1873 | ||
14 აგვისტო | ||
კისლოვოდსკიდან იღებს თავისი დის – ელისაბედის ბარათს, რომლიდანაც იგებს, რომ უკეთ არის. ადრესანტი საყვედურობს წერილების მიუწერლობისთვის. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 312. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17226. დათარიღება: დრო მითითებულია 15 აგვისტოს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. |
|
1879 | ||
14 აგვისტო | ||
გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს ნაწყვეტს პოემიდან „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1879, № 168, გვ. 1-2. |
|
1886 | ||
14 აგვისტო | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 13 აგვისტო“ („წინა წერილებიდამ სჩანს, რომ ამგვარი მფლობელობა და ხმარება მიწისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 14 აგვისტო, № 176, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 285. |
|
1887 | ||
14 აგვისტო | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 აგვისტო“ („დღესაც, როგორც წინედაც..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ ბულგარეთის შესახებ“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1887, 14 აგვისტო, № 168, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 530.
|
|
1896 | ||
14 აგვისტო | ||
საგურამოში მასპინძლობს ბანკში სახლის დაგირავების პირობების გასარკვევად მასთან სტუმრად მისულ გორელ დეკანოზ ნიკოლოზ ნათიძეს. ილია ჭავჭავაძე იგონებს ყმაწყვილობისდროინდელ მისწრაფებებს ბერად შედგომასა და ჯუზეპე გარიბალდისთან მოხალისედ წასვლაზე. საუბრობენ ქართული მიწების რუსების მიერ შესყიდვაზე, ზნეობის დაკარგვასა და სხვა საკითხებზე. |
წყარო:
ნიკოლოზ ნათიძის მოგონება”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 572-573. პირთა ანოტაციები: ნათიძე ნიკოლოზ (1853-1921) დეკანოზი, მწერალი, პუბლიცისტი, წერდა „მელანიას“ ფსევდონიმით. გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882) იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. |