1895 | ||
1895 1 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის საახალწლო შარჟები ქართველ მოღვაწეებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „ძლიერს მორჩილობს ყოველი / იგიცა, ვინც ორგულია, / ღმერთმან ინებოს, სოფელი / არ დაგრჩეს უმადურია“. აქვე გიორგი წერეთელი იწყებს სტატიის პუბლიკაციას სათაურით „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც უპირისპირდება გაზეთ „ივერიას“, მის რედაქტორსა და თანამშრომლებს. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 1. პირთა ანოტაციები:
კეზელი
დავით ივანეს ძე (1854-1907)
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი,
მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები
იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი |
|
|
||
1895 1 იანვარი |
||
|
||
„ფირუზას“ ფსევდონიმით და სათაურით „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ „ივერიაში“ იწყებს სატირული პამფლეტის ბეჭდვას გაზეთ „კვალის“ თანამშრომლებზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 1, გვ. 1. |
|
|
||
1895 4 იანვარი |
||
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 2, გვ. 1 |
|
|
||
1895 4 იანვარი |
||
იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ცხვედაძესთან და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად წერილს უგზავნის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მეცენატ ალექსანდრე ზუბალაშვილს და ქშწ-კგ საზოგადოების სახელით სთხოვს, შემოსწიროს სასტუმრო „ლონდონის“ მიმდებარე ტერიტორია წიგნსაცავის ასაშენებლად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 441, გვ. 42.
პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)
მწერალი, პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე.
ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე,
პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა
თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში.
1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი,
პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო
განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის
შესწავლაგანვითარების საქმეს |
|
|
||
1895 5 იანვარი |
||
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 3, გვ. 1 |
|
|
||
1895 6 იანვარი |
||
| ||
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 4, გვ. 1. |
|
1895 8 იანვარი | ||
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას. ტექსტს აწერია „შემდეგი იქნება“, მაგრამ მის წერას აღარ განაგრძობს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 5, გვ. 1. |
|
1895 8 იანვარი |
||
|
||
გაზეთი „კავკაზი“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1895, 8 იანვარი. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
გრიბოედოვი ალექსანდრე სერგეის ძე (1795-1829) რუსი მწერალი და
დიპლომატი, რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი ირანში. მოკლეს თეირანში. |
|
|
||
1895 11 იანვარი |
||
| ||
კავკასიის სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს, რომ სამოქალაქო გუბერნატორისგან მიიღეს სახალხო სეირნობისა და ლატარეის გამართვის ნებართვა და სთხოვს ამ ღონისძიებებისთვის გამოუყოს მუშტაიდის ბაღი. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 5. |
|
|
||
1895 13 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ ( „ყველაზე უდიდესი ამბავი ამ ბოლო ხანებისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლა საფრანგეთში და მისი საზოგადოებრივი მიზეზები“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 13 იანვარი, № 9, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 82. |
|
| ||
1895 15 იანვრამდე |
||
გიორგი წერეთელი გაზეთ „კვალში“ განაგრძობს სტატიის პუბლიკაციას სათაურით „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“. იგი ამტკიცებს, რომ საქალაქო არჩევნებში სომეხთა გამარჯვება სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. მეორე მხრივ, მისი აზრით, აბსურდულია ხმების თანაბრად განაწილების მოთხოვნა და ამაზე აყალმაყალის ატეხა, რასაც, მისი თქმით, აკეთებს ილია ჭავჭავაძე. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 3, გვ. 3-5. პირთა ანოტაციები:
წერეთელი
გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის
ერთ-ერთი ლიდერი. |
|
| ||
1895 იანვრის შუა რიცხვები |
||
| ||
დავით გურამიშვილი წარუდგენს ახალგაზრდა გიორგი ლასხიშვილს და სთხოვს მის მიღებას გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლად. ილია ჭავჭავაძე თანხმდება და ლასხიშვილი მეორე დღიდან იწყებს მასთან მუშაობას. |
წყარო: გიორგი ლასხიშვილი, მემუარები, 1934, გვ. 43, 71. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926)
მხატვარი, კარიკატურისტი,
ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული
საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი
ეროვნული ყრილობის დელეგატი.
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“
იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. |
|
|
||
1895 17 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („ჩვენ წინა მეთაურში გამოვთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლა საფრანგეთში და მისი საზოგადოებრივი მიზეზები“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 17 იანვარი, № 11, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 86. |
|
|
||
1895 18 იანვარი |
||
|
||
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს თბილისის საქალაქო საბჭოს, რომ 20 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად დაუთმოს მათი სხდომათა დარბაზი. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 1. |
|
|
||
1895 19 იანვარი |
||
|
||
მონაწილეობს თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც განიხილავენ სოფლის მმართველობაში გასატარებელ ცვლილებებსა და სასამართლოების მოწყობის საკითხს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 21 იანვ. № 15, გვ. 2. |
|
|
||
1895 25 იანვარი |
||
|
||
ქალაქის თავის თანამდებობაზე ლუკა ასათიანის არჩევის მხარდასაჭერად იმყოფება ბათუმში. ხვდება დავით კლდიაშვილს, ივანე მესხს, გიორგი ჟურულის მშობლებს, ადგილობრივ ინტელიგენციას. სტუმრობს გრიგოლ ვოლსკის. არჩევნები ლუკა ასათიანის გამარჯვებით მთავრდება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 4 თებარვალი, № 26, გვ. 3; ჰაიდარ აბაშიძე,
წერილები, თბ., 1963, 148; დავით კლდიაშვილი, მემუარები, 1935, გვ. 166;
1932, გვ. 103. პირთა ანოტაციები: ასათიანი ლუკა ნიკოლოზის ძე (1826-1901) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის სათავადაზნაური სამიწათმოქმედო ბანკის
საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის ქალაქის თავი..
კლდიაშვილი დავით სამსონის ძე (1862-1931) ცნობილი მწერალი და
მთარგმნელი, რუსეთის არმიის ოფიცერი, 1907 წელს არაკეთილსაიმედოობის გამო
გადააყენეს სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1915 წელს კვლავ გაიწვიეს
ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მესხი ივანე სიმონის ძე (1849-1931) ექიმი, ჟურნალისტი, მთარგმნელი,
საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგსა და ციურიხში, მასწავლებლად
მუშაობდა ქუთაისში, იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი და მდივანი, ასევე
ბათუმის თვითმმართველობის მდივანი. ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე,
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა
ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო
მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით
საქმიანობას. |
|
|
||
1895 5 თებერვალი |
||
|
||
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს იოსებ რატილს, რომ მონაწილეობა მიიღოს 20 თებერვლის საქველმოქმედო კონცერტში თავის გუნდთან ერთად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 1.
პირთა იდენტიფიკაცია:
წერილში რატილი მოხსენიებულია „იოსებ ივანეს ძედ“. პირთა ანოტაციები:
რატილი (ნავრატილი) იოსებ (1840-1912) ჩეხი მომღერალი, 1880
წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტენორი. 1885 წელს
სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის გუნდს, 1890 შეადგინა ცალკე გუნდი. |
|
|
||
1895 10 თებერვალი |
||
|
||
კავკასიის ოლქის მზრუნველს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს თუ რა ლექსების წაკითხვას აპირებენ 20 თებერვლის კონცერტზე (მათ შორის არის მისი ლექსის „გავსწორდეთ, ბედო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი) და კითხვით მიმართავს, ხომ არ შეხვდებიან ამის გამო რაიმე წინააღმდეგობას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 4. პირთა ანოტაციები:
ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი,
მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“
(1901-დან). |
|
|
||
1895 21 თებერვალი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების დასაბეჭდ და ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წიგნების მისაწოდებელ ხარჯებს. სამადლობელ წერილს უგზავნიან მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას კავკასიის არქეოლოგიური მასალების სამი ტომის გამოგზავნისთვის. დიმიტრი ფავლენიშვილის ნაცვლად ხაზინადრად დროებით ნიშნავენ გამგეობის წევრ პედაგოგ ნიკო მთვარელიშვილს. განიხილავენ იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო მთვარელიშვილის შენიშვნებს ქუთაისელი პედაგოგის სამსონ დათეშიძის მიერ მომზადებული „დედა ენის“ შესახებ და თანხმდებიან, რომ მისი გამოცემა არსებული სახით მიზანშეწონილი არ არის. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
349, გვ. 70. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე
(1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო)
ალექსანდრეს ძე – თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი.
მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი,
მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა
თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
დათეშიძე სამსონ ნიკოლოზის ძე ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი და
საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1895 28 თებერვალი |
||
|
||
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით წერილობითი თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნატორს, რომ დეფიციტის დასაფარავად ნება დართოს საზოგადოებას, მოაწყოს სახალხო სეირნობა და გამართოს ლატარეა. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 2. |
|
|
||
1895 თებერვალი |
||
|
||
გიორგი წერეთელი გაზეთ „კვალში“ ასრულებს სტატიის პუბლიკაციას სათაურით „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელიც მიმართულია გაზეთ „ივერიის“ წინააღმდეგ. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 5, გვ. 8-11. პირთა ანოტაციები:
წერეთელი
გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის
ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
||
1895 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
რვეულში იწერს მასალებს გაზეთ „კვალიდან“ და აკეთებს კრიტიკულ კომენტარებს. სავარაუდოდ, აგროვებს მასალას სტატიის დასაწერად.
|
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 5, გვ. 8-11. პირთა ანოტაციები:
წერეთელი
გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის
ერთ-ერთი ლიდერი. ^3625 წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 53, ფ. 1. რვეულის უკანა
მხრიდან. დათარიღება: ამონაწერში მითითებულია „კვალის“ თებერვლის ნომრები.
|
|
|
||
1895 5 მარტი |
||
|
||
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში და 336 ხმით 3-ის წინააღმდეგ ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ. ამავე კრებაზე მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისას ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 10 მარტი, № 53. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 5 მარტი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისი ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გაზეთი „ივერია“ და ეროვნება“. მასში ნათქვამია, რომ „ივერიის“ მესვეურთა აზრით, პარტიების არსებობა ჩვენი ცხოვრების ბუნებრივ მოთხოვნილებას არ შეადგენს. მათ მიაჩნიათ, რომ „ჩვენ ყველას ერთი საქმე, ერთი მიზანი გვაქვს – ეროვნების დაცვა“. პუბლიკაციის ავტორი ცდილობს რუსეთისა და ევროპის მაგალითზე მკითხველი დაარწმუნოს, რომ პარტიების არსებობა აუცილებელია. |
წყარო: გაზ. კვალი 1895, № 11, გვ. 6-7. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში. |
|
|
||
1895 7 მარტი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკო ცხვედაძეს, ხაზინადრად – ნიკოლოზ მთვარელიშვილს და მდივნად – დავით კარიჭაშვილს. კმაყოფილდება თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის შუამდგომლობა იმხანად გარდაცვლილი მათი კოლეგის – მოსე ნათაძის შვილისთვის სასწავლო წლის მეორე ნახევარში სწავლის ხარჯის დაფარვის თაობაზე. დადებითად წყდება ვალერიან გუნიას წიგნის „ქართული მიწერ-მოწერის კრებული“, სასწავლო ნივთებისა და აქვსენტი ცაგარელის „სამი კომედიის“ თონეთისა და კავკავის სკოლებისთვის გაგზავნის საკითხი. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
349, გვ. 143. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე
(1845-1911)
საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის
აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874
წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული
გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის
აგების საქმეს.
მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი,
მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა
თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი,
ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და
გამომცემელი-რედაქტორი. ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.
მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი,
კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902) პოეტი და პუბლიცისტი, 1879
წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი,
მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე. |
|
|
||
1895 12 მარტი |
||
|
||
მეუღლის, ოლღა გურამიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მართავს წვეულებას. სტუმრად მყოფი გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე ენთუზიაზმით საუბრობენ რუსეთში მეფობის გადაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების დამყარების აუცილებლობაზე, ილია ჭავჭავაძე კი ეუბნება, რომ ასეთი ცვლილებები საქართველოსთვის არახელსაყრელი იქნება. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა ახერხებს რუსეთისთვის ფეხის აწყობას, მაგრამ თუ ეს დიდი იმპერია თავისუფლებას მოიპოვებს, სწრაფად წავა წინ, ჯერ ეკონომიკურად დაგვიპყრობს, შემდეგ კი ან გაგვარუსებს, ან აღგვგვის დედამიწის პირიდან. |
წყარო: გიორგი ლასხიშვილი, მემუარები, გვ. 55. დათარიღება: გიორგი
ლასხიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში მუშაობა დაიწყო 1895 წლის იანვრის შუა
რიცხვებში. მისი გადმოცემით ილია ჭავჭავაძე წვეულებებს მართავდა ახალ წელს,
ოლღას დაბადების დღეს (12 მარტი) და აღდგომას, ეს საუბარი კი მოხდა
პირველსავე წვეულებაზე, რომელსაც იგი ესწრებოდა. პირთა ანოტაციები:
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931)
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“
იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“.
აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი
ლიდერი. ნაკაშიძე ილია პეტრეს ძე (1866-1923) მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის
კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დუხობორების შესახებ ლევ ტოლსტოისთან
გამართული მიმოწერის გამო გადაასახლეს რუსეთში. საქართველოში დაბრუნების
შემდეგ კითხულობდა ლექციებს. |
|
|
||
1895 12 მარტი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გაზეთი „ივერია“ და ეროვნება“. მასში ნათქვამია, რომ გაზეთი „ივერია“ უპირისპირდება ყოველგვარ ახალ აზრს და რომ სამოციან წლებში შემუშავებულმა ეროვნულმა პრინციპმა ფასი დაკარგა. ავტორის აზრით, გაზეთი „კვალი“ და ჟურნალი „მოამბე“ განსხვავებული აზრის შემწყნარებლები და უფრო პროგრესულები არიან. |
წყარო: გაზ. კვალი 1895, № 12, გვ. 5-8. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში. |
|
|
||
1895 31 მარტი |
||
|
||
იღებს ზაქარია ერისთავის წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ ადრესანტი საკუთარი სახსრებით აპირებს სოფელ ოძისში სამეურნეო სკოლის გახსნას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 506. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 29. პირთა ანოტაციები:
ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912) მემამულე,
ქველმოქმედ |
|
|
||
1895 11 აპრილი |
||
|
||
ალექსანდრე ხახანაშვილი გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს რეცენზიას ვახტანგ ორბელიანის ლექსების წიგნზე და ეხება ილია ჭავჭავაძის მიერ „მშვენივრად შედგენილ“ ბიოგრაფიასაც. |
წყარო: გაზ. „ივერია“ 1895, № 74. პირთა ანოტაციები:
ხახანაშვილი
ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო
მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში,
დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების
ისტორია“.
ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე
II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების
ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. |
|
|
||
1895 12 აპრილამდე |
||
|
||
„ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად გორში ესწრება კრივს. |
წყარო: ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190. დათარიღება: გორიდან ზაქარია
ყიფშიძისთვის ლადო ედილაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც ეს ფაქტია
აღნიშნული, 12 აპრილით არის დათარიღებული. |
|
|
||
1895 25 აპრილი |
||
|
||
იღებს ზაქარია ერისთავის წერილს, რომელშიც სთხოვს, მფარველობა გაუწიოს სოფელ ოძისში მის მიერ წამოწყებულ საქმეს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 507; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბ., 2007, გვ. 239.
დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 29. პირთა ანოტაციები:
ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912) მემამულე, ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 26 აპრილი |
||
|
||
იმასთან დაკავშირებით, რომ თსს ბანკის გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერების თაობაზე, ილია ჭავჭავაძე დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად წერს განმარტებით ბარათს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი დროებითი შეჩერება, ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, აპრობირებული მეთოდია სხვა ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს. |
წყარო: «Объяснительная записка по предмету невыдачи Тифлисским
дворянским земельным банком закладных листов заёмщикам на руки», 1895;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები:
ავალიშვილი
დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს
აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის
შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.
ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. |
|
|
||
1895 29 აპრილი |
||
|
||
ცალკე ბროშურად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რარიტეტის განყოფილება, ნიკო
ნიკოლაძის არქივი № 50/16; Объяснительная записка по предмету невыдачи
Тифлисским дворянским земельным банком закладных листов заемщикам на
руки, Тиф., 1895; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები:
ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის
შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების
თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.
ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი |
|
|
||
1895 7 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს თბილისის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს თსს ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 97. პირთა ანოტაციები:
არწრუნი გრიგოლ
იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879
წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს
მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
|
||
1895 9-11 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს თსს ბანკის წლიური კრების საქმიანობაში. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 13 მაისი, № 99, 14 მაისი, № 100, გვ. 2-3. |
|
|
||
1895 12 მაისი |
||
|
||
თსს ბანკის წლიურ კრებაზე დამსწრეთ არწმუნებს, რომ არ დააჩქარონ წესდებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტების მინისტრთან წარდგენა, ორივე განიხილონ, შეაჯერონ და გაუმჯობესებული ერთი ვარიანტი წარადგინონ. იგი დასძენს, რომ თავადაზნაურთა პროექტში უმეტესად ამ წოდების ინტერესებია გათვალისწინებული, ხოლო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ მომზადებულში – ბანკის ყველა წევრისა. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 13 მაისი, № 99, 14 მაისი, № 100, გვ. 2-3. |
|
|
||
1895 13-14 მაისი |
||
|
||
თსს ბანკის წლიურ კრებაზე მისი ინიციატივით მუხლობრივად განიხილავენ წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ ერთი მხრივ თავადაზნაურთა საკრებულოსა და ბანკის ზედამხედველი კომიტეტის და, მეორე მხრივ, გამგეობის მიერ მომზადებულ პროექტებს და ხმათა უმრავლესობით იღებენ დადგენილებას, რომ დასამტკიცებლად გაგზავნონ მეორე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 16 მაისი, № 101, გვ. 2-3. |
|
|
||
1895 15-17 მაისი |
||
|
||
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ებმება კამათში სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არსებული დადგენილებით სკოლას უნდა მიეცეს მოთხოვნილი 51 ათასი მანეთი. კითხულობენ კრებისადმი მიხეილ მაჩაბლის მიმართვას, რომელშიც მისთვის სიტყვის მიუცემლობის გამო შეურაცხყოფილია სხდომის თავმჯდომარე. წერილი იწვევს ხმაურს. ილია ჭავჭავაძე ითხოვს, რომ კრებამ ფარული კენჭისყრით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მაჩაბლის წერილისადმი. დამსწრეთა უმრავლესობა ფეხზე ადგომით ღიად ადასტურებს, რომ არ იზიარებს მაჩაბლის პრეტენზიებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 17 მაისი, № 102, გვ. 2-3; 18 მაისი, № 103,
გვ. 2-3; 20 მაისი, № 104, გვ. 1-2, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 90. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე
(1858-1927)
„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული
ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი. |
|
|
||
1895 18 -19 მაისი |
||
|
||
მუშაობს პეტერბურგიდან მოვლინებულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან, რომელიც ამოწმებს თსს ბანკის ფინანსურ საქმიანობას. აღმოჩნდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზები საქმის წარმოებაში. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 24 მაისი, № 106. პირთა ანოტაციები:
დობეცკი
ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის
საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. |
|
|
||
1895 19 მაისი |
||
|
||
თსს ბანკის რევიზიის დასრულების შემდეგ თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელი გადასცემს მოხსენებით ბარათს, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებების გარდა საუბარია მიღებულ ზარალზე. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. დათარიღება: რევიზია
თბილისში 18 და 19 მაისს იყო და ჯამბაკურ-ორბელიანის საჩივრის პასუხად
ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ განმარტებაში ილია ჭავჭავაძე წერს, რომ
ივანე მაჩაბელმა მოხსენებითი ბარათი რევიზორს გამგზავრების წინ გადასცა.
პირთა ანოტაციები: დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)
პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი,
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. |
|
|
||
1895 19 მაისის შემდეგ |
||
|
||
ივანე მაჩაბლის მიერ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთვის გადაცემული მოხსენებითი ბარათის პასუხად ილია ჭავჭავაძე, დავით ავალიშვილი და მიხეილ გრუზინსკი წერენ განმარტებით ბარათს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბანკი დაზარალდა სწორედ ივანე მაჩაბლის მიერ გატარებული არასწორი საბანკო პოლიტიკის გამო. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. დათარიღება: რევიზია
თბილისში 18 და 19 მაისს იყო და ჯამბაკურ-ორბელიანის საჩივრის პასუხად
ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ განმარტებაში ილია ჭავჭავაძე წერს, რომ
ივანე მაჩაბელმა მოხსენებითი ბარათი რევიზორებს გამგზავრების წინ გადასცა.
პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან გამოგზავნილი
თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის
შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების
თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. |
|
|
||
1895 20 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელიც განიხილავს რევიზიის შედეგებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 21 მაისი, 1895, № 105 |
|
|
||
1895 24 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის კრებაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა („მე, ბატონებო, გუშინ და გუშინწინ ვერ დავესწარი კრებას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 20 მაისს, 1895 წელს“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 24 მაისი, 1895, № 106, გვ. 3-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 90. |
|
|
||
1895 24 მაისი |
||
|
||
იღებს კონსტანტინე ყიფიანის წერილობით თხოვნას, რომ განიხილოს მისი კანდიდატურა შემფასებელი კომისიის წევრად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 630. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე
(1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული
რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო
განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
|
||
1895 24 მაისის შემდეგ |
||
|
||
თბილისის საოლქო სასამართლო იხილავს თედო სახოკიას საჩივარს „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. უკმაყოფილების მიზეზი ხდება ამ გაზეთში გამოქვეყნებული არტემ ახნაზაროვის წერილი თედო სახოკიას მიერ შეკრებილ და გამოცემულ „აკაკის ნაკვესებზე“. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წიგნში შეტანილი გამონათქვამები უხამსი, უწმაწური და უკადრისია, ერთი ნაწილი კი ამ ავტორს საერთოდ არ ეკუთვნის. |
წყარო: სასამართლოს მატიანე, გაზ. „ივერია“, 1895, 25 მაისი , № 107, გვ.
4. პირთა ანოტაციები: სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)
მწერალი,
ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში
გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში
გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი,
მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”,
“ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. |
|
|
||
1895 27 მაისი |
||
|
||
ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორი წერილობითი თხოვნით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებას, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანია ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 17 (482). |
|
|
||
1895 28 მაისი |
||
|
||
გიორგი ქორქია წერილობით სთხოვს გარკვეული თანხის სესხებას ათი დღის ვადით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 624. პირთა ანოტაციები: ქორქია გიორგი დამატებითი ცნობები პიროვნების
შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
||
1895 9 ივნისამდე |
||
|
||
ავსტრიიდან იღებს გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილს. ადრესანტი სთხოვს გაზეთ „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც მოთავსებულია დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 9 ივნისი, № 119, გვ. 1. დათარიღება:
ინფორმაცია წერილის შესახებ გამოქვეყნდა 9 ივნისს. პირთა ანოტაციები:
შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო
მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი,
მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი
პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი
მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. |
|
|
||
1895 9 ივნისი |
||
|
||
თბილისის სასამართლო განიხილავს საჩხერელი ფერშლის - იოანე მაშკოვის საჩივარს გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის - ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ 1894 წლის 12 დეკემბერს ამ გაზეთში გამოქვეყნებული კორესპოდენციის გამო, რომლის მიხედვითაც საჩხერელი ფერშლის (გვარი დასახელებული არ ყოფილა) უყურადღებობას ემსხვერპლა ადამიანის სიცოცხლე. სასამართლო ილია ჭავჭავაძეს უდანაშაულოდ ცნობს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 113, № 1559. პირთა ანოტაციები:
მაშკოვი იოანე არხიპოს ძე
საჩხერელი ფერშალი. დამატებითი ინფორმაციები
მის შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
||
1895 11 ივნისი |
||
|
||
მონაწილეობს კონსტანტინე მუხრან-ბატონის სახლში გამართულ თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს ქარვასლის შესყიდვის საკითხს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 122, გვ. 3. პირთა ანოტაციები:
ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (1838-1903) გიორგი
XII-ის შთამომავალი დედის მხრიდან. ილიას მეუღლის - ოლღა
გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილის შვილი. |
|
|
||
1895 11 ივნისის შემდეგ |
||
|
||
ავსტრიიდან იღებს გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ ადრესანტი იწყებს „მგზავრის წერილების“ კითხვას. |
წყარო: თსკ ათ ტომად, ტ. 10, გვ. 558. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 11
ივნისით. პირთა ანოტაციები: შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი
ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის
უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
||
1895 13 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ წიგნების დასაკაზმ თანხას და მიხეილ ნასიძის ჰონორარს წიგნისთვის „ქართული ქრესტომატია უმცროს კლასებისათვის“. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად იჩევენ სიმონ ღოღობერიძეს. თანხმდებიან, რომ პეტერბურგის, მოსკოვისა და ხარკოვის წერა-კითხვის კომიტეტებს წერილობითი თხოვნა გაუგზავნონ მათ მიერ გამოცემული წიგნების, პროგრამების, წესდებებისა და სასკოლო ბლანკების მისაწოდებლად. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
349, გვ. 176. პირთა ანოტაციები: ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე
(1859-1935) პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა
სამასწავლებლო ინსტიტუტში. |
|
|
||
1895 25 ივნისი |
||
|
||
გაზეთი „ტიფლისკი ლისტოკი“ აქვეყნებს ცნობას, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავს საქმეს „ივერიის“ რედაქტორის - ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ლედიენის თქმით ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამებაა. |
წყარო: გაზ. «Тифлисский листок», 1895, № 144, გვ.2. პირთა ანოტაციები:
ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს
მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ
ასთმას და გულის დაავადებებს. |
|
|
||
1895 25 ივნისის შემდეგ |
||
ბროშურის სახით გამოდის რევიზორ ევსტაფი დობეცკის სახელზე შედგენილი განმარტებითი ბარათი, როემლსაც ხელს აწერენ თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და წევრები: დავით ავალიშვილი და მიხეილ გრუზინსკი. |
წყარო: Ревизовавшему Тифлисский дворянский земельный банк Е. Е.
Добецкому членов правления сего банка. Объяснительная записка. Тиф.,
1895; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რარიტეტის განყოფილება, ნიკო
ნიკოლაძის არქივი № 50/15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.
დათარიღება: ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები:
დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან
გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო
საბჭოს წევრი.
ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის
შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების
თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. |
|
|
||
1895 ივნისი |
||
|
||
ჟურნალი „რუსკაია მისლ“ ბეჭდავს ალექსანდრე ხახანაშვილის ვრცელ სტატიას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ. |
წყარო: „Из истории современной грузинской литературы. Кн. И. Г.
Чавчавадзе.“, «Русская мысль», кн. 6. პირთა ანოტაციები: ხახანაშვილი
ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო
მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში,
დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების
ისტორია“. |
|
|
||
1895 ივლისიდან |
||
|
||
ალექსანდრე ხახანაშვილის სტატიას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ეხმაურება ბაქოში გამომავალი რუსული გაზეთი „კასპია“. ავტორის აღშფოთებას იწვევს ხახანაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შედარება პუშკინთან, ლერმონტოვთან და გოგოლთან. |
წყარო: „Из истории современной грузинской литературы. Кн. И. Г.
Чавчавадзе.“, «Русская мысль», кн. 6. პირთა ანოტაციები: ხახანაშვილი
ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო
მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში,
დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების
ისტორია“.
პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841) რუსი კლასიკოსი. გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852) რუსი მწერალი და დრამატურგი,
კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი. |
|
|
||
1895 2 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გაზეთი „ივერია“ და ეროვნება“. მასში საუბარია „ივერიის“ კონსერვატივიზმზე და ნათქვამია, რომ ამ გაზეთის თვალთახედვის ისარი ერთ წერტილზეა დამდგარი, მას ის აზრები შეუსისხლხორცებია, რაც 50 წლის წინათ იყო ევროპაში და მოძველდა. |
წყარო: გაზ. კვალი 1895, № 28, გვ. 12-15. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში. |
|
|
||
1895 3 ივლისი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართავს კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეაგროვოს საწევრო გადასახადები. ასევე, სთხოვს დააზუსტოს, ხომ არ არის სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურს საზოგადოების წევრობა. |
წყარო: ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი
1048; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 170, 452. პირთა ანოტაციები:
ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო
მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
|
||
1895 3 ივლისი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილს უგზავნის ამ საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით. |
წყარო:
ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი 481. № 66, გვ. 10; გ. ლეონიძის სახ.
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 17623; შ. გოზალიშვილი, „ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები“, თბ.,
1951, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 170-171,
452-453. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 147. პ პირთა ანოტაციები:
წერეთელი ბეჟან დავითის ძე (1847-1913) ივანე მაჩაბლის
ქვისლი, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული საჩხერეში. |
|
|
||
1895 9 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისი ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“, რომელშიც ცილს სწამებს „ივერიას“, თითქოს იგი კაპიტალიზმის გავლის გარეშე პირდაპირ სოციალიზმში შესვლას აღუთქვამდეს მკითხველს. 412 |
წყარო: გაზ. კვალი 1895, № 29, გვ. 12-15. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში |
|
|
||
1895 11 ივლისი |
||
|
||
საგურამოდან ჩამოსული დაგვიანებით იგებს პეტრე ნაკაშიძის გარდაცვალების ამბავს. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17615. პირთა ანოტაციები:
ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის
სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს
მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“. |
|
|
||
1895 11 ივლისი |
||
|
||
სამძიმრის წერილს უგზავნის პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17615; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 140; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
171, 453. პირთა იდენტიფიკაცია : ბაბალეს (ბარბარეს) გვარი უცნობია. პირთა ანოტაციები:
ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) მწერალი, პუბლიცისტი, ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი.
ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.
ნაკაშიძისა ბაბალე პეტრე ნაკაშიძის მეუღლე, გვარი უცნობია. |
|
|
||
1895 16 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“. მასში ნათქვამია, „ივერია“ გამუდმებით იმეორებს: ეკონომიკური წყობილება ის საფუძველია, რომელზეც შენდება ერის პოლიტიკური და იურიდიული წყობილება, მაგრამ, როცა ჩვენი ცხოვრების შესახებ მსჯელობს, ამას მუდამ ივიწყებსო. |
წყარო: გაზ. კვალი 1895, № 30, გვ. 10-12. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში. |
|
|
||
1895 20 ივლისი |
||
|
||
„ილიაობის“ დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს, რომელზეც სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს,.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, 1015/31, 0-42390.
კუვშინოვის ფოტო, ილია ჭავჭავაძე ზის მაგიდასთან, მარჯვნიდან პირველი.
ფრაგმენტი ამ ფოტოდან. |
|
|
||
1895 22 ივლისი |
||
|
||
პოეტი ქალი დომინიკა ერისთავი, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, უძღვნის ლექსს („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 68. პირთა ანოტაციები: ერისთავი-მდივნისა დომინიკა ზურაბის ასული
(1864-1929) პოეტი, პროზაიკოსი, „ივერიის“ თანამშრომელი. წერდა „განდეგილის“
ფსევდონიმით. |
|
|
||
1895 25 ივლისი |
||
|
||
იღებს დავით ავალიშვილის წერილს მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და სთხოვს, მეორე დღეს ბანკში მისვლას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 438. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)
რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული
საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი |
|
|
||
1895 27 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი ცდილობს გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითზე მკითხველის დარწმუნებას, რომ ილია ჭავჭავაძეს არ ესმის ეკონომიური ცვლილებების აუცილებლობა ერის განვითარებისთვის. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 32, გვ. 4-5. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია ნოე
ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი.
1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა
საფრანგეთში. |
|
|
||
1895 ივლისი |
||
ხელოსანთა არტელის წესდების პროექტის მისთვის გასაცნობად საგურამოში აკითხავენ მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი. ილია ჭავჭავაძეს იდეა ძალიან მოსწონს და მოხარულია, რომ ხელოსანმა ჩარჩებს თავი დააღწიოს, მაგრამ შენიშნავს, რომ წესდებაში ხელოსანთა მხოლოდ უფლებებზეა საუბარი და არაფერია ნათქვამი მოვალეობებზე, რაც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული. |
წყარო: გ. ლასხიშვილი. მემუარები. 1934, გვ. 82. პირთა ანოტაციები:
ჩოდრიშვილი მიხა (მიხეილ) იოსების ძე (1853-1929)
რევოლუციონერი, შრომის
ხელოსანთა ამხანაგობის, არტელის დამაარსებელი.
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“
იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. |
|
|
||
1895 6 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („ფრიად საყურადღებო წერილი დაიბეჭდა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში სათაურით „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდამ (სახალხო სკოლების უფლებათა შესახებ)“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 6 აგვისტო, № 167, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 514- 515. |
|
|
||
1895 6 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი „ივერიას“ ბრალს სდებს, თითქოს ბრმად მიჰყვებოდეს რუსეთის ნაროდნიკების უტოპიურ თეორიას და ამ გაზეთს „ტეტიათა მოტრფიალეს“ უწოდებს. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 34, გვ. 9-13. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია
ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების
ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში,
გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
||
1895 13 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასასრული ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორის თქმით, გაზეთი „ივერია“ გლეხობას ამაო დაპირებებს აძლევს, მაგრამ რეალურად არ ესმის მისი ინტერესები. იგი ურჩევს ამ გაზეთს, „უარყოს თავისი პოლიტიკურ-ეროვნული ლტოლვილებანი - ან თანახმად ეკონომიკური მოძღვრებისა, სრულიად გაკონსერვატორდეს ან უარყოს თავისი ეკონომიკური მოძღვრება და გაპროგრესისტდეს“. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 34, გვ. 7-12. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია
ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)
სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების
ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში,
გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
||
1895 18 აგვისტო |
||
|
||
წერილობით ატყობინებს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ უგზავნის ივანე მაჩაბლის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების პასუხად დაწერილი „განმარტებითი ბარათის“ ათ ეგზემპლარს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 74. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1895 24 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („სოხუმიდგან გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ სწერენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ) („ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი ცილს სწამებს ქართველობას)“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 24 აგვისტო, № 181, გვ. 3-4; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 514-515. |
|
|
||
1895 აგვისტოს ბოლო |
||
სტამბურად იბეჭდება და გასაყიდად გამოდის მხატვარ მოსე თოიძის მიერ შექმნილი მისი პორტრეტი. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 1 სექტ. № 187;, 2 სექტ. № 188 და ა. შ.; ვ.
რატიშვილი, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შრომები. წ. 1, 1958,
გვ. 96. პირთა ანოტაციები: თოიძე მოსე ივანეს ძე (1871-1953)
ფერმწერი,
გრაფიკოსი, მისი ინიციატივით დაარსდა სამხატვრო სტუდია. შექმნა რუსთაველის,
აკაკის, ილიას და სხვათა პორტრეტები. |
|
|
||
1895 8 სექტემბრამდე |
||
|
||
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდია, გაზეთის ნომერი უნდა მოამზადოს და ამიტომ საგურამოში ვეღარ ავა. უკმაყოფილებას გამოთქვამს ცხენების დაკარგვის გამო. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 393. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 239,
384. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა
და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 273. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 8 სექტემბერი |
||
|
||
წერილობით ატყობინებს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ ივანე მაჩაბელმა შეაფასა არა 10 მამული, არამედ -61 და მონაწილეობა მიიღო 103 მამულის შეფასებაში. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 76. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1895 10 სექტემბრამდე |
||
მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან. ატყობინებს, რომ საქმეების გამო ვერ ადის საგურამოში. სთავაზობს, ეკიპაჟით ჩავიდეს თბილისში კვირას, რათა ორშაბათს ერთად დაესწრონ კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 369; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 377; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 222, 375. დათარიღება: იხ.
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 273. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 10 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 სექტემბერი“ („ხვალ, 11 სექტემბერს, კრწანისის მინდორზე პანაშვიდია დანიშნული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრწანისის გმირთა მოსახსენებლად“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 10 სექტემბერი, № 194, გვ. 1-2: 195; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 515- 516. |
|
|
||
1895 11 სექტემბერი |
||
მეუღლესთან ერთად ესწრება კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს კრწანისის ველზე. მსახურებას ატარებს ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 196-197; გ. შარაძე „საქართველოს მზე და
სიყვარული ალბიონის კუნძულებზე“, 1986, გვ. 228-229. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)
ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. |
|
|
||
1895 1 ოქტომბერი |
||
|
||
რუსი პოეტი ვასილი ველიჩკო წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს. |
||
|
წყარო: Записки духа. Нехданчик. Первая муха. СПб., 1895. პირთა ანოტაციები:
ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი,
მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“
(1901-დან). |
|
1895 4 ოქტომბერი |
||
|
||
სიტყვით მიმართავს რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს, ქართულ თეატრში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 10 ოქტ. № 217. პირთა ანოტაციები:
ველიჩკო
ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი
გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). |
|
|
||
1895 9 ოქტომბერი |
||
|
||
მონაწილეობს რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ დგინდება საიუბილეო ზეიმის დაწვრილებითი პროგრამა. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, 28 ივლისი, № 46, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი,
ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი
ფუძემდებელი. |
|
|
||
1895 13 ოქტომბერი |
||
|
||
იაკობ გოგებაშვილი ითვალისწინებს ქშწ-კგ საზოგადოების წესდების მერვე პარაგრაფს საპატიო წევრებად იმ პირების არჩევის შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მწიგნობრობის გავრცელებაში და საზოგადოების საპატიო წევრობის კანდიდატებად წერილობით ასახელებს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 468. პირთა ანოტაციები:
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1895 22 ოქტომბერი |
||
|
||
სიტყვით გამოდის რაფიელ ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლის საღამოზე. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იუბილარისადმი გრიგოლ აბაშიძის მიერ მიძღვნილი ლექსი. იმავე საღამოს ესწრება ქარვასლის საზამთრო ბაღში გამართულ ვახშამს და იქაც გამოდის სიტყვით. წვეულებაზე საგანგებოდ სვამენ მის სადღეგრძელოს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 24 ოქტომბერი, № 229, გვ. 1; 25 ოქტომბერი, №
230, გვ. 1; გაზ. კვალი, 1895, № 46, გვ. 3; ოლღა აღლაძე, მცირე მოგონება,
„ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 76; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 574. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ
დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903) პოეტი, ჟურნალისტი.
მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. |
|
|
||
1895 24 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ქშწ-კგ საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო, რომელსაც გამგეობის წევრებთან ერთად ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 25 ოქტომბერი, 1895, № 230, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 172, 453. პირთა ანოტაციები:
ერისთავი
რაფიელ დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
|
||
1895 ოქტომბრის ბოლო |
||
|
||
სტამბურად იბეჭდება და იყიდება საფოსტო ქაღალდები ილია ჭავჭავაძის სურათით. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 28 ოქტ. № 233. |
|
|
||
1895 1 ნოემბრამდე |
||
|
||
წერილს იღებს ჰუგო შუხჰარდტისგან მისთვის საჭირო ლიტერატურის გაგზავნის თხოვნით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქმე 451; შ. გოზალიშვილი,
ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. 1973, გვ.
37. დათარიღება: წერილი 25 ოქტომბერს არის გამოგზავნილი, 1 ნოემბერს კი „ივერიაში“
იბეჭდება პასუხი. პირთა ანოტაციები: შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927)
ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი,
გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
||
1895 1 ნოემბერი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ილია ჭავჭავაძის ხელმოწერილ საპასუხო წერილთან ერთად ჰუგო შუხჰარდტს უგზავნის მის მიერ მოთხოვნილ ლიტერატურას, საზოგადოების წიგნის მაღაზიის კატალოგს და სხვა წიგნებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრესატს გამოადგება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქმე 451; შ. გოზალიშვილი,
ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. 1973, გვ.
37; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 174-175, 454. პირთა ანოტაციები:
შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის
საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი |
|
|
||
1895 5 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („გუშინდელმა კორესპონდენციამ თელავიდგან..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 5XI, № 240, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 105. |
|
|
||
1895 8 ნოემბერი |
||
|
||
მონაწილეობს თავადაზნაურთა კომისიის სხდომაში, რომელსაც მინდობილი აქვს სოფელ ოძისში ზაქარია ერისთავის მამულში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხის გარკვევა. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 7 ნოემბერი, № 241, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები:
ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912) მემამულე,
ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 9 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („ჩვენს მეთაურში ამ რამდენიმე დღის წინად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 9 ნოემბერი, № 243, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 107. |
|
|
||
1895 13 ნოემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა საგანგებო კრებას, რომელზეც განიხილავენ გამგეობის მოხსენებას დამატებითი ხარჯების შესახებ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 16 ნოემბერი, № 248, გვ. 2. |
|
|
||
1895 14 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ნოემბერი“ („შუაგული, შუანასკვი ეგრედწოდებულ აღმოსავლეთის საქმისა ოსმალეთია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ინგლისის დღევანდელი პოლიტიკა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 14 ნოემბერი, № 247, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 124. |
|
|
||
1895 14 ნოემბრის შემდეგ |
||
|
||
ახლო აღმოსავლეთის შესახებ გამოქვეყნებული მისი მოწინავის საპასუხოდ გაზეთ „კვალში“ „ხომლელის“ ფსევდონიმით იბეჭდება რომანოზ ფანცხავას გამოხმაურება სათაურით „ზოგიერთი ფიქრი“. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1895, № 50. პირთა ანოტაციები:
ფანცხავა რომანოზ
სპირიდონის ძე (1861-1928)
კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა
ფსევდონიმით „ხომლელი“. |
|
|
||
1895 16 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩვენ ამას წინად ორს მეთაურ წერილში..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 16 ნოემბერი, № 248, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 124. |
|
|
||
1895 16 ნოემბერი |
||
|
||
პროფესორ ჰუგო შუხჰარდტს საჩუქრად უგზავნის „ნარკვევებს ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ და „ივერიის“ იმ ნომრებს, რომლებშიც დაბეჭდილია სტატია „კვალი საერო პოეზიისა „ქართლის ცხოვრებაში“. უხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მისი დაინტერესება ქართული კულტურით. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, 1977. გვ. 278; გრაცის
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავი, ჰუგო შუხჰარდტის არქივი; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 175, 454-455. პირთა ანოტაციები:
შუხჰარდტი
ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა
აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
||
1895 17 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ნოემბერი“ ( „მეორე საგანი „კახეთის მეურნეთა კავშირისა“ იგია..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 17 ნოემბერი, № 249, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 114. |
|
|
||
1895 19 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ნოემბერი“ ( „საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში...“). მწერლისთხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოსმალეთის არეულობა და ევროპა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 19 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 128. |
|
|
||
1895 19 ნოემბერი |
||
|
||
იღებს ზაქარია ერისთავის წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ სურს ვასილ პეტრიაშვილის დანიშვნა ოძისის სამეურნეო სასწავლებლის დირექტორად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 508; გაზ. „კვალი“, 1895, № 37, გვ. 5. დათარიღება: „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ.,
2016, გვ. 29. პირთა იდენტიფიკაცია : წერილში ვასილ პეტრიაშვილის მხოლოდ
გვარია ნახსენები. პირთა ანოტაციები: ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844
-1912) მემამულე, ქველმოქმედი.
პეტრიაშვილი ვასილ მოსეს ძე (1842-1908) პროფესორი, ქიმიკოსი,
აგროქიმიის და ენოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, მეცენატი,
საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1895 23 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ ( „იქნება ომი თუ არა? სულ ყველანი დღეს ამას ჰკითხულობენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იქნება ომი თუ არა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 23 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 131. |
|
|
||
1895 24 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ნოემბერი“ ( „დიდი ხანია ევროპის მეცნიერნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ციხეში ჯდომა უფრო ახშობს ზნეობას, ვიდრე აფხიზლებს“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 24 ნოემბერი, № 254, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 135. |
|
|
||
1895 26 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 ნოემბერი“ ( „ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენს ქალაქში გახშირებული მითქმა-მოთქმაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ელექტრონით განათება თბილისისა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 26 ნოემბერი, № 256, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 138. |
|
|
||
1895 27 ნოემბერი |
||
ჰოგო შუხჰარდტისგან იღებს სამადლობელ წერილს გაგზავნილი წიგნებისა და გაზეთებისთვის. |
წყარო: შ. გოზალიშვილი, ილია და მისი საზღვარგარეთელი მეგობრები“, გაზეთი „ყვარელი“,
1965, 30 ნოემბერი, № 65, გვ. 4. პირთა ანოტაციები: შუხჰარდტი ჰუგო
(1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა
აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
||
1895 29 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 ნოემბერი“ ( „ჩვენ ამას წინად მოკლედ აღვნიშნეთ ის საგნები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 29 ნოემბერი, № 258, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 116. |
|
|
||
1895 ნოემბრის მეორე ნახევარი |
||
|
||
რუსი კომპოზიტორის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული ხალხური სიმღერა და მისი თანამედროვე მდგომარეობა (ნოტები)“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის „ელეგიის“ ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე და სიმღერის ნოტები. |
წყარო: Ипполитов-Иванов, М. М. Грузинская народная песня и ея
современное состояние (Ноты) : с приложением 12-ти народных мелодий и
романсов : (Отдельный оттиск из № 45 журнала «Артист»): пер. С. А.
Амираджиби, М., 1895. გვ. 4. პირთა ანოტაციები: იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ
მიხეილის ძე (1859-1935) კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ცხოვრობდა
თბილისში 1882-1893 წლებში. |
|
|
||
1895 3 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 3 დეკემბერი“ ( „მართალია, ბევრი ლაპარაკი იმისთანა საქმეზე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 3 დეკემბერი, № 262, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 119. |
|
|
||
1895 5 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 დეკემბერი“ ( „ყოველ მხრიდამ სწორედ შესაძრწუნებელი ამბები მოდის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წყალდიდობა საქართველოში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 5/XII ,№ 263, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 141. |
|
|
||
1895 13 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება დავით მიქელაძის წერილი სათაურით „ცოტა რამ ჩემს მონაწილეობის შესახებ „ივერიაში“. მასში გარკვეული უკმაყოფილებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ გაზეთის გაუმჯობესება შეიძლებოდა და არ მოხერხდა. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, № 269, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
მიქელაძე
დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. |
|
|
||
1895 19 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 დეკემბერი“ ( „ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოსმალეთის სომეხთა განწირვა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 19 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 145. |
|
|
||
1895 19 დეკემბერი |
||
|
||
თბილისის სასამართლო პალატა განიხილავს გაზეთების „ივერია“ და „ნოვოე ობოზრენიე“ რედაქტორების - ილია ჭავჭავაძისა და ვასილ თუმანიშვილის საქმეს ზემოხსენებულ პერიოდულ გამოცემებში საჩხერელი ფერშლის – მაშკინის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. რედაქტორებს ბრალი არ უმტკიცდებათ და გამართლებულები ტოვებენ სასამართლო დარბაზს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 20 დეკ. № 275. პირთა ანოტაციები:
თუმანიშვილი
ვასილ მიხეილის ძე (1857 – 1912) ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი,
საზოგადო მოღაწე. ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი 1890
წელს. გაზ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორი 1891-1903 წლებში.
მაშკინი
სახელი უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ფერშლად მსახურობდა
საჩხერეში. |
|
|
||
1895 21 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ ( „დიდი ხანია ცნობილია, რომ აწ მომქმედი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამოქალაქო სახელმწიფო სამსახურის მოძველებული წესწყობილების შეცვლის საჭიროებაზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 21 დეკემბერი, № 276, გვ. 1-2; „საისტორიო
მოამბე“, 1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ.
148. |
|
|
||
1895 30 დეკემბერი |
||
|
||
ესწრება ღარიბ მოსწავლეთა შემწე თავადაზნაურთა საზოგადოების კრებას და ებმება კამათში თბილისის სკოლისთვის სახსრების მოძიებასთან დაკავშირებით. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 2, გვ. 18. მაშკინი - სახელი უცნობია, ვიცით
მხოლოდ, რომ ფერშლად მსახურობდა საჩხერეში. |
|
|
||
1895 30 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 დეკემბერი“ („გამგე კომიტეტი სათავადაზნაურო სკოლისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული სკოლების გიმნაზიებად გადაკეთების თაობაზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1895, 30 დეკემბერი, № 282, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 153. |
|
|
||
1895 დეკემბრის ბოლო |
||
|
||
გამოდის ლექსების კრებული „საჩუქარი“ რომელშიც სხვა პოეტების თხზულებებთან ერთად შესულია მისი ლექსებიც. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 11 იანვ., № 7; გომელაური ივანე, „საჩუქარი
ანუ რჩეულთა ლექსთა კრება“ მოზრდილ ყრმათათვის, ახალ-სენაკი, 1895. |
|
|
||
1895 |
||
ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, ცხენები და „პოვოსკა“ გაუგზავნოს ოთხშაბათისთვის, რადგან შპალერი შეიძინა და ხელოსანიც მიჰყავს, რომ ოთახებში გააკვრევინოს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 417-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
252, 393. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 273-274. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
||
1895 |
||
კრებულში „სალხინო საზანდარი“ იბეჭდება მისი ლექსები „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და „მძინარე ქალი“. |
წყარო: The Hermit by Ilia Chavchavadze, London, 1895. პირთა ანოტაციები:
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული
კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. |
|
|
||
1895
|
წყარო: The Hermit by Ilia Chavchavadze, London, 1895. პირთა ანოტაციები:
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული
კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. |
|
|
||
1895 |
||
|
||
მასპინძლობს ოლივერ უორდროპის მეგობარს ვოგან ვილიამსს. |
წყარო: ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანე, 1987, გვ. 256. პირთა ანოტაციები: ვილიამსი (უილიამსი
რალფ ვოან (1872-1958) ბრიტანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო
მოღვაწე. |
|
|
||
1895 |
||
|
||
ჟანდარმერია ჩხრეკს მის ბინას თბილისში. |
წყარო: ა. იოვიძე, ი. ჭავჭავაძე, დოკუმენტური მასალები, „საისტორიო მოამბე“,
ტ. 3, 1947, გვ. 157-158, 212; „საისტორიო მოამბე“, № 3, 1947. |
|
|
||
1895 |
||
|
||
ივანე ანდრონიკაშვილი და არტემ ფირალიშვილი წარწერით ჩუქნიან თავიანთ წიგნს „თბილისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ტიპის შესახებ“. |
წყარო: И. Андроников, А Пиралов, О типе сельскохозяйственной школы для
Тифлисской губернии. Тфл., 1895. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი ივანე
მალხაზის ძე (1793-1868) რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის
ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია
ჭავჭავაძის ნათლიის - ნინოს ძმა.
ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ სტეფანეს ძე (1861-1926) სახელმწიფო და
საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობასა და კუსტარულ მეწარმეობაზე რამდენიმე
წიგნის ავტორი. |
|
|
||
1895 |
||
|
||
ამთავრებს ახალი, სამსართულიანი სახლის მშენებლობას საგურამოში. |
წყარო: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის
ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 304-306; იაკობ გოგებაშვილის
რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები. ტ. 1, გვ. 532-535; „საქართველო“,
1908 წ., № 11; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე,
ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 15. |
|
|
||
1895-დან |
||
|
||
უბის წიგნაკში იწერს, ვისთვის რა თანხა აქვს მისაცემი და ვისგან რამდენი – ასაღები. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 9. (წიგნაკის
უკანა მხრიდან) |
|
|
||
1895-დან |
||
|
||
უბის წიგნაკში იწერს წიგნების ჩამონათვალს ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა იყიდოს მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართი იქვეა მიწერილი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 1-5 (წიგნაკის
უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ შეძენილი წიგნების გამოცემის
წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |
|
|
||
1895-დან |
||
|
||
რუსული ჟურნალებიდან «Новое время» და «Сельское хозяйство» უბის წიგნაკში ინიშნავს მისთვის საინტერესო თემებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 3 (წიგნაკის
უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წინა და მომდევნო
ჩანაწერების დროის მიხედვით. |
|
|
||
1895-დან |
||
|
||
პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ იწერს ციტატებს ბეჭდვითი სიტყვის შესახებ და უთითებს გვერდებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 5-7 (წიგნაკის
უკანა მხრიდან); Й. Экштейн, «Честь в философии и праве», 1895. Joseph
Eckstein, Die Ehre In Philosophie Und Recht , Publisher, Duncker &
Humblot, 1889. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ ამ წიგნის რუსულად გამოცემის
წლის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ეკშტეინი ჯოზეფ ავტორი წიგნისა „ღირსება
ფილოსოფიასა და სამართალში“. |