გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ.
11. გ. ლეონიძის სახ. ქართული
ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 22. პირთა ანოტაციები: რიუკერტი ფრიდრიხ (ფრაიმუნდ რაიმარი) (1788-1866) გერმანელი პოეტი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 221; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 90-91; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 399-400; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 13-14, 323. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.
დათარიღება: დრო მითითებულია 26 იანვრის წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სიმონ ხუნდაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, გვ. 282-283; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 43-44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
37-38, 380. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. “დროება“, 1880, 18 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 43. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 634. გაზ. “დროება“, 1880, 18 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 46. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 634-635. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
203-205-207, 371. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 4-5; გაზ. „ივერია“, 1886, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 288. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 18 იანვარი, № 12, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 42. გაზ. „ივერია“, 1891, № 13, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი
1887-1891 წლებში. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 1. გაზ. „ივერია“, 1897, 18 იანვარი, № 2, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 233. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი. გაზ. „ივერია“, 1898, 18 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად
(შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ.
25. პირთა ანოტაციები: თუმანოვი დუშეთის მაზრის მკვიდრი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.
1859
18 იანვარი
პეტერბურგში წერს ლექსს „მითხარ, მიყვარხარ...“, რომელიც ხელნაწერში
ჯვარედინადაა გადახაზული და ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.
წყარო:
18 იანვარი
პეტერბურგში თარგმნის ფრიდრიხ რიუკერტის ლექსს „მგზავრის მწუხრისეული
სიმღერა“ სათაურით „ჩრდილნი მაღალ მთებისა“.
წყარო:
1863
18 იანვარი
ოლღა გურამიშვილის წერილს გვიან გადასცემენ. ამის გამო ვერ ხვდება. უგზავნის
საპასუხო ბარათს, აცნობებს, რომ მომდევნო დღეს, 1 საათზე იქნება მათ
მეზობლად და სთხოვს, აივანზე დაენახვოს. სწერს, რომ სახლში მისვლას, სადმე
სხვაგან, მაგალითად ტაძარში შეხვედრა ჯობს, რადგან ბევრი აქვს სალაპარაკო
და იქ, სადაც ათასი თვალი უყურებს, ამის გაკეთებას საიდუმლოდ ვერ შეძლებს.
წყარო:
18 იანვარი
ილია ჭავჭავაძის ნაცნობთან მიდის ოლღა გურამიშვილთან მცხოვრები მონაზონი
ქალი, ვითომ რაღაც საქმეებთან დაკავშირებით და ცდილობს გაიგოს, რა აზრისაა
იგი ოლღას შერთვაზე.
წყარო:
1873
18 იანვარი
პასუხობს ნიკო ნიკოლაძის წერილს, უგზავნის „გლახის ნაამბობის“ გაგრძელებას
და ამშვიდებს, რომ უკვე დაბეჭდილის გადაკეთებას არ გეგმავს, მხოლოდ
უკანასკნელი კორექტურის ნახვას სთხოვს. ბარათიდან ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე
აპირებდა „აჩრდილის“ პირველი ნაწილის გაგზავნასაც, მაგრამ გადაიფიქრა.
წყარო:
1880
18 იანვარი .
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მეთაურ წერილს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარს“ („როგორც კერძო კაცს, ისე
მთელ სახელმწიფოსაც...“). თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„თვითმმართველობის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის“.
წყარო:
18 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „თეატრის
მატიანე“ („თეატრის ავკარგიანობა და ბედ-იღბალი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის
სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
1884
18 იანვარი
ჩადის პეტერბურგში, ბინავდება ვასილ მაჩაბლის ოჯახში და დეპეშას უგზავნის
მეუღლეს, რომლითაც ატყობინებს თავის ამბავს.
წყარო:
1886
18 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 იანვარს“ („გერმანიის პარლამენტმა დაიწყო...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლიაკების განდევნა
პრუსიიდან“.
წყარო:
1887
18 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („რა ჰქმნას კარგმა
მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“.
წყარო:
1891
18 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ 20 იანვარს, მსახიობ ალექსანდრე
ნებიერიძის საბენეფისოდ წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის პიესა
„მაჭანკალი“.
წყარო:
1895
18 იანვარი
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს თბილისის საქალაქო საბჭოს, რომ
20 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად დაუთმოს მათი სხდომათა
დარბაზი.
წყარო:
1897
18 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 17 იანვარი“ („საკვირველ ბედზეა დაბადებული ქართველი კაცი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არწრუნისეული ქარვასლის
ბედი“.
წყარო:
1898
18 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („თ. გ. თუმანოვს, როგორც უკვე ყველას
მოეხსენება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გიორგი
თუმანოვისა და მის ამქარის აზრები“.
წყარო:
1901
18 იანვარი
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია
ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო
სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 5, 19 და 28 თებერვალს.
წყარო: