ნიკო ნიკოლაძის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს
საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 165-166. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყველაშვილი პეტრე იასეს ძე ჭოპორტის თემის სოფ. არჯაკელის მკვიდრი. კახობერიშვილი არსენ გურამიანთკარის თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. გულბოთაშვილი ნიკოლოზ ჭოპორტის სასოფლო საზოგადოების მამასახლისი. სასამართლო სხდომის ოქმი (№ 3), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ1, საქ. 539, ფურც. 2-4; „საისტორიო
მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 396. პირთა ანოტაციები: ფარესოვი საამ სოფელ ჩილურის მკვიდრი. ოსიტოვი (ოსიტაშვილი) იოსებ დუშეთის მაზრის მკვიდრი, დიაკვანი. Тифлисский Вестник“, 1876, № 105; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
76-77, 395-396. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი
1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის
შესაძენად და შენობის ასაგებად. ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული
საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი
ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების
ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. “დროება“, 1880, 13 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 116. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 650. გაზ. „დროება“, 1884, № 104, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი
დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი.
გაზ. «Новое обозрение», 1884, № 126. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 311; გაზ. „ივერია“, 1886, 13 მაისი, №
103, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 21. გაზ. „ივერია“, 1887, 13 მაისი, № 94, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9,
თბ., 2006, გვ. 313. იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს
საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს
საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150; გაზ. „ივერია“, 1887, 19
მაისი, გვ. 1-2. დათარიღება: იაკობ გოგებაშვილის 13 მაისის წერილში კირილე ლორთქიფანიძისადმი ჩანს, რომ ამ
დროს ილია ჭავჭავაძე საქმეებზეა ქუთაისში, გაზ. „ივერიის“ 19 მაისის პუბლიკაციიდან
კი ჩანს, რომ იქ ბანკის სხდომები დამთავრდა 14 მაისს. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 833-834; გაზ. „ივერია“, 1888, 13 მაისი, № 98 , გვ. 1. ;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 226. გაზ. „ივერია“, 13 მაისი, № 99, გვ. 2-3.
გაზ. „ივერია“, 19 მაისი, № 102, გვ. 3. 20 მაისი, № 103, გვ. 2-3.
პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე
არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი. გაზ. „ივერია“, 1894, № 100, გვ. 1; № 101, გვ. 2.
გაზ. „ივერია“, 1896, № 102, გვ. 2-3, № 103, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 468; საქართველოს
ეროვნული არქივი, ქშწ-კგ საზოგადოების საერთო კრების პროტოკოლი; გაზ. „ივერია“,
1896, № 102, გვ. 2; ი. გოგებაშვილი. თხზულებანი. ტ. 10, 1965, გვ. 342.
პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1903, № 102, გვ. 1.
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 2152, გვ. 2-3.
1863
13 მაისი
ნიკო ნიკოლაძე კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, რომ „საქართველოს მოამბე“
დაღმასვლას განიცდის, აღარცერთი სტატია არ ვარგა, მესამე ნომერი აგვიანებს
და არავინ იცის, როგორ განაგრძობს არსებობას.
წყარო:
1868
13 მაისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ასრულებს წინამძღვრიანთკარის ტყის
მცველის პეტრე ყველაშვილის საჩივრის განხილვას არსენ და გიორგი
კახობერიშვილების წინააღმდეგ. ყველაშვილის ჩვენებით, მან ნახა, როგორ
აფუჭებდნენ ტყეს ძროხები და დააკავა. კახობერიშვილები ითხოვდნენ პირუტყვის
დაბრუნებას და როდესაც მან უარი უთხრა, სცემეს. მოწმეების ჩვენებით ბრალი
დაუდასტურდა მხოლოდ ერთ ძმას – არსენ კახობერიშვილს და დაეკისრა ფულადი
ჯარიმა. გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა დაეკისრა ჭოპორტის სასოფლო
საზოგადოების მამასახლისს ნიკოლოზ გულბოთაშვილს, რომელსაც მოწმის სტატუსით
უნდა მიეცა ჩვენება და არ გამოცხადდა.
წყარო:
1868
13 მაისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს საამ ფარესოვის სარჩელის
განხილვას იოსებ ოსიტოვის წინააღმდეგ. ფულის სესხების შესახებ ბრალდებულის
მიერ ხელმოწერილ საბუთთან ერთად მომჩივანი წარმოადგენს მოწმეთა ხელწერილებს
სესხების ფაქტის დადასტურებით. ბრალდებული აცხადებს, რომ სესხების საბუთი
ყალბია და ყველა მოწმე დაინტერესებული პირია. ილია ჭავჭავაძე ფარესოვს
განუმარტავს, რომ მისი ბრალდების სიყალბის დადასტურების შემთხვევაში
კანონის წინაშე პასუხის გება მოუწევს და აძლევს საჩივრის უკან წაღების
საშუალებას, მაგრამ მომჩივანი უარს ამბობს და სესხის აღების შესახებ
ხელწერილი გადასამოწმებლად ეგზავნება თბილისის სამხარეო პროკურატურას.
წყარო:
1876
13 მაისი
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, ნიკო ნიკოლაძის წერილის საპასუხოდ, ქვეყნდება
ილია ჭავჭავაძისა და თსს ბანკის გამგეობის წევრების – ალექსანდრე
ჩოლოყაშვილისა და დავით ავალიშვილის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც
ოპონენტებს იწვევდნენ სამედიატორო სასამართლოში. აქვე იბეჭდება სარედაქციო
შენიშვნა, რომ გაზეთის რედაქტორი კონსტანტინე ბებუთოვი და ნიკო ნიკოლაძე
იღებენ გამოწვევას, იმ პირობით, თუ პოლემიკა იწარმოებს პრესის საშუალებით.
წყარო:
1880
13 მაისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მაჰმადიან
ქართველთა ბედი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1884
13 მაისი
გაზეთ დროებაში გრძელდება 7-10 მაისს ჩატარებული თბილისის გუბერნიის
თავადაზნაურთა ბანკის წევრთა კრების მიმოხილვის ბეჭდვა. შეტანილია ილიას
მოსაზრებები მამულების დაფასების ახალი წესის შემუშავების მიმართ ფინანსთა
სამინისტროს დამოკიდებულებასა და პეტერბურგში ბირჟის აგენტის დანიშვნის
საჭიროებაზე. საგულისხმოა მისი პასუხი ნაპოლეონ ამატუნის გამოსვლაზე,
რომელშიც კრების მონაწილეებს ნაციონალიზმში ედებოდათ ბრალი. ილია
ჭავჭავაძემ მის სიტყვებს წინდაუხედავი უწოდა და თქვა, რომ ვერც ბანკს და
ვერც ამ კრებას ვერავინ შესწამებს მტრობას რომელიმე ერისადმი.
წყარო:
13 მაისი
რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი ნარკვევის „რა არის
ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი.
წყარო:
1886
13 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 მაისს“ („ჩვენ გუშინდელ ნომერში ვსთქვით...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება საერთო სათაურით „თბილისის ქართული
საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.
წყარო:
1887
13 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
12 მაისი“ („პოლიტიკაში პატარა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიწყნარე ევროპის პოლიტიკაში“.
წყარო:
13 მაისი
იაკობ გოგებაშვილი კირილე ლორთქიფანიძეს ქუთაისში უგზავნის იმ სახელისუფლებო
დადგენილების წინააღმდეგ დაწერილ წერილს, რომლის მიხედვითაც სენაკის
სააზნაურო სკოლაში ქართულ ენაზე სწავლა უნდა შეწყვეტილიყო. ადრესანტი
დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან უნდა ელაპარაკა იმ დროს ქუთაისში
მყოფ ილია ჭავჭავაძესაც და სთავაზობს, რომ დოკუმენტები თბილისში მას
გამოატანონ.
წყარო:
13-14 მაისი
იმყოფება ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის გამგებლის არჩევნებთან
დაკავშირებით.
წყარო:
1888
13 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
12 მაისი“ („არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ებრაელთა საკითხზე“.
წყარო:
1892
13 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის წევრთა 12 მაისის კრების ანგარიში.
წყარო:
13 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. ივანე მაჩაბლის, დიმიტრი
მუსხელიშვილისა და სხვათა კრიტიკული გამოსვლების საპასუხოდ, რომლებიც
ამტკიცებენ, რომ ბანკის მოგება არ გაზრდილა და გამგეობას საქმე არ
მომატებია, განმარტავს, რომ საქმის მატება უკავშირდება ყოველწლიური
ოპერაციების მატებას. მოჰყავს მაგალითები ცნობილი ბანკებისა, რომელთა
მოგებაც წლების მიხედვით ხან კლებულობს და ხან მატულობს, რადგან ეს
სხვადასხვა გარემოებით არის განპირობებული. შემდეგ ასახელებს ორ
მნიშვნელოვან არგუმენტს იმის საილუსტრაციოდ, თუ, რა სირთულეების წინაშე
დგას თსს ბანკის დამფასებელი რუსეთის ბანკების დამფასებლებისაგან
განსხვავებით. რუსეთში წინდაწინვე არის დადგენილი ფასები ადგილების
მიხედვით და მიწის მფლობელებს საკუთრების საბუთები სრულიად მოწესრიგებული
აქვთ. კენჭისყრის საფუძველზე არ იღებენ გამგეობის წინადადებას ბათუმსა და
ბაქოში სააგენტოების გახსნასთან დაკავშირებით.
წყარო:
1894
13 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას და კითხულობს საანგარიშო
მოხსენებას. ხშირია ოპოზიციის გამოსვლები მის წინააღმდეგ. მართალია,
პრეტენზიებს ვერ ასაბუთებენ, მაგრამ წლიური ანგარიშის დამტკიცება
ჭიანურდება.
წყარო:
1896
12-13 მაისი
თსს ბანკის სხდომაზე საუბარი გრძელდება მინისტრის შენიშვნებსა და ბანკის
მუშაობაზე. თავმჯდომარეს - დიმიტრი მუსხელიშვილს საშუალებას არ აძლევენ,
რომ ბანკის წევრთა სია შემთხვევით პიროვნებებს გადაამოწმებინოს. ამის გამო
იგი კვლავ წყვეტს სხდომას და იმუქრება, რომ ერთი წლის მანძილზე აღარ
დანიშნავს.
წყარო:
13 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებას, რომელზეც განიხილავენ
სამკითხველოების გახსნისა და წიგნთსაცავისთვის ახალი შენობის გამოძებნის
საკითხებს. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძე შეუძლოდ ყოფნის გამო ტოვებს სხდომას.
ამავე სხდომის ბოლოს ალექსანდრე ეპისკოპოსს (ოქროპირიძეს), ილია
ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრებად.
წყარო:
1903
13 მაისი
მიემგზავრება ქუთაისში ადგილობრივ თავადაზნაურობასთან თბილისის მაზრის
თავადაზნაურობის მიერ წამოჭრილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით
მოსალაპარაკებლად.
წყარო:
13 მაისი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან ირჩევენ
თავადაზნაურთა რწმუნებულად, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავადაზნაურთა
დეპუტატად.
წყარო: