1837
27 ოქტომბერი
ყვარლელ თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძესა
და მის მეუღლეს – მარიამ ქრისტეფორეს ასულ ბებურიშვილს შეეძინათ მესამე
შვილი, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელი – ილია დაარქვეს.
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 443;
ელისაბედ ჭავჭავაძის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 552,
555; საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6,
საქ. 301, ფ. 16; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 162; აპოლონ წულაძის წერილი
მიხეილ გედევანიშვილისადმი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო
მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 8590/49-50.
დათარიღება:
ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღის მეორე სავარაუდო ვერსიის – 20 იანვრის
შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 276-277.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო
სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის
1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის
აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი
მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.
ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს
(ხაჩატურის) ასული (1818-1848)
ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად
გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა,
სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა.
ილია წინასწარმეტყველი (ძვ. წ. IX ს.) ბიბლიური წინასწარმეტყველი.
საეკლესიო ჩანაწერი, საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის
ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16.
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება უცხოელი სტუმრების პატივსაცემად გამართულ
წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა („ნება მიბოძეთ, მეც
სხვათა შორის სალამი მოგართვათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ტექსტი
დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ე. ლ. მარკოვისა და ბარონ დე-ბაის
პატივსაცემად გამართულ ნადიმზე“. წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 27 ოქტომბერი,
№ 230, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 292.
პირთა
ანოტაციები:
მარკოვი ევგენი ლევის ძე (1835-1903) რუსი მწერალი,
ეთნოგრაფი, ავტორი წიგნისა „Очерки кавказа“.
ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ
ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული
არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი
გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ.
მამუკა ჭავჭავაძე
უძღვნის ლექსს:
„Уж сколько лет я приучился, Тебя стихами поздравлять, Но князь Георгий отлучился,
И завещал мне продолжать...“. წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,
ილია ჭავჭავაძის არქივი № 72. პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე მამუკა (მაკარ)
რამაზის (რომანის) ძე (1836-1916) მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ იყო
სამოქალაქო მრჩეველი და საბაჟოს მოხელე.
1899
27 ოქტომბერი
1903
27 ოქტომბერი