The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


28.01

1861   
    
  28 იანვარი   
    
წერს ლექსის „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი...“) რამდენიმე ვარიანტს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №№ 108 გვ. 151; ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 4, გვ. 519- 520.

    
1863    
    
28 იანვარი    
    
წერილს იღებს ოლღა გურამიშვილისგან, რომელშიც იგრძნობა, რომ ადრესანტი რაღაცაზე შეწუხებულია. ხელმოწერით „შენი ილიკო ჭავჭავაძე“, უგზავნის პასუხს და სთხოვს, იმ საღამოსვე მისწეროს, რა აწუხებს. უბოდიშებს, რომ არეულად წერს, რადგან სახლში უამრავი სტუმარი ჰყავს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 224; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 93; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 403-404; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 18-19, 324.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
28 იანვარი    
    
თეატრში ხვდება ცენზორს, რომელიც სთავაზობს მოსალაპარაკებლად მისვლას  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 225; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 20-21.

დათარიღება:

დრო მითითებულია 29 იანვრის წერილში.

    
1872   
    
 28 იანვარი    
    
გრიგოლ ორბელიანის ლექსის „პასუხი შვილთა“ საპასუხოდ წერს და საზოგადოებაში ავრცელებს პამფლეტს „პასუხის პასუხი“. ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, ვ.166; № 120.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

    
1875    
    
28 იანვარი    
    
თსს ბანკის დამფუძნებელთა კრებაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს წესდების საკითხთა განხილვაში  წყარო:

გაზ. „დროება“, 1875 № 13, გვ. 1.

    
1882    
    
28 იანვარი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ახალციხის ქალთა სკოლისთვის სახელმძღვანელოებისა და ავეჯის, ხოლო ახალქალაქის სკოლისთვის შენობის თანხის გამოყოფის საკითხებს; ამტკიცებენ სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს; ყურადღებას ამახვილებენ საყმაწვილო ჟურნალის გამოცემის აუცილებლობაზე. აკმაყოფილებენ ბათუმის სკოლის თხოვნას სასკოლო ნივთების მიწოდებაზე. ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ ინფორმაციის შეკრებას სოფელ ჯოლობანში არსებული კერძო სკოლის საჭიროებათა შესახებ. არ იზიარებენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის მოთხოვნას წინარეხის სკოლის გეგმის კირილ იანოვსკისეული პროგრამის მიხედვით დამტკიცებაზე; იღებენ დადგენილებას, რომ რუსულის სწავლება დაიწყოს მეორე წლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ზრდიან სწავლების მთლიან ხანგრძლივობას სამიდან ოთხ წლამდე, რომ რუსულ ენას იმდენივე დრო დაეთმოს, რამდენსაც იანოვსკის გეგმა ითვალისწინებს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 53.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

    
1886    
    
 28 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 იანვარს“ („რუსეთში დიდი ხანია დიდი სჯა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლეხკაცობა და საკომლო მამული“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 266; გაზ. „ივერია“, 1886, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 320.

    
1887    
    
28 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („ინგლისის სამინისტრომ ხმა პატარა დაიმდაბლა...“), მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სალუსბერის სამინისტროს გასაჭირი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 28 იანვარი, № 20, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 73.

    
28 იანვარი    
    
ესწრება აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერის“ პრემიერას.  წყარო:

„ქართული თეატრი“, გაზ. „ივერია“, 1887, 31 იანვარი № 23, გვ. 2; ი. გომელაური, მოგონებათა ეპიზოდები ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 81.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

    
1888    
    
28 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („ჩვენა ვსთქვით წინა წერილებში, რომ მილდიუ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 28 იანვარი, № 20 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 42.

    
1889    
    
28 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („არიან ზოგი იმისთანა ქვეყნები, საცა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრესა და პირადობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 28 იანვარი, № 21 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 58.

    
1890    
    
28 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („საკვირველი კაცი ბძანდება ეხლანდელი ახალგაზდა იმპერატორი გერმანიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალგაზრდა იმპერატორ ვილჰელმის დაინტერესება მუშა ხალხის ბედით  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 28 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 477.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

 

    
1892    
    
28 იანვარი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ პარასკევა დადიან-ვიტგენშტეინისას, ხაზინადრად – დიმიტრი ფავლენიშვილს და მდივნად – ნიკოლოზ მთვარელიშვილს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 168.

პირთა ანოტაციები:

დადიანი-ვიტგენშტეინისა პარასკევა ალექსანდრეს ასული (1847-1919)

რუსი გენერლის - ფერდინანდ კარლოს ძე ვიტგენშტეინის მეუღლე.

ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე

 თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

    
1893    
    
28 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ იწყებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („ჩვენის ფიქრით, მხოლოდ მაშინ ვერას დაამუნათებს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 28 იანვარი, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 148.

    
1894    
    
28 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („მოგეხსენებათ, კახეთის მემამულეთა შორის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 28 იანვარი, № 21, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 16, 505-506.

    
1896    
    
28 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ ამთავრებს ვრცელი ფელეტონის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ეხლანდელის სიბრძნე-სიცრუისა...“).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 28 იანვარი, № 22, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 189.

    
28 იანვარი გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („მოსკოვსკიე ვედომოსტი“ (№ 20) თავისს მეთაურ წერილში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ მობოდიშების თაობაზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 28 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 198.

    
1901    
    
28 იანვარი   
    
საპასუხო წერილს უგზავნის იტალიელ ფილოლოგ ედგარდო მადალენას. კარლო გოლდონის თარგმანებთან დაკავშირებით აცნობებს, რომ ქართულად ერთადერთი პიესაა თარგმნილი, რომელსაც სათაურად აქვს: „ბუზღუნა კეთილისმყოფელი, ან როგორც ჰქუხს ისე არა წვიმს“. რამდენადაც თარგმანში სათაური შეცვლილია, ტექსტის იდენტიფიცირებისთვის სწერს მთავარი გმირების სახელებს: ვალერია და პიკარდა.  წყარო:

ავტოგრაფი, გოლდონის სახლის ფონდი; ზაირა სტურუა, „ილია ჭავჭავაძე და ედგარდო მადალენა“. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1986, № 10, 4 ივლისი, გვ. 12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 219, 476-477.

პირთა ანოტაციები:

მადალენა ედგარდო (1867-1909)

იტალიელი მეცნიერი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბავშვობიდან იყო გატაცებული კარლო გოლდონის შემოქმედებით.

გოლდონი კარლო (1707-1793)

იტალიელი დრამატურგი