The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.10

1873    
     
1 ოქტომბერი    
     
სადილს უმართავენ ქართველი კანვოელები. ყურადღებით კმაყოფილია, მაგრამ ზედმეტი ქება აწუხებს.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

დათარიღება:

ამის შესახებ ნათქვამია მეუღლისთვის 5 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.

     
1881    
     
1 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბ. მარკოვის საჩივარი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 1 ოქტომბერი, № 204, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272, 681.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ლევ ლევის ძე მარკოვზე.

პირთა ანოტაციები:

მარკოვი ლევ ლევის ძე (1837-1911)

სამოქალაქო მრჩეველი, მწერალი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი 1874-1902 წლებში.

     
1884    
     
1 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს და იღებენ დადგენილებას, რომ ილია წინამძღვრიშვილს გამოუყონ შესაბამისი თანხა.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 67, გვ. 23.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

     
1886    
     
1 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე სტატიისა თარიღით „ტფილისი, 30 სექტემბერი“ („ჩვენ გუშინდელს წერილში მოვიყვანეთ სიტყვა-სიტყვით...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხები“, ხოლო ოცტომეულში - „საგლეხო მმართველობის ზედამხედველობის ახალი წესი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 461; გაზ. „ივერია“, 1886, 1 ოქტომბერი, № 211, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 406.

     
1887    
     
 1 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 სექტემბერი“ („არ ვიცით, შეხვედრია თუ არა ოდესმე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამრეწველო და სამეურნეო ნაწარმთა გამოფენის მოწყობის შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 ოქტომბერი, № 203, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 565.

 

     
1 ოქტომბერი    
     
 მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 117, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

     
1890    
     
1 ოქტომბერი    
     
ვალერიან გუნია წარწერით უძღვნის „საქართველოს კალენდარს“.   წყარო:

საქართველოს კალენდარი, 1890, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

     
1895    
     
1 ოქტომბერი    
     
რუსი პოეტი ვასილი ველიჩკო წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს.   წყარო:

Записки духа. Нехданчик. Первая муха. СПб., 1895.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

     
1904    
     
 1 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ საპასუხოდ დაწერილი ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნის შესახებ „ირტიმიდის“ ხელმოწერით იბეჭდება დიმიტრი ჯაშის წერილი „გაკვრით. ნარევნაკვეს გასართობი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 226.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

     
1905    
     
 1 ოქტომბერი    
     
ნიკო ცხვედაძეს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვდეს და დაუკონკრეტოს შეხვედრის დრო.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 586; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 493-494. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199-200.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.