
„თბილისის აზნაურობის საგანგებო კრება ბანკის საქმეზედ“, გაზ. „დროება“, 1874, №
439, გვ. 1-2; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7. 7-8. დოკუმენტი: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 6. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების
სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის
ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 5 სექტემბერი, № 191, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII,
1928, გვ 368. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 306. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 122. პირთა ანოტაციები: გრენი ალექსეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1862) რუსი ორიენტალისტი, გაზ. „კავკაზის“ თანამშრომელი, კიევის უნივერსიტეტის დოცენტი,
თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი, მეგრული ანბანის ერთ-ერთი ავტორი. ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918) პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.
პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17599; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 83-84; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 90; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 143-144, 435. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.
1874
5 სექტემბერი
თსს ბანკის კრებაზე 138 ხმით 12-ის წინააღმდეგ ირჩევენ მის მმართველად.
წყარო:
1884
5 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას
ხელთუბნის სკოლის მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე. მოთხოვნილი წიგნები
ეგზავნება წინამძღვრიანთკარის სკოლას, ხოლო სახელმძღვანელოები, სასწავლო
ნივთები და თანხა წამლების შესაძენად - სოფელ სურების სკოლას. სურამიდან
იღებენ საქველმოქმედო წარმოდგენიდან შემოსულ თანხას. მადლობას უცხადებენ
ილია ოქრომჭედლიშვილს საზოგადოებისთვის ანდრეევის (ამჟამად გ. ჩუბინაშვილის)
ქუჩაზე მდებარე შენობის შემოწირვის გამო. იღებენ გადაწყვეტილებას
ალექსანდრე ყაზბეგის წიგნების შესყიდვის თაობაზე.
წყარო:
1886
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 4 სექტემბერი“ („ჩვენ წინადვე ვსთქვით,
რომ ზოგადმა ელემენტმა საკუთრებისამ თავი ხიზნობაში შეაფარაო...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
5 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხელთუბნის სკოლას
ეგზავნება მოთხოვნილი სასწავლო ნივთები და სახელმძღვანელოები. ალექსეი
გრენის თხზულებას ქართული ენის შესახებ სარეცენზიოდ გადასცემენ დავით
ბაქრაძეს.
წყარო:
1890
5 სექტემბერი
საპასუხო წერილს უგზავნის ქუთაისში ალექსანდრე ნანეიშვილს. ურჩევს, რომ
ქუთაისის ბანკის შესახებ ბროშურაზე გამომცემლად ვინმე ადგილობრივი პირი
იყოს მითითებული, რომ ილია ჭავჭავაძეს არ მიეწეროს მისი
გამოცემ-აგავრცელება.
წყარო: