გაზ. “დროება“, 1880, 24 დეკემბერი, № 272, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 190. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 663-664. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, #45, გვ. 47. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 521; გაზ. „ივერია“, 1886, 24 დეკემბერი, № 279, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 619. გაზ. „ივერია“, № 271, გვ. 4. გაზ. „ივერია“, 1888, 24 დეკემბერი, № 272, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 443. გაზ. „ივერია“, 1889, 24 დეკემბერი, № 275, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 430. გაზ. „ივერია“, 1891, 24 დეკემბერი, № 274, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 66. გაზ. “Новое Обозрение“, 1892, дек., № 3098; მიხ. კანდელაკი, Из истории
публицистической деятельности И. Чавчавадзе, თსუ შრომები, 1965, გვ. 277-283; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის მე-16 ტომში ტექსტი დაბეჭდილია
„სავარაუდონის“ განყოფილებაში. არგუმენტირება იხ. იქვე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 34.
1880
24 დეკემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„ბათომის სკოლა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1881
24 დეკემბერი
თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც
საქმეთა მწარმოებელ ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ სოფლის სკოლების
საჭიროებათა სიის შედგენას. ქუთაისის გუბერნიის შესახებ მსგავსი ცნობების
მოწოდება ევალება ადგილობრივ სკოლათა დირექტორს. რუისის სკოლას ეგზავნება
წიგნები და სასწავლო ნივთები. გიორგი თუმანიშვილის მოხსენების საფუძველზე
იღებენ დადგენილებას, რომ საჯარო სამედიცინო ლექციების ჩასატარებლად დაიქირავონ
სახელოსნო სასწავლებლის ან ქალაქის საბჭოს დარბაზი. კაკაბეთის სკოლას სესხად
აძლევენ მერხების შესაძენ თანხას. ქუთაისში გაყიდვის საკომისიო პირობებით
აგზავნიან საზოგადოების მიერ გამოცემული „იგავ-არაკების“ ას ეგზემპლარს.
წყარო:
1886
24 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 23 დეკემბერი“ („იგი პაწია კრედიტი, რომელიც ასე აუცილებლად
საჭიროა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პაწია
კრედიტი“.
წყარო:
1887
24 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება რეკლამა, რომ სადღესასწაულოდ იყიდება ილია
ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეთა ნამდვილი კახური ღვინოები.
წყარო:
1888
24 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 23 დეკემბერი“ („ჩვენა ვსთქვით წინა წერილში, რომ...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის სესხის თაობაზე“.
წყარო:
1889
24 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 23 დეკემბერი“ („ჩვენს გაზეთს არაერთხელ ჩამოუგდია საუბარი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლების წესი რუსეთის
გიმნაზიებში“.
წყარო:
1891
24 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 დეკემბერი“ („ჩვენ ამას წინად ვსთქვით, რომ
შევიწროებული მდგომარეობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.
წყარო:
1892
24 დეკემბერი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ქვეყნდება მისი წერილი „საქალაქო სესხების
კონვერსიის საკითხზე“.
წყარო:
1905
24 დეკემბერი
ცხადდება მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის
მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.
წყარო: