1850
1850 11 იანვარი
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს მოჰყავს მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითის ასული. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მატერიალური ხელმოკლეობაა. ილია განიცდის ამას და ჯვრისწერის ჩაშლას ცდილობს. ქორწილის წინ პატარა ბიჭები ნაცრიანი კალათებით ხელში შედიან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, ნაცარს აქეთ-იქით ყრიან და გაჰყვირიან, სავარაუდოდ, მის მიერ შეთხზულ სიტყვებს: „გოდორი და კალათაო / ბებერსა ჰრთავენ ქალათაო / საწყალ ჭავჭავაძესაო / ჯვარსა სწერენ ძალათაო“. |
წყარო: ეკატერინე ავთანდილის ასულ კრიჟანოვსკის მოგონება, გაზეთი თემი, 1913 № 122; ვ. კარბელაშვილის ჩანაწერი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 547; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65, 66. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ეკატერინე (ქალია) დავითის ასული გვარი უცნობია. შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი, ილია ჭავჭავაძის მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის მეორე ცოლი. |
|
1850 14 ივლისი მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობს ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში და აჯილდოებენ წმინდა ანას ორდენით. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, 3, 1947, გვ. 165-167. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. წმინდა ანა – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა. მისი სახელობის ორდენი რუსეთის იმპერიაში დაარსდა 1735 წელს. |
|
1850
გატაცებულია ტერ-ასატუროვის ქალიშვილით. თავის მეგობარ კოხტა აფხაზთან ერთად მიდის ხოლმე მის სახლთან, რომ ფანჯარაში დაინახოს |
წყარო: კოხტა აფხაზი, ლიტერატურის მატიანე, 1935, წ. 1, გვ. 565. პირთა ანოტაციები: აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838 წ...) ილია ჭავჭავაძის სიყრმის მეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა და უნივერსიტეტში. ტერ-ასატუროვა – სახელი უცნობია. ილია ჭავჭავაძის ბავშვობის გატაცება, რომელიც თბილისში, თამამშევის ქარვასლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. |