გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, ფ.
11; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 18, 667. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. №17501, ფ. 12;
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 18; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ.
19, 667. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, პეტრე უმიკაშვილის ფონდი, №10. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863) სამხედრო ექიმი და მთარგმნელი, ცნობილი მსახიობის – ლადო მესხიშვილის მამა. ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892) მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა ,,ცისკარში”. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84-85. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ.
230. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. “დროება“, 1880, 27 ივნისი, № 135, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 128. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 652. გაზ. „ივერია“, 1886, № 137, გვ. 3. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915 პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1887, 27 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 446. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი №
19; გ. შარაძე, „ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება“, 1990, ტ. 2,
გვ. 260; ოლღა აღლაძე, მცირე მოგონება, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952,
გვ. 73. პირთა ანოტაციები: ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში,
სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და
თბილისის მაზრების უფროსი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669; გაზ.
„შრომა“, 1906, 28 ივნისი, № 68, გვ. 2. ჟურნ. „მწყემსი“, 1906, № 11–12, გვ. 21;
ახალი ამბები, „ახალი ცხოვრება“, 1906, 29 ივნისი, № 8, გვ. 1; გაზ. „მუშა“, 1906,
28 ივნისი, № 68, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო
მოღვაწე. მიტროპოლიტი ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი.
1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო
სახელმწიფო საბჭოს წევრი. ეგზარქოსი ნიკონი (ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიელი) (1861-1908) წმინდა სინოდის წევრი, 1906 წლის 9 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოსი.
1858
27 ივნისი
ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „ანგელოზი“, რომელიც მის
სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.
წყარო:
27 ივნისი
ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „ჭეშმარიტება“.
წყარო:
1861
27 ივნისი
პეტრე უმიკაშვილი წერს გამოხმაურებას ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის
წინააღმდეგ გამოქვეყნებულ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა და გიორგი
ბარათაშვილის წერილებზე და რედაქციის კრიტიკულ შენიშვნებზე ილია ჭავჭავაძის
შესახებ.
წყარო:
1867
27 ივნისი
წერილს უგზავნის მეუღლეს ყაზბეგიდან საგურამოში. სწერს, რომ უპასუხისმგებლო
მწერლის გამო აგვიანდება და ივლისის პირველ რიცხვებშიღა თუ მოახერხებს
ჩაკითხვას.
წყარო:
1880
27 ივნისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართული
ენა სასამართლოებში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
27 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება აკაკი წერეთლის სტატია „ბ. ილია ჭავჭავაძის
საპასუხოდ“. იქვე, „დამაკვირდის“ რუბრიკაში ილია ჭავჭავაძე „ლარიძის“
ფსევდონიმით ბეჭდავს თავის ლექსს „წუთისოფელი ესეა...“
წყარო:
1887
27 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
26 ივნისი“ („ივერიის 122 ნომერში დაბეჭდილია სურამიდან მოწერილი ამბავი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონის ცოდნა და მისი
ფარად გამოყენების აუცილებლობა“.
წყარო:
1900
27 ივნისი
კვეთს რუსეთის საზღვარს ალექსანდროვში და ჩადის ბერლინში პროფესორ ერნსტ
ლეიდენთან სამკურნალოდ. ლევან ჯანდიერის შვილი და იქაური ქართველობა
საზეიმო შეხვედრას უწყობს და ილია მათ შთამბეჭდავი სიტყვით მიმართავს.
წყარო:
1906
27 ივნისი
მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი დეპეშას უგზავნის პეტერბურგში. იგი
ქართველი სამღვდელოების სახელით სთხოვს გადასცეს ახლად დანიშნულ ეგზარქოს
ნიკონს, რომ არ ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან იმ წყლულების განკურნება,
რომლებიც საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსობამ მიაყენა, მხოლოდ მისი
დამოუკიდებლობის აღდგენას შეუძლია. ასევე, სთხოვს, რომ დეპეშის ტექსტი
მიტროპოლიტ ანტონსაც (ვადკოვსკის) გააცნოს.
წყარო: