The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


3.05

1880 3 მაისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საზოგადო ჭირს საზოგადო შველა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 3 მაისი, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 108.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 648.

    
3 მაისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 3 მაისი, № 93, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 111.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 649.

    
1882    
    
3 მაისი    
    
სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ამომრჩეველთა დაჟინებული მოთხოვნით კენჭისყრის გარეშე, ერთხმად ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 5 მაისი, № 91.

    
1887   
    
    
3 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 2 მაისი“ („თუნდ დავანებოთ იმას თავი, რომ საჯარო ვაჭრობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 674-676, გაზ. „ივერია“, 1887, 3 მაისი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 288.

    
 3 მაისი    
    
ვერ ახერხებს ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე წასვლას. მისი სახელით იუბილარს ყვავილების გვირგვინს გადასცემს და მის მისალოც წერილს უკითხავს ანდრია ღულაძე.  წყარო:

თეატრალური მუზეუმის ფონდი, ავტოგრაფი 757; გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 391; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 122, 423.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

    
1897    
    
3 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 მაისი“ („ისტორია არუთინოვის ტრიხინებისა არანაკლებ საოცარია...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცდომით დაიბეჭდა სათაურით „პატარა საუბარი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 3 მაისი, № 85, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 369.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

    
1898    
    
3 მაისი    
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას წერილი „ჩვენებური საქმიანობა. სენაკის სკოლა“, რომელშიც იგი სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებში ქშწ-კგ საზოგადოებასა და მის გამგეობას ადანაშაულებს.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 19.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1900    
    
3 მაისი   
    
 კიტა აბაშიძე გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „პოლემიკა „კვალის“ თანამშრომლებთან ან. ფურცელაძის წერილის გამო“, რომელშიც განმარტავს, რატომ მოითხოვენ ნოე ჟორდანია და მისი მომხრეები „ახალ-მოსულის“ მიერ თავისი ფსევდონიმის გახსნას. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანების ერთადერთი იარაღი ჭორების მოგონებაა და თუ გაიგებენ, ვინ არის მათი მამხილებელი, ეცოდინებათ, ვის წინააღმდეგ აამოქმედონ ეს იარაღი.  წყარო:

კიტა აბაშიძე, „პოლემიკა „კვალის“ თანამშრომლებთან ან. ფურცელაძის წერილის გამო“ გაზ. „ივერია“, 1900, № 95, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1902    
    
 3 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძე აპირებს ლიტერატურული კრებულის გამოცემას.   წყარო:

გაზეთ „ივერია“, 1902, № 93.

    
1903    
    
3 მაისი    
    
იღებს წერილს ანტონ ფურცელაძისგან. იგი იწონებს თსს ბანკის დამფასებელთა რაოდენობის მომატებას, რადგან საქმეს ძნელად აუდიოდნენ. მადლობას უხდის მისი ვაჟის დახმარებისთვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 613.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.