![]() |
განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი |
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
1. განათლება ძალაა. — R-სა
2. ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია (დაწერილი ბროკჰაუზის ლექსიკონისათვის 1902 თუ
1903 წ.) 3. ფიქრი და მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესა-, ხებ. — ეკ. გაბაშვილისა
(გვერდები 23-28) 4. პედაგოგიური აზრები ილია ჭავჭავაძის თხზულებებში. —
ივ. გომართელისა (გვერდები (29-40)
5. მოკლე შენიშვნა სწავლა-განათლების შესახებ საქართველოში. — იდეალისტისა
6. დედა ენა, როგორც საფუძველი სწავლებისა, და ლ. ბ—ძისა
7. პედაგოგიის ისტორია დ-რ ვაიმერისა (თარგმა5 ნი გერმანულიდან). — ნ.
ლორთქიფანიძისა.
8. გერმანიის მასწავლებელთა კავშირი. — ა. ყუმისთაველისა
9. ბოლგარია, სახალხო მასწავლებლები და მათი კავშირი. — ლ. ბოცვაძისა.
10. ხმა სოფლის სამრევლო სკოლის მასწავლებლისა. — კოტესი.
11. პოპულარული ლექცია საზოგადო ისტორი)- დან, — კ. სუზდალცევისა, მებრძოლნი მიწისა
და თავისუფლებისათვის ძველ რომში (ტიბერი და კაი გრაკხები)
12. შინაური მიმოხილვა. (ი. ჭავჭავაძის ფონდი. —სწავლა-განათლების საქმის
მგომარეობა ჩვენში. — პ.-სი.
13. რუსეთის ცხოვრებიდან: I. სტოლიპინის დეკლარაცია. — მესამე დუმა და მისი
მოქმედების საზოგადო სასიათი: ახლო მომავალი. — პორტარტურის დამცველ გენერლების
საქმე და ვიბორგის მოწოდების პროცესი. — ა. მ. –ისა. — II. არა რუსთა სკოლების
საქმე ბალტიის მხარეში. — გამოურკვევლობა სკოლებში. — პოლონეთის « მატიცა » და მისი
მედი. — სკრაჟინსკის სიტყვა პოლონეთის « მატიცას » შესახებ.“ უკრაინელების ბრძოლა
ეროვნული სკოლისათვის. - ფედერატიული კავშირი მასწავლებლებისა. — რუსეთის მოწინავე
საზოგადოების აზრი ნაციონალური სკოლების შესახებ, წინააღმდეგ რუსთა ცრუ
პატრიოტებისა. — სტატისტიკური ცნობები რუსეთში სწავლა-განათლებისა.
14. უცხოეთის მიმოხილვა: წერა-კითხვის უმეცარნი ბელგიაში. — მანიფესტაცია
სავალდებულო სწავლების შესახებ. — წინაპართა თაყვანისცემა იაპონიაში. — განათლება
და ზნეობრივი აღზრდა იაპონიაში. — საფრანგეთის მასწავლებლების მონაწილეობა სკოლების
მართვა-გამგეობაში. — სტატისტიკური ცნობები სწავლა-განათლებისა უცხოეთში
15. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: 1 მოკლე საუბარი გეოგრაფიის სწავლების შესახებ, ალ.
ჭიჭინაძისა. — ლას–ბანისა. 2. ნაკადულის პრემია 1907 წლისა ვილჰელმ და იაკობ
გრიმების ზღაპრები, თარგმანი ივ. ქავთარაძისა. — ა-რესი. 3. არითმეტიკულ ამოცანათა
კრებული ნ. ეგ. ხრამელეშვილისა. — ლას ბანისა. 4. კბილები და მათი მოვლა-შენახვა. —
თარგ. კბილის ექ. ი. პ. ახალშენიშვილისა. — ა. ბ–ლისა. 5. Ист. зап. объ упр.
Кавквзомъ. ს. ესაძისა. გ. ნ–სა..
16. სამეცნიერო მიმოხილვა. — მიმიკრია მეცნიერების სამსაჯულოს წინაშე. – ჰაერში
მავალი ხომალდი. — უმავთულო ტელეგრაფი
17. განცხადებანი.
![]() |
2 პედაგოგიური აზრები ილია ჭავჭავაძის თხზულებებში |
▲ზევით დაბრუნება |
პედაგოგიური აზრები ილია ჭავჭავაძის თხზულებებში
|
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ილ. ჭავჭავაძე. |
ილია ჭავჭავაძე, ჩვენთვის, მასწავლებლებისათვის, ძვირფასია, სხვათა შორის, როგორც
გამომხატველი საღი პედაგოგიურის აზრებისა, ჩვენი მიზანიც სწორეთ ის არის, რომ ამ
მოკლე წერილში, შეძლებისა და გვარად, გადავაბათ ერთმანეთზე სხვა და სხვა
მოთხრობებში გაფანტული პედაგოგიური აზრები და სურათები და ამნაირათ გავითვალისწინოთ
ის სამი მიმართულება სწავლა აღზრდის საქმეში, რომლისკენაც უთითებდა დიდებული
პოეტ-ბელეტრისტი.
ილია ჭავჭავაძის ნაწერებში, რომელნიც ჯერჯერობით მთლად გამოცემული არ არის, ბევრგან
არის გაფანტული პედაგოგიური აზრები. ჩვენ ამ ჟამად ვხელმძღვანელობთ მხოლოთ „გლახის
ნაამბობით“, „ოთარაანთ ქვრივით“ და „უცნაური ამბავით“. უკანასკნელი თითქო იმ აზრით
არის დაწყებული, რომ ავტორს თავისი შეხედულებანი ყმაწვილის აღზრ. დის შესახებ
სავსებით გამოაშკარავებინა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროთ, ამ ესკიზისა მხოლოდ თავი
დაიბეჭდა (იხ. „მოამბე“ 1894 წ. # 1)...
I
დავიწყოთ იქიდან, თუ რა თვალით უყურებდა სწავლაიღზრდის საქმეს ილ. ჭავჭავაძე.
ამაზედ ჩვენ შეგვიძლიან გა(დაჭრით მოგახსენოთ, რომ მას ყმაწვილის აღზრდა, მისი
წრთვნა ერთ უდიდეს საქმედ მიაჩნია. აი რას ათქმევინებს „უცნაურ ამბავში“ სოლომანს
(უმთავრესი მომქმედი პირია), რომელსაც მასწავლებლად და აღმზრდელად იწვევენ ერთ
თავადის ოჯახში : „აი ნეტავი, შენი დღეგრძელობით ეგ (ყმაწვილების აღზრდა) შემეძლოს
და უკეთესს საქმეს ვერ ავიჩენდი... უნდა გითხრა, ჩემო დავით (სოლომანის მეგობარია),
ჩემი სიზმარი ცხოვრებისა, დიაღ, სწორეთ სიზმარი მარტო ეგ საქმეა; ბევრსა ვცდილობ
წიგნით, ხილვით თუ სმენით, რომ წრთვნა ვისწავლო, შევიგნო და მაგ, ჩემის ფიქრით,
უდიდეს საქმეს ისე მოვკიდო ხელი, ისე ვემსახურო. მაგ საქმის სიყვარული
სემინარიიდანვე დამყვა და დღეს აქამომდე ჩემს ჭკუა - გონებას მაგ საქმეს
ვანდომებ... ძნელი საქმეა და უფრო დიდი და მძიმე ვალია. მზრდელი ყრმისა მეორე
შეშემოქმედია. რასაც ერთი მიმადლის ბავშვს, მეორემ უნდა წრთვნას და ზარდოს. მე
თუ ამ მიწურს (გომურს) დავანებებდი თავს, მარტო მაგ საქმისათვის. დიდი გაბედვა კი
უნდა, რომ ეს საქმე კაცმა თავს იდვას“.
„მზრდელი ყრმისა მეორე შემოქმედიაო“, ამბობს სოლომანი, მაგრამ სოლომანის ამ
სიტყვებში თვით ავტორის ხმა ისმის და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ეკუთვნის
რამდენადაც სოლომანს, იმდენადვე ილ. ჭავჭავაძეს, ხოლო რამდენათ მართალია ასეთი
შეხედულება სწავლა აღზრდის შესახებ უნდა ეკითხოს სხვა ყველასაგან ცნობილ პედაგოგს.
აი რას ამბობს დიდებული ფილოსოფოსი და პედაგოგი ჟან ჟაკ რუსო: „ყველა იმას, რაც
ჩვენ დაბადების დროს არა გვაქვს და შემდეგში კი ვსაჭიროებთ, აღზრდა გვაძლევსო.“
ამავე პედაგოგს მეტათ საძნელო საქმედ მიაჩნია მასწავლებელ- აღმზრდელობა და ამიტომ
დიდ მომზადებას თხოულობს იმ კაცისაგან, ვისაც უნდა ამ საქმეს მოკიდოს ხელი და ამის
გამო ამბობს : „დაიხსომეთ, რომ ვიდრე ბავშვის აღზრდას მოკიდებდეთ ხელს, თვითონ უნდა
იქცეთ ადამიანადაო“... როგორც მკითხველი ხედავს, „უცნაურ ამბავში“ გამოთქმული
შეხედულება სწავლა-აღზრდისა და მასწავლებელ აღმზრდელის შესახებ სრულიათ ეთანხმება
გენიოს პედაგოგისა და ფილოსოფოსის რუსსოს აზრს.
II.
სწავლა - აღზრდა განიყოფება კერძოთ, როდესაც ერთ მოსწავლეს ერთი აღმზრდელ -
მასწავლებელი ჰყავს, და საზოგადოთ, როდესაც 40 — 60 და მეტ ყმაწვილს სწრთვნის და
ასწვლის ერთი ან რამდენიმე კაცი. ამ შემთხვევაში ზოგი პირველ სისტემის მომხრეა,
ზოგი — მეორისა ჩვენი ბელეტრისტი, როგორც ჟ. ჟ. რუსსო, კერძოთ აღზრდის მომხრეა და
აი რათა : „თუ წრთვნა გინდა ბავშვისა, ამბობს იმავე სოლომანის პირით — იგი შენ უნდა
ჩაისვა გულში და იმან შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოთ კი
შესაძლებელია სწავლა-ცოდნა მისცე და ადამიანობა კი არას დროს. მე კი ასე მგონია,
რომ ადმიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წრთვნა - სწავლაში. მე თუ
გავბედავ, მარტო ერთ ბავშვს ავიყვან“... მართლაც და, განა ყმაწვილის ბუნების
ძალდატანება არ არის, რომ ორმოც- სამოცმა და ხან გაცილებით მეტმა ყმაწვილმა უნდა
ისწავლოს ერთი და იგივე გაკვეთილი, მიუხედავათ იმისა, ნიჭიერია თუ უნიჭო. ერთსა და
იმავე წამს დაიწყონ და შესწყვიტონ სწავლა.... ხოლო თუ პანსიონში არიან — ერთსა და
იმავე დროს დაიძინონ, გაიღვიძონ, პური ჭამონ და სხვ... ძალზე რომ ე. ინებოდეთ,
უთუოთ სული უნდა განაბონ და, რომ ეტირებოდეს.-უნდა იმღეროს მხოლოდ იმიტომ, რომ იმის
ამხანაგებს სიმღერის დრო მოუვიდათ?! ამისთანა პირობაში აღზრდა ინდივიდუალურ
თვისებათა განვითარება კი აღარ არის, არამედ სხვა და სხვა ხასიათების ერთ ყალიბში
გამოყვანაა, ხოლო ვინც ამ ყალიბში ვერ მოთავსდება ან ძალიან იხამუშებს, იმან
სამუდამოთ თავი უნდა დაანებოს ასეთს გამოსაწვავ ქურას. თუმცა ერთად სწავლა-აღზრდას
თავისი ღირსება ა აქვს, მაგრამ ნაკლულევანებაც დიდი აქვს, მომატებულად ჩვენში,
რასაც არ მალავენ თვით ამ სისტემის მომხრენი. ილ. ჭავჭავაძე არამც თუ აღზრდაში, არამედ სწავლებარშიაც კერძოობის მომხრეა :
მოძღვარი, რომელსაც სკოლა ჰქონდა გამართული, გაბროსაც სხვებთან ერთათ ასწავლიდა
(იხ. „გლახის ნაამბობი“ გვ. 49), მაგრამ როდესაც შეატყო, რომ იგი, სხვებთან
შედარებით; ჭკუა-გონებით მაღლა დგას, უბრძანა გაბროს : შენ, ჩემო გაბრიელ,
შავარდენი ჰყოფილხარ, მე და შენ ცალკე უნდა ვიაროთ: სხვა შეგირდები ტაატით მიდიან,
შენ კი მირბი“. და ამის შემდეგ ცალკე დაუწყო გაბროს სწავლება. ამ ქცევიდან ის აზრი
გამოდის, რომ სწავლა - ცოდნის საზრდო ყმაწვილის ბუნებას და განვითარებას უნდა
შევუფარდოთ და რადგანაც ეს ბევრში ძნელი მოსახერხებელია, ხან სრულიად
შეუძლებელიცაა, ამიტომ ჩვენი პოეტი კერძოთ სწავლა - აღზრდას უპირატესობას აძლევს
საზოგადოთ სწავლა - აღზრდის წინაშე.
III.
სწავლა - აღზრდის ქვაკუთხედათ ილ. ჭავჭავაძეს სამართლიანათ მიაჩნია სიყვარული და
არა შიში და სიყვარული, როგორათაც რუსეთის დიდებულ პედაგოგს კ.
უშინსკის. უშინსკი ამბობს: „მოწაფეს უნდა ეშინოდეს მასწავლებლისა და უყვარდეს
იგიო“. ილ. ჭავჭავაძე კი „უცნაურ ამბავში“ მასწავლებელს ათქმევინებს: „ძნელი
დასაწყისი სწავლა წრთვნისა ერთ დღეს მომიხერხდა — მე და ბავშვი დავმეგობრდით -
ბეწვის ხიდი გავიარე!“ დიახ, მასწავლებელ - მოსწავლის დამეგობრება ნამდვილი ბეწვის
ხიდია და ვისაც ეს ხიდი არ გაუვლია, იმას არცა ღირსებია მასწავლებლობის სამოთხეში
შესვლა... ჩვენს ავტორს ძალიან კარგათ ესმის, რომ შიში სამარეს უთხრის აზროვნებას
და, გარდა ამისა, სადაც ნამდვილათ სიყვარულია, იქ პატივისცემაა, ხოლო თუ
პატივისცემაა მაშინ რაღაც „შიში“ სულ მეტი ბარგია. ილიას სატრფიალო მასწავლებლები
ყველანი ამ სიყვარულით არიან გამსჭვალულნი და მოწაფეებიც დიდი პატივისცემით
იგონებენ ამისთანა მასწავლებლებს. აი რას ამბობს გაბოო მოძღვარის შესახებ : „ამას
კი ვი ვიტყი, მამა შვილს ისე როგორ მოექცევა, როგორც ის ჩვენ გვექცეოდა“, ჩვენი
ავტორის აზრით, მასწავლებლის მოწაფეთადმი სიყვირული პირფერობით, მარნაამბობში“
სახლში ურიგოთ აღზრდილ ყმაწვილის უბედურო ტკბილი სიტყვით, თავზე ხელის დასმით კი არ
უნდა გა მოიხატებოდეს, არამედ აქ არის საჭირო უფრო მაღალი, კოდ ნიანი,
განსპეტაკებული სიყვარული.... ისეთი სიყვარული რომ მასწავლებელს შეეძლოს გულწრფელად
სთქვას თავი გუნებაში მოწაფეზე : „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენ. თვის დავიცემ
დანასაო!“, როგორც ოთარაანთ ქვრივი იტყოდა ხოლმე თავის შვილის შესახებ....
მოსწავლის პირში ქება საძრახისათ მიაჩნია „გლახის ნაამბობის“ ავტორს : როდესაც
მოძღვარი უქებდა ხოლმე გაბროს გულის ყურს და მიხვედრას, „ვიციო, ზედ დაატანდა
ხოლმე, შენ მაგით თავს არ გაიზვიადებ, ჭკვიანი ბიჭი ხარ, ამიტომ პირში გეუბნებიო“.
მასწავლებელ — აღმზრდელების ურიგოთ მოპყრობა თუ რამდენათ გამხრწნელია მოწაფისათვის
და ხან სამუდამოთ მისი დამღუპველიც, ამის დასასაბუთებლად და დასამტკიცებლად ილ.
ჭავჭავაძეს თავის პატარა ამბავში „სახჩობელაზე“ მოჰყავს ასეთი სიტყვები, რომლებიც
შეეხება ბედკრულ ყმაწვილების სკოლაში ცხოვრებას : „მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდან,
მიგვაბარა სალდათის სკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდან ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული
რუსული ლანძღვითა და თრევით, ამოგვართვეს სული ცემატყეპით. ვითმინეთ და ვეღარ
ავიტანეთ, დავკარით ფეხი და გამოვიქეცით!...“ ამით ჩვენი პოეტი ბელეტრისტი
გვიმოძღვრებს, რომ კარგს, სიყვარულით და ცოდნით აღსავსე სკოლას შეეძლო უბედური
ძმები გადაერჩინა დაღუპვისაგან, ხოლო უვარგისმა, ყოველგვარ ღირსებას მოკლებულმა
სკოლამ ხელი შეუწყო, დააჩქარა მათი დანელებაო და მართალიცაა...
IV
მაგრამ ვიდრე სკოლაში სწავლა-აღზრდის ვადა დაუდგეოდეს ყმაწვილს, იმან უნდა შეიძინოს
ადამიანობა სახლში დედ-მამისა და სხვა მახლობელ პირთაგან. ბავშვის აი ამ ზრდას
სახლში, დედ-მამის ოჯახში, ერთგულად ადევნებდა სიცილს ი. ჭავჭავაძე და ისევ 1862 წ.
დაგვიხატა „გლახის ნაამბობი“ სახლში, ურიგოთ აღზრდილ ყმაწვილის უბედუები, როგორც
პირადათ იმ ყმაწვილისათვის, აგრეთვე იმის გარშემო მყოფთათვის. მოვიგონოთ გაბროს
სიტყვები, დათიკოს შესახებ თქმული: „კაი მოგეცა, კაი ბავშვი ის იყო პატარაობისას...
დათიკო, როგორც მოგეხსენებათ მამის ერთა ბავშვის ამბავი, მეტათ გაზვიადებული რამ
იყო, განებივრებული, ერთ ალიაქოთს ასტენდა ხოლმე, რომ ჩემთვის ეწყენინებინათ
რამე“... ეს გაზვიადება, განებივრება ქართულ შეძლებულ ოჯახის სენი იყო და არის, რაც
ასე ხელს უშლის ბავშვის გაადამიანებას და ჩვენებურ ოჯახის წარმატებას... აი
ამისთანა აღზრდაზეა ზედ გამოჭრილი ერთი მეცნიერის სიტყვები: ყმაწვილის აღზრდაში
ძნელი წარმოსადგენია იმაზე უარესი მეტოდი რომლის წყალობითაც ბავშვს ისე ზრდიან, ასე
გონია ამას თავის ოთახიდან გარეთ გამოსვლა არასოდეს არ მოუხდებაო და საუკუნოთ
მოსამსახურეებით გარშემორტყმული იქნებაო...
V
ილ. ჭავჭავაძე ბავშვის აღზრდის საქმეში დიდ მნიშვნელობას აძლევს მაგალითს,
მომატებულად მშობლების მაგალითს; აი რას ათქმევინებს ოთარაანთ ქვრივს სოფლის
განაპირა მცხოვრებ. აგრეთვე ქვრივ დედაკაცის შესახებ, რომელიც წვრილშვილიანი,
უხეირო, უნდილი და ზარმაცი იყო, რის გამო ყმაწვილები ხშირად მშივრები ჰყვანდა: „შე
არ დასცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები! დახე, დახე ამ
წუწკსა, წუწკის შვილს, სამგლე გოჭისავით გათხვირულა, ლუკმა პურის შოვნას უნარი კი
არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებს! შენი მაყურებელი
შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდებიან, შე უბედურის
დღისავ!“ მაგალითის გავლენა ბავშვებზე ეჭვს გარეშეა. მომატებულად თუ მაგალითს
იმისთანა ადამიანში ხედავს, რომელიც ბავშვს უყვარს... ბავშვს კიდევ ხომ დედმამაზე
მეტათ იშვიათათ თუ უყვარს ვინმე... ამიტომაც ამბობს ლ. ტოლსტოი, რომ ყმაწვილის
ნაკლულევანება მომეტებულ შემთხვევაში დედ-მამის ნაკლულევანებააო. აი ამაზე ნაკლება
ფიქრობენ ჩვენებური მშობლები...
ოთარანთ ქვრივმა ინსტინქტიურად, უწიგნოთ იცოდა შვილის აღზრდა. აი რას ამბობს
განსვენებული ილია ქვრივის შესახებ: მინამ ქვრივი თოფ-იარაღს სწმენდა, ძალზე ტიროდა
მოთქმით, მაგრამ „რა თქმა უნდა, რომ ამ ცრემლებს არავის დაანახვებდა, შვილსაც კი,
შვილსაც კი არ შემჩნევინებდა ხოლმე“. ქვრივმა ძალიან კარგათ იცოდა, რომ საყვარელ
დედის თვალში ცრემლის დანახვა ყმაწვილს შეაწუხებდა, დასჩაგრავდა, სარგებლობას კი
არავის რას მოუტანდა. გარდა ამისა, იმას ესმოდა, რომ რასაც დედა ფიქრობს, მოქმედობს
ბევრი იმისთანა რამაა, რომ ყმაწვილმა არ უნდა იცოდეს... მომატებული ნაწილი
ჩვენებური დედებისა კი ისე ლაპარაკობენ ყმაწვილებთან ყველაზე და ყველაფერზე, ასე
გონიათ, იმათი ტოლი ხალხი უდგა გვერდშიო.
არ შემიძლიან აქვე არ მოვიყვანო მასწავლებელთა, და მშობლებისათვის ფრიად საინტერესო
სცენა „ოთარაანთ ქვრივიდან“. „ერთხელ ჯერ გიორგი (ქვრივის შვილი) ათი-თორმეტის
წლისა ძლივს იქნებოდა, — მოგვითხრობს ავტორი, — ერთს მოზრდილს ბიჭს თავისზე პატარა
ბიჭისათვის ქამრის ღილები დაეტყუვნა, მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი
ღილებს არ უბრუნებდა, გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან თამაშობდა თურმე.
ყური მოჰკრა ბალღის გულ ამომჯდარ ტირილს, შეიტყო მიზეზიც, დაანება თავი ემართლებიო.
ამას ხელი ეკრა მეტიჩარასტივის და გადაექცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა და შინა.
მივარდნოდა ურჩი ბიჭი, ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მიშველებოდნენ
გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ ღილები და კარგა
დაეზილათ. თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს წართმეულა ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგათ
იყო დაბეჟილი. ცხვირი გაეტეხათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულის პირი სულ
ჩამოეფხრიწნათ. ცხვირ-პირ დასისხლიანებული გიორგი, გულის პირ ჩამოგლეჯილი შინ
მიუვიდა დედას; დედას ელდა ეცა.
ეგ რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი ? — კუპრაანთ თედომა მცემა.
— რად ?
— თედოს მანასაანთ გილასთვის ქამრის ღილები წაერთმია, ჩვენ გვინდოდა უკანვე
გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა, მომერია. ის დიდია, მე პატარა.
— მერე წაართვით? — წავართვით! — რა უყავით ? — ისევ გოლას მივეცით. დედას იამა და
შუბლზე წარბი გაეხსნა.
– ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტათ. გაიზრდები, დაგავიწყდება . უთხრა შვილს. — არ დამავიწყდება, დაიცა ერთი გავიზარდო! მე ვუჩვენებ, ცემა როგორც უნდა! დედამ
შვილი გულს ჩაიკრა. — სულ ცხონებული მამაა! ცხონებული მამაა, გაიხარა დედამ: უი შენ კი გენაცვალოს დედა
შენი, ჩემო ქებავ და დიდებავ! ეს გულში სთქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ
არა უთხრა რა. ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, — ეს დაატანა .
— აი, ჩემო კარგო, ეხლა ლამაზიცა ხარ და!... წადი შვილო, ითამაშე, ეხლა უფრო
მოგიხდება. ტიროდა განა გოლა? — მაშ?. - გაუხარდა ღილები? — მაშინვე დაჩუმდა, აღარა ტიროდა. პატარა გიორგი გაფრინდა თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ "სათამაშოდ. დედამ უყურა, უყურა გამალებულ შვილს და როცა თვალთაგან მიეფარა, სთქვა: — უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყვანდა და არც შვილი იქნები უარესი“. ამისთანა შემთხვევაში ოთარაანთ ქვრივზე უკეთესად სამაგალითო პედაგოგი ვერ
მოიქცეოდა. ზოგიერთი დედა რომ ყოფილიყო, გასისხლიანებულ შვილის დანახვაზედ ასტენდა.
ერთ წივილ-კივილს, ლანძღვა-წყევლას და ამით ყმაწვილსაც გულს გაუხეთქავდა. ოთარაანთ
ქვრივი კი ისე მოიქცა, რომ ბავშვი ადვილათ დააშოშმინა და ისევ მალე გაისტუმრა
სათამაშოთ ყმაწვილებში, სწორეთ ისე, როგორც არა ერთხელ ხსენებული ჟ. ჟ. რუსსო
ურჩევს მშობლებს: თუ ბავშვი წაიქცა და გაიტეხა რამე, თქვენ შეშინებულებმა
ყმაწვილთან მიაქრობა კი არ უნდა დაიწყოთ, არამედ არხეინად უნდა უჩვენოთ თავი,
პირველ ხანათ მაინც, რადგანაც ყმაწვილი რომ გაიტეხს ხოლმე რასმე ან გაიჭრის,
ტკივილი ნაკლებად აწუხებს, ვიდრე შიში. ამიტომაო, ამბობს იგივე ფილოსოფოსი, არამც
თუ არა ვცდილობ რომ ჩემმა მოწაფემ არაფერი იტკინოს რა, არამედ ძალიან უკმაყოფილო
დავრჩები, თუ რომ თავის დღეში არაფერს იტკენს, ვინაიდგან ტანჯვა-გაჭირვება
უპირველესი საგანია, რაც მან უნდა შეისწავლოს. მაგრამ ამასთანავე უნდა მიეჩვიოს გაჭირვების დროსაც მაგრად ყოფნას და
არაოდეს არ მიეცეს სულით დაცემას — სასოწარკვეთილებას. ქვრივს თავისი ერთად-ერთი პირმშო შვილი ძალზე უყვარდა: „დედამიწის ზურგზე იმის მეტი
სიხარულ და ლხენა სხვა არა ჰქონდა რა, რომ შვილისათვის ეცქირა, შვილისთვის ეცოცხლნა
„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“, იტყოდა ხოლმე დედა თავის
გულში, როდესაც შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა. „ხომ ასე უყვარდა, მაგრამ თავის დღეში არავისათვის შეუტყობინებია, რომ შვილი ისე
გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულის ნადებს. მარტო ეს იყო, რომ
შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში ავის სიტყვით არ მოიხსენებდა, თუმცა
ხშირად კი სტუქსავდა. - შვილი, რომელიც სხვისაგან თავზედ ფრინველსაც არ გადიფრენდა
და ფეხ-ქვეშ ჭიანჭველას არ გაიტარებდა, დედას თავის დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა,
რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა. — მართალია და იმიტომაო, იტყოდა ხოლმე თავის თავად გიორგი. ბრალი ჩემია და ტუქსვაც
ჩემზედ ახიაო. არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოთ, ტყუილა უბრალოდ
დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს დააჯერებდა, რომ დედა
მართალია. „ოთარაანთ ქვრივის“ ავტორის აზრით, დედის სიყვარული არ უნდა იყოს მეტად
გამოაშკარავებული, როგორც ეს საზოგადოთ არის მიღებული ჩვენში —წარა-მარა ხვევნა
კოცნა, განებივრება, მიკერძება და დაქომაგება... რაც მალე შეიგნებს ქართველი დედა
ბავშვის განებივრების მავნებლობას, მით უკეთესია, რადგანაც სხვა არა იყოს რა, ერთი
მეცნიერის აზრით, განებივრებული, გაფუფუნებული ყმაწვილები უფრო მეტნი იხოცებიან,
ვიდრე სხვები... ყმაწვილი არ კი უნდა გავანებივროთ, არამედ საჭირო და სასარგებლო
მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შევუსრულოთ, მაგრამ თუ ისეთი რამ მოითხოვა, რაც მისთვის
მავნებელია, რის შესრულება ყოვლად შეუძლებელია, ისეთი ცივი უარი უნდა ვუთრათ, რომ
ვერც იმისმა გაბუტვამ, ვერც ტირილმა ვეღარ გადაგვათქმევინოს... და სწორეთ აქ არის
ჩამალული აღზრდის საიდუმლოება... ამისათვის კი ბუნებრივი ნიჭი, ცოდნა და მტკიცე
ხასიათია საჭირო... VI. „მეორეთ დაბადება“ (რუსსოს სიტყვებით რომ ვთქვათ) ე. ი. სქესებრივ სიმწიფის
დასასყისი, 18—19 წელი, კაცის სიცოცხლეში ერთი თვალსაჩინო კრიზისთაგანია და აი
სწორეთ ეს ხანა მეტათ აწუხებს სიყვარულით აღსავსე დედის გულს ოთარაანთ ქვრივს. — რა ვუყოვო?.. ფიქრობდა ხოლმე ქვრივი: ცოლქმრობის საქმე ცაში რიგდებაო, სჩანს
ღმერთს ჯერ არ მოუნდომებია. დრო კი უთხრობს: მაგ ხნის ბიჭებს (გიორგი მაშინ 21 წლ.
იყო) შვილებიცა ჰყავთ“ და სხ... ჩვენი დედები ამ მძიმე კითხვის შესახებ ფიქრობენ ან
კითხულობენ რასმე? არა მგონია! ზოგიერთებს აზრათაც არ მოსდით ამისთანა „უბრალო“
კითხვები, ზოგნი კი დარწმუნებულები არიან, რომ იმათი „ჯეელი“ შვილები ისეთსავე
გარყვნილების მორევში არიან ჩაფლულნი, როგორათაც ოდესმე და იქნება ეხლაც, მათი
ქმრები; ხოლო შემდეგ მათი შვილები ისევე დაცოლშვილდებიან, როგორათაც მათი ქმრები
დაცოლშვილდნენ... იმაზე კი აღარა ფიქრობენ, თუ რამდენი ნადგურდება, იხრწნება
სულიერათ და ხორციელათ, ვიდრე ქმრობას ეღირსებოდნენ... ამ საგნის შესახებ უცხო
ენებზე და რუსულზე ბევრი დაწერილა და ეხლაც იწერება, მხოლოდ ჩვენს ენაზე და ჩვენ
კურთხეულ ქვეყანაშია უყურადღებოთ დატოვებული ეს უდიდესი საკითხი თანამედროვე
ჰიგიენისა... ოთარაანთ ქვრივი თავს ატეხს ამ მძიმე საკითხს სწუხს და იტანჯება, ღამეებს ათენებს
ამ საკითხის გადასაწყვეტად და ბოლოს იმ დასკვნამდის მიდის, რომ „დაუდუღარს მაჭარს
სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გახეთქსო“. სრული ჭეშმარიტებაა და ამასთანავე
საუცხოვო შედარებაა დაუდუღებელ მაქართან ჭაბუკობის შედარება. საკითხი სამაგალითოთ
არის დაყენებული!.. ეხლა ქართველ მშობლებისა და პედაგოგების საზრუნავი ის უნდა
იყოს, რომ, შეძლებისა და გვარათ, ხელი შეუწყონ, რათა ამ დაუდუღარ მაჭრის ქვევრის
მოხდა იმ ხერხითა და ისეთ დროს მოხდეს, რომ არც არაფერი ქვევრს ევნოს და არც
მაჭარს... არამედ მაგარი, კარგი ფერისა და გემოს ღვინო დადგეს!.. ოთარაანთ ქვრივმა
„ბუყბუყა“ მაჭარი თავის ნებაზე მიაგდო... თუ იქ, სოფელში, ბუნების შვილი, ბუნების
ანაბარათ დატოვებული „ბუყბუყმა“ სამარის კარამდის მიიყვანა, მაშ რა დამამხობელი
შედეგი უნდა ჰქონდეს ამ სიჭაბუკის ბუყბუყს ქალაქ ალაგას, სადაც აუარებელი
ხაფანგებია დაგებული სიჭაბუკის დასაღუპავად და გასათახსირებლად? ეს ცხადი უნდა იყოს ყველასათვის, ვისაც ცოტათ მაინც არის თვალი უდევნებია
თანამედროვე. ახალ-გაზდობისა და პედაგოგიურ ლიტერატურისათვის. * * *
ამნაირად, ჩვენი სახელოვანი პოეტ-ბელეტრისტის მოთხრობებში მრავალი პედაგოგიური
კითხვებია წამოყენებული, რომელთა განმარტება და შეგნება ჩვენთვის აუცილებლად
საჭიროა. ზემოთ ნათქვამიდან სჩანს, რომ ილ. ჭავჭავაძეს მწერლობის ასპარეზზე
გამოსვლისთანავე მიუქცევია ყურადღება ამ დიდი საქმისათვის. ყრმათა ზრდისათვის... ეს
ასეც უნდა ყოფილიყო: ის მგოსანი, რომელიც ყმაწვილებს უგალობდა: მას დედის ტკბილი ძუძუ ხმათაც შეერგება,
მამულისთვის სიკვდილი ვისაც დაზარებია“-ო უეჭველია იმაზედაც იზრუნებდა, რომ ის ყრმა ამ დიადი საქმის ასასრულებლად ყოფილიყო
საღი გონებითაც და სხეულითაც. ქართველი მშობლები და მასწავლებლები თავიანთის მხრივ
იმდენად დაამტკიცებენ უკვდავ ილ. ჭავჭავაძისადმი სიყვარულსა და პატივისცემას,
რამდენადაც ხელს შეუწყობენ ქართველი ახალგაზდობის წესიერს, თანამედროვე მეცნიერების
მოთხოვნილებისა დაგვარათ აღზრდას გონებრივად, ფიზიკურად და ზნეობრივად. რადგანაც ეს
აუცილებლად საჭიროა ახალგაზდობისათვის, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ. — „რომ დღენი ისე არ დალიოს,
მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს“...
ასე განებივრებულ დათიკოს მშობლები გზავნიან ქალაქში და საცხოვრებლად აყენებენ
ვიღაც დედაბერთან, რომელსაც ბავშვის აღზრდისა ისევე არა გაეგებარა-რა, როგორც
დათიკოს მშობლებს, ეს უპატრონოთ მიტოვებული ყმაწვილი მალე იწყებს გარე გარე სიარულს
და მერე მამლის ყივილამდის სახლში აღარ შემოდის... ვინ იცის ეს ღამ-ღამე წანწალი
სადამდის მიიყვანდა დათიკოს, თუ მამის სიკვდილს ქალაქში საკმაოთ „განსწავლული“
თავადი სახლში არ დაებრუნებინა... პატარა დათიკოს ცუდათ აღზრდის დასურათებით ილ.
ჭავჭავაძემ ჯერ ისევ მესამოცე წლების დასაწყისში გააფრთხილა ჩვენი „მოწინავე“
საზოგადოება და მიუთითა ცუდი აღზრდის შედეგებზე, მაგრამ, სამწუხაროთ, ჩვენმა
საზოგადოებამ ჯეროვანათ ვერ ისარგებლა დიადი აზრების საუცხოვო დასურათებით...
რამდენი მინახავს შეზარხოშებული ქართველი შვილს რო არიგებდა — ღვინო არ დალიოვო...,
თვითონ დღე და ღამ პაპიროზის ბოლში იხრჩობა და შვილს კი დარიგებას აძლევს —
პაპიროზი არ მოსწიო — მავნებელიაო. ან კიდევ სწავლისა და კითხვის საჭიროებაზე
უქადაგებს — თვითონ კი არც წიგნს და არც გაზეთს ხელში არ აიღებს და არ ჩაიკითხავს.
არ იციან ამ გვარმა უბედურმა მშობლებმა, რომ თავიანთი ქცევით უნდა უჩვენონ შვილებს
ცხოველი მაგალითი და არა ცარიელი სიტყვებით. არ იციან რომ შვილების აღზრდისათვის
მათი აღზრდაა საჭირო...