
პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 1; მასალები ილია
ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935,
გვ. 558 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
14, 365-366. პირთა ანოტაციები: ლენცი ემილ ქრისტიანის ძე (1804-1865) რუსი ფიზიკოსი და ელეტროტექნიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და
შემდეგ რექტორი. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126. დათარიღება: დროზე მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) – გენერალი, სენატორი, ილია
ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს
კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 448.
პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში არწრუნის სახელის მხოლოდ ინიციალია. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885) კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის უფროსი. არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი გაზ. „ივერია“, 1886, 20 ივლისი, № 157, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად
(პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ. 257. ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 228. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 553. პირთა ანოტაციები: წმინდა ილია წინასწარმეტყველი - ბიბლიური წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17628; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 109-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 264-265,
511. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
20 ივლისი წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/1. დათარიღება: ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის
დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.
ილია ჭავჭავაძე დგას შუაში. უკან
უდგას მღვდელი გიორგი ასათიანი, მარცხნივ კი - ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
პირთა ანოტაციები: ასათიანი გიორგი (დაახლ. 1840-1931) წინამძღვრიანთკარის დეკანოზი, ავტორი მოგონებისა „ოლივერ უორდროპის სტუმრობა სოფ.
საგურამოში ილია ჭაჭავაძესათან“. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის
ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე აუზთან მდგომს უღებენ ფოტოს მიწვეულ
სტუმრებთან ერთად. წყარო: ალექსანდრე
როინაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/2; გიორგი ლეონიძის
სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 74-i.
დათარიღება: ამ ფოტოს
ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891
წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.
ილია ჭავჭავაძე დგას აუზის მარცხენა მხარეს, აცვია თეთრები და
ახურავს რუხი ფერის მზის ქუდი. მის წინ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარია თეთრებში
ჩაცმული კაცი (სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭყონია), რომელიც ამავე წლის მეორე
ფოტოზეც არის აღბეჭდილი.
გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 201.
საქართველოს ეროვნული არქივი,
დათარიღება:
ფოტო უთარიღოა, მაგრამ მის უკანა მხარეს დაცული მინაწერიდან
ცნობილია, რომ გადაღებულია ილიაობაზე და ილია ჭავჭავაძის მარჯვნივ ზის ივანე
კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანელი. რამდენადაც ეს პიროვნება 1895 წლის 11
მარტს გარდაიცვალა, ფოტო 1895 წლამდე ილიაობის რომელიმე წლის წვეულებაზე
უნდა იყოს გადაღებული. ბუნებრივია, რომ ამ წვეულებაზე მისული ფოტოგრაფი
მხოლოდ ერთ ფოტოს არ გადაიღებდა. ჩვენთვის ცნობილია 1890 და 1893 წლის
ფოტოები. 1890 წლისაზე ილია ჭავჭავაძეს შავი ფერის სამოსი აცვია, 1893 წლისებზე
და ამ ფოტოზე კი - თეთრი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იგი 1893 წლის 20 ივლისს არის
გადაღებული. ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია
ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, 1015/31, 0-42390.
კუვშინოვის ფოტო, ილია ჭავჭავაძე ზის მაგიდასთან, მარჯვნიდან პირველი.
ფრაგმენტი ამ ფოტოდან.
ეკ. გაბაშვილი, „ლიტერატურის მატიანე“, 1940, წ. 1–2, გვ. 101-119. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის –
არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
3-1654; ფ. 2-2633 ფრაგმენტი
ფოტოდან:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5112 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე
ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის,
მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
2-2633; 1654; ფოტო და მისი ფრაგმენტი. პირთა ანოტაციები:
უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. „თავ. ილია ჭავჭავაძის იუბილეი და სრულიად საქართველოს „ცენტრალური დეპო“
ქ. ტფილისში“, გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 260. პირთა ანოტაციები: ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935) პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა
სამასწავლებლო ინსტიტუტში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 71. პირთა ანოტაციები: ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”.
იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს”
ფსევდონიმებით. გაზ. „ივერია“, 1900, 25 ივლისი, № 159, გვ. 1 გაზ. „ივერია“, 1903, 20 ივლისი, № 154, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია
ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ,
2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 578. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
669. დათარიღება: წლის ბოლო ციფრი „4“ ბუნდოვნად ჩანს. პირთა ანოტაციები: კბილაძე მიხეილ პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ფოფხაძე ილია პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მესხი იოსებ პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
1857
20 ივლისი
განცხადება შეაქვს პეტერბურგის
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის – ემილ ლენცის სახელზე
გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და, მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,
იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩარიცხვის
თხოვნით.
წყარო:
1873
20 ივლისი
თავისი ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან იღებს დეპეშას სახელობის დღის
მილოცვით.
წყარო:
1884
20 ივლისი
იღებს რამაზ ანდრონიკაშვილის ბარათს თსს ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნის
ქარვასლის შეძენასთან დაკავშირებით.
წყარო:
1886
20 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ივლისი“ („საფრანგეთი დღესაქამომდე გასტირის
მშვენიერს ელზას-ლოტარენს, რომელიც წაართვა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ომის საფრთხის წინ“.
წყარო:
1888
20 ივლისი
მცხეთელი გლეხობისგან იღებს ანგელოზის დღის მილოცვას. დეპეშაში გამოთქმულია
იმედი: „როგორც შენმა სეხნიამ, წმინდა ილიამ არ დატოვა ხალხი თავისი
უნუგეშოდ და დაუტოვა მას გამაკურნებელი სამოსელი თვისი, ეგრე შენ არ
გაუშვებ უნუგეშოდ დაჩაგრულ ქართველებსა“.
წყარო:
1889 20 ივლისი
იღებს ქიზიყელების მიერ გამოგზავნილ დეპეშას, რომელშიც ხანგრძლივ სიცოცხლეს
უსურვებენ.
წყარო:
1889
20 ივლისიდან - 22 სექტემბრამდე
წერილს იღებს თავისი დის - ელისაბედისგან. იგი მადლობას უხდის ფულის
გაგზავნისთვის და ატყობინებს, რომ აპირებს ლივადიაში ჩასვლას. წუხს, რომ
ილიას სახელობის დღეს ვერ დაესწრო.
წყარო:
1890
ილიაობის აღსანიშნავ წვეულებას მართავს საგურამოში. მიწვეულ სტუმრებთან,
მღვდელ გიორგი ასათიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვებთან ერთად უღებენ
ფოტოს.
20 ივლისი

1893
20 ივლისი
საგურამოში „ილიაობის“ აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს იმ გლეხებთან
ერთად, რომლებიც ულოცავენ სახელობის დღეს.

წყარო:
20 ივლისი
საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე სუფრასთან უღებენ ფოტოს 
წყარო:
1894
20 ივლისი
საგურამოში იხდის სახელობის დღესასწაულს.
წყარო:
1895
20 ივლისი
„ილიაობის“ დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს, რომელზეც
სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს,. 
1896
20 ივლისი
დიდი ზეიმი იმართება საგურამოში მისი სახელობის დღესთან დაკავშირებით.
ქართული ეროვნული ტანსაცმლით მოსილი ორმოცამდე ცხენოსანი ვაჟკაცი
მგზავრულის სიმღერით უახლოვდება და გადასცემს საგანგებოდ დამზადებულ დროშას,
რომელზეც ამოქარგულია მისი სიტყვები პოემიდან „მეფე დიმიტრი თავდადებული“:
„კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას კი გზას
უნათვიდეს“.
წყარო:
20 ივლისი
უღებენ ფოტოს დასთან – ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისასთან, ეპისკოპოს
ალექსანდრე ოქროპირიძესთან, მარჯორი, თომას და ოლივერ უორდროპებთან და სხვა
სტუმრებთან ერთად საგურამოს სახლის კიბეზე. 
20 ივლისი
უღებენ ფოტოს საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე გაშლილ საზეიმო სუფრასთან.
ილია ჭავჭავაძე თეთრ სამოსში ჩაცმული დგას უკანა პლანზე მარჯორი უორდროპის
გვერდით. მარცხნივ უდგანან მარჯორი უორდროპის ძმა – თომასი და მათი მამა.

1897
20 ივლისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „ძველი ეკალის“ ხელმოწერით იბეჭდება მიხეილ
ნასიძის სტატია. ავტორი გამოდის ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ მისი სახელობის
ცენტრალური დეპოს დაარსების ინიციატივით.
წყარო:
1898
20 ივლისი
არტემ ახნაზაროვი უძღვნის ექპრომტს, რომელშიც ზმურად იკითხება სახელი „ილია“
(“მე ვსვამ იმის სადღეგრძელოს, / ვისიც რომ სიტყვა ტკბილია / მოყვრისთვის,
მტერს კი მრავალსა / მოსჭრა სიმწარით კბილია“).
წყარო:
1900
20 ივლისი
მისი სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოდან იღებს მისალოც დეპეშებს.
წყარო:
1903
20 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი
სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ეხლა თვალი გადავავლოთ...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1904
20 ივლისი
მიხეილ კბილაძე, ილია ფოფხაძე და იოსებ მესხი დეპეშით ულოცავენ ანგელოზის
დღეს.
წყარო: