![]() |
ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის
ისტორიის ინსტიტუტი კავთიაშვილი ვენერა ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში თბილისი 1978 წიგნში „ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში“ მონოგრაფიულადაა შესწავლილი ერთი მხრივ
ჰაინრის ჰაინეს მხატვრულ ქმნილებათა ნიმუშების ქართული თარგმანები და განსაზღვრულია
ამ თარგმანების მნიშვნელობა ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში ხოლო მეორე
მხრივ, კრიტიკულადაა განხილული და შესწავლილი ქართველ სპეციალისტთა ყველა
სამეცნიერო შრომა თუ კრიტიკული სახის წერილი და წარმოჩენილია ქართველ მკვლევართა
წვლილი ჰაინრიხ ჰაინეს შემოქმედების ბუნების გარკვევის საქმეში. რედაქტორი დ. ლაშქარაძე გამომცემლობა „მეცნიერება“ 1978
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
წინათქმა
შესავალი
I ჰ. ჰაინე XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში
ა) ჰ. ჰაინეს ქმნილებებთან ქართველი მკითხველის პირველი შეხვედრის დრო და გარემო
ბ) ჰ. ჰაინე ი. ჭავჭავაძის კონცეფციაში
გ) ჰ. ჰაინეს ლირიკის ქართული თარგმანები XIX საუკუნეში
II ჰ. ჰაინე XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ა) ჰ. ჰაინეს ლირიკა ქართულ ენაზე
ბ) პოემები „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“ და „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი“
ქართულ ენაზე
გ) ჰ. ჰაინეს პროზა ქართულ ენაზე
III ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში
დასკვნა Гейне в грузинской литературе (Резюме)
![]() |
2 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნულ ლიტერატურათა ურთიერთკავშირებსა და ურთიერთგავლენებზე მუშაობენ ცნობილი
საბჭოთა მეცნიერები ვ. მ. ჟირმუნსკი, რ. მ. სამარინი, ი. გ. ნეუპოკოევა, გ. ი.
ლომიძე, ნ. ი. კონრადი, ი. დ. ლევინი და სხვები.
ქართულ-საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა სფეროში ნაყოფიერად მუშაობს ბევრი
ქართველი მეცნიერი: ა. გაწერელია, ნ. კაკაბაძე, ვ. კახნიაშვილი, დ. ლაშქარაძე, ნ.
ორლოვსკაია, შ. რევიშვილი, ტ. რუხაძე, დ. ფანჩულიძე და სხვები, რომ აღარაფერი
ვთქვათ ქართულ-საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა სპეციალურ განყოფილებაზე,
რომელიც საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული
ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტთან არის შექმნილი და დიდ და სასარგებლო საქმეს
აკეთებს.
აღნიშნული საკითხის ერთ პატარა თავს წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომი, რომლის
კონკრეტული მიზანია „ქართული ჰაინეანას“ მონოგრაფიული შესწავლა.
გერმანული ლიტერატურის უაღრესად ორიგინალური და კოლორიტული ფიგურა ჰაინრიხ ჰაინე
გასული საუკუნიდანვე იქცევდა ქართველი საზოგადოების ყურადღებას. ჯერ კიდევ 60-იან
წლებში იბეჭდებოდა ჰაინეს ლექსები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი პოეზიის პირველი
შემომტანები საქართველოში ქართველი სამოციანელები იყვნენ. ისინი, ვინც თავიანთი
„ბრწყინვალე ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობითა და პრაქტიკული საქმიანობით
წარუშლელი კვალი დააჩნიეს ქართული ცხოვრების ყველა სფეროს“.
ჰაინეს შემოქმედებით ქართველი საზოგადოების დაინტერესება უბრალო შემთხვევითობას არ
მიეწერება: ჰაინე გასული საუკუნის 30—40-იან წლებში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა
როგორც ფეოდალური, ისე ბურჟუაზიული წყობილების მანკიერ მხარეებს, ცდილობდა
გამოფხიზლებინა მკითხველი და ამ მანკიერებათა წინააღმდეგ საბრძოლველად დაერაზმა.
სწორედ ამით იყო პირობადებული ჰაინეს განსაკუთრებული პოპულარობა XIX საუკუნის
რუსეთში, როცა გორდონის თქმით „არ იყო ჟურნალი, დიდი თუ პატარა, „სერიოზული“ თუ
სატირულ-იუმორისტული, სადაც არაჩვეულებრივი ინტენსივობით არ ებეჭდათ სტატიები და
რეცენზიები გერმანელ პოეტზე (იგულისხმება ჰ. ჰაინე — ვ. კ.) და მის
მთარგმნელებზე“*. სწორედ ჰაინეს შემოქმედების მებრძოლი განწყობილება და მეამბოხური
სულისკვეთება იტაცებდა რუსეთის რევოლუციური დემოკრატიის ბრწყინვალე წარმომადგენლებს
ვ. ბელინსკის, ნ. ჩერნიშევსკის, ნ. დობროლუბოვს, დ. პისარევსა და სხვებს, რომლებიც
ისევე იყვნენ ამხედრებული თავისი ქვეყნის უბადრუკი გარემოს წინააღმდეგ, როგორც
ჰაინრიხ ჰაინე.
რუსეთში განათლება მიღებული 60-იანი წლების ქართველი მოღვაწეები არსებითად სწორედ
რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა ნაწერებითა და რუსული თარგმანებით გაეცვნენ
„კაცობრიობის თავისუფლებისათვის გაბედული მებრძოლის“ ჰაინეს შემოქმედებას. მათ
პეტერბურგში სწავლის პერიოდშივე იწყეს ჰაინეს ლირიკის ცალკეული ნიმუშების თარგმნა.
აქედან მოკიდებული მის ლექსებს თარგმინდა თითქმის ყველა, დაწყებული ჩვენი
შესანიშნავი მწერლებითა და გათავებული ვისთვისაც ოდნავ მაინც მახლობელი იყო
მთარგმნელობითი საქმიანობა.
მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით კი ჩვენს ეპოქაში, დიდი გერმანელი მწერლისადმი
ინტერესი არათუ არ შენელებულა, პირიქით, გაძლიერდა კიდეც. ჰაინეს პოეზიისა და
პროზის ნიმუშები თარგმნა ათობით მთარგმნელმა, ხოლო მისი მემკვიდრეობის შესწავლას
ხელი მოჰკიდა ბევრმა ქართველმა მკვლევარმა, მათ შორის გრიგოლ ხავთასმა, დავით
ლაშქარაძემ, შოთა რევიშვილმა, ოთარ ჯინორიამ, ნოდარ კაკაბაძემ, ზურაბ ჭარხალაშვილმა
და სხვებმა, რომლებმაც მონოგრაფიული გამოკვლევებითა თუ ცალკეული კრიტიკული
წერილებით ხელი შეუწყვეს, ერთი მხრივ, ჰაინეს მემკვიდრეობის კრიტიკული შესწავლის
საქმეს და, მეორე მხრივ, ქართველ მკითხველში მწერლისადმი ისედაც გაზრდილი ინტერესის
გაძლიერებას.
ჰაინეს ლირიკის ქართულად თარგმნილი ნიმუშების თავმოყრისა და შესწავლის პირველი ცდა
მოცემულია დავით ლაშქარაძის სტატიაში „ჰაინეს ლექსები ქართულ ენაზე“*. ცხადია,
საგაზეთო სტატიას, რაც არ უნდა ვრცელი ყოფილიყო იგი, მაინც არ ექნებოდა „ქართული
ჰაინეანას“ სრულად წარმოჩენის პრეტენზია.
შოთა რევიშვილმა ამ საკითხს ცალკე თავი უძღვნა თავის წიგნში „ქართულ-გერმანული
ლიტერატურული ურთიერთობიდან“*, მაგრამ სადღეისოდ არც ეს შრომა წარმოაჩენს სრულად
ჰაინრიხ ჰაინეს სახეს ქართულ ლიტერატურაში თუნდაც იმიტომ, რომ ავტორი იფარგლება
მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე პერიოდით, ჰაინეს ნაწარმოებთა ქართულად თარგმნის
საქმემ კი განსაკუთრებული გამოცოცხლება სწორედ 50-იანი წლების შემდგომ პერიოდში
პოვა: გამოიცა ჰაინეს ლირიკის ა. ჭკადუასეული თარგმანები, ჯორჯანელებმა თარგმნეს
ჰაინეს დიდი პროზაული ტილო — „მოგზაურობის სურათები“, ხ. ვარდოშვილმა მთლიანად
თარგმნა „ჩრდილოეთის ზღვის“ ორივე ციკლი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა
ავტორების მიერ შესრულებული მთელი რიგი ცალკეული ლექსების თარგმანზე. მეორე მხრივ,
50-იანი წლებიდან ფართოდ გაიშალა ჰაინეს შემოქმედების შესწავლის საქმე: გამოიცა გ.
ხავთასის მონოგრაფია „ჰაინრიხ ჰაინეს ხელოვნების თეორია“, დ. ლაშქარაძის
მონოგრაფიული ნაშრომი „ჰაინრიხ ჰაინე“ (ორგზის, პირველად 1958 წელს, ხოლო მეორედ
1972 წელს), გამოქვეყნდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჰაინეს
შემოქმედების ცალკეულ საკითხებზე.
ამდენად, არსებითად წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს „„ქართული ჰაინეანას“
მონოგრაფიული შესწავლის პირველ ცდას.
![]() |
3 ჰ. ჰაინე ი. ჭავჭავაძის კონცეფციაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბ) ჰაინრიხ ჰაინე ილია ჭავჭავაძის კონცეფციაში
ილია ჭავჭავაძე ქართველ „სამოციანელთა ბელადადაა აღიარებული. ქართველ
„სამოციანელთა“ ცნობილი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძე მის შესახებ წერდა: — „რაც კი
რამ იყო ჩვენში ახალგაზრდა, მხნე, ახალი წესის და ცხოვრების მოყვარე, ყველამ იცნო
ის პატიოსანი მომავლის დროშა, რომელიც მხნედ ეკავა ილია ჭავჭავაძეს“**. მან მთელი
ნახევარი საუკუნის მანძილზე უწინამძღვრა ქართულ ცხოვრებას და ყოველ მოვლენაზე თქვა
თავისი სიტყვა.
ილია ჭავჭავაძის მთელ შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებით
ნაყოფიერი იყო 60-იანი წლები. უკვე ამ პერიოდში ჰქონდა მას ინტერესთა საოცრად ფართო
წრე, დიდი მხატვრული შთაგონება და სრულიად გარკვეული იდეები. ჯერ კიდევ სტუდენტობის
დროს შეიმუშავა მან მსოფლმხედველობა, რომელიც ასე ფართოდ გაიშალა მის
ლიტერატურულ-პუბლიცისტურ საქმიანობაში და პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედო მთელ
მის პრაქტიკულ მოღვაწეობას. ეს იყო განმანათლებლის პროგრამა, იმდროინდელი
საქართველოს კონკრეტულ-ისტორიული პირობების გათვალისწინებით.
60-იანი წლების ისტორიული სინამდვილის ერთი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია ის იყო, რომ
ამ დროს საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ორგანულად დაუკავშირდა
სოციალურ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
სოციალური და ეროვნული პრობლემები აწუხებდა იმ დროის ბევრ ევროპულ ქვეყანას, თუმცა
სხვადასხვა ასპექტში: ზოგი თუ უცხოელი დამპყრობლისაგან ცდილობდა თავის დაღწევას,
ზოგსაც ეროვნული დაქუცმაცებულება აწუხებდა და მისი გაერთიანებისათვის იღვწოდა. ეს
პრობლემა იდგა მაშინდელი გერმანიის მოწინავე ადამიანების წინაშეც. რაც შეეხება
ფეოდალიზმის უღლის მოშორებას, — ამ მხრივაც გერმანიამ გაცილებით უფრო დიდხანსა ზიდა
იგი, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებმა. აღნიშნული საკითხი გერმანიაში მთელი
სიმწვავით დაისვა 20—30-იან წლებში, თითქმის იმავე პერიოდში დაისვა იგი რუსეთში და
შემდეგ რუსეთს დაქვემდებარებულ საქართველოში, სადაც ბატონყმობის უღელს ეროვნული
ჩაგვრაც ემატებოდა. ქართველმა სამოციანელებმა მსოფლმხედველობრივი წრთობა,
როგორც ადრეც აღვნიშნეთ, პეტერბურგში მიიღეს. ხოლო, რამდენადაც რუსული აზროვნება
თავის მასაზრდოებელ წყაროს დასავლეთ ევროპიდან ღებულობდა, ვერც ქართველი მოღვაწე
ასცდებოდა მის გავლენას. — ქართველ სამოციანელთა ბელადის ილია ჭავჭავაძის
შემოქმედებაში გვხვდება ცალკეულ მოვლენათა ისეთი ანალიზი და განზოგადება, რაც მას
ტიპოლოგიურად აახლოებს ევროპის მრავალ პროგრესულ მოაზროვნესთან და, კერძოდ, ჰაინრიხ
ჰაინესთან, რაც ჩვენი კვლევის ერთ-ერთ კონკრეტულ მიზანს შეადგენს.
ჰაინრიხ ჰაინესა და ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობას სოციალურ-პოლიტიკური და
ეკონომიკური ხასიათის ფაქტორები განსაზღვრავდა. როგორც ჰაინრიხ ჰაინემ გერმანიაში,
ისე ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მთელი თავისი ნიჭი შეალია ხალხის მასების
გამოღვიძებას და მათი სადღეისო პრობლემების გადაჭრისათვის ბრძოლაში ჩაბმის საქმეს.
ისინი ერთი მხრივ სწორად წარმოსახავდნენ არსებულს, — მახვილი სატირით, ღრმა
აზროვნებითა და გამოსახვის არაჩვეულებრივი ნიჭით უარყოფდნენ იმას, რაც აფერხებდა
ცხოვრებას, ამცირებდა ადამიანის ღირსებას; ხოლო მეორე მხრივ, იმ პერსპექტივასაც
სახავდნენ, რომელსაც უნდა შეეცვალა არსებული. ამიტომ იყო, რომ მათი გესლიანი
დაცინვა ერთნაირად ხმიანობდა ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. გავიხსენოთ თუნდაც
ილიას „ორიოდე სიტყვა...“ და „პასუხი...“ და ჰაინეს პამფლეტი გრაფ პლატენზე; ან
კიდევ ჰაინეს მთელი რიგი ლირიკული შედევრები: „შესხმა ლუდვიგ მეფისა“, „ახალი
ალექსანდრე“. ამომრჩეველი ვირები“, „ჩინეთის იმპერატორი“, „საფრთხობელა“ და ილიას
„კაცია-ადამიანი?!“.
ამ ორი დიდი ადამიანის ლიტერატურულ-პუბლიცისტური საქმიანობა თითქმის ერთ გენერალურ
ხაზს მიჰყვებოდა, ერთი იდეით იყო შთაგონებული, ხოლო იდეალი, რომელიც ორივეს
ერთნაირად ესახებოდათ, — „თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი, შრომის დამკვიდრება“, —
ცდილობდნენ სინამდვილისათვის დაეკავშირებინათ და მისი განხოციელების გზები
დაესახათ.
თუმცა არც მათ ჰქონდათ ნათლად წარმოდგენილი ამ იდეალის განხორციელების გზა, მაგრამ
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისინი გაცილებით მეტ კონკრეტულობას იჩენდნენ,
ვიდრე მათი წინამორბედები. კერძოდ, ამ იდეალის განხორციელების გზას ისინი ხედავდნენ
გაბატონებულ კლასთა წინააღმდეგ მშრომელი ხალხის თავგანწირულ ბრძოლაში თავისი
სოციალური და პოლიტიკური ემანსიპაციისათვის. თუმცა თავისუფლების მოპოვების მათ მიერ
დასახულ გზებში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც. უპირველესად ყოვლისა, ეს
აიხსნება იმით, რომ ჰაინე ცხოვრობდა უფრო განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყანაში,
სადაც პროლეტარიატი უკვე არსებობდა როგორც კლასი და იბრძოდა თავისი უფლებებისათვის.
ჰაინეს, მართალია, ერთგვარ შიშს ჰგვრიდა ეს მოძრაობა, მაინც მის მხარეზე იყო. პოეტი
საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ კომუნისტების ხელმძღვანელობით წარმართულ
პროლეტარიატს შეუძლია მოიპოვოს ნამდვილი თავისუფლებაო. ილია ჭავჭავაძე კი
ითვალისწინებდა რა იმდროინდელ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ სინამდვილეს, ხალხის
განთავისუფლების გზას საერთო სახალხო რევოლუციაში ხედავდა. მისი აზრით „საქართველოს
ხსნის მხოლოდ ერთი გზა აქვს — ეროვნულ რევოლუციური გზით მოიპოვოს თავისუფლება“. თან
მკითხველს ამშვიდებდა: „სიტყვა რევოლუციამ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია
იმისათვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს“**. როცა XIX საუკუნემ მთავარ
პრობლემად „შრომის ახსნა“ დასახა, — ილიამაც სწორად განჭვრიტა მისი განხორციელების
გზა: ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი
ჰაინემ თავის პუბლიცისტურ ნაშრომში „რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში“ პირველმა წამოაყენა დებულება, რომ გერმანიაში რევოლუციის იდეური წანამძღვრები უკვე "შექმნილია, ახლა დროა ფილოსოფოსობიდან მოქმედებაზე, სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთო. ჰაინეს ეს სიტყვები რუსმა რევოლუციონერმა დემოკრატებმა აიტაცეს და თავიანთი პრაქტიკული საქმიანობის დევიზად გაიხადეს. დობროლიუბოვმა ნათლად გამოხატა ეს იდეალი, როცა განაცხადა: „ფრაზამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თვით საზოგადოებაში დაიბადა მოთხოვნილება ნამდვილ საქმესეო“*. ამ საკითხს მან ლექსიც უძღვნა:
„ЕЩо работы в жизни много“*.
რაც შეეხება საქართველოს, — ქართველი სამოციანელების გამოსვლა შემოქმედებით ასპარეზზე თავისებური „Sturm und Drang“-ის დასაწყისიც იყო ჩვენი იმდროინდელი ცხოვრების პირობებში. სიტყვის მაგიერ ცოცხალი, პრაქტიკული საქმიანობის მოთხოვნა ჰაინესა და რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების კვა– ლად 60-იანი წლებიდანვე ილიას იდეალს წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ მისი პოეტური კრედო შორს იდგა „წმინდა ხელოვნების“ თეორიისაგან, რაც ასე მკაფიოდ გაამჟღავნა თავის ჭაბუკობისდროინდელ ლექსში „პოეტი“ (1860).
მისთვის არ ვმღვერ, რომ ვიმღერო, მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, ...
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მაშინ ციდამ ნაპერწკალი როგორც ვხედავთ, ორივე მათგანს „ერის წყლული აჩნიათ წყლულად“ და ორივე მწერალი
ეპოქის საცნაურ, უაღრესად მტკივნეულ თემებს დიდი სიღრმით, გარკვეულობითა და
მღელვარებით წარმოსახავენ.
ჰაინეს გესლიანი სატირა მიმართულია პრივილეგირებული კლასების თვითნებობისა და
მასების მონური მორჩილების წინააღმდეგ. იგი დასცინოდა ფილისტერულ გონებაჩლუნგობას
და ყოყოჩურ შოვინიზმს. ჰაინე მთელი ცხოვრების მანძილზე სწორედ გერმანული შოვინიზმის
დაუძინებელი მტერი იყო და სასტიკად აკრიტიკებღა ტევტომანობას, როგორც ადამიანის
ღირსების დამამცირებელ მოვლენას. ეს სიძულვილი ტევტომანობისადმი ჰაინეს ჯერ კიდევ
სტუდენტობის დროს ჩაესახა, როცა იგი გაეცნო ნაციონალისტურად განწყობილ სტუდენტთა
კავშირებს, ე. წ. „ბურშენშაფტებს“, სადაც გაერთიანებული ახალგაზრდობის მოჩვენებითი
პატრიოტიზმი მხოლოდ ნიღაბი იყო შოვინიზმის დასაფარავად.
ტევტომანის ტიპიური სახე წარმოაჩინა ჰაინემ „მოგზაურობაში ჰარცზე“, როცა აღწერს
გრაიფსვალდელსა და შვეიცარელს შორის გამართულ კამათს. გრაიფსვალდელს, ამ, ჰაინეს
სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნატურალურ სიდიდეში მოცემულ ბრიყვს“, თავი ილია ჭავჭავაძის
„რუსის აფიცერივით“ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებად მიაჩნდა და, თურმე,
ნაციონალურ-გმირულ პოემაზე მუშაობდა, რომელშიც ქებათა-ქებას უმღერდა ჰერმანსა და
მის ბრძოლას რომაელებთან. ჰაინე დასცინის რა გონებაჩლუნგ გრაიფსვალდელს, ირონიით
დასძენს: „მე მას არაერთი სასარგებლო რჩევა მივეცი ამ ეპოსის მოსამზადებლად... რომ
პატრიოტული სინატიფის მომასწავებელი იქნება, თუ იგი ვარიუსსა და მის
თანამემამულეებს გაუვალ სისულელეებს წარმოათქმევინებს“**.
ილია ჭავჭავაძის სატირა მთელი სიმძლავრით მიმართულია ქარაფშუტა „რუსის აფიცერზე“,
რომელსაც ქართველი კაცის ყოფნა პეტერბურგში საოცარ მოვლენად, ხოლო პეტერბურგთან
შედარებით თბილისი „წიტიან“ ქალაქად მიაჩნდა. ისიც გრაიფსვალდელივით მწერლობდა: „მე
მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ, მე დავამტკიცე,
რომ პეტერბურგია მთელის რუსეთის გული“**.
ეს ლექსი გამოძახილია ჰაინეს შემდეგი სიტყვებისა:
და სიმღერა მახვილივით უნდა ჟღერდეს.
და ერთგვარი პასუხია ერთი მხრივ პუშკინის ლექსისა: Не для
житейского волненья,
ხოლო მეორე მხრივ გოეთესი:
«Ich singe wie ein Vogel singt
თუ, ილიას აზრით, პუშკინი განერიდება ბრბოს, როგორც „წმინდა ხელოვნების“ ქურუმი,
ხოლო გოეთეს მოჭიკჭიკე ჩიტუნების ჰანგები იტაცებს*, — ჰაინრიხ ჰაინესა და მისთვის
პოეტი ხალხის შვილია, რომელიც, მარტო „ტკბილ ხმათათვის“ არ მოვლენია ქვეყანას; იგი
ერის აღზრდილია, მისი წინამძღოლი, „მახვილი და ცეცხლია“ ხალხთა ბედნიერებისათვის
ბრძოლაში, — როგორც ამას ჰაინე იტყოდა*. პოეტური კრედო, რომელიც აღნიშნული ლექსებით გამოხატეს, არც ჰაინესა და არც ილიას
არასოდეს არ შეუცვლიათ. ერის მწარე ყოფა, ფიქრი და ოცნება, ისტორიული ქარტეხილებით
შეპირობებული, მათივე მწარე ყოფა, ფიქრი და განსაცდელი იყო.
ჰაინეს პოლიტიკური და ესთეტიკური ორიენტაცია, მისი მცკიცე გადაწყვეტილება — თავისი შემოქმედება თავისუფლებისა და
სამართლიანობის საქმის
გამარჯვებისათვის მოეხმარებინა, თანამედროვეები იდეურად ახალი რევოლუციისათვის
მოემზადებინა, სრულყოფილი სახით იჩენს თავს უკვე მის პირველსავე პროზაულ
ნაწარმოებში — „მოგზაურობის სურათები“. ამ ნაწარმოებში მთელი სიმძაფრითაა
წარმოჩენილი მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება იმდროინდელი უსამართლო ცხოვრებისადმი
და ამ კრიტიკის. გვერდით (მხედველობაში მაქვს უმთავრესად „მოგზაურობის სურათების“
პირველი ნაწილი – „მოგზაურობა - ჰარცზე“) ნათლად გამოსჭვივის მისი უდიდესი სულიერი
ტკივილი გერმანიის დაქუცმაცებულობის გამო, რასაც ირონიის მომარჯვებით წარმოაჩენს
ავტორი:
„ვახშმობის ჟამს თავშექცევის მოყვარული ვარ და ამიტომ პატრიოტულ კამათში ჩავები. გრაიფსვალდელი იმ აზრისა იყო, რომ გერმანია უნდა დაიყოს ოცდაცამეტ სადროშოდ. მე კი, პირიქით, ვამტკიცებდი, რომ საჭიროა მისი ორმოცდარვა ოლქად დაყოფა.. რადგან მაშინ შესაძლებელი იქნებოდა უფრო სისტემატური სახელმძღვანელოს შედგენა გერმანიის შესახებ“
*.
ჰაინესა და ილიას მსოფლმხედველობრივმა მონათესავეობამ ნათლად იჩინა თავი, როცა პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ. ილია ჭავჭავაძემ შექმნა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების. უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „მგზავრის წერილების“ სახით. საქმე ისაა, რომ სოციალური საკითხის გარდა თუ ჰაინეს თავისი სამშობლოს ეროვნული დაქუცმაცებულობა აწუხებდა, ილიას კარზე მომდგარი ეროვნული კატასტროფის საშიშროება უკოდავდა გულს: „მიგიხვდი ჩემო მოხევევ, რა ნესტარითა ხარ ნაჩხვლეტი“: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ — თქვი შენ და მე გავიგონე, მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე. ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა“*.
როგორც ვხედავთ, ორივე მათგანს „ერის წყლული აჩნიათ წყლულად“ და ორივე მწერალი ეპოქის საცნაურ, უაღრესად მტკივნეულ თემებს დიდი სიღრმით, გარკვეულობითა და მღელვარებით წარმოსახავენ.
ჰაინეს გესლიანი სატირა მიმართულია პრივილეგირებული კლასების
თვითნებობისა და მასების მონური მორჩილების წინააღმდეგ. იგი დასცინოდა ფილისტერულ
გონებაჩლუნგობას და ყოყოჩურ შოვინიზმს. ჰაინე მთელი ცხოვრების მანძილზე სწორედ
გერმანული შოვინიზმის დაუძინებელი მტერი იყო და სასტიკად აკრიტიკებღა ტევტომანობას,
როგორც ადამიანის ღირსების დამამცირებელ მოვლენას. ეს სიძულვილი ტევტომანობისადმი
ჰაინეს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩაესახა, როცა იგი გაეცნო ნაციონალისტურად
განწყობილ სტუდენტთა კავშირებს, ე. წ. „ბურშენშაფტებს“, სადაც გაერთიანებული
ახალგაზრდობის მოჩვენებითი პატრიოტიზმი მხოლოდ ნიღაბი იყო შოვინიზმის დასაფარავად.
ტევტომანის ტიპიური სახე წარმოაჩინა ჰაინემ „მოგზაურობაში ჰარცზე“, როცა აღწერს
გრაიფსვალდელსა და შვეიცარელს შორის გამართულ კამათს. გრაიფსვალდელს, ამ, ჰაინეს
სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნატურალურ სიდიდეში მოცემულ ბრიყვს“, თავი ილია ჭავჭავაძის
„რუსის აფიცერივით“ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებად მიაჩნდა და, თურმე,
ნაციონალურ-გმირულ პოემაზე მუშაობდა, რომელშიც ქებათა-ქებას უმღერდა ჰერმანსა და
მის ბრძოლას რომაელებთან. ჰაინე დასცინის რა გონებაჩლუნგ გრაიფსვალდელს, ირონიით
დასძენს: „მე მას არაერთი სასარგებლო რჩევა მივეცი ამ ეპოსის მოსამზადებლად... რომ
პატრიოტული სინატიფის მომასწავებელი იქნება, თუ იგი ვარიუსსა და მის
თანამემამულეებს გაუვალ სისულელეებს წარმოათქმევინებს“**.
ილია ჭავჭავაძის სატირა მთელი სიმძლავრით მიმართულია ქარაფშუტა „რუსის აფიცერზე“,
რომელსაც ქართველი კაცის ყოფნა პეტერბურგში საოცარ მოვლენად, ხოლო პეტერბურგთან
შედარებით თბილისი „წიტიან“ ქალაქად მიაჩნდა. ისიც გრაიფსვალდელივით მწერლობდა: „მე
მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ, მე დავამტკიცე,
რომ პეტერბურგია მთელის რუსეთის გული“*. მხურვალედ იცავდა რა რუსი და ქართველი ხალხების მჭიდრო
კავშირის იდეას, ილიას მიერ „რუსის აფიცრის“ კრიტიკა იყო თვითმპყრობელობის უხეში
ძალის კრიტიკა. ეს მხატვრული სახე ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში იმ მიზანს
ემსახურება, რომ გამოააშკრაოს მეფის თვითმპყრობელობის შინაგანი სიცარიელე და
დასაბუთება მისცეს ცარიზმის წინააღმდეგ პროგრესულ ძალთა ბრძოლას, როგორც გონიერ
საწყისს. გარდა იმისა, რომ ამ ორ ქმნილებაში იდეათა ერთიანობაა, ორივე მწერალი ერთნაირ
მსოფლმხედველობას ამჟღავნებენ ცალკეულ პასაჟებშიც. ვთქვათ, დღისა და ღამის
შედარებაში, ბროკენის მთისა და მყინვარის ასოციაციურ გააზრებაში
ღამე და დღე თითქოს სიმბოლურად განასახიერებენ ადამიანური
ცხოვრების კეთილსა და ბოროტ საწყისებს. ჰაინე გმობს ბნელ ღამეს თავისი სიზმრებითა
და მოჩვენებებით. გავიხსენოთ გოსლარის სასტუმროში გათეული ღამე, როცა „ბოლოს კარი
გაიღო და ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა განსვენებული დოქტორი საულ აშერი, ცივმა
ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ვერხვის ფოთოლივით ვკანკალებდი და თვალი ვერ
გამესწორებინა მოჩვენებისათვის...“**. ან კიდევ მსგავსი სიტუაცია ბროკენის
სასტუმროში: „ძალიან ცუდად მეძინა. კოშმარული ზმანებები მქონდა. ყურებში მედგა
ფორტეპიანოს პარტია დანტეს „ჯოჯოხეთიდან**. სამაგიეროდ, მზის უაღრესად დიდ
გამანაყოფიერებელ ძალასა გრძნობს ავტორი: „როდესაც ნორტენი დავტოვე, მზე მაღლა იდგა
და ბრწყინავდა, მას ჩემთვის კეთილი სურდა და მაგრად მიხურებდა თავს, რათა მასში
სავსებით მომწიფებულიყო ყველა უმწიფარი აზრი“*. მსგავს ემოციებს იწვევს მკითხველში
ილიას გააზრება დღისა და ღამის შესახებ „მგზავრის წერილებში“. დღისა და ღამის
დაპირისპირება ჰაინეს „მოგზაურობის სურათებში“ მხატვრულ სახეებშია გახსნილი, ილია
კი, თითქოს დასკვნას უკეთებს ჰაინეს მოსაზრებებს, მკაცრი მსჯელობის შემდეგ დასძენს:
„არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით
მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და
ვაივაგლახითა“*.
სიმპტომატურია ისიც, რომ თვით მთა რაღაც ერთნაირ ასოციაციებს აღუძრავს ორივე
მწერალს, რაშიც ნათლად აისახება მათი მსოფლმხედველობრივი მონათესავეობა.
ჰაინე: — „მთასაც (ლაპარაკია ბროკენის მთაზე — ვ. კ.) აქვს რაღაც მშვიდი, გამგები,
მომთმენი, ალბათ იმიტომ, რომ მას საგნების ასე შორს და ასე ნათლად ჭვრეტა შეუძლია
და როდესაც ასეთი მთა ახელს თავის ბუმბერაზულ თვალებს, შესაძლოა იგი უფრო მეტს
ხედავს, ვიდრე ჩვენ, მათზე მცოცავი კაცუნები... მართალია, იგი მოტვლეპილ თავს
ზოგჯერ ნისლის თეთრი ჩაჩით იფარავს, რაც ფილისტერულ იერს აძლევს მას, მაგრამ როგორც
ზოგიერთ დიდ გერმანელს, მასაც ეს წმინდა ირონიით ემართება“**.
ილია: „მყინვარი!... დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი...
ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა,
მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა,
არც მაგისთანა მიუკარებლობა... მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს“**.
როგორც ვხედავთ ჰაინეს „მაღალი მთა“ ირონიულ განდგომილად ესახება, ილიას კი ცივად
და მიუკარებლად და ორივეს „დიდ გერმანელს“ აგონებს იგი.
როგორც ჰაინე გერმანიაში, ისე ილია ჭავჭავაძე საქართველოში მოურიდებლად აღიარებდა
თავისი ერის ნაკლს, მიუთითებდა მის მანკიერ მხარეებზე. ორივეზე ერთნაირად შეიძლება
განვავრცოთ ილიას შემდეგი სიტყვები: „მე ყიზილბაშობა არც მყვარებია და არც მიყვარს,
მე როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს
კარგია მეთქი“**. რაკი ჰაინე გესლიანად დასცინოდა ეკონომიურად და პოლიტიკურად
ჩამორჩენილ გერმანიას, სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი ცუდი მხარეები და კრიტიკის
ქარცეცხლში ატარებდა ყველას, ვინც კი უკან ექაჩებოდა ისედაც სულთმობრძავ მის
სამშობლოს, — ბევრმა მას სამშობლოს მოღალატის „ეტიკეტი მიაკრა“ და მისი ინტერესების
გამცემად შერაცხა. მას ხშირად უხდებოდა ასეთი ადამიანებისაგან თავის დაცვა და
ახსნა-განმარტებების მიცემა, რომ „სხვისი კარგი ქება და საკუთარი ცუდის ძაგება ეს
კიდევ არ ნიშნავს ღალატს“**. სატირული პოემა „გერმანიის წინასიტყვაობაში ჰაინე
წერდა, მიმართავდა რა შავ-წილელ-ყვითელ ლივრში გამოწყობილ გერმანელ ფარისეველ
ლაქიებს, რომლებმაც მას „პატივი დასდეს“ და „სამშობლოს მტრად და ფრანგთა მეგობრის
სახელით მონათლეს“. — „დამშვიდდით! თაყვანსა და პატივსა ვცემ თქვენს ფერებს, როცა
ისინი ამას დაიმსახურებენ, როცა მარტო საზეიმო სათამაშონი აღარ იქნებიან ისინი.
ასწიეთ შავ-წითელ-ყვითელი დროშა გერმანული აზროვნების სიმაღლემდე, აქციეთ იგი
ადამიანობის ემბლემად, მა"შინ ჩემი გულიდან საუკეთესო სისხლს მისთვის გავიღებ.
დამშვიდ(დით! მე ისევე მიყვარს სამშობლო, როგორც თქვენ. ამ სიყვარულის გამო
გავატარე 13 წელი განდევნილებაში და იმავე სიყვარულის გამო ვუბრუნდები კვლავ
უცხოეთს, შეიძლება უკვე სამუდამოდ... _ მე ფრანგების მეგობარი ვარ ისევე, როგორც
ყველა სხვისა, ვინც ჭკუიანი და კარგია“**.
ილიამაც არაერთი საყვედური დაიმსახურა ცრუპატრიოტთაგან. „ჩვენი ერის ჭუჭყს
მოურიდებლად გამოჰფენსო“. უმალ ჰაინეს ზევით მოხმობილი სიტყვები გვახსენდება, როცა
ილია ასეთი ადამიანებისაგან დასაცავად ამბობდა: „საქართველოში თუ სადმე ორს ან სამს
უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ
ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი
იქნება მისი მექონი თუ ანგლიელი“**, ან კიდევ:
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ამ მანკიერის მხილებაში ჰაინესათვის თუ ძირითადი საბრძოლო იარაღი ირონია და სარკაზმებია, არც ილიასათვის არის იგი უცხო. პირიქით, ხშირად იყენებს მას, როგორც ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას. მაგალითად, 1861 წელს ილია „ივერიაში“ წერდა: „სულ გადამავიწყდა, რომ ადამიანს სიტყვა აზრისათვის არა აქვს მინიჭებული, არამედ იმისათვის, რომ დიდმა სთქვას: „მე შენ გიბრძანებ და ხმა უნდა გაიკმინდო“ და პატარამ მიუგო: „მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ენა მუცელში ჩამივარდა ბრძანებისამებრ თქვენისა“**, ან კიდევ, ილიას საუბარი ოჯახზე სტატიაში — „გომართელის ფილოსოფია და ჯორჯაძის ფსიხოლოგია“, აკრიტიკებს რა ავტორი გომართელის მოსაზრებას ოჯახზე, როგორც ადამიანის იდეალურ მისწრაფებათა ბორკილზე, წერს: „ჰხედავ: ამ წყეული ოჯახის ცოდვები სადა სცემს! ხოლო მაგაებს ვიღა სჩივის? ოჯახს რომ მარტო ეგ ავები და ბოროტებანი სჭირვებოდა და სხვა არა-რა, წავიდოდით, დავუჩოქებდით და ყოვლად-მოწყალე გომართელი როგორმე აპატიებდა“**. ამ სახის უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება ი. ჭავჭავაძის პოლემიკური წერილებიდან.
ჰაინესა და ილიას შემოქმედებას შორის ნათესაური კავშირი ჯერ კიდევ ალექსანდრე
ცაგარელმა შენიშნა. 1870 წელს იგი მიუნხენიდან გამოგზავნილ ლიტერატურულ-კრიტიკულ
მიმოხილვაში „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“**, არჩევს რა ილიას რამდენიმე
ნაწარმოებს და მათ შორის „გაზაფხულს“ — წერს: „ეს ლექსი „თავისი მარტივი გამოთქმით
გრძნობითა და ჰაზრის სიღრმით, აგრეთვე რითმის კეთილ ხმოვანებით ნამდვილი
სახალხო-ნაციონალური ლექსის მაგალითია და ამ უმაღლესის თვისებით ეს ლექსი ღირსია
ჰეინეს კალმისა!“. უფრო ქვევით, განიხილავს რა „მუშასა“ და „გუთნის დედას“ —
დასძენს: „ილია დიდად კაცობრიულ, ჰუმანურ საგნებზე წერსო“ და ბაირონის, ჰაინესა და
ილიას შორის დაპირისპირებას გვაძლევს. ეს შემთხვევითი არ იყო. გარდა ჩვენს მიერ
უკვე აღნიშნულისა, ვისაც გულისყურით წაუკითხია ჰაინეს „სიმღერები“ და „შემდეგ ილიას
სამოციანი წლების ლირიკული ლექსები („გახსოვს ტურფავ“, „ხმა გულისა“ და სხვ),
ფორმით, ჟღერადობით, ასახული სახეებითა და განცდით ჰაინეს ბევრ (ლირიკულ ლექსთან
ჰპოვებს ნათესაობას. ჰაინესა და ილიას შორის საგულისხმო პარალელი გაჰყავს გიორგი ჯიბლაძესაც, როცა იგი
ადარებს ილიასა და ნიკოლოზ ბარათაშვი"ის პოეზიას, წერს: „გრძნობიერებითაც ილიას
პოეზია განსხვავდეგა ბარათაშვილის ლექსებისაგან. ეს განსხვავება ილიასი
ბარათაშვილისაგან ისეთია, როგორიც ჰაინესა და ბაირონის პოეზიას შორისი
**. თვით ილიასათვის ჰაინეს ნაწარმოებები მეტად მახლობელი იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ
კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების წერისას იგი ხშირად მიმართავდა ხოლმე მათ. ასე
მაგალითად: იცავდა რა თავისი ბასრი კრიტიკის მეთოდს „პასუხში“ — ილია ჰაინეს
იშველიებდა: „ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი დაარქმევენ, ვისაც... მართალი სიტყვა,
პირდაპირი ნათქვამი არ გაუგია თავის დღეში. აბა წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების
გარჩევა სახელოვან ჰეინესი...“**. ილია გულისხმობს „ლუკას წყლებს“ („მოგზაურობის
სურათებიდან“), რომელშიც ჰაინე ებრძოდა ლექსის კლასიკური ფორმების მოტრფიალე და
ხალხური ფორმების უგულებელმყოფელ პლატენს. ჰაინეს შეხედულებები მისაღები აღმოჩნდა
ილია ჭავჭავაძისათვის, რადგან იგი, როგორც ჰაინე გერმანიაში, ჩვენში ებრძოდა
სიძველით გადაჭარბებულ გატაცებას. როგორც ცნობილია, ილიას „ორიოდე სიტყვა...“ და
„პასუხი“ ჩვენში იქცა ახალი თაობის საბრძოლო ესთეტიკურ პროგრამად. ამავე დროს,
აღნიშულმა ლიტერატურულ კრიტიკულმა წერილმა გამოიწვია ისეთივე მძაფრი ლიტერატურული
სკანდალი საქართველოში, როგორიც უფრო ადრე ჰაინეს „ლუკას წყლებმა“ გერმანიაში.
ილია პირველი იყო ქართველთა შორის, ვინც ჰაინეს ლექსები ქართულად თარგმნა, მაგრამ ვიდრე უშუალოდ თარგმანებს შევეხებოდეთ. ერთ მომენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: ილია ჭავჭავაძის მრავალრიცხოვან მკვლევართა შორის, მიუხედავად უმეტესი მათგანის შესანიშნავი გამოკვლევებისა, თითქმის სრულიად არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, იცოდა თუ არა მან უცხო ენებიდა თუ იცოდა, დაახლოებით რა დონეზე. თუ ფრანგული და ინგლისური ენების ცოდნაზე
დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გაგვაჩნია, მსგავსს ვერ ვიტყვით მის მიერ გერმანული ენის ცოდნასთან დაკავშირებით. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ალექსანდრე კალანდაძის ნაშრომი „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“, სადაც ერთგან შენიშნავს ავტორი: „როგორც ჩანს უნივერსიტეტში სწავლის დროს ილია გერმანულ ენას იმდენად ფლობდა, რომ შეეძლო მხატვრული ნაწარმოები უშუალოდ ორიგინალიდან თარგმნა“**. ამ
მოსაზრების დასასაბუთებლად ვიტყვით შემდეგს: როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძე 1848—51 წლებში სწავლობდა ჰაკეს პანსიონში.
მწერალი დიდი პატივისცემით იგონებს ჰაკეს და წერს: „პანსიონს განაგებდა მხოლოდ ერთი
ჰაკე, ჰაკე გერმანელი იყო. ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა
მაშინდელმა კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავისი შვილების
აღსაზრდელად, ხოლო ნეიტგარტის წასვლის შემდეგაც თბილისში დარჩა“**. ცხადია,
გერმანელი კაცი თავის კერძო პანსიონში გერმანულ ენას ასწავლიდა და მის სიყვარულსაც
ჩაუნერგავდა ბავშვებს. 1852 წელს ილია ჰაკეს პანსიონიდან გიმნაზიაში გადავიდა
სასწავლებლად, ხოლო საცხოვრებლად ისევ ჰაკესთან, ანუ გერმანულ გარემოში დარჩა. თვით
გიმნაზიაში ამ დროს გერმანულ და ფრანგულ ენებს ასწავლიდნენ. ამას იუწყება „Статистические
сведения к Отчету о состоянии Тифлисской первой мужской гимназий“ (1882 .)
გიმნაზიაში ილიამ დაჰყო ხუთი წელი. ე. ი. მთელი რვა წლის მანძილზე იგი ავად თუ
კარგად სწავლობდა გერმანულ ენას და ეს, ვფიქრობთ, საკმარისი უნდა ყოფილიყო
იმისათვის, რომ ისეთი დიდი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, როგორც ილია ჭავჭავაძე იყო,
ამ ენის გარკვეული ცოდნა მიეღო. ილია ჭავჭავაძემ რომ გერმანული ენა იცოდა, ამას ადასტურებს აგრეთვე მისი წიგნების ფონდი. მას ჰქონია ს. ბუგლეს წიგნი "Социальная наука в
современной Германии". მეოთხე გვერდზე სქოლიოში გერმანულ ენაზე მოცემული
ტექსტისათვის ილიას მიუწერია რუსული თარგმანი. აქვეა არტურ ლაისტის მიერ დრეზდენში
გამოცემული წიგნი «Das georgische Volk». აქ მთელ რიგ გვერდებზე, კერძოდ 94-ე,
113-ე, 142-ე, 143-ე და სხვა ილიას გაკეთებული აქვს აღნიშვნები. ისინი ემთხვევიან
ისეთ ადგილებს, სადაც ულოგიკობას, ან შეცდომასა აქვს ადგილი. მაგალითად, 143-ე
გვერდზე აღნიშნულია ადგილი, სადაც წერია: „იალღუზიანი მეთოთხმეტე საუკუნის
ძეგლიაო“, ეს შეცდომაა, რადგან პეტრე ლარაძის აღნიშნული ნაწარმოები მეცხრამეტე
საუკუნის 20-იან წლებს განეკუთვნება. ეს ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ილია
ჭავჭავაძეს აღნიშნული წიგნი წაუკითხავს. ხელნაწერების ინსტიტუტის ილიას ფონდში დაცულია ცნობილი ავსტრიელი ქართველოლოგის
ჰუგო შუხარდტის 1897 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც გერმანულ
ენაზეა დაწერილი. ადრე შუხარდტი ფრანგულ ენაზე სწერდა ხოლმე ილიას წერილებს.
ეტყობა, შემდეგ დარწმუნდა, რომ ილიამ გერმანული ენაც იცოდა და წერილი უკვე გერმანულ
ენაზე გამოუგზავნა. ყოველივე ზემოთქმული უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ილიას შეეძლო ყველა სახის ლიტერატურის კითხვა გერმანულ ენაზე. ამას უთუოდ გვაფიქრებინებს ისიც, რომ ილიას თარგმნილი ჰაინეს ლექსები ორიგინალიდან შესრულებული ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მთარგმნელს საკონტროლო შედარება მაინც უნდა მოეხდინა დედანთან. ამის თქმის საბაბს გვაძლევს ის დაცილებები, რაც რუსულ თარგმანსა და ილიას თარგმანს შორის არსებობს დედანთან მიახლოვების ხარჯზე. რუსულ შესაძლებელ წყაროდ აღებული გვაქვს მიხაილ მიხაილოვის თარგმანები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ი. ჭავჭავაძე თავის თარგმანთა წყაროდ რუსულ მიხაილოვისეულ თარგმანებს იყენებდა და მეორეც, იმიტომ, რომ მაშინდელ თარგმანთა შორის ყველაზე სრულყოფილად სწორედ მიხაილოვის თარგმანები ითვლებოდა. გარდა ამისა, მიხაილოვი ჟურნალ „სოვრემენიკის“ მიერ მთარგმნელობით საქმიანობაში ავტორიტეტად იყო მიჩნეული* და ჩერნიშევსკის ოჯახთანაც ახლო ურთიერთობაში
იმყოფებოდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბევრი ქართველი სამოციანელი და მათ
შორის ილია ჭავჭავაძეც, გარდა იმისა, რომ ჟურნალ „სოვრემენიკის“ ერთგული
მკითხველები იყვნენ, დაახლოებულიც ყოფილან ჩერნიშევკის ოჯახთან, — სრულიად
დასაშვებია, რომ მათ პირადი ნაცნობობაც კი ჰქონდათ მ. მიხაილოვთან. * ჟურნალი „სოვრემენიკი“ 1858 წელს (№ 5, გვ. 63) წერდა: „თარგმნი რა
ჰაინეს, არა მარტო უნდა გესმოდეს, არამედ უნდა გრძნობდე კიდეც მის აზრებს.
ეს აუცილებელია და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა რომელიმე ავტორის
ქმნილების თარგმნისას. მისი აზრები გრძნობების სახით იბადებიან, ხოლო
გრძნობები ისე შეუმჩნევლად გადადიან ფიქრებში, რომ განყენებული, ცივი
ანალიზის საშუალებით ამ გამის გადმოცემა შეუძლებელია. აუცილებელია, რომ
ჰაინეს ლექსებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თვით მთარგმნელიც გაიტაცოს,
მასაც განაცდევინოს იგივე, მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება მისი პოეზიის
კარგად თარგმნა. მიგვაჩნია, რომ მიხაილოვს სწორედ ასეთი გრძნობა გააჩნია და
ამიტომაც დღემდე ყველაზე უკეთ სწორედ მისი თარგმანი გადმოსცემდა
შთაბეჭდილების იმ ძალას, რომელიც მკითხველს ჰაინეს წაკითხვის შემდეგ
მოიცავს“. შედარებისათვის მოვუხმობთ ადგილს ჰაინეს ლექსიდან „როცა შევყურებ შენს თვალებსა“:
ჰაინე:
Wenn ich in dein' Auge sehe, მიხაილოვი: Когда гляжу тебе в глаза, ილია:
როცა შევყურებ მე შენს თვალებსა როგორც ვხედავთ: „Leid und Wehe» მიხაილოვს თარგმნილი აქვს «гроза»-დ
(ჭექა-ქუხილი), მაშინ, როცა ილიას „გმინვა“ და „ტეხა“ ზუსტად შეესატყვისება
ორიგინალს. ორიგინალთან მიახლოების ცდებია მოცემული ილიას მიერ ჰაინეს მეორე ლექსის „ლოყით
მოეპყარ ჩემსა ლოყასა“ თარგმნისას. ლექსის ბოლო ორი სტრიქონი ასე ჰქონდა ილიას
თარგმნილი: გადაგეხვევი რა ორივ ხელით ბოლოსწინა სტრიქონი „გადაგეხვევი რა ორივ ხელით“ ჟურნალ კვალში ასეა დაბეჭდილი „მე
მაგრათ მოვხვევ შენს ტანს რა ხელით“**... ეტყობა ილია ცდილა ორიგინალთან უფრო
მიეახლოებინა თარგნაბი, რადგან ჰაინეს ლექსის აღნიშნული ადგილი ასე ჟღერს: Und wenn dich mein Arm gewaltig umschließt — ილიას სიტყვა „მაგრათ“ შემოუტანია თარგმანში როგორც «geWaltig»-ის შესატყვისი, ხოლო
„მოგხვევ... ხელით“ — «mein Arm. tumschliest“-ის ზუსტი შესატყვისია. საერთოდ, მთელი ლექსი ილიას დედნის აბსოლუტური სიზუსტით უთარგმნია, ორიგინალის
განწყობილებაც მთლიანად შეუნარჩუნებია და, როგორც ალ. კალანდაძე შენიშნავს, „იგი
ორივე ენის სტიქიას ერთდროულად და ერთნაირად განიცდის**. ილიას ჰაინეს მიბაძვით დაუწერია სამი ლექსი: „მეცა მქონია კარგი მამული“, „სიხარული
ჰგავს“ და „ვიხილე სატრფო“. მიბაძვასა და გადმოკეთებას გასულ საუკუნეში ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ჩვენი
მწერლები. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ქართველი სამოციანელი-თერგდალეულები გამოვიდნენ
სამოღვაწეო ასპარეზზე, ნ. ბერძენიშვილი „კავკაზის“ ფურცლებზე წერდა: „მონური
გადმოღება გაუგებარი და უცხო იქნება ქართველი მკითხველისათვის. პირველ ხანებში
ქართული მწერლობის განვითარების უმჯობესი გხა-ესაა გადმოკეთება. საჭიროა უცხოური
ქართულ სინამდვილეს, ქართულ ზნე-ჩვეულებას და სულს შეუფარდოთ და მაშინ მიიღებს
ყოველივე ამას მკითხველი“**. ქართველმა სამოციანელებმა ამ აზრს უფრო კონკრეტული "შინაარსი შესძინეს. აი, რას
წერს ილია ჭავჭავაძე, როცა თარგმანსა და გადმოკეთებას ეხება: პირველ შემთხვევაში
(თარგმანში — ვ. კ.), „სხვისი ცხოვრება ხასიათისა და ზნე-ჩვეულებაში გამოთქმული,
ნაჩვენები უნდა იყოს უტყუარად და შეუცვლელად“. მეორე შემთხვევაში (გადმოკეთებულში —
ვ. კ.) კი, ილიას აზრით, „უცხო ხა
ილიას პირველ მიბაძვასაც („მეცა მქონია კარგი მამული“) ცოტა რამ აქვს საერთო
ორიგინალთან. იგი აუღია ჰაინეს ლექსების ციკლიდან „უცხოეთში“. ჰაინეს ეს ლექსი
(„Ich hatte einst ein schones Vaterland“) მიუხედავად იმისა, რომ მასში ნათლად
ჩანს სამშობლოდან განდევნით გამოწვეული სევდა, არსებითად სატრფიალო ხასიათისაა. იგი
თავისი შინაარსით „უცხოეთის“ ციკლის პირველი და და მეორე ლექსის გაგრძელებაა
(თვითონ ეს ლექსი მესამეა), გამოძახილია შემდეგი სიტყვების:
რრრრრ Die Liebe, die dahinten blieb, (სიყვარული, რომელიც იქ (სამშობლოში — ვ. კ.) დამრჩა, კვლავ იგი მიხმობს ნაზად).
თვითონ საანალიზო ლექსი კი ასე ჟღერს: Ich hatte einst ein schönes Vaterland. (ერთხელ მეც მქონდა კარგი მამული, ასე მაღლა რომ იზრდებოდნენ მუხის ხეები, კდემით
თავს მიკრავდნენ იები. ეს იყო მხოლოდ სიზმარი. გერმანულად მკოცნიდნენ და
გერმანულადვე მეუბნებოდნენ (ვერ წარმოიდგენთ რა კარგად ჟღერდა) სიტყვებს „მე შენ
მიყვარხარ!“, ეს იყო მხოლოდ სიზმარი)*.
ილიამ ღრმად ჩაიხედა ჰაინეს სულში, ამ სიყვარულის იქით სამშობლოს განშორებით
გამოწვეული დიდი სევდა დაინახა, შემდეგ კი თავის სამშობლოს ჭირ-ვარამს მიუსადაგა და
ლექსში ეროვნული ტრაგედიის, ნაციონალური კატასტროფის განწყობილებამ მექმნა მთავარი
პათოსი: მეცა მქონია კარგი მამული!.. თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი, როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძეს თავისი შთაგონების წყაროდ გაუხდია ჰაინეს ლექსის
პირველი სტრიქონი: „Ich hatte einst ein . schönes Vaterland“ — „მეცა მქონია კარგი
მამული“ და რეფრენი — „Das war ein Traum“ — „ეხლა კია ეს მარტო სიზმარი“ და
შეუქმნია ღრმად პატრიოტული ლექსი. ილია ჭავჭავაძეს ლექსის — „სიყვარული ჰგავს“ — მიბაძვის წყაროდ გამოუყენებია ჰაინეს
„ლამენტაციების“ ეპიგრაფის პირველი სტროფი. დიდხანს გაურკვეველი იყო, რომელი ავტორის მიბაძვით დაწერა ილიამ ეს ლექსი. ირაკლი
კენჭოშვილმა სწორად მიაკვლია, რომ იგი „ჰაინეს ლექსის მიბაძვაა“**, ხოლო, რაც
შეეხება იმის მტკიცებას, თითქოს ილიას თავისი ლექსის მიბაძვის წყაროდ მიხაილოვის
თარგმანი გამოეყენებინოს, — ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს: შედარებისათვის მოვუხმობთ ჰაინეს, მიხაილოვის და ილიას ვარიანტებს: ჰაინე: Das Glück ist eine leichte Dirne, Und weilt nicht gern, Sie streicht das Haar
dir von der Stirne Und küsst dich rasch und flattert fort». მიხაილოვი: Радость — резвая гризетка ილია:
სიხარული ჰგავს გზის პირად გაზრდილს, როგორც ჩვენს მიერ მოხმობილი მაგალითებიდან ჩანს, მიხაილოვს მთლიანად გამოტოვებული
აქვს მესამე სტრიქონი — „Sie streicht das Haar dir von der stirne“ „შუბლიდან თმას
გადაგიწევს“ და მოვლენას მეტად ლაკონიურად აღწერს. ორიგინალის მეოთხე სტრიქონი
მიხაილოვს განაწილებული აქვს მესამე და მეოთხე სტრიქონში, რაც მოვლენათა
განვითარების ტემპს საგრძნობლად აჩქარებს. ფორმითაც და ჟღერადობითაც (რიტმით)
მიხაილოვისეული თარგმანი საგრძნობლად განსხავდება ორიგინალისაგან. ილია კი მოვლენის
აღწერის მთლიანად ჰაინესებურ მანერასა და ჟღერადობას (რიტმს) ინარჩუნებს. გარდა
ამისა, ილიას მეოთხე სტრიქონი „მცირე ხანს გატკბობს და მერე ჭკნება“ შეესატყვისება
მიხაილოვისეულ მესამე და მეოთხე სტრიქონს: «Pa3-pyroH ToileMoBa,Ia M TIXAM yx
ybeka.ia» და ორიგინალის შესაბამისად მეოთხე სტრიქონს. ხოლო მესამე სტრიქონი
„რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება“ — მსჯელობის თუ დაყოვნების ფორმა, ზუსტად
შეესატყვისება ჰაინესეულ მესამე სტრიქონს „შუბლიდან თმას გადაგიწევს“ — ასევე
მსჯელობის თუ დაყოვნების ფორმას, რაც მიხაილოვის თარგმანში გამოტოვებულია. ისე, რომ
ილია ჭავჭავაძის ეს მიბაძვა ვერ ჩაითვლება მიხაილოვისეული ვარიანტის მიბაძვად. იგი
პირდაპირ დედნის მიბაძვაა. სანიმუშოდ მოვუხმობთ ორივე ლექსს: Ich hab’ im Traum geweinet, Ich hab’ im Traum geweinet, აქვე მოვუხმობთ ამ ლექსის იოსებ ბაქრაძისეულ თარგმანს, რამდენადაც იგი ზუსტ
სიტყვიერ მიმართებაშია ორიგინალთან: ძილში ვსტიროდი. მე დამესიზმრა ძილში ვსტიროდი. მე დამესიზმრა, ილია: ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ჰღვრიდა,
როგორც ვხედავთ, ცრემლთა ცვენა დიდი წუხილისა და დიდი სიხარულის გამო ჰაინესაც და
ილიასაც სრულიად ერთნაირ პოეტურ ხილვებში აქვთ გადაწყვეტილი.
განახლებისა გრიგალის ქროლვას,
ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი
ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, —
და დაიმსხვრევა იგი ბორკილი
შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,
და ახალს ნერგზედ ახლად შობილი
ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების. („აჩრდილი“)
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არამარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსა ტანჯვის ცრემლსა!
ნუ იქნები უწყინარი სალამური,
უშფოთველი სულის ნაზი იდილია;
მამულისა იყავ დაფი და ნაღარა,
ჰქუხდე, ჭექდე, სისხლი ჩქეფდეს ზღვად და ღვარად,
მეხს ედაროს შეხლის ზარი საამური.*
Не для корысти, не для битв,
Мы рождены для вдохновенья,
Для звуков сладких и молитв.
Der in den Zweigen wohnet» («Wilhelm Meister»)
(ისე ვმღერი, როგორც ჩიტუნა, ხის ტოტებზე რომ ცხოვრობს).
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია“,
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია („ჩემო კალამო“)
So schwindet all' mein Leid und Wehe.
Стихает на сердце гроза;
გმინვა და ტეხა გულის დუმდება.
მოვკვდები ტანჯვით და ნეტარებით*.
Sterb ich von Liebessehnen.
ტი სხვისი ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად ჩვენის ცხოვრების ხატად გარდაიქმნება და
რამდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმდენად ნაშრომი კარგი და მოსაწონი. გადმომკეთებელს
უფრო მეტი საგზალი უნდა, უფრო მეტი ღონე სჭირია, უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე
მთარგმნელსა, გადმომკეთებელს ის ღონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს და ამას გარდა
თვითმოქმედი ძალიც შემოქმედებისა“*.
Sie ruft sich sanft zurück.
Der Eichenbaum
wuchs dort so hoch, die Veilchen nickten sanft -
es war ein Traum.
Das küßte mich auf deutsch und sprach auf deutsch
(man glaubt es kaum,
wie gut es klang) das Wort: "Ich liebe dich" -
es war ein Traum.
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფრენდა ბედი მღიმარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!**
(მსუბუქი ქცევის გოგონას გავს სიხარული, არ უყვარს თმას გადაგიწევს, სწრაფად
გაკოცებს და გაფრინდება).
Посидит на месте редко,
Раз-другой поцеловала
И, гляди, уж убежала!
გავლით მოწყვეტილ სურნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება
მცირე ხანს გატკბობს და მერე ჭკნება.
რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ლექსს — „ვიხილე სატრფო“, იგი დღემდე პოეტის
ორიგინალურ ლექსადაა მიჩნეული*, ჩვენი დაკვირვებით კი იგი არის ჰაინეს ლექსის „Ich
hab' im Traum geweint“ — „ძილში ვსტიროდის“ მიბაძვა. ჰაინეცა და ილიაც აღნიშნულ
ლექსებში ასახავენ ლირიკული გმირის სულიერ მდგომარეობას საყვარელ არსებასთან
განშორებისა და, შემდეგ, კვლავ დაბრუნების დროს. ორივე ავტორს მოვლენა ხილვებში
აქვთ გადმოცემული („მე დამესიზმრა“ — ჰაინე და „ვიხილე სატრფო“ — ილია) სტროფის
ბოლოს ორივე ავტორი იყენებს ერთი და იგივე რეფრენს („Die Träne flop moch von der
Wange herab“ — ჰაინე და „მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა“ — ილია).
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumte, du lägest im Grab.
Ich wachte auf, und die Träne
Floss noch von der Wange herab.
Mir träumt’, du verliessest mich.
Ich wachte auf, und ich weinte
Noch lange bitterlich.
Mir träumte, du wär’st mir noch gut.
Ich wachte auf, und noch immer
Strömt meine Tränenflut.
ვითომ შენ საფლავს იყავ მდებარე,
გამომეღვიძა და თვალებიდან
ვერა შევწყვიტე ცრემლი მდუღარე.
რომ ჩემზედ გული გაგცივებოდა.
გამომეღვიძა და თვალებიდან
დიდხანს მდუღარე ცრემლი მდიოდა.
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!
მოვიდა სხვა დღე, - განქრა მის დარდი,
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა -
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა!