გაზ. „დროება“, 1879, № 38, გვ. 1-2. გაზ. “დროება“, 1880, 21 თებერვალი, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 88. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე. გაზ. „დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო
პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო
კონიაკის დასაძველებელი საწყობი. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845) თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი. საისტორიო მოამბე, ტ. 37-38, 1978, გვ. 46. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 27; გაზ. „ივერია“, 1886, № 42, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 382. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 564—567, გაზ. „ივერია“, 1887, 21 თებერვალი, № 38, გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 125. გაზ. «Новое обозрение», 1888, № 1441. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1889, 21 თებერვალი, № 38 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 89. გაზ. „ივერია“, 1890, 21 თებერვალი, № 39, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 500. „ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილმამულო ბანკისა 1 იანვრისათვის 1890
წლისა“, გაზ. „ივერია“, 1890, № 39. გაზ. „ივერია“, 1892, 21 თებერვალი, № 39, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა 1892, 20/
II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 521. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 70.
პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების
შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების
მდივანი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დათეშიძე სამსონ ნიკოლოზის ძე ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4515. პირთა ანოტაციები: ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) - პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. საქართველოს ეროვნული არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 481, საქმე 778, ფ. 17; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 159; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 220, 478. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კახიძე ვასილ ბესარიონის ძე პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშ წ-კგ საზოგადოების რწმუნებული თელავში. ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 392, ფოტოპირი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 219, 477-478. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1879
21 თებერვალი
გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ ქვეყნდება ცნობა ულუკმაპუროდ დარჩენილ
ქობულეთელთა სასარგებლოდ ლიტერატურული საღამოს გამართვისა და მასში ილია
ჭავჭავაძის მონაწილეობის შესახებ.
წყარო:
1880
21 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საფუძველი
კავკასიის უნივერსიტეტისა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
21 თებერვალი
მონაწილეობს დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული სათეატრო
ამხანაგობის კრებაში. იხილავენ დიმიტრი ყიფიანის წინადადებებს:
დეკლამაციისა და დიქციის კლასების გაუქმების, გიორგი წერეთლის პიესისთვის „ოჯახის
ასული“ ჯილდოს მინიჭებისა და ამხანაგობის წევრად მიხეილ ბებუთაშვილის
მიღების შესახებ. შემოთავაზებულ წინადადებებს მხარს უჭერს კრების
მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც ხდება დიმიტრი ყიფიანის განაწყენებისა
და ამხანაგობიდან გასვლის მიზეზი.
წყარო:
1881
21 თებერვალი
ბათუმის სკოლის გახსნის დაგვიანების გამო დეპეშას უგზავნის ბათუმში
ალექსანდრე ნანეიშვილს და სთხოვს, აცნობოს სკოლის გახსნის თარიღი.
წყარო:
1886
21 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 თებერვალს“ („ვიდრე გერმანიის ვითარებას შევუდგებოდეთ...“). თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები ევროპაში“.
წყარო:
1887
21 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 თებერვალი“ („ჩვენ მინამ მოვიყვანდეთ ჩვენ
მიერ წინა წერილში დაპირებულ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“
წყარო:
1888
21 თებერვალი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მისი ლექსის „გახსოვს, ტურფავ...“
დავით ერისთავისეული რუსული თარგმანი.
წყარო:
1889
21 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 თებერვალი“ („დიდი ხანია ლაპარაკი იყო, რომ აქაური სასულიერო წოდება
აპირობს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საისტორიო
მუზეუმის დაარსების გამო“.
წყარო:
1890
21 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 თებერვალი“ („ერთი დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის მოწყობილობისა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლად ხარჯის მოკრების და მისი
შენახვის ნაკლი“
წყარო:
21 თებერვალი
მისი და სხვათა ხელმოწერით გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1890
წლის 1 იანვრისთვის.
წყარო:
1892
21 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 თებერვალი“ („ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო
წერილი, რომელსაც სახელადა აქვს „ხმა შორიდამ...“) მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.
წყარო:
1895
21 თებერვალი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ ნიკოლოზ
ბარათაშვილის ლექსების დასაბეჭდ და ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის
წიგნების მისაწოდებელ ხარჯებს. სამადლობელ წერილს უგზავნიან მოსკოვის
არქეოლოგიურ საზოგადოებას კავკასიის არქეოლოგიური მასალების სამი ტომის
გამოგზავნისთვის. დიმიტრი ფავლენიშვილის ნაცვლად ხაზინადრად დროებით ნიშნავენ
გამგეობის წევრ პედაგოგ ნიკო მთვარელიშვილს. განიხილავენ იაკობ გოგებაშვილისა
და ნიკო მთვარელიშვილის შენიშვნებს ქუთაისელი პედაგოგის სამსონ დათეშიძის მიერ
მომზადებული „დედა ენის“ შესახებ და თანხმდებიან, რომ მისი გამოცემა არსებული
სახით მიზანშეწონილი არ არის.
წყარო:
1897
21 თებერვალი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი
ნაწყვეტი მოთხრობიდან „კაცია – ადამიანი?!“
წყარო:
1901 21 თებერვალი
რაფიელ ერისთავის გარდაცვალების გამო ქშწ-კგ საზოგადოების სახელით სამძიმრის
დეპეშას უგზავნის თელავში მწერლის სიძეს, ვასილ კახიძეს.
წყარო:
1901
21 თებერვალი
მონაწილეობს ქართველი საზოგადოების თათბირში, რომელიც განიხილავს
განსვენებული რაფიელ ერისთავის ხსოვნის უკვდავსაყოფ ღონისძიებებს. იღებენ
გადაწყვეტილებას, რომ გვირგვინების დამზადების ნაცვლად თანხა რომელსამე
საქველმოქმედო საქმეს მოახმარონ. თათბირის შემდეგ კიდევ ერთ დეპეშას უგზავნის
თელავში რაფიელ ერისთავის ოჯახს და ატყობინებს ქართველი საზოგადოების სურვილს
რაფიელ ერისთავის ნეშტის თბილისში დაკრძალვის შესახებ.
წყარო:
1907
21 თებერვალი
მიემგზავრება რუსეთში, სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.