ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 138-140. დათარიღება: დრო მითითებულია მეუღლისთვის 6 სექტემბერს გაგზავნილ წერილში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 452; გაზ. „ივერია“, 1886, 7 სექტემბერი, № 193, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ 215. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 354. გაზ. „ივერია“, 1888, 7 სექტემბერი, № 187, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 306. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა.
ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც
რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.
ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 173. პირთა ანოტაციები: ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე (1866-1919) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ჟ. “განათლების” დამაარსებელი.
1873
7 სექტემბერი
საბანკო საქმიანობის შესასწავლად მიემგზავრება მოსკოვიდან პეტერბურგში,
სადაც ბინავდება ქარავნის ქუჩის № 18-ის ბინა № 7-ში, მაგრამ ბანკის
წესდების დამტკიცება უსაშველოდ ჭიანურდება.
წყარო:
1886
7 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
6 სექტემბერი“ („სასოფლო მართველობის ახლად შედგენილს პროექტში...“).
მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „სოფლის მართველობის რეფორმის
საკითხები“, ხოლო ოცტომეულში - „სასოფლო მმართველობის ახალი პროექტი“.
წყარო:
1888
7 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
6 სექტემბერი“ („იმპერატორი გერმანიისა ფრიდრიხი რომ გარდაიცვალა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვილჰელმ II-ის სურვილი
ალაგმოს სამინისტროებისა და ბისმარკის თვითნებობა “.
წყარო:
1898
7 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება
სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები. არ კმაყოფილდება საზოგადოების ცალკეულ
წევრთა და სამეგრელოს თავადაზნაურთა წინადადება სენაკის სკოლის საკითხის
განსახილველად კიდევ ერთი, საგანგებო კრების მოწვევის შესახებ. ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წინადადებას სკოლაში სწავლის
გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით განსახილველად უბრუნებენ სკოლის
მზრუნველთა კომიტეტს. სახელმძღვანელოებს უგზავნიან ასკანის სკოლის
მასწავლებელს და პედაგოგიური კურსების გავლის დროს დახარჯულ თანხას
უნაზღაურებენ კავკავის სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძეს.
წყარო: