ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 325; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 243; ი. ჭავჭავაძე,
თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 325-327; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009,
გვ. 160-162, 360.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე,
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გაზ. “დროება“, 1882, 20 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 364.
ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,
694-695. გაზ. „ივერია“, 1886, 20 ნოემბერი, № 252, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 530.
გაზ. „ივერია“, 1887, 20 ნოემბერი, № 243, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
16, 2017.
გაზ. „ივერია“, 1898, 20 ნოემბერი, № 249, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, თბილისი, 2007, გვ. 138.
ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989,
გვ. 242-243.
1873
20 ნოემბერი
წერილს უგზავნის მეუღლეს პეტერბურგიდან და ატყობინებს, რომ წესდება
პირველ იანვრამდე წარედგინება სახელმწოფო საბჭოს. შეწუხებულია ცხენების,
განსაკუთრებით კი მისი საყვარელი „მიშკას“, დაკარგვით.
წყარო:
1882
20 ნოემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის
სკოლის თაობაზედ“ („რამდენიმე საუკუნის განმავლობაში...“). ტექსტი ილია
ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
20 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 19 ნოემბერი“ („ბოლგარიის საქმე არ ასვენებს ევროპასა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში
ბულგარეთის გამო“.
წყარო:
1887
20 ნოემბერი
გაზეთ ივერიაში ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა
„იცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათასა“ („მართლა რომ საკვირველი
და მიუწდომელი დარჩებოდა ჩვენთვის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1898
20 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ნოემბერი“ („ჩვენს გუშინდელს მეთაურში მოვიხსენიეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უკანონოდ შობილთა უფლება“.
წყარო:
1905
20 ნოემბერი
ტარდება თსს ბანკის საგანგებო კრება, რომელზეც სთხოვენ დაბრუნებას, მაგრამ
საბოლოოდ ამბობს უარს.
წყარო: