1885 | ||
1885 4 იანვარი | ||
სოფელ ქვემოჭალის სკოლაში იმართება საქველმოქმედო კონცერტი სკოლის დასახმარებლად, რომელზეც მასწავლებელი კითხულობს ილია ჭავჭავაძის პოემას „დედა და შვილი“. |
წყარო: გაზ. „დროება, 1885, 19 იანვარი, №14, გვ. 2. |
|
1885 23 იანვარი | ||
ნატო გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანიდან?!“ აქვსენტი ცაგარელის მიერ გადმოკეთებულ კომედია-ფარსს „მკითხავი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1885, 23 იანვარი, № 17, გვ. 1. პირთა ანოტაციები: გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში. ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902) პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე. |
|
1885 იანვარი | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად იწყებს გეორგ ებერსის ნრომანის „ასული ფარაონისა“ მისეული თარგმანის ბეჭდვას. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 1, გვ. 5-44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 12 თებერვალი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ყოფილ სტიპენდიანტს შეახსენებენ, რომ ყოველთვიური შემოსავლიდან ფული უნდა გადადოს და მის დაფინანსებაზე დახარჯული თანხა საზოგადოებას ნელ-ნელა დაუბრუნოს. სენაკის მაზრის სოფელ გულეკარის სკოლას ეგზავნება სახელმძღვანელოები. ნიკოლოზ ქანანოვისთვის სარეცენზიოდ გადაცემული ანატომიის სახელმძღვანელო ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და უბრუნდება ავტორს. იღებენ დადგენილებას ჟურნალ „ნობათის“ ხუთი ეგზემპლარის გამოწერაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 32. პირთა ანოტაციები: ქანანოვი ნიკოლოზ დავითის ძე ჟურნალისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“. ილია ჭავჭავაძე ენდობოდა, ფსევდონიმით „დავითიშვილი“ მასზე მიანიშნებდა და ნიღბავდა საკუთარ ავტორობას. |
|
1885 22 თებერვალი | ||
მისი და სხვათა ხელმოწერით, იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1885 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1885, № 42, გვ. 4. |
|
1885 26 თებერვალი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ წინა სხდომიდან განვლილი პერიოდის წვრილმან ხარჯებს. ილია ჭავჭავაძეს ავალებენ პასუხი მისწეროს თბილისის გუბერნატორს ხაზინიდან სკოლების საჭიროებისთვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით. ისმენენ ანგარიშს „ვისრამიანის“ გაყიდვებთან დაკავშირებით. სენაკის მაზრის სააგენტოს ეგზავნება თანხის მოსაკრები კვიტანციები. იღებენ დადგენილებას დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ ანასტასია თუმანიშვილისეული თარგმანის დაბეჭდვის შესახებ. თანხმდებიან, რომ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძესთან ერთად გაემგზავროს საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი გრიგოლ ყიფშიძეც. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 34. პირთა ანოტაციები: დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. |
|
1885 თებერვალი | ||
ჟურნალ „თეატრში“ ხელმოუწერლად იბეჭდება იუმორისტული ლექსი „როდისა ვართ ბედნიერი?“, რომელშიც ერთი სტროფი ეძღვნება ჟურნალ „ივერიას“: „ჩვენი ზანტი „ივერია“ / „ცოტა უფრო გაცხარდება / და სიდიდით ვერ აჯობებს / აწ მას „ბანკის განცხადება“. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 9, გვ. 88. |
|
1885 თებერვალი | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („დადგა მარხვა სინანულისა...“) და გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ მისეული თარგმანის გაგრძელება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 175/67; ასლი № 168, გვ. 531; ჟურნ. ივერია, 1885, № 2, გვ. 128-138. გვ. 24-91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 221. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 6 მარტი | ||
ს შემდეგდავით სარაჯიშვილის ოჯახში სტუმრობიდან მომავალი ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ღოღობერიძე და ილია ჭავჭავაძე საუბრობენ ალექსანდრე ცაგარელის კვლევების შესახებ მეგრულ ენასთან დაკავშირებით. ნიკო ღოღობერიძე გამოთქვამს წუხილს, რომ ქართველებმა ცნობილი მეცნიერი მშობლიური ენის მტრად შერაცხეს და კვლევებზე ხელი ააღებინეს. ილია ჭავჭავაძე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მისი ნაშრომები ცუდად გამოიყენა რუსეთის ხელისუფლებამ. |
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 45-46. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 279. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი |
|
1885 15 მარტამდე პეტრე ნაკაშიძე უგზავნის სტატიას ჟურნალ „ივერიაში“ დასაბეჭდად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 556; საქართველოს მოამბე, 1863, № 7, გვ. 41-50. დათარიღება: თარიღზე მინიშნებულია პეტრე ნაკაშიძის 15 მარტის წერილში. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“. |
|
1885 15 მარტამდე პეტრე ნაკაშიძეს ატყობინებს, რომ მის მიერ გაგზავნილი სტატია ჩასასწორებელია. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 556. დათარიღება: თარიღზე მინიშნებულია პეტრე ნაკაშიძის 15 მარტის წერილში. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“. |
|
1885 15 მარტი | ||
იღებს პეტრე ნაკაშიძის ბარათს. სწერს, რომ გადახედავს თავის ნაწერს და ჩაასწორებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 556. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“. |
|
1885 19 მარტი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოდის სიტყვით ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად გორდში საზოგადოების წარმომადგენლების გაგზავნასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას ქშწ-კგ საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის თაობაზე. ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს ევალებათ მისი ორგანიზება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 36. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903), სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. თუმანიშვილი ვასილ მიხეილის ძე (1857 – 1912) ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღაწე. ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი 1890 წელს. გაზ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორი 1891-1903 წლებში. |
|
1885 29 მარტამდე | ||
ირჩევენ თავმჯდომარედ კომისიისა, რომელსაც ევალება აღწეროს და თბილისში ჩამოიტანოს ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟის ნიკოლოზ დადიანის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის შემოწირული ქართული ხელნაწერების მამისეული მდიდარი ბიბლიოთეკა. |
წყარო: სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები,1965, გვ. 106. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-დადიანისა ეკატერინე ალექსანდრეს ასული (1816-1882) პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი. დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. |
|
1885 29 მარტი | ||
ნიკოლოზ დადიანის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის გადაცემული ბიბლიოთეკის აღწერისა და თბილისში ჩამოტანის მიზნით სამეგრელოში ჩასვლამდე ჩერდება ქუთაისში. მასთან ერთად არიან: ვასილ მაჩაბელი, გრიგოლ ყიფშიძე, იონა მეუნარგია და დავით ერისთავი. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056; სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები,1965, გვ. 106. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 30 მარტი | ||
თბილისის გუბერნიის სტატისტიკური კომიტეტი აცნობებს, რომ აირჩიეს საზოგადოების საპატიო წევრად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 8 |
|
1885 მარტი | ||
გამოდის მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, სადაც ქვეყნდება ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია – ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“. |
წყარო: ნასიძე მიხეილ, ქართული ქრესტომატია უმცროს კლასებისათვის“, ტფ. 1885. პირთა ანოტაციები: ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935) პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში. |
|
1885 მარტი | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც გრძელდება გეორგ ებერსის რომანის – „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 3, გვ. 9-61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 3 აპრილამდე ქუთაისიდან გორდში მიჰყვებიან სიმონ ღოღობერიძე და სამსონ ყიფიანი. |
წყარო: სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები,1965, გვ. 106. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913) ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. |
|
1885 3 აპრილი | ||
ილია ჭავჭავაძე და კომისიის სხვა წევრები ჩადიან სოფელ გორდში და იბარებენ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკას. |
წყარო: ტ. ხუნდაძე. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. 1960, გვ. 62; გაზ. „დროება“, 1885 № 72, გვ. 1. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. |
|
1885 3 აპრილი | ||
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის ქუთაისში გამგზავრების შესახებ. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 214. |
|
1885 3 აპრილის შემდეგ | ||
ბანძაში სტუმრად არის იურისტ მექი ფაღავასთან, ცაიშში – იონა მეუნარგიასთან. ათვალიერებს ზუგდიდის მთავრის სასახლეს, იბარებს ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის ნაწილს და საღამოს ისევ ცაიშში ბრუნდება. |
წყარო: ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 28. პირთა ანოტაციები: ფაღავა მელქისედეკ (მექი) გრიგოლის ძე თავადი. ვექილი, საზოგადო მოღვაწე. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. |
|
1885 4 აპრილი | ||
ცაიშიდან წამოსული ღამეს ათევს ახალსენაკის სასტუმროში. |
წყარო: ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 28. |
|
1885 5 აპრილი | ||
ახალსენაკიდან მიემგზავრება თბილისში. ძალიან კმაყოფილია სამეგრელოში მოგზაურობით და თავის განწყობას გამოხატავს სიტყვებით: „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე“. |
წყარო: ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 28; სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები, 1965, გვ. 107. |
|
1885 7 აპრილი | ||
ჟურნალი „თეატრი“ აქვეყნებს მხატვარ ალექსანდრე ბერიძის მიერ შესრულებულ ილია ჭავჭავაძის პორტრეტს. ჟურნალთან ერთად ხელმომწერებს ურიგდებათ ამ პორტრეტის თითო ეგზემპლარი. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 16 პირთა ანოტაციები: ბერიძე ალექსანდრე ლონგინოზის ძე (1858-1917) ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელი საქართველოში. |
|
1885 16 აპრილი | ||
გორდიდან ჩამოტანილ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკას აბარებენ ქშწ-კგ საზოგადოების მმართველობას. აღნუსხვის შედეგად ირკვევა, რომ იგი შეიცავს 169 ხელნაწერ და 10 ნაბეჭდ წიგნს. ჩაბარების აქტს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, დიმიტრი ჯანაშვილი და ივანე მაჩაბელი. |
წყარო: ტ. ხუნდაძე, ქშწ-კგ საზოგადოება და ი. ჭავჭავაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1959, № 5, გვ. 140-141; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე 66, ფ. 37. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. |
|
1885 16 აპრილი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ნიკოლოზ დადიანს უცხადებენ მადლობას წიგნების შემოწირვისთვის, იღებენ დადგენილებას ამ წიგნების კატალოგის შესადგენად და სთხოვენ თავის პორტრეტს ბიბლიოთეკაში დასაკიდად. იღებენ შემოწირულობას 31 მარტს გამართული სალიტერატურო და მუსიკალური საღამოს შემოსავლიდან. იაკობ გოგებაშვილს ავალებენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშის შემოწმებას. საზოგადოების წევრთა საერთო კრებას ნიშნავენ 19 მაისისთვის. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 37. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 17 აპრილი | ||
საცენზუროდ წარადგენს გაზეთ „ივერიას“, რომელშიც უნდა დაბეჭდილიყო მისი „შინაური მიმოხილვა“ („ერთხელ და ერთხელ შემოღებულია...“), მაგრამ ცენზორი ნებართვას არ გასცემს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, ანაწ. 1, საქმე 655, გვ. 120-124. |
|
1885 27-28 აპრილი | ||
ესწრება თსს ბანკის კრებას. განიხილავენ განვლილი ათი წლის ანგარიშს და გამგეობის მოხსენებას. მონაწილეობს ბანკის ზარალის დაფარვის საკითხებთან დაკავშირებულ კამათში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1885, 30 აპრილი, № 91, გვ. 1-2. |
|
1885 აპრილი | ||
ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გრძელდება გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ მისეული თარგმანის ბეჭდვა. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 4-5, გვ. 36-79; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 1 მაისი | ||
თსს ბანკის კრებაზე კენჭისყრის გარეშე ერთხმად ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1885, 2 მაისი, № 93, გვ. 1-2; გაზ. «Новое обозрение», 1885, № 465, 466; გაზ. «Кавказ», 1885, № 116. |
|
1885 14 მაისი | ||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლის დავით სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ ნადიმში და სიტყვით მიმართავს მას. |
წყარო: «Новое обозрение», 1885, № 477. პირთა ანოტაციები: სუმბათაშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1831–1920) გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1882 წელს. |
|
1885 15 მაისამდე წერილობით სთხოვს რაფიელ ერისთავს, მასთან მივიდეს ძალზე საჭირო საქმის გამო. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაფიელ ერისთავის ფონდი, ავტოგრაფი № 227; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 87; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 259, 507. დათარიღება: წერილი გაგზავნილია ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის სახელით. ამ თანამდებობაზე კი ილია ჭავჭავაძე იყო 1885 წლის 15 მაისამდე. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1885 15 მაისი | ||
ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაზე ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1978 გვ. 9. |
|
1885 მაისის პირველი ნახევარი | ||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1885, № 99. |
|
1885 16 მაისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წინარეხის სკოლას სხვადასხვა ნივთებისა და წიგნების შესაძენად გამოუყოფენ თანხას, იაკობ გოგებაშვილს ავალებენ ბათუმის სკოლის ანგარიშის შემოწმებას. იოსებ დავითაშვილისგან შემოწირულობის სახით იღებენ სადურგლო სახაზავებს. ამტკიცებენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის საგამოცდო წესებსა და „ვისრამიანის“ გაყიდვით შემოსულ თანხას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 40. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887) თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა მიაჩნდა. |
|
1885 27 მაისი | ||
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის ნიკოლოზ დადიანს მისი ოჯახის უმდიდრესი ბიბლიოთეკის საზოგადოებისათვის გადაცემის გამო. ამასთან, აცნობებს, რომ ის ერთხმად აირჩიეს საპატიო წევრად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, I, 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 110, 413-414. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. |
|
1885 28 მაისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკოლოზ ღოღობერიძეს, ხოლო ხაზინადრად - გიორგი ქართველიშვილს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 42. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. |
|
1885 30 მაისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც პეტრე მირიანაშვილს ავალებენ, გაარკვიოს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასები. თანხმდებიან, რომ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნების თავმოყრა და დაცვა მნიშვნელოვანია ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიისათვის. იღებენ დადგენილებას, რომ მცხეთისა და ვაყის სკოლები შემოვიდნენ საზოგადოების გამგებლობის ქვეშ. იწონებენ ილია ჭავჭავაძის შეთავაზებას, რომ საზოგადოების ანგარიშები დაიბეჭდოს „ივერიაში“ და გამოიცეს ცალკე წიგნად. ამისათვის გამოყოფენ საბეჭდი ქაღალდის საფასურს. საზოგადოების მდივნად ირჩევენ იაკობ გოგებაშვილს, ხოლო საქმეთა მწარმოებლად - ნიკოლოზ მთვარელიშვილს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 44. პირთა ანოტაციები: მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940) პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. |
|
1885 30 მაისი | ||
მისი აქტიური მონაწილეობით ქშწ-კგ საზოგადოების წიგნსაცავი ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასებში იძენს 265 ძველ და ახალ ნაბეჭდ წიგნს. |
წყარო: თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ. 1982, გვ. 262. 1885 წლის 30 მაისის საზოგადოების მმართველობის ოქმი, № 2 არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე 66, ფ. 44. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
1885 მაისი | ||
წერს ხიზანთა დებულების პროექტს და სტამბურად დაბეჭდილს დასამტკიცებლად წარადგენს მთავარმართებლის საბჭოში. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, წ. 3, 1947, გვ. 221-228. სცა, ფ. 12, საქმე 268, გვ. 62-63. |
|
1885 ივნისის დასაწყისი | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრები ერთ წიგნად, რომელშიც იბეჭდება გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება. იქვე დამატების სახით ქვეყნდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის საქმეთწარმოება, რომელსაც ხელს აწერს, როგორც თავმჯდომარის მოადგილე. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 4-5; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 15 ივნისი | ||
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის თბილისიდან საგურამოში გამგზავრების შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, № 231. |
|
1885 ივნისის შუა რიცხვები | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც იბეჭდება გეორგ ებერსის რომანის – „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბოლო ნაწილი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 6, გვ. 3-68; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: „ასული ფარაონისას“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1885 8 ივლისი | ||
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, № 231. |
|
1885 15 ივლისი | ||
მიემგზავრება საგურამოში. |
წყარო: პოლიციის ზედამხედველობის საქმე, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056. |
|
1885 28 ივლისის შემდეგ | ||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1885, № 7. დათარიღება: ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. |
|
1885 4 აგვისტო | ||
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება დასაწყისი ნიკოლოზ გულაკის სტატიისა „ვისრამიანი“ ჭავჭავაძის, სარაჯიშვილისა და უმიკაშვილის რედაქციით“. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1885, № 206. პირთა ანოტაციები: გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899) უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1885 5 აგვისტო | ||
ს შემდეგიღებს საგურამოდან მეუღლის მიერ გაგზავნილ ბარათს. იგებს, რომ ოლღა ძალიან განიცდის სმენის დაქვეითებას, ამიტომ გაურბის საზოგადოებას და იმედი აღარ აქვს, რომ ამ პრობლემას რაიმე ეშველება. |
წყარო: ილია ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 224-225, 376. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1885 5 აგვისტოს შემდეგ | ||
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ანუგეშებს, რომ სმენის გამოსწორება შესაძლებელია და სთავაზობს მომდევნო წელს ევროპაში სამკურნალოდ წასვლას. ამავე ბარათით ატყობინებს, რომ ვასილ მაჩაბლის შვილის ნათლობაზეა მიწვეული და მოკითხვას უთვლის იმ დროს საგურამოში მყოფ არტურ ლაისტს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 371; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 386-387; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 224-225, 376. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 264-266. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1885 5 აგვისტოს შემდეგ | ||
მოკლე ბარათს და ჟურნალ „Изящная Литература“-ს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ უკვე შეუთანხმდა ზუბალაშვილს სახლის თაობაზე. სწერს, ოცი რიცხვისთვის ჩამოვიდეს, რომ ერთად გადავიდნენ ახალ სახლში. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 362; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 379; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 236, 382. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 264-266. პირთა იდენტიფიკაცია: ძმებ ზუბალაშვილებს თბილისში არაერთი სახლი ჰქონდათ და უცნობია, კონკრეტულად რომელი მათგანის იყო ის შენობა, სადაც ილია გადავიდა, შემდეგ კი ივერიის რედაქციაც გადაიტანა. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1885 7 აგვისტო | ||
ათონელი ბერი ბენედიქტე (ბარკალაია) წარწერით უძღვნის ა. კალინოვსკის წიგნს „სად არის სიმართლე? ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. |
წყარო: А. Калиновский, «Где правда? История Афонского Иверского монастыря», СПб., 1885. პირთა ანოტაციები: ბარკალაია ვახტანგ (ბენედიქტე) (1834-1911) ბერად აღიკვეცა 1870 წელს. 12 ქართველთან ერთად ათონზე დააარსა ახალი მონასტერი. 1890-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა საქართველოში და იყო დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი. კალინოვსკი ა ათონის ივერიის მონასტრის იღუმენი. ამტკიცებდა, რომ ცნობილი ლექსი „ცისკრის ზარები“ ეკუთვნის გიორგი მთაწმინდელს. |
|
1885 9, 10, 13, 15 აგვისტო | ||
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება გაგრძელება და დასასრული ნიკოლოზ გულაკის სტატიისა „ვისრამიანი“ ჭავჭავაძის, სარაჯიშვილისა და უმიკაშვილის რედაქციით“. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1885, № 210, 211, 214, 216. პირთა ანოტაციები: გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899) უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1885 20 აგვისტო | ||
მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის სოლოლაკში, ახალ ბებუთოვის ქუჩაზე (ამჟამად ლადო ასათიანის ქუჩა). |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბილისი, 2009, გვ. 224-225, 236. დათარიღება: დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 5 აგვისტოს შემდეგ გაგზავნილ წერილებში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1885 22 აგვისტო | ||
გაზეთ „დროების“ გამომცემელი გიორგი ქართველიშვილი თხოვნით მიმართავს ბეჭდვით საქმეთა და კავკასიის მთავარ სამმართველოებს ივანე მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძის დამტკიცების შესახებ. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 366-367. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1885 22 აგვისტო | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ბათუმის სკოლას ეგზავნება შენობის დასაქირავებელი თანხა. იღებენ დადგენილებას ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნების გარკვეულ ფასად შესყიდვის შესახებ. სოფელ დიდი თონეთის სკოლის ანგარიში განსახილველად გადაეცემა იაკობ გოგებაშვილს. იღებენ დადგენილებას დიდი თონეთისა და ხელთუბნის სკოლებისთვის სასწავლო ნივთებისა და სახელმძღვანელოების გაგზავნის შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 46. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 22 აგვისტო | ||
განცხადება შეაქვს ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თხოვნით. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1959, გვ. 367; წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 672, ფურ. 9; ა. იოვიძე, ივანე მაჩაბელი და მეფის ცენზურა, „საისტორიო მოამბე“, 1956, № 9, გვ. 367; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 110, 414-415. |
|
1885 28 აგვისტო | ||
წერილით ულოცავს დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევას და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთი წინამძღოლის ყოლა მისალოცია იმერეთისთვისაც. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 1767 . წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის ფონდი, ავტოგრაფი № 118; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 72-75; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 105-106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 111-112, 415; პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1885 28 აგვისტო | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი წერილობით აცნობებს მთავარი სამმართველოს კანცელარიას, რომ სასურველი არ არის გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია ჭავჭავაძისათვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გაზეთის გამოცემაში. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 368–369. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1885 1 სექტემბრის
შემდეგ დიმიტრი ყიფიანისგან იღებს სამადლობელ წერილს, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის მოლოცვისათვის. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 3, გვ. 25-26. პირთა ანოტაციები: ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”. გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852), რუსი მწერალი და დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი. |
|
1885 8 სექტემბერი | ||
ჟურნალ „თეატრის“ რუბრიკაში „ჩვენ ლიტერატურაზე“ რაჟდენ ჩიკვაიძე „ალისუბნელის“ ფსევდონიმით განიხილავს ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „კაცია – ადამიანი?!“, ადარებს მას რუსი კლასიკოსის ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობას „ძველი დროის მემამულეები“ და წერს, რომ ქართველ მწერალს ყველაფერი რეალური ყოფიდან აქვს აღებული და ნიჭიერებით გოგოლსაც კი აღემატება. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 3, გვ. 25-26. პირთა ანოტაციები: ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”. გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852) რუსი მწერალი და დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი. |
|
1885 11 სექტემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის გუბერნატორისა და კავკასიაში სწავლა-აღზრდის მზრუნველის წერილებს საზოგადოების ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით და გზავნიან პასუხს. ამ დარღვევების გამოსასწორებლად საზოგადოება ითხოვს ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნას და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვას. წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობებენ, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალება 250 და არა 300 მანეთის აკრება. წინამძღვრიანთკარის სკოლას ეგზავნება სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. თონეთის სკოლის მასწავლებელი ჯილდოვდება ერთი თვის ჯამაგირით. ილია ჭავჭავაძე გამოდის ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლის შეძენის ინიციატივით, მაგრამ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხარჯს ვერ გაწვდებიან და წინადადება არ კმაყოფილდება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 48. პირთა ანოტაციები: გამრეკელი სეით ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი 1885 წელს. ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934) პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. |
|
1885 13 სექტემბრამდე საგურამოში ეპატიჟება პეტრე უმიკაშვილს. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17547; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 112, 415-416; დათარიღება: ეპატიჟება 13 სექტემბრისთვის. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1885 13 სექტემბერი | ||
ბარათს უგზავნის პეტრე უმიკაშვილს და უბოდიშებს, რომ ვეღარ ახერხებს საგურამოში წასვლას. სთავაზობს, ან მეორე დილას შეხვდნენ და ერთად წავიდნენ, ან პეტრე იმ დღესვე გაემგზავროს და თავად მეორე დღეს შეუერთდება. სწერს, რომ ოლღას ძალიან გაუხარდება მისი ნახვა. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17547; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 112, 415-416; დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1885 15 სექტემბერი | ||
წერილს იღებს ქშწკ-გ საზოგადოების სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხის შესახებ და აკეთებს მასზე მინაწერს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 101, ფ. 15. |
|
1885 25 სექტემბერი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტისგან ითხოვს დადასტურებას, რომ აქვს ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნებართვა. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 123, ფ. 1 (რუსული ენაზე); ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 215; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 112, 416. |
|
1885 3 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ წინარეხის სკოლიდან მიღებულ ანგარიშს მოსწავლეთა რაოდენობისა და დასწრების შესახებ. პასუხად სწერენ, რომ სწავლა 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს და საჭიროა ყოველგვარი ღონისძიება იხმარონ იმისათვის, რომ მოსწავლეები არ აცდენდნენ. ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს უგზავნიან შენობის საქირავებელ თანხას. წინარეხის, ბათუმისა და ხელთუბნის სკოლებს ეგზავნება სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. შემოწირულობის სახით იღებენ საცირკო წარმოდგენის გამართვიდან შემოსულ თანხას. იღებენ დადგენილებას, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ქართული თარგმანი გაეგზავნოს საცენზურო კომიტეტს დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად. ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებენ თელავის ქალთა სასწავლებლის თხოვნას, რომ სასწავლებელზე ზრუნვა მთლიანად ქშწ-კგ საზოგადოებამ იკისროს, მაგრამ ჰპირდებიან შუამდგომლობას ქალაქის თვითმმართველობასთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აღუთქვამენ მეურვეობას. მოთხოვნილ წიგნებს უგზავნიან ხელთუბნის სკოლას და ანასტასია თუმანიშვილს აცნობებენ გადასახადის ოდენობას თავადაზნაურებისა და სასულიერო პირების შვილებისათვის. ილია ბაგრატიონმუხრანელისაგან იძენენ „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერს. საზოგადოების კანცელარიისა და წიგნთსაცავისთვის ქირაობენ შენობას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 52. პირთა იდენტიფიკაცია: ანოტაციაში მოხსენიებული ილია ბაგრატიონ-მუხრანელის ვინაობა ვერ დადგინდა, რადგან ამ პერიოდის წყაროებში იძებნება მხოლოდ ილია გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ამ პერიოდში 7 წლის იყო. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866) ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე). თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. |
|
1885 3 ოქტომბერი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი გასცემს ცნობას, რომ ილია ჭავჭავაძეს აქვს ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის უფლება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 123, ფ. 1 (რუსული ენაზე); „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 215. |
|
1885 8 ოქტომბრამდემონაწილეობს გაზეთ „დროების“ დახურვის გამო იოსებ მელიქიშვილთან გამართულ კრებაში. საუბარია ამ გაზეთის ვალებზე და დგება კომიტეტი, რომელმაც უნდა შეაგროვოს სახსრები მათ გადასახდელად. ილია ჭავჭავაძეს ირჩევენ კომიტეტის თავმჯდომარედ. |
წყარო: ივ. მაჩაბელი, ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 18, გვ. 9-10; გრ. ყიფშიძე, გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1916, № 469. დათარიღება: გრიგოლ ყიფშიძე წერს, რომ კრება ოქტომბერში გაიმართა, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიის“ გაზეთად გადაკეთებაზე 8 ოქტომბრის განცხადება დაწერილი ჯერ არ ჰქონდა. პირთა ანოტაციები: მელიქიშვილი იოსებ (სოსიკო) გრიგოლის ძე (1841-1886) საზოგადო მოღვაწე, სტეფანე მელიქიშვილის უფროსი ძმა, მეტსახელად „ჭია“. |
|
1885 8 ოქტომბერი | ||
თხოვნით მიმართავს კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 113, 417. დათარიღება: დროზე მინიშნებულია დავით მესხისთვის 9 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში. |
|
1885 9 ოქტომბრამდე წერილს იღებს დავით მესხისაგან, რომელიც ატყობინებს, რომ ქუთაისში უარს ამბობენ მიეშველონ ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში. |
წყარო: ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59 (ვ. გუნიას პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 113, 417. პირთა ანოტაციები: მესხი დავით სიმონის ძე (1860-1943) ჟურნალისტი, მემუარისტი, მთარგმნელი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის დეკორატორი. მუშაობდა „დროებაში“, 1908 წ. რედაქტორობდა გაზ. „შრომას“. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1885 9 ოქტომბერი | ||
საპასუხო წერილს უგზანის დავით მესხს ქუთაისში. გულნატკენია „დროების“ ვალის გადახდაში დახმარებაზე ქუთაისელთა უარით. წერს, რომ ყველა ღონეს იხმარს საჭირო სახსრების შესაგროვებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ „საზოგადოება უმწეოდ არ უშვებს უსამართლოდ დასჯილს“. |
წყარო: ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59 (ვ. გუნიას პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 19-21; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 113, 417. პირთა ანოტაციები: მესხი დავით სიმონის ძე (1860-1943) ჟურნალისტი, მემუარისტი, მთარგმნელი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის დეკორატორი. მუშაობდა „დროებაში“, 1908 წ. რედაქტორობდა გაზ. „შრომას“. |
|
1885 15 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს ევალებათ შეარჩიონ საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნები. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევაზე დასწრების თხოვნით მიმართავენ აკაკი წერეთელს. შემოწირულობის სახით იღებენ დაბა სურამში გამართული ორი წარმოდგენიდან შემოსულ თანხას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 60. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. მირიანაშვილი ალექსი ივანეს ძე (1860-1925) მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. |
|
1885 22 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ მოხსენებას საზოგადოების დამფუძნებლების, ნამდვილი და საპატიო წევრების რაოდენობის შესახებ. იღებენ დადგენილებას საწევრო გადასახადების შეკრების წესში კორექტივების შეტანასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 62 |
|
1885 29 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც არ კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე წარმოდგენილი ორი კანდიდატურა, რადგან გამგეობის გადაწყვეტილებით სკოლაში უნდა მოხდეს საფუძვლიანი ცვლილებები. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოებისთვის თანხების მოზიდვის საქმე მიენდოთ გიორგი ქართველიშვილს, ალექსანდრე ჩოლოყაშვილსა და ილია ჭავჭავაძეს. ბათუმის სკოლის მასწავლებელს აჯილდოვებენ პრემიით. მტკიცდება წარმოდგენის გამართვის, კანცელარიისა და სხვა წვრილმანი ხარჯები. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 63. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1885 ოქტომბერი | ||
ალექსანდრე ჭყონია ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში ატყობინებს, რომ საცენზურო კომიტეტიდან პეტერბურგში გადაგზავნეს ილია ჭავჭავაძის თხოვნა გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის თაობაზე და საზოგადოების სახელით სთხოვს გაიგოს პასუხი. |
წყარო: ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 140. პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 ოქტომბერი | ||
იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ლოცვა“ და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“, თარგმანი „ჩიტი“, ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „განდეგილი“, „აჩრდილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“ და მისი „სიტყვა თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამსა სოფელს წინამძღვრიანთკარში“. |
წყარო: ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, მე-5 გამოცემა, ტფილისი, 1885. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. |
|
|
||
1885 ოქტომბერი | ||
ფრანგულ გაზეთ „პარიზში“ იბეჭდება პოემა „განდეგილის“ კანდიანი-კოლონასეული პროზაული თარგმანი. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 11 ივნ., № 123; თეატრი, 1886, № 24. დათარიღება: დრო მითითებულია 11 ივნისის პუბლიკაციაში. პირთა ანოტაციები: კანდიანო-კოლონა ფრანგი მწერალი და მთარგმნელი. |
|
1885 1 ნოემბერი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი შუამდგომლობს მთავარმართებლის კანცელარიის წინაშე ილია ჭავჭავაძისთვის ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების ნებართვის მისაცემად. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 221. |
|
1885 4 ნოემბერი | ||
ანდრია ღულაძე წერილობითი თხოვნით მიმართავს ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარეს – ილია ჭავჭავაძეს, რომ საზოგადოებამ თავის დაქვემდებარებაში მიიღოს და მფარველობა გაუწიოს პედაგოგიურ ჟურნალ „ნობათს“. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 93. პირთა ანოტაციები: ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920) პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი. |
|
1885 5 ნოემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ილია ჭავჭავაძის წინადადებით იღებენ დადგენილებას, რომ შეიძინონ კავკასიის არქეოლოგიური კომისიის მასალების ყველა ტომი, რომელიც ბიბლიოთეკას არა აქვს. იღებენ დადგენილებას, რომ საგანგებოდ გამოყოფილმა კომისიამ წარმოადგინოს პროექტი გამოსაცემი ან სათარგმნი სახელმძღვანელოებისა. დიდი თონეთის სკოლას შუამდგომლობას უწევენ სახაზინო მამულების გამგებელთან სახელმწიფო ტყიდან სკოლისათვის საჭირო შეშის გამოტანის ნებართვის მისაღებად. ასევე იღებენ დადგენილებას შეიძინონ ვასილი პოტოს რუსულენოვანი ხუთტომეული „კავკასიის ომი ცალკეულ ნარკვევებში, ეპიზოდებში, ლეგენდებსა და ბიოგრაფიებში“. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 65. პირთა ანოტაციები: პოტო ვასილი ალექსანდრეს ძე (1836-1911) წარმოშობით გერმანელი, რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედროისტორიული განყოფილების უფროსი. |
|
1885 ნოემბერი | ||
გრიგოლ ყიფშიძეს უგზავნის არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანს“. სთხოვს დაბეჭდოს მის მიერ მიცემული სათაურით, ავტორისა კი სქოლიოში ჩაიტანოს. ტექსტი იბეჭდება ჟურნალ „ივერიის“ ბოლო ნომერში. სულ 1880-1885 წლებში გამოვიდა ამ ჟურნალის 74 ნომერი. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17572; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 98; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 117-118; მ. კვატაია, ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარირებისთის. „ლიტერატურული ძიებანი“, № 3, თბ., 1989, გვ. 467-468; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 114, 417; ჟურნ. „ივერია“, 1885 წ., № 12, გვ. 66-79. დათარიღება: ხსენებული თხზულება გამოქვეყნდა ჟურნალ „ივერიის“ დეკემბრის ნომერში. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) შვილი, პოეტი. მისი შემოქმედების უმთავრესი მოტივია ქრისტიანულ მორალზე დამყარებული დიდაქტიკა. 1699 წელს გადასახლდა მოსკოვში და დაკრძალულია იქვე. |
|
1885 3 დეკემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამგეობა უარს ამბობს მათი ნებართვის გარეშე თარგმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე. ნიკოლოზ ცხვედაძეს ევალება მოამზადოს წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ანტონ ფურცელაძეს ავალებენ ქართულად დაწერილი რომანის „ბაბა-ამირიანის“ გადაწერას. იღებენ გადაწყვეტილებას ზაქარია ჭიჭინაძისაგან წიგნებისა და პოლიევქტოს კარბელაშვილისგან ძველი მონეტების შეძენის თაობაზე. მადლობას უცხადებენ ილია ჭავჭავაძეს ცხრა ხელნაწერი წიგნის შეწირვისთვის. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 70. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 4 დეკემბერი | ||
ბეჭდვით საქმეთა მთავარი სამმართველო წერილობით მიმართავს კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისათვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაცემად. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 221. |
|
1885 8 დეკემბერი | ||
ჟურნალ „თეატრის“ რუბრიკაში „ჩვენ ლიტერატურაზე“ რაჟდენ ჩიკვაიძე „ალისუბნელის“ ფსევდონიმით წერს „ივერიის“ მიმართ მკითხველის უმადურობაზე. მისი აზრით ჟურნალის ხარისხს ავტორთა მოტივაცია განაპირობებს. ამიტომ ხელახლა წამოჭრის საკითხს ლიტერატურული ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 16, გვ. 155-156. პირთა ანოტაციები: ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”. |
|
1885 18 დეკემბერი | ||
აგროვებს ხელმოწერებს გაზეთ „ივერიაზე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 990. |
|
1885 20 დეკემბრამდე ექვთიმე ხელაძის სტამბაში ბეჭდავს გაზეთ „ივერიის“ სარეკლამო ფურცელს და პროგრამას. |
წყარო: წერილი იონა მეუნარგიასადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17, გვ. 114. დათარიღება: 20 დეკემბერს ამ ამონაბეჭდის ერთ ეგზემპლარს უგზავნის იონა მეუნარგიას. |
|
1885 20 დეკემბრამდე გაზეთის დასაბეჭდად ასოებს საქართველოშივე ასხმევინებს. |
წყარო: წერილი იონა მეუნარგიასადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17, გვ. 115. |
|
1885 20 დეკემბრამდე ილია ოქრომჭედლიშვილს უგზავნის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ პეტერბურგში შეუძინოს ქაღალდი გაზეთ „ივერიის“ დასაბეჭდად. |
წყარო: წერილი იონა მეუნარგიასადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17, გვ. 115. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1885 20 დეკემბერი | ||
საპასუხო ბარათს უგზავნის იონა მეუნარგიას, თან ურთავს გაზეთ „ივერიის“ პროგრამას და სთხოვს სტატიების მიწოდებას. ამავე თხოვნას უთვლის ნიკო ნიკოლაძესაც. |
წყარო: წერილი იონა მეუნარგიასადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17, გვ. 114; ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის საელმწიფო მუზეუმი, ლიტერატურული არქივი, 41 (23441); ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდამ, თბ., 1937, გვ. 33-35; გაზ. „კომუნისტური განათლება“, 1937, № 52; ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, II; ზუგდიდის მუზეუმის შრომები, ტ.ნI; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 114-115, 418. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 30 დეკემბერი | ||
სადარბაზო ბარათებით იწვევს რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელსა და დავით ერისთავს. სთხოვს, ერთად აღნიშნონ ახალი წელი და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლა. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაფიელ ერისთავის ფონდი, № 957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 115, 418. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 30-31 დეკემბერი | ||
აკაკი წერეთლის მიპატიჟების პასუხად იღებს შეტყობინებას, რომ თბილისში არ იმყოფება. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 116-117. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1885 31 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში მასპინძლობს ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ. |
წყარო: ილ. ხონელი, „ივერია“, 1886, № 3; არ. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 57. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915) ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით |
|
1885 დეკემბრის ბოლო
ალექსანდრე ყაზბეგს, სოფრომ მგალობლიშვილს, ნიკო ლომოურს, ეგნატე იოსელიანს, დავით კარიჭაშვილს, მიხეილ მაჩაბელსა და სხვებს სტამბურად დაბეჭდილი წერილით აცნობებს, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან გამოვა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“, უგზავნის პროგრამას და სთხოვს თანამშრომლობას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მიხეილ მაჩაბლის არქივი № 355. პირთა ანოტაციები: ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. ლომოური ნიკო იოსების ძე (1852-1915) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. იოსელიანი ეგნატე ონისიმეს ძე (1843-1926) მწერალი, ხალხოსანი, საზოგადო მოღვაწე, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მდივანი. კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი. მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი. |
|
1885 დეკემბრის ბოლოექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდება სარეკლამო ფურცელი, რომელიც იუწყება, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 991. პირთა ანოტაციები: ხელაძე ექვთიმე ივანეს ძე (1845-1905) მესტამბე, წიგნის გამომცემელი. მის სტამბაში პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“. |
|
1885
მასპინძლობს გერმანიიდან მეორედ ჩამოსულ არტურ ლაისტს და მისგან საჩუქრად იღებს მიუნხენში გამოცემულ წიგნს „გოეთეს გალერია“, რომელშიც წარმოდგენილია გერმანელი კლასიკოსის მიერ შექმნილ პერსონაჟთა ილუსტრაციები. |
წყარო: Goethe Galerie, München, 1885. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. გოეთე იოჰან ვოლფგანგ (1749-1832) გერმანელი მწერალი. |
|
1885
არტურ ლაისტი საგურამოში ილია ჭავჭავაძის დახმარებით იწყებს ქართველ პოეტთა ლექსების თარგმნას. |
წყარო: არ. ლაისტი, საქართველოს გული. 1963, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1885
ესწრება ალექსანდრე ოსტროვსკისა და ნიკოლოზ სოლოვიოვის კომედიის „ბედნიერი დღე“ წარმოდგენას, სადაც ფოსტის მოხელის როლში არაჩვეულებრივად თამაშობს ნოდარ ჯორჯაძე (საბუელი). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 7 ოქტომბერი, კვირა, № 215, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 244. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 1886 წლის 7 ოქტომბრის სტატიაში. პირთა ანოტაციები: ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1823-1886) რუსი დრამატურგი, განათლებით იურისტი. სოლოვიოვი ნიკოლოზ იაკობის ძე (1845-1898) რუსი დრამატურგი, პედაგოგი. თანამშრომლობდა ალექსანდრე ოსტროვსკისთან. მათი პიესები იდგმებოდა მოსკოვის მცირე თეატრში. ჯორჯაძე ნოდარ მიხეილის ძე (1855-1907) ქართული მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი. გამოდიოდა ფსევდონიმით „ნ. საბუელი“. ილია ჭავჭავაძის მდივანი თსს ბანკში |
|
1885
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის თსს ბანკის მმართველობის განვლილი წლის ანგარიში. |
წყარო: „Доклад Правления Тифлисского Дворянского Земельного Банка общему собранию о действиях банка в течении одиннадцатого отчетного 1885 года“, 1885. |
|
1885
ქშწ-კგ საზოგადოების წიგნსაცავს სწირავს ჟურნალ „ივერიის“ ყველა ნომერს, 10 „ქართლის ცხოვრებას“, 2 „სიტყვის კონას“, 7 ქართულ ხელნაწერ წიგნს, 9 ხელნაწერს და ძველებურ მონეტებს. |
წყარო: თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ. 1982, გვ. 262. ილია ჭავჭავაძის მიერ შეწირული ნუმიზმატიკური ნიმუშების სია, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი , ილია ჭავჭავაძის არქივი № 53 |