The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1880
1880

1880    
     

1880 1 იანვარი

გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს შინაურ მიმოხილვას, სათაურით „ვისს ნათესსა ვმკით?“. იქვე მისი და სერგეი მესხის ხელმოწერით იბეჭდება განცხადება გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „ივერიის“ ერთობლივი გამოცემის შესახებ და აკაკი წერეთლის საახალწლო ლექსი „მესტვირული“, რომელშიც ერთი სტროფი ილიას ეძღვნება: „აწ ახლებზედ გადავიდეთ, ვახსენოთ ჩვენი ილია...“  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 167, გვ. 1; გაზ. „დროება“, 1880, № 1, იანვარი, გვ. 2 .

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

     

1880 1 იანვარი

სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების 1879 წლის ანგარიშს.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 28, ფ. 9.
     

1880 6 იანვარი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „რა გავაკეთეთ ბათუმში?“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 6 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 18.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 629- 630.
     

1880 8 იანვარი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „არყის ბაჟი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 8 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 22.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 631
     

1880 9 იანვარი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „ჩვენი ხელოსნობა და ხელოსნები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 9 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 26.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 631.
     

1880 10 იანვარი

იღებს ალექსანდრე ბერიძის წერილს, რომელშიც სთავაზობს თავის გრავიურებს ჟურნალ „ივერიისათვის“.  

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 9 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 26.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 631.
     

1880 10 იანვარი

ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას გრიგოლ ორბელიანთან, რაფილ ერისთავთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და სხვებთან ერთად.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 0-31916.

დოკუმენტი:

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფერწერული ტილო, რომელზეც ასახულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი სხდომა. ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე. მის ირგვლივ სხედან: გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვები

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1880 12 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „თეატრის მატიანე“ („უწინ, როდესაც ჩვენი ქართული წარმოდგენები...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 12 იანვარი, № 8, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 30.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 632-33.
     

1880 13 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს წერილისა „თეატრის მატიანე“ („ვიდრე მივყვებით ამ სათაურში მოხსენებულ წარმოდგენების გარჩევას...“). აქვე უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მეთაურს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარს“ („ჩვენი ქვეყანა, სხვაზედ თუ არ მეტი...“), რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა სათაურით „ჩვენი ეკონომიკა“.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 13 იანვარი, № 9, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 32, 40.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 632-634.
     

1880 16 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ერთს პატარა შემთხვევაზე“ („დღევანდელ ნომრის ახალ ამბებში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 16 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 38.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 633.
     

1880 18 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზ<ე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მეთაურ წერილს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარს“ („როგორც კერძო კაცს, ისე მთელ სახელმწიფოსაც...“). თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თვითმმართველობის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის“.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 18 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 43.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 634.
     

1880 18 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „თეატრის მატიანე“ („თეატრის ავკარგიანობა და ბედ-იღბალი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 18 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 46.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 634-635.
     

1880 19 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ასათიანის მოკვლაზედ. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 19 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 49.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 635.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია მიხეილ იოსების ძე ასათიანზე, რომლის მკვლელობაშიც ბრალი ედებოდა დავით ესტატეს ძე ღვინიაშვილს.

     

1880 20 იანვარი

მას, როგორც როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დროებით ხაზინადარს, გამგეობა სთხოვს, რომ გადაიხადოს შეკვეთილი მერხების საფასური.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 37.
     

1880 20 იანვარი

მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 22 იანვარი, № 16, გვ. 2-3.
     

1880 20 იანვარი

გაზეთ „დროებაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი,  18 იანვარს“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ“.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 15, 20 იანვარი, გვ. 1 .

ატრიბუცია:

თსკ, ტ. 5, 1927, გვ. 276.
     

1880 23 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „კავკასიის უნივერისტეტი“ („თვითმმართებლობის წარმომადგენელ პირმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 23 იანვარი, № 17, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 52.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 636.
     

1880 24 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს წერილისა „კავკასიის უნივერისტეტი“ („შემცდარი აზრია, უბრალო შიშია...“).

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 55.
     

1880 25 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ვისთვის არის ეს საჭირო?“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 25 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 57.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637.
     

1880 26 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („ჩვენი საზოგადოება მესხის ბენეფისსაც...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 26 იანვარი, № 20, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 61.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637-638.
     

1880 29 იანვარი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ფიქრი და შენიშვნა“(„დროების“ 12 ნომერში დაბეჭდილი იყო...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 იანვარი, № 22, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 66.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637-638; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 89-95.
     

1880 იანვარი

ჟურნალ „ივერიაში“ ბეჭდავს ფრანგი მწერლის, ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ ბოლო, მესამე ნაწილს.

 

 

წყარო:

ჟურნ. „ივერია, 1880, № 1, გვ. 6-91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 692-693.

პირთა ანოტაციები:

კლარეტი (კლარტი) ჟიულ (1840-1913)

ფრანგი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, თეატრ „კომედი ფრანსეზის“ დირექტორი 1885-1913 წლებში.

1880 1 თებერვალი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს მიღებულ დადგენილებებს, რომელთა საფუძველზეც სოფელ თონეთის მცხოვრებთა თხოვნა სკოლის გახსნის თაობაზე დასამტკიცებლად ეგზავნება გუბერნატორს; საზოგადოების წევრებს – გიორგი წერეთელსა და იონა მეუნარგიას ევალებათ ასლების გადამღებ აპარატ ჰექტოგრაფის ფასების გარკვევა და მმართველობისთვის მოხსენება.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 30, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი № 18.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

     

1880 2 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („არ ვიცი, ღვთის წინაშე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 2 თებერვალი, № 26, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 70.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 639.
     

1880 3 თებერვლის შემდეგ

ეგნატე ინგოროყვასგან (ნინოშვილი) იღებს 3 თებერვლით დათარიღებულ წერილობით ანგარიშს სოფელ ჩოჩხათის სახალხო სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. წერილში აღნუსხულია მოსწავლეთა რაოდენობა, მოცემულია სახელმძღვანელოების ჩამონათვალი, რომლებსაც იყენებენ და სასკოლო ინვენტარის სია, რომლებიც ესაჭიროებათ.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 8. გვ. 96-97.

პირთა ანოტაციები:

ინგოროყვა ეგნატე თომას ძე (1859-1894)

მწერალი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ნინოშვილი“.

     

1880 4 თებერვლამდე

უბის წიგნაკში იწერს, რა ადგილას რა ღვინო და რამდენი აქვს შენახული, სავარაუდოდ, საუბარია მის ყვარლის მარანზე, რადგან ნახსენებია წოურის და ტურაულის ღვინოები.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 2, ფ. 1 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველივე მომდევნო თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
     

1880 4 თებერვლამდე

უბის წიგნაკში იწერს, რომ 4 თებერვალს უნდა დააბრონოს ნასესხები ფული.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 4.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველივე მომდევნო თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
     

1880 4 თებერვლამდე

უბის წიგნაკში იწერს, რაში რა გადაიხადა, ვისი რა მართებს და ვის რამდენი აქვს მისთვის მისცემი.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 1 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ იმ ჩანაწერების დროის მიხედვით, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს
     

1880 4 თებერვლამდე

უბის წიგნაკში იწერს ყასბის სახელს, რომელმაც ხარები უნდა უყიდოს.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 1 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ იმ ჩანაწერების დროის მიხედვით, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს.
     

1880 4 თებერვალი

გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“), პირველი ნაწილი.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.
     

1880 6 თებერვალი

გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“), მეორე ნაწილი („წინადვე უნდა ბოდიში მოვიხადო...“).

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 30, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.
     

1880 4 თებერვლის შემდეგ

უბის წიგნაკში იწერს ოთახების მიხედვით მატერიის ზომებს, სავარაუდოდ, საფარდედ ან კედლებზე გასაკრავად.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 2 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
     

1880 4 თებერვლის შემდეგ

უბის წიგნაკში იწერს თანხებს, რაში რა გადაიხადა და ვისგან რამდენი მიიღო.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 3 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
     

1880 4 თებერვლიდან

უბის წიგნაკში იწერს თანხას – 7068 მანეთს და ვადას – „17 სექტემბრამდე “. ჩანაწერის მიხედვით, ეს ინფორმაცია უნდა უკავშირდებოდეს გაზეთ „დროებას“.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 5.

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
     

1880 14 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 13 თებერვალს“ („ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკსა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში, სათაურით „ქუთაისის ბანკის უფლებამოსილების გაფართოება“.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 14 თებერვალი, № 35, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 74.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 639-640.
     

1880 15 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პირველი შკოლა ბათუმში“ („დღევანდელს „დროებაში“ მკითხველი ნახავს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 თებერვალი, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 77.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 640-641.
     

1880 16 თებერვალი

ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას და სვამს საკითხს ბათუმში სკოლის გახსნის საჭიროების შესახებ.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 თებერვალი, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 77.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 640-641.
     

1880 16 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „კორრესპონდენტი და საზოგადოება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 16 თებერვალი, № 37, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 80.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 641-642. ^1252 წ
     

1880 17 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალს“ („ჩვენ ამას წინათ ავღნიშნეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის ხელსაყრელი პირობები“.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 17 თებერვალი, № 38, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 84.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 642-643
     

1880 19 თებერვალი

გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“) მესამე ნაწილი („იმ აზრის „უფრო გარკვევით“ გამოსათქმელად...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 39, გვ. 1.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ^1254 წ
     

1880 21 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საფუძველი კავკასიის უნივერსიტეტისა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 21 თებერვალი, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 88.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე.
     

1880 21 თებერვალი

მონაწილეობს დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული სათეატრო ამხანაგობის კრებაში. იხილავენ დიმიტრი ყიფიანის წინადადებებს: დეკლამაციისა და დიქციის კლასების გაუქმების, გიორგი წერეთლის პიესისთვის „ოჯახის ასული“ ჯილდოს მინიჭებისა და ამხანაგობის წევრად მიხეილ ბებუთაშვილის მიღების შესახებ. შემოთავაზებულ წინადადებებს მხარს უჭერს კრების მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც ხდება დიმიტრი ყიფიანის განაწყენებისა და ამხანაგობიდან გასვლის მიზეზი.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845)

თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი

     

1880 22 თებერვალი

გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“) ბოლო, მეოთხე ნაწილი („უფ. ნიკოლაძის შვილდ-ისარი მიმართლია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 201
     

1880 24 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზედ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 თებერვალი, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 90.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 643-644.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1880 26 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი შენიშვნა „ტფილისის მოამბეს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრულიკრებული ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 92.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 644.
     

1880 26 თებერვალი

სათეატრო ამხანაგობიდან დიმიტრი ყიფიანის გასვლასთან დაკავშირებით გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ, ამხანაგობის სხვა წევრებთან: ნიკოლოზ ავალიშვილთან, დავით ერისთავთან, ივანე მაჩაბელთან, დავით სარაჯიშვილთან, გიორგი თუმანიშვილთან და იოსებ ბაქრაძესთან ერთად, გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს წერილს რედაქციისადმი („ბატონო რედაქტორო!“). მასში ნათქვამია, რომ ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ამხანაგობიდან თავის გასვლას წერილობით არ დაადასტურებს, საზოგადოებამ ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844-1929)

ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ცისკარსა“ და „ივერიაში“, იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი და ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911)

მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

ბაქრაძე იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე (1850-1904)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: დროება“, „ივერია“, „მოამბე“ და „კვალი“.

     

1880 27 თებერვალი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს დიმიტრი ყიფიანის მიერ ბანკისთვის მომგებიანი ბილეთების მიყიდვის პირობების შესახებ დადგენილებას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 40, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი № 22.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

     

1880 28 თებერვალი

გაზეთებში იბეჭდება ქართველი მსახიობების: კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, აქვსენტი ცაგარელის, კოტე ყიფიანისა და სხვათა განცხადება („წერილი რედაქტორთან“), რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობის მიერ ქართული დრამატული საზოგადოების წესდების დამტკიცებამდე თეატრალური დასის ხელმძღვანელობა მიენდოს ახლადარჩეულ პირებს: ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლუარსაბ მაღალაშვილს, მიხეილ ბებუთაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ისაია ფითუაშვილს, სერგეი მესხს და რაფიელ ერისთავს.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 45; გაზ. «Тифлисский вестник», № 57.

პირთა ანოტაციები:

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843)

საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845)

თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ფითუაშვილი (ფითოევი) ისაია იაგორის ძე (1844-1904)

მეცენატი, ანტეპრენიორი, კერძო თეატრის მფლობელი, საარტისტო საზოგადოების დამაარსებელი და მისთვის იმ შენობის ამგები, რომელშიც დღეს რუსთაველის სახელობის თეატრია.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

     

1880 29 თებერვლამდე

რუსულ გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია ქართულ სათეატრო ამხანაგობასა და დრამატულ დასს შორის მომხდარი უთანხმოების შესახებ და გაზეთი „დროება“ მოხსენიებულია, როგორც ილია ჭავჭავაძისა და მისი პარტიის იარაღი.

 

წყარო:

გაზ. «Обзор», № 431, 432, 433, 434; გაზ. «Тифлисский вестник», № 56, 57
     

1880 29 თებერვალი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კიდევ „ტფილისის მოამბეს“. წერილში გაკრიტიკებულია გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“, „ობზორი“ და მისი რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 თებერვალი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 95.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 644-646.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე

     

1880 29 თებერვალი

გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული მისი წერილის გამო ნიკო ნიკოლაძე წერს პასუხს „ბეჭდვითი მეყალბენი“ და ილია ჭავჭავაძეს დუელში იწვევს. დუელის დღედ ინიშნება 1 მარტი. ნიკო ნიკოლაძე სეკუნდანტებად ასახელებს ნიკოლოზ სიმბორსკის და დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძე – იოსებ შალიკაშვილსა და ნიკოლოზ ერისთავს.

 

 

წყარო:

გრ. ყიფშიძე, ი. ჭავჭავაძე. ტ. 1, 1914, გვ. XLI.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

სიმბორსკი ნიკოლოზ ვასილის ძე (1849-1881)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი.

გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926 )- მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.

შალიკაშვილი იოსებ ივანეს ძე (1847-1903)

ილია ჭავჭავაძის ნათესავის – დარია ნოშრევანის ასულ ჭავჭავაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდის – ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიას ქალიშვილის – ნინო დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას მეუღლე. სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

     

1880 1 მარტი

გაზეთი „ობზორი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის მოწინავეს „ბეჭდვითი მეყალბენი“, რომელიც მიმართულია ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების – „დროება“-„ივერიის“ თანამშრომლების წინააღმდეგ.

 

წყარო:

გაზ. «Обзор», № 435.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1880 1 მარტი

დუელი ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის არ შედგება.

 

წყარო:

გრ. ყიფშიძე, ი. ჭავჭავაძე. ტ. 1, 1914, გვ. XLI.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1880 3 მარტი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს დიმიტრი ყიფიანის მიერ ბანკისთვის მომგებიანი ბილეთების მიყიდვის პირობების შეცვლის დადგენილებას. ოქმზე არის დიმიტრი ყიფიანის მინაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ეს ცვლილება გაიზიარა.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 41-44, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი № 23.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

     

1880 4 მარტი

ხდება ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის ოფიციალური შერიგება და ფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც ნიკოლაძემ უკან წაიღო თავისი სიტყვები ილიაზე, რომლებიც „ობზორში“ გამოაქვეყნა, ილიამ კი განაცხადა, რომ არ ამართლებს „დროების“ მოწინავე სტატიების ტონს ნიკოლაძესთან მიმართებით. რამდენადაც ეს წერილები ხელმოუწერლად იყო გამოქვეყნებული და ნიკოლაძე პასუხს ავტორს ვერ მოსთხოვდა, შეთანხმდნენ, რომ შემდგომში ხელმოუწერელ სტატიებზე პასუხს აგებდა რედაქტორი, ნიკოლაძე კი აღარ შეეხებოდა ილია ჭავჭავაძის პირადობას “ობზორში“ ოქმს ხელს აწერენ ნდობით აღჭურვილი პირები: ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ შალიკაშვილი, დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, დოკუმენტი № 4, შერიგების ოქმი; გაზ. «Обзор», 1880, 1 მარტი, № 435.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1880 6 მარტი

გაზეთი „დროება“ აქვეყნებს მოწინავეს („ტრუპპა და კომიტეტი“) ქართულ დრამატულ დასსა და თეატრალურ კომიტეტს შორის წარმოშობილ უთანხმოებათა მიზეზებზე.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 50, გვ. 1-2.
     

1880 8 მარტი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ტიმოთე კონსტანტინოვს ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად სთავაზობენ ექვსთვიან დაფინანსებას გორის სამოსწავლო სემინარიაში, იმ პირობით, რომ მისი დამთავრების შემდეგ ექვსი წელი იმუშავებს ქშწ-კგ საზოგადოების სკოლაში; გამოყოფენ დახმარებას კავთისხევის სკოლის მშენებლობისთვის, მაგრამ კატეგორიულად ითხოვენ, რომ დაწყებით კლასებში სწავლა ქართულ ენაზე იყოს. აკმაყოფილებენ ნიგოითისა და ლანჩხუთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნას წიგნებისა და სასკოლო ნივთების მიწოდებაზე. მიხეილ ყიფიანის მიერ წარმოდგენილ არითმეტიკის სახელმძღვანელოს სახალხო სკლებისთვის განსახილველად გადასცემენ თედო ჟორდანიასა და ივანე გამყრელიძეს. სტამბას უნაზღაურებენ მეჯლისისთვის დაბეჭდილი აფიშებისა და ბილეთების ხარჯებს. მსჯელობენ კომერციულ ბანკში შეტანილი თანხიდან სარგებლის მიღების შესახებ და ისმენენ ილია ჭავჭავაძის ინფორმაციას საზოგადოების მიერ დაგირავებული მომგებიანი ბილეთების გამოხსნის საჭიროებაზე.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 43–44.

პირთა ანოტაციები:

კონსტანტინოვი ტიმოთი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

ყიფიანი მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე (!1846-1916)

რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური, პედაგოგი. წერდა ფსევდონიმებით: „იორდანე ტუსაღი“, „ტუსაღი“, „ზემო ქართლელი“, „ტ“-ი და სხვ.

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.

გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე (1856-1939)

ფიზიკა-მათემატიკოსი, პედაგოგი, ასწავლიდა თბილისის გიმნაზიებსა და სასულიერო სემინარიაში. 1905- 1911 წლებში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი. 1915 წელს დააარსა „საშუალო კულტურულ–ტექნიკური სასწავლებელი”.

     

1880 18 მარტი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნარკვევს „ხიზნების საქმე საიდამ უნდა დაწყობილიყო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880 , № 60, გვ. 1-2
     

1880 23 მარტი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნარკვევს „ხიზნების საქმის თაობაზედ“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880 , № 65, გვ. 1. ^1273 წ
     

1880 5 აპრილი

მისი და სერგეი მესხის რედაქტორობით გამოდის საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც გრძელდება ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

 

წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1880, № 1, გვ. 275-314; გაზ. „დროება“, 1880, 4 აპრილი, № 74.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია გაზეთ „დროების“ 4 აპრილის ნომერში.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ბუვიე ალექსის (1836-1892)

ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი.

     

1880 5 აპრილი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკმაყოფილებენ იაკობ გოგებაშვილის წინადადებას ბანქოს სათამაშო სახლებში ქშწ-კგ საზოგადოების შეწირულობათა ყუთების დადგმის თაობაზე. წყდება საზოგადოების წიგნთსაცავის კანცელარიაში მოწყობა და მისთვის კარადების შეკვეთა. იღებენ დადგენილებას, რომ წიგნებისა და ხელნაწერების შეგროვების მიზნით ქართველ ინტელიგენციასთან აწარმოონ მიმოწერა, წინა წლის ანგარიშის სამუშაო ვერსია დაეგზავნოს საზოგადოების ყველა წევრს და საბოლოოდ შეჯერდეს მათი შენიშვნების გათვალისწინებით. იხილავენ ქუთაისის სკოლის ანგარიშსა და ხარჯთაღრიცხვას ქუთაისის ბანკის ყრილობისთვის წარსადგენად.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 48.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     

1880 5 აპრილის შემდეგ

წერილობით თხოვნას უგზავნის ქშწ-კგ საზოგადოების წიგნთსაცავის გამგეს, რომ დროებით ათხოვს „ივერიის“ ის ნომრები, როლებშიც მისი ნარკვევი „ცხოვრება და კანონია“ დაბეჭდილი.

 

  1275

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 469; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 104; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89, 402-403.

დათარიღება:

წიგნთსაცავი დაარსდა 1880 წლის 5 აპრილს. ^1276

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 8 აპრ
     

1880 6 აპრილი

ესწრება მოსწავლეთა ლიტერატურულ საღამოს კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც სხვა პოეტების ლექსებთან ერთად, მოსწავლეები კითხულობენ მის „ელეგიას“.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 8 აპრ. № 76.

1880 8 აპრილი

გაზეთი „ობზორი“ ბეჭდავს შენიშვნებს ხიზნების შესახებ გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2
     

1880 9 აპრილი

გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილი აქვეყნებს გამოხმაურებას ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძის წერილების საპასუხოდ წინა დღეს „ობზორში“ დაბეჭდილი შენიშვნების გამო.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, „ახალი ამბები“, 1880, 8 აპრ. № 77.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1880 15 აპრილი

გაზეთი „ობზორი“ ბეჭდავს პასუხს ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძესთან გამართული პოლემიკის შესახებ პეტრე უმიკაშვილის შენიშვნების გამო.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია

     

1880 16 აპრილი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძისა და „ობზორის“ პოლემიკის შესახებ პეტრე უმიკაშვილის კიდევ ერთი გამოხმაურება, სათაურით „თან-და-თან უფრო ვრწმუნდებით“. მასში გაკრიტიკებულია გაზეთი „ობზორი“, რომელსაც ყველაფერი პიროვნულ დაპირისპირებამდე დაჰყავს.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1880 25 აპრილი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კალიის გამოსვლა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 25 აპრილი, № 86, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 99.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 646-647.
     

1880 26 აპრილი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს ნარკვევისა „ხიზნების საქმის გამო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880 , № 87, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 582
     

1880 26 აპრილი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სააზნაურო სკოლის ანგარიშს, იწონებენ იონა მეუნარგიას წინადადებას ქუთაისის სააზნაურო ბანკისთვის შემწეობის თხოვნის თაობაზე და მსჯელობენ სკოლისთვის შენობის დაქირავების საკითხზე.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 50.

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი

     

1880 27 აპრილი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მთქმელს გამგონი ეჭირება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 27 აპრილი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 102.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 647.
     

1880 29 აპრილი

გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრულს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880 , № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 586.
     

1880 2 მაისი

მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელიც განიხილავს 1879 წლის ანგარიშს.

 

წყარო:

გაზ. «Обзор», № 489.
     

1880 2 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ტუსაღებისათვის“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 27 მაისი, № 92, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 105.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 648
     

1880 3 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საზოგადო ჭირს საზოგადო შველა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 3 მაისი, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 108.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 648
     

1880 3 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 3 მაისი, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 108.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 648
     

1880 8 მაისის შემდეგ

ქართულ თეატრალურ დასში იწვევს მსახიობ ესტატე იოსელიანს.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 3 მაისი, № 93, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 111.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 649.
     

1880 10 მაისი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდებას. გაგზავნილი წიგნების მიღებაზე წერილობით დადასტურებას იღებენ სოფლების: ძიმითი, ვანი, ბახვი, სადმელი და კორცხელი მასწავლებლებისგან. წყდება კასპის სკოლისთვის მერხების, ხოლო ნაესაკოვოსთვის სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სასწავლო ნივთების გაგზავნის საკითხი. იღებენ დადგენილებას, რომ მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრისა და სოფლის კრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემწეობა აღმოუჩინონ სენაკელ მასწავლებელს სოფელ ოფშკვითში სკოლის გასახსნელად. არ კმაყოფილდება კონსტანტინე ყიფიანის თხოვნა ასტრონომიული სურათებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან მოცემულ ეტაპზე ეს არ არის საზოგადოების პრიორიტეტი. თანხმდებიან, რომ სტიპენდიები პირველ რიგში გაიცეს დამამთავრებელი კურსების სტუდენტებზე. საზოგადოების მდივანს ავალებენ ამ სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის საჭირო მასწავლებელთა რაოდენობის გარკვევას.

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი 665; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 393; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89, 403

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

იოსელიანი ესტატე [ვახტანგის ძე]

იმერელი აზნაური, ქუთაისის მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი1879 წელს.

     

1880 12 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მართალია, უნაკლო არ ყოფილა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 12 მაისი, № 99, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 114.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 649.
     

1880 12 მაისი

პეტერბურგიდან იღებს დიმიტრი ყიფიანის წერილს ქშწ-კგ საზოგადოების წევრებად მისაღები კანდიდატების შესახებ.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N43, ფ. 7.
     

1880 13 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მაჰმადიან ქართველთა ბედი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 89.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია კირილე ლორთქიფანიძისთვის 8 მაისს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

იოსელიანი ესტატე [ვახტანგის ძე]

იმერელი აზნაური, ქუთაისის მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი1879 წელს

     

1880 17 მაისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „ქართული თეატრის მატიანე“ („13-ს მაისს იყო მ. მ. საფაროვის ბენეფისი...). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 17 მაისი, № 104, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 119.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 627, 650-651, 679-680.

პირთა ანოტაციები:

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი

     

1880 19 მაისი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება საზოგადოების პირველი წლის მუშაობის ანგარიში და იგეგმება მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა. ზაქარია ჭიჭინაძის მიერ წარმოდგენილი ხელნაწერი წიგნების სია გადასამოწმებლად და ფასზე მოსალაპარაკებლად გადაეცემათ ივანე მაჩაბელს, იონა მეუნარგიასა და გიორგი თუმანიშვილს. კმაყოფილდება დავით ერისთავის თხოვნა საზოგადოების წევრობიდან მისი დათხოვნის შესახებ.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 58.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     

1880 მაისი

ს ბოლო გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და ალექსის ბუვიეს „იზას“ მისეული თარგმანის გაგრძელება.

 

წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1880, № 2, გვ. 149, 315-384.

პირთა ანოტაციები:

ბუვიე ალექსის (1836-1892)

ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი.

     

1880 1 ივნისი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც კითხულობს საზოგადოების პირველი წლის მუშაობის ანგარიშს.

 

წყარო:

გაზ. „დროება“,№ 111, გვ. 2-3; № 113, გვ. 3-4; № 114, გვ. 3; № 122, გვ. 3-4; გაზ. «Обзор», № 519, 520.
     

1880 4 ივნისი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ პირველი სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის აუცილებლობაზე, იღებენ დადგენილებას შესასწავლი საგნების, მასწავლებლების მიზიდვის, ინფორმაციის გავრცელების, ხელფასებისა და სხვა ხარჯების შესახებ. ნიკო ცხვედაძეს ავალებენ იმ ნივთების სიის შედგენას, რომელთა საცავი და მარაგიც სჭირდება საზოგადოებას. საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის თხოვნის საფუძველზე, ყოველთვიური დახმარება ეძლევა მელქისედეკ ნაკაშიძეს, რომელიც მსურველებს უფასოდ ასწავლის ქართულ გალობას.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 81.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნაკაშიძე მელქისედეკ გიორგის ძე (1858-1934)

მგალობელი, ლოტბარი, მედავითნე. მოღვაწეობდა ათონის მთაზე, სიონის, ანჩისხატისა და ქაშვეთის ტაძრებში, ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში, მონაწილეობდა ქართული გალობის ნოტებზე გადატანაში.

     

1880 10 ივნისი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას. განიხილავენ ნიკო ცხვედაძის მიერ წარდგენილ შესასყიდი წიგნების სიას. უარყოფითად წყდება გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილი საღმრთო ისტორიის დაბეჭდვის საკითხი, რადგან ეს წიგნი სოფლის სკოლებში სასწავლად არ გამოდგება. დადებითად წყდება ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შეთავაზებული წიგნების შესყიდვის საკითხი. ბათუმში წასასვლელად და სკოლების მდგომარეობის შესასწავლად სამივლინებო თანხა ეძლევა ნიკო ცხვედაძეს.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 88.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

     

1880 27 მაისი -12 ივნისი

გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების საანგარიშო მოხსენება.

 

წყარო:

„საქართველოში ქშწ-კგ საზოგადოების საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდამ 1880 წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“, № 111, გვ. 2-3, № 113, გვ. 3-4, № 114, გვ. 3, № 122, გვ. 3-4.
     

1880 17 ივნისი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სერგეი მესხის წერილი „როგორც ზოგიერთ ავადმყოფს“, რომელშიც საუბარია ნიკო ნიკოლაძის გამოლაშქრებაზე ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 126, გვ. 1,2.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1880 20 ივნისამდე

ქართული დრამატული დასი მისი რეჟისორობით ამზადებს ახალ პიესას.

 

წყარო:

ვ. აბაშიძე, „დროება“, 1880, 20 ივნისი, № 129, გვ. 2-3
     

1880 20 ივნისი

ვასო აბაშიძე, ილია ჭავჭავაძისა და თეატრალური ამხანაგობის მიმართ პროტესტის ნიშნად, არ მიდის სპექტაკლზე და წარმოდგენა არ შედგება.

 

 

წყარო:

ვ. აბაშიძე, „დროება“, 1880, 20 ივნისი, № 129, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

     

1880 22 ივნისი

იშლება ქართული თეატრალური ამხანაგობა.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 21 ივნ., № 130, გვ. 3.
     

1880 23 ივნისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სასამართლოები ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 27 ივნისი, № 135, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 128.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 652
     

1880 27 ივნისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართული ენა სასამართლოებში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 28 ივნისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653
     

1880 28 ივნისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ერთი კვირა უცხოეთში“ („ვგონებ უცხო სახელმწიფოთა შორის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 5 ივლისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 134.
     

1880 5 ივლისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ერთი კვირა უცხოეთში“ („როდესაც ამ ოთხასის წლის წინათ...“).

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 10 ივლისი, № 146, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 138.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653-654
     

1880 10 ივლისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „პირველი შკოლა ბათუმში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 142.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 654
     

1880 18 ივლისი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სასამართლო და ადგილობრივი ენები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. 1880 27 ივლისამდე საგურამოში იღებს კოტე ყიფიანის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ 15 აგვისტოსათვის ქართული დასის ყველა წევრი ადგილზე უნდა იყოს.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17563.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

     

1880 27 ივლისი

საგურამოდან თბილისში საპასუხო წერილს უგზავნის კოტე ყიფიანს. სთხოვს თეატრალურ დასში მისაწვევად მსახიობების შერჩევაში დახმარებას და ეპატიჟება საგურამოში ამ საკითხების განსახილველად.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17563; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 60-61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 88; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89-90, 403-404.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს

     

1880 3 აგვისტომდე

 საგურამოშია.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89-90, 403-404.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 27 ივლისს კოტე ყიფიანისთვის გაგზავნილ წერილში.
     

1880 6 აგვისტო

გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის გუბერნატორის განცხადება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 6 აგვისტო, № 165, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 145.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 655
     

1880 8 აგვისტო

მდე ის და მისი ნათესავი იოსებ შალიკაშვილი ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცემენ ხელნაწერ წიგნებს: „ვისრამიანს“, „ქილილა და დამანას“, „სიბრძნე სიცრუისა“ და სხვ.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 8 აგვისტო, № 166, გვ. 3.

დათარიღება:

გაზეთ „დროებაში“ ეს ინფორმაცია დაიბეჭდა 8 აგვისტოს.

პირთა ანოტაციები:

შალიკაშვილი იოსებ ივანეს ძე (1847-1903)

ილია ჭავჭავაძის ნათესავის – დარია ნოშრევანის ასულ ჭავჭავაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდის – ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიას ქალიშვილის – ნინო დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას მეუღლე. სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

     

1880 10 აგვისტო

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „თახშირის გადახდა ბათომის მაზრაში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 10 აგვისტო, № 168, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 148.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 655-656.
     

1880 12 აგვისტო

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის მაზრის მოხელეთა მოპყრობა მცხოვრებლებთან“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 12 აგვისტო, № 169, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 151.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 655-656
     

1880 15 აგვისტო

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კიდევ ძველ წიგნებზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 აგვისტო, № 172, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 154.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 656-657
     

1880 21 აგვისტო

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დაბრუნებული აფხაზები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 21 აგვისტო, № 176, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 156.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 657
     

1880 29 აგვისტო

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „იმერელი მოსამსახურენი თბილისში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 აგვისტო, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 158.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 657-658
     

1880 4 სექტემბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წყდება ხელშეკრულების დადება ქუთაისის სკოლის ცალკეულ თანამშრომლებთან. ბათუმის გუბერნატორის რჩევის თანახმად იღებენ დადგენილებას ადგილობრივ სკოლაში მოლას მიწვევაზე. განიხილავენ თბილისის სკოლის გახსნის საკითხს.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 90
     

1880 4 სექტემბერი

სიონის ტაძარში ესწრება მარი ბროსეს პანაშვიდს, რომელსაც იხდიან გაზეთ „დროების“ რედაქციის ინიციატივით.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 188.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

     

1880 24 სექტემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გლეხკაცებისაგან მამულის შეძენა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 სექტემბერი, № 202, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 161.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 658
     

1880 სექტემბრის ბოლო

გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში ცალკე წიგნად იბეჭდება მისი პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

 

 

წყარო:

„მეფე დიმიტრი თავდადებული“, პოემა ილია ჭავჭავაძისა, საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამომცემლობა, ტფილისი, 1880.

პირთა ანოტაციები:

ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922)

მესტამბე, გამომცემელი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს

     

1880 3 ოქტომბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თბილისის სკოლის მასწავლებლად ირჩევენ დავით ღვინიაშვილს და საქმის მწარმოებლად – ანა ქანანოვს. დგინდება ხელფასები, ინიშნება სკოლის გახსნის დღე. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ განცხადება ამის შესახებ ქართულ და რუსულ გაზეთებში სამ-სამჯერ დაიბეჭდოს. თანხმდებიან, რომ პარაკლისი გადაიხადოს ქართველმა მღვდელმა და სწავლა დაიწყოს იმავე დღეს.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 94.

პირთა ანოტაციები:

ღვინიაშვილი დავით ესტატეს ძე

უთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი, რომელმაც 1879 წელს მოკლა ზედამხედველი ასათიანი

ქანანოვი ანა დავითის ასული

თბილისის სკოლის მასწავლებელი.

     

1880 15 ოქტომბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სომხური გაზეთების პოლემიკა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 ოქტომბერი, № 217, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 164.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 658-659.
     

1880 17 ოქტომბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 17 ოქტომბერი, № 219, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 167.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659.
     

1880 4 ნოემბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ბათუმის სკოლის მასწავლებლად ირჩევენ ალექსანდრე ნანეიშვილს. რაფიელ ერისთავის მიერ დასაბეჭდად წარდგენილ ქრესტომათიას „სკა“ შესაფასებლად გადასცემენ გიორგი წერეთელს, გიორგი უთურგაულს, თედო ჟორდანიასა და პეტრე უმიკაშვილს. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი დაეგზავნოს ყველა სასოფლო ბიბლიოთეკას და 500 მანეთის ღირებულების წიგნები დაურიგდეს ღარიბ მასწავლებლებს. დადებითად წყდება თბილისის სკოლაში ათზე მეტი მოსწავლის უფასოდ სწავლებისა და ნიკოლოზ ვუჩეტიჩის საბავშვო წიგნის „წითელი ფარანი“ ქართული თარგმანის დაბეჭდვის საკითხები.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 98; გაზ. „დროება“, 1880, 7 ნოემბ. № 235, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

უთურგაული გიორგი გრიგოლის ძე (1851-1897)

პედაგოგი და პუბლიცისტი. მუშაობდა პედაგოგად მოზდოკში, ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებელში. თანამშრომლობდა „ობზორსა“ და „დროებაში“.

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ვუჩეტიჩი ნიკოლოზ გაბრიელის ძე – (1845-1912)

სერბ მეფეთა შორეული შთამომავალი, ცნობილი საბავშვო მწერალი და პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტი

     

1880 8 ნოემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართული ენა ჩვენს საშუალ სასწავლებლებში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 8 ნოემბერი, № 236, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 170.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659-660
     

1880 11 ნოემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახირებული ლოღიკა გაზ. „კავკაზისა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 11 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 173.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659-660
     

1880 12 ნოემბერი

სერგეი მესხთან ერთად განცხადებით მიმართავს საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურად გადაკეთების ნებართვის მისაღებად.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, საქ. 5755, ფ. 6; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 197; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 90-91, 404.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში

     

1880 16 ნოემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ვეფხვისტყაოსნის“ რედაქცია“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 16 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 176.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 661.
     

1880 23 ნოემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „აჭარის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 23 ნოემბერი, № 247, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 179.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 661-662
     

1880 24 ნოემბრამდე

უბის წიგნაკში იწერს, რამდენი აქვს გადახდილი მღებავისთვის და რამდენი – სახლის გადახურვისთვის.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 3.

დათარიღება:

უბის წიგნაკის ერთ-ერთ მომდევნო ფურცელზე ნახსენებია 1880 წლის 24 ნოემბერი
     

1880 24 ნოემბრამდე

უბის წიგნაკში იწერს მისამართს „ლიტეინის“ ქუჩაზე და თანხებს, ვის რამდენი აქვს მისთვის მისაცემი.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 5.

დათარიღება:

უბის წიგნაკის ერთ-ერთ მომდევნო ფურცელზე ნახსენებია 1880 წლის 24 ნოემბერი
     

1880 24 ნოემბერი

მონაწილეობს ქართული მწერლობის მოყვარულთა პირველ ყრილობაში. განიხილავენ „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციისა და გამოცემის საკითხებს. რედაქციის გამგედ ირჩევენ გრიგოლ ორბელიანს, თანაშემწეებად - ილია ჭავჭავაძესა და რაფიელ ერისთავს.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 27 ნოემბ., № 250.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

     

1880 25 ნოემბერი

გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხთან ერთად ბეჭდავს განცხადებას „დროებისა“ და „ივერიის“ გამოცემის პირობების შესახებ 1881 წლისათვის.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 248.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

     

1880 27 ნოემბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იხილავენ საზოგადოების თავმჯდომარის დიმიტრი ყიფიანის შენიშვნებს. მსჯელობენ წლიური ანგარიშის მომზადებაზე, სასწავლო გარემოს სისუფთავის დაცვასა და მოსწავლეთა დასჯის მიზნით მათი ჩაკეტვის დაუშვებლობაზე. განიხილავენ საზოგადოებისთვის წიგნებისა და სხვა სახის შემოწირულობათა საკითხს; მადლობას უცხადებენ შემომწირველებს. იწონებენ ილია ჭავჭავაძის წინადადებას საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ და ორგანიზებას მასვე ავალებენ.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 102.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

     

1880 30 ნოემბერი

ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება განცხადება 1881 წლიდან „დროებისა“ და „ივერიის”ერთობლივი გამოცემის შესახებ. ნათქვამია, რომ „ივერია“ გამოვა თვეში ერთხელ, იმავე პროგრამით, როგორც გამოდიოდა. რედაქციიის ადგილსამყოფელად მითითებულია გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) გამზირზე ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახლი.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 253, გვ. 1. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895)

გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას

     

1880 5 დეკემბრამდე

ცალკე წიგნად გამოდის „კაცია – ადამიანი?!“

 

 

წყარო:

„კაცია – ადამიანი?!“ მოთხრობა ილია ჭავჭავაძისა, თბ., საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, გრ. ჩარკვიანის სტ., 1880; „დროება“, 1889, 5 დეკ. № 257.

დათარიღება:

გაზეთ „დროებაში“ ინფორმაცია ამის შესახებ დაიბეჭდა 5 დეკემბერს.
     

1880 6 დეკემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დაბადებამდე სიკვდილი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 6 დეკემბერი, № 258, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 182.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 662
     

1880 8 დეკემბერი

კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი შუამდგომლობს საცენზურო კომიტეტთან, რომ 1881 წლიდან ილია ჭავჭავაძესა და სერგეი მესხს მისცენ ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურად გამოცემის ნებართვა.

 

წყარო:

საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 198-199
     

1880 9 დეკემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის რჩევის უსაქმობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 185.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,662-663.
     

1880 11 დეკემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქუთაისის საოსტატო სემინარია“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 11 დეკემბერი, № 261, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 188.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 663
     

1880 12 დეკემბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ინიშნება ბათუმის სკოლის გახსნის თარიღი. იღებენ დადგენილებებს თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვადასხვა ხარჯების შესახებ. იქვე აღნიშნავენ, რომ თუ სკოლას გამოყოფილი თანხა არ ეყოფა, მომდევნო წელს შეეძლებათ დამატებითი კრედიტის მოთხოვნა. მადლობას უცხადებენ იოსებ ნაცვლიშვილს შემოწირულობების შეგროვებისთვის და სთხოვენ, გაავრცელოს ინფორმაცია, რომ თითოეული შემომწირველი საზოგადოებისაგან მიიღებს შესაბამის ქვითარს. არ აკმაყოფილებენ ივანე მაჩაბლის წინადადებას საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ, რადგან ამ ტიპის სკოლებმა რუსეთში მოლოდინი ვერ გაამართლა. იღებენ გადაწყვეტილებებს ბიბლიოთეკაში დასადები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაკრავად ყდების შესყიდვისა და საზოგადოების დადგენილებების პრესაში გამოქვეყნების შესახებ.

 

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 106.

პირთა ანოტაციები:

იოსებ ნაცვლიშვილი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი

     

1880 21 დეკემბერი

თბილისიდან ბათუმში დეპეშას უგზავნის მასწავლებელ ალექსანდრე ნანეიშვილს. სთხოვს აცნობოს, როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის სკოლის გახსნა, რათა დაგეგმოს ჩასვლის დრო.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, საქ. 5755, ფ. 6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 89; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 91, 404-405.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. ^

     

1880 24 დეკემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის სკოლა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 108
     

1880 25 დეკემბერი

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობის განსაზღვრისა და პროგრამის დამტკიცების საკითხებს.

 

 

წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 194.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 664
     

1880 31 დეკემბერი

გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი 1880 წელიწადი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 194.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 664

     

1880 დეკემბრის ბოლო

გამოდის ჟურნალ „ივერიის“ 1880 წლის მეოთხე ნომერი, რომელშიც იბეჭდება ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ ილიასეული თარგმანის დასასრული.

 

 

წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1880, № 4, გვ. 385-492; გაზ. „დროება“, 1880, 31 დეკ., № 274.

პირთა ანოტაციები:

ბუვიე ალექსის (1836-1892)

ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი.

     
1880

ჟურნალ „ფალანგაში“ იბეჭდება ოსკარ შმერლინგის კარიკატურა: „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა“. ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე ძიძის ტანსაცმელში ორი „ბავშვით“ – სერგეი მესხითა და ივანე მაჩაბლით ხელში.

 

წყარო:

ჟურნ. „ფალანგა“ № 6; ჟურნ. „დროშა“, 1957, № 10, გვ. 18.

პირთა ანოტაციები:

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1880

თბილისის ფოტოატელიეში იღებს სალონურ ფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 1. 691/8.
     
     
1880-დან

იღებს გიგლო ყარალაშვილის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ უგზავნის  ლევან ჯანდიერის მიერ შედგენილ პირობის წერილებს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 627. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 281.

პირთა ანოტაციები:

ყარალაშვილი გიორგი (გიგლო) მიხეილის ძე (1844-1924)

სამხედრო მოხელე და ფოტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ნათესავის, ალექსანდრე ლუარსაბის ძე მაყაშვილის მეუღლის – ბარბარე მიხეილის ასულ ყარალაშვილის ძმა.

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.