გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ.
20; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 50. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ.
19; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 38. პირთა ანოტაციები: ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856) გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 29. პირთა ანოტაციები: რიუკერტი ფრიდრიხ (ფრაიმუნდ რაიმარი) (1788-1866) გერმანელი პოეტი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 222; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14.
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 222; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 400; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
14, 323-324 პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს
საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 117-119. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დამაარსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის
ძე (1839-1919) – საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 529-531; გაზ.
„ივერია“, 1878, № 3, გვ. 5-6, 6-7, 11-16; George Parso№s Lathrop, “Left Out”,
The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231; კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 215; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 180, 183. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3;
მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ
ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის
კურიერის“ რედაქტორი. გაზ. “დროება“, 1880, 19 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 49. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 635. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია მიხეილ იოსების ძე ასათიანზე, რომლის მკვლელობაშიც ბრალი ედებოდა დავით
ესტატეს ძე ღვინიაშვილს. გაზ. “დროება“, 1883, 19 იანვარი, № 12, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 394. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 699. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 4-5; გაზ. „ივერია“, 1886, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 292. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 658. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში მირიანაშვილის მხოლოდ გვარია მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: ხატიაშვილი (შიუკაშვილი) ივანე პუბლიცისტი, მღვდელი. მირიანაშვილი ალექსი ივანეს ძე (1860-1925) მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 794-796; გაზ. „ივერია“, 1888, 19 იანვარი, № 12, გვ. 1-3;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 30. გაზ. „ივერია“, 1889, 19 იანვარი, № 13 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 26. გაზ. „ივერია“, 1892, 19 იანვარი, № 13, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, თბ., 2007, გვ. 82. გაზ. „ივერია“, 1893, 19 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 137. გაზ. „ივერია“, 1895, 21 იანვ. № 15, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1897, 19 იანვარი, № 3, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 236. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 17085 - ხ. დათარიღება: წერილს აწერია მხოლოდ თვე და რიცხვი. 1904 წლის 21 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა
გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი „რწმენის შერყევა“, რომელშიც უარყოფითად
შეაფასა ეკატერინე გაბაშვილის აქტიურობა სალიტერატურო ფონდის დაარსებასთან
დაკავშირებით, რადგან ცოტა ხნის წინ თავად იაკობ გოგებაშვილმა წამოაყენა თანხის
შეგროვების წინადადება მძიმედ ავადმყოფი აკაკი წერეთლის დასახმარებლად. როგორც ჩანს,
ეკატერინე გაბაშვილის ეს ბარათი გოგებაშვილის ზემოხსენებულ პუბლიკაციამდეა დაწერილი.
პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის
ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
1859
19 იანვარი
პეტერბურგში წერს ლექსს „გავსწორდეთ, ბედო!“.
წყარო:
19 იანვარი
ჰაინრიხ ჰაინეს მიბაძვით პეტერბურგში წერს ლექსს „მეცა მქონია კარგი
მამული“
წყარო:
19 იანვარი
მუშაობს ფრიდრიხ რიუკერტის ლექსის „ჩრდილნი მაღალ მთებისა“ თარგმანის ახალ
ვარიანტზე
წყარო:
1863
19 იანვარი
იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც სთავაზობს მეორე დღეს ტაძარში
შეხვედრას.
წყარო:
19 იანვარი
ხელმოწერით „Твой Илико“ საპასუხო ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და
ატყობინებს, რომ 9 საათზე ტაძარში იქნება.
წყარო:
1867
19 იანვარი
გიორგი წერეთლისათვის გაგზავნილ წერილში კირილე ლორთქიფანიძე აღწერს კრებულ
„ჩონგურის“ გამოცემის ისტორიას და ჰყვება, როგორ გაუგზავნა ილიამ „ნანინა“
და „სტუდენტების სიმღერა“. ეს უკანასკნელი, მისი თქმით, არ დაბეჭდა იმის
გამო, რომ სტუდენტებს თავმოწონებად არ აღექვათ. იქვე წერს, რომ ამის
სანაცვლოდ წიგნში ილიას „კეთილგანზრახვისა და გულკეთილობის“ იმედით, მის
დაუკითხავად, შეიტანა უკვე დაბეჭდილი „ქართვლის დედას“ და „რამდენიმე
სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
წყარო:
1878
19 იანვარი
1 გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და
ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („დაიწყებს კაცი თუ არა ლაპარაკს ეხლანდელს
პოლიტიკაზედ...“), სტატიას „შერიგების თაობაზედ ხმები“ („ლონდონიდამ 14/26
იანვარს შემდეგი ამბავი მოვიდა...“) და ამერიკელი მწერლის – ჯორჯ ლეთროპის
ნოველის „გარიყული“ თარგმანის პირველ ნაწილს სათაურით „უბინაო კაცი
ნუიორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად.
წყარო:
1880
19 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ასათიანის
მოკვლაზედ. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
19 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის
თავის არჩევანი“ („ახალი რჩევა ქალაქისა შესდგა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის
სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 იანვარს“ („მეორე დღესაც, ესე იგი ჩვენებურად...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლიაკების განდევნა
პრუსიიდან“.
წყარო:
19 იანვარი
იღებს ივანე ხატიაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია „ივერიაში“ ქართული ენის
მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის
სტატიაზე.
წყარო:
1888
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XVΙΙ–XVΙΙΙ თავებს და უსათაუროდ
და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი“ („კავკასიის
სასტატისტიკო კომიტეტმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„სტატისტიკის საკითხებზე“.
წყარო:
1889
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით აქვეყნებს ფელეტონს „ამბავი ყბად
ასაღები და წყალ–წასაღები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში.
წყარო:
1892
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი“ („ამ ნათლისღების უბედურობის
ვაი-ვაგლახში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო
შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.
წყარო:
1893
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით ამთავრებს ვრცელი წერილის ბეჭდვას
სათაურით „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ („ორიოდე სიტყვა
კიდევ უნდა ვსთქვათ იმ აზრის შესახებ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1895
19 იანვარი
მონაწილეობს თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც განიხილავენ
სოფლის მმართველობაში გასატარებელ ცვლილებებსა და სასამართლოების მოწყობის
საკითხს.
წყარო:
1897
19 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და
ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი “ („ამას წინად
ერთს სახლში ერთს საუბარს შევესწარით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
დაიბეჭდა სათაურით „სულიერი გაღატაკება და საზოგადოების გულგრილობა“.
წყარო:
1904
19 იანვარი
იღებს ეკატერინე გაბაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, სათავეში ჩაუდგეს
სალიტერატურო ფონდს. ადრესანტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ
ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების შემდეგ მისი ფონდისთვის შეგროვილი თანხა
ქშწ-კგ საზოგადოებიდან გაქრა.
წყარო: