The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


26.06

1886    
    
26 ივნისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 25 ივნისს“ („დღეს ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა ბ-ნ დიმიტრი ყიფიანის წერილი...“) თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი და საადგილმამულო ბანკი“. გაზეთის იმავე ნომერში ქვეყნდება დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება („ბატონო რედაქტორო“) ბანკთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 395; გაზ. „ივერია“, 1886, 26 ივნისი, № 136, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 152.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1887    
    
26 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ივნისი“ („თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რა არის თავისუფლება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 26 ივნისი, № 129, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 442.

    
1897    
    
26 ივნისი   
    
შეთანხმებას აფორმებს იაგორ გურგენიძესთან საგურამო-წიწამურის მამულების გაყოფაზე და თბილისის საოლქო სასამართლო პალატას მიმართავს მისი დამტკიცების თხოვნით.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 25–26, 1971, გვ. 336–337.

პირთა ანოტაციები:

გურგენიძე იაგორ დავითის ძე

წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი.

    
1900    
    
26 ივნისი    
    
ბერლინში მიმავალი ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ერთი დღით გზად ჩერდებიან ვარშავაში სასტუმრო „ევროპეისკაიაში“.   წყარო:

გ. შარაძე, „ილია ჭავჭავაძე - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება“,1990, ტ. 2, გვ. 260.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1902    
    
26 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისის 26“ („ეს რამდენიმე დღეა, რაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული საგალობლების მნიშვნელობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 26 ივნისი, № 133, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 476.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 714-715.