გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, №
17501 გვ. 36; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 104. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 47, 30 ნოემბერი, გვ. 10-16; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 235. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. გაზ. „დროება“, 1880, № 253, გვ. 1. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016,
გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი,
1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. გაზ. „დროება“, 1884, 2 დეკ. № 260, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
თბ., 2007, გვ. 452. პირთა იდენტიფიკაცია: საფრანგეთის კონსულად ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება არა მ. მეიერი, არამედ -
კარრა დე ვო. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი. მეიერი მ. საფრანგეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიაში 1884-1886 წლებში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 504-516; გაზ. „ივერია“, 1886, 30 ნოემბერი, № 260, გვ.
1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 562, 679-680; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 557. პირთა ანოტაციები: ფრეისინე შარლ ლუი (1828-1923) ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, სენატორი, სხვადასხვა წლებში
საფრანგეთის საგარეო საქმეთა, სამხედრო მინისტრი და პრემიერმინისტრი. გაზ. „ივერია“, 1886, 4 დეკემბერი, № 263, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა 1886, 3/
XII). დათარიღება: დროზე მითითებულია 4 დეკემბერს რუბრიკით „ქართული თეატრი“ გამოქვეყნებულ
რეცენზიაში. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. გაზ. „ივერია“, 1888, 30 ნოემბერი, № 252, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 416. ი. ვართაგავა, მოგონებები. 1956, გვ. 181.
1859
30 ნოემბერი
წერს ლექსს „ჩემი სიჭაბუკე“, რომელიც შემდგომში უსათაუროდ იბეჭდება („ოჰ,
სად არიან...“).
წყარო:
1878
30 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის
რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება.
წყარო:
1880
30 ნოემბერი
ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება
განცხადება 1881 წლიდან „დროებისა“ და „ივერიის”ერთობლივი გამოცემის
შესახებ. ნათქვამია, რომ „ივერია“ გამოვა თვეში ერთხელ, იმავე პროგრამით,
როგორც გამოდიოდა. რედაქციიის ადგილსამყოფელად მითითებულია გოლოვინის
(ამჟამად რუსთაველის) გამზირზე ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახლი.
წყარო:
1884
30 ნოემბერი
ესწრება ქართული პრესისა და თეატრალური დასის მიერ თბილისელ ფრანგთა
საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენას გრიგოლ
არწრუნის თეატრში. იმავე საღამოს სიტყვას წარმოთქვამს „დროების“ რედაქციაში
საფრანგეთის კონსულ მ. მეიერის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე.
წყარო:
1886
30 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და
ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 ნოემბერი“ („27
ნოემბრის დეპეშამ მოგვიტანა ამბავი, რომ საფრანგეთის...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფრეისინეს სამინისტროს
გადადგომა“. აქვე „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ხელმოწერით, სათაურით „წერილები
გადაღმითგან“ და ქვეშ მინაწერით „წერილი პირველი“ აქვეყნებს ფელეტონს
(„ჩემო თადეოზ! კარგა ხანია მე შენთან ლაპარაკი შევსწყვიტე...“). ტექსტი
ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
.30 ნოებერი
ქართულ თეატრში ესწრება პეტრე უმიკაშვილის კომედიის „ალერსთა ბადე“
წარმოდგენას.
წყარო:
1888
30 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 29 ნოემბერი“ („ჩვენ წინა წერილში ჩვენი სიხარული
გამოვაცხადეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სამეურნეო საზოგადოების კავშირი“.
წყარო:
1893
30 ნოემბერი
„ივერიის“ რედაქციაში რჩევის მისაღებად აკითხავენ თბილისის სემინარიის
მოსწავლეთა აჯანყების მონაწილეები და აცნობენ პეტიციას. კითხულობს
მოთხოვნებს და ახალგაზრდებს ურჩევს, რომ პოლიციას და ჟანდარმერიას გაფიცვის
პოლიტიზირების საბაბი არ მისცენ.
წყარო: