1875
1875 1 იანვარი
გაზეთი „დროება“ წერილით „რედაქციისაგან“ მკითხველებს აცნობებს, რომ ილია ჭავჭავაძე გაზეთს შეჰპირდა თავისი ახალი ნაწარმოების გადაცემას დასაბეჭდად. აქვე ქვეყნდება ცნობა თსს ბანკის 15 იანვრისათვის გახსნისა და ამ დროისათვის მისი პეტერბურგიდან დაბრუნების მოლოდინის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875, 1 იანვ. № 1, გვ. 2 |
|
1875 6 იანვარი გარდაეცვალა სიმამრი – თადეოზ გურამიშვილი. დასაფლავებას ვერ ესწრება, რადგან პეტერბურგში იმყოფება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 344 დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 280.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. |
|
1875 28 იანვრამდე ბრუნდება პეტერბურგიდან თბილისში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875 № 13, გვ. 1. დათარიღება: გაზეთ „დროების“ 29 იანვრის პუბლიკაციიდან ჩანს, რომ 28 იანვრის სხდომას ესწრებოდა. |
|
1875 28 იანვარი თსს ბანკის დამფუძნებელთა კრებაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს წესდების საკითხთა განხილვაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875 № 13, გვ. 1 |
|
1875 30 იანვარი მონაწილეობს თსს ბანკის დამფუძნებელთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ საწევრო გადასახადების და ბანკის წევრად მიღების საკითხებს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. II, ფ. 1. |
|
1875 3 თებერვალი მონაწილეობს ბანკის დამფუძნებელთა შეკრებაში და გამოდის საპროგრამო სიტყვით, რომელშიც აყალიბებს საბანკო საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებს. |
წყარო: ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 197, გვ. 1-2; გაზ. „დროება“, 1875, № 16, გვ. 1-3 |
|
1875 5 თებერვალი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება 3 თებერვალს ბანკის დამფუძნებელთა კრებაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა და ბანკის საქმიანობის ანგარიში. |
წყარო: ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 197, გვ. 1-2; გაზ. „დროება“, 1875, № 16, გვ. 1-3. |
|
1875 13 თებერვალი თბილისში სოლოლაკის (ამჟამად გიორგი ლეონიძის) ქუჩაზე ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მუშაობას იწყებს თსს ბანკი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876 № 46 |
|
1875 19 თებერვალი გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს სესხის გაცემის პირობებს, რომელშიც დაწვრილებით არის განმარტებული ყველა დეტალი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876 № 46 |
|
1875 19 თებერვლის შემდეგ ილია წინამძღვრიშვილს უგზავნის მოკლე ბარათს. უკმაყოფილებას გამოთქვამს ბანკში თანხის დროულად შეუტანლობის გამო და სთხოვს, სასწრაფოდ მოაგვაროს ეს საქმე.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 421; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 268, 514. დათარიღება: 19 თებერვალს გამოქვეყნდა თსს ბანკის სესხის გაცემის პირობები და, ბუნებრივია, ილია წინამძღვრიშვილი სესხს მანამდე ვერ აიღებდა.პირთა ანოტაციები: წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920) აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა. |
|
1875 20 თებერვალი თბილისიდან ბაქოში უკანასკნელ 40 მანეთს და წერილს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, მალე დაბრუნდეს, რადგან მის გარეშე ყოფნა ემძიმება. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 343; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 190–191, 366. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1875 22 თებერვალი გაზეთებში მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1876 წლის პირველი იანვრისათვის. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875, № 19; «Тифлисский листок», 1875, № 38. |
|
1875 25 თებერვალი თბილისიდან ბაქოში წერილს უგზავნის ცოლისდას – ეკატერინე გურამიშვილსტაროსელსკისას. სწერს თადეოზ გურამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მეორე მეუღლის, მარიამ დიასამიძისა და შვილების მიერ წამოწყებულ სამემკვიდრეო დავაზე. ატყობინებს, რომ მოითხოვა თადეოზის შვილების, ზალიკოსა და ცაცოს, ფსიქიური მდგომარეობის შემოწმება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,ილია ჭავჭავაძის ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 118- 120; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 61-64, 392. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. დიასამიძე მარიამ დავითის ასული ილია ჭავჭავაძის სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლი. გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან. გურამიშვილი ხორეშან (ცაცო) თადეოზის ასული ოლღა გურამიშვილის და, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან. |
|
1875 26 თებერვალი წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. უყვება თბილისის ბინის რემონტისა და ოთახების კეთილმოწყობის ამბავს. აცნობებს, რომ მომდევნო დღეს საგურამოში აპირებს ასვლას. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 355-356; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 191–192, 366-367. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1875 27 თებერვალი ადის საგურამოში სახლ-კარის დასახედად და მოსავლის დასახედად. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 191–192, 366–367 |
|
1875 4 მარტამდე საგურამოში იღებს გაყიდული ღვინის თანხას და ურიგებს მოჯამაგირეებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 344; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 227. |
|
1875 4 მარტი საგურამოდან წერილს უგზავნის ბაქოში მყოფ მეუღლეს და ატყობინებს მამისეული კარ-მიდამოს მდგომარეობის ამბავს. გულნატკენია იმით, რომ თადეოზ გურამიშვილის ქვრივი მარიამ დიასამიძე ცდილობს მთელ ქონებას დაეპატრონოს და გერებს, ოლღასა და ეკატერინეს, არაფერი დაუტოვოს. სთხოვს, რომ მალე დაბრუნდეს.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 344; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 227-229, 378. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 244-245.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. დიასამიძე მარიამ დავითის ასული ილია ჭავჭავაძის სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. |
|
1875 10 მარტი წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან ბაქოში. ულოცავს დისშვილის შეძენას. სთხოვს, წაიკითხოს „ტიფლისსკი ვესტნიკში“ „გლუხარიჩის“ (დავით ერისთავის) კრიტიკა მის შესახებ. სთხოვს, არ აღელდეს და შეეჩვიოს მის შესახებ როგორც კარგის, ისე ავის მშვიდად მოსმენას. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 346; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 356; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 192–193, 367. გაზ. «Тифлисский листок», 1875, № 23. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში დავით ერისთავი ფსევდონიმ „გლუხარიჩით“ არის მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1875 15 მარტამდე თბილისშია და იღებს ვასილ მაჩაბლის მიერ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც საყვედურობს, რომ ტყუილად აწარმოებინა მოლაპარაკებები ერთ-ერთ ბანკთან.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 559; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 56-59; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 64-66, 392-393. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. |
|
1875 15 მარტი თბილისიდან საპასუხო წერილს უგზავნის პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს. უხსნის, რატომ არ შეიძლებოდა დაყოვნება და ბანკის გახსნის გადადება. ახსენებს თავის ნათქვამს, რომ ბანკთან მოლაპარაკებას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თავადაზნაურობის კრების გამართვამდე მოესწრებოდა. ასევე, ატყობინებს, რომ ცალკე წიგნად ბეჭდავს „მეფე ლირს“, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კითხვის მოწყობას გეგმავს (როლების განაწილებით).
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 559; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 56-59; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 64-66, 392-393. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. |
|
1875 მარტი ს შუა რიცხვებამდე დიმიტრი ყიფიანის ძმისწული – ეფროსინე ყიფიანი-კლდიაშვილისა იმდენად აღაფრთოვანა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილმა „მეფე ლირმა“, რომ შეისწავლა კორდელიას როლი და სურს ითამაშოს.
|
წყარო: თსკ ოც ტომად, XVII, 2012, გვ. 64-66. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ყიფიანი-კლდიაშვილისა ეფროსინე ქაიხოსროს ასული ქართველი მსახიობი, მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრის სცენაზე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1875 17 მარტამდე ცოლისდას, ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას ულოცავს მეოთხე ვაჟის, ვსევოლოდის, დაბადებას. ამასთან, დაწვრილებით უამბობს, თუ როგორ მიდის სამემკვიდრეო დავა. იმედოვნებს, რომ წინააღმდეგობის მიუხედვად, საქმე დადებითად გადაწყდება. ასევე, ატყობინებს მის მამიდაშვილ ივანე ბაგრატიონმუხრანელთან მომხდარი უთანხმოების ამბებს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, 1,2; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 191; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 120-123; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 69-72, 394-395. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 193.პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. სტაროსელსკი ვსევოლოდ დიმიტრის ძე ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული. ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. |
|
1875 17 მარტამდე წერილს უგზავნის იმხანად ბაქოში მყოფ მეუღლეს და უყვება მის მამიდაშვილ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან დაპირისპირების ამბავს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 69-72, 394-395. დათარიღება: ფაქტი ნახსენებია 17 მარტამდე ეკატერინე გურამიშვილსტაროსელსკისასთვის მიწერილ ბარათში. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. |
|
1875 მარტის შემდეგ წერილს სწერს თავის დას - ელისაბედს და მეუღლესთან, ალექსანდრე საგინაშვილთან ერთად ეპატიჟება საგურამოში, სადაც სტუმრად ეყოლება ნიკო, დავით და იასე ჭავჭავაძეები. |
წყარო: ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ფონდი, ავტოგრაფი № 337; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 30. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 193-194. პირთა იდენტიფიკაცია: ნიკოს, დათიკოს და იასეს გვარები ტექსტში მითითებული არ არის და კვლევით დადგინდა.პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903) თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე. ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884) პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1853-1856 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას. ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის შვილიშვილი – ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. |
|
1875 2 აპრილი გაზეთ „დროებაში“ ცხადდება, რომ პარასკევს, 4 აპრილს გაიმართება სალიტერატურო-მუსიკალური საღამო დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით.
|
წყარო: სერგეი მესხი, გაზ. „დროება“, 1875, 2 აპრილი, № 39, გვ. 1; 4 აპრილი, № 40, გვ. 1; 9 აპრილი,№ 42, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1875 4 აპრილი მონაწილეობს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში. კითხულობს ეპიზოდებს „კაცია – ადამიანიდან?!“ და „მგზავრის წერილებიდან“, ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875, 9 აპრილი № 42, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.
ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“. |
|
1875 9 აპრილი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმ სალიტერატურო საღამოს შესახებ, რომელშიც ის მონაწილეობდა.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1875, 9 აპრილი № 42, გვ. 1-2 |
|
1875 14 აპრილამდე წერილს იღებს კირილე ლორთქიფანიძისაგან კიდევ ერთი სალიტერატურომუსიკალური საღამოს თარიღთან დაკავშირებით. ადრესანტი აცნობებს, რომ დანიშნულ დღეს – 18 აპრილს თბილისში დაგეგმილია მუსიკალური საზოგადოების კონცერტი და ახალგაზრდული მეჯლისი, რაც საღამოზე დამსწრეთა რაოდენობას შეამცირებს. ამიტომ რჩევას ეკითხება, ღონისძიება 19 აპრილი სთვის ხომ არ გადაიტანონ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 66, 393. „დროება“,27 აპრილი, № 47, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1875 14 აპრილი კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის საპასუხო წერილს, რომელშიც იზიარებს მის აზრს საღამოს 19 აპრილი სთვის გადადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ურჩევს, რომ სხვებსაც დაეკითხოს. ატყობინებს, რომ საღამოზე წაიკითხავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ I კარს და გრიგოლ ორბელიანის ლექსს „იარალის“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 530. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, ავტოგრაფი № 420; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 66, 393. „დროება“,27 აპრილი, № 47, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1875 19 აპრილი დას – ელისაბედს უგზავნს წერილს, ულოცავს აღდგომას და სთხოვს, საგურამოში დურგალი გაუგზავნოს, რათა საბოლოოდ გაურიგდეს მასალის თაობაზე. ატყობინებს, რომ მის ცოლისდას - ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას ვაჟი შეეძინა. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 225; ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედ., სოხუმი, 1949, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 62-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 43, 384. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 194-195.პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. |
|
1875 22 აპრილი მონაწილეობს თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ საღამოში. დიმიტრი ყიფიანთან, აკაკი წერეთელთან, რაფიელ ერისთავთან, პეტრე უმიკაშვილთან, დავით ერისთავთან და სხვებთან ერთად. კითხულობს ნაწყვეტს „კაცია – ადამიანიდან?!“, „მგზავრის წერილებიდან“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“. საღამოს შემოსავალი, 254 მანეთი, ხმარდება ქართული თეატრის აღდგენას. |
წყარო: სერგეი მესხი, გაზ. „დროება“, 27 აპრილი, № 47, გვ. 1; 23 აპრილი, № 45, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“. |
|
1875 17 მაისი გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ პირველ ნაწილს. |
წყარო: «168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом», გაზ. “Кавказ“, 1875, № 55, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017 |
|
1875 19 მაისი გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ მეორე ნაწილს. |
წყარო: «168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом», გაზ. “Кавказ“, 1875, № 56, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1875 22 მაისი გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ ბოლო, მესამე ნაწილს. |
წყარო: «168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом», გაზ. “Кавказ“, 1875, № 57, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017 |
|
1875 ივნისი რვეულში იწერს ფრაზებს შვეიცარიელი კულტუროლოგის იოჰან ჰონეგერის წიგნიდან და სხვადასხვა მოაზროვნეთა გამონათქვამებს პუბლიცისტისა და ეთნოგრაფის სერაფიმ შაშკოვის ნაშრომიდან „საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ეტიუდები“. |
წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263. პირთა ანოტაციები: ჰონეგერი იოჰან-იაკობ (1825-1896)შვეიცარიელი ისტორიკოსი, ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი. შაშკოვი სერაფიმე სერაფიმეს ძე (1841-1882) რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ციმბირის ისტორიის მკვლევარი. |
|
1875 29 ივნისამდე გაზეთს „დროებას“ გამოსაქვეყნებლად აწვდის სოლომონ დოდაშვილის წერილს და ლექსს სამშობლოსადმი.
|
წყარო: „საყვარელო მამულო!“, გაზ. „დროება“, 1875, № 73, გვ. 2. პირთა ანოტაციები: დოდაშვილი სოლომონ ივანეს ძე (1805-1836) განმანათლებელი, ფილოსოფოსლოგიკოსი, ჟურნალისტი, ბელეტრისტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი. რუსეთის წინააღმდეგ 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გადაასახლეს ვიატკაში და ჭლექით გარდაიცვალა. |
|
1875 ივნისის შემდეგ რვეულში აკეთებს ამონარიდებს დოქტორ ბერდისა და ლუცეუს სენეკას თხზულებებიდან. ჟურნალ „რუსსკი ვესტნიკიდან“ იწერს ინფორმაციას „სიბრძნე სიცრუისას“ ერთ-ერთი იგავ-არაკის მსგავსი მოლდავური ფაბულის შესახებ. |
წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263; „Русский вестник“, 1875, Июнь, ст. 547. პირთა ანოტაციები: ბერდი დოქტორი, სწავლობდა ასაკისა და შრომისნაყოფიერების ურთიერთმიმართებას. სენეკა ლუცეუს (ძვ. წ. 4 – ახ. წ. 65) რომაელი ფილოსოფოსი. |
|
1875 4 ივლისი თხოვნით მიმართავს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომ წესდებათა ამოქმედების შესახებ |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278. ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 193; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 67, 393. დოკუმენტი: |
|
1865 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებისა და მომრიგებელ მოსამართლედ მისი მუშაობის ხუთწლიანი სტაჟის საფუძველზე, ჩარიცხონ თბილისის საოლქო სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად. ამასთანავე, აცნობებს, რომ მუდმივ საცხოვრებლად ირჩევს ქალაქ თბილისს და ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობა არ შეუშლის ხელს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278. ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 193. დოკუმენტი: |
|
1875 16 ივლისი თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრება ითვალისწინებს მის გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ადგილად თბილისის არჩევის შესახებ და აკმაყოფილებს თხოვნას თბილისის სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მისი მიღების შესახებ. კრებას ასევე გამოაქვს დადგენილება ილია ჭავჭავაძისთვის შესაბამისი მოწმობის გაცემისა და ინფორმაციის გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებისა თაობაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278; ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 2. დოკუმენტი: |
|
1875 19 ივლისი იღებს თბილისის საოლქო სასამართლოს პალატაში ნაფიც ვექილად მიღების დამადასტურებელ მოწმობას, რომელშიც მის საცხოვრებლად მითითებულია თბილისი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1875, № 85 |
|
1875 30 ივლისი გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, რომ იგი წერს ახალ მოთხრობას, რომელიც ოქტომბერში მზად იქნება დასაბეჭდად. |
ყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი
№ 360; ჟურნ. “მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 199, 369. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 245-246.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1875 8 სექტემბრის შემდეგ მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ თუ ყურძენი შემოსულია, კრეფისათვის მოემზადონ. |
წყარო: გაზ. „ტიფლისკი ვესტნიკი“, № 97. |
|
1875 17 სექტემბერი გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ მოწინავეში მისი გვარი მოხსენებულია კერძო შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა შორის.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 231, 379. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 246.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი, თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1875- 10 ოქტომბერი დან საგურამოდან თბილისში მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, მივიდეს ბანკში და სანდრო ჩოლოყაშვილისგან თანხა ჩაიბაროს. თუ ის ვექსილზე ხელის მოწერას მოსთხოვს, ან მოაწეროს, ან უთხრას, რომ ილია ჩავა და მოაწერს. |
წყარო: სერგეი მესხი, „წერილები“, 1950, გვ. 202-203. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. ჯაფარიძე ბესარიონ (1850-1877) პუბლიცისტი, ჟურნალისტი. სცენისმოყვარე, გაზეთ „დროების“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე, საზოგადოება „უღლის“ ჟენევის განყოფილების ხელმძღვანელი. წერდა კრიპტონიმით „ბ. ჯ.“. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1875 ოქტომბრის ბოლო ძველი და ახალი საუკეთესო თხზულებებისა და სახელმძღვანელოების გამოსაცემად ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით, თბილისში ყალიბდება წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობა. კომიტეტის წევრები მათთან ერთად არიან: ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, პეტრე უმიკაშვილი და რაფიელ ერისთავი. |
წყარო: სერგეი მესხი, „წერილები“, 1950. გვ. 203-204. |
|
1875 2 დეკემბერი ესწრება გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებას, რომლის მიზანია გაზეთისათვის მატერიალური სახსრების გამოძებნა. სთავაზობს, გამართონ სტამბა და მისი შემოსავლით უფასოდ ბეჭდონ გაზეთი. ამისათვის საკუთარ თავზე იღებს 7000 მანეთის შეგროვებას. გარდა ამისა, ჰპირდება, რომ კვირაში ერთ სტატიას დაწერს „დროებისთვის“. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 560; ჟურნ. „ამირანი“, 1908, № 158; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 81-82; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 67-68, 394. პირთა ანოტაციები: აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძეილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი |
|
1875 19 დეკემბერი საყვედურით აღსავსე წერილს უგზავნის ყვარელში თავის დისშვილს, ყვარლის მამულის იმჟამინდელ მოურავს გიგო აფხაზს. არიგებს, რომ გაუფრთხილდეს სხვა ადამიანების ინტერესებს და იხელმძღვანელოს მორალით. |
წყარო: გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987. გვ. 253. დათარიღება: გრიგოლ ყიფშიძის გადმოცემით, ფაქტი მოხდა ბანკის დაარსების შემდეგ მალევე.პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1875 სცენაზე დგამენ ივანე მაჩაბელთან ერთად მის მიერ თარგმნილ „მეფე ლირს“ და ასრულებს კენტის როლს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1; იოსებ გრიშაშვილი, თხზულებათა კრებული, ტ. 5, 1961, გვ. 45. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში. |