი).
აპრილის 20 — „ივერიის“ №85-ში ილია ლარიძის ფსევდონიმით ბეჭდავს „დამაკვირდი...
ხმალი იმოდენს ვერას იქმს...“.
გაზეთი „თეატრი“ (№14) ბეჭდავს ვინმე „მთიულის“ ხელმოწერით სატირულ ფელეტონს
„კისრული“, რომელიც მიმართულია „ივერიის“, მისი რედაქტორის და გაზეთის
თანამშრომლების წინააღმდეგ.
ამავე ნომერში ქვეყნდება სატირა „თეატრის „დეპეშა“ (საიქიოდან) გაზეთ „ივერიის“
რედაქტორს და მის თანამშრომლებს“, რომელშიც ასევე მოცემულია „ივერიის“ ენის
დაცინვა.
აპრილის 25 „ივერიის“ №89-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 24 აპრილს“ (თსკ, ტ.
III-ში სათაურით: „ახალი დასის მოლოდინში“).
აპრილის 27 — „ივერიის“ №91-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 26 აპრილს“ (თსკ,
ტ. VII-ში სათაურით: „ჩვენი მევენახეობისა და მეღვინეობის საჭიროებანი“).
გაზეთი „თეატრი“ (№15) აქვეყნებს რ. ალისუბნელის [ჩიკვაიძის] წერილს „ჩვენ
პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელიც მიმართულია „ივერიის“ თანამშრომლის ი. ხონელის და
ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.
მაისის დასაწყისი თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას
(კრების ანგარიში ქვეყნდება „კავკაზის“ №125-ში).
მაისის 4 — „ივერიის“ №97-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 2 მაისს“ (თსკ, ტ.
IV-ში სათაურით: „ჩვენი ხალხი და განათლება“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს: „დამაკვირდი...
კეთილშობილთ მტერთა შორის.“
მაისის 6 — „ივერიის“ №98-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 5 მაისს“ (თსკ, ტ.
VII-ში სათაურით: „ნავთის ბაჟი“).
— ილია ესწრება „რევიზორის“ საიუბილეო წარმოდგენას და დრამატული საზოგადოების მიერ
მოწყობილ გოგოლის საღამოს.
„... 6 მაისს გამართა დღეობა გოგოლის სახსოვრად... ჩვენ აქ არ გვინდა შევეხოთ არც
იმ საღამოს მოწყობილობას, მორთულობას, არც თვით „რევიზორის“ წარმოდგენასა“ (თსკ, ტ.
III, გვ. 87).
მაისის 8 — გაზეთი „კავკაზი“ (№121) ბეჭდავს მოწინავეს, რომელიც გამოწვეულია ილიას
წერილებით „ხიზნების საქმე“.
მაისის 9 — „ივერიის“ №100-ში აქვეყნებს მოწინავეს — „ტფილისი, 8 მაისს“ (თსკ, ტ.
III-ში სათაურით: „გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს: „დამაკვირდი... შუბი
დიდია და მძლავრი...“.
მაისის 11, 13, 14 — „ივერიის“ №101—103-ში აქვეყნებს მოწინავეებს — „ტფილისი, 10
მაისს —ტფილისი, 13 მაისს“ (თსკ, ტ. VIIში სათაურით: „ტფილისის ქართული
საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო“).
მაისის 17, 20 — „ივერიის“ №105, 107-ში აქვეყნებს მოწინავეებს — „ტფილისი, 16
მაისს, ტფილისი, 19 მაისს“ (თსკ, ტ. IX-ში სათაურით: „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის
გარშემო“).
მაისის 21 — „ივერიის“ №108-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 20 მაისს“ (თსკ, ტ.
VII-ში სათაურით: „ჩვენი ეკონომიური საჭიროებანი და გზების საკითხი“).
მაისის 22 — „ივერიის“ №109-ში ადგილს უთმობს დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურებას
(„წერილი რედაქტორის მიმართ“) „ივერიის“ 13 და 14 მაისის ნომრებში ილიასეულ
მოწინავეებზე ტფილისის საად. გილმამულო ბანკის გარშემო.
მაისის 24 — „ივერიის“ №110-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 23 მაისს“ (თსკ, ტ.
VI-ში სათაურით: „ხიზნების საქმე. ნარკვევი მეორე. შესავალის მაგიერ. „კავკაზი-ს“
წერილების გამო“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ბეჭდავს აკაკი წერეთლის პოლემიკურ წერილს — „ბანკის გამო“.
მაისის 25, 27-29, 31 — ივნისის 1 — „ივერიის“ No№111—116-ში მოწინავეების სახით
(„ტფილისი, 24 მაისი — ტფილისი, 31 მაისი“) ბეჭდავს პოლემიკურ წერილებს ტფილისის
საადგილმამულო ბანკის გარშემო (თსკ, ტ. VII-ში სათაურით: „ტფილისის ქართული
საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“).
მაისის 29 — „ივერიის“ №114-ში ხელმოუწერლად აქვეყნებს შეკითხვებს ბანკის საქმეების
გარშემო „ცალკე საკითხავები ბ-ნი დიმიტრი ყიფიანის წერილის გამო“.
ივნისის 1 — „ივერიის“ №116-ში აქვეყნებს დიმ. ყიფიანის საპასუხო წერილს ბანკის
საკითხებზე „ბატონო რედაქტორო!“.
ივნისის 4, 6 — „ივერიის“ №117, 119-ში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს:
„დამაკვირდი... სიკეთით სძლიე შენს მტერსა... წუთისსოფელი ესეა...“.
ივნისის 7—11 — „ივერიის“ No№120—123-ში მოწინავეების სახით („ტფილისი, 6 ივნისს —
ტფილისი, 10 ივნისს“) აგრძელებს პოლემიკური წერილების ბეჭდვას (თს, ტ. VII-ში
სათაურით: „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი. პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და
აკაკი წერეთელთან“).
ივნისის 12 — „ივერიის“ №124-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 11 ივნისს“ [ევროპის
სახელმწიფოთა მოკლე პოლიტიკური მიმოხილვა].
„ივერიის“ ამავე ნომერში გამოქვეყნდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელის საზოგადოების“ საქმეთ წარმოება 1885 წლის 15 მაისიდამ 1886 წლის 15
მაისამდე. გაგრძელება დაიბეჭდა „ივერიის“ №125—128, 135, 142, 143, 146-ში.
ივნისის 21 — „ივერიის“ №132-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 20 ივნისს“ (თსკ, ტ.
IX-ში სათაურით: „ინგლის-ირლანღიის ურთიერთობის გარშემო“).
ივნისის 22 — „ივერიის“ №133-ში ბეჭდავს ლუარსაბ წამებულისადმი მიძღვნილ მოწინავეს
— „ტფილისი, 21 ივნისს“.
ივნისის 26 — „ივერიის“ №136-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 25 ივნისს“ (თსკ, ტ.
VII-ში სათაურით: „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი. პოლემიკა დიმიტრი
ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ადგილს უთმობს დიმიტრი ყიფიანის პოლემიკურ წერილს („ბატონო
რედაქტორო“) ბანკის გარშემო ილიას მიერ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილების გამო.
ივნისის 27 — „ივერიის“ №137-ში შენიშვნებით ბეჭდავს აკაკი წერეთლის წერილს „ბ.
ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ“.
„ივერიის“ ამავე ნომერში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს: „დამაკვირდი...
ვაჟკაცთ ცრემლს რად უძრახვენ...“.
ივნისის 28, 29 — ესწრება გამოცდებს სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო
სკოლაში.
„ამ თთვის 28 და 29 ეგზამენი იყო წინამძღვარიანთ-კარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში.
ჩვენ დავესწარით ამ ეგზამენებსა და შეგვიძლიან თამამადა ვსთქვათ, რომ ეს სამეურნეო
სკოლა ერთი საუკეთესო სკოლაა და ძალიან კარგადაც არის მოწყობილი. ყმაწვილებს დიდი
წარმატება გამოუჩენიათ. ვისაც ბეჯითად უსწავლია და გადავიდა შემდეგს განყოფილებაში,
ჯილდოდ მიიღო ქართული საკითხავი წიგნი. ამ სკოლაზედ ხვალ დაწვრილები[თ]
მოვილაპარაკებთ“ (ივერია, 1886, 1 ივლ., №140).
„იყო 10 საათი, ეგზამენი უკვე დაწყობილიყო... საპატიო სტუმართ შორის იყო: უახლოესნი
მემამულენი: კნ. ო. ჭავჭავაძისა, ილია ჭავჭავაძე და სვიმონ დიმიტრის-ძე
სტაროსელსკი. სხვათა შორის ეგზამენებს დაესწრნენ: სამხედრო სასამართლოს მოხელე
პოლკოვნიკი კრინიცკი, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკი, გაბაშვილი, წიგნების მბეჭდველი
პატივცემული ზ. გრიქუროვი და კიდევ სხვანი“ (ივერია, 1886, 2 ივლ. №141).
ივნისის 29 — „ივერიის“ №139-ში ბეჭდავს მოწინავეს —„ტფილისი, 28 ივნისს“ (თსკ, ტ.
III-ში სათაურით: „პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ“).
ივლისის 1 — „ივერიის“ №140-ში ბეჭდავს მოწინავეს —„ტფილისი, 30 ივნისს“ (თსკ, ტ.
VIII-ში სათაურით: „ბათუმის პორტოფრანკოს გაუქმება“).
ივლისის 2 — „ივერიის №141-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 1 ივლისი“ (თსკ, ტ. IV-ში
სათაურით: „წინამძღვრიანთკარის ქართული სამეურნეო სკოლა“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს: „დამაკვირდი...
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ...“.
ივლისის 5, 6, 8, 9, 12, 13, 15, 17—„ივერიის “ №144—147, 150 152, 154-ში ბეჭდავს
მოწინავეებს „ტფილისი, 4 ივლისი — ტფილისი, 8, 11—14, 16 ივლისი“ (თსკ, ტ. VII-ში
სათაურით: „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი. პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და
აკაკი წერეთელთან“).
ივლისის 11 — • „ივერიის“ №149-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 10 ივლისი“
[ახალგაზრდობის სასწავლებლად საფრანგეთში გაგზავნის შესახებ].
ივლისის 16 –„ივერიის“ №153-ში აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი, 15 ივლისი“
[საფრანგეთის სამხედრო მინისტრის გენერალ ბულანჟეს შესახებ].
ივლისის 17 — ესწრება წმინდა მარინეს დღესასწაულს ავლაბრის სამრევლო სკოლაში (?).
„17 ივლისს ჩვენ დავესწარით წმინდა მარინის დღეობას ავლაბარ ში, სადაც სამრევლო
სკოლაა გამართული. ყოვლად-სამღვდელო ეპისკოპოზმა ალექსანდრემ სწირა სხვა
არხიმანდრიტებთან ერთად. წირვაზე ქართველნი მგალობელნი გალობდნენ. წირვა რომ
გათავდა ამ ეკ“ კლესიის მღვდელმა მ. სოლომონ შოშიევმა, რომელსაც არა-მცირე ღვაწლი
მიუძღვის სამრევლო სკოლის წინაშე, იქადაგა წმინდა მარინეზე. სხვათა შორის ქალების
ზნეობაზე ილაპარაკა და ბოლოს სთქვა, რომ ამ ეკკლესიის სამრევლო სკოლას შეძლება და
სახსარი ძალიან ნაკლებადა აქვსო, მრევლის ვალია დაეხმაროს თავის სკოლასაო“ (ივერია,
1886, 19 ივლ. №156).
ივლისის 18 — „ივერიის“ №155-ში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს:
„დამაკვირდი... კაცად მაშინ ხარ საქები...“.
ივლისის 19 — „ივერიის“ №156-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 18 ივლისი“ (თსკ, ტ.
IX-ში სათაურით: „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“).
ივლისის 20, 22 — „ივერიის“ №157, 158-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 19 ივლისი,
ტფილისი, 21 ივლისი“. (თსკ, ტ. IX-ში სათაურით: „ომის საფრთხის წინ“).
ივნისის 22 — „ივერიის“ №133-ში ბეჭდავს ლუარსაბ წამებულისადმი მიძღვნილ მოწინავეს
— „ტფილისი, 21 ივნისს“.
ივნისის 26 — „ივერიის“ №136-ში ბეჭდავს მოწინავეს — „ტფილისი, 25 ივნისს“ (თსკ, ტ.
VII-ში სათაურით: „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი. პოლემიკა დიმიტრი
ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“).
„ივერიის“ ამავე ნომერში ადგილს უთმობს დიმიტრი ყიფიანის პოლემიკურ წერილს („ბატონო
რედაქტორო“) ბანკის გარშემო ილიას მიერ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილების გამო.
ივნისის 27 — „ივერიის“ №137-ში შენიშვნებით ბეჭდავს აკაკი წერეთლის წერილს „ბ.
ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ“.
„ივერიის“ ამავე ნომერში ილია ლარიძის ფსევდონიმით აქვეყნებს: „დამაკვირდი...
ვაჟკაცთ ცრემლს რად უძრახვენ...“.
ივნისის 28, 29 — ესწრება გამოცდებს სოფელ წინამძღვრიანთკა– რის სასოფლო-სამეურნეო
სკოლაში.
„ამ თთვის 28 და 29 ეგზამენი იყო წინამძღვარიანთ-კარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში.
ჩვენ დავესწარით ამ ეგზამენებსა და შეგვიძლიან თამამადა ვსთქვათ, რომ ეს სამეურნეო
სკოლა ერთი საუკეთესო სკოლაა და ძალიან კარგადაც არის მოწყობილი. ყმაწვილებს დიდი
წარმატება გამოუჩენიათ. ვისაც ბეჯითად უსწავლია და გადავიდა შემდეგს განყოფილებაში,
ჯილდოდ მიიღო ქართული საკითხავი წიგნი. ამ სკოლაზედ ხვალ დაწვრილები[თ]
მოვილაპარაკებთ“ (ივერია, 1886, 1 ივლ., №140).
„იყო 10 საათი, ეგზამენი უკვე დაწყობილიყო... საპატიო სტუმართ შორის იყო: უახლოესნი
მემამულენი: კნ. ო. ჭავჭავაძისა, ილია ჭავჭავაძე და სვიმონ დიმიტრის-ძე
სტაროსელსკი. სხვათა შორის ეგზამენებს დაესწრნენ: სამხედრო სასამართლოს მოხელე
პოლკოვნიკი კრინიცკი, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკი, გაბაშვილი, წიგნების მბეჭდველი
პატივცემული ზ. გრიქუროვი და კიდევ სხვანი“ (ივერია, 1886, 2 ივლ.
№141).
ივნისის 29 — „ივერიის“ №139-ში ბეჭდავს მოწინავეს
— „ტფილისი, 28 ივნისს“ (თსკ, ტ.
III-ში სათაურით: „პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ“).
ივლისის 1 — „ივერიის“ №140-ში ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 30 ივნისს“ (თსკ, ტ.
VIII-ში სათაურით: „ბათუმის პორტოფრანკოს გაუქმება“).