ოქმი № 23-24, საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი 133, საქმე 634,
ფურცელი 1-2 ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 414-415. პირთა ანოტაციები: კლიმიევი იოსებ დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე. წულიაშვილი გიო დუშეთის მაზრის მკვიდრი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 407; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 364-365;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 204-205, 371. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 255-256. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი.
ახალციხეში დააარსა ქალთა სასწავლებელი. აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე გაზ. „ივერია“, 1886, 18 სექტემბერი, № 201, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 371. ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ–ნი ჩიკვაიძე“, ტფილისი,
ქუთათელის გამოცემა, 1890. პირთა იდენტიფიკაცია: იგულისხმება ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე კალისტრატე
ჩიკვაიძე. პირთა ანოტაციები: ჩიკვაიძე კალისტრატე ნიკოლოზის ძე ვექილი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე 1890 წელს. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198,
გვ. 219. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და
პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის
სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. გაზ. „ივერია“, 1894, 18 სექტემბერი, № 198, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე (1846-1925) რევოლუციონერი, ანარქისტი, ქართული ანარქისტული გაზეთების “ნობათი” და
“მუშა” ერთ-ერთი დამაარსებელი, იცავდა საქართველოს ავტონომიის იდეას. 1921
წლიდან წავიდა ემიგრაციაში. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909) ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი,
იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას. გაზ. „ივერია“, 1894, 18 სექტემბერი, № 198, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 42. გაზ. „ივერია“, 1902, 18 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია
ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ,
2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 531. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 622, 711, 723-724. ჟურ. „მოგზაური“, 1905, № 34, გვ. 527
1869
18 სექტემბერი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს მემამულე იოსებ
კლიმიაშვილის საჩივარს გიო წულიაშვილის წინააღმდეგ მისთვის სიტყვიერი
შეურაცხყოფის მიყენების გამო. ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებით ირკვევა,
რომ წულიაშვილის მიერ მოსარჩელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებამდე,
თავად კლიმიაშვილმა მიაყენა ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა. ილია
ჭავჭავაძეს გამოაქვს დასკვნა, რომ მომჩივანს, კანონის მიხედვით, უფრო მძიმე
დანაშაული აქვს ჩადენილი. შესაბამისად, მოპასუხე თავისუფლდება ბრალდებისგან,
ხოლო მომჩივანს, როგორც არაკეთილსინდისიერ მოსარჩელეს, ეკისრება
სასამართლოს ხარჯის გადახდა.
წყარო:
1881
18 სექტემბერი
თბილისიდან წერილს სწერს მეუღლეს და აცნობებს, რომ მეორე დღეს ანა
ღოღობერიძე-მუსხელიშვილისასთან, პროფესორ დავით ჩუბინაშვილთან და დისწულ
მაკო აფხაზთან ერთად ავა საგურამოში. სთხოვს, ახალი ეტლი ზემო ავჭალაში
დაახვედროს საღამოს მატარებლის ჩამოდგომის დროისთვის.
წყარო:
1886
18 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 17 სექტემბერი“ („ბოლგარიაში ვერაფერი სანუგეშო ამბებია თურმე
დღეს...“). თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიდი სახელმწიფოები
და ბულგარეთის საქმე“.
წყარო:
1890
18
სექტემბერი
ცენზურა გასცემს ნებართვას მისი ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“
დაბეჭდვაზე ახალი სათაურით „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ-ნი ჩიკვაიძე“.
წყარო:
1892
16-18 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების
სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ ნისიად მისცენ წიგნები
ოზურგეთსა და სენაკში გახსნილ მაღაზიებს. თანხას გამოყოფენ ხელნაწერის
„ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად. მსჯელობენ კავკავის სკოლის ანგარიშისა და
დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ. იღებენ
გადაწყვეტილებას, რომ არ დაიქირავონ დამატებითი შენობა დავით ჩუბინაშვილის
ბიბლიოთეკის წიგნებისთვის. ამ წიგნების კატალოგის შედგენას ავალებენ
საქმეთმწარმოებელს. იღებენ იაკობ გოგებაშვილის წინადადებას ადგილობრივი
კომიტეტის მიერ ბათუმის სკოლის ანგარიშის შემოწმებისა და გამგეობაში
გაგზავნის შესახებ. კავკავის სკოლის კომიტეტისგან ითხოვენ თვიური
ხარჯთაღიცხვის მიწოდებას. ალექსანდრე ჭყონიას გადასასინჯად გადასცემენ
მაღაზიის წიგნების კატალოგს. დადებითად წყდება თონეთის სკოლისთვის
წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.
წყარო:
1894
18 სექტემბერი
გაზეთ “ივერიაში” ფსევდონიმით „Wasiani, W.“ იბეჭდება ვარლამ ჩერქეზიშვილის
სტატია, რომელშიც საუბარია მარჯორი უორდროპის მიერ ილია ჭავჭავაძის
„განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის განზრახვასა და ამის შესახებ პროფესორ
უილიამ მორფილის აზრის შესახებ.
წყარო:
18
სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („ბ-ნი მინისტრი სახელმწიფო
ქონებათა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი
სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“
წყარო:
1902
18 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 18 სეკდემბერს“ („წინა წერილში ჩვენ ვსთქვით...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსწავლეთა ჯანმრთელობა –
უპირველესი საზრუნავი“.
წყარო:
1905
18 სექტემბერი
ჟურნალ მოგზაურში ქვეყნდება ინფორმაცია საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლში
უცნობი შეიარაღებული პირების შეჭრისა და იარაღის წაღების შესახებ.
წყარო: