კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 286; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 239- 240;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 75-76, 342-343. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სვიატოპოლკ-მირსკი დიმიტრი ივანეს ძე (1825-1899) რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი.
1857-1859 წლებში ყაბარდოს პოლკის მეთაური, 1863-1866 – ქუთაისის
გენერალ-გუბერნატორი. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს
უფროსის მეუღლე. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს
გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს
დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის
უფროსად. «168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом»,
გაზ. “Кавказ“, 1875, № 57, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. გაზ. „ივერია“, 1886, № 109, გვ. 203. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. „ივერია“, 1887, 22 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 333. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1894, № 107, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და
პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1897, № 97, გვ. 2, № 98, გვ. 2, № 99, გვ. 2; გაზ. „ცნობის
ფურცელი“, 1897, № 204-206; გაზ. „კვალი“, 1897, № 22; «Новое обозрение», 1897, №
4599-4602. გაზ. „ივერია, 1901, № 109, 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1472. გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2502. ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 19, გვ. 301-303. პირთა ანოტაციები: მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941) ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.
1864
22 მაისი
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს ქუთაისიდან თბილისში. ატყობინებს, რომ
მისმა იქ გამოჩენამ თავადაზნაურთა შორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან
ასოცირდებოდა ყმების გათავისუფლებასთან. სწერს, რომ ოლღას წასაყვანად მისი
თბილისში ჩასვლა დამოკიდებულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის – დიმიტრი
სვიატოპოლკ-მირსკის დაბრუნებაზე ქუთაისში, რადგან მისგან უნდა გაიგოს
თავისი მოვალეობები. ამავე წერილით თავის ცოლისდას – ეკატერინე
გურამიშვილსტაროსელსკისას უთვლის, რომ მისი მეუღლე, დიმიტრი სტაროსელსკი, 4
ივნისს ჩავა ქუთაისში მეფისნაცვალ მიხაილ რომანოვთან ერთად.
წყარო:
1875
22 მაისი
გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური
დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს
მიერ“ ბოლო, მესამე ნაწილს.
წყარო:
1886
22 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება ამავე გაზეთის 13
და 14 მაისის ნომრებში გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის მოწინავეებზე
თბილისისა და ქუთაისის ბანკების შესახებ.
წყარო:
1887
22 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 მაისი“ („დღევამდელს ევროპას რომ კაცი დაუკვირდეს...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტოკვა ევროპის თანასწორობის
სასწორისა“.
წყარო:
1894
22 მაისი
დისწულის გარდაცვალების გამო ვერ ესწრება თსს ბანკის კრებას.
წყარო:
1894
22 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „მეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით მიქელაძის წერილი
თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე
საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ და ნათქვამია, რომ ივანე მაჩაბლის
მიერ „გამოცანების“ დაწერის ბრალად წაყენება ილია ჭავჭავაძისთვის ყოვლად
სამარცხვინო და უკადრისი ხერხი იყო.
წყარო:
1897
20-22 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე განიხილავენ და ამტკიცებენ განვლილი წლის
ანგარიშს.
წყარო:
1901
22 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც კითხულობენ განვლილი
წლის ანგარიშს. სიტყვით გამოდის მოკლევადიანი სესხის საკითხებთან
დაკავშირებით.
წყარო:
1904
22 მაისი
თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე აგრძელებენ ზედამხედველი კომიტეტის
რეორგანიზაციის საკითხის განხილვას. უმრავლესობა იზიარებს ილია ჭავჭავაძის
აზრს და ხმას არ აძლევს განხილული ცვლილებების გატარებას.
წყარო:
1905
22 მაისი
ჟურნალ „მოგზაურში“ ილია ჭავჭავაძის წერილის „ნუთუ?“ საპასუხოდ იბეჭდება
ფილიპე მახარაძის სტატიის „თავის გამართლებაც ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ
ილია ჭავჭავაძეს)“ დასასრული.
წყარო: