![]() |
მადლის წყარო/ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება |
ნინიძე მაია
მადლის წყარო
ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება
ვუძღვნი მამის, გრიგოლ გორგილაძის ხსოვნას
ანოტაცია
წიგნში ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მეცნიერული ანალიზითა და ობიექტური წყაროების მოშველიებით დასაბუთებულია, რომ მწერლის მრწამსი და ლიტერატურული მემკვიდრეობის მსოფლმხედველობრივი საფუძველი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა. ამ საზრისიდან არის განხილული მისი უმნიშვნელოვანესი თხზულებები. მათი სტილისტური და ტექსტოლოგიური კვლევის გზით გამოვლენილია შემოქმედებითი პროცესის თავისებურებანი და დღემდე შეუსწავლელი სიმბოლო-ალეგორიები. სრულიად ახლებურად არის წარმოჩენილი ცალკეულ ნაწარმოებთა შემოქმედებითი ჩანაფიქრი, სახისმეტყველება და პოეტური სემანტიკა.
წიგნი არის მცდელობა გაათავისუფლოს მკითხველი ათწლეულების მანძილზე გაბატონებული ათეისტური პროპაგანდის , შეზღუდულობისაგან და დაგვანახოს ილიას თხზულებები მათი ავტორის თვალთახედვით. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ფილოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, უფროსი ასაკის მოსწავლეებს და საინტერესო წასაკითხი იქნება ქართული ლიტერატურის მოყვარული ყველა მკითხველისათვის.
რედაქტორი
ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
აკაკი მინდიაშვილი
რეცენზენტი
თბილისის სასულიერო აკადემიის
პრორექტორი მღვდელი გიორგი ზვიადაძე
მხატვარი
ჯემალ ზენაიშვილი
© გამომცემლობა „ლომისი“
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
I „კვალი განათლებული...“
1. „არა მარტო ტკბილ ხმათათვის...“
2. ილია ჭავჭავაძის მრწამსი
3. საქართველოს ქრისტიანული წარსული და ქართველ წმინ დანთა სახეები
4. ქრისტიანული მოტივები, მართლმადიდებლური რეალიები და ალუზიები
5. „და შევჭვრეტ ცასა განცვიფრებული.“
II „თესლი კეთილი“
1. „არა არის რა შემთხვევითი...“
2. „რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა...“.
3. „გზასა ზედა..“
4. „ეკალთა შორის"
5. „რომელთა ისმინიან სიტყუაი იგი და შეიწყნარიან...“
6. „თესლიდან“ „პურამდე“
7. „ვაზი ობოლი“
8. „გამოუცვნელი გამოცანა..“.
9. მართლის გზა – „ორი დანაკი“
10 ილია ჭავჭავაძის ეპიკური ნაწარმოებების კომპოზიციური | თავისებურებ
III დაცარიელებული ბეთლემი
1. „ნაშთი ჩვენი სულიერად ზე-აღმავლობისა“
2 მწყემსი ქალი და წუთისოფელი
3. „იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი...“
4. „მთაი მდუმარი“
5. „ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში“.
6. „ტაძარი გაუქმებული“
IV „ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთ ვარსკვლავსა“
1. ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი საყვარელი „ს“-სადმი
2. ცხოვრების ზღვაში
3. „წაგშლიან კვალნი დროო ნეტარო..“
4. „იზლერის ბაღი“ და „ბუზების“ ბიზნესი
V მხატვრული სტილის ზოგიერთი მხარე
1. ილიას სიტყვაკაზმულობა
2. დრო-ჟამის მხატვრული ალეგორია
3. ქროლა სულისა
4. „ანუ ვითარი სამოსელი შევიმოსო..“
5. სულიერი იარაღი
VI ჭეშმარიტება გულისა
შინაარსი გამოყენებული ლიტერატურის სია
![]() |
2 „ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთ ვარსკვლავსა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
მადლის წყარო
ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება
ვუძღვნი მამის, გრიგოლ გორგილაძის ხსოვნას
„ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთ ვარსკვლავსა...“
ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი საყვარელი „ს“-სადმი
ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები, თუნდაც პატარა ლირიკული ლექსი ან ეტიუდი, დამოუკიდებელი მხატვრული ქმნილებაა და ერთგვარი სრულყოფილება ახასიათებს, მაგრამ როდესაც ღრმად დავაკვირდით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, დავრწმუნდით, რომ ცალკეულ ნაწარმოებთა ჩანაფიქრის ჩაწვდომა და სწორი აღქმა ზოგჯერ ისევე ძნელია, როგორც კონტექსტიდან მოწყვეტილი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა. შემოქმედის სხვადასხვა თხზულებები ხშირად ავსებენ და განმარტავენ ერთმანეთს. იშვიათობას არ წარმოადგენს მხატვრული სახეების ერთი ნაწარმოებიდან მეორეში გადატანის და შემდგომი განვითარების შემთხვევებიც, რაც მათ ერთობლივ განხილვას აუცილებელს ხდის.
წინამდებარე თავი შეეხება ილია ჭავჭავაძის ორ ლირიკულ ნაწარმოებს, რომლებიც მწერლის ხელნაწერ რვეულებში ერთნაირ დაქარაგმებულ სათაურს ატარებს – „ს...ს“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მათ უკეთ აღსაქმელად თვალს გადავავლებთ მხატვრული სახეების მხრივ, ქრონოლოგიურად, იდეურად და თემატურად ამ ლექსებთან ახლოს მდგომ სხვა თხზულებებსაც.
მეორე ლექსი, რომელიც ავტოგრაფებში იმავე სათაურს ატარებს - „ს...ს“, მწერლის სიცოცხლეში, როგორც ცნობილია, არ დაბეჭდილა და შემორჩენილია ხელნაწერების სახით. ერთ-ერთი ავტოგრაფის ტექსტი გადახაზულია ავტორის მიერ და მისივე ხელით მიწერილი აქვს „რიტორიკა“. როგორც ჩანს, მწერალს ზედმეტი რიტორიკულობა შეუნიშნავს მასში და დაუწუნებია. ამ ფაქტის გამო ხსენებული ლექსი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა თანამედროვე გამოცემებში იბეჭდება „პოეტის მიერ უარყოფილ“ ან „ავტორის მიერ დაწუნებულ“ ლექსთა განყოფილებაში. მწერლის თხზულებათა ოცტომეულის პირველ ტომში მის შესახებაც იგივეს ვკითხულობთ: „ს...ს“ ჩვენი ვარაუდით გულისხმობს „საშას“, (ან „საშენკას“) ისევე, როგორც ლექსები „მაშინ დავსტკბები...“ „....ჩ...სას“ და „ჩ...სას“.
კომენტარში დასახელებული ლექსები „ს...ჩ...სას“ და „ჩ...სას“ ამ სათაურებით რამდენჯერმე გამოქვეყნდა მწერლის სიცოცხლეშივე (ისინი დათარიღებულია 1860 წლის 21 და 22 ივლისით), მაგრამ არც რომელიმე პუბლიკაციაში და არც პოეტის ჩანაწერებში არსად არ იყო ახსნილი სათაურის ინიციალები. ამიტომ საკითხის დადგენა მეცნიერებს მოუხდათ. ამასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს გრ. ყიფშიძემ, ი. ბალახაშვილმა; მოგვიანებით კი მის კვლევას მიეძღვნა სპეციალური წერილები; შ. ალხაზიშვილის „ილია ჭავჭავაძის სამი ლექსის ადრესატის დაზუსტებისათვის“, ჯ. მუჯირის „შროშანების ფიანდაზი“, გ. შარაძის „ილია ჭავჭავაძე და ჩაიკოვსკები“. აზრთა სხვადასხვაობა დაკავშირებული იყო იმასთან, თუ რა ერქვა ლექსების ადრესატს - სოფიო თუ საშენკა და რა იყო იგი კომპოზიტორ ჩაიკოვსკისა — და თუ ბიძაშვილი. მაგრამ ყველა მკვლევარი აღიარებდა, რომ ეს ლექსები ეძღვნება ახალგაზრდა რუს ქალიშვილს – ჩაიკოვსკაიას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის პირველ ტომში ამ ქალიშვილისადმი მიძღვნილად ხსენებულ ლექსებს გარდა, დასახელებულია ჩვენს მიერ განსახილველი ორი ლექსიც სათაურით „ს...ს“. კომენტარების ავტორი თავის ვარაუდს არ ასაბუთებს, მაგრამ მას დაახლოებით ასეთი არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს:1. ის, რომ პოეტის ბავშვობის მეგობრის, კოხტა აფხაზის გადმოცემით რეალურად არსებობდა გენერალ ჩაიკოვსკის ასული, რომლითაც, მისი თქმით, „მეტად აღტაცებული იყო ილია“. 2. ის, რომ ლექსების სათაურის ინიციალი ემთხვევა ამ ქალისადმი მიძღვნილად აღიარებული ლექსის – „ს...ჩ...სას“ ერთ-ერთ ინიციალს. 3. ის, რომ ლექსები ტრფიალებაზეა დაწერილი. განვიხილოთ, რამდენად მყარია თითოეული ეს არგუმენტი.
1. კოხტა აბხაზის მოგონებაში დაწვრილებით არის აღწერილი გენერალ ჩაიკოვსკებთან მისი და ილიას პირველი სტუმრობის ამბავი, მაგრამ არ არის აღნიშნული, როდის მოხდა ეს და იცნობდა თუ არა მათ პოეტი 1858 წლის ბოლოს. 1859 წლის დასაწყისში ამ ოჯახთან მწერლის დიდი სიახლოვის დამადასტურებლად არ გამოდგება პოეტის წერილი თავისი დის ნინოსადმი, რომლიდანაც ჩაიკოვსკებთან მწერლის ურთიერთობის წარმოსაჩენად მკვლევარები ხაზგასმით გამოყოფენ შემდეგ ადგილს: „ერთმა ქალმა ქალური ვერცხლის ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში. როგორც შვილი ისე ვარ მიღებული. ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს.“ ჩვენი აზრით, ის ფაქტი, რომ ამ წერილში ქალის დედ-მამა ცოცხლად არის მოხსენიებული, მაშინ, როდესაც საშენკას დედა კარგა ხნის . გარდაცვლილი ჰყავდა, გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აქ მისი ოჯახი იგულისხმებოდეს. ამდენად ამ ბარათით ვერ დავამტკიცებთ, რომ ილია 1858 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაახლოებული იყო ჩაიკოვსკებთან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალი მოგწონდეს, მის ოჯახში ხშირად დადიოდე, ამბობდე, რომ მისი დედ-მამა შვილივით გიყურებს და შენც შეგაყვარეს თავი და სინამდვილეში არ იცოდე, რომ ქალი დედით ობოლია და ოჯახში მყოფი სხვა მანდილოსანი, მაგალითად – დეიდა გეგონოს, ქალიშვილის დედა. -
როგორც ვხედავთ, არავითარი რეალური საბუთი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ლექსების, სათაურით „ს...ს“ ყველაზე ადრეული ვარიანტის დაწერამდე – 1858 წლის 15 დეკემბრამდე, ილია უკვე იცნობდა ჩაიკოვსკის ასულს.
2. ინიციალი „ს“ თავისთავად ძალიან არასაიმედო დასაყრდენია, რადგან — ამ ასოზე უამრავი საკუთარი და საზოგადო სახელი იწყება, რომელთა | მიცემითი ბრუნვის ფორმასაც შეიძლებოდა გამოეხატა ლექსის ძღვნა ქარაგმაში შეფარული ადრესატისადმი. ასე რომ, ვერც ამაზე დაყრდნობით ვიტყვით, რომ „ს“ აუცილებლად „საშენკას“ ან „სოფიოს“ გულისხმობს.
3. ერთადერთი საიმედო ორიენტირი ლექსის შინაარსი და, მწერლის მხატვრული სტილისა და შემოქმედების თავისებურებებიდან გამომდინარე, მისი იდეურ-მხატვრული ანალიზია. ამიტომ ჩვენც ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახავთ, რა სულისკვეთებით არის ნასაზრდოვები ეს ლექსები. - ცხოვრება ადამიანისა მრავალფეროვანია და შემოქმედებაც სხვადასხვა თემებს მოიცავს, მაგრამ არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი გრძნობა, მოტივი, რომელიც თან გასდევს ამა თუ იმ მწერლის მთელ მხატვრულ მემკვიდრეობას. ასეთია ილია ჭავჭავაძესთან სიყვარული.
„კაცო, გიყვარდეს!
ცათ შთამომძახეს,
როს მათ დამბადეს!
ყველგან ეს სიტყვა
ლამპრად წინ მიმყვა
და ქვეყნად ჩემს სვლას
სცემდა წმინდ ნათელს..“
ამბობს პოეტი და, მართლაც, ამ გრძნობით არის განმსჭვალული მისი თითოეული ნაბიჯი და სიტყვა.
ამქვეყნიურისადმი სიყვარული მრავალგვარი არსებობს – დედა-შვილური, ქალ-ვაჟისა, და-ძმური, სიყვარული ზოგადად ადამიანისადმი, მოძმისადმი, საქმისადმი, ქვეყნისადმი და სხვ. მაინც ამ გრძნობათაგან ყველაზე ძლიერ რომელი ენთო მის გულში? რომელი იყო ის ვარსკვლავი, იგი რომ მარად ეტრფოდა? (იხ. ლექსი „მითხარით, რისთვის...“) აი, რას ვკითხულობთ პოემაში „ქართვლის დედა“:
„ეჰა, მამულო, შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა რსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედაც კი შვილის სიყვარულს კლავს სენს სიყვარულში,
რა სხივოსანი შუქი შენი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.“
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში ეროვნული გრძნობა ყოველივე ამქვეყნიურზე წინ დგას. ადამიანის გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიყვარულს ღვთისადმი. იგი ცალკე მცნება და ცალკე გრძნობაა ყოველი მორწმუნისათვის და ილია ამქვეყნიურ გრძნობათაგან მასთან სამშობლოს სიყვარულს ადარებს ხოლმე. ამიტომ უწოდებს მას „ძალსა ღვთიურსა“.
პატრიოტული სულისკვეთება ილიასთან თავს იჩენს სრულიად სხვადასხვა თემაზე სექმნილ ლექსებში, ისეთებშიც კი, რომელთა ძირითადი თემა ქალისადმი ტრფიალებაა. ლექსში „მეც შავს თვალებს..“ მომხიბლველად არის აღწერილი შავი თვალების ეშხი და შინაგანი სიღრმე, მაგრამ მისი ორტაეპიანი ფინალური ფრაზა – „ვეძებ და ვეძებ აქ მე შავს თვალებს, მაგრამ რუსეთში ვინ დამანახვებს!..“ — ამ ლირიკულ ქმნილებას სულ სხვა ნოსტალგიით ავსებს.
ასევე ხდება ზემოხსენებული „ჩ“-სადმი მიძღვნილ ლექსშიც. ძირითადი თემა აქაც ქალისადმი ტრფობაა, მაგრამ სიტყვებში
„ერთხელ მითხრა: ცხოველ ქვეყნის
ივერიის შობილი ხარ,
მაღალ მთების ქარიშხალით,
ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ,
მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი,
ზამთრის სუსხით დაჩაგრული,
შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს
პასუხს ჩემი ცივი გული?“.
ისეთი ემოციური დატვირთვა და ამაღლებული ეროვნული განცდა იგრძნობა, რომ იგი ჩრდილავს ქალისადმი ტრფობის თემასაც და ნაწილობრივ ლექსის პესიმისტურ განწყობასაც.
არსებობს მოსაზრება, რომ ილია ჭავჭავაძის არაერთი პატრიოტული ლექსი დაწერილია სატრფიალო ლირიკის მოტივებზე*. გავიხსენოთ თუნდაც „ჩემო კარგო ქვეყანა...“ რომელიც სალექსო ფორმითაც და რეფრენითაც მოგვაგონებს სასიმღერო ლექსს „ორთავ თვალის სინათლე...“
„...მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია... მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა, ს მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...“ *. ლადო მინაშვილი, „ილია ჭავჭავაძის ლირიკა“
სამშობლოსადმი ტრფობა, მის აწმყოზე გოდება და მომავლისადმი სასოება ილია ჭავჭავაძის მრავალი ლირიკული ლექსის საფუძველია, მაგრამ პატრიოტული თემატიკისადმი განსაკუთრებით მკაცრი საცენზურო პირობების გამო მწერლის გრძნობები და ჭეშმარიტი მისწრაფებები ხშირად პოეტურ ნიღაბს არის ამოფარებული. მისი ყველაზე საკრალური სათქმელი ხან დედის ნანაში და ყრმის დალოცვაშია ჩაქარგული(იხ. „ნანა“ და „გ. აბხ.“), ხან ვიღაცის სიმღერაში (იხ. „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ და მეგანტურის სიმღერა „მეფე დიმიტრი თავდადებულში“), ხან მთებთან და მდინარესთან საუბარში (იხ. „ყვარლის მთებს“, „ალაზანს“, „მტკვრის პირას“), ხან ბუნების | სურათებში (იხ. „ჩიტი“, „გაზაფხული“, „დაკარგული ედემი“), ხან ლეგენდაში
(„ბაზალეთის ტბა“), ხან სიზმარში („ძმაო, სურვილით“) და ხანაც პოეტურ სატირაში („ბედნიერი ერი“, „გამოცანები“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“, „რჩევა“).
შესაძლოა ცენზურის სიმკაცრითვე იყოს გამოწვეული ისიც, რომ საუკეთესო პატრიოტული ლექსები: „დაე თუნდ მოვკვდე..“ „მესმის, მესმის...“ „მას აქეთ რაკი...“ „ჩემო კარგო ქვეყან...“ და სხვ. უსათაუროებია, ზოგიერთი ლექსის სათაურში კი მაგ. „ელეგია“, „კითხვა-პასუხი“, „ჩემი თარიარალი“, „იანიჩარი“ და სხვ. აშკარად იგრძნობა, რომ ავტორი თავს არიდებს სათაურში ლექსის შინაარსის, მისი თემის და ჩანაფიქრის აქცენტირებას.
მხატვრულ ლიტერატურას და მით უფრო პოეზიას, ყოველდღიური მეტყველებისა და დოკუმენტური ლიტერატურისაგან განასხვავებს, უპირველეს ყოვლისა, მხატვრული გამომსახველობა. ხელოვანის წარმოსახვაში რეალობა პოეტურ სახეს იღებს და ხშირად ისეთ რთულ, სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმებში მოგვევლინება, რომელთა აღქმა იოლი არ არის. სწორედ ასეთ შემთხვევაში იგრძნობა განსაკუთრებული საჭიროება იმისა, რომ ნაწარმოები განვიხილოთ არა სხვებისაგან მოწყვეტით, არამედ მწერლის შემოქმედების მთლიან სპექტრში. ილია ჭავჭავაძეს აქვს სტუდენტობისდროინდელი ერთი ლექსი, რომელიც, ისევე, როგორც „ს...ს“, ავტოგრაფულ რვეულში გადახაზულია და მის მიერ დაწუნებულად ითვლება. ლექსი ასე იწყება:
„ძმაო! სურვილით,
ანთებულ გულით, რაც ცხადად მწადდა სიზმარი ხატდა.“
შემდეგ აღწერილია თვით სიზმარი მესიზმრა
მშობელ 6. ჰაინესთან ლექსის ბოლოს სატრფო და ლირიკული გმირი ერთად არიან, მაგრამ ამ უკანასკნელს მაინც მდუღარე ცრემლი სდის. ილიასთან კი ნათქვამია: „მას ხელთ ეპყრა სხვა ტურფა ვარდი“ და „იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა“, რაც გამორიცხავს ლირიკული გმირის მონაწილეობას ამ „ახალი ბედით ტკბობაში.“
როგორც ვხედავთ, ამ ლექსებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ფაქტიურად მათ საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ლირიკული გმირი ცრემლებს ღვრის და ეს ერთგვარ ლეიტმოტივად გაჰყვება სატრფოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა სურათებს. მხოლოდ ამ მსგავსების გამო ილიას ლექსი ნათარგმნად არ შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება მიბაძვას, მიბაძვებად ილია ჭავჭავაძის, და არა მარტო მის შემოქმედებაში, ითვლება ის ლექსები, რომლებიც ერთგვარი გამოძახილია რომელიმე სხვა მწერლის ნაწარმოებისა, იქნება ეს ქართული თხზულება თუ უცხოური. ასე მაგალითად, ილიას ლექსი „ჩემი თარიარალი“ ავტორისავე მინიშნებით მიბაძვაა ალექსანდრე ჭავჭავაძისა ანუ პოეტური გამოძახილია მის ლექსზე „მუხამბაზი ლათაიური“, მაგრამ იგი, რა თქმა უნდა, ორიგინალურ ნაწარმოებად ითვლება. ჩვენი აზრით, შესაძლოა ასეთი მიმართება მართლაც არსებობდეს ილიას ლექსსა და ჰაინეს ხსენებულ ნაწარმოებს შორის, (მით უფრო, რომ ასეთი მიბაძვა ილიას ჰაინეს სხვა ნაწარმოებზედაც ქონდა. ლექსს „მეცა მქონია კარგი მამული.“ ხელნაწერებშიც და ერთ-ერთ პუბლიკაციაშიც აწერია „მიბაძვა ჰეინისადმი“. მეცნიერთა ვარაუდით უნდა იგულისხმებოდეს ჰაინეს მესამე ლექსი ციკლიდან „უცხოეთში“ ), მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ იგი მთლიანად ილიასავე შემოქმედებითი წარმოსახვიდან იღებდეს სათავეს, რადგან ამის მსგავსი პოეტური სახეები გვხვდება ილიას სხვა, ადრინდელ ლექსებშიც, რომელთაგან ზოგი მხოლოდ ავტოგრაფის სახით არის შემორჩენილი და დაუმთავრებლად ითვლება. იხ. მაგ. ზემოთ ციტირებული ლექსი „სიზმარი“: „ტახტზედ ჯდა ქალი, სწვიმდა მის თვალი...“
ილიასა და ჰაინეს ლექსებს, ჩვენი აზრით, განასხვავებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ – ილიას ეს ნაწარმოები მთლიანად ალეგორიული უნდა იყოს. დავაკვირდეთ ლექსის პირველ სტროფს:
„ვიხილე სატრფო:იგი ცრემლს ჰღვრიდა, ეს ნაწარმოები პოეტს რუსეთში აქვს დაწერილი და თუ გავიხსენებთ, სამშობლოსთან განშორებისას წარმოთქმულ მის სიტყვებს: „მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა“ და მის დაპირებას: „უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდით ჩემს გულს და თვალსა“, იოლად მივხვდებით, რომ ეს ცრემლებიც, რომლებიც „შორს მისგან“ სცვიოდა, იმავ გრძნობით და დარდით
უნდა იყოს გამოწვეული.
რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ „სატრფოში“ რეალურად არსებული პიროვნება, მაგალითად, როგორც წიგნის „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ ავტორებს მიაჩნიათ, იგივე ... ჩაიკოვსკაია ყოფილიყო ნაგულისხმევი, მაგრამ სხვა დასკვნამდე მივყავართ ლექსის მხატვრულ სახეებზე დაკვირვებას.
ვარდის – ყვავილის სიმბოლოს ილია ხშირად იყენებს ლირიკულ ნაწარმოებებში. მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში ვკითხულობთ: „რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
იგივე მხატვრული სახეა ლექსში „ოჰ, სად არიან...“
„თვალწინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი, და „დედა და შვილის“ ანუ „ქართვლის დედის“ პირველ რედაქციაშიც: აი იმ დროთგან ერთი სცენა ამოღებული, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ამ სტროფთაგან რომელიმეში სიტყვა „ყვავილი“ პირდაპირი მნიშვნელობით იყოს გააზრებული. ამ მხატვრულ სახეებზე დაკვირვებიდან ჩანს, რომ ილიასთან მისი პოეტური შინაარსი იმედს უნდა უკავშირდებოდეს, მისი დაჭკნობა კი შესაბამისად იმედის დაკარგვას. ამ დასკვნიდან გამომდინარე გადავხედოთ ლექსის „ვიხილე სატრფო“ მეორე სტროფს:
„მოვიდა სხვა დღე, — განქრა მის დარდი, აშკარაა, რომ ამ ვარდს, რომლის სახე საერთოდ არ არის ჰაინესთან, აქაც ალეგორიული მნიშვნელობა აქვს. არაერთი იმედის ასეთი ახალი ყვავილი ჰქონიათ ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. ეგონათ ისიც, რომ რუსეთთან სამეგობრო ტრაქტატის დადება და მჭიდრო ურთიერთობა ააყვავებდა სპარსეთ-ოსმალებთან ურიცხვი თავდაცვითი ბრძოლებით დასუსტებულ ქვეყანას, მაგრამ, როგორც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან ჩანს, იგი ამის შესახებ განსხვავებული შეხედულებისა იყო. ლექსში „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით..“ ილია ამ ისტორიულ ფაქტს ასეთ სატირულ ფერებში აღწერს:
„..უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო, სათამაშოდ წინ გაიგდო... „საშველად ნოწვეულმა წაგვიჭირა თოკი ყელში..“
არასაიმედო აღმოჩნდა პოეტის აზრით იმედის ის ახალი ყვავილი — ის „სხვა ტურფა ვარდი“, რომელსაც „ტრფობით დაჰღიმოდა“ ქართველთა დიდი ნაწილი. ამდენად ალეგორიულ პლანში ლექსის პოეტური სემანტიკა სავსებით ჩამოყალიბებულ სახეს ღებულობს. პოეტი წერს მის საყვარელ სამშობლოზე, რომ იგი დასტიროდა მამულიშვილთა უსიყვარულობას და თავის ბედს, დამჭკნარი ჰქონდა იმედის ვარდი; მის ცრემლებს უერთდებოდა ლექსის ლირიკული გმირის ცრემლებიც. შემდეგ თითქოს ქვეყანამ დარდი გადაიყარა და ახალი იმედი გამოუჩნდა. ის ტრფობით და ღიმილით შეჰყურებდა ამ იმედს, მაგრამ ლირიკულ გმირს, როგორც ჩანს, ამისი არ სჯეროდა და ამიტომაც მაინც ცრემლს ჰღვრიდა.
როგორც ვხედავთ, არ არის საჭირო აქ ვინმე კონკრეტული ასულის ვინაობის ძიება. ლექსი ეძღვნება მას, ვისაც „მარად ეტრფოდა“ მისი ავტორი და ეს ცრემლებიც იმავე მიზეზით არის დაღვრილი, რა მიზეზითაც პოემა „აჩრდილის“ წერისას იღვრებოდა. მისი პირველი ვარიანტის ეპილოგში ვკითხულობთ:
„აჰა, გათავდა!.. ქართველნო, მიცნობთ. ამრიგად, ჩვენი აზრით, ლექსი „ვიხილე სატრფო“ მთლიანად ალეგორიული ხასიათისაა, სატრფოს სახეში მამულია ნაგულისხმევი და ამ მხრივაც იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ჰაინეს ლექსის თარგმანად ან შემოქმედებითი ჩანაფიქრით მის მსგავს ნაწარმოებად. _ იმის გამო, რომ არსებობს მწერლის ამგვრი ლექსები, გვაქვს მხატვრული სახეების და ღრმა ალეგორიების შექმნის ასეთი პრეცედენტები, ალბათ აღარ შეიძლება, რომ ყოველ ნაწარმოებში, სადაც სიყვარული, ტრფიალება , ქალია ნახსენები, აუცილებლად ვინმე, კონკრეტული, რეალურად არსებულ ადამიანის სახე ვეძიოთ.
რუსი ქალიშვილის ჩაიკოვსკაიას გაცნობამდე და საერთოდ ჯერ კი რუსეთში" გამგზავრებამდე დაწერილ ლექსში „ყვარლის მთებს“ უკვე XII პოეტის მოზღვავებული, უსაზღვრო გრძნობაც სამშობლოსადმი, ცრემ ნაკადულიც და უპასუხოდ დარჩენილი ტრფობის უნუგეშობაც. ილია მიმართავს მშობლიურ მთებს:
„თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს, უიმედო ტრფობით არის აღსავსე 1859 წლის 19 თებერვალს დაწერილი ლექსიც „ვაი მას ვისაც..“ „ვაი მას – ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,
კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,
წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს
წერს პოეტი. ლექსის პესიმიზმი არ უნდა იყოს გამოწვეული პირადული ამბებით, რასაც მოწმობს მისი შექმნის წინა დღეს პოეტის მიერ მისი დისადმი მიწერილი ბარათი, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ და რომელშიც იგი ერთი ქალიშვილის და მისი მშობლების შესახებ წერს. ბარათის მიხედვით ილიას პირადი ცხოვრება კარგად მიედინება. იმ ქალთანაც, რომელიც წერილშია ნახსენები და რომელსაც მკვლევარები მის სატრფოდ მიიჩნევენ, კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს ვაებისა და ტანჯვის მიზეზი აქაც არა პირადული, არამედ საზოგადო სატკივარია, ქვეყნის ბედთან დაკავშირებული.
უპასუხოდ დარჩენილი სიყვარულის ტანჯვით არის განმსჭვალული „ს“-სადმი მიძღვნილი პირველი ლექსიც, რომლის ადრეული ვარიანტი ასე იკითხება:
„მაშინ დავსტკბები სრულ სამოთხითა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ტექსტზე დაყრდნობით, ავტორისეული სტილის, მხატვრული სახეებისა და მრავალი სხვა, თუნდაც ფსიქოლოგიური ფაქტორის გაუთვალისწინებლად, იგი ერთი წაკითხვით მართლაც შეიძლება მოგვეჩვენოს რეალურად არსებული ქალიშვილისადმი მიძღვნილ ნაწარმოებად, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მიზანია, შევამოწმოთ ეს ვერსია და ვნახოთ, ხომ არა გვაქვს უფრო მეტი რეალური საფუძველი ამ ლექსის სხვაგვარად გააზრებისათვის. დავაკვირდეთ ცალკეულ ფრაზებს და გამონათქვამებს: „მაშინ
ავსტკბები სრულ სამოთხითა“, წერს პოეტი. ამქვეყნიურ მიწიერ რეალობათაგან ილიას ნაწარმოებებში სამოთხესთან არის ხოლმე შედარებული მისი სამშობლო. იხ. მაგ. პოემა „აჩრდილი“:
„ვიშ ეს ქვეყანა ხმელეთის თვალი ლექსში „კითხვა-პასუხი“ მწერალი სამშობლოს ათქმევინებს:
„მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!.. ერთგან სამშობლო დაკარგულ ედემთან არის შედარებული, იხ.,,დაკარგული
ედემი“:
„ვის უნახავს ის ედემი შლილი... რისი თქმა შეიძლება უნდოდეს უცხო ქვეყანაში და უცხო ხალხში მცხოვრებ პოეტს სიტყვებით: „მაშინ დავსტკბები სრულ სამოთხითა,
იმავე 1858 წელს დაწერილ ერთ ლექსში – „უცხოეთში“ პოეტის ნოსტალგია მწვავედ არის გამოხატული მშობლიური ცის მონატრების სახით:
„ და მხოლოდ ჩემი ურვით მოკლული ამ პერიოდის ლექსების სტილზე, მათ მხატვრულ სახეებზე დაკვირვებიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ „ცისფერ თვალში“, რომლის მუდმივ ცქერასაც ნატრულობს პოეტი, სამშობლოს ზეცა იგულისხმებოდეს. ეს ერთგვარად ჩანს კიდევაც ბოლო ტაეპის ემოციურ ამოძახილში:
„მაშინ, ოხ მაშინ კი დავლოცავ ცას,
მაშინ აღვივსებ გულს წმინდა ლოცვით.“.
ფრაზაში – „ჩემ გულზედ ვგრძნობდე შენს მშვენიერს თავს..“ გამოხატულის მსგავსი ალეგორიის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი ლექსის „სიზმარი“ განხილვის დროს, იხ. „მსურდა შემეპყრა, გულსა მიმეპყრა...“ მსგავსი ალეგორიაა „მგზავრის წერილებშიც“: „იქნება (ჩემმა ქვეყანამ) მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ შევიძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო..“
ახლა ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია, რომ სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსში იყოს ისეთი გამონათქვამები, როგორებიც გვხვდება ამ ნაწარმოების მეორე ვარიანტში: „როს ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე..“ თუკი ლირიკულ ნაწარმოებში შეიძლება, რომ ქვეყანა ცრემლს ჰღვრიდეს, კვნესოდეს, მშველელს
ეძახდეს, ცხადია, რომ მას შეიძლება გააჩნდეს გრძნობა და აქედან გამომდინარე, სხვისი გრძნობის გაზიარების უნარიც, რადგან ქვეყანა სხვა რა არის, თუ არა – ხალხი, მისი თანამემამულეები. ამას მოწმობს ლექსის ერთი ტაეპის ვარიანტული წაკითხვაც: „მაშინ... მაშინ კი მე ვირწმენ კაცსა...“ აქ რომ ერთი კონკრეტული ქალისადმი ტრფობა იყოს გამოხატული, მაშინ ეს ფრაზა შეუსაბამო იქნებოდა.
სიტყვებში: „როს ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე“, განსხვავებული მხატვრული გამომსახველობით იგივე აზრი უნდა იყოს გამოთქმული, რაც ლექსში „დაე თუნდ მოვკვდე..“სადაც პოეტი ამბობს, სიკვდილის არ მეშინია, ოღონდ „ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმა“ ნახოს ჩემი ნაკვალევი, რასაც ვთავაზობ მოიხმაროს და სამარეში მაინც ჩამომძახოს, რომ ამაოდ არ მიზრუნია მასზეო. ვფიქრობთ, რომ თანამემამულეთა ამგვარ დამოკიდებულებაში, მათ მიერ მისი შემოქმედების სწორ აღქმაში ხედავდა ილია სატრფოს თანაგრძნობას მის სიყვარულზე. ეს აზრი მით უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება იმით, რომ ამ ლექსების დაწერის თარიღებს სულ რაღაც ერთი თვე აშორებს ერთმანეთისაგან.
რამდენად შესაძლებელია, რომ სიტყვებში: „ქალწულების კრთომით, მორცხვობით მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე“ სამშობლო იგულისხმებოდეს? ქალწული საერთოდ სახეა უბიწოებისა და სიწმინდისა და სავსებით შესაძლებელია, რომ იგი რაიმე წმინდას, თუნდაც ცოდვებისაგან განწმენდილ ერს განასახიერებდეს. ასეა მაგალითად ვახტანგ ორბელიანის ნაწარმოებში „იმედი“. ლირიკულ გმირს თითქოს ვერ გაურკვევია, ვინ მოეჩვენა მშვენიერი ქალწულის სახით და ეკითხება:
„ხარ ანგელოზი სამოთხითგან გადმოფრენილი... ვახტანგ ორბელიანის ამ ლექსის გახსენება განსაკუთრებით საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია” ილიას აზრი მის შესახებ და ლექსის ალეგორიულ სახეთა მისეული ხედვა. პოეტი აღნიშნავს, რომ ეს ტურფა ასული ლექსში იმედს განასახიერებს – იმედს, რომელიც ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ქვეყნის ბედნიერ მომავალს უკავშირდება. საერთოდ ვახტანგ ორბელიანის შემოქმედებაში ძალიან ხშირია სამშობლო ქვეყნის ტურფა ასულთან, სატრფოსთან ასოცირება. ამის შესახებ ქვემოთაც გვექნება საუბარი.
იმ ასულზე, რომელიც ორბელიანის ლექსში იმედს განასახიერებს, ვკითხულობთ: „გრძნობითა სახე უბრწყინავდა, უძგერდა გული...“ და თუკი ქვეყნის იმედის ალეგორიული სახის შესახებ ამის თქმა შეიძლება, რა თქმა უნდა, ისიც არ არის გასაკვირი, რომ ასევე ალეგორიულ ლექსში ილია ჭავჭავაძესთან ქალწულს, რომელიც იმავე სამშობლოს განასახიერებს,
ქალწულებრივი კრთომა და მორცხვობა ეტყობოდეს. პოეზია, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა მრავალმნიშვნელოვნად – პოეზიაა და მას გამომსახველობის ნატურალისტური სიზუსტე არ უნდა მოვთხოვოთ. ქალწულ იმედს შეუძლია დაამშვიდოს ამ პოეტური წარმოსახვის ავტორი – ვახტანგ ორბელიანი. ქვეყნის ბედნიერი მომავლის წინასწარმეტყველებით და ასევე ქალწულის სახეში განხორციელებულ სამშობლოს პოეტურ ხატსაც შეუძლია ამ მხატვრული სახის ავტორს – ილია ჭავჭავაძეს სიყვარულზე სიყვარულით უპასუხოს, რაც არ უნდა გვაკვირვებდეს. ეს ხომ პოეზიაა...
„მე დაგყურებდე ტრფიალებითა...“ ვკითხულობთ ლექსი „ს.ს“ მეორე ვარიანტში და არ შეიძლება არ მოგვაგონდეს 1858 წლის მიწურულშივე დაწერილი პოემა „აჩრდილის“ პირველი რედაქციის კიდევ უფრო ხატოვანი შედარება:
„სულ საქართველო მოჩანდა შორს... ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კონტექსტიდან მოწყვეტილ ამ სტროფებში საქართველო რომ არ ყოფილიყო ნახსენები და ქარაგმა გვქონოდა. ალბათ მისი პოეტური სემანტიკა და დედააზრი ბევრად უფრო ძნელი ამოსაცნობი იქნებოდა.
როგორც ვხედავთ, ქარაგმიანი სათაურის მქონე ლექსში წარმოდგენილის მსგავსი მხატვრული ასოციაციები პოეტის იმ პერიოდის ნაწარმოებებში უჩვეულო არ არის. სამშობლოს ხატი და სატრფოს სახე ერთი და იგივეა, მართალია, აჩრდილი პოემაა, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებულია, რომ იგი ლირიკული პოემაა. ნაწარმოების შესავალშიც და ეპილოგშიც პოეტი რამდენჯერმე გვიმეორებს: „ჩემს გულის წვასა“, „ჩემს ტანჯვასა და ჩემს ფიქრს“ მოგითხრობთ ეს პოემაო. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზემოთ განხილული ციტატაც სწორედ მისი თვალებით დანახულ საქართველოს აღწერს. „მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედოს.“ ამბობს პოეტი იმავე ლექსში და რომ მსგავსი რამის თქმა არა მარტო პირდაპირი, არამედ ალეგორიული მნიშვნელობითაც შეიძლება, ამას მოწმობს „აჩრდილის“ იმავე ვარიანტის კიდევ ერთი სტროფი, სადაც ყაზბეგის მთის შესახებ ნათქვამია: კი
„იმ მორჭმულს მოხუცს თვით მთიებთ კრება როგორც ვხედავთ, მხატვრულ სახეთა ღრმა ალეგორიულობა ილია ჭავჭავაძის პოეზიაში ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ „მთიებთ კრება“ კრძალვით ეალერსება მთას, პოეტური წარმოსახვისათვის არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ მწერალს სატრფოს სახეში წარმოჩენილი ქვეყნისათვის კრძალვით კოცნა ვერ გაებედოს. წარმოდგენილი ლექსის სხვადასხვა ვარიანტებზე მწერლის მუშაობის შემოქმედებითი პროცესის შესწავლის შედეგად მკვლევარი ლადო მინაშვილი მივიდა ასეთ დასკვნამდე: „..თითქოს პოეტი თრგუნავს თავისსავე თავში ტრფობის მიწიერ მხარეს, თითქოს ცდილობს, რომ სატრფოშიც მხოლოდ სულიერი სიფაქიზე ეძებოს და იხილოს."* ლექსის სხვადასხვა წყაროებზე დაკვირვება მართლაც აშკარას ხდის, რომ მწერალს აქცენტი სულ სულიერზე გადააქვს, მაგრამ ამის მიზეზი სწორედ ლექსის ალეგორიულობა უნდა იყოს. ნაწარმოების პირველ ვარიანტში ეს მხატვრული სახე ისე იყო წარმოჩენილი, რომ ლექსის გამოხატვის პლანი ძალიან დაშორებული იყო მის შინაარსს და მწერლის შემოქმედებით ჩანაფიქრს. თითქმის არ ჩანდა კვალი იმისა, რომ ლექსი სამშობლოს ეძღვნება. გვიანდელ ვარიანტში მწერალი შეეცადა წონასწორობის დაცვას ამ ორ პლანს შორის. ამისათვის მან პირველი ვარიანტის ფორმები ჩანაფიქრისათვის უფრო შესაფერისი ელფერის მქონე გამომსახველობითი საშუალებებით ჩაანაცვლა.
ლექსში „ს...ს“ წლების სიმრავლითა და მანძილის სიშორით გამოცდილი უსასრულო ტანჯვა-ვაების აღმძვრელი გრძნობა ჩანს და არა მსუბუქი გატაცება, ხიბლი და მოწონება, როგორც ჩვეულებრივ სატრფიალო ლექსებში. მისი პირველი ვარიანტი დაწერილია იმავე დღეს, 1858 წლის 15 დეკემბერს, როდესაც შეიქმნა პოეტის კიდევ ერთი შედევრი „ქართვლის დედას“. მართალია, ქართვლის დედის სახე ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია, ვიდრე ალეგორიულად სატრფოს სახით წარმოდგენილი სამშობლოს ხატი, მაგრამ ორივე ლექსი ერთი და იმავე პატრიოტული გრძნობით არის ნასაზრდოვები და ორივე შეჰღაღადებს საქართველოს მომავალს. დედამ უნდა შობოს და აღზარდოს ეს მომავალი ისე, როგორც ეს „ქართვლის დედაშია“ აღწერილი და იგი უნდა იყოს ისეთი წმინდა, უმანკო და საკრძალველი, როგორადაც არის ლექსში
„ს...ს".. საყურადღებოა, რომ ლექსის „ს.ს“ პირველი რედაქციის დაწერიდან 15 დღის შემდეგ, არც კი ვიცით, ამ ლექსის მეორე რედაქციის დაწერამდე თუ უფრო გვიან, მწერალმა იმავე სათაურით – „ს...ს“ დაწერა ფაქტიურად ახალი ნაწარმოები:
„მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი, მე შენ ვერ გასმენ ჩემსა ტანჯვასა,
მოგვიანებით მწერალმა ლექსის ერთ-ერთი ავტოგრაფი გადახაზა და, როგორც აღვნიშნეთ, მიაწერა — „რიტორიკა“. ეს ავტორისეული შეფასება რომ უკეთ გავიგოთ, გავიხსენოთ რიტორიკისადმი მისი დამოკიდებულება. კრიტიკულ წერილში „პასუხი“ ილია ჭავჭავაძე კიცხავს თ. ერისთავის „რიტორიულს აღფრთოვანებას და სიტყვიერებას“, იგი ირონიულად იხსენიებს „ანბანთ თეორეტიკას, რიტორიკას და სხვა საგნებს“, ჩვეული სატირული კილოთი კენწლავს რიტორიკას „კაცია, ადამიანის“ შესავალშიც. ცხადია, რომ ილია უარყოფითად უყურებდა ხელოვნებაში რიტორიკის ტყვეობას — გადაჭარბებულ მჭევრმეტყველებას, „ბრტყელ სიტყვებს“ და სათქმელის ბუნდოვანებას. ამიტომ მისთვის შეფასება „რიტორიკა“ ან „რიტორიკა უშვერი“, რომელიც მიუწერია მისივე ხელით გადახაზული ლექსის – „პავლოვსკის პარკისათვის“, ძალიან მკაცრი განაჩენია. მსგავს შეფასებას აძლევს პოეტი 1864 წელს კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილ ბარათში პოემა „ქართვლის დედის“ ადრეულ რედაქციასაც.
ლექსი „ს...ს“ რომ ქალისადმი იყოს მიძღვნილი და არავითარ ალეგორიასთან არ გვქონდეს საქმე, მაშინ გამორიცხული იქნებოდა ყოველგვარი რიტორიულობა და მასში გადმოცემული განცდები მარტივი გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამ ლექსსაც, ჩვენი აზრით, იგივე ეროვნული გრძნობა უდევს საფუძვლად, რაც „პავლოვსკის პარკს“ და „ქართვლის დედას“. ზედმეტი მჭევრმეტყველება და ჩანაფიქრის ბუნდოვანება კი გამოწვეულია მხატვრულ სახეთა ღრმა ალეგორიით და მათში ეროვნული სულისკვეთების შეფარვის სურვილით.
თუ „ს...“-ადმი მიძღვნილი პირველი ლექსის მხატვრული სახეების ამოსაცნობად მწერლის რამდენიმე სხვადასხვა ნაწარმოების ციტირება დ ანალიზი დაგვჭირდა, იმავე დასათაურების მქონე მეორე ლექსის თითოეული ტაეპი პირდაპირ შეგვიძლია შევადაროთ მწერლის მიერ პატრიოტულ თემაზე: შექმნილ ცნობილ შედევრს „მას აქეთ რაკი..“
ორივე ლექსში გამოთქმულია, რომ პოეტის წუხილი და ტანჯვა გამოწვეულია სიყვარულით, შდრ.:
„მას აქეთ რაც შენ მე შემიყვარდი აღარ შორდება ჩემს გულსა
ურვა..“
და „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, როგორც ვხედავთ, მსგავსება აშკარაა, მაგრამ მწერალს შეუტანია ერთი დამატებითი ნიუანსი. გამოთქმით „ვცან სიყვარული“ „შემიყვარდისნაცვლად მან არაჩვეულებრივი სიფაქიზით მიგვანიშნა, რომ თვით სიყვარული მამულისა ამ გრძნობის გაცნობიერებამდე კიდევ უფრო ადრე იბადება. იგი ალბათ გენეტიკურადაც დაყვება ქართველს და შემდგომშიღა ცნობიერდება.
ორივე ნაწარმოების მიხედვით ტანჯვის მიზეზი არის ის, რომ ავტორი თავის გრძნობას ვერ უზიარებს, ვერ უმხელს მას, ვისდამი სიყვარულითაც არის განმსჭვალული, შდრ.:
„მე შენ არ გასმენ ჩემსა ტანჯვასა... ასეთი მდგომარეობა ორივეგან სავალალო შედეგისაკენ მიდის, შდრ.:
„ნელ-ნელათ მითხრის საფლავსა..“
და „ეგრედ ჰშვრება ჩემი ცხოვრება...“
საერთოა ის განწყობაც, რომ პოეტი საბოლოოდ მაინც არ უჩივის ბედს, შდრ.:
„წავა, საფლავში დაიმარხება და: „და მე არ ვჩივი, მიხარიან...“
საინტერესოა, რომ ლექსში „მას აქეთ რაკი...“ შეტანილია ის ცალკეული აზრები და მხატვრული შედარებებიც, რომლებიც მესამე სტროფის სახით დაემატა 15 დეკემბერს დაწერილი ლექსის „ს...ს“ მეორე ვარიანტს. ერთნაირი სათაურები და დაწერის თარიღების სიახლოვე უფლებას გვაძლევს, რომ ის სტროფიც შევადაროთ იმავე ლექსის „მას აქეთ რაკი...“ ტექსტს:
„ვიშ მაგ შენს ნარნარს გულისცემასა,
და: „შენს ძარღვისცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
შეადარეთ აგრეთვე: „და ცოდვილთ ფიქრთა ზედმოსევასა
და:
„დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის გროვდება.“
აშკარად ჩანს, რომ მწერალს ლექსი სათაურით „ს...“ კი არ უარუყვია, არამედ გადაუმუშავებია, დაუხვეწია და არაერთხელ გამოუქვეყნებია კიდეც ისევე უსათაუროდ, როგორც „ს...“-ადმი მიძღვნილი პირველი ნაწარმოები და არაერთი სხვა პატრიოტული ლექსი.
მკვლევარი ლადო მინაშვილი ლექსის „მას აქეთ რაკი.“ წყაროების ანალიზისას დასძენს, რომ მის ადრეულ ვარიანტს ვიწრო ხასიათი და სენტიმენტალური ელფერი აქვს. შეიმჩნევა სწრაფვა მჭევრმეტყველებისაკენ და გრძნობის ერთგვარი გაურკვევლობა. ის, რაც ამ ლექსთან დაკავშირებით არის თქმული, კიდევ უფრო აშკარად არის გამოხატული ლექსის პირველ რედაქციაში სათაურით „ს...ს“, ილიას ამ ტექსტზე დიდი მუშაობა ჩაუტარებია, ბევრი რამ შეუცვლია, გაუუმჯობესებია, მაგრამ ზედმეტი რიტორიულობის მიზეზი აქაც იგივე იყო, რაც „ს...ს„ადმი მიძღვნილ პირველ ლექსში. მისი დაძლევა აქ მოხდა იმის საშუალებით, რომ აშკარად გამოიხატა ტკივილის მიზეზი და, რაც მთავარია, გამოაშკარავდა ადრესატი. პირდაპირი მიმართვების საშუალებით: „ჰოი, მამულო“ და „მაგრამ, მამულო.“ ფარდა აეხადა ლექსის იდუმალებას. იმას, რომ პოეტურ ნაწარმოებში ზედმეტ რიტორიკულობას იწვევს ალეგორიზაცია, მოწმობს კიდევ ერთი ასეთი ფაქტი. პოემა . „ქართვლის დედის“ პირველ რედაქციაშიც რამდენიმე ადგილას ძალიან უხერხულად იყო დაფარული საუბრის ობიექტი:
„ძლიერო სიტყვა! ვთმობ დედასა, შენთან ვერთდები...“ ალბათ ამიტომაც იყო, რომ მის შესახებაც იმასვე ამბობდა მწერალი - „შიგადაშიგ უფრო რიტორიკააო.“ გვიანდელ რედაქციაში აქაც, ისევე, როგორც ! ლექსში „მას აქეთ რაკი...“ მოხდა სათქმელის პირდაპირ გამჟღავნება, ამ დიდი სიტყვის დაუფარავად გამოცხადება და ამდენად თავიდან აცილებული იქნა ზედმეტი რიტორიკულობა:
„ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა..““ ლექსებში სათაურით „ს...ს“ რომ პოეტურ სახეთა სიღრმესთან და ალეგორიულობასთან გვაქვს საქმე, ამას მოწმობს კიდევ ერთი გარემოება, პირველი ლექსი - „მაშინ დავსტკბები...“ თავის კიდევ ორ ლირიკულ ნაწარმოებთან – „ვიხილე სატრფო“ და „ჩემო მკვლელო..“ ერთად პოეტმა დასაბეჭდად გაუგზავნა კირილე ლორთქიფანიძეს და თან მისწერა: „რაკი არ მომეშვი, აი, „ტრფიალების“ ლექსს ჩემსას გიგზავნი... თუ ჭკვაში მოგივიდეს, დაბეჭდე. ხანდისხან ამისთანა ლექსებიც ჰსდომებია ამ უდარდელს და ცრუდმოტრფიალეს ქვეყანას.“ წერილის გადაკრული ტონი და პოეტის მიერ სიტყვის ! „ტრფიალებისა“ ბრჭყალებში ჩასმა გვაფიქრებინებს, რომ მინიშნება ეხება დაქარაგმებული სათაურის მქონე ნაწარმოებს „ს.ს“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასში პოეტურ ალეგორიასთან გვაქვს საქმე.
კირილე ლორთქიფანიძე ხშირად აქვეყნებდა ხოლმე ილიას ნაწარმოებებს. თავის კრებულებში და ისინი ერთად აწყობდნენ გეგმებს, რა როგორ შეეპარებინათ ცენზურისათვის. ამას მოწმობს შემდეგი ფრაზები კირილესადმი მიწერილი ილიას სხვა წერილებიდან: „ოღონდ ეგ დაიბეჭდოს და შეიძლება ცენზორს ბევრი დავუთმოთ“, ეხება სტსტიას „ზოგიერთი რამ“. „ვიცი, რომ არ დაბეჭდავენ. თუნდ მანდ როგორმე მოახერხო და ნებართვა აიღო, აქ მთელს წიგნს აგიკრძალავენ“, ეხება პოემას „რამდენიმე სურათი...“ ასეთი მიმოწერისა და ურთიერთობის პირობებში კირილე ლორთქიფანიძეს არ გაუჭირდებოდა პოეტის გადაკრული ნათქვამის გაგება და ვითომდა სატრფიალო ლექსში ეროვნული სულისკვეთების, სატრფოს სახეში კი მამულის სათაყვანებელი ხატის ამოცნობა.
როგორც ვხედავთ, მცირედ თუ მნიშვნელოვნად შეცვლილი სახით, მწერალმა მაინც მოახერხა სათაური „ს...ს“ მქონე ორივე ლექსის გამოქვეყნება, მაგრამ სათაური აღარ მიუცია. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რა საჭირო იყო ლექსში სამშობლოსადმი ძღვნის დაქარაგმება, მაგრამ გასაკვირი აქ არაფერია. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენში ერიდებოდნენ არა მხოლოდ საყვარელი ქალის სახელის გამჟღავნებას, არამედ ეროვნული გრძნობისასაც. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ვახტანგ ორბელიანს პატრიოტულ, ალეგორიულ ლექსში, სადაც სამშობლო ასევე სატრფოს სახით არის წარმოდგენილი, მდინარის სახელი აქვს დაქარაგმებული — იხ. ლექსი „მდინარე ა...“
აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ლექსები სათაურით „ს...ს“ ეძღვნებოდეს „ს-ამშობლო-ს, „ს-აქართველო-ს“ და სათაურის ამგვარი დაქარაგმება, ბოლოს კი საერთოდ უსათაუროდ დაბეჭდვა, გამოწვეული იყოს ცენზურის მიერ მათი დაბეჭდვის აკრძალვის შიშით. - „„ყოველივე ბუნებისაგან, სიცოცხლისაგან აღმოჩენილი შეიძლება პოეზიის საგნად იყოს, მაგრამ პოეზიის აზრი, პოეზიის არსი ის არის, რაც დამალულია იმ აღმოჩენილ საგანში.“ „პოეზია და სწავლა მძაფრის სიმძლავრით განუყოფებიან იმას, რასაც ვეძახით „ნამდვილ“ მეცნიერებასა: რომელიცა განმსჯელობისა და იქნება თვალწინ წარმოდგენის მეტსა არაფერს მოითხოვს ადამიანისგან.“ „როდესაც ხელოვნებითი თხზულების საგანის მიხვედრაზე ან სხვადასხვანაირს დარწმუნებაზე და კილოზე მოხდება ცილობა“, ჭეშმარიტი აზრის დასადგენად გულისხმიერებაა საჭიროო. „პოეზიის მიხვედრა არის სულის საქმეო“, - თარგმნიდა და განმარტავდა ილია ბელინსკის - სიტყვებს პუბლიცისტურ წერილში „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“, სხვაგან კი, სტატიაში „პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ“ ასევე ღრმად და საფუძვლიანად უხსნიდა ლექსის წერით გატაცებულ ყმაწვილებს პოეზიის არსს: „პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. იგი ხატებაა ჩვენთა გრძნობათა, გულისთქმათა,. ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით ხილულთა და არა ხილულთა.“ „ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო – ერთი დიდებული წიგნია უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი – ხატებითა და სურათებითა..“ პოეტის ეს სიტყვები თითქოს გვკარნახობს, რომ თუ ლექსებს სათაურით „ს.ს“ მარტივად,სიტყვასიტყვgთ აღვიქვამთ, ამ „დიდებულ წიგნს“, დაწერილს „ხატებითა და სურათით მივიღებთ, როგორც უხატების და უსურათოს, რის გამოც ამოუცნობი დაგვრჩება ავტორის ჩანაფიქრი, ასევე, გაუგებრობა, პოეზიასთან დაკავშირებით გამორიცხული რომ არ არის ხოლმე. აკაკი წერეთელმა ლექსში „შიქასტა“ ალბათ ამიტომ გააფრთხილა მკითხველი:
„ნურვინ სცდილობს, იმ ცრემლებში ჩვენს მიერ, განხილული ერთნაირი ქარაგმული სათაურის მქონე ორი ლექსიდან ერთი პოეტისავე შეფასებით რიტორიულია. ნაწილობრივ იგივე ნაკლი
აქვს მეორესაც. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათში შეფარულია
ის „დიდი სიტყვა“, რომლისადმი სიყვარულის გაცხადებაც ცენზურის პირობების გამო ყოველთვის არ ხერხდებოდა. ამრიგად, სათაურის ქარაგმაში
„ს“ — „ს -აქართველო ან „ს-ამშობლო“ უნდა ვიგულისხმოთ — ჩვენი მამული, ეს ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც ასე ეტრფოდა მარად მისი ერთგულიაშვილი - ილია ჭავჭავაძე.
ქვეყნის მთა-ბარი;
ხვევნა მსურდა მთის,
ჩემ ძველ ნაცნობის,
შთანთქმა ტკბილ ხმისა
ქართვლის სიტყვისა,
ალერსით შეპყრა
ჩვენ მზის სხივისა;
ვსჭვრეტდი ჩემს მშობელს
მთის პირში სოფელს,
ვით ჩემ დროს, ისევ
ისევე მყოფელს.
იქ ვნახე სახლი,
სადაც მე თვალი
პირველ ვახილე,
და რა ვიხილე?
ტახტზედ ჯდა ქალი,
სწვიმდა მის თვალი;
ჩემს თავსა ვკითხე,
ვინ არს მტირალი?
არის ვითომ ის?..
განა ყვავილის
ჩრდილი თვით ყვავილს
რითმე ედრების?
ვსცნობდი, არც ვსცნობდი
მტირალსა ქალსა
და გულში ვგრძნობდი
რიღაცის ალსა.
დიდხან და დიდხან
ცრემლს თვალით ღვრიდა
და ყრუთ ხანდისხან
კვნესდა, ოხვრიდა,
მერეთ გახეჩნა
ბაგე ფერკრული
და რა ახსენა? დავიწყებული
ჩემი სახელი.
მსმენმან იმ ხმისა
გავშალე ხელი, -
ის იყო!.. ისა!..
მსურდა შემეპყრა..." და სხვ.
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარ ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!“
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?“
მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.“
სადაც გონება ჩვენი ხშირად ერთადა ჰფრენდა,
სადაც ჭაბუკი ფანტაზია გალაღებული,
უკეთესო ყვავილთ ქართვლის გულში ლხენითა ჰკრეფდა.“
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ
ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა —
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა“.
ქართვლის ბედი ბურთსავითა
ამ ლექსში მწუხარს და მტირალს ქართველს!
შორით, რუსეთით ძმა ძმებს მოგითხრობთ
მას, რაც არ უშრობს ნამდვილ შვილსა ცრემლს.
ჩვენი მშობელი, ტკბილი მამული და
ცხადათ წინ მედგა ბედით მოკლული...“
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...“
ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას, სურვილსა,
ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,
ეხლა ის არის მცხოვრები ცისა!
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.
რომ სულ შენ ცისფერს შევყურებდე თვალს!..
ვცხოვრობდე მხოლოდ მის გამოთქმითა,
ჩემ გულზედ ვგრძნობდე შენს მშვენიერს თავს,
ვსნთქავდე შენს სუნთქვას მთელისა გრძნობით...
მაშინ, ოხ მაშინ კი დავლოცავ ცას,
მაშინ აღვივსებ გულს წმინდა ლოცვით.“
დიდი სამოთხის კუთხე პატარა...“
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ-უძლური!..“
ვის უნახავს ის სამშობლო ჩემი?“
რომ სულ შენ ცისფერს შევყურებდე თვალს...“,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვსჭვრეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?
თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,
ზეცა სულ სხვა ფრად გაბრწყინებული
და სულ სხვა რიგად დამშვენებული.“
ან ხარ სატანა...
ან ხარ ასული ამ ქვეყნისა, ვით სხვა ასული,
მაგ ლამაზ მკერდქვეშ, როგორც სხვათა, შენც გიძგერს გული...“
და ის მოხუცი, როგორც სატრფოსა,
თვალითა სჭამდა, თრთოლით უმზერდა,
და უფრო, უფრო გული უძგერდა.
საქართველოცა თვის უხვ სიმდიდრით,
თვის მინდვრებითა გარდიშლებოდა
და მას ტრფიალსა ზღვანი ორივ მხრით
როგორც საყვარელს გარდახვევოდა.“
თითქოო კრძალვით
ეალერსება“
*ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძის ლირიკა, გვ. 111
აღარ შორდება ჩემ გულსა ურვა,
უიმედობის ჰკლავს იმას დარდი,
და ჩემს ბედზედა უბოლო მდურვა.
მას, რაც ნელ-ნელათ მითხრის საფლავსა,
შენ წინ დავფარავ თვალში მთრთოლარს ცრემლს,
შობისა უმალ მოვკლავ ოხვრას ჩემს...
არა, ვერ გასმენ, მას, რაიც შობავს
იმ ცრემლის გუბეს, იმ ოხვრის სუნთქვას.
ჩემ საწყალ გულთან ეს სიყვარული,
შენგან ჩაგრული და განგდებული,
წავა, საფლავში დაიმარხება
ისე, რომ არც კი დაგემდურება.“
ოგი ჰოი, მამულო,
გამიკრთა მე ძილი და შვება!“
არა, ვერ გასმენ მას, რაიც შობავს
იმ ცრემლის გუბეს,
იმ ოხვრის სუნთქვას...“
და:
„შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არის,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..“
ისე, რომ არც კი დაგემდურება.“
ვით ლოცვის ბგერას ლმობით ვისმენდე..“
ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება...“
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...“
„ჰოი, ძლიერო, დიდო სიტყვავ! შენს ღვთიურს ძალსა
ვინ დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ ჩვილ ქალსა...“
ნახოს კერძო სიყვარული!
იქ იქნება საიდუმლო,
გულგამხეთქი, დაფარული!
ყოველს წვეთში ტანჯვას ნახავს,
საქართველოს გამომხატველს
და მწარესა ნაკადულში
გრძელ მოთხრობას, გულის დამწველს.
სამწუხაროდ, ილიას ხსენებულ ლექსებს ავტორისეული ამგვარი კომენტარი არ ახლავს. ამიტომაც დავინახეთ მათში „კერძო სიყვარული“. „ს...ს“ სათაურის მქონე პირველი, ლექსი
კი „ქალის იდეალიზაციად“ იქნა მიჩნეული (ვახტანგ
კოტეტიშვილი).