The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.04

1880    
    
29 აპრილი   
    
გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრულს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“  წყარო:

გაზ. „დროება“, 1880 , № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 586.

    
1881    
    
29 აპრილი    
    
გაზეთებში იბეჭდება თსს ბანკის 1880 წლის მუშაობის ანგარიშის მეორე ნაწილი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 87, გაზ. «Кавказ», № 94.

    
1882    
    
29 აპრილი    
    
თავმჯდომარეობს თსს ბანკის სხდომას და კითხულობს განვლილი წლის ანგარიშს.  წყარო:

„დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 2.

    
1886    
    
29 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 აპრილს“ („აპრილის დასასრული და მაისის დასაწყისი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებათა საანგარიშო კრებები“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 590.

    
1887    
    
29 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 აპრილი“ („როგორც წინად მოგახსენეთ, ავლაბრელების ნაჭერი მიწები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 659-662, გაზ. „ივერია“, 1887, 29 აპრილი, № 84, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 270.

    
1889    
    
29 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეხუთე („მოგვითხრა რა თავისებური ისტორია მოსოხთა...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 29 აპრილი, № 89; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955.

    
1892    
    
 29 აპრილი   
    
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცემს ნიკოლოზ ბარათაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იოსებ დავითაშვილისა და მამია გურიელის თხზულებათა გამოსაცემი ფონდის შესაქმნელად „ივერიის“ რედაქციაში შეკრებილ 3081 მანეთს და 19 კაპიკს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ქვითარი № 73, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 15.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887)

თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა მიაჩნდა.

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891)

გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

    
1893    
    
27-29 აპრილი   
    
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას კახეთის დამშეული სოფლებისათვის ბანკის მოგებიდან თანხის გამოყოფის შესახებ   წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3204-3208, 3210-3212; გაზ. «Кавказ», 1893, № 104-108, 110-113.

    
1895    
    
29 აპრილი   
    
ცალკე ბროშურად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე.  წყარო:

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რარიტეტის განყოფილება, ნიკო ნიკოლაძის არქივი № 50/16; Объяснительная записка по предмету невыдачи Тифлисским дворянским земельным банком закладных листов заемщикам на руки, Тиф., 1895; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

პირთა ანოტაციები:

ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)

რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935)

ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

    
1897    
    
29 აპრილი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 აპრილი“ („ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 29 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 357; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 181.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.