ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ.
230. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ყაზბეგი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (გარდ. 1868) სამხედრო პირი, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა, გიორგი და დიმიტრი ყაზბეგების მამა.
შ ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84. დათარიღება: ფაქტზე მინიშნებულია 17 ივნისის ბარათში მეუღლისადმი. გაზ. „დროება“, 1880, № 126, გვ. 1,2. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის
უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი
შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების
საქმეში. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 66.
პირთა ანოტაციები: ნაცვლიშვილი კონსტანტინე დავითის ძე – (გარდ. 1881) პუბლიცისტი, ხალხოსანი, თბილისის სახელოსნო სკოლის მასწავლებელი, ქართველთა
შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936) მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. მთვარელიშვილი თომა ქუთაისის სათავააზნაურო სკოლის მასწავლებელი. კალანდაძე არსენ (გარდ.1913) მესტამბე, წიგნის გამომცემელი, დაბეჭდა რაფიელ ერისთავის რჩეული ლექსები, გრიგოლ
რჩეულიშვილის „თამარ ბატონიშვილი“ და სხვ. გაზ. „ივერია“, 1886, 17 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 120. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1888, 17 ივნისი, № 125, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 255 გაზ. „ივერია“,1890, 17 ივნ., № 127, გვ. 1. პირთა ანოტაციები: როსი ერნესტო (1827-1896) იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა
გასტროლები რუსეთსა და საქართველოში. შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ.
212. პირთა ანოტაციები: შარაშიძე მიხეილ სიმონის ძე (1864-1930) ბათუმის სკოლის დირექტორი 1919-1928 წლებში. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ცახელი (თვალჭრელიძე) პარმენ ივანეს ძე (1866-1919) პოეტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. მას ეკუთვნის ლიბრეტო კომპოზიტორ კოტე
ფოცხვერაშვილის ოპერისათვის „ბაზალეთის ტბა“. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1893, 17 ივნისი, № 126, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909) პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 225. პირთა ანოტაციები: ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940) იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა
ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“. აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822) „დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის –
ეკატერინეს მამა. ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე,
1987, გვ. 327. პირთა ანოტაციები: ჩერქეზიშვილი ლევან ლევანის ძე (1852-1930) კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრი, თსს ბანკის საბჭოს და დამფასებელი
კომისიის წევრი. ილია ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბლის მიერ თარგმნილი „მეფე ლირი“
ხელით გადაწერა. გაზ. „ივერია“ 1905, 17 ივნისი, № 102, გვ. 3-4. გაზ. „ივერია“ 1905, 18 ივნისი, № 103, გვ. 4. 19 ივნისი, № 104, გვ. 4. გაზ. „ცნობის
ფურცელი“, 18 ივნისი, № 2847, გვ. 1.
1867
17 ივნისი
წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან საგურამოში. სწერს, რომ მიემგზავრება
ყაზბეგში, სადაც დაყოფს ერთ კვირას ნიკოლოზ ყაზბეგის ოჯახში. ასევე
ატყობინებს, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოივლის დუშეთის
რაიონის სოფლებს და შემდეგ ჩააკითხავს საგურამოში.
წყარო:
17 ივნისი
სამსახურებრივი საქმეების აღსასრულებლად კანცელარიის მწერალთან ერთად
დუშეთიდან მიემგზავრება ყაზბეგში.
წყარო:
1880
17 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სერგეი მესხის წერილი „როგორც ზოგიერთ ავადმყოფს“,
რომელშიც საუბარია ნიკო ნიკოლაძის გამოლაშქრებაზე ილია ჭავჭავაძის
წინააღმდეგ.
წყარო:
1882
17 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც შემწეობას
გამოუყოფენ ახალციხის ქალთა სკოლას და მოითხოვენ, რომ სწავლება
ხორციელდებოდეს საზოგადოების მიერ შედგენილი პროგრამით. განიხილავენ
წერილობით ინფორმაციას სოფელ ახალგორის სკოლის დახურვის შესახებ და იღებენ
დადგენილებას, რომ სასკოლო ნივთები და ავეჯი საზოგადოებას დაუბრუნდეს. იმის
გამო, რომ ორგანიზაციას მკაცრად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები,
სტიპენდიას ვერ უნიშნავენ კონსტანტინე ნაცვლიშვილის შვილს და პეტერბურგში
უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღებას ვერ უფინანსებენ ვასილ
კარბელაშვილს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ თომა
მთვარელიშვილს შუამდგომლობენ სამოსწავლო მაზრის მზრუნველის წინაშე, რომ
გაათავისუფლონ სავალდებულო სამსახურიდან. ეცნობიან ქუთაისის სათავადაზნაურო
სკოლის ინსპექტორის თხოვნას გამოცდებზე საზოგადოების ერთ-ერთი წევრის
დასწრების აუცილებლობის შესახებ. არ კმაყოფილდება არსენ კალანდაძის თხოვნა
მის მიერ გამოცემული წიგნების შეღავათიან ფასში შესყიდვის თაობაზე.
წყარო:
1886
17 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
16 ივნისს“ („ბავარიის კოროლის უცნაურმა სიკვდილმა ყურები აცქვიტინა
დიპლომატიას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბავარია
და ბისმარკი“. გაზეთის ამავე ნომერში გრძელდება ქშწ-კგ საზოგადოების
განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.
წყარო:
1888
17 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 ივნისი“ („გუშინდელს მეთაურში ის აზრი წარმოვსთქვით...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკა რუსეთისა და
საფრანგეთის მიმართ“.
წყარო:
1890
17 ივნისი
ესწრება ერნესტო როსის გამოსათხოვარ წარმოდგენას - შექსპირის „ჰამლეტს“.
წყარო:
1892
17 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ბათუმის
სკოლის მასწავლებელ მიხეილ შარაშიძის წლიურ ანგარიშს. ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ანგარიშს განსახილველად გადასცემენ
ალექსი ჭიჭინაძეს. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით
შეიძინონ ას-ასი ეგზემპლარი წიგნებისა: სოფრომ მგალობლიშვილის „გმირისეულის
ქალი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, პარმენ ცახელისა და
სხვათა ლექსები. მტკიცდება ჩატარებული ლატარეის შემოსავალ-გასავლის
ანგარიში და ქალთა კომიტეტისათვის მოგების ნაწილის გადარიცხვა. იღებენ
გადაწყვეტილებას „ქართლის ცხოვრების“ და მისი ფრანგული თარგმანის, რუსული
წიგნის „ქართველ მეფეთა მიმოწერა“ და სხვ. შეკვეთაზე. არ კმაყოფილდება
ვალერიან გუნიას თხოვნა კალენდრის დასაბეჭდი კლიშეების გამოსაწერი თანხის
გამოყოფასთან დაკავშირებით. მხარს უჭერენ იაკობ გოგებაშვილის თხოვნას, რომ
ეგზარქოსმა „დედა ენის“ მერვე გამოცემა დაამტკიცოს სამრევლო სკოლების
სახელმძღვანელოდ. გამგეობის შუამდგომლობა საჭირო ხდება იმიტომ, რომ
ეპარქიის სხდომაზე საუბარი იყო ამ წიგნის სახელმძღვანელოდ გამოყენების
აკრძალვაზე.
წყარო:
1893
17 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ზარაფიშვილის
კორესპონდენცია ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართული
კახეთის მევენახეთა კრების შესახებ, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის
მიერ წარმოთქმული სიტყვა.
წყარო:
1898
17 ივნისი
იღებს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრების - ივანე ზურაბიშვილისა და
ივანე აბაშიძის ოფიციალურ წერილს, რომლითაც ატყობინებენ, რომ სენაკის
სკოლის საკითხის განხილვის დროს ისინი მომხრენი იყვნენ, რომ მასწავლებლების
გარდა ამ სკოლიდან სხვაგან გადაეყვანათ ინსპექტორი სამსონ ყიფიანიც.
წყარო:
1903
17 ივნისი
შემფასებელი კომისიის წევრი ლევან ჩერქეზიშვილი ადგენს ილია ჭავჭავაძის
უძრავი ქონების შეფასების აქტს. დოკუმენტის მიხედვით ქონების ღირებულება
შეადგენს 22800 მანეთს.
წყარო:
1905
17 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის რწმუნებულთა 16 ივნისის დილის
სხდომაზე ილია ჭავჭავაძის გამოსვლა.
წყარო:
17 ივნისი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც აცხადებს, რომ გამგეობის
წევრებს სხვა საქმეებიც აქვთ და თითოეული მამულის დაფასებაზე კონტროლს ვერ
დააწესებენ. ის აღნიშნავს, რომ დასაგირავებელი მამულის ზედმეტად დაფასება
მსოფლიოს ყველა ბანკის პრობლემაა, მაგრამ პატიოსანი და მცოდნე
დამფასებლების შერჩევის გარდა ამას ვერაფრით უწამლეს. სხვა გამომსვლელები
არ ეთანხმებიან და მოითხოვენ, გაუქმდეს წესდების ის მუხლი, რომელიც
გამგეობას არ ავალდებულებს აკონტროლოს დამფასებელთა მუშაობა. ილია
ჭავჭავაძე კრებას ურჩევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე შექმნან
კომისია, მოიწვიონ სპეციალისტები და კარგად გაიაზრონ შედეგები, მაგრამ
ხმათა უმრავლესობით კრება იღებს გადაწყვატილებას, რომ გამგეობა
პასუხისმგებელია მამულების დაფასების დროს დაშვებულ შეცდომებზე.
წყარო: