1875 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთებში მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1876 წლის პირველი იანვრისათვის. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1875, № 19; «Тифлисский листок», 1875, № 38. |
|
1880 | ||
22 თებერვალი | ||
გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“) ბოლო, მეოთხე ნაწილი („უფ. ნიკოლაძის შვილდ-ისარი მიმართლია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1880, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1883 | ||
22 თებერვალი | ||
მისი ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1883 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1883, № 39, გვ. 4. |
|
1884 | ||
22 თებერვალი | ||
წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ ბანკის საკითხებთან დაკავშირებით საბუთის ხელმოწერა ჭიანურდება და დაპირებისამებრ 1 მარტს ვეღარ მიემგზავრება. |
წყარო:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 354; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 370-372; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 210-212, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
22 თებერვალი | ||
იღებს იაკობ მანსვეტაშვილის წერილს, რომელშიც სწერს შაქრო მაღალაშვილის მამულის გაყიდვის შესახებ |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 539. პირთა იდენტიფიკაცია: ბარათში მაღალაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალი წერია. პირთა ანოტაციები: მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843) საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი. |
|
1885 | ||
22 თებერვალი | ||
მისი და სხვათა ხელმოწერით, იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1885 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1885, № 42, გვ. 4. |
|
1886 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „თეატრში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი. იგი მიმართულია გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიასეული ფელეტონების წინააღმდეგ. |
წყარო:
გაზ. „თეატრი“, 1886, № 8, გვ. 74-76. პირთა ანოტაციები: ეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
1887 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ერთი ჯურის ოსტატები ხომ ვენახის მიწის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 567-570, გაზ. „ივერია“, 1887, 22 თებერვალი, № 39, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 128. |
|
1889 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („დასავლეთ ევროპის დიდს სახელმწიფოებს რომ კაცმა...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირის“ ბატონობის დასუსტება ევროპაში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1889, 22 თებერვალი, № 39 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 92. |
|
1892 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1892 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო:
„ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილ–მამულო ბანკისა 1 იანვრისათვის 1892 წლისა“, გაზ. „ივერია“, № 40, გვ. 4. |
|
1898 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1898, 22 თებერვალი, № 39, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 72. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.
|
|
22 თებერვალი | ||
სვეტიცხოვლის ტაძარში ესწრება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის გამო გადახდილ წირვასა და პანაშვიდს. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1898, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. |
|
1901 | ||
22 თებერვალი | ||
საპასუხო დეპეშას იღებს თელავიდან რაფიელ ერისთავის სიძის, ვასილ კახიძისაგან. იგი ატყობინებს ოჯახის გადაწყვეტილებას განსვენებული, მისი სურვილისამებრ, დაკრძალონ მშობლიურ სოფელ ქისტაურში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1901, № 42; გაზ. „კვალი“, 1901, № 11, გვ. 174. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კახიძე ვასილ ბესარიონის ძე პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშ წ-კგ საზოგადოების რწმუნებული თელავში. |
|
1902 | ||
22 თებერვალი | ||
გაზეთ „ივერიაში“ “ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „არაპატარა საუბარი“ („ღმერთმან ყოველი რჯულიანი და ურჯულო იხსნას იმ საცოდავობისაგან...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1902, 22 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 436. |