
გაზ. „დროება“, 1875, № 19; «Тифлисский листок», 1875, № 38. გაზ. „დროება“, 1880, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. გაზ. „დროება“, 1883, № 39, გვ. 4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
354; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 370-372; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 210-212, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 539.
პირთა იდენტიფიკაცია: ბარათში მაღალაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალი წერია. პირთა ანოტაციები: მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე.
ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“
და სხვ. მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843) საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894
წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი. გაზ. „დროება“, 1885, № 42, გვ. 4. გაზ. „თეატრი“, 1886, № 8, გვ. 74-76. პირთა ანოტაციები: ეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა
ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 567-570, გაზ. „ივერია“, 1887, 22 თებერვალი, № 39, გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 128. გაზ. „ივერია“, 1889, 22 თებერვალი, № 39 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 92. „ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილ–მამულო ბანკისა 1 იანვრისათვის 1892
წლისა“, გაზ. „ივერია“, № 40, გვ. 4. გაზ. „ივერია“, 1898, 22 თებერვალი, № 39, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 72. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის
უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი
ტრაქტატი. გაზ. „ივერია“, 1898, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი
ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. გაზ. „ივერია“, 1901, № 42; გაზ. „კვალი“, 1901, № 11, გვ. 174. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კახიძე ვასილ ბესარიონის ძე პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშ წ-კგ საზოგადოების რწმუნებული თელავში. გაზ. „ივერია“, 1902, 22 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 14, 2007, გვ. 436.
1875
22 თებერვალი
გაზეთებში მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1876
წლის პირველი იანვრისათვის.
წყარო:
1880
22 თებერვალი
გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და
შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“) ბოლო, მეოთხე ნაწილი („უფ.
ნიკოლაძის შვილდ-ისარი მიმართლია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
22 თებერვალი
მისი ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1883 წლის 1
იანვრისთვის.
წყარო:
1884
22 თებერვალი
წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ ბანკის საკითხებთან
დაკავშირებით საბუთის ხელმოწერა ჭიანურდება და დაპირებისამებრ 1 მარტს
ვეღარ მიემგზავრება.
წყარო:
22 თებერვალი
იღებს იაკობ მანსვეტაშვილის წერილს, რომელშიც სწერს შაქრო მაღალაშვილის
მამულის გაყიდვის შესახებ
წყარო:
1885
22 თებერვალი
მისი და სხვათა ხელმოწერით, იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1885 წლის 1
იანვრისთვის.
წყარო:
1886
22 თებერვალი
გაზეთ „თეატრში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის
სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი. იგი მიმართულია გაზეთ „ივერიისა“
და მასში დაბეჭდილი ილიასეული ფელეტონების წინააღმდეგ.
წყარო:
1887
22 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ერთი ჯურის ოსტატები ხომ
ვენახის მიწის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის
ქართულად დაყენება“.
წყარო:
1889
22 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 თებერვალი“ („დასავლეთ ევროპის დიდს სახელმწიფოებს რომ კაცმა...“) მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირის“ ბატონობის დასუსტება
ევროპაში“.
წყარო:
1892
22 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის
ბალანსი 1892 წლის 1 იანვრისთვის.
წყარო:
1898
22 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან“.
წყარო:
22 თებერვალი
სვეტიცხოვლის ტაძარში ესწრება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის
გამო გადახდილ წირვასა და პანაშვიდს.
წყარო:
1901
22 თებერვალი
საპასუხო დეპეშას იღებს თელავიდან რაფიელ ერისთავის სიძის, ვასილ კახიძისაგან.
იგი ატყობინებს ოჯახის გადაწყვეტილებას განსვენებული, მისი სურვილისამებრ,
დაკრძალონ მშობლიურ სოფელ ქისტაურში.
წყარო:
1902
22 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ “ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „არაპატარა
საუბარი“ („ღმერთმან ყოველი რჯულიანი და ურჯულო იხსნას იმ საცოდავობისაგან...“).
ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.
წყარო: