გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17523 ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 107-108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 63; ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 43-44,
384. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 190-191. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გაზ. „დროება“, 1876, 23 მაისი, № 50, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1876, 23 მაისი, № 50, გვ. 3. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1887, 23 მაისი, № 101, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 338. გაზ. „ივერია“, 1889, 23 მაისი, № 105; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11,
თბილისი, 2007, გვ. 296; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 24 მაისი, №
106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 202. პირთა ანოტაციები: ჯაბადარი ივანე სპირიდონის ძე (1852-1913) რევოლუციონერ-ხალხოსანი. სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში.
იყო ერთერთი ფუძემდებელი „სრულიად რუსეთის სოციალისტ რევოლუციონერთა ორგანიზაციისა“
და მისი წესდების ავტორი. გაზ. „კვალი“, 1893, № 21, გვ. 2-5. პირთა ანოტაციები: ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“. გაზ. „ივერია“, 1894, № 110, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი ვასილ როსტომის ძე (1855-1936) ცნობილი პედაგოგი, მათემატიკოსი, პიესების ავტორი, თბილისის საქალაქო
საბჭოს ხმოსანი. ილია ჭავჭავაძის მოწვევით მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო
სკოლაში. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 1. პირთა ანოტაციები: აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906) ილია ჭავჭავაძის დისწულის, მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი,
სამსახურიდან გადადგა 1891 წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში. აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907) ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ.
204. გაზ. „ივერია“, 1897, № 100, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 207; გაზ. „კვალი“,
1897, № 22; «Новое обозрение», 1897, № 4603. პირთა ანოტაციები: დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919 პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი,
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. გაზ. „ივერია, 1901, № 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1473.
1873
23 მაისი
დუშეთიდან თბილისში წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს. სწერს, რომ
მისი მოადგილის დუშეთში მისვლისთანავე გაემგზავრება თბილისში.
წყარო:
1876
23 მაისი
.
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ მათთან გამოქვეყნებულ
წერილებს რუსული გაზეთი „კავკაზი“ დამახინჯებულად ბეჭდავს. მაგალითისთვის
მოყვანილია ილია ჭავჭავაძის წერილი ნიკო ნიკოლაძის შესახებ.
წყარო:
23 მაისი
აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს ფელეტონს „ჭიდაობა“, რომელშიც
გაშარჟებულია თსს ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის
გამოსვლები
წყარო:
1887
23 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 მაისი“ („ერთი უკეთესი და უმდიდრესი სამფლობელო ინგლისისა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისი ინდოეთის
შესანარჩუნებელი გზების ძიებაშია“.
წყარო:
1889
23 მაისი
„ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული ივანე ჯაბადარის წერილის „ღია მიმართვა
„ივერიელებს“ პასუხად „გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „გზადაგზა
და სხვათაშორის“.
წყარო:
1893
23 მაისი
რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ ასრულებს ვრცელი
წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი ვრცლად
საუბრობს „ივერიელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის წერილზე „მოვალეობა
ჩვენი თავადაზნაურობისა“ და სავსებით იზიარებს მის პოზიციას.
წყარო:
1894
23 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას და გამოდის ე. წ. „ვექილობების“ წინააღმდეგ.
საუბარია საკამათო საკითხებთან დაკავშირებით ბანკის წევრების მიერ საკუთარი
პოზიციის წერილობით დაფიქსირებაზე. ილია ჭავჭავაძე დამსწრეთ სთხოვს
ყურადღება მიაქციონ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა ასობით ასეთი წერილი ერთი
და იმავე ხელით არის დაწერილი. შემდეგ მოჰყავს კონკრეტული მაგალითი იმისა,
თუ „ვექილობების“ მეშვეობით როგორ აკარგვინებდნენ ხმებს პირადად მას.
აღმოჩნდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ერთერთი მასწავლებელი
აგროვებდა ასეთ წერილებს ვითომდა ილია ჭავჭავაძის მხარდასაჭერად, მაგრამ
ისინი ბანკამდე არ მიდიოდა. ამავე სხდომაზე შთამბეჭდავი სიტყვით გამოდის
პედაგოგი ვასილ ყიფიანი. იგი ამბობს, რომ თავდაპირველად სიხარულით შეხვდა
ბანკში ოპოზიციის გაჩენას, რადგან მიაჩნია, რომ ჯანსაღი ოპოზიცია
საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ
არსებულ ოპოზიციას მხოლოდ პირადული მოტივები ამოძრავებდა, ისიც, ისევე,
როგორც ნიკო ნიკოლაძე და ბევრი სხვა, ჩამოშორდა მათ.
წყარო:
1894
23 მაისი
გარდაცვლილი დისწულის მარიამ (მაკო) აფხაზი-მაყაშვილის მეუღლესთან –
დიმიტრი მაყაშვილან, მამასთან – ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზთან და
დეიდასთან – ელისაბედ გრიგოლის ასულ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან ერთად გაზეთ „ივერიაში“
აქვეყნებს განცხადებას პანაშვიდების შესახებ, რომლებიც ჩატარდება კუკიაზე
მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.
წყარო:
1896
23 მაისი
ტარდება თსს ბანკის გამგეობის სხდომა, რომელზეც გადაწყვეტილება გამგეობის
გადადგომის შესახებ უკანონოდ ცხადდება და მის წევრებს სთხოვენ საქმიანობას
დაუბრუნდნენ ბანკის ახალი ხელმძღვანელობის არჩევამდე.
წყარო:
1897
23 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე განიხილავენ რევიზორ ევსტაფი დობეცკის მიერ
მიცემულ შენიშვნებს.
წყარო:
1901
23 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში და სიტყვით გამოდის დრამატული
საზოგადოებისათვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
წყარო: