![]() |
განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი |
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი
შინაარსი
1. ბავშვის ჰიგიენა.
თავისუფალი ჰაერით სუნთქვის საჭიროება ექ. ა. ბალარჯიშვილისა
2. დ. ი. მენდელეევი სურათით (1836— 1907 წ ) და მისი სამეცნიერო მოღვაწეობა
ს. ()–ლისა
3. ასტრონომია, ანუ ვარსკვლავთ მრიცხველობა კოპერნიკიდან (1473—1543)
ნიუტონით (1642-1727) | წ. (დასასრული) სურათებით სამ. ცომაიასი
5. ასი წლის წინად კიდევ კაცნი ვყოფილვართ! (ბ-ნ ალ. ფრონელის ისტორიული
წიგნების გამო) Baton-ისა
6. არითმეტიკული ამოცანების სწავლების წესი დასაწყისს სკოლებში ლ. ბ—
ძისა.
8. ახლო წარსულიდან ილია ჭავჭავაძე რუსეთში (1906——1907 წ.) მალაქია ბოლქვაძისა
(გვერდები 107-136)
11. დარცხვენილნი მომჩივრები (ძველი ამბავი) დ. ნ–შვილისა
13. საქართველოს მოკლე ისტორიის რეცენზიის გამო დ. კარიჭაშვილისა
14. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია ფიზიოლოგიური ლექცია რუსულიდან ნათარგმნი გ.
არეშიძის მიერ. კოტე ელიოზიშვილისა, დარვინიზმი, თხზულება ფერიერის ი. ფანცხავას
თარგმანი კოტე ელიოზიშვილისა
15. წერილები პროვინციიდან, წერილი გურიიდან. ქუთაისიდან. ჯიხაიშიდან.
მასწავლებელთა კრებები ქუთაისის გუბერნიაში ვ. ობჩელისა
16. ქართველ მასწავლებელთა შორის. დღევანდელი პირობები. სახალხო
მასწავლებელთა აზრი დედაენით სწავლების შესახებ. მათივე აზრი რუსული ენის
სწავლებისა და რუსული ენის სახელმძღვანელოების შესახებ. თბილისის დასაწყის საქალაქო
სკოლების პროგრამის გამო
17. შინაური მიმოხილვა. სამრევლო სკოლები, სახალხო უნივერსიტეტები. ქართველ
სტუდენტთა კავშირი. სოფლად მუშაობა. მასწავლებელთა კრეიები. ლექციები
მასწავლაბელთათვის. ქართული ენა სასულიერო სემინარიაში
18. რუსეთის ცხოვრებიდან, ამურის რკინის გზის პროექტი სათათბიროში. კამათი
საერთო განათემის შესახებ. სათათბიროს მოქმედების ხასიათი და ოქტომბრისტების შორის
უთანხმოება. თანამედროვე მდგომარეობა
4. ჟ. ჟ. რუსსო, მისი მოძღვრება და მნიშვნელობა მე-XVIII საუკუნეში, Contr
at Social (საზოგადოებრივი ხელშეკრულობა) და სხ.
7. პედაგოგიის ისტორია დ-რ ვაიმერისა (თარგმანი გერმანულიდან) გაგრძელება. ნ
ლორთქიფანიძისა
9. სურათი პოლონელთა სკოლისა პრუსიაში ადამ ჰელლერისა, თარგმანი ლ–ისა.
10. ბავშვის აღზრდა მომავალში. დედა. ბლეჩფორდის რომანიდან
12. სადღეისო, ლექსი დ. თომაშვილისა
![]() |
2 ახლო წარსულიდან. ილია ჭავჭავაძე რუსეთში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 I.ილიას ჩამოსვლა |
▲ზევით დაბრუნება |
ახლო წარსულიდან
ილია ჭავჭავაძე რუსეთში
(1906-1907 წ.)
ილია ჭავჭავაძე
I.ილიას ჩამოსვლა
ილია ჭავჭავაძე პეტერბურგს ეწვია იმ დროს, როდესაც თითქმის მთელი საქართველო
აწიოკებული იყო. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი ხანა და არც მალე დაგვავიწყდება.
პეტერბურგის მოწინავე საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ქართველ დეპუტატების ჩამოსვლას.
ცოტა ხნის შემდეგ პირველი სათათბირო, ეს პირველი ისტორიული დაწესებულება, დაიწყებდა
მუშაობას. დეპუტატებზე ადრე ილია ჩამოვიდა და თავად-აზნაურთა კრებაზე არჩეულ იქნა
სახელმწიფო საბჭოს წევრად.
ილიას ჩამოსვლამ (აპრილი 1906 წ.) პრესსა და საზოგადოება მეტად დააინტერესა.
ჭავჭავაძეს თითქმის ყველა ჟურნალ გაზეთების წარმომადგენლნი ეწვივნენ. ამათ სურდათ
გაეგოთ ილიას მიმართულება და საქართველოს ამბები. განსვენებულ პოეტის პასუხმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. თამამი ხმა ყოველთვის არა ჩვეულებრივად მოქმედებს.
აი რა მითხრა ჟურნალისტმა შაუმანმა.
„სხვათა შორის მეც ვინახულე თქვენი პოეტი. ყოველ კითხვაზე დაუზარებლად იძლევა
პასუხს. საქართველოს აწიოკების შესახებ ნაღვლიან კილოთი მითხრა: „რაც რუსულ
გაზეთებში დაიბეჭდა, ის სინამდვილის მეასედია. ჩვენი ხალხის ცხოვრება ჯოჯოხეთად
გადაქმნეს. მე დარწმუნებული ვარ — ჩვენი დეპუტატები სათათბიროში ამ საგანზე
აღძრავენ შეკითხვას. თუ სახელმწიფო საბჭოში მოხერხდა — იქ ვეცდები დაუფარავად
დავხატო სრული და უტყუარი სურათი ჩვენი ქვეყნის ვაებისა“.
„ამის შემდეგ თავადი ჭავჭავაძე შეეხო სხვა კითხვებს, „სხვათა შორის საქართველოს
ეკლესიის თავისუფლებას, რომელიც კანონიერ მოთხოვნილებად მიაჩნია. ისტორიულ
საბუთებიც კი მოიგონა“. ბოლოს დინჯ ღიმილით შენიშნა, „სახელმწიფო საბჭოში მე
ამომირჩია თავადაზნაურობამ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოში მე მარტო
აზნაურ-თავადიში საჭიროებებზე ვილაპარაკებ. თუ ამას ფიქრობდენ ზოგნი ჩემი
ამომრჩეველნი აქაური რუსთა აზნაურნი — ეს დიდი შეცდო. მაა. სახელმწიფო საბჭოში თუ
თავად-აზნაურთა სახელით შევდივარ — ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ
დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი
ვიქნები. საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს“.
აგრე, ასეთის ენით ელაპარაკებოდა ჩამოსვლის პირველ დღესვე ილია საზოგადოებას. აგრე
დიდად თვლიდა თავის ახალს როლს და ვალდებულებას.
რამდენად გაამართლა პოეტმა თავისი სიტყვები და მოლოდინი ამაზე ქვემოდ გვექნება სჯა
ჯერ საკმაოდ ჩავთვალოთ ის, რასაც ეხლა მოგახსენებთ. რუსეთის თავადაზნაურთა
უმრავლესობა (მათ შორის სახელმწიფო საბჭოს წევრნი და ამომრჩეველნი) დღესაც დიდი
საყვედურით იგონებენ ილიას. უკანასკნელ თავად-აზნაურთა არჩევნებზე, რომელშიც
მონაწილეობას იღებდენ თავ ბაგრატიონ დავითაშვილი, ვ. მიქელაძე, სახელმწიფო
სათათბიროს „ცნობილმა“ წევრებმა კრუპენსკიმ და მარკოვმა ბრძანებს: „ჩვენ ავირჩიეთ
ილია ჭავჭავაძე. იმან მთელი თავად-აზნაურობა შეგვარცხვინა, ის სახელმწიფო საბჭოს
მემარცხენეთ მიეკედლა. ჩვენ შევცდით და ვნანობთ. ეხლა თუ საიმედო კანდიდატს
დაგვისახელებთ, ისეთს, როგორც გენერლები ორბელიანი და მუხრანსკია, თუნდ
წერა-კითხვაც არ იცოდენ, დიდი სიამოვებით ავირჩევთო“.... ამათ სხვებმაც ბანი
მისცეს.
ამიტომაც საქართველოს თავად-აზნაურთა წარმომადგეწელი არ შეუშვენ სახელმწიფო
საბჭოში. ამის მიზეზი ილია იყო. მაგრამ ღირსებათ უნდა ჩათვალოს ეს თუ ნაკლად |Jელამ
კარგად იცის. ეს ფაქტი ისტორიულია და ილიას (სახელს მხოლოდ სხვის ჰმატებს.
.... „По аграрному вопросу готовъ на отчужденie, если таковое будетъ признано
вопросомъ государственпой необходимости. Князь является сторонникомъ широго
мѣстнаго самоуправленія, съ широкой законодательпой мѣстной властью“.
მაშინ, როდესაც ილიას პოლიტიკური მიმართულება ისეთი სიტყვებით არის აღნიშნული, სხვა
თავად-აზნაურთა წარმომადგენელ წევრების ვინაობის აღწერიდან იგებთ მხოლოდ ერთს:
ისინი ეკუთვნიან ან ჭეშმარიტ რუსთა კავშირს, ის რომელსამე მემარჯვენე ჯგუფს. რა
თქმა უნდა ასეთი (განსხვავება კრუპენსკის და მის ამხანაგებს მეტად აღელყებდა.
„ილიას ესმოდა უკმაყოფილების ხმა (თავიდანვე), მაგრამ ის ასეთ ქცევას ღირსეულად
აფასებდა. დამოკიდებულებას ირ ამწვავებდა, თავის სიტყვას და გადაწყვეტილებას არ
ღალატობდა, ჭკვიანურ მხედველობით უცქეროდა სინამდვილეს.
ილია თანდათან მჭიდროდ უახლოვდებოდა საბჭოს მემარცხენეთა გუნდს, რომელსაც
შეადგენდენ რუსეთის მოწინავე საზოგადოების და მეცნიერების წარმომადგენელები. საკმაო
იყო დაგენახათ ილია ამათ შორის სახელმწიფო საბჭოს კრების დროს, რომ ჩვენთან ერთად
გეთქვათ:
— ჩვენ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს და პოეტს ახალ პოლიტიკურ ასპარეზზეც უკვე
მიუქცევია უცხო ამხანაგთა ყურადღება. ილია აქაც ილია არის.
აგრე და ასეთ პირობებში დაიწყო დაღლილ მოხუცებულმა ი. ჭავჭავაძემ თავისი ახალი
მოღვაწეობა შორე ჩრდილოეთში.
ჩვენ არ ვამბობთ, ილია სოციალისტი იყო, არა. ეს ორც რუსთა თავად-აზნაურთ
აშინებდა. ამათთვის საკმაო იყო ის, რაც ერთ დიდ წიგნშია აღნიშნული თეთრზე
შავად*).
* „Госуданственный Совѣтъ, 1906 -- 1907 г. С.І.-Б. А. 199 Кн. И. Т.
Чавчавадзе“
![]() |
2.2 II. ილია, როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრი |
▲ზევით დაბრუნება |
II. ილია, როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრი
ილია ჭავჭავაძე არ ეკუთვნოდა სახელმწიფო საბჭოს წევრთა იმ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ
დიდ ჯამიგირით არის დაინტერესებული. როგორც ვსთქვი-ილია მიეკედლა საბჭოს
მემარცხნეთა პატარა წრეს. ეს მცირე გუნდი შეადგენდა განცალკევებულ კომისიას, და
დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს პირველ სათათბიროს ენერგიულ და გაბედულ მუშაობას.
ეს წრე თავის კრებებზე არჩევდა იმ კითხვებს, რომელნიც სათათბიროში მზადდებოდა.
ასეთი დიადი კითხვები იყო — ამნისტია, სიკვდილით დასჯის მოსპობა, აგრარული კითხვა
და სხვ. არც ერთ ამ კითხვისთვის არ აუხვევია გვერდი ილიას. ის სიამოვნებით
ესწრებოდა ყოველ კრებას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მსჯელობაში.
უკანასკნელ აზრის დასამტკიცებლად საკმაო შემდეგი ორიოდე სიტყვა: სიკვდილით დასჯის
მოსპობის შესახებ ვრცელი მოხსენების შედგენა ილიამ იკისრა. ეს მოხსენება სახელმწიფო
საბჭოში უნდა წაეკითხა.
თუ რამდენად გულწრფელად სურდა ილიას სასტიკ სასჯელის წინააღმდეგ გალაშქრება ნათლად
და სავსებით გვიხატავს შემდეგი სცენა.
ილია თავის ოთახში იდგა. უმთავრესი მისი ფიქრი— აღნიშნული მოხსენება იყო. ამ დროს
ეწვია ერთი პეტერბურგში მცხოვრები ცნობილი ქართველი, რომელთანაც ჭავჭავაძე ძალიან
დაახლოვებული იყო. ცოტა მასლაათის შემდეგ ილიამ გაიღიმა, შუბლზე ნაოჭი გაშალა და
კმაყოფილ კილოთი წარმოსთქვა:
– გუშინ საღამოს დავასრულე ჩემი მოხსენება სიკვდილით დასჯის შესახებ. ამ დღეებში
წავუკითხავ ჩვენს წრეს. მერმე-კი სახელმწიფო საბჭოს.
სტუმარმა სიჩუმით უპასუხა. ცოტა პაუზის შემდეგ ილიამ ისევ განაგრძო:
— მე ეს მოხსენება მეტად მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით დავიცავ. თუ გცალია,
წაგიკითხავ.
— მე, სამწუხაროდ, შენი წინააღმდეგი ვარ, შენიშნა სტუმარმა.
— როგორა?!?,..
— სიკვდილით დასჯა უნდა მოისპოს, რა თქმა უნდა, — მაგრამ, ერთი რამ არ მომწონს.
რატომ მაინც და მაინც ')ენ ქართველმა, უნდა იკისრო სახელმწიფო საბჭოში ამ
მოხსენების წაკითხვა? იქ რუსები განა ცოტაა? პროფესორები, მეცნიერები... რატომ
ისინი არ იკისრებენ?!... დარწმუნეტული ვარ ასეთი დაუფიქრებლობით მთელ საქართველოს
საქმეს ვაფუჭებთ... ისევ რუსმა წაიკითხოს.
— ერიჰა... საიდან სადაო... ამით რა საქმე უნდა წახდეს. მაგის ნუ გეშინია. აი,
მოხსენებას წაგიკითხავ და მოისმინე. ჩემს აზრს და გადაწყვეტილებას არ გადავთქვამ.
— მე პრინციპიალურად არ მსურს მოგისმინო...
— როგორც გსურს...
ასეთი ბაასი ილიას სხვა ქართველებთანაც ჰქონდა, მაგრამ იმათ სიტყვებს და შენიშვნებს
ის მხოლოდ მისმენდა, მოხსენება ილიამ შეასწორა და თავის ამხანაგებს წაუკითხა, არ
ვიცი სად არის ამ ჟამად ეს ნაწარმოები. ალბად ხელთნაწერებში უნდა იყოს. საჭიროა
ყურადღებით მოიძებნოს, რადგან მოხსენება მეტად შინაარსიანია.
ასე უცქერდა ილია საერთო-საქვეყნო საკითხს.
ყველამ კარგად იცის, რომ იმ ხანებში პოლონეთის დეპუტატები სათათბიროს უმრავლესობის
დახმარებით თავიანთ ავტონომიის პროექტს ამზადებდენ.ჩვენი ქვეყნის ავტონომიის შესახებაც ითქვა ორიოდე სიტყვა, - კითხვა აღძრა დეპუტატ ლედნიცკიმ: ჩვენი
წარმომადგენელნი ჯერ არ ჩამოსულიყვნენ. მათ ასეთი პირობები და ეს დიადი საკითხი
ილიას გონებას არ ასვენებდა. გულდასმით ათვალიერებდა თან ჩამოტანილ მასალას, მაგრამ
ეს საკმაოდ არ მიაჩნდა.
— აქ, უმაღლეს დაწესებულებებში ბევრი საჭირო საბუთებია. უთუოდ ასლი უნდა გადმოვიღო.
ვინმე საიმედო ვინმე, ვიშოვნო, და მივანდო ეს საქმე, — ამბობდა მხცოვანი - მგოსანი.
ასეთ საიმედო ვაჟბატონის ძებნას ორიოდე კვირა დასჭირდა.
ილიას ვრცელი სია ჰქონდა შედგენილი — სად, რომელ დაწესებულობაში რა საბუთები
მოიძებნებოდა. სია შეიცავდა არა მარტო იმ საბუთებს, რომელნიც „ავტონომიისთვის“ იყო
საჭირო, არამედ ისეთ მასალასაც, ურომლისოდაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე და
აგრარულ კითხვაზე (ჩვენ ქვეყანაში) სჯა დიდად ძნელი იქნებოდა.
მარტო აგრარული კითხვა ვინ იცის რამოდენა შრომას ითხოვს. განსაკუთრებით
ძნელი იყო'ილიასათვის. სახელმწიფო საბჭოში მის მეტი ხომ არავინ კრინტს არ დასძრავდა
საქართველოს მიწების მოწესრიგების შესახებ. რა თქმა უნდა. ილაპარაკებდნენ, მაგრამ
იმათი თვალთა ხედვის ისარი ჩვენთვის რა საპრიანოა! აგრარულ კითხვის გარჩევის დროს
ილიას ვრცლად და სერიოზულად დასაბუთებული მოხსენება სურდა წარედგინა. ამისთვის
უტყუარი ფაქტები, ცნობები და ხანგრძლივი შრომა იყო საჭირო.
— ეს მე არ მაშინებს, იტყოდა ხოლმე ჭავჭავაძე.
მართალსაც ამბობდა. იგი მუშაობდა ნელა, აუჩქარებ. ლად, მაგრამ გულწრფელად და
სიამოვნებით.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, >როგორც ვსთქვით, ილიას კანონიერად
მიაჩნდა. ამას არსად არ ფარავდა — არც საბჭოს წევრთა შორის და არც სხვაგან.
ამბობდნენ, ავტოკეფალიაზე სათათბიროში იქნება სჯაო.
— მაშასადამე საბჭოშიც გადმოვა, მეც ამიტომ ვაგროვებ მასალას და ვემზადები. არა
უშავსრა ღმერთი მოწყალეა, დინჯად წაილაპარაკებდა ილია.
მასალები საქართველოდანაც მოდიოდა.
პეტერბურგში, სინოდში მონაწილეობის მისაღებად გაწოწვეულნი იყვნენ ჩვენი
ეპისკოპოზები კირიონი და ლეოსიდი. მათთან ერთად ვოსტორგოვიც ბრძანდებოდა. ჩვენი
ეკლესიის ბედ-იღბალი წყდებოდა. საქმე მეტად გამწვავდა.
ამ ვიზიტის შემდეგ ილია უფრო არკვევდა საჭირო მასალებს, რასაკვირველია,
მოხსენებისთვის. ზოგნი ეუბნებოდენ:
— ილია, წადი ამ და ამ ბიუროკრატთან, მოელაპარაკე ისტოკეფალიაზე.
— ვნახოთ. თუ საჭიროება მოითხოვს... ისმოდა აუჩქარებელი პასუხი.
„თუ საჭიროებას მოითხოვსო“ — ამბობდა ილია და (მხოლოდ მოხსენებაზე ჰფიქრობდა. ცალკე
ბიუროკრატებთან (ვიზიტები შეაჩერა: ილიას სათათბიროს იმედი ჰქონდა, იგი სულ სხვას
ამბობდა. ამიტომაც მთელს თავის ყურადღებას მომავალ მოხსენებას აქცევდა.
წინედაც და ეხლაც მესმის ხოლმე-ილია პეტერბურგში არაფერს არ აკეთებდაო. „თქმა
ყოვლისა შესაძლოა“. რის აღწერაც მოვასწარ, აქედანაც უკვე ჩანს — რასაც აკეთებდა
ილია ჩრდილოეთში. მართალი მოგახსენოთ, პირადად მე არც ასეთ ენერგიას და შრომას
მოველოდი: ილიას ავადმყოფობა ვიცოდით.
პროფესორმა ა. ცაგარელმა * ილიას ყოველივე უამბო. აუხსნა საქმის მთელი ვითარება.
ორთავემ დაუყონებლივ გადაწყვიტეს ენერგიულად ემოქმედათ. თუმცა ილია სახელIlწიფო
საბჭოს წევრი იყო და ზოგიერთ აზრით უნდა მორიდებოდა კერძო ვიზიტებს სხვა და სხვა
საჭირო პირებთან, მაგრამ ასეთ ბიუროკრატიულ წესს ჭავჭავაძემ გვერდი აუწვია. მეორე
დღესვე პროფესორ ცაგარელთან ერთად წავიდა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონისთან.
ორთავე ქართველმა ხანგრძლივ ებაასეს სინოდის თავმჯდომარეს ქართველთა ეკლესიის
თავისუფლებაზე.
* ი. ცაგარელი ესწრებოდა სინოდის კრებებს.
![]() |
2.3 III. ილია და სახელმწიფო სათათბირო |
▲ზევით დაბრუნება |
III. ილია და სახელმწიფო სათათბირო
ილია სახელმწიფო სათათბიროს კრებებს ძალიან ხშირად ესწრებოდა. ხალხის პირველ
წარმომადგენელთა მუშაობა მისთვის წმიდათა წმიდასი შეადგენდა. ჭავჭავაძე ავად იყო
ისეთის სენით, რომელიც მგოსანს აიძულებდა ხშირად დაეტოვებინა დარბაზი, მაგრამ ეს
გარემოება მოხუცს არ აშინებდა.
როდესაც რომელიმე დეპუტატი ტრიბუნიდან წარმოს თქვამდა ძრიელს და თამამს სიტყვას,
ილია საამოდ მოღიმარ სახით გამოვიდოდა სათათბიროს კულუარებში და აღტაცებით
აღნიშნავდა ორატორის სიტყვის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას. არ იფიქროთ, რომ აღტაცება
შეუგნებელი იყო. ილია ქება-აღტაცებასთან ერთად კრიტიკულადაც არჩევდა დეპუტატთა
ნათქვამს. სათათბიროს ვრცელ და ლამაზ კულუარებში მაშინ სიცოცხლე სდუღდა და
გადმოდუღდა. აქ დაუფარავად სცემდა ძლიერი მაჯა სახალხო წარმომადგენლებისა.
კულუარებში ისმოდა გაცხარებული კამათი, პოლიტიკური შეტაკება, აგიტაცია და სხვა და
სხვა. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, თითქოს ილია აქ ისვენებდა. ის დარბაზში მიღებულ
შთაბეჭდილებას აქ უფრო ამაგრებდა. იქ დაწყებული სურათი აქ მთავრდებოდა. — კარგად ლაპარაკობს, კარგი ორატორია, — იტყოდა ხოლმე ილია — მაგრამ ნამეტანი
გარდამეტებული კილო აქვს. მე სხვასაც ვფიქრობ: ალადინი უმეტეს ნაწილად გულწრფელი,
არ არის.
ვინც პირველ სათათბიროს ცხოვრებას და კერძოდ ალადინის მოღვაწეობას თვალს ადევნებდა
ბოლომდის — ილიას სიტყვებს განმეორებს და ადვილად მიხვდება — თუ რა სერიოზულ
ყურადღებას აქცევდა ის სათათბიროს.
სათათბიროში ერთ ისტორიულ კრებაზე ნაბოკოვმა მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი სიტყვა
წარმოსთქვა. იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ მოუფერებლად ეუბნებოდენ:
„როდისღა მოგვშორდებით!“ ყველა მინისტრები დარბაზში ბრძანდებოდნენ და ისმენდნენ
მსუსხავ მსჯავრს. მე ჟურნალისტების ლოჟაში ვიჯექი. სახელმწიფოს საბჭოს წევრთა ლოჟა
ჩვენ გვერდით იყო. აქ იყო ილიაც. ნაბაკოვის სიტJცის შემდეგ წამოდგა, ჩამოუარა ჩვენს
ლოჟას და ნელის ფეხის ნაბიჯით გასწია კულუარებისკენ. მაშინდელი მისი სახის
გამომეტყველება არასდროს არ დამავიწყდება. აქ იხატებოდა უსაზღვრო კმაყოფილება,
სიამოვნება, ნეტარება, მტრის დამარცხებაზე აშენებული. ილიას სული და გული ღელავდა,
მთელს სახეს ალმური მოდებოდა, ზღვა — თვალნი ბრწყინავდნენ.
— მშვენიერი სიტყვა წარმოსთქვა... ნეტავ რა გუნებაზე არიან მინისტრები? ძლიერი
მათრახია, ურყევ საფუძველზე აშენებული. ღირს შესანიშნავი აქ ის არის, რომ ნაბოკოვი
მინისტრის შვილია. იცის მინისტრების სუსტი მხარე... ამბობდა ენერგია აღძრული და
აღელვებული ილია.
ესეთი სცენის მოწმე ხშირად ვიყავი.
როგორც ხედავთ ილიას ოპოზიციის სიტყვიერი გამარჯვებაც გულს უხარებდა ამას არავის არ
უმალავდა და ხმა მაღლა გაიძახოდა.
სათათბირო ერთ თვეზე მეტი მუშაობდა. დაგვიანებულ არჩევნების წყალობით ჩვენი
დეპუტატები არ ჩამოდიოდნენ. ჭავჭავაძე თითქმის ყოველ დღე იგონებდა პირველ
დეპუტატებს. მას აინტერესებდა იმათი მომავალი საპარლამენტო ტაქტიკა, მომავალი შრომა
და პირველი შთაბეჭდილება სათათბიროში.
სანამ ჩვენ დეპუტატების ჩამოსვლას შევეხებოდე, მოვიგონებ ერთს საყურადღებო ფაქტს.
იმ დღეს, როდესაც ილია პირველად ესტუმრა სახელმწიფო სათათბიროს, მე იქ არ
ვყოფილვარ. მასთან ერთად • სათათბიროში წავიდა ცნობილი ქართველი მწერალი და მოღვაწე
ა. ყ.
— როგორ მოეწონა ილიას სათათბირო? — დავეკათხე. საღამოს ბ. ყ.
— დღეს საინტერესო კრება იყო, ბევრმა კარგმა ორატორმა ილაპარაკეს, — ჩვენი მგოსანი
კმაყოფილი დარჩა.
— თვითონ სასახლე მოეწონა?
ბ. ყ. გაკვირვებით შემომხედა და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მომცა პასუხი, რომელშიაც
მთლად გამოიხატებოდა უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ილიასადმი:
— რას ლაპარაკობ!!... ასეთი კითხვით როგორ შევა წუხებ მოხუცს...
ა. ყ. პასუხმა დამაფიქრა. ჭავჭავაძეს საქართველოში ორჯერ თუ სამჯერ შევხვედრივარ
საზოგადოებაში. ბ. ყ.-კი თითქმის ყოველ საქმეში ილიასთან იყო. მე ვიფიქრე: ალი ად
ილიას ჯერ კიდევ ვერ ვიცნობ და მასთან სიფრთხილეა აჭირო. სულ სხვა ტიპი წამომიდგა
თვალწინ.,
მესამე დღე სათათბიროს კულუარებში გამოჩნდა ილია. იმის ჩვეულებრივი ტანსაცმელი იყო
შავი სერტუკი, ნაცრის ფერი ზოლებიანი შარვალი, შავი ჟილეტი და გადმოკეცილი
კრახმალიანი თეთრი საყელო. ეს გარეგანი ნიშნობლიობა ვიცოდი, ასე რომ ილიას სახეც რო
არ დამენახა შორე მანძილიდან ისედაც ვიცნობდი.
— მგონი ადრე მოველი? — მხიარულად დამეკითხა ილია.
— კრება ნახევარ საათის შემდეგ დაიწყება, — ვუპა– უნე მე. ა რ
— შენობა მინდა დავათვალიერო, თუ დრო გაქვთ დამატარეთ, გეთაყვა. დარბაზი და
კულუარები მომწიგნს, მაგრამ ეს ხომ მთელი შენობა არ არის. სტეიგეგ0
ილიამ ხელი გამომდო (ეს ჩვეულებად ჰქონდა) და შევუდექით სასახლის დათვალიერებას.
არც ერთი კუთხე არ დაგვიტოვებია, ყველაფერი ვნახეთ. მთელი დრო სასახლის
არნიტექტურაზე და მოწყობილობაზე მელაპარაკა. ამის შემდეგ დიდად პატივცემულ : ა. ყ.
სიტყვები „ასეთ კითხვით როგორ შევაწუნებ მოხუცს“ — არ მაშინებდა. ილიასთან
ყველაფერზე შეიძლებოდა ბაასი. აგრე გაეცნო საყვარელი მოხუცი სათათბიროს შენობის
ყოველ კუთხეს.
— ეხლა, ყველაფერი შევისწავლე... რას იფიქრებდა პოტიომკინი — თუ მის სასახლეში
პარლამენტი მოთავსდებოდა! ცხოვრება მირბის, ცვალებადობს... ასეთი სიტყვებით
დაასრულა ილიამ სასახლეში სეირნობა.
ჩვენი წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ივანე
გომართელი, იოსებ ბარათაშვილი, ჯაფარიძე, წერეთელი. ჩამოვიდნენ თუ არა იმ დღესვე
სათათბიროს კრებას დაესწრნენ. ილიაც მოვიდა. განა შეეძლო მას ამ დღეს არ მოსვლა!
მოსვლისთანავე დამეკითხა — ილაპარაკებენ თუ არა ჩვენებიო. მაგრამ ამის პასუხს თვით
დეპუტატებიც ვერ იძლეოდნენ. დეპუტატებზე აქ გაკვრით ვამბობ, რადგან ამათზე სულ სხვა
დროს და სხვა შრომაში ექნება ლაპარაკი. მე ჯერ ვიგონებ იმას, რაც ილიას ენება.
გია ნოო სიმპოზიუთიტ
— ისიდორე რამიშვილი და ნოე ჟორდანია ნიჭიერი კაცები არიან. ისიდორეს სიტყვა
მომისმენია. კარგად ლაპარაკობს, ქართული ენაც კარგად იცის. დანარჩენებზე რა
მოგახსენოთ გარდა ი. ბარათაშვილისა, რომელიც კარგ ორატორად ითვლება.
ორიოდე საათის შემდეგ ისიდორე რამიშვილი უკვე სათათბიროს ტრიბუნაზე იდგა.
წარმოსთქვა გრძელი სიტყვა, მაგრამ ეს ექსპრომტი იყო. იგი ლაპარაკობდა თავის პარტიის
(სოც.-დემოკრ.) სახელით ხშირად იგონებდა „Великiй руский народ“?!-ს. რამიშვილის
სიტყვა მეტად მკაცრი იყო, ილია ის. რამიშვილის მთელს სიტყვას დიდის ყურადღებით
ისმენდა, ხშირად სახის გამომეტყველება ეცვლებოდა.
მე ვჩქარობდი გამეგო ილიას აზრი. გამოვიდა თუ არა ის დარბაზიდან და დამინახა
თვითონვე დაიწყო:
— ქართულად სულ სხვა შთაბეჭდილებას ახდენს რამის შვილის სიტყვა. ასეთ გამოთქმას არ
არიან მიჩვეულნი რუსები. ჩემმა ამხანაგებმა პირველ ხუთ წუთის განმავლობაში ვერა
გაიგეს რა. ეს კიდევ არაფერია: რამიშვილი შეეჩვევა საპარლამენტო ორატორობას,
მსმენელნი ისიდორეს თავისე" ბურ კილო-გამოთქმას. სიტყვა აზრიანი იყო, მაგრამ დალო
ცვილმა რა დაიჟინა ეს „Великiй руский народ“?! თითქმის მთელი სათათბირო რუსების
ინტერესებზე ლაპარაკობს, რა ღა მაგის თავ-გამოდება ესაჭიროება რუსის ხალხს? მე არ
მე გონა თუ ერთ სიტყვით არ მოიგონებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. დაიჟინა
„Великiй руский народ“… არა მგონი ბოლომდის გასტანოს ასეთმა ძახილმა....
რამდენად მართალი იყო უკანასკნელი აზრი სხვა დროს გავიგებთ.
დიდხანს დასეირნობდა ილია სათათბიროს კულუარებში, ძალა უნებურად ისმენდა დეპუტატთა
აზოს რამიშვილზე. ისმენდა, მაგრამ მისი სული და გული ამ დროს სულ სხვაგან იყო.
წარბშეკრული, მოღუშილი სახე სავსებით ხაი ტავდა მგოსნის ღრმა ფიქრს...
— შორს წავედი, — ცოტა სიჩუმის შემდეგ დინჯად ჩაილაპარაკა ილიამ, აზრთა ასოციაცია
ასეთია. რამიშვილის სიტყვამ ჩვენში გადამაფრინა... ბარათაშვილიც იტყვის რასმე
უეჭველია?
ილია ისევ დარბაზს დაუბრუნდა. მოლოდინი გაუმართლდა; ი. ბარათაშვილი ცქვიტად ავიდა
ტრიბუნაზე და ლამაზ გარკვეული ხმით ქართველი ერის სახელით მიესალმა მთელს
სათათბიროს. ილია მთლად გადასხვაფერდა. შუბლი საამოდ გაეშალა, სახე იღიმებოდა და
კმაყოფილად უცქერდა ხალხის წარმომადგენელთა კრებულს. ეს იყო ქართველ მგოსნის,
ქართველთა დაღლილ მოღვაწის კმაყოფილება.
ქართველ დეპუტატთა ჩამოსვლამ ჭავჭავაძე სათათბიროს უფრო დაახლოვა. ავადმყოფობა თუ
შეუშლიდა ხელს, თორე არც ერთ კრებას არ გამოტოვებდა. არც სიშორე აშინებდა,
სათათბიროდან ილია დაშორებით იდგა. მისი ბინა იყო სერვე როჟდესტვენსკის ქუჩაზე.
ჩვეულებრივ სათათბიროს კრებები თავდებოდა 6 ან 6 6 ½ საათზე. ხანდისხან დღეც და
ღამეც 8—12 1/2 ს. მოხდებოდა კრება. დასუსტებული ილია დაღლილობას არ უშინდებოდა და
ღამის კრებასაც ესწრებოდა. სათათბიროს ასეთი მოყვარული სახელმწიფო საბჭოს წევრთა
შორის რამდენიმე კაცი იყო. მახსოვს ისეთი კრებები, როდესაც საბჭოს წევრთა ვრცელ
ლოჟაში მარტოკა ილია იჯდა.
ივნისის შუა რიცხვები იყო, როდესაც მთელს პეტერბურგს მოედო ხმა, „სათათბიროს მალე
დახურავენო“. ილიამ სახელმწიფო საბჭოს წევრთა შორის გაიგო დანამდვილებით მთავრობის
აზრი და გადაწყვეტილება. სათათბიროს მომავალი დახურვა მოხუცს მეტად აღონებდა. ის
კარგად გრძნობდა რა მოჰყვებოდა ასეთ სახელმწიფო აქტს. ის ნათლად ითვალისწინებდა
საზოგადოდ მთელი სახელმწიფოს შავ დღეს და კერძოდ ჩვენი ქვეყნის ვაებას, იმ ვაებას,
რომელსაც დღესაც ვერ ავშორებივართ. მეორე სათათბიროში ილია უფრო ძვირად დადიოდა, ამას გასამართლებელი მიზეზებიც
ჰქონდა. სახელმწიფო საბ. ჭოს წევრებს პირველ სათათბიროში, როგორც ზემოდ შევნიშნე,
დათმობილი ქონდათ ვრცელი ლოჟა დარბაზში დეპუტატებთან ერთად. ეს პრივილეგია მეორე
სათათბიროში მთავრობამ წაართვა საბჭოს წარმომადგენლებს და გადაასახლა ზევიდ
ქანდარაზე. ამ ახალ ცვლილების წყალობით ილიას არ შეეძლო ძველებურად დეპუტატებთნ
კულუარებში სეირნობა, მათთან ბაასი და სხვ. მთელი კრების განმავლობაში ქანდარაზე,
დახუთულ ჰაერში უნდა გაეტერებინა. ასეთი მძიმე იყო ახალი პირობები, მაგრამ ილია
საინტერესო კრებებს არ აკლდებოდა. მე მხოლოდ შორიდან შემეძლო ჩვენი მგოსნის
დანახვა: დაბლა იმას არ უშვებდენ და ზევიდ−მე.
მეტად სასტიკად იმოქმედა ილიაზე მეორე სათათბიროს უკანასკნელმა დღეებმა საზოგადოდ
ილიას მეორე პარლამენტში არ ემჩნეოდა წინანდელი აღტაცება და აღფრთოვანება. მას
გულგატეხილობა შემოპარვოდა. შექმნილი პოლიტიკური ატმოსფერა თავისას შვრებოდა.
ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი ძველს იმედებს აღარ იძლეოდა. ნიადაგს იმზადებდნენ
პურიშკევიჩები და „ზუბრები“.
ჩვენი ქვეყნის დეპუტატები ყველანი სოციალდემოკრატები იყვნენ. ისინი თავგამოდებულნი
იცავდენი თავიანთ პარტიულ პროგრამას. პოლონეთის ავტონომიაზე აღძრულმა მოხსენებამ
სათათბიროში ვერ გამოიწვია უმრავლესობის თანაგრძნობა. ყველა ამ ახალმა პირობებმა
ილიას გული აუტკივა. ამნისტიის, სიკვდილით დასჯის მოსპობის, ავტოკეფალიის,
ავტონომიის, აგრარულ კითხვის ძველი გეგმანი ტინხორციელების ელფერს კარგავდენ. ეს
გულს წვავდა და ისეთი სულიერი მწუხარება ილიას ღრმა სიჩუმეში იხატებოდა.
სიმწარის ფიალა სათათბიროს დახურვამ და ყველა ქართველ დეპუტატების დატუსაღებამ
აავსო. როდესაც ახალი კანონი გამოქვეყნდა და გამოირკვა, რომ მესამე - სათათბი| როში
ქუთაისის და ტფილისის გუბერნიებს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ეყოლებოდა, ილიამა
ნაღვლიანად სთქვა:
— ეს ახალი და დიდი უბედურებაა ჩვენებისთვის... ჰორიზონტი შავად იღრუბლება და ახლო
მომავალი არას მპირდება. ჩემნი დღენი კარგს არას მოესწრება...
ასეთი იყო შხამით ავსილი ილიას უკანასკნელი ფიქრი და წინასწარ მეტყველება.
ქართველი მხცოვანი მგოსანი ვერ შერიგებოდა იმ გარემოებას, რომ ისეთი ნიჭიერი
ახალგაზდა ქართველი, როგორც წერეთელი (მეორე სათათბ. წევრი) და მასთან ერთად მისი
იმხანაგები საშინელ სასჯელს მოელოდენ და საზოგადოებას შორდებოდენ. ამ დროს
ქართველის გული ლაპარაკობდა, პარტიული განსხვავება შორს იყო გადატყორცნილი.
მესამე სათათბიროს ვერ მოესწრო ილია ჭავჭავაძე, მაგრaმ ეს ახალი ხელოვნურად
გამომცხვარი პარლამენტი მის დარდს არ აქარწყლებდა. ილია კარგს არას ელოდა...
— მესამე სათათბირო ჩვენ სახელმწიფო საბჭოს არაფრით ჩამოუვარდება. განსხვავება
მხოლოდ სახელში იქნებაო, - ამბობდა ილია.
ამ გვარ სულის კვეთებით განშორდა ჭავჭავაძე გაორკებულ ცხოვრებას.
ილიას მოსწონდა ნაბოკოვის, პეტრუნკევიჩის და ვინავერის სიტყვები. მართლადაცო ესენი
თავიანთ მოქმედებით გამოცდილ ევროპის პარლამენტის დეპუტატს მოგაგონებდათ. შეიძლება
თქვათ ჩამოთვლილნი პირნი კადეტები იყვნენ. რატომ უფრო მემარცხენენი, არ მოსწონდა
ილიასო? ეს აჩქარებული საყვედური იქნება. მგოსანს მემარცხენეთა შორის ჰყავდა
„საყვარელნი“: ჟილკინი, ანიკინი, მღვდელი აფანასიევი და გლეხი ნაზარენკო*)
(„ტრუდოვიკები“). ალადინზე ჭავჭავაძე სულ სხვა აზრის იყო.
* ნაზარენკო ხარკოვის გუბერნიაში იყო არჩეული, მაგრამ ქართული ენა კარგად იცოდა:
რამდენიმე წელი იმერეთში გაეტარებინა.
ჭავჭავაძემ კრების დაწყებამდის სთქვა:
პირველი სათათბიროც დახურეს. რეპრესიებმა, ახალ ისარჩევ კანონის გამოცემამ ბევრ
დეპუტატების დატუსაღებამ, დასჯამ და სხვა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ახალი
პირობებმა ილიას გული გაუტეხა. რუსეთის აწმყოს გული დაწყვეტილი უცქეროდა და ახლო
სანეტარო მომავალს აღარ ელოდა. ილიას სულის ვითარებას მიემატა ახალი ელემენტი —
საზოგადოებრივი პესიმიზმი.*
* ამ პესიმიზმს და ილიას შეხედულობას ქართველ ხალხის მომავალზე ეხლა არ ვეხებით. ეს
ცალკე თემას შეადგენს.
![]() |
2.4 IV. ილია და ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირი პირველ სათათბიროში |
▲ზევით დაბრუნება |
IV. ილია და ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირი პირველ სათათბიროში
მხოლოდ პირველ სათათბიროში. არსებულ თავისუფლების შეეძლო შეექმნა ისეთი კავშირი,
სადაც ყველა უცხო ხალხთა, ეგრედ წოდებულ „ინოროდცების“ წარმომადგენთლებს მოეყარათ
თავი და ტავრიდის სასახლეში დაუფარავალი ეწყოთ მსჯელობა ავტონომია-ფედერაციაზე.
მეორე სათათბიროში ასეთ კავშირს ადგილი არ ჰქონდა. მესამეში... მთლად
მოუხერხებელია.
ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირის წევრად ითვლებოდენ უკრიანის, პოლონეთის, ლიტვის,
პრიბალტიის მხარის, მაჰმადიანთა, ოსმალთა, ებრაელთა, სომეხთა და სხვათა
წარმომადგენელნი (დეპუტატები). ივნისში მიემატა იოსებ ბარათაშვილიც. კავშირის
თავმჯდომარედ ითვლებოდა ცნობილი მოსკოველი ვექილი დეპუტატი ლედნიცკი. თუ რა მიზანი
ჰქონდა კავშირს, რა საგანზე ჰქონდა მსჯელობა თვით მისი სახელი გვიჩვენებს.
როდესაც სათათბიროში შეიტანდენ რაიმე ახალ კანონი პროექტს, კავშირი საკუთარ თვალთა
ხედვის ისარით გაარ, ჩევდა ამ კანონპროექტს და საერთო დეპუტატთა კრებაზე, ან
სპეციალურ კომისიებში წარმოადგენდა თავის მოთხო“ ვნილებათ. აგრარული კითხვა,
ავტონომია, ადგილობრივი სასამართლოები, ენა, შკოლა და სხვ. აი კითხვები, რომელი ნიც
დრო-გამოშვებით ირკვეოდა კავშირში.
ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირმა ერთხმად გადაწყვიტა მოეპატიჟა ილია ჭავჭავაძე,
როგორც სრულ უფლე“ ბიანი წევრი. ზოგნი ეჭვობდენ, — ილია ამ კავშირში არ მიიღებს
მონაწილეობას, მოერიდება აგრე ფარდა ახდილს პირდაპირს მუშაობასო, მაგრამ ასეთი აზრი
არ გამართლდა, ილიამ დიდი სიამოვნებით მიიღო კავშირის წინადადება. კავ. შირის
კრებები უფრო ხშირად საღამობით ხდებოდა. ეს ილი" ას არ აშინებდა და კრებებს
ესწრებოდა.
— აქ ყოველ კითხვის შესახებ მოხსენების წაკითხვა საჭირო, თორემ ყველა ეს
ვაჟბატონები ჩინეთის იმპერიას უფრო იცნობენ, ვინემ ჩვენ ქვეყანას — პირველ კრების
შემდეგვე სთქვა ილიამ.
ასეთი იყო ილიას გადაწყვეტილება, მაგრამ ავტონომისტ. ფედერალისტთა კრებებზე
მოხსენების წაკითხვას ან სიტყვის წარმოთქმას დიდი სიფრთხილე სჭიროდა, მიზეზი მეტად
რთული იყო. ძალიან ხშირად თითქმის შეტაკება მოხდებოდა ხოლსე, განსაკუთრებით აგრარულ
კითხვის დროს. პოლონელის სიტყვა (ლიტვაში მცხოვრებ პოლონელის) ლიტველს არ
ეპიტნავებოდა, უკანასკნელის — პირველს. უკრაინაში მცხოვრებ პოლონელს უკრიანელის და
სხვ. რასაკვირველია. ეს ხდებოია, მაგრამ მორიგება შესაძლო იყო.
ეს გარემოება ილიასაც აფიქრებდა. განა შესაძლოა „ტრარულ კითხვაზე მოხსენების
წაკითხვა (საქართველოს შესახებ) ისე რომ სომეხთა როლს ჩვენს ეკონომიურს ცხოვრებაში
არ შეეხოთ? არა. ილიას რომ ის მოუფერებლად და თავისებურად გამოეთქვა თავისი აზრი,
რაღას იტყოდა კავშირის წევრი სომეხი დეპუტატი? ეს კითხვა თვით დროთა მსვლელობამ და
ვითარებათა ცვლილებამ შეაჩერა.
ილია დაესწრო რამდენჯერმე კრებებს. მოისმინა უმრავლესობის აზრი თითქმის ყველა
კითხვებზე. შეიგნო ყველა სუსტი მხარე კავშირისა. მოუფერებლად და მიუდგომელად
(გააფასა წინააღმდეგობა წევრთა შორის. მასეთმა ანალიზმა ილია მიიყვანა არ
სასიამოვნო დასკვნამდის და გაუქარწყლა.
ცოტა ხნის შემდეგ (ამ დროს იოსებ ბარათაშვილიც: ესწრებოდა ავტონომისტთა კრებებს) აი
რას ამბობდა ილია:
— ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირს სათათბიროში დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ
ჯერ ჯერობით თვით ორგანიზაცია და მუშაობის სისტემა მეტად სუსტობს. არამგონი რომ
აგრე გასტანოს. აბა, კარგად დააკვირდით კავშირის უზურპატორი-მეფე დეპუტატი
ლედნიცკია. უმრავლესობა მის სიტყვას და წინადადებას წმიდათა წმიდათ იღებს(და
ეთანხმება. ეს აიხსნება მხოლოდ შეუგნებლობით. წევრთა უმეტესი ნაწილის აზრი ამა თუ
იმ კითხვაზე არ არის საამპროვო. მე საქართველოში სოციალდემოკრატები რეტროგრადს
მეძახიან, ესენი-კი-ჩემი მოხსენებანი რო წავუკითხოჰგონი, რევოლუციონერს
დამიძახებენ.
ილია ზოგიერთ კითხვებში ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირზე უფრო მარცხნივ იდგა. არც
ეს გარემოება აშინებდა მაინც და მაინც ჭავჭავაძეს. ის ჯერ აპირებდა ისეთ მონსენების
წაკითხვას, რომელიც კავშირში აურზაურს.
ერთ მშვენიერ დღეს კავშირს ჩვეულებრივი კრება ჰქონდა. ლაპარაკი იყო აგრარულ
კითხვაზე. კავშირს სურდა მალე შეეტანა თავისი წინადადება პარლამენტის აგრარულ
კომისიაში. ეს კრება ავტონომისტ-ფედერალისტთა ცხოვრებაში სწორედ ისტორიულად უნდა
ჩაითვალოს. უკრაინელებმა, პოლონოლებმა, ბელოროსებმა, ლიტველებმა კინაღამ ურთ-ერთი
შეურაცხყვეს... როდესაც კომისიის არჩევაზე მიდგა საქმე და კანდიდატად ილია და
ბარათაშვილიც დაასახელეს, წამოხტა დეპუტატი თოფჩიბაშევი და ხმა მაღლა დაიძახა :
— ჩვენი წარმომადგენელიც უნდა იქნას არჩეული კომისიის წევრად. ქართველებს თუ
ირჩევთ, ჩვენც უნდა აგვირიოთ. ქართველებს მიწის სოციალიზაცია სურთ, ისინი
სოციალისტები არიან, ჩვენა-კი სულ სხვა პირობებში ვართ და სხვა მოთხოვნილება
გვაქვს.
კრებამ თოფჩიბაშევი დააწყნარა. როგორც მახსოვს იმ დღესვე ისიც აირჩიეს კომისიის
წევრად. შემდეგ ნეტარხსენებულმა ილიამა სთქვა : ბლ
— არ გითხარ რევოლიუციონერს დამიძახებენ მეთქი ?! ჯერ კრინტიც არ დამიძრავს და
თოფჩიბაშევი სოციალისტს მეძახის... ნეტავი რას შეშინდა ?
უკანასკნელ შემთხვევას არავითარი სამწუხარო შედეგი არ მოჰყოლია. ვინ იცის მომავლში,
სათათბირო რო არ დაეხურათ, შედეგსაც ამოეყო თავი და პრინციპიალური შეტაკებაც
მომხდარიყო.
— ეხლა მე რაღა საჭირო ვარ? ღიმილით შენიშნავდა ხოლმე ილია ბარათაშვილის ჩამოსვლის
შემდეგ. რა-კი ბარათაშვილი აქ არის, უჩემოდაც დაიცავს ჩვენს ინტერესებს.
ჭავჭავაძის ასეთ აზრს ბარათიშვილი ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა ილიას
ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირში ყველანი უკვე კარგად იცნობდენ, პატივს სცემდენ,
როგორც მხცოვან და გამოცდილ შეჭაღარავებულ მოღვაწეს. ეს უკანასკნელი პირობა ილიას
სულ სხვა ძალას აძლევდა. ამას თვითონაც გრძნობდა და მასთან ერთად ჩვენც. ამიტომაც
კავშირიდან წასვლაზე ბოლოს არას ამბობდა.
– რასაც შევძლებ – აქაც გავაკეთებ.
ასეთი იყო უკანასკნელი სიტყვები მგოსნისა. ვამბობ უკანასკნელი, რადგან ერთი კვირის
შემდეგ ტავრიდის სასახლე დაჰკეტეს -— პირველი სათათბირო დაიხურა.
![]() |
2.5 V. ილია და სოციალდემოკრატები (დეპუტატები) |
▲ზევით დაბრუნება |
V. ილია და სოციალდემოკრატები (დეპუტატები)
ჩამოვიდნენ ჩვენი დეპუტატებიც, რომელთა შორის მხოლოდ ბარათაშვილი იყო არა
სოციალდემოკრატი. ჩვენ ქვეყნის წარმომადგენელთა ასეთმა ჯგუფმა პეტერბურგის ქართველი
ინტელიგენცია და მასთან ერთად ილია დააფიქრა. მიზეზი საყურადღებო იყო. სათათბიროში
მოელოდენ ავტონომიაზე მსჯელობას. ქართველთა მინდობილობით ლედნიცკიმ ჩვენების
ჩამოსვლამდის პარლამენტის კომისიაში შეიტანა განცხადება საქართველოს ავტონომიის
შესახებ, „ჩვენი სოციალდემოკრატები წინააღმდეგნი იქნებიან და ხომ შევრცხვით.
განცხადება მაინც არ იყოს კომისიაშიო,“ — აი რა ფიქრი ტრიალებდა ქართველთა შორის.
— „რამე უნდა ვიღონოთო“ — ამბობდენ ილია და სხვანი.
და რა უნდა ექნათ? ამ დროს და წინედაც ს.-დ. ჟურნალგაზეთებში ილიასთან საქმის
დაჭერას, პურის მჭამელს და მოლაპარაკესაც ჯვარს აცვამღენ. ამიტომ პეტერბურგის
ქართველთ შეუძლებლად მიაჩნდათ შეერთებულ საერთო კრების მოხდენა, თუნდ ისეთი პატარა
მსჯელობისა, რომელშიაც ქართველ დეპუტატ-სოციალდემოკრატებთან ერთად ილიას და სხვებს
მიეღოთ მონაწილეობა.
ილია იმედს არ კარგავდა. პროფ. ცაგარელი ყოველ შეხვედრაზე გაიძახოდა : „უთუოდ უნდა
შევხდეთ სადმე, მოვილაპარაკოთ. ნუ თუ ასეთი პროტესტანტები არიან“...
ველოდით შესაფერ შემთხვევას, რომ სადმე შეკრებილიყვნენ. ამასაც მოვესწარით.
პეტერბურგში ჩამოვიდა ცნობილი მდიდარი ქართველი დავით სარაჯიშვილი, რომელიც
სათათბიროს კრებაზე წავიყვანე. კულუარებში სეირნობის დროს სარაჯიშვილმა შემდეგი
წინადადებით მომმართა:
— მე მსურს ჩვენს დეპუტატებს და მათთან ერთად ზოგიერთ აქაურ ქართველებს სადილი
გავუმართო. მომინდვია შენთვის, აარჩიეთ დრო, დანიშნეთ საათი, ადგილი და მე მზადა
ვარ. მეორეს მე ძლიერ გამიხარდა. სარაჯიშვილს ავუხსენ, რომ ასეთი შეკრება სწორედ
გვინდოდა მეთქი. გადავწყვიტეთ ორ კურდღლის ერთად დაჭერა. ერთი წუთით მართალი გითხრათ — შევჩერდი, „ის. რამიშვილი და სხვანი რომ სადილად არ
წამოვიდნენ, გავიფიქრე. მაგრამ დიდად შევცდი. ყველანი დათანხმდენ. ორივე მხარე
კმაყოფილი დარჩა.
— რატომ არ წამოვალ ?გაიკვირვა ის. რამიშვილმა. „ევროპის სასტუმრო“-ს ცალკე დიდ ოთახში შევიკრიბენით. სუფრის თავმჯდომარის ადგილი
დაიჭირა ილიამ, და მთლად სმენად გადაქცეული, ათვალიერებდა იქ მყოფთ. ისიდორე
რამიშვილს მიუჯდა პროფ. ცაგარელი. სადილის გათავებამდის ლაპარაკს ნაწყვეტების
ხასიათი ჰქონდა. სანამ კრების მიზანზე ვიტყოდე რასმე, მსურს მოვიგონო ერთი მხიარული სცენა.
სადილის ბოლოს დავით სარაჯიშვილმა შამპანიურ ღვინით გაგვიმასპინძლდა. ავარდა პრობკა
და აივსო ჭიქები შუშხუნა შამპანურით. ისიდორე რამიშვილმა არა ჩვეულებრივად შეათამაშა სახე, ულვაშებში ჩაიცინა და მოსვა
შამპანიურით ღვინო... დაცალა ჭიქა, და სიცილითა სთქვა:
— ძალიან გემრიელი ყოფილა შამპანიური. პირველადა ვსვამ. მშვენიერი ღვინოა. ამიტომ
ვერ შორდება და იცავს თავის ცხოვრებას ბიუროკრატია და ბურჟუაზია. რა თქმა უნდა ასეთ
ღვინის დაკარგვა ეძნელებათ.
ისიდორეს გულწრფელმა ირონიულმა სიტყვებმა საერთო სიამოვნება გამოიწვია. შამპანიური
კიდევ დალიეს. ილია გამხიარულდა და გულახდილად შენიშნა.
სოციალდემოკრატს შამპანიური გაუტკბილდა!
— ჩემს სიცოცხლეში არ დამილევია, მაგრამ, უარს ვერ ვიტყვი, — ჩაილაპარაკა ისიდორემ
და დაუმატა; მართლა ჩინებული რამ არის!
ხუმრობასაც ბოლო მოეღო. სადილს მორჩენ და შეუდგენ პოლიტიკას. ილიას ყველანი დიდი
პატივისცემით ეპყრობოდენ.
ნ. ჟორდანია და სარაჯიშვილი გერმანულად და ფრანგულად ლაპარაკობდენ. ისიდორე
რამიშვილი პროფ. ცაგარელს მთელს ლექციას უკითხავდა. საგანი – კრების მიზანი, ანუ
ავტონომიის შესახებ აზრის საბოლოოდ გამოთქმა. პროფ. ცაგარლის ენერგიულმა
განმტკიცებულ რწმენაზე აშენებულმა სიტყვებმა ვერ შეარყიეს ისიდორე. იგი წყნარად და
ტკბილად ამბობდა:
— ჩვენ ეხლა ამ კითხვაზე სათათბიროში ლაპარაკი მეტად მიგვაჩნია, ჯერ სხვა საერთო
კითხვებია გასარჩევი....
ამას მოყვა ის, რაც უკვე ვიცით ჩვენ ესდეკების პროგრამიდან. ჩემზე — უნდა გამოვტყდე
— ისიდორე რამიშვილის კილო და მეტად ზრდილობიანი მოფიქრებული სიტყვა კარგად
მოქმედებდა. ეს არაფრად არ გავდა იმას, ო რასაც პარტიულ პრესაში ამოიკითხავთ ხოლმე.
ასეთის ყურადღებით ისმენდა რამიშვილის სიტყვას, თითქოს მოლაპარაკის ყოველივე
სიტყვას რთულს ანალიზს უკეთებდა. მგოსანს ხშირად სახის გამომეტყველება ეცვლებოდა.
ხანდისხან დარბაისლურად შეინძრეოდა, მაგრამ მსწრაფლ შესწყვეტდა მოძრაობას. უნდოდა
რაღაც ეთქვა, მაგრამ თავს იჭერდა და საშუალებას აძლევდა რამიშვილს დაემთავრებინა
თავისი სიტყვა.
დაასრულა ის. რამიშვილმა ვრცელი ლექცია. ილია ცოტახნს იჯდა და ყურს უგდებდა პროფ.
ცაგარლის პასუხს, მერმე მრავალ მნიშვნელოვნად გადაჰხედა ყველას, ნელა წამოდგა და
ღრმა ჩუმ ფიქრში გართულმა იწყო ოთახში სეირ ნობა.
ილიას გადმოხედვა, მიმოხვრა, უცაბედი შენიშვნა, შეჩერება ნათლად გვეუბნებოდა: „მე
მაგათ ვერას შევაცვლევინებ. რაც ის. რამიშვილმა სთქვა, ის მაგათი მტკიცე
გადწყვეტილებაა. ჩვენ სხვა რამ უნდა ვიფიქროთო“.
ამიტომაც ვრცელი მსჯელობა ილიამ ალ. ცაგარელს დაუთმო. ამ დროს ცოტა ხნით (ნახევარ საათით) მობაასეთ თავი დავანებე. რა მოხდა ამ დროს
განმავლობაში დაწვრილებით არ ვიცი. როგორც მერმე გამოირკვა ილიას ვერ მოეთმინა და
ლაპარაკში ჩარეოდა. ღამის მეორე საათზე ერთმანეთს დავშორდით. შთაბეჭდილება საერთო კარგი იყო. ასეთი
მშვიდი და წყნარი იყო სოციალ-დემოკრატთა კრება ილიასთან ერთად.
მეორე დღეს ილიას სათათბიროში შევხდი, იმ წამსვე ვკითხე:
— გუშინ ხომ არ დაღლილხართ ?
— არა. გუშინდელი საღამო საინტერესოდ მიმაჩნდა, თორემ იმდენხანს რა გამაჩერებდაო.
რაც უნდა იყოს ჩვენმა შეკრებამ ერთი რამ აგვიხსნა: ეხლა ვიცი მაინც როგორ
მოიქცევიან ჩვენი დეპუტატები, როცა ავტონომიაზე იქნება მსჯელობა.
— განა წინად არ იცოდით?
შემდეგ გამოკითხვამ დამარწმუნა, რომ ეს საყურადღებო აზრი ეთქვათ მაშინ, როდესაც მე
არ ვიყავ ოთახში. ზოგიერთ შეშინებული გული ამ ამბავმა დაამშვიდა პირადად ილია —
როგორც იმის სიტყვებიდანაც ჩანს — კმაყოფილი იყო. პროფ. ცაგარელი არც მაშინ იყო დამშვიდებული ასეთ პაწია დათმობით და არც მერმე. მას
სურდა ავტონომიის კითხვაში სოციალ-დემოკრატებს ავტონომისტთა მხარე დაექირათ, მაგრამ
ეს შეუძლებელი იყო მაშინ და შეუძლებელია დღესაც.
ერთხელ ავტოკეფალიაზეც გამოელაპარაკა ილია ზოგიერთებს. გავიგეთ, რომ სიმ. წერეთელი
(თვითონ სთქვა) საქართველოს ეკლესიის შესახებ და ავტოკეფალიაზე საკუთარ მოხსენების
წარდგენას აპირებდა სათათბიროში. რასაკვირველია ამხანაგების ნება დართვით.
— ამას არ მოველოდი, — ამბობდა ილია. ჯერ ესეც ვიკმაროთ. ეს დაპირებანი შეასრულონ.
დამოკიდებულებას ნუ გავამწვავებთ. არა უშავს რა...
აგრე მორბილდა მგოსნის გული დეპუტატ. სოც. დემოკრატთა სიტყვებით. ყველანი ელოდა
უმჯობეს მომავალს მთელ რუსეთში. საამო ახლო მომავალი ეხატებოდა ილიასაც, მაგრამ...
ვეღარ განხორციელდა სოციალ-დემოკრატთა დაპი. რებანი, ვერა დასტკბა სურვილის
ასრულებით ჭავჭავაძე და მასთან ერთად მთელი ქვეყანა: პირველი სათათბირო დახურეს,
მეორე სათათბიროში სულ სხვა ახალი პირობები იყო, ხელოვნურმა განსაზღვრამ, აღნიშნულ
კითხვების გაქარწყლე" ბამ, ახალმა სუსხიანმა ჩრდილოეთის პოლიტიკურმა ქარმა ილიას და
ქართველ დეპუტატთა შორის დასახლოვებული ნიადაგი მოსპო.
მთხოვეს გამეგო დეპუტატების აზრი. ის. რამიშვილს, ნ. ჟორდანიას, გომართელს და სხვათ
არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და შესაძლოდ ცნობდენ მოლაპარაკებას. აქვე
უნდა შევნიშნო, რომ მაინც და მაინც დიდს სარგებლობას არც ერთი მხარე არ მოელოდა.
მიუხედავად ამისა ხშირად გაისმოდა : „ვინ იცის იქნება შევთანხმდეთ.“ ასეთი
ოპტიმისტიური იმედი ილიას ადვილად არ იტაცებდა.
— ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი საქართველოს ავტონომის წინააღმდეგნი არიან. ეს ყველამ
ვიცოდით, მაგრამ - ის რაც გუშინ გამოირკვა — ახალია. ამათთან, ბელადებთან,
ისიდორესთან და ნოესთან შესაძლოა მოლაპარაკება, — სხეებთან კი ჩვენში....
ფანატიკოსები არიან დალოცვილნი. ''ეიძლება ორს სხვა და სხვა უკიდურესს პარტიას
ვეკუთნოდეთ, მაგრამ ჩვენ ერთად ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მრწამს ცოტაოდენ
სარგებლობას უთუოდ მოიტანს. ნაციონალურიგრძნობა ძლიერ ღრმად არის ჩანერგული,
შესისხლხორცებული და თუ გაიძახიან „არაო“ — ეს თავის მოტყუილებაა. კარგად ჩაიხედონ
გულში*... ეჰ, შორს წავედი. ისევ გუშინდელ დღეს დავუბრუნდეთ. „ჩვენ საქართველოს
ავტონომიას არც დავიცავთ და არც წინააღმდეგ ვიტყვით არაფერს“. ეს დაპირებაც კარგია,
მადლი ღმერთს: მე არც ამას მოველოდი.
* ილიას აზრის დამამტკიცებელ საბუთს მოვიყვან სხვა დროს, როცა 1)ევ უდგები პაწია
შრომას შემდეგის სათაურით ჩვენი დეპუტატები.
![]() |
2.6 VI. ილია და პეტერბურგის ქართველები |
▲ზევით დაბრუნება |
VI. ილია და პეტერბურგის ქართველები ეხლა დავანებოთ თავი ილია ჭავჭავაძეს — როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს. აწ სხვა
კითხვებს შევეხოთ.
ილია ჩამოვიდა თუ არა პეტერბურგში მოწადინებული იყო ყველა ადგილობრივი მოღვაწე
ქართველი ენახა, გაეგო ქართველთა ცხოვრება და რამდენადაც შესაძლო იქნებოდა
დაახლოვებოდა.
იმ დროს პეტერბურგში ცხოვრობდა დიდად პატივცემული ალექსანდრე ყიფშიძე, რომელთანაც
ერთად ილია ხშირად რამდენიმე საათს ერთობოდა ამა თუ იმ საგანზე სერიოზულ ბაასში.
არა ერთხელ შეხვდებოდით ორთავეს სათათბიროს კულუარებში. ა. ყიფშიძე დიდ დახმარებას
უწევდა საყვარელს მგოსანს. მაგრამ ა. ყიფშიძე მალე წავიდა საქართველოში.
იტყვიან-თუ რისამე გაგება გულწრფელადა გსურს-მიზანსაც მალე მიაღწევ. ეს უტყუარი
სიტყვები არა ერთხელ გამართლებულა.
ილიამ ცოტა ხნის შემდეგ პეტერბურგის ქართველთა მთელი ყოფა-ცხოვრება
იცოდა-უმთავრესად ჭავჭავაძეს ყურადღებას იქცევდა ქართველნი მოსწავლენი.
ივნისის უკანასკნელი რიცხვები იყო (1906 წ.) ილიას სათათბიროში შევხვდი. მგოსანს
სახე მოღუშული ჰქონდა, რაღაც ნაღვლიანობა გამოიხატებოდა. მე შემეშინდა,— ავად ხომ
არ არის მეთქი.
— გუშინ ჩემთან ერთი ახალგაზდა იყი), — გულდაწყვეტილი დაიწყო ილიამ — ბევრი ცუდი
რამ მიამბო. ნეტავ რამდენად მართალია ჩემი გუშინდელი სტუმარი?
— ძალიან დაუნაღვლიანებიხართ, როგორც ვატყობ.
— ძალიან მეწყინა... მაგრამ ყმაწვილის ნათქვამი გარდაჰეტებული უნდა იყოს. ქართველნი
მოსწავლენი არას აკეთებენო, ქართული ენა სრულიად არიციანო. თავისუფალ დროს მხოლოდ
ბანქოს ანდომებენ, კლუბებში თამაშობენ. ა) ნიადაგზე ბევრს მეტად საზარელს და
საძაგელ შემთხვეცათ ჰქონდათ ადგილიო. ის სტუდენტები, რომელთაც ყველა მოსწავლეთა წრე
საუკეთესოდ სთვლიან, კლუბებში ათეს ცბენ და აღამებენ. ახლებს თითქმის ძალით აჩვევენ
ბანქოს თამაშსაო. ეს რა უბედურება დატრიალებულა? ნუ თუ მართალია?
— საზოგადოდ რა მოგახსენოთ, მაგრამ ეგ შენი მართლა რომ გავრცელებულია. ბანქო ბევრს
ნიჭიერს და ენერციით სავსე ახალგაზდა მოსწავლეს უბნევს გზას და აკარგვინებს
ძვირფასს დროს.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ილიას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ წარბები მოწყენით
შეათამაშა.
— ეს უბედურობაა, გაიმეორა ჭავჭავაძემ. მითხრა —ერთი ახალგაზდა ჩამოვიდა
საქართველოდან, თან ჩამოიტანა ორასი თუმანი, სურდა სწავლის შეძენაო. დღეს-კი არც
ფული, არც ცოდნა, მხოლოდ ბანქოს თამაში და კლუბის ბინა ისწავლეს მეგობრებმაო. ეს
სასტიკი დანაშაულია, — აამაღლა ილიამ.
— მეც მიამბეს. ეს ფაქტი სინამდვილეა.
— მეტს ვერას ვიტყვი... ნამეტნავად გულს მიკლავს ასეთი ქცევა სტუდენტთა შორის.
ქართველ სტუდენტთა შორის ასეთ საზიზღრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს...
ამ დროს ილიას თარხნიშვილის ქალები მიესალმნენ და სიტყვა გააწყვეტინეს.
ხშირად უბრუნდებოდა ილია ამ საგანს. საშინელს მსჯავრს დებდა აქ მყოფ ახალ გაზდობას,
ხმა მაღლა, გასა გონად. საუბედუროდ მგოსანი მოგვშორდა, ეს სენი კი ისევ ძველებურად
იზრდება ჩვენ ახალგაზრდათა შორის — როგორც თვითონ ახალ გაზდანი ამტკიცებენ.
არც პეტერბურგში დარჩენილნი ქართველების ცხოვრება აკმაყოფილებდა ჭავჭავაძეს. იმის
აზრით, ვინც რუსეთში რჩება, აქ ეკიდება ოჯახს და აქაურ საზოგადოებაში (რუსის)
მოღვაწეობს — ის ჩვენი ქვეყნისთვის მაინც და მაინც დიდი საიმედო და გამოსადეგი არ
არის. ამათ შორის სულ სხვა ფრივ უცქეროდა ქართველ პროფესირებს. დროებით დარჩეს ნილ
ქართველები, ილიას აზრით, ძალას იკრეფენ და რაც მალე წავლენ ჩვენში — მით
უმჯობესია.
ჭავჭავაძეს გულს უკლავდა პეტერბურგის ქართველების დაქსაქსვა.
— ვერავითარ ერთობას ვერ ვხედავ აქ ქართველთა შორის. უმრავლესობა ერთმანეთს
სრულებით ვერ იცნობს, რაღაც განცალკევებულ ცხოვრებას მისცემიან მე არას ვამ. ბობ
იმათზე, რომელნიც მუნდირებში გახვეულან, აქაურ კუპჩიხები და მდიდარი ქალები
შაურთავთ. არა, ამათ გარდა სხვანი, უფრო წმინდა ელემენტები რაღას შვრებიან? პროფ.
ცაგარელსა ვკითხე — როგორ არის პეტერბურგელ ქარი თველთა საქველმოქმედო საზოგადოების
საქმე მეთქი. წევ• რებს თითქმის არ აინტერესებს ეს დაწესებულება, ფული არ შეუტანიათ
და საზოგადოება არაფერს აკეთებს. ეხლა გადახედეთ პოლონელებს. გუშინ სახელმწიფო
საბჭოს წევრი, პოლონელი, მიამბობდა იმათ საზოგადოების მოღვაწეობის ისტორიას...
მართალი გითხრათ შემრცხვა.
ზოგნი ამბობენ: — „ილიას არ სურდა პეტერბურგელ ქართველებთან დაახლოვება, იმათი
ვინაობის გაგება, გულ გრილად უყურებდა იმათ ცხოვრებასაო“. ეს სიტყვები გამიგონია
ხშირად, უმრავლესობისთვის საკადრისი პასუხი გამიცია. დღეს კი საჯაროდ ვაცხადებ, რომ ასეთი სიტყვები ილიას ხსოვნის შეუგნებელი
შეურაცყოფაა და სხვა არაფერი. ჩემ ნაამბობიდან მიხვდებით — რამდენად მართალნი არიან
„ავ ენათა“ პატრონნი.
ილიამ პირველ ორ-სამ თვეში შესძლო პეტერბურგის შესწავლა იმდენად კარგად, რომ უტყუარ
აზრის წარმოთქმა თავისუფლად შეეძლო. ის არ იჯერებდა გაგონილ ჭორს, ის ითხოვდა
საბუთს და გაგებულს სხვა საშუალებითაც იკვლევდა. ბევრი, თამამად შამიძლია ვთქვა,
უმეტესი ნაწილი პეტერბურგელ ქართველთა არ იცნობს თავიანთ აქ მყოფ თანამემამულეთა
დაქსაქსულ კოლონიას ისე, როგორც ილია ცნობდა მათ; ჭკვა, ნიჭი, სწორი
გათვალისწინება, ულმობელი კრიტიკა — ანალიზი ყოველთვის ასეთ ნაყოფს მოიტანს.
ილიას ქარველი საქართველოში უყვარდა, უყვარდა საქართველოს ტურფად მოხავერდებულ
მდელო — მთებში, სადაც მუდამ ისმის ჩუმი და მძლავრი ხმა: „აქ უნდა შრომა, შრომას კი
ძალთა შეკრება“.
ეს კანონიერი ხმაა.
![]() |
2.7 VII. შიო ჩიტაძის პანაშვიდი |
▲ზევით დაბრუნება |
VII. შიო ჩიტაძის პანაშვიდი
პირველ სათათბიროს უკანასკნელი დღენი იყო, როდესაც ტფილისიდან საშინელი ამბავი
მოვიდა „შიო ჩიტაძე მოკლეს სათავად-აზნაურო გიმნაზიაში“. ვინ აღწერს იმ წუხილის
ძლიე| რებას, რომელიც ასეთმა ახალმა სასტიკმა ცნობამ შეჰქმნა.
ილიას სიბრძნით სავსე თვალები ცრემლთა ზღვაში დასცურავდა, სახე სულის ტანჯვას და
უსაზღვრო ნაღველს მოეცვა. ჩიტაძის ვერაგულად მკვლელობას მოხუც ქართველებზე მეტად
ემოქმედა.
— რა უბედურება გვატყდება თავს ?!... რას ვესწრებით? რას გვიშვრებიან ?!... უთუოდ
შეკითხვა უნდა შეიტანონ ჩვენმა დეპუტატებმა. რა ხდება ?... გულმოკლული გაიძახოდა
ილია.
როდესაც ჭავჭავაძემ გაიგო ქართველი დეპუტატები დღესვე აპირებენ შეკითხვის
აღძვრასო–ცოტათი ვითომ დამშვიდდა, მაგრამ გულში ღრმად ჩასერილი ახალი არა
ჩვეულებრივი შხამი თავისას შვრებოდა. შიო ჩიტაძის მკვლელობის გამო აღძრულ შეკითხვის
გარჩევას სათათბიროში ილია დაესწრო, მოისმინა ჟორდანიას, ჯაფარიძის და ბარათაშვილის
სიტყვები, განსაკუთრებით გული აუჩვილი უკანასკნელის სიტყვამ.
იმ დროს პეტერბურგში იყვნენ ჩვენი ეპისკოპოზები კირიონი და ლეონიდი. ადვილი
მისახვედრია როგორ მიეგებნენ ესენი გულ შემზარველ ამბავს. გადაწყვიტეს ალექსანდრე
ნევის ლავრაში პანაშვიდის გადახდა.
პანაშვიდი დანიშნული იყო დილის 11 საათზე. სამწუხაროდ პეტერბურგელ ქართველთაგან
ორიოდე კაცი დაეს" წრო. ამათ შორის პროფ. ცაგარელიც.
ილიას არ მოველოდი. მიზეზი: ავადმყოფობა და პანაშვიდის ადრე დანიშვნა. შევცდი. ილია
ცუდად გრძნობდა თავს, მა. გრამ მაინც მოვიდა როგორც მახსოვს — ყველაზე უფრო ადრე.
— რად დაიზარეს პანაშვიდზე დასწრება, საყვედურის კილოთი ჩაილაპარაკა გაჯავრებულმა
ილიამ. რა სუსტნი ვართ!..
აგრე გული დაწყვიტა მგოსანს პეტერბურგელ ქართველი თა გულგრილობამ, ანუ უკეთ რომ
ვთქვა სიზარმაცემ. მაშ რით უნდა აიხსნას პანაშვიდზე არ მოსვლა ?
ასეთნი ბრძანდებიან ჩრდილოეთში დაბინავებულნი შვილინი საქართველოსი, რომელთ გონებას
და გულს დღითი დღე უფრო ყინავს თეთრ ზღვიდგან გადმოვარდნილი ატმოსფერა.
დიდხანს, დიდხანს შერჩა ილიას უეცრივ აღმოცენებუ ლი შხამით ავსილი ფიქრები. ყოველ
შეხვედრაზე ჩიტაძის მხეცურ მკვლელობას იგონებდა. ისეთი აზრთა გამტაცი იყო ილიას
დარდიანი შენიშვნები, რომ ძალაუნებურად თვალთ წინ მეხატებოდა ჩვენი ქვეყნის წითლად
შეღებილი სურათი, რომელზედაც შავად ჩნდა მტარვალობის ნაბიჯი. მგოსნის მოკლე
სიტყვები აგრე შორს გიტაცებდათ.
განა შეეძლო წარმოედგინა მხცოვან დაუღალავ მოღვაწეს — რა მოხდებოდა ერთი წლის
შემდეგ? განა შეეძლო წარმოედგინა, რომ 12 თვის შემდეგ თვითონ დავარდებოდა უმწეო
მსხვერპლად?
რასაკვირველია — არა... მაგრამ ეს უბედურობაც მოხდა • მეორე სამგლოვიარო პანაშვიდი
გადაიხადეს...
რა სასტიკია ცხოვრება ?!...
![]() |
2.8 VIII. საქართველოში გამგზავრება |
▲ზევით დაბრუნება |
VIII. საქართველოში გამგზავრება.
მეორე სათათბიროც დახურეს... საუკეთესო იმედებ ტიცრუებული ილია ჭავჭავაძე ეძებდა
ახალს პირობებს. ახალს შედარებით ჩრდილოეთის არე-მარესთან, ისე-კი ძველს...
საქართველოს ჰაერს, თუმცა ეს ჰაერი კვამლ. სისხლით გაჟღენთილი იყო. ქართველ მგოსნის
გული საყვარელ ქვეყნისკენ ილტვოდა, სადაც მთელი წელიწადი არ ყოფილიყო.
ნაცნობ-მეგობრები ილიას არ ურჩევდენ საქართველოში წასვლას. დარჩი აქ, ცარსკი სელოში
ან სხვაგან ქალაქის გარე დაბინავდიო, ეუბნებოდენ. ჩვენში გამწვავებულ ცხოვრებით
აშინებდენ. ილიას მეუღლესაც არ სურდა კავკასია'ში გამგზავრება, ისიც წინააღმდეგი
იყო.
— როგორ შეიძლება?! ამდენი ხანი არ ვყოფილვარ საქარველოში!.. ზაფხული თუ იქ არ
გავატარე, ჩვენ ქვეყანას არ გადავხედე – ზამთარში აქ რა გამაძლებინებს ? განა დიდი
ხანი დამრჩენია ? უთუოდ წავალ, — გადაწყვეტით ამბობდა ილია.
ტყვილა აშინებდენ ჭავჭავაძეს.
— რას ან ვის უნდა შავუშინდე ?!... გაკვირვებით დაეკითხებოდა ხოლმე ილია
მოლაპარაკეს. მე იქ რა უნდა მაშინებდეს ? <b>მე არავინ არას მიზამს
საქართველოში.</b> შიშით განა აქ უფრო არ უნდა მეშინოდეს ?
— დაცინვით ჩაიღიმებდა პოეტი :
— თქვენ თვითონ ნუ გეშინიათ, — შემოდგომაზე ისევ ერთად ვიქნებით. უფრო გაყოჩაღებული
ჩამოვალ ...
აი რამდენად უყვარდა თავის ქვეყანა, რამდენად ენდობოდა ქართველებს და მათ მიდამოს
განა. ამის უფლება არა ჰქონდა ილიას ?!
ასეთის რწმენით და ნდობით სავსე გაემართა ილია ჭავჭავაძე ჩვენი ქვეყნისკენ. მისი
გული წყნარად სცემდა ცუდს არას მოელოდა, წინასწარ გრძნობა ახლო მომავალში ავს არას
უქადდა. | წავიდა რუსეთიდან ილია...
წავიდა რუსეთიდან ილია...
წავიდა და თან პეტერბურგში დარჩენილ ნაცნობ-მეგობართა საბედისწერო გაფრთხილება უკან
მისდევდა. ამათ შიშის საფუძვლიანობას ილია ალბად მაშინ მიხვდა, როცა თავის მკვლელთ
შესძახა :
— რას შვრებით, თქვე უბედურნო !...
მე მრწამს, ამ დროს ელვის სისწრაფით მოიგონა ილიამ შორე მეგობართა რჩევა... მაგრამ
ამ ჯოჯოხეთურ წამს თავი დავანებოთ...
აქ იწყება ტრაგედია...
პეტერბურგი, თებერვალი 1908 წ.
![]() |
2.9 ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოდელი |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოდელი, გაკეთებული ი ნიკოლაძის მიერ. ეს მოდელი მოიწონეს
ადგილობრივმა მცოდნე პირებმა, „წ. კ. გამავრც. საზოგადოების გამგეობა შეუდგა
ხარჯთაღრიცხვის შედგენას, რის შემდეგ გამგეობა შეუდგება ძეგლის დადგმის
განხორციელებას მგოსნის საფლავზე მთაწმინდაში.