The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.11

1870    
     

10 ნოემბერი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გლეხ ეკალაძის საჩივარს ეგიაზარ ალექსიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება მომჩივნის მიწიდან ძნების გატანას. სასამართლო ალექსიშვილს დამნაშავედ ცნობს, უსჯის ექვსი დღით პატიმრობას, მომჩივნისთვის ზარალის ანაზღაურებას და სასამართლო ხარჯების დაფარვას.

 

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ. 22, ფურ. 16; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 428.

პირთა ანოტაციები:

 ეკალაძე

დუშეთის მაზრის მკვიდრი, დროებით დაქირავებული გლეხი.

ალექსიშვილი ეგიაზარ

დუშეთის მაზრის მცხოვრები.

     
1873    
     
10 ნოემბერი    
     
იღებს მეუღლის ბარათს, რომლიდანაც იგებს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაემგზავრა კახეთში.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 155-157, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1877    
     
 10 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ აქვეყნებს მეთაურს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება“. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება მისი „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („ჩვენებმა ყარსი აიღეს...“).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 491- 494, 711- 713; გაზ. „ივერია“, 1877, № 37, გვ. 1-3, 6-8; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 120, 124.

     
1882    
     
10 ნოემბერი    
     
ესტატე მჭედლიძე, „ბოსლეველის“ ფსევდონიმით, გაზეთ „შრომაში“ განაგრძობს ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომერზე დაწერილი რეცენზიის ბეჭდვას./td>   წყარო:

გაზ. „შრომა“ 1882, № 44, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.

     
1884    
     
10 ნოემბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ეუბნებიან ჟურნალ „ნობათის“ გამომცემელს, ანდრია ღულაძეს თანხის სესხებაზე, რადგან ეს ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგება. განიხილავენ სოფელ დირბში იერუსალიმის მონასტრის კუთვნილი მამულების გამგებლის წინადადებას იქ სკოლის დაარსების შესახებ.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 24.

პირთა ანოტაციები:

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

     
1887    
     
10 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („საერო განათლება ისეთი საგანია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პირველდაწყებით სკოლებში სწავლების გაუმჯობესების საკითხი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 10 ნოემბერი, № 235, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 605./td>

     
1888    
     
10 ნოემბერი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერი და ისტორია“.რია“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 848-852; გაზ. „ივერია“, 1888, 10 ნოემბერი, № 237 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ .IX, 1929, გვ. 124-128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 385.

     
1891    
     
 10 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („სიმინდი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ და იმერეთში საკუთრივ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიმინდის საქმე იმერეთში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 10 ნოემბერი, № 240, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 47

     
1898    
     
10 ნოემბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეს ქარვასლაში გადატანის, შენობის გასარემონტებელი ხარჯების დაფარვისა და მომსახურე პერსონალისთვის განვლილი თვის ხელფასების მიცემის თაობაზე. გომარეთის სკოლის მასწავლებელს ეგზავნება სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელოები და ორი თვის ხელფასი.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 205.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

     
1899    
     
10 ნოემბერი    
     
სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრ მიხეილ გრუზინსკისთან ერთად საპროტესტო წერილს აქვეყნებს გაზეთ „კავკაზში“. საქმე ეხება „ტიფლისკი ლისტოკში“ დაბეჭდილ ინფორმაციას თსს ბანკის ბაქოს განყოფილებიდან 50 ათასი მანეთის გაფლანგვის შესახებ.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37–38, 1978, გვ. 329–330; „Кавказ“, 1899, № 296; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 201-204, 465-466.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935)

ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

     
1901    
     
10 ნოემბერი    
     
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე, მდივან პეტრე მირიანაშვილთან ერთად ოფიციალური წერილით ატყობინებს ალექსანდრე ყიფშიძეს ქშწ-კგ საზოგადოების ნამდვილ წევრად არჩევას და სთხოვს საწევროს გადახდას.   წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 1255-ხ; „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 331-332; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 221, 479.

პირთა ანოტაციები:

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.